Contract
სააბონენტო ხელშეკრულება №
საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის შესახებ
ქ. ბათუმი,
20 წ
რიცხვი თვე წელი
1. ხელშეკრულების მხარეები:
ერთის მხრივ შპს „ორბი ნეტ“ (ს/№445548818, შემდეგში - „მიმწოდებელი“), წარმოდგენილი დირექტორის ირ- xxxx xxxxxxxxxxx (პ/№33001004647) სახით
და მეორეს მხრივ ფიზიკური პირი (პ/№00000000000, შემდეგში - „აბონენტი“)
2. ხელშეკრულების საგანი:
2.1. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელი აბონენტს უწევს საკომუნიკაციო მომსახუ- რებას, რომელიც მოიცავს სატელევიზიო მომსახურებას და/ან ინტერნეტის მომსახურებას.
2.2. საკომუნიკაციო მომსახურებიდან:
a) ტელევიზიით მომსახურების გაწევა გულისხმობს აბონენტის, არჩეული პაკეტით გათვალისწინებული რაოდენობის სატელევიზიო არხებთან წვდომის უზრუნველყოფას/ჩვენებას. არხების ჩამონათვალს (პაკეტის შემადგენლობას) განსაზღვრავს მიმწოდებელი და იგი არ საჭიროებს აბონენტის არც წინასწარ და არც შემდგომ თანხმობას. პაკეტში შემავალი არხების ჩამონათვალი წარმოადგენს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობას. შესაბამისად, მათი დასახელება, რაოდენობა, დასახელების/რაოდენობის ცვლილება და/ან გაუქმება შეიძლება განხორციელდეს მათი ვებგვერდზე განთავსებით.
b) ინტერნეტის მომსახურება გულისხმობს აბონენტისათვის, არჩეული პაკეტით გათვალისწინებული მაქსიმ- ალური სიჩქარის ინტერნეტის მიწოდების უზრუნველყოფას.
2.3. საკომუნიკაციო მომსახურებების პაკეტებია:
2.3.1. ტელევიზიით მომსახურების პაკეტებია:
a | პაკეტი „MINI“ |
a | პაკეტი „START“ |
a | პაკეტი „PREMIUM“ |
a | პაკეტი „PREMIUM +“ |
შენიშვნა: არჩეული პაკეტი შემოიხაზოს წრით ან გაკეთდეს „X“ აღნიშვნა და/ან ნებისმიერი სხვა გზით მოხდეს არჩეული პაკეტის იდენტიფიცირება, ხოლო ამ წესით მომსახრების შესაბამისი პაკეტის არჩევის დადასტურების მიზნით, არჩეული პაკეტის გასწვრივ ველში აბონენტის და/ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ სრულად დაიწეროს აბონენტის სახელი, გვარი, პირადი და/ან პასპორტის ნომერი, ხოლო სურვილისას გაკეთდეს აბონენტის/უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. შესაბამისად, ამ ხელშეკრულების 2.3.1, 2.3.2, 2.3.3. და 2.3.4 პუნქტით გათვალისწინებული ყველა სხვა ველი უნდა გადაიხაზოს და/ან უნდა მოხდეს მისი შევსება „X“ ნიშნით იმდაგვარად, რომ მასში შეუძლებელი იყოს ტექსტის ჩაწერა.
2.3.2. ინტერნეტის მომსახურების პაკეტებია:
a | პაკეტი „MINI“ |
a | პაკეტი „START“ |
a | პაკეტი „PREMIUM“ |
a | პაკეტი „PREMIUM +“ |
შენიშვნა: არჩეული პაკეტი შემოიხაზოს წრით ან გაკეთდეს „X“ აღნიშვნა და/ან ნებისმიერი სხვა გზით მოხდეს არჩეული პაკეტის იდენტიფიცირება, ხოლო ამ წესით მომსახრების შესაბამისი პაკეტის არჩევის დადასტურების მიზნით, არჩეული პაკეტის გასწვრივ ველში აბონენტის და/ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ სრულად დაიწეროს აბონენტის სახელი, გვარი, პირადი და/ან პასპორტის ნომერი, ხოლო სურვილისას გაკეთდეს აბონენტის/უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. შესაბამისად, ამ ხელშეკრულების 2.3.1, 2.3.2, 2.3.3. და 2.3.4 პუნქტით გათვალისწინებული ყველა სხვა ველი უნდა გადაიხაზოს და/ან უნდა მოხდეს მისი შევსება „X“ ნიშნით იმდაგვარად, რომ მასში შეუძლებელი იყოს ტექსტის ჩაწერა.
2.3.3. გაერთიანებული პაკეტი/ტელევიზია და ინტერნეტი:
a | პაკეტი „MINI“ |
a | პაკეტი „START“ |
a | პაკეტი „PREMIUM“ |
a | პაკეტი „PREMIUM +“ |
შენიშვნა: არჩეული პაკეტი შემოიხაზოს წრით ან გაკეთდეს „X“ აღნიშვნა და/ან ნებისმიერი სხვა გზით მოხდეს არჩეული პაკეტის იდენტიფიცირება, ხოლო ამ წესით მომსახრების შესაბამისი პაკეტის არჩევის დადასტურების მიზნით, არჩეული პაკეტის გასწვრივ ველში აბონენტის და/ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ სრულად დაიწეროს აბონენტის სახელი, გვარი, პირადი და/ან პასპორტის ნომერი, ხოლო სურვილისას გაკეთდეს აბონენტის/უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. შესაბამისად, ამ ხელშეკრულების 2.3.1, 2.3.2, 2.3.3. და 2.3.4 პუნქტით გათვალისწინებული ყველა სხვა ველი უნდა გადაიხაზოს და/ან უნდა მოხდეს მისი შევსება „X“ ნიშნით იმდაგვარად, რომ მასში შეუძლებელი იყოს ტექსტის ჩაწერა.
2.3.4. დღიური სატელევიზიო მომსახურებისა და/ან ინტერნეტის მომსახურების არჩევისას (პაკეტი ტელევიზია და ინტერნეტი).
