Contract
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტი ხელშეკრულება #
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტს, რომელიც დაიდება ერთეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად.
ქ. თბილისი 2018 წელი
ერთის მხრივ ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი “იკაროსი” (შემდგომში _ შემსყიდველი), დირექტორის რუსუდან ჩართოლანის სახით და მეორეს მხრივ ------------------ (შემდგომში _ მიმწოდებელი), მისი ---------
---------------------------------------------- სახით, ორივე ერთად წოდებული, როგორც „მხარეები“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მიმწოდებლის სატენდერო წინადადების
საფუძველზე, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად ვაფორმებთ
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას შემდეგზე:
• ტერმინთა განმარტებები
1.1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომ – ხელშეკრულება) – შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, ყველა თანდართული დოკუმენტით.
1.2. ხელშეკრულების ღირებულება – საერთო თანხა, რომელზედაც გაფორმებულია ხელშეკრულება.
1.3. შემსყიდველი – ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.4.მიმწოდებელი – პირი, რომელიც ახორციელებს მომსახურების მოწოდებას ხელშეკრულების ფარგლებში.
1.5. დღე, კვირა, თვე – კალენდარული დღე, კვირა, თვე.
1.6. მომსახურება – ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი.
1.7. სატენდერო დოკუმენტაცია - ელექტრონული ტენდერის სატენდერო
დოკუმენტაცია, რომელიც დაერთვება ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
1.8. სატენდერო წინადადება - ელექტრონულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ
წარდგენილი სატენდერო წინადადება, რომელიც დაერთვება ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი
2. ხელშეკრულების (შესყიდვის) საგანი, შესყიდვის საშუალება, ხელშეკრულების ღირებულება და ხელშეკრულების მოქმედების ვადა
2.1 ხელშეკრულების (შესყიდვის) საგანია საკუთარი დაფქული 03100000 - სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტები (cpvკოდი: 03100000) სახელმწიფო შესყიდვა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ელექტრონული ტენდერის საშუალებით.
2.2 შესყიდვის საშუალება - ელექტრონული ტენდერი , განცხადების ნომერი - .
2.3 ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ლარს, ყველა ხარჯისა და გადასახადის
ჩათვლით.
2.4 კლასიფიკატორის კოდი - 03100000 - სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტები
2.5 ხელშეკრულება ძალაშია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
2.6 ხელშეკრულების ობიექტის შემდეგი დასახელების საქონელი:
3. მომსახურების გაწევის პირობები, ვადა და ადგილი
3.1 შესყიდვის ობიექტის მიწოდებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით.
3.2 მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად.
3.3 მიწოდების ადგილია: ქ. თბილისი. xxxxxx xxxxxxxxx გამზირი #4. ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი “იკაროსი”-ს შენობა.
3.4 საქონლის მიწოდების პარალელურად მიმწოდებელი უზრუნველყოფს თანმხლები დოკუმენტაციის წარმოდგენას.
3.5 ყოველი კონკრეტული დავალებისათვის შემსყიდველი მიმწოდებელს ელექტრონული ფოსტის ან სატელეფონო შეტყობინების სახით უგზავნის დავალებას, რომელშიც მითითებული იქნება შესყიდვის ობიექტის სახეობის, რაოდენობისა და მომსახურების გაწევის ვადის შესახებ ინფორმაცია. მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 3 საათის განმავლობაში დაუდასტუროს შემსყიდველს მზადყოფნა შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესახებ.
4. საქონლის მიღება-ჩაბარების შესახებ
4.1. `შემსყიდველის”-ს წარმომადგენელი `მიმწოდებლის”-ს წარმომადგენლის თანდასწრებით უზრუნველყოფს საქონლის დათვალიერებას და გადმოტვირთვას `შემსყიდველის”-ს საწყობში, ან სხვა მითითებულ ადგილას. მიწოდებული საქონლისათვის შენახვის პირობების შექმნა (განთავსება, ტემპერატურა , მზის სინათლისაგან დაცვა) წარმოადგენს `შემსყიდველის” ვალდებულებებს და უნდა შეესაბამებოდეს საქონლის შენახვისათვის დადგენილ პირობებს.
