წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია 20-- წლის რიცხვი თვე, ქალაქ ------, ერთი მხრივ, სააქციო საზოგადოება „ხალიკ ბანკი საქართველოს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205236537, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. N74, შემდგომში - „ბანკი“;...
xxxxxxx xxxxxxxx ხელშეკრულება №000000.000
წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია 20-- წლის რიცხვი თვე, ქალაქ ------, ერთი მხრივ, სააქციო საზოგადოება „ხალიკ ბანკი საქართველოს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205236537, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. N74, შემდგომში - „ბანკი“; საქართველოს ეროვნულ ბანკში ლიცენზირების ფორმა - კომერციული ბანკი; საზედამხედველო ორგანო - საქართველოს ეროვნული ბანკი; მისამართი: სანაპიროს ქ. N2, თბილისი, საქართველო) წარმოდგენილი სახელი გვარი (პ/ნ 00000000000) სახით და
სახელი გვარი (პ/ნ 00000000000; მისამართი: ) (შემდგომში ,,მსესხებელი’’) შორის;
ბანკი და მსესხებელი შემდგომში ორივე ერთად წოდებული ,,მხარეები’’, ხოლო ორივე ცალ-ცალკე ,,მხარე’’.
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
1.1. ბანკი მსესხებლის სასარგებლოდ გასცემს კრედიტს ----- ლარის ოდენობით (შემდგომში ,,კრედიტი’’), წინამდებარე ხელშეკრულებისა და ბანკში მოქმედი ტარიფებისა და წესების შესაბამისად.
მუხლი 2. დაკრედიტების პირობები
2.1. მსესხებელს კრედიტი მიეცემა დაბრუნების, გადახდისა და ვადიანობის პირობებით.
2.2. კრედიტის ტიპი: არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი
2.3. კრედიტის ვადა: -- თვე
2.4. საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა: -- თვე
2.5. გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა: -- ლარი
2.6. კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ცვლადი
2.7. კრედიტით სარგებლობისათვის მსესხებელი ბანკს უხდის წლიურ --%-ს იმავე ვალუტაში, რა ვალუტაშიც იქნა გაცემული კრედიტი.
2.8. კრედიტის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს --%-ს (კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში გათვალისწინებულია ის დაშვება, რომ კრედიტი გაიცემა წინამდებარე ხელშეკრულების დადების დღეს).
2.9. კრედიტის გაცემასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები (ხარჯები რომლებიც გამოყენებული იქნა კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში):
• განაღდების საკომისიო ბანკის სერვისცენტრებიდან/ბანკომატიდან ლარი
• კრედიტის გაცემის/ორგანიზების საკომისიო ლარი
2.10. წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად მსესხებელი ბანკს უხდის შემდეგი სახის საკომისიოებს:
1) კრედიტის გაცემისათვის - გაცემული კრედიტის ოდენობის --%
2) მსესხებლის განცხადებით დაკრედიტების პირობებში ცვლილების შეტანის საკითხის განხილვისათვის (უზრუნველყოფის საგნის შეცვლა, კრედიტის პროლონგაცია, საპროცენტო განაკვეთის შეცვლა) მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს დარჩენილი ძირითადი თანხის --%, რომელიც გადახდას ექვემდებარება წინამდებარე ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების ხელმოწერისას.
2.11. ბანკი მსესხებელზე გასცემს კრედიტს, ბანკში გახსნილ მსესხებლის ანგარიშზე კრედიტის თანხის ჩარიცხვით.
2.12. კრედიტის გაცემის თარიღად ითვლება მსესხებლის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის თარიღი. კრედიტის დაბრუნების თარიღად ითვლება მსესხებლის სასესხო ანგარიშზე მოცემული დავალიანების დაფარვის ოპერაციის ასახვის თარიღი. კრედიტის გაცემისა და დაბრუნების თარიღი ითვლება სრულ ერთ დღედ, ამასთან, წელიწადი განისაზღვრება 365 (სამასსამოცდახუთი) დღით. კრედიტით სარგებლობისათვის საპროცენტო სარგებლის დარიცხვა ხდება ძირითადი თანხის დავალიანების ფაქტიურად დარჩენილ ოდენობაზე.