შენიშვნა: დღიური სატელევიზიო მომსახურებისა და/ან ინტერნეტის მომსახურების არჩევის
დადასტურების მიზნით, არჩეული პაკეტის ქვემოთ არსებულ ცხრილში აბონენტის და/ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ სრულად დაიწეროს აბონენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და/ან პასპორტის, ხოლო სურვილისას გაკეთდეს აბონენტის/უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.
2.4. საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის პირობებია:
2.4.1. ტელევიზიით მომსახურების გაწევისას აბონენტისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ შემდეგი რაოდენობის არხების ჩვენება:
№ | პაკეტი | არხების მინიმალური რაოდენობა | არხების რაოდენობაში დასაშვები ნაკლებობა |
a | „MINI“ | ამ ეტაპზე არ მოქმედებს | 10% |
b | „START“ - | ამ ეტაპზე არ მოქმედებს | |
c | „PREMIUM“ | ამ ეტაპზე არ მოქმედებს | |
d | „PREMIUM +“ | ამ ეტაპზე არ მოქმედებს |
2.4.2. ინტერნეტის მომსახურება უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების დაცვით:
№ | პაკეტი | მაქსიმალუ რი სიჩქარე: | მინიმალური სიჩქარე: | ფაქტობრივად ხელმისაწვდომი სიჩქარე: | დაყოვნება: | დაკარგული პაკეტების კოეფიციენტ ი: | ჯიტერი: | პაუზა |
a | „MINI“ | 25 მბ/წმ | 6 მბ/წმ | 20 მბ/წმ | < 400 მილიწამი | < 3 % | < 50 მილიწამი | 3 |
b | „START“ - | 35 მბ/წმ | 8 მბ/წმ | 26 მბ/წმ | < 400 მილიწამი | < 3 % | < 50 მილიწამი | 3 |
c | „PREMIUM“ | 55 მბ/წმ | 12 მბ/წმ | 42 მბ/წმ | < 400 მილიწამი | < 3 % | < 50 მილიწამი | 3 |
d | „PREMIUM +“ | 100 მბ/წმ | 24 მბ/წმ | 80 მბ/წმ | < 400 მილიწამი | < 3 % | < 50 მილიწამი | 3 |
შენიშვნა: ინტერნეტის მომსახურება აღნიშნული მოთხოვნების დაცვით უნდა განხორციელდეს, მიუხედად იმისა, იგი არჩეულია დამოუკიდებელ მომსახურებად/პაკეტად, დღიურ მომსახურებად/პაკეტად თუ სატელევიზიო და ინტერნეტის მომსახურების ერთდროულ/გაერთიანებულ პაკეტად.
2.4.3. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის აბონენტისათვის, მის მიერ არჩეული მომსახურების პირველადი ჩართვის/ინსტალაციის ვადა განისაზღვრება განაცხადის რეგისტრაციიდან --- (ოცდაოთხი) კალენდარული დღით.
2.4.4. გაერთიანებული პაკეტის „ტელევიზია და ინტერნეტი“ არჩევისას, ინტერნეტის მომსახურება უნდა გან- ხორციელდეს წინამდებარე ხელშეკრულების 2.4.2. პუნქტით შესაბამისი პეკეტისათვის დადგენილი მოთხოვნების დაცვით, ხოლო ტელევიზიით მომსახურების გაწევის ნაწილში აბონენტისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 20 სატელევიზიო არხის ჩვენება, არხების რაოდენობაში დასაშვებია 10%-ნი ნაკლებობა.
2.4.5. დღიური სატელევიზიო მომსახურებისა და/ან ინტერნეტის მომსახურების არჩევისას (პაკეტი ტელევიზია და ინტერნეტი) ინტერნეტის მომსახურება მოიცავს პაკეტი „MINI”. შესაბამისად, ინტერნეტის მომსახურების უნდა განხორციელდეს წინამდებარე ხელშეკრულების 2.4.2. პუნქტის ცხრილის „a“ ველის/გრაფის დადგენილი მოთხოვნების დაცვით, ხოლო ტელევიზიით მომსახურების გაწევის ნაწილში აბონენტისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 20 სატელევიზიო არხის ჩვენება, არხების რაოდენობაში დასაშვებია 10%-ნი ნაკლებობა.
3. მომსახურების საფასური:
3.1. საკომუნიკაციო მომსახურებების საფასური შეადგენს:
3.1.1. სატელევიზიო მომსახურება/„პაკეტი ტელევიზია“:
a) პაკეტი „MINI“ - თვეში 13 (ცამეტი) ლარს (ამ ეტაპზე არ მოქმედებს);
b) პაკეტი „START“ - ამ ეტაპზე არ მოქმედებს;
c) პაკეტი „PREMIUM“ - ამ ეტაპზე არ მოქმედებს;
d) პაკეტი „PREMIUM +“ - ამ ეტაპზე არ მოქმედებს.
3.1.2. ინტერნეტის მომსახურება/„პაკეტი ინტერნეტი“:
a) პაკეტი „MINI“ - თვეში 27 (ოცდაშვიდი) ლარს;
b) პაკეტი „START“ - თვეში 37 (ოცდაჩვიდმეტი) xxxx;
c) პაკეტი „PREMIUM“ - თვეში 47 (ორმოცდაშვიდი) ლარს;
d) პაკეტი „PREMIUM +“ - თვეში 90 (ოთხმოცდაათი) ლარს.
