Contract
იჯარის ხელშეკრულება
ქ. ბათუმი ---- -------- 2020 წელი
ერთის მხრივ, სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი (შემდეგში ,,მეიჯარე/ცენტრი“), წარმოდგენილი ცენტრის უფროსის რამაზ სურმანიძის სახით და
მეორეს მხრივ, --------------------------- (შემდეგში ,,მოიჯარე/----------------“), წარმოდგენილი ----------------------- სახით,
,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და 36-ე მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3 და მე-5 თავის, ,,სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების -----------------------------------------სათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე“ სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის 2017 წლის ---- ----------------- №01-02/--- ბრძანების საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე იჯარის ხელშეკრულებას შემდეგი პირობებით:
ხელშეკრულების საგანი
,,ცენტრი/მეიჯარე“ გადასცემს, ხოლო ,,-------------/მოიჯარე“ დროებით სარგებლობაში იღებს სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის სარგებლობაში არსებულ და ბალანსზე რიცხულ შემდეგ უძრავ ქონებას: ქ. ბათუმში, დასახლება ქვედა სამებაში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე განლაგებულ 32 კვ.მ. ფართს (საკადასტრო კოდი: 05.30.10.113).
,,-------------/მოიჯარე“ ვალდებულია გადაცემული ქონების სარგებლობისათვის გადაიხადოს საიჯარო ქირა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
ხელშეკრულების მიზანი
,,-------------/მოიჯარე“ უფლებამოსილია გამოიყენოს სარგებლობაში გადაცემული ქონება მხოლოდ ლაბორატორიული აპარატურის განლაგებისა და გენმოდიფიცირებული კვლევების ჩატარების მიზნით.
ხელშეკრულების მიზნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ,,-------------/მოიჯარისა“ და ,,ცენტრის/მეიჯარის“ წერილობითი შეთანხმებით.
საიჯარო ქირა, ანგარიშსწორების წესი
საიჯარო ქონებით სარგებლობის წლიური ღირებულება შეადგენს --------- ლარს;
,,---------------/მოიჯარე“ ვალდებულია ყოველთვიურად, არაუგვიანეს მომდევნო თვის ბოლო რიცხვისა, გადაიხადოს საიჯარო ქირა --------- ლარის ოდენობით.
საიჯარო ქირა მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სახის გადასახადს.
,,---------------/მოიჯარე“ საიჯარო ქირის გადახდას უზრუნველყოფს უნაღდო ანგარიშსწორების წესით, შემდეგ ანგარიშზე: ----------------------
საიჯარო ქონების მოიჯარისათვის სარგებლობაში გადაცემის შემდგომ, პირველი თვის საიჯარო ქირის გადახდა მოხდება ფართის გადაცემასთან დაკავშირებით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 2 კვირის ვადაში.
მხარეთა უფლება-მოვალეობები
,,-------------/მოიჯარე“ ვალდებულია:
ა) სარგებლობაში მიღებული უძრავი ქონება გამოიყენოს ხელშეკრულების 2.1. პუნქტით განსაზღვრული დანიშნულებით,
ბ) მოუაროს საიჯარო ქონებას, დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა ტექნიკური უსაფრთხოების წესები, სანიტარული მოთხოვნები, საიჯარო ფართში არსებული მოწყობილობების და ინვენტარის, აგრეთვე არსებული საიჟინრო კომუნიკაციებისა და ქსელების ექსპლოატაციის წესები;
გ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საიჯარო ქონების დაზიანების საფრთხისაგან დასაცავად,
დ) დაუყოვნებლივ აცნობოს ,,ცენტრს“ ქონების განადგურების, დაზიანების ან/და სხვაგვარი საფრთხის შესახებ, რაც შეაფერხებს ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესს,
ე) მეიჯარესთან შეთანხმების გარეშე არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რაც გამოიწვევს საიჯარო ქონების მნიშვნელოვან ცვლილებას, მათ შორის კაპიტალური რემონტი, მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია, ფასადის იერსახის შეცვლა და სხვა;
ვ) აუნაზღაუროს მეიჯარეს ყოველგვარი ზიანი, რომელიც მიადგება საიჯარო ქონებას მოიჯარის არამართლზომიერი ქმედების შედეგად;
ზ) ხელშეკრულების შეწყვეტისას უკან დაუბრუნოს მეიჯარეს საიჯარო ქონება მისი გადაცემის მომენტში არსებულ მდგომარეობაში, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით;
თ) მეიჯარის თანხმობის გარეშე არ გასცეს საიჯარო ქონება მესამე პირებზე ქვეიჯარით ან სარგებლობის სხვა ფორმით;
,,-------------/მოიჯარე“ უფლებამოსილია:
ა) ,,ცენტრთან“ შეთანხმებით საკუთარი სახსრებით აწარმოოს ქონების მიმდინარე რემონტი, აგრეთვე სხვა შეკეთებითი სამუშაოები. აღნიშნულ სამუშაოებზე გაწეული ხარჯები ,,ცენტრის“ მხრიდან კომპენსაციას არ ექვემდებარება;
ბ) პერიოდულად შეამოწმოს საიჯარო ქონების მდგომარეობა.