2.13. იმ შემთხვევაში, ამ ხელშეკრულების მხარეს/მსესხებლის სტატუსის მქონე პირს წარმოადგენს ერთზე მეტი პირი:
1) თითოეულ მსესხებელზე სრულად გავრცელდება ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობები და ვალდებულებები.
2) კრედიტის თანხა ბანკის შერჩევით ჩაირიცხება ერთ-ერთი მსესხებლის ანგარიშზე; თითოეული მსესხებელი წარმოადგენს ბანკის მიმართ სოლიდარულ მოვალეს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე, მიუხედავად იმისა კონკრეტულად კონკრეტულად მას ჩაერიცხა თუ არა კრედიტის თანხა.
3) ერთ-ერთი მსეხებლის მიერ ხელშეკრულების დარღვევა მიჩნეულ იქნება ყველა მსესხებლის მიერ ხელშეკრულების დარღვევად და შესაბამისად ყველა მსესხებელზე სოლიდარულად გავრცელდება ამგვარი დარღვევით გამოწვეული პასუხისმგებლობა
2.14. კრედიტისა და დარიცხული სარგებლის დაფარვა ხდება მსესხებლის მიერ, კრედიტის დაფარვის გრაფიკით (შემდგომში ,,დაფარვის გრაფიკი’’) განსაზღვრული ოდენობითა და ვადებში, შემდეგი თანმიმდევრობით;
1) პირველ რიგში იფარება საპროცენტო სარგებელი;
2) მეორე რიგში იფარება კრედიტის ძირითადი თანხა.
ბანკს უფლება აქვს მოცემული რიგითობა შეცვალოს საკუთარი შეხედულებისამებრ.
2.15. მსესხებელი აცხადებს უპირობო თანხმობას დაფარვის გრაფიკთან დაკავშირებით, რომელიც ბანკის მიერ შედგენილი იქნება კრედიტის თანხის გაცემის დღეს და წარდეგინება მსესხებელს ხელმოსაწერად, ასევე, აცხადებს უპირობო თანხმობას, კრედიტის ნაწილობრივი დაფარვის და/ან საპროცენტო სარგებლის ცვლილების შემთხვევაში ბანკის მიერ მომავალში წარდგენილ დაფარვის გრაფიკებთან დაკავშირებით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
2.16. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის ძირითადი თანხისა და/ან საპროცენტო სარგებლის გადახდის დღე დაემთხვევა არასამუშაო/უქმე დღეს, კრედიტის ძირითადი თანხისა და/ან დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვა მოხდება არასამუშაო/უქმე დღის შემდგომ უახლოეს სამუშაო დღეს.
2.17. კრედიტის თანხისა და დარიცხული სარგებელის დაფარვა გრაფიკის მიხედვით ხორციელდება:
1) xxxxxx მიერ რეგულარული უაქცეპტო ჩამოწერით მსესხებლის მიერ ბანკში გახნილი ანგარიშიდან/საბარათე ანგარიშიდან/სხვა ანგარიშებიდან;
2) კრედიტის თანხისა და დარიცხული სარგებლის ოდენობის ხელფასიდან დაკავებით და პირდაპირი მიმართვით დაფარვის გრაფიკის მიხედვით გეგმიური დაფარვისათვის.
3) გეგმიური გადახდების თანხის ბლოკირებით მსესხებლის მიმდინარე/საბარათე/სხვა ანგარიშებზე, შემდგომში უაქცეპტოდ ჩამოწერისა და დაფარვის გრაფიკის მიხედვით კრედიტის დასაფარავად მიმართვის გზით.
4) მსესხებლის მიმდინარე/საბარათე ანგარიშზე გრაფიკით განსაზღვული კრედიტის თანხისა და დარიცხული სარგებლის ოდენობის შეტანით ან გადარიცხვით.