3.1.3. ერთდოულად სატელევიზიო მომსახურება და ინტერნეტის მომსახურება/გაერთიანებული პაკეტი ტე- ლევიზია და ინტერნეტი:
a) პაკეტი „MINI“ - თვეში 30 (ოცდაათი) ლარს, საიდანაც 10 (ათი) ლარი შეადგენს სატელევიზიო მომსახურების
საფასურს, ხოლო 20 (ოცი) ლარი შეადგენს ინტერნეტის მომსახურების საფასურს;
b) პაკეტი „START“ - თვეში 40 (ორმოცი) ლარს, საიდანაც 10 (ათი) ლარი შეადგენს სატელევიზიო მომსახურების საფასურს, ხოლო 30 (ოცდაათი) ლარი შეადგენს ინტერნეტის მომსახურების საფასურს;
c) პაკეტი „PREMIUM“ - თვეში 50 (ორმოცდაათი) ლარს, საიდანაც 10 (ათი) ლარი შეადგენს სატელევიზიო მომს-
ახურების საფასურს, ხოლო 40 (ორმოცი) ლარი შეადგენს ინტერნეტის მომსახურების საფასურს;
d) პაკეტი „PREMIUM +“ - თვეში 90 (ოთხმოცდაათი) ლარს, საიდანაც 10 (ათი) ლარი შეადგენს სატელევიზიო მომსახურების საფასურს, ხოლო 90 (ოთხმოცდაათი) ლარი შეადგენს ინტერნეტის მომსახურების საფასურს.
შენიშვნა: ვინაიდან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სატელევიზიო მომსახურების პაკე-
ტები ამ ეტაპზე არ მოქმედებს, ერთდოულად სატელევიზიო მომსახურებისა და ინტერნეტის მომსახურების/გაერ- თიანებული პაკეტის ტელევიზიისა და ინტერნეტის 3.1.3. ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტარიფები ხელმისაწვდომი გახდება სატელევიზიო მომსახურების გააქტიურებიდან.
3.1.4. დღიური სატელევიზიო მომსახურება და/ან ინტერნეტის მომსახურება (პაკეტი ტელევიზია და ინტერნ- ეტი) - დღეში 5 (ხუთი) ლარს, საიდანაც 2 (ორი) ლარი შეადგენს სატელევიზიო მომსახურების საფასურს, ხოლო 3 (სამი) ლარი შეადგენს ინტერნეტის მომსახურების საფასურს.
3.2. მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნას წინასწარ, ყოველი საანგარიშო თვის არაუგვიანეს 05 რიცხვისა, დღიური სატელევიზიო მომსახურებისა და/ან ინტერნეტის მომსახურების საფასური, გადახდილი უნდა იქნას ასევე წინასწარ, არჩეული მომსახურების გაწევამდე.
3.3. საფასური შეიძლება გადახდილი იქნას თანხის მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით. მომსახურ- ების საფასური შეიძლება გადახდილი იქნას ასევე გადახდის ნებისმიერი საშუალებების გამოყენებით (გადახდის აპარატები, ინტერნეტბანკი და სხვა). ამ მიზნით აბონენტს ენიჭება ნომერი (აბონენტის ნომერი), რომელიც მომსახ- ურების გადახდის დროს წარმოადგენს იდენტიფიკატორს. მიმწოდებლის მიერ შეიძლება შეთავაზებული იქნას მომსახურების საფასურის გადახდის სხვა საშუალებებიც.
3.4. საფასური მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, ასევე, მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი მოწყობილობების/აპარატურის მონტაჟის და მომსახურების გაწევის დასრულების შემდეგ შესაბამისი მოწყობილობების/აპარატურის დემონტაჟის ღირებულებას.
3.5. მომსახურების გაწევისათვის გამოყენებული აპარატურა/მოწყობილობები არ წარმოადგენს აბონენტის სა- კუთრებას. შესაბამისად მომსახურების გაწევისათვის გამოყენებული აპარატურა/მოწყობილობები აბონენტს მომ- სახურების გაწევის ვადით გადაეცემა მხოლოდ სარგებლობისა და პირდაპირი მფლობელობის უფლებით.
3.6. გარდა მომსახურების საფასურის გადახდისა, მიმწოდებელს უფლება აქვს ცალმხრივად შემოიღოს სააბო- ნენტო საფასური/გადასახდელი, ასევე ნებისმიერ ეტაპზე ცალმხრივად განსაზღვროს მისი ოდენობა, რომელიც უნდა იყოს სამართლიანი და გონივრული.
3.7. მიმწოდებელს უფლება აქვს ცალმხრი გარიგების საფუძველზე გაზადროს მომსახურების საფასური:
a) ყოველ 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს გაზრდის დღისათვის არსებული მომსახურების საფასურის
30%-ისა;
b) თუ გაიზრდება რომელიმე არხის ჩვენების არსებული საფასური და/ან ფასიანი გახდება რომელიმე არხის ჩვენება, არხის ჩვენების ახალი ფასის ოდენობას პლუს ახალი ფასის 20% ოდენობით;
c) თუ ნორმატიული აქტებით, მწარმოებლის მიერ და/ან მიმწოდებლის მიერ დადგენილი სტანდარტებით გა- იზარდა მომსახურების გაწევის ღირებულება, ნამეტ ღირებულებას პლუს ნამეტი ღირებულების 20% ოდენობით;
d) წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ გარემოებების აშკარად შეცვლისას, საქართველოს სამ- ოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად.
3.8. მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების საფასურის გაზრდა ხდება მიმწოდებლის ცალმხრივი გარიგების საფუძველზე და შესაბამისად იგი არ საჭიროებს აბონენტის არც წინასწარ და არც შემდგომ თანხმობას, მიმწოდებე- ლი ვალდებულია მომსახურების საფასურის გაზრდის თაობაზე წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით წინასწარ აცნობის აბონენტს. გაზრდილი ტარიფები ძალაში შედის მათი აბონენტისათვის გაცნობის მომდევნო თვიდან.
4. მომსახურების ზოგადი ხარისხი, დაზიანების აღმოფხვრის წესი და ვადა:
4.1. მიმწოდებელი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლო და ხელმისაწვდომ რესურსსა და ძალის- ხმევას მომსახურების მაღალი ხარისხით მიწოდებისათვის, მაგრამ გარანტიას არ იძლევა, რომ მომსახურება იქნება სრულიად შეუფერხებელი ან მუდმივად ხელმისაწვდომი.