4.2. საქონლის მიღებისას, `შემსყიდველი” შეამოწმებს საქონლის რაოდენობას და ასორტიმენტისა და ხარისხის შესაბამისობას წარდგენილ დოკუმენტებთან მიმართებაში. მიწოდებული საქონლის ღირებულებისა და მიღების ფაქტი ფიქსირდება და დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტებითა და `შემსყიდველის”-ს წარმომადგენლის ხელმოწერით ზედნადებზე ან/და ა/ფაქტურაზე ან/და მიღება-ჩაბარების აქტზე. `მყიდველი” უფლებამოსილია არ მიიღოს საქონელი და არ მოაწეროს ხელი შესაბამის დოკუმენტს, თუკი საქონლის რაოდენობა, ასორტიმენტი არ შეესაბამება მხარეთა შორის შეთანხმებულ პირობებსა, შეფუთვა, ხარისხი და ვარგისიანობის ვადა არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებსა და `მიმწოდებლის” მიერ შემოთავაზებულ პირობებს.
4.3 გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასთან და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.4. `შემსყიდველის” უფლებამოსილებას საქონლის მიღებასთან, შემოწმებასთან, ანგარიშსწორებასთან და მონაცემების შედარებასთან დაკავშირებით, ახორციელებს `შემსყიდველის” უფლებამოსილ თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული ინსპექტირების ჯფუფი.
4.5 მიმწოდებლის” უფლებამოსილებას საქონლის გადაცემასთან, შემოწმებასთან, ანგარიშსწორებასთან და მონაცემების შედარებასთან დაკავშირებით, ახორციელებს `მიმწოდებლის” უფლებამოსილი თანამშრომელი.
5. ანგარიშსწორების ფორმა და გრაფიკი (ვადები)
5.1 შესყიდვის ობიექტის ღირებულების ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
5.2 შემსყიდველი ვალდებულია მოახდინოს ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ამ უკანასკნელის მიერ საქონლის მიწოდებისა და აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა.
6. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
6.1 შემსყიდველს უფლება აქვს:
6.1.1შეამოწმოს შესყიდვის ობიექტის (საქონლის) ხარისხი.
6.1.2 მოსთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულების ჯეროვანი, დროული და კეთილსინდისიერი შესრულება.
6.2 შემსყიდველი ვალდებულია:
6.2.1წერილობითი ფორმით გონივრულ ვადებში აცნობოს მიმწოდებელს საქონლის შემოწმების დროს აღმოჩენილი რაიმე წუნის შესახებ.
6.2.2დაიცვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.
6.2.3უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის მიღება.
6.3 მიმწოდებელს უფლება აქვს:
6.3.1 მოსთხოვოს შემსყიდველს მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით
გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
6.3.2მოითხოვოს შემსყიდველისაგან ხელშეკრულების სხვა პირობების დაცვა.
6.4 მიმწოდებელი ვალდებულია:
6.4.1დაიცვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა.
6.4.2გადაიხადოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი.
7. მხარეთა პასუხისმგებლობის შესახებ (რეკლამაცია)
7.1. მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7.2 ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები.
7.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გაშვების შემთხვევაში, მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 0,02%-ის ოდენობით.
7.4. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
7.5. საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილ უნდა იქნას მხარისთვის აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების (წერილი ჯარიმის დაკისრების თაობაზე) გაცნობიდან არაუგვიანეს 1 თვეში.
8. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
8.1 ხელშეკრულება ძალაში შედის მისი დადების (გაფორმების) დღიდან და მოქმედებს 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
9. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის შესაძლებლობა
9.1 წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
10. დავები და მათი გადაწყვეტის წესი.
10.1 ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეთა შორის წამოჭრილი დავები ან აზრთა სხვადასხვაობა შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნას ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე.