,,მეიჯარე/ცენტრი“ ვალდებულია:
ა) გადასცეს ,,-------------/მოიჯარეს“ ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი;
ბ) გადასცეს ,,-------------/მოიჯარეს“ ქონება ხელშეკრულების დანიშნულებით გამოყენებისათვის ვარგის მდგომარეობაში.
დაუშვებელია ,,-------------/მოიჯარემ“ მოახდინოს სარგებლობაში გადაცემული ქონების იპოთეკით/სერვიტუტით დატვრითვა, უძრავ ქონებაზე სხვაგვარი განკარგვითი გარიგების დადება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც იწვევს ქონების მესაკუთრის/პირველადი მოსარგებლის შეცვლას.
,,ცენტრს/მეიჯარეს“ შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, თუ ,,-------------/მოიჯარე“:
ა) დანიშნულებისამებრ არ იყენებს უძრავ ქონებას და არღვევს ხელშეკრულების პირობებს,
ბ) განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით აუარესებს ქონების მდგომარეობას,
გ) სამი თვის საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილობითი მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში საიჯარო ხელშეკრულება გაუქმებული იქნება. ამ პირობის დარღვევის (შეუსრულებლობის) შემთხვევაში საიჯარო ხელშეკრულება განიხილება აუცილებელი თანხმობის გარეშე დადებულ გარიგებად.
ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
ხელშეკრულების შეწყვეტისას, თუ აღნიშნული ხდება რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების უხეში ან არაერთგზის დარღვევის გამო, დამრღვევმა მხარემ სრულად უნდა აანაზღაუროს ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული ხარჯები (საიჯარო ფართის დაცლა, იჯარის შეწყვეტის რეგისტრაცია და სხვა მსგავსი ხარჯები);
ხელშეკრულების შეწყვეტიდან გონივრულ ვადაში, მოიჯარე ვალდებულია გაათავისუფლოს საიჯარო ქონება, რის თაობაზეც უნდა გაფორმდეს საიჯარო ქონების მიღება-ჩაბარების აქტი;
იმ შემთხვევაში, თუ იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოიჯარე გონივრულ ვადაში არ დაცლის საიჯარო ქონებას და არ ჩააბარებს მას მეიჯარეს, მოიჯარეს დაეკისრება ვალდებულება გადაიხადოს საიჯარო ქირა საიჯარო ქონების ფაქტობრივად ფლობის მთელ პერიოდზე.
მხარეთა პასუხისმგებლობა
საიჯარო ქირის 3.2. პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა გადასახდელი თანხის 0,05 პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოიჯარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, მეიჯარის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა მიუღებელი შემოსავლის (საიჯარო ქირის ჯამური ოდენობა, რასაც მიიღებდა მეიჯარე ხელშეკრულება რომ არ შეწყვეტილიყო) 20%-ის ოდენობით.
დაუძლეველი ძალა
მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (სტიქიური უბედურება, ეპიდემია, ომი და სხვა) ზეგავლენით, რომელთა წინასწარ განსაზღვრა ან თავიდან აცილება აღემატება მხარეთა შესაძლებლობებს. დაუძლეველი ძალით გამოწვეული მოვლენები ეწოდება ისეთ მოვლენებს, რომლთა წარმოშობასა და განვითარებაზე მხარეებს არ შეუძლიათ ზეგავლენის მოხდენა (ფორსმაჟორი);
მხარე, რომელსაც მიზეზად დაუძლეველი ძალის მოვლენები მოჰყავს, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მეორე მხარეს წერილობით ასეთი მოვლენების დადგომის თაობაზე. ამასთან, მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს დაუძლეველი ძალის მოვლენების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ის საყოველთაოდ აღიარებული არ არის. თუ ასეთი მოვლენები გაგრძელდა 30 (ოცდაათი) დღეზე მეტი ვადით მხარეები უფლებამოსილნი არიან მოშალონ ხელშეკრულება.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა
უძრავი ქონება ,,-------------/მოიჯარეს“ დროებით სარგებლობაში გადაეცემა ორი წლის ვადით.
ხელშეკრულება იურიდიულ ძალას იძენს მისი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გადაცემული ქონების დარეგისტრირებას უზრუნველყოფს ,,-------------/მოიჯარე“.
დასკვნითი დებულებანი
4.1.წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია სამი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება ,,მეიჯარეს/ცენტრს“, ერთი - ,,მოიჯარეს/--------------“, ხოლო ერთი ასლი გადაეცემა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
4.2.ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმების შემთხვევაში.
4.3.ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი სხვა პირობების მიმართ მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, ხოლო მხარეთა შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო.
მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები:
-
მეიჯარე:
მოიჯარე:
სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი
ს/კ 245645235
მის: ქ. ბათუმი, ქვედა სამება
ცენტრის უფროსი: რ. xxxxxxxxx
------------------------------
----------------------------
4