4.2. მომსახურება ხელმისაწვდომია დღე-ღამის 24 საათის განმავლობაში, გარდა გადაუდებელი სარემონტო თუ პროფილაქტიკური სამუშაოების მიმდინარეობის, აგრეთვე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა და შეესაბამება კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ დადგენილ ტექნიკურ ნორმებს, სტანდარტებს და ოპერატორის ლიცენზიის პირობებს.
4.3. მიმწოდებელი გამოიყენებს საუკეთესო გონივრულ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს მომსახურების შეთანხმებული ხარისხით მიწოდება. მომსახურების ხარისხის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება წინამდებარე ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული პირობები, შესაბამისი ინდუსტრიული სტანდარტები და პრაქტიკა.
4.4. მიმწოდებელი უზრუნველყოფს აღმოფხვრას მომსახურებაში არსებული შეფერხებები და ნაკლოვანებები და აღადგინოს ქსელის ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირება გონივრულ ვადებში, ტექნიკური შესაძლებლობების და მის ხელთ არსებული რესურსების ფარგლებში, მაგრამ არაუგვიანეს მიზეზის წარმოშობიდან 12 საათის განმავ- ლობაში ან კანონმდებლობით დადგენილ ვადაში თუ ასეთი ვადა დადგენილია.
4.5. წინამდებარე ხელშეკრულების 4.4. პუნქტით გათვალისიწნებულ 12 (თორმეტი) საათიან პერიოდში არ ჩაითვლება მომსახურების ისეთი წყვეტები თუ შეფერხებები, მათ შორის და არამხოლოდ ხარისხობრივ მაჩვენებ- ლებთან შეუსაბამობები, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ, პირდაპირ თუ ირიბად განპირობებულია ფორს- მაჟორული გარემოებებით, მათ შორის, კიბერ-შეტევებით, ჰაკერული-თავდასხმებით, აბონენტის ან/და ნებისმიერი მესამე პირის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის განკუთვნილი აპარატურის განზრახ ან/და გაუფრთხილებლობით დაზიანებით:
5. ხელშეკრულების მხარეებს შორის კომუნიკაციისა
და ოფერტისა და/ან აქცეპტის განხორციელების წესები:
5.1 მომსახურების სპეციფიკის გათვალისწინებით ხელშეკრულების მხარეები თანხმდებიან ერთმანეთთან კომუნიკაციის შემდეგ წესებზე:
a) მიმწოდებელთან დაკავშირებისათვის ან მიწოდებლისგან დაკავშირებისათვის, როცა არ ხდება სახელშეკრ- ულებო ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტის თაობაზე ოფერტის წარდგენა/აქცეპტის განხორციელება ან სახელშეკრულებო ინფორმაციის მოთხოვნა და/ან გაცემა, ასევე, ცამლხრივი გარიგების წარდგენისათვის, შეიძლება გამოყენებული იქნას ყველა, რამდენიმე ან რომელიმე კომუნიკაციის შემდეგი ფორმა:
- ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, შ. ხიმშიაშვილის ქ. №7ბ;
- ელექტრონული მისამართი: xxxx@xxxxxxx.xx
- მობილური ტელეფონის ნომერი: (598) 88 22 00
შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები წარმოადგენს ხელშეკრულების სტანდარტულ პი- რობას. შესაბამისად, ამ მონაცემების შეცვლა და/ან გაუქმება შეიძლება განხორციელდეს მათი ვებგვერდზე განთავ- სებით.
b) აბონენტთან დაკავშირებისათვის ან აბონენტისაგან დაკავშირებისათვის, როცა არ ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტის თაობაზე ოფერტის წარდგენა/აქცეპტის განხორციელება ან სახელშეკრულებო ინფორმაციის მოთხოვნა და/ან გაცემა, ასევე, ცამლხრივი გარიგების წარდგენისათვის, შეიძლება გამოყენებული იქნას ყველა, რამდენიმე ან რომელიმე კომუნიკაციის შემდეგი ფორმა:
- | მისამართი: | |
- | ძირითადი მისამართი: | -------------------------------------- |
- | ალტერნატიული მისამართი: | -------------------------------------- |
- | ელექტრონული მისამართი: | |
------------------------ |
- | მობილური ტელეფონის ნომერი: | 000000000000000 |
000000000000000 | ||
000000000000000 |
- | მობილური ტელეფონის აპლიკაცია: | |
- | VIBER: | |
- | WhatsAPP: |
- ნებისმიერი საშუალებით, ასევე ნებისმიერი პირის მიერ, თუ პირი მიმწოდებელს/მის წარმომადგენელს ეტყ- ვის აბონენტის კოდურ სიტყვას.