10.2 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
11. საქონლის მახასიათებლების შესახებ (ასორტიმენტი, რაოდენობა და ხარისხი).
11.1. „მიმწოდებელი“ „შემსყიდველისათვის“ საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს
შემსყიდველისათვის საჭირო ოდენობით. საქონლის მწარმოებლის, ბრენდის ან/და მარკის ცვლილების შემთხვევაში „მიმწოდებელი“ ვალდებულია წინასწარ საქონლის მიწოდებამდე „შემსყიდველს“ აცნობოს აღნიშნული ცვლილების თაობაზე წერილობით.
11.2. `მიმწოდებელი” ვალდებულია მიწოდების დოკუმენტებში (ზედნადები) მიუთითოს მიწოდებული საქონლის ასორტიმენტი და ფასები.
11.3. `მიმწოდებლის” მიერ საქონლის ფაქტობრივი მიწოდებისას საქონლის შეფუთვაზე დატანილი მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს ტექნიკური დავალებაში მითითებული ვადის შესაბამისი თითოეულ მოწოდებულსაქონელზე .
11.4. ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასების შეცვლა დაუშვებელია თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები “შემსყიდველისა”-თვის გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
11.5. მიწოდებული საქონლის ასორტიმენტი და რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს იმ ასორტიმენტს, რომელიც ნაჩვენებია მიწოდების დოკუმენტებში.
11.6. საქონლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს მწარმოებლის დეკლარირებულ სტანდარტებს, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებსა და `მიმწოდებლის” მიერ შემოთავაზებულ პირობებს.
11.7. `მიმწოდებელი” იძლევა გარანტიას, რომ, საქონლის `შემსყიდველისათვის” გადაცემის მომენტში, არის საქონლის კანონიერი მფლობელი და ასევე, რომ საქონელი არ არის დაგირავებული, დაყადაღებული, მესამე პირებს არ შეიძლება წარმოეშვათ რაიმე სახის პრეტენზია აღნიშნულ საქონელთან მიმართებაში.
11.8. `მიმწოდებელი” იძლევა გარანტიას, რომ საქონელი შეესაბამება უსაფრთხოების, სანიტარული ნორმების, შეფუთვის და მარკირების მოთხოვნებს, დადგენილს საქართველოს კანონმდებლობით და ასევე, რომ საქონელი იქნება მიწოდებული სათანადო მდგომარეობაში, შეფუთვა არ იქნება დაზიანებული, ხოლო წარწერები საქონელსა და ეტიკეტებზე იქნება კითხვადი.
11.9. დაუშვებელია მოსაწოდებელი პროდუქციის შეფუთვა მეორად ან/და განსხვავებული ბრენდის მქონე ტარაში.
მუხლი 12. ხელშეკრულების შესრულების შეფერხების შესახებ
12.1 თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელისშემშლელ გარემოებას, რომლის გამოც ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყივნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლოვობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ, რაც შეიძლება მოკლე დროში, უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება ამ გარემოებებთან დაკავშირებოთ.
12.2 თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით. შეთანხმების შემთხვევაში გადავადებულ პერიოდზე მხარეს არ დაეკისრება
პირგასამტეხლო.
13. ფორს-მაჟორი
13.1 მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი თავიანთი ვალდებულებების სრულ ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია ისეთი გარემოებებით, როგორიცაა წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა სტიქიური მოვლენები, აგრეთვე ომები და საომარი მოქმედებები, თუ ისინი უშუალო ზემოქმედებას ახდენენ ხელშეკრულების შესრულებაზე.
13.2 თუ სახელშეკრულებო ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობის პირობები
გაგრძელდა სამი თვეზე მეტ ხანს, მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულების მოქმედება, კომპენსაციის მოთხოვნის უფლების გარეშე.
13.3 მხარე, რომელსაც შეექმნება ფორს-მაჟორი გარემოება, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ამის შესახებ მეორე მხარეს.
14. დასკვნითი დებულებების შესახებ
14.1 მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვლის
წინამდებარე ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
14.2 წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობა.
14.3 „მხარეები“ ადასტურებენ, რომ „ხელშეკრულების“ შინაარსი ზუსტად გამოხატავს „მხარეთა“ ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა “ხელშეკრულების” შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან.
14.4 ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
14.5 წინამდებარე ხელშეკრულების დანართები წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად.
14.6 ყოველი მხარე წერილობით ატყობინებს მეორე მხარეს იმ გარემოებების შესახებ, რომელთაც შეუძლიათ იქონიონ გავლენა მხარის მიერ თავისი ვალდებულებების შესრულებაზე: რეორგანიზაცია, რეკვიზიტების შეცვლა, გადახდისუუნარობა ან გადახდისუუნარობის ალბათობა, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვა და სხვა. მხარე, რომელიც არ ატყობინებს ან არადროულად ატყობინებს მეორე მხარეს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ, ვალდებულია მეორე მხარეს აუნაზღაუროს ამასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ზარალი.
14.7 „ხელშეკრულების“ რომელიმე მუხლის, პუნქტის ან/და ქვეპუნქტის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად„ხელშეკრულების“ ან/და მისი სხვა ცალკეული მუხლის, პუნქტის ან/და ქვეპუნქტის ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა “ხელშეკრულებით” (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.
14.8 მხარეებს შეუძლიათ ხელშეკრულებაში შეიტანონ ცვლილებები და დამატებები, რომლებიც უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერის შემდეგ ხდება წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელი
ნაწილი და მოქმედებს მასთან ერთად.
14.9 იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ხელშეკრულება ავალდებულებს მხარეებს დაიცვან წერილობითი ფორმა, ეს ნიშნავს, რომ დოკუმენტები უნდა იყოს შედგენილი ქაღალდზე და ხელმოწერილი ამისათვის
უფლებამოსილი პირების მიერ. სხვა შეტყობინებები შეიძლება გადაიცეს ელ. ფოსტის, ტელეფონისა ან ფაქსის საშუალებით.
14.10 მხარეთა მიერ ელ.ფოსტით გაგზავნილ შეტყობინებას აქვს იურიდიული ძალა და სავალდებულოა
შესასრულებლად მხარეთა შორის. ელ.ფოსტაზე `მყიდველის” მიერ წერილის/შეტყობინების მიღება უნდა დადასტურდეს ამავე ელ.ფოსტაზე შესაბამისი პასუხით.
14.11 შემსყიდველი ადასტურებს, რომ მას ჩაბარდა ხელშეკრულება მისი დანართებითურთ.
14.12 მიმწოდებელი აცხადებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი მონაცემები, მათ შორის მისი რეკვიზიტები, სწორია.
14.13 მხარეები შეეცდებიან ყველა წარმოშობილი დავა და უთანხმოება გადაწყვიტონ ურთიერთ მოლაპარაკების გზით. იმ შემთხვევაში, თუ დავა არ გადაწყდება მისი წარმოშობიდან 30 დღის განმავლობაში, მხარეები იტოვებენ უფლებას თავიანთი ინტერესების დასაცავად მიმართონ საერთო სასამართლოებს.
14.14 პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება „მხარეთა“ მიერ მისი გასაჩივრების მიუხედავად, დაუყოვნებლივ შედის ძალაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე–11 პუნქტის შესაბამისად.
14.15 არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
14.16 მესამე პირთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებითა და რისკით.
14.17 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, სამ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელმომწერ მხარეებთან (ერთი პირი მიმწოდებელთან და ორი პირი შემსყიდველთან). ხელშეკრულებასთან დაკავშერებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
15. მხარეთა მისამართები და რეკვიზიტები შემსყიდველი: მიმწოდებელი:
ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი “იკაროსი” მისამართი :
ქალაქი თბილისი გელოვანის N 4 “სახელმწიფო ხაზინა”
კოდი ; 32030121
საიდენტიფიკაციო კოდი: 211351071
ტელეფონი: 577 900 401