Contract
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №54
ქ. ვანი 09 ნოემბერი 2020 წელი
ერთის მხრივ, ვანის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საბავშვო ბაღების გაერთიანება“ (შემდგომში შემსყიდველი), წარმოდგენილი მისი დირექტორის გვანცა სიგუას სახით და მეორეს მხრივ ი/მ xxxx xxxxxxxxxx (შემდგომში - მიმწოდებელი), გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ს1“ ქვეპუნქტის თანახმად, დებენ წინამდებარე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი და ღირებულება
1.1 ხელშეკრულების ღირებულება Cpv კოდების მიხედვით:
Cpv კოდი | დასახელება | ღირებულება | ვალუტა |
31200000 | ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა | 7.00 | ლარი |
31500000 | გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრო ნათურები | 28.00 | ლარი |
24900000 | სუფთა და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების პროდუქტები | 6.00 | ლარი |
42100000 | საწარმოო დანადგარები და მექანიკური ენერგიის გამოყენება | 190,00 | ლარი |
44100000 | კონსტრუქციის მასალები და ანალოგიური ნივთები/საგნები | 53,00 | ლარი |
44300000 | კაბელი, მავთული და მათთან დაკავშირებული მასალები | 15,00 | ლარი |
44400000 | სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები | 220,00 | ლარი |
44500000 | ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჭაჯვები და ზამბარები/რესორები | 21,00 | ლარი |
44800000 | საღებავები, ლაქები და მასტიკები | 99,00 | ლარი |
ჯ ა მ ი | 639,00 | ლარი |
1.2 საქონლის სრული ჩამონათვალი თანერთვის დანართი #1 - ის სახით.
2. მხარეთა უფლება-მოვალეობები
2.1 მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს რაოდენობრივად და უფლებრივად უნაკლო საქონელი.
2.2 მიმწოდებელი უფლებამოსილია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და პირობებით მიიღოს საქონლის საფასური.
2.3 შემსყიდველი ვალდებულია დროულად და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად გადაიხადოს საქონლის საფასური.
2.4 შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს საქონლის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში გადაცემა.
3. საქონლის მიწოდების და მიღება-ჩაბარების პირობები
3.1. მიმწოდებელი ვალდებულია:
3.2.საქონლის მიწოდება განახორციელოს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად ზეპირი ან/და წერილობითი ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიღებული მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
3.3. საქონლის გადმოცემისას გააფორმოს მიღება-ჩაბარების აქტი და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტი.
3.4. შემსყიდველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს უხარისხო საქონლის მიღებაზე.
4.ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების ადგილი
4.1 ანგარიშსწორება ხორციელდება მიმწოდებლის სასაქონლო ზედნადების საფუძველზე.
4.2 ანგარიშსწორება მოხდება ლარებში მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ 10 სამუშაო დღეში.
4.3 გადახდის ფორმა - უნაღდო;
4.4 ანგარიშსწორების ადგილია: ქ. ვანი.
5. პასუხისმგებლობა და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
5.1. საქონლის დაგვიანებით მიწოდების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით.
5.2 ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის ,,მიმწოდებელს“ დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%-ის ოდენობით
5.3 ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 10%-ს ოდენობით.
5.4 საჯარიმო სანქციის გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
6. ფორს-მაჟორი
6.1. მხარეები არ აგებენ პასუხს ვალდებულებათა სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გამოწვეულია ფორს მაჟორული გარემოებებით (მიწისძვრა, წყალდიდობა, სახელმწიფო გადატრიალება და სხვა გარემოებები, რომლებიც არ არიან დამოკიდებული მხარეებზე, გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი და ითვლებიან ფორს მაჟორულ გარემოებებად).
6.2. მხარე რომელსაც შეექმნა ფორს მაჟორული გარემოება ვალდებულია დაუყონებლივ, მაგრამ არა უგვიანეს სამი დღისა წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს აღნიშნული
გარემოების და მისი აღმოფხვრის სავარაუდო ვადის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარე არ თავისუფლდება ხელშეკრულების ნაწილობრივ და/ან სრული შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან.
6.3. წერილობით შეტყობინებაში მითითებული ფაქტები დადასტურებული უნდა იქნას კომპეტენტური ორგანოს მიერ. დადასტურება არ არის საჭირო თუ აღნიშნული ფაქტები ცნობილია საზოგადოდ.
6.4. მხარეები ანახლებენ თავიანთი ვალდებულებების განხორციელებას ფორს მაჟორული გარემოებების აღმოფხვრისთანავე.
7. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა.
7.1. ხელშეკრულების პირობების ცვლილება არ დაიშვება, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორებების გარდა;
7.2.თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია;
7.3. ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
8. ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა.
8.1. ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს
2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
8.2. მხარეებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმებით ორმხრივად შეწყვიტონ წინამდებარე ხელშეკრულება მისი მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე.
9. სადაო საკითხების გადაწყვეტა
9.1. წინამდებარე სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავა წყდება მხარეთა ურთიერთმოლაპარაკების გზით.
9.2. მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
10. საქონლის ხარისხი
10.1. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ საქონლის ხარისხი შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს.
11. დასკვნითი დებულებები
11.1. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ იდენტურ ეგზემპლარად.
11.2. წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი შეტყობინება მხარეთა შორის წარმოებს წერილობით.
11.3. წინამდებარე ხელშეკრულების ყველა დანართი და/ან ცვლილება და/ან დამატება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
11.4. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი მუხლის, პუნქტის ან/და დებულების ბათილად ან/და ძალადაკარგულად ცნობა არ ახდენს გავლენას მთლიანად ხელშეკრულების ან მისი დანარჩენი მუხლების, პუნქტების ან/და დებულებების ნამდვილობაზე.
11.5. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება და/ან დამატება იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის შემდეგ.
‘’შემსყიდველი’’ ‘’მიმწოდებელი’’
ვანის მუნიციპალიტეტის ინდ. მეწარმე არასამეწარმეო (არაკომერციული) xxxx xxxxxxxxxx
იურიდიული პირი ,,საბავშვო ს/კ 17001025267
ბაღების გაერთიანება“ საბანკო რეკვიზიტები:
ქ. ვანი თავისუფლების ქ. №65 სს ლიბერთი ბანკი
ს/კ 229658572 ბ/კ LBRTGE22
ბანკი: სახელმწიფო ხაზინა ა/ნ: XX00XX0000000000000000 ბანკის კოდი: TRESGE22
სახაზინო კოდი: 74417
გაერთიანების დირექტორი: ინდ. მეწარმე
xxxxxx xxxxx xxxx xxxxxxxxxx
KINDERGA RTENS AMALGAM ATION
Digitally signed by KINDERGARTENS AMALGAMATION Date: 2020.11.09
15:47:20 +04'00'
Sopo Dvalish vili
Digitally signed by Xxxx Xxxxxxxxxxx Date: 2020.11.09
04:08:58 -08'00'
დანართი #1
N | CPV-კოდი | საქონლის დასახელება | განზ-ბა | რა-ბა | ფასი | ღირებულება |
1 | 31224000 | ჩამრთველი | ცალი | 1 | 4,00 | 4,00 |
2 | 31224000 | ვილკა | ცალი | 1 | 3,00 | 3,00 |
3 | 31531000 | ნათურები(ლამპიონის) | ცალი | 7 | 4,00 | 28,00 |
4 | 44411100 | ონკანი | ცალი | 2 | 25,00 | 50.00 |
5 | 44165100 | სმესიტელის შლანგი | ცალი | 5 | 5,00 | 25,00 |
6 | 44163230 | გადამყვანები | ცალი | 6 | 0,50 | 3,00 |
7 | 44163230 | რეზბიანი მუხტები(გადამყვანი) | ცალი | 3 | 3,00 | 9,00 |
8 | 44163230 | გადამყვანი 32-იანი (სლივი) | ცალი | 1 | 8,00 | 8,00 |
9 | 44321000 | კაბელი | მეტრი | 6 | 2,50 | 15,00 |
10 | 44521110 | კარის საკეტი | ცალი | 1 | 10,00 | 10,00 |
11 | 44523200 | სამაგრი(ტიტანის) | ცალი | 4 | 1,50 | 6,00 |
12 | 44522000 | კარის საკეტის გული | ცალი | 1 | 5,00 | 5,00 |
13 | 44164200 | მილი(4-მეტრიანი) | ცალი | 1 | 8,00 | 8.00 |
14 | 24900000 | სილიკონი | ცალი | 1 | 4,00 | 4,00 |
15 | 24900000 | პაკლი | ცალი | 1 | 2,00 | 2,00 |
16 | 42131100 | ვინტილი | ცალი | 1 | 6,00 | 6,00 |
17 | 42122130 | წყლის ტუმბო | ცალი | 1 | 160,00 | 160,00 |
18 | 42141400 | მქნევარები(აბრატ.კლაპანი) | ცალი | 1 | 9,00 | 9,00 |
19 | 42131400 | არგო კრანი უნიტაზის | ცალი | 1 | 10,00 | 10,00 |
20 | 42131400 | კრანი (საკეტი) | ცალი | 1 | 5,00 | 5,00 |
21 | 44810000 | საღებავი(3 კგ-იანი პაკეტი) | კგ | 4 | 18,00 | 72,00 |
22 | 44810000 | საღებავი(1 კგ-იანი პაკეტი) | კგ | 2 | 9,50 | 19,00 |
23 | 44832200 | გამხნელი | ცალი | 2 | 4,00 | 8,00 |
24 | 44411000 | სიფონი ორიანი | ცალი | 1 | 10,00 | 10,00 |
25 | 44410000 | ნიჟარა | ცალი | 1 | 90,00 | 90,00 |
26 | 44411000 | საწრეტი | ცალი | 7 | 10,00 | 70,00 |
ჯამი | 639,00 |