5.2. მომსახურების სპეციფიკის გათვალისწინებით ხელშეკრულების მხარეები თანხმდებიან ოფერტისა და აქ- ცეპტის განხორციელების შემდეგ წესებზე:
a) მიმწოდებელთან დაკავშირებისათვის ან მიწოდებლისგან დაკავშირებისათვის, როცა ხდება სახელშეკრუ- ლებო ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტის თაობაზე ოფერტის წარდგენა/აქცეპტის განხორციელება ან სახელშეკრულებო ინფორმაციის მოთხოვნა და/ან გაცემა, შეიძლება გამოყენებული იქნას ყველა, რამდენიმე ან რომელიმე კომუნიკაციის შემდეგი ფორმა:
- ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, შ. ხიმშიაშვილის ქ. №7ბ;
- ელექტრონული მისამართი: xxxx@xxxxxxx.xx
- მობილური ტელეფონის ნომერი: (598) 88 22 00
b) აბონენტთან დაკავშირებისათვის ან აბონენტისაგან დაკავშირებისათვის, როცა ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტის თაობაზე ოფერტის წარდგენა/აქცეპტის განხორციელება ან სახელშეკრულებო ინფორმაციის მოთხოვნა და/ან გაცემა, შეიძლება გამოყენებული იქნას ყველა, რამდენიმე ან რომელიმე კომუნიკაციის შემდეგი ფორმა:
- | მისამართი: | |
- | ძირითადი მისამართი: | -------------------------------- |
- | ალტერნატიული მისამართი: | --------------------------------------- |
- | ელექტრონული მისამართი: | -------------------------------------- |
- | მობილური ტელეფონის ნომერი: | 000000000000000 |
000000000000000 | ||
- | მობილური ტელეფონის აპლიკაცია: | |
- | VIBER: | |
- | WhatsAPP: |
- | საკონტაქტო პირები: | |
5.3. ხელშეკრულებაში/სახელშეკრულებო ურთიერთობაში ნებისმიერი ცვლილებების და/ან დამატებების შე- ტანის, მათ შორის მომსახურების არსებული პაკეტის გაზრდის, შემცირების, შეცვლის, დამატების, შეჩერების, შეწყვეტის და ა.შ. თაობაზე აბონენტის ნებისმიერ ოფერტზე, გარდა წინამდებარე ხელშეკრულების 5.2. პუნქტით
„b“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკონტაქტო მონაცემებზე აქცეპტის პირდაპირ განხორციელებისა, მიმწოდებლის მხრიდან აქცეპტი განხორციელებულად, ხოლო შესაბამისი ხელშეკრულება/შეთანხმება დადებულად ჩაითვლება ასევე ოფერტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევით.
5.4. მიმწოდებელი უფლებამოსილია, გარდა წინამდებარე ხელშეკრულების 5.2. პუნქტით გათვალისწინებულ საკონტაქტო მოანცემების გამოყენებისა, აბონენტს ოფერტი წარუდგინოს სატელევიზიო მომსახურების გამოყენებით და/ან ვებგვერდის საშუალებით.
5.5. სატელევიზიო მომსახურების გამოყენებით ოფერტის წარდგენისას და აქცეპტის განხორციელებისას და- ცული უნდა იქნას შემდეგი მოთხოვნები და თანმიმდევრობა:
a) ოფერტი ფანჯარის სახით ვარდება ტელევიზორში (მიუხედავად იმისა, თუ რომელ არხზეა გადართული ტელევიზორი);
b) ოფერტის ფანჯარა შეიცავს დადასტურებისა და გაუქმების ღილაკებს;
c) თუ აბონენტი ირჩევს გაუქმების ღილაკს, ოფერტი ითვლება უარყოფილად;
შენიშვნა: თუ აბონენტი უარყოფს ოფერტს, მიმწოდებელს ეკრძალება მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში კვლავ წარუდგინოს აბონენტს იგივე ოფერტი.
d) თუ აბონენტი ირჩევს დადასტურების ღილაკს, ოფერტი გენერირდება შეტყობინების ტექსტად და წინამდ- ებარე ხელშეკრულების 4.2. პუნქტით „b“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე/ყველა ან რამოდენიმე მონაცემზე იგზავნება ტექსტური შეტყობინების სახით, რომელიც თავის მხრივ შეიცავს დადასტურების ღილაკს;
e) თუ აბონენტი წინამდებარე ხელშეკრულების 5.2. პუნქტით „b“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე
/ყველა ან რამოდენიმე მონაცემზე გაგზავნილ ოფერტს დაადასტურებს, დაადასტურება იმავე მონაცემების გავლით/ გამოყენებით უკუკავშირის სახით უბრუნდება მიმწოდებელს;
f) xxxxxxxxx მიერ ოფერტის დადასტურება ითვლება აქცეპტის განხორციელებად;
g) xxxxxxxxx მიერ აქცეპტის განხორციელების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ოფერ- ტით გათვალისწინებული მომსახურება ოფერტით დადგენილი წესით და პირობებით;
h) აბონენტის მიერ აქცეპტის განხორციელების შემდეგ ოფერტი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების ცვლილებას/დამატებას, ასევე წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულებასთან ერთად.
5.6. ვებგვერდის საშუალებით ოფერტის წარდგენისას და აქცეპტის განხორციელებისას დაცული უნდა იქნას შემდეგი მოთხოვნები და თანმიმდევრობა:
a) მიმწოდებელი ოფერტს ათავსებს ვებგვერდზე: xxx.xxxxxxx.xx
b) აბონენტს შესაძლებლობა აქვს სრულად გაეცნოს ოფერტს, და თუ სურს ოფერტით გათვალისწინებული მომსახურების მიღება, შესაძლებლობა აქვს განახორციელოს აქცეპტი;
c) აბონენტის მიერ აქცეპტის განხორციელების მიზნით ოფერტი შეიცავს შეკვეთის ფორმას;
d) შეკვეთის ფორმაში აბონენტს შეყავს აბონენტის მაიდენტიფიცირებელი, შეკვეთის ფორმის შესაბამისი ვე- ლებით გათვალისწინებული მონაცემები;
e) მონაცემების შევსების შემდეგ აბონენტს, წინამდებარე ხელშეკრულების 5.2. პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე, ყველა ან რამოდენიმე მონაცემზე მისდის ერთჯერადი კოდი, რომელიც შეყვანილი უნდა იქნას შეკვეთის ფორმით გათვალისწინებულ შესაბამის ველში;
f) შეკვეთის შესაბამის ველში ერთჯერადი კოდის შეყვანის შემდეგ აქცეპტი ითვლება განხორციელებულად, ხოლო ოფერტი ითვლება მიღებულად/დადასტურებულად;
g) xxxxxxxxx მიერ აქცეპტის განხორციელების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ოფერ- ტით გათვალისწინებული მომსახურება ოფერტით დადგენილი წესით და პირობებით;
h) აბონენტის მიერ აქცეპტის განხორციელების შემდეგ ოფერტი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების ცვლილებას/დამატებას, ასევე წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულებასთან ერთად.
5.7 ოფერტის წარდგენაზე და აქცეპტის განხორციელებაზე სრულად ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნები.
5.8. თუ მიმწოდებელსა და აბონენტს შორის კომუნიკაცია ხდება აბონენტის კოდური სიტყვის გამოყენებით იმ ტექნიკური საშულებით, რომელიც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული წინამდებარე ხელშეკრულებით, კოდური სიტყვის აბონენტის მიერ თქმის დადასტურების მიზნით სავალდებულოა განხორციელდეს მიმწოდებლისა და აბონენტის კომუნიკაციის ჩაწერა.
5.9. თუ მიმწოდებელსა და აბონენტს შორის კომუნიკაცია ხდება იმ ტექნიკური საშულებით, რომელიც პირდ- აპირ არის გათვალისწინებული/იდენტიფიცირებული წინამდებარე ხელშეკრულებით, მიმწოდებლისა და აბონენტის კომუნიკაციის ჩაწერა სავალდებულო არ არის.
5.10. თუ მიმწოდებელთან კომუნიკაცია განხორცილდება წინამდებარე ხელშეკრულების 5.1. პუნქტის „b“ ქვეპუნქტით და/ან 4.2. პუნქტის „b“ ქვეპუნქტით“ გათვალისწინებული პირების მიერ; ან ამ პუნქტებით გათვალისწინებული მისამართებიდან; ანდა ამავე პუნქტებით გათვალისწინებული ტექნიკური საშუელებების გამოყენებით; ან აბონენტის კოდური სიტყვის გამოყენებით, ითვლება, რომ მიმწოდებელთან კომუნიკაცია/ურთიერთობა დაამყარა აბონენტმა ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა xxxxxxxxxx xxxxx. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება აბონენტს. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ წინამდებარე ხელშეკრულება სრულად გამორიცხავს შემთხევითობას, ასევე აბონენტის უფლებამოსილების არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენებას, საწინააღმდეგოს დამტკიცება არ იწვევს არაუფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული კომუნიკაციის/ურთიერთობის ფარგლებში განხორციელებული ქმედების შედეგების ანულირებას, არამედ აბონენტს უფლება აქვს შესაბამისი პრეტენზიები წარუდგინოს მხოლოდ მისი სახელით მოქმედ არაუფლებამოსილ პირს.
6. ხელშეკრულების ვადა:
6.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 5 (ხუთი)
წლის ვადით.
6.2. თუ ხელშეკრულების რომელიმე მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულება არ შეწყდება 6.1. პუქნტით გა- თვალისწინებული ვადის დადგომიდან ერთი თვის ვადაში, წინამდებარე ხელშეკრულება ითვლება იმავე ვადით და იმავე პირობებით გაგრძელებულად.
7. მომსახურების მიღება-ჩაბარება:
7.1. მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დადას- ტურება არ საჭიროებს მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას, რადგან:
ა) თუ ხელშეკრულება არ იყო შეჩერებული ან შეწყვეტილი, ითვლება, რომ მიმწოდებლის მიერ სრულად და
ჯეროვნად განხორციელდა მომსახურების გაწევა;
ბ) თუ მომსახურება არ იყო შეჩერებული ან შეწყვეტილი, ითვლება, რომ მიმწოდებლის მიერ სრულად და ჯეროვნად განხორციელდა მომსახურების გაწევა;
გ) აბონენტის მიერ მომსახურების საფასურის ყოველი გადახდა ნიშნავს მიმწოდებლის მიერ მომსახურების
სრულად და ჯეროვნად განხორციელების გაწევის გამო მის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულების არსებობას.
7.2. წინამდებარე ხელშეკრულების 6.1. პუნქტის გათვალისწინებით, მომსახურების საფასურის გადახდის
საფუძველს, ნაცვლად მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა, წარმოადგენს მიმწოდებლის მიერ შედგენილი გადახდის ქვითარი, რომელიც შეიცავს მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურებას და აბონენტის მიერ საანგარიშო პერიოდში გადასახდელი საფასურის ოდენობას და გადახდის ვადას. მიმწოდებელს უფლება აქვს გადახდის ქვითრის მატერიალური სახით გაგზავნის ნაცვლად აირჩიოს წინამდებარე ხელშეკრულების 5.1. პუნქტის „b“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებზე გადახდის მოთხოვნის აბონენტისათვის ელექტრონულად წარდგენა/გაგზავნა. გადახდის მოთხოვნა აბონენტისათვის ელექტრონულად წარდგენილად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ საანგარიშო პერიოდში გადასახდელი მომსახურების საფასურის თაობაზე ინფორმაცია დაინტეგრირდება აბონენტის იდენტიფიკატორის მონაცემებში.
8. ხელშეკრულების სტანდარტული პირობები:
8.1. წინამდებარე ხელშეკრულების არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, რომლებიც განთავსებულია ვებგვერდზე: xxx.xxxxxxx.xx სხვა შემთხვევაში პირობები არ ითვლება ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებად.
8.2. ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს წარმოადგენს:
a) მომსახურების და/ან ხელშეკრულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების პირობები და წესი;
b) მომსახურების და/ან ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები და წესი;
c) მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს ოდენობები, მისი დაკისრებისა და გადახდის წესები, ასევე დაკისრებული პირგასამტეხლოების გადაუხდელობის შედეგები, მხარეთა პასუხისმგებლობის სხვა საკითხები;
d) ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის დამატებითი წესები და პირობები;
e) ფორსმაჟორული გარემოებები;
f) ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებები;
8.3. გარდა წინამდებარე ხელშეკრულების 8.2. პუნქტით გათვალისწინებული საკითხებისა, წინამდებარე ხელშეკრულების სტანდარტულ პირობად შეიძლება ჩამოყალიბდეს ნებისმიერი სხვა საკითხი, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ხელშეკრულების სტანდარტული პირობისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
8.4. თუ ხელშეკრულების რომელიმე სტანდართული პირობა საერთოდ არ არის ჩამოყალიბებული ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით არ არის ჩამოყალიბებული, არ ნიშნავს, რომ ხელშეკრულების იმ სტანდარტულ პირობებს, რომლებიც უკვე ჩამოყალიბებულია და/ან რომლებიც აკმაყოფილებს ამ ხელშეკრულების მოთხოვნებს, არ აქვს იურიდიული ძალა. შესაბამისად, ხელშეკრულების თითოეულ სტანდარტულ პირობას იურიდული ძალა აქვს ხელშეკრულების სხვა სტანდარტული პირობებისაგან დამოუკიდებლად. აღნიშნული ნიშნავს ასევე, რომ ხელშეკრულების რომელიმე სტანდარტული პირობის გაუქმება (ბათილობა, ძალადაკარგულად გამოცხადება, შეწყვეტა, შეჩერება და სხვა) არ იწვევს ხელშეკრულების სხვა სტანდარტული პირობის გაუქმებას.
8.5. ვებგვერდზე: xxx.xxxxxxx.xx განთავსებულ სტანდარტულ პირობებს აბონენტი ეცნობა ხელშეკრულების ხელმოწერამდე რასაც დამატებით ადასტურებს წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით.
8.6. შემდგომში უსაფუძვლო პრეტენზიების და გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით ხელშეკრუ- ლების მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულების 8.1. პუნქტით პუნქტით (ხელშეკრულების სტანდარტული პირობები) გათვალისწინებული აქტი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების ნაწილს.
9. მომსახურების შეჩერება:
9.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება შესაძლებელია შეჩერდეს შემდეგი პირობებით:
ა) აბონენტის განცხადების საფუძველზე, რა შემთხვევაშიც მოქმედებს შემდეგი ტარიფები
- მომსახურების შეჩერების ყოველთვიური საფასური, პირველი 06 (ექვსი) თვის ვადით, როგორც ერთი მომსახურების კატეგორიისთვის, ასევე ყველა მომსახურებისთვის ერთდოულად, შეადგენს 05 (ხუთი) ლარს დღგ-ს ჩათვლით (თვეზე ნაკლები პერიოდით მომსახურების შეჩერების შემთხვევაში საფასური არ იცვლება)
- მეშვიდე და ყოველი მომდევნო თვით მომსახურების შეჩერების საფასური შეადგენს 10.00 (ათი) ლარს, დღგ-ს ჩათვლით.
ბ) იმ შემთხვევაში თუ აბონენტი წინასწარი განცხადების გარეშე არ ისარგებლებს წინამდებარე ხელშეკრულე- ბით გათვალისწინებული მომსახურებით, ასევე არ უზრუნველყოფს ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურების საფასურის ანაზრაურებას, მიმწოდებელი უფლებამოსილია თავად შეუჩეროს აბონენტს მომსახურების გაწევა და დააკისროს ფასიანი შეჩერების ანაზღაურება, რომლის ღირებულებაც ყოველი ერთი თვით შეჩერებისათვის განისაზღვრება 10.00 (ათი) ლარის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით.
9.2. მომსახურების შეჩერების მოთხოვნით აბონენტსა და მიმწოდებელს შორის კომუნიკაცია წარმოაებს წი- ნამდებარე ხელშეკრულებით გათვალისიწინებულ რეკვიზიტებზე კომუნიკაციის მეშვეობით.
10. მხარეთა პასუხისმგებლობა:
10.1. მიმწოდებელი კისრულობს პასუხისმგებლობას აუნაზღაუროს აბონენტს ის ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს აბონენტს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად და რომელიც გამოწვეულია, დადასტურებული ბრალეულობისას, მიმწოდებლის მიერ, მხოლოდ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მიმწოდებლისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
10.2. 8.1. პუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის პასუხისმგებლობა, მისი დადასტურებული ბრალეულობის შემთხვევაში, მომსახურების მიუწოდებლობის ან არაჯეროვანი მიწოდების შემთხვევაში შემოიფარგლება და განი- საზღვრება შემდეგნაირად:
A – ქსელში ჩართვის ვადების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ დაწესებული ქსელში ჩართვის სა- ფასურის 1 პროცენტის ოდენობის საურავით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
B – მომსახურების მიწოდების შეფერხების, მიუწოდებლობის ან უხარისხოდ მიწოდების შემთხვევაში, რომე- ლიც გამოიხატება აბონენტის მიერ მომსახურებით სარგებლობის შეუძლებლობაში, უკანასკნელ საანგარიშო პერი- ოდში აბონენტის მიერ ერთი საათის განმავლობაში საშუალოდ ფაქტიურად მიღებული მომსახურების საფასურის ოდენობის 1 პროცენტის ოდენობის კომპენსაცია ყოველ ვადაგადაცილებულ საათზე, 4.4. პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ.
C – სხვა დანარჩენი მომსახურების მიწოდების შეფერხების ან უხარისხოდ მიწოდების შემთხვევაში, დამატე- ბითი ანაზღაურების გარეშე მომსახურების შეფერხებების აღმოფხვრით და მომსახურების საფასურის პროპორციული შემცირებით. ა, ბ ან გ პუნქტების შემთხვევაში მომსახურების მიწოდების შეფერხების, მიუწოდებლობის ან უხარისხოდ მიწოდების ფაქტი აბონენტის მხრიდან უნდა იყოს დოკუმენტალურად დადასტურებული
10.3. აბონენტი კისრულობს პასუხისმგებლობას აუნაზღაუროს მიმწოდებელს ის ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს მიმწოდებელს აბონენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად.
10.4. აბონენტის პასუხისმგებლობა მიმწოდებლის წინაშე განისაზღვრება შემდეგნაირად:
A – მომსახურების საფასურის გადახდის დაგვიანებისათვის, არასრული ან არადროული გადახდის შემთხვე- ვაში გადაუხდელი თანხის ოდენობის 20 პროცენტის ოდენობის ჯარიმით;
B – აბონენტის მიერ მიმწოდებლისათვის გადასახდელი ნებისმიერი თანხის (სააბონენტო გადასახდელი, მომ- სახურების წუთობრივი საფასური, დამატებითი მომსახურების ფარგლებში დარიცხული საფასური და ნებისმიერი სხვა დავალიანება) დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ან/და წინამდებარე ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში მიმწოდებლის უფლებამოსილია შეუზღუდოს აბონენტს მომ- სახურების მიწოდება.
C – სხვა დანარჩენი ვალდებულების არ ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევებში მიმწოდებლისათვის პი- რდაპირი ზიანის ანაზღაურებით
11. ზიანის ანაზღაურება:
11.1. ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია სრულად და ჯეროვნად აანაზრაუროს ის ზიანი, რომელსაც იგი მიაყენებს მეორე მხარეს.
11.2. მხარეები პასუხს არ აგებენ ვალდებულების გაუფრთხილებლობით დარღვევის გამო მიყენებული ზიან- ისათვის. შესაბამისად, მხარეები ზიანზე პასუხს აგებენ ვალდებულების მხოლოდ განზრახ დარღვევისას. აღნიშნული არ ეხება მომსახურების გაწევისათვის განკუთვნილი აპარატურის/მოწყობილობების დაზიანებას/განადგურებას, რა დროსაც აბონენტი პასუხს აგებს მათ ყოველგვარ, მათ შორის გაუფრილებლობით დაზიანებაზე/განადგურებაზე.
11.3. ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამ- დებარე ხელშეკრულებით, შეიძლება მოწესრიგდეს ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით, ხოლო თუ მათ არც ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არ ითვალისწინებს, წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით.
12. დავათა განხილვა და მოქმედი კანონმდებლობა:
12.1. ხელშეკრულებით და მისი დანართებით (ასეთების არსებობის შემთხვევაში) გაუთვალისწინებელი გა- რემოებების დადგომის შემთხვევაში მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, უპი- რველეს ყოვლისა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
12.2. მხარეები, წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ყოველგვარ სადაო საკითხს წყვეტენ ურთიე- რთშეთანხმების გზით. შეუთანხმებლობის შემთხვევაში მხარეებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს. მხარეთა შორის ურთიერთობა წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის სასამართლოში სადაო საკითხის განხილვისას გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობა.
12.3. რადგან ხელშეკრულების შესრულების ადგილს წარმოადგენს ქ. ბათუმი, სადაო საკითხის განხილვის მოთხოვნით მიმართვა ხდება შპს „ორბი ნეტ“-ის ადგილსამყოფელის მიხედვით არსებული სასამართლოსადმი. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 მუხლის შესაბამისად დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად.
13. ხელშეკრულების სხვა პირობები:
13.1. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები მოცემულია მთლიანად ხელშეკრულებაში, ასევე ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში და სადაოობისას ხელშეკრულების რომელიმე მხარეს უფლება არ აქვს მხარეთა უფლებების ან/და მოვალეობების განსაზღვრისას მიუთითოს მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულების იმ პუნქტს, რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულების მხარეთა ძირითად ვალდებულებებს.
13.2. თუ კი მიმწოდებელი საერთოდ აღარ ახორციელებს ან სამომავლოდ აღარ განახორციელებს საკომუნიკა- ციო მომსახურებას, მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს წინამდებარე ხელშეკრულების მოშლა (შეწყვეტა), თუ- ნდაც ადგილი არ ჰქონდეს აბონენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას. ასეთ დროს, მიმწოდებელი ვალდებულია აბონენტს ხელშეკრულების მოშლის (შეწყვეტის) შესახებ წინამდებარე ხელშეკრულების წესების შესაბამისად შეატყობინოს ხელშეკრულების მოშლამდე (შეწყვეტამდე) არანაკლებ ერთი თვით ადრე, ხოლო ხელშეკრულება შეიძლება მოიშალოს (შეწყდეს) შეტყობინების გაკეთებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ამ პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულების მოშლა (შეწყვეტა) არ წარმოადგენს მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევას და აბონენტს არ აძლევს უფლებას მოითხოვოს, ხო- ლო მიმწოდებელს არ ავალდებულებს გადაიხადოს პირგასამტეხლო, აანაზღაუროს ზიანი ან შეიცვალოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის ოდენობა. ამ პუნქტის შესაბამისად ხელშეკრუ- ლების მოშლას (შეწყვეტას) არ უკავშირდება ასევე სხვა ის შედეგი, რაც უკავშირდება ხელშეკრულების დარღვევას.
13.3. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წი- ნამდებარე ხელშეკრულებით, პირველ რიგში წესრიგდება ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით, ხოლო თუ ეს საკითხები არც ეხლშეკრულების სტანდარტული პირობებით არ არის მოწესრიგებული, წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით, რაც ნიშნავს, რომ სადაოობისას არცერთ მხარეს უფლება არ აქვს მიუთითოს, რომ მისთვის ცნობილი არ იყო ხსენებული სამართლებრივი აქტების ან მისი ცალკეული ნორმისა თუ დებულების თაობაზე;
13.4. მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულების პირობები შეესაბამება მათ მიერ გამოვლენ- ილ ნებას და მზად არიან უზრუნველყონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;
13.5 ხელშეკრულების ყველა პირობა სრულად გავრცელდება მხარეთა შესაბამის სამართალმემკვიდრეებსა და უფლებამონაცვლეებზე.
13.6. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორ ეგზემპლარად, ყოველ მათგანს გააჩნია თანაბარი იურ- იდიული ძალა. ხელშეკრულების თითოეული ეგზემპლარის თითოეული გვერდი დამოწმებული მხარეების ბეჭდით.
14. მხარეთა ხელმოწერები:
14.1. მიმწოდებელი:
შპს „ორბი ნეტ“ (ს/№445548818)
წარმომადგენელი დირექტორი
xxxxxx xxxxxxxxxx (პ/№33001004647) / /
14.2. აბონენტი:
ფიზიკური პირი
(პ/№0000000000) / /