2.18. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება საკრედიტო ბაზარზე არსებული საპროცენტო სარგებლის განაკვეთების ცვლილება არანაკლებ 5 პროცენტული პუნქტისა ან/და ბანკის საკრედიტო პროდუქტების ღირებულება მნიშვნელოვნად შეიცვლება, ისე რომ მსესხებლის სასარგებლოდ გაცემული კრედიტი შესაძლოა ზარალიანი აღმოჩნდეს ბანკისთვის ან/და საფრთხე შეუქმნას ბანკის ფინანსურ სტაბილურობას, ბანკი უფლებამოსილი იქნება ცალმხრივად გაზარდოს კრედიტის საპროცენტო სარგებლის განაკვეთი. აღნიშნულის შესახებ ბანკმა მსესხებელს უნდა აცნობოს არანაკლებ ორი თვით ადრე შეტყობინების ფორმით.
2.19. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არ დაეთანხმება ამ ხელშეკრულების 2.18. პუნქტის საფუძველზე ბანკის მიერ საპროცენტო სარგებლის განაკვეთის გაზრდას, იგი ვალდებული იქნება ბანკის შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში სრულად დაფაროს ბანკის მიერ მისთვის მიცემული კრედიტი. მსესხებლის მიერ ამ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებული იქნება საპროცენტო სარგებელი გადაიხადოს გაზრდილი განაკვეთის მიხედვით.
2.20. მხარეები შეთანხმდნენ და აიღეს ურთიერთვალდებულება მასზედ, რომ მოცემულ საკითხში უთანხმოება (მათ შორის მსესხებლის მხრიდან შენიშვნების გამოთქმა ან შესაბამისი მოთხოვნით სასამართლოში მიმართვა), გავლენას არ იქონიებს მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც გულისხმობს ბანკისათვის საპროცენტო სარგებლის გადახდას ბანკის მიერ შეცვლილი საპროცენტო სარგებლის განაკვეთით, ამ ცვლილების ძალაში შესვლის დღიდან.
2.21. კრედიტის თანხისა და/ან საპროცენტო სარგებლის ვადაგადაცილებული დავალიანების წარმოქმნის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დარიცხვა იწყება აღნიშნული თანხის ვადაგადაცილებული დავალიანების ანგარიშზე გამოჩენის მომენტიდან მსესხებლის მიერ ვადაგადაცილებული დავალიანების მთლიანად დაფარვის თარიღამდე.
2.22. კრედიტის თანხისა და/ან საპროცენტო სარგებლის ვადაგადაცილებული დავალიანების წარმოქმნის შემთხვევაში, ბანკის მიერ მსესხებლის ანგარიშებიდან ამოღებული თანხები, ან მსესხებლის მიერ გადახდილი თანხები, ბანკის მიერ მიმართული იქნება დავალიანების დასაფარავად შემდეგი თანმიმდევრობით:
1) ბანკის მიერ კრედიტის ძირითადი თანხის, მასთან დაკავშირებული სარგებლის, პირგასამტეხლოს თანხის დასაფარად ვალდებულებათა შესრულებისათვის გაწეული ხარჯების თანხა;
2) პირგასამტეხლოს თანხა;
3) საპროცენტო სარგებელი;
4) კრედიტის ძირითადი თანხა.
ბანკს უფლება აქვს მოცემული რიგითობა შეცვალოს საკუთარი შეხედულებისამებრ.
2.23. წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტის დაფარვის ვადის გაგრძელება შესაძლებელია ბანკის უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე, წინამდებარე ხელშეკრულებაში წერილობითი სახით ცვლილების შეტანის გზით.
2.24. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, მსესხებელი იძლევა თანხმობას და აძლევს ბანკს უფლებას, მსესხებლის დამატებითი წინასწარი ან შემდგომი თანხმობის გარეშე, ბანკმა მოიძიოს და დაამუშავოს ინფორმაცია მსესხებლის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და მიზნებისათვის სს
„საკრედიტო საინფორმაციო xxxxx xxxxxxxxxx საქართველოს“ (ს/ნ 204470740) (შემდგომში - საკრედიტო ბიურო) მონაცემთა ბაზაში და მსესხებლის პოზიტიური ან/და ნეგატიური ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია გადასცეს საკრედიტო ბიუროს, რაც იწვევს მსესხებლის აღრიცხვას საკრედიტო ბიუროს მონაცემთა ბაზაში. საკრედიტო ბიუროსათვის გადასაცემი და მისგან მისაღები ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება): მსესხებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსური ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ საპროცენტო სარგებელს, მოქმედების ვადას, პირის მიერ საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის ოდენობასა და უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო სამართალწარმოებისა და სააღსრულებო წარმოების შედეგს, აგრეთვე მონაცემთა ბაზისთვის საჭირო სხვა მონაცემებს.
2.25. მსესხებელი იღებს ვალდებულებას წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში უზრუნველყოს საკუთარი ხელფასის ჩარიცხვა ბანკში გახსნილ მიმდინარე/საბარათე ანგარიშებზე.
2.26. მხარეები უსიტყვოდ შეთანხმდნენ მასზედ, რომ xxxxxx მიერ გაწეული ხარჯები, სასამართლო ხარჯები, საფოსტო/საკურიერო ხარჯები - ანაზღაურდება მსესხებლის მიერ.
2.27. მსესხებელი ბანკს აძლევს უპირობო უფლებას და აძლევს თანხმობას წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოქმნილი დავალიანების თანხების უაქცეპტო ამოღებაზე მსესხებლის ყველა საბანკო ანგარიშიდან პირდაპირი დებეტირების გზით. დავალიანების თანხა მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება): კრედიტის ძირითად თანხას, საპროცენტო სარგებელს, პირგასამტეხლოებს, ასევე წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯებს.
2.28. ბანკის მხრიდან წინამდებარე ხელშეკრულების 3.2.6. პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, მსესხებელი ბანკს უხდის საპროცენტო სარგებელს 2.7. პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით. მსესხებელი ამ საპროცენტო სარგებელს უხდის ბანკს, მის მიერ შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან კრედიტის დავალიანების მთლიანად დაფარვის მომენტამდე.
2.29. მხარეები თანხმდებიან, რომ მსესხებლის საბანკო ანგარიშ(ებ)ზე კრედიტის სრულად დასაფარად საკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, ავტომატურად არ მოხდება კრედიტის წინსწრებით დაფარვა.
2.30. მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულების დანართი №2-ით (არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებული დამატებითი პირობ(ებ)ის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად გაზარდოს კრედიტის წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი 2 (ორი)%-ით. ბანკი აღნიშნულის თაობაზე შეატყობინებს მსესხებელს კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ცვლილებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 3. ბანკის უფლებები და ვალდებულებები
3.1. ბანკი ვალდებულია:
3.1.1. არ გაახმოვანოს წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს კომერციულ და/ან საბანკო საიდუმლოს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
3.2. ბანკი უფლებამოსილია:
3.2.1. მსესხებლისაგან მოითხოვოს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
3.2.2. ბანკის მიერ კრედიტის გაცემის დღეს შედგენილი და კრედიტის ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში ხელახლა შედგენილი დაფარვის გრაფიკების გამოყენებით, რომელიც ხელმოწერილია მსესხებლის მიერ, უაქცეპტო წესით ჩამოწეროს თანხები მსესხებლის ანგარიშიდან და მიმართოს კრედიტის ძირითადი თანხისა და დარიცხული საპროცენტო სარგებლის დასაფარავად, კრედიტის დაფარვის ანგარიშზე.
3.2.3. მოითხოვოს მსესხებლისაგან კრედიტის ძირითადი თანხისა და დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვა, მოახდინოს გადახდევინების მიქცევა მსესხებლის ნებისმიერ ქონებაზე, დააკავოს ქონება, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, ასევე, მოახდინოს გადახდევინების მიქცევა ბანკისათვის უზრუნველყოფის სახით შეთავაზებულ ქონებაზე, არასასამართლო წესით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ:
1) მსესხებელმა დაარღვია წინამდებარე ხელშეკრულების პირობები;
2) წარმოიქმნა ვადაგადაცილება კრედიტის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის გადახდაზე;
3) გარდაიცვალა მსესხებელი;
4) გამოვლინდა, რომ მსესხებლის მიერ ბანკისათვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაცია მცდარია;
5) მსესხებელი გადავიდა სხვა ბანკის სახელფასო მომსახურეობაზე (ხელფასის მიღება სხვა ბანკებში გახსნილ მიმდინარე/საბარათე ანგარიშებზე);
6) მსესხებელმა ბანკს არ შეატყობინა დამქირავებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის შესახებ;
7) მსესხებელი და/ან თავდები ჩართულნი არიან სასამართლო დავაში და/ან მსესხებლის და/ან თავდების ქონებაზე (საბანკო ანგარიშის ჩათვლით) რეგისტრირებულია ყადაღა ან მიქცეულია გადახდევინება;
8) გაუარესდა მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა.
3.2.4. მოსთხოვოს მსესხებელს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება;
3.2.5. მოახდინოს მსესხებლის ანგარიშებზე კრედიტის დაფარვის თარიღამდე შეტანილი თანხების დეპონირება;
3.2.6. ბანკი, მსესხებლისაგან რაიმე თანხმობის გარეშე, უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისაგან სესხთან დაკავშირებული დავალიანების უპირობო, ვადამდელი დაფარვა ბანკის წინაშე, მსესხებლისათვის წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის გზით, წინამდებარე მოთხოვნაში აღნიშნულ დაფარვის მომენტამდე 10 (ათი) თვით ადრე;
3.2.7. ბანკი უფლებამოსილია, წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე არსებული უფლებები დაუთმოს მესამე პირს მოთხოვნის უფლების დათმობის გზით, მსესხებლის თანხმობის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
3.2.8. წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესისა და პირობების თანახმად, ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად ამოიღოს თანხები (ბანკის მიერ განსაზღვრული ოდენობით) მსესხებლის ანგარიშიდან (ანგარიშებიდან), მათ შორის იმ მიზეზით, რაც დაკავშირებული არ არის მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დარღვევასთან და მიმართოს ისინი დავალიანების დასაფარავად. წინამდებარე ხელშეკრულების მოცემული პუნქტის გამოყენების შემთხვევაში მხარეები თანხმდებიან კრედიტის ვადის, დაფარვის განრიგის (და სხვ.) შეცვლაზე, კრედიტის თანხის ცვლილებასთან (შემცირებასთან) დაკავშირებით, რაც გამოწვეულია ანგარიშებიდან თანხის ჩამოწერით. წინამდებარე ხელშეკრულებით მსესხებელი აცხადებს უპირობო და უსიტყვო თანხმობას, xxxxxx მიერ ანგარიშიდან თანხის ჩამოწერაზე, მსესხებლის ანგარიშის (ანგარიშების) უაქცეპტო პირდაპირი დებეტირების გზით.
3.2.9. ერთდროულად ერთზე მეტი ვალდებულების არსებობისას, თუ მსესხებლის მიერ არ მოხდება ამ ვალდებულებების დაფარვის რიგითობის არჩევა, ვალდებულებათა დაფარვის პრიორიტეტულობა განისაზღვრება შემდეგი წესით: პირველ რიგში დაიფარება არაუზრუნველყოფილი ვალდებულება(ები), მეორე რიგში - უფრო დიდი მოცულობის ვალდებულება(ები).
3.2.10. xxxxxx მიერ საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, ბანკი აღნიშნულის შესახებ აცნობებს კლიენტს.
მუხლი 4. მსესხებლის უფლებები და ვალდებულებები
4.1. მსესხებელს უფლება აქვს:
4.1.1. ვადაზე ადრე დააბრუნოს კრედიტის ძირითადი თანხა (მთლიანად/ნაწილობრივ) ფაქტიურად დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან ერთად კრედიტის გაცემიდან ნებისმიერ დროს, იმ შემთხვევაში, თუ იფარება კრედიტის ნაწილი, გადაიხდის ხელშეკრულებით განსაზღვრულ საკომისიოს დაფარვის გრაფიკის ცვლილებისათვის;
4.1.2. განახორციელოს დაფარვის გრაფიკით დადგენილი ოდენობით კრედიტის ძირითადი თანხისა და დარიცხული საპროცენტო სარგებლის წინასწარი გადახდა, ბანკის შიდა წესებისა და პირობების თანახმად.
4.2. მსესხებელი ვალდებულია:
4.2.1. კრედიტის ნაწილობრივ დაფარვიდან 3 (სამი) დღის განმავლობაში მოაწეროს ხელი ბანკის მიერ მომზადებულ შეცვლილ დაფარვის გრაფიკს, რომლის თანახმადაც მომავალში გააგრძელოს კრედიტის ძირითადი თანხისა და დარიცხული საპროცენტო სარგებელის გადახდა;
4.2.2. დროულად და სრულად გადაიხადოს კრედიტის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი;
4.2.3. კრედიტის ძირითადი თანხისა და/ან დარიცხული საპროცენტო სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხადოს ბანკს პირგასამტეხლო, წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პირობებითა და ოდენობით;
4.2.4. წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად გადაიხადოს შეცვლილი საპროცენტო სარგებელი დაფარვის ახალი გრაფიკის მიხდვით, მიუხედავად მასზე მსესხებლის ხელმოწერის არსებობისა;
4.2.5. დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბანკს ისეთი გარემოებების დადგომის შესახებ, რომლებმაც შესაძლებელია ხელი შეუშალონ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
4.2.6. საცხოვრებელი მისამართის და/ან სხვა რეკვიზიტის შეცვლის შემთხვევაში, 5 (ხუთი) კალენდარულ დღეში წერილობით შეატყობინოს ბანკს ახალი, შეცვლილი მონაცემები;
4.2.7. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბანკის მოთხოვნით, ვადაზე ადრე დაფაროს კრედიტის ძირითადი თანხა, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო (მისი არსებობის შემთხვევაში);
4.2.8. წინამდებარე ხელშეკრულების 3.2.6. პუნქტის შესაბამისად ბანკის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში მითითებულ ვადაში დაფაროს მთლიანი დავალიანება;
4.2.9. კრედიტის ვადაზე ადრე (მთლიანად ან ნაწილობრივ) დაფარვის შემთხვევაში გადაიხადოს დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული გეგმიური საპროცენტო სარგებელი.
მუხლი 5. მხარეთა პასუხისმგებლობა
5.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში მხარეები პასუხს აგებენ წინამდებარე ხელშეკრულებისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5.2. მსესხებელი სრულად აგებს პასუხს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკირს ვალდებულებებზე.
5.3. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მსესხებელი თანხმობას აცხადებს მასზედ, რომ თუ მის მიერ დარღვეული იქნება ხელშეკრულების პირობები, ბანკი უფლებამოსილია მოსთხოვოს და დაარიცხოს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს ქვემოთ მოცემული პირგასამტეხლოები შემდეგი ოდენობით:
5.3.1. კრედიტის ძირითადი თანხის დაფარვის ვადების დარღვევის შემთხვევაში, ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის --% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არაუმეტეს კრედიტის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%, თანახმად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნისა.
5.3.2. კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებელის დაფარვის ვადების დარღვევის შემთხვევაში, ვადაგადაცილებული საპროცენტო სარგებელის --% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არაუმეტეს კრედიტის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 %, თანახმად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნისა.
5.3.3. ვადაზე ადრე დაფარვის პირგასამტეხლო საკუთარი სახსრებით დაფარვისას და გარე რეფინანსირებისას (სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან):
- თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის --%;
- თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის --%.
კრედიტზე დარიცხული პროცენტის გადახდაზე საშეღავათო პერიოდის არსებობის შემთხვევაში, კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის დროს იფარება კრედიტის გაცემის დღიდან მასზე დარიცხული და გადაუხდელი საპროცენტო სარგებელი, ძირითადი თანხა (მთლიანად ან ნაწილობრივ) და პირგასამტეხლოები.
5.4. მსესხებელი აღიარებს და თანხმობას აცხადებს, რომ პირგასამტეხლოს გადახდა მას არ ათავისუფლებს ხელშეკრულების იმ პირობების შესრულებისაგან, რომელთა დარღვევისათვის მას დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა. ბანკი პირგასამტეხლოს დაარიცხავს ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 6. ხელშეკრულების მიხედვით მოთხოვნის უფლების დათმობა
6.1. ბანკს უფლება აქვს წინამდებარე ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებები მთლიანად ან ნაწილობრივ დაუთმოს მესამე პირებს, რაზეც მსესხებელი აცხადებს თანხმობას.
6.2. მსესხებელს არა აქვს უფლება წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაუთმოს მესამე პირებს, ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
6.3. მხარეთა სამართალმემკვიდრეები თავზე იღებენ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას, მათ შორის, კრედიტის მოთხოვნის უფლებას და შესაძლო დავების შემთხვევაში მათი რეგულირების ვალდებულებას.
მუხლი 7. კონფიდენციალურობა
7.1. წინამდებარე ხელშეკრულების ყოველი მხარე კისრულობს ვალდებულებას მკაცრად დაიცვას მეორე მხარისაგან მიღებული ფინანსური და სხვა ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ასეთი ინფორმაციის გაცემა მესამე პირებისათვის ან გახმაურება შესაძლებელია მხოლოდ მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობით, ასევე ასეთი ინფორმაციის მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მოთხოვნით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7.2. ამ მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის (საბანკო საიდუმლოს) დებულებები არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:
7.2.1. ბანკის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებების დათმობა (მოთხოვნის უფლების დათმობა და ვალის გადაბარება);
7.2.2. როდესაც ბანკი, წინამდებარე ხელშეკრულების ცალკეულ პირობებს ატყობინებს იმ მესამე პირებს, რომლებთანაც მსესხებელი აპირებს ხელშეკრულების დადებას (იმ პირობებთან მიმართებაში, რომლებზედაც მსესხებელმა თავის თავზე აიღო შეზღუდვები);
7.2.3. როდესაც უცხო ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან თანხების მოსაზიდად, ბანკი უმხელს ამ ფინანსურ ინსტიტუტებს მსესხებლის შესახებ იმ ინფორმაციას, რომელიც მას მიღებული და შედგენილი აქვს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის დაცვით;
7.2.4. როდესაც ბანკი იღებს და გასცემს ინფორმაციას წინამდებარე ხელშეკრულების 2.24. პუნქტის საფუძველზე;
7.2.5. xxxxxx მიერ მსესხებლის საბანკო ანგარიშებიდან თანხის უაქცეპტო ამოღებისას, სხვა ბანკებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებისას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას;
7.2.6. ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნდება ან ცნობილი გახდება მხარეთაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო;
7.2.7. ინფორმაცია, რომლის მიღება შესაძლებელია სხვა წყაროებიდან;
7.2.8. ინფორმაცია, რომლის გახმაურება რომელიმე მხარის მიერ ხდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7.3. მსესხებელი აძლევს ბანკს თანხმობას მასზედ, რომ თუ დადგება 3.2.3 პუნქტში ჩამოთვლილთაგან რომელიმე პირობა, ბანკს უფლება აქვს გაახმაუროს (შესაბამისი ცნობების გამოქვეყნების ჩათვლით) ფინანსური ინფორმაცია, საბანკო საიდუმლო წინამდებარე ხელშეკრულების პირობების ჯეროვნად შესასრულებლად, წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის პირობების დაცვით. ამასთან, მსესხებელი ირწმუნება, რომ წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ის ადასტურებს და წერილობით თანხმობას უცხადებს ბანკს გაახმაუროს საბანკო საიდუმლო და ცნობები, რომელიც მას წარედგინა მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას.
მუხლი 8. მხარეთა უთანხმოებები და დავები, პრეტენზიები
8.1. მსესხებელი უფლებამოსილია წარადგინოს წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული პრეტენზიები ბანკის ნებისმიერ ფილიალში/სერვისცენტრში ან ბანკის (სათავო ოფისის) კანცელარიაში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. წარდგენილი პრეტენზიის განხილვისა და წერილობითი პასუხის გაცემის მაქსიმალური ვადა შეადგენს 10 (ათი) დღეს. პრეტენზიების განხილვის პროცედურის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე www. xxxxxxxxx.xx.
8.2. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულების პროცესში წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოება, ურთიერთმისაღები შეთანხმების მისაღწევად, მხარეთა მიერ განხილული იქნება მოლაპარაკებებით.
8.3. იმ შემთხვევაში თუ მხარეები მოლაპარაკებით ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, წინამდებარე ხელშეკრულების ირგვლივ წარმოქმნილი ან მასთან დაკავშირებული დავები, ექვემდებარება საერთო სასამართლოებში განხილვას საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ბანკის ადგილსამყოფელის მიხედვით.
8.4. მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ დავების გადასაწყვეტად გამოყენებული იქნება საქართველოს მატერიალური სამართალი.
8.5. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ, სასამართლოს მიერ ბანკის სარჩელის დაკმაყოფილებისთანავე.
მუხლი 9. შეტყობინებები
9.1. ამ ხელშეკრულების ფარგლებში ნებისმიერი შეტყობინება ხორციელდება წერილობით, ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით. წერილობითი შეტყობინება მხარეს უნდა გადაეცეს შეტყობინების გამგზავნისთვის ცნობილ ბოლო მისამართზე. ბანკს შეუძლია შეტყობინებისთვის გამოიყენოს სხვა საშუალებებიც (მათ შორის ელექტრონული, ციფრული, სატელეფონო და სხვა). ნებისმიერი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება: შეტყობინებებისათვის, რომლებიც გადაეცემა პირადად ან საკურიერო მომსახურების მეშვეობით - მიღების დღეს, უფლებამოსილი პირის მიერ გაკეთებული შესაბამისი მონიშვნით; შეტყობინებებისათვის, რომლებიც გაგზავნილია შეკვეთილი წერილით - გაგზავნიდან მესამე კალენდარული დღე (საფოსტო ორგანიზაციის მიერ გაგზავნისას გაცემული დოკუმენტის თარიღის მიხედვით); შეტყობინებებისათვის, რომლებიც გაგზავნილია ელექტრონული ფოსტით-შეტყობინების გაგზავნის დღეს; შეტყობინებებისათვის, რომლებიც გადაცემულია მობილური ან სხვა სატელეფონო კავშირის მეშვეობით (ხმოვანი შეტყობინებებისათვის) - ზარის განხორციელების დღეს; შეტყობინებებისათვის, რომლებიც გადაცემულია მობილური კავშირის მეშვეობით (მოკლე ტექსტური
შეტყობინებებისათვის) - მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის დღეს.
9.2. მხარეები თანხმდებიან წინასწარი შეტყობინების ვალდებულების გაუქმებაზე, თუ ამ ხელშეკრულების პირობების ცვლილება ხორციელდება მსესხებლის სასარგებლოდ.
მუხლი 10. დამატებითი პირობები
10.1. მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში წინამდებარე ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები გადადის მის სამართალმემკვიდრეზე.
10.2. წინამდებარე ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საკითხის განხილვა ბანკის მხრიდან ხორციელდება, მსესხებლის მიერ ბანკისათვის შესაბამისი საკომისიოს გადახდის შემთხვევაში.
10.3. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს მსესხებლის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
10.4. იმ პირობების დასარეგულირებლად, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე ხელშეკრულებით, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.5. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ორი იდენტურ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, რომელთაგან თითოეული ითვლება ორიგინალად და აქვს თანაბარი იურიდიული ძალა. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მსესხებელს, ერთი ეგზემპლარი - ბანკს. ხელშეკრულების ენა შერჩეულია მსესხებლის მიერ.
10.6. ყველა დანართი, რომლებიც შედგენილია (შედგენილი იქნება) წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე და ფარგლებში, წარმოადგენენ ამ ხელშეკრულების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს.
მხარეთა ხელმოწერები და მისამართები
ბანკი სს ,,ხალიკ ბანკი საქართველო’’ ს/კ 205236537 საქართველო, ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №74 ელ. ფოსტა: xxxx@xxx.xx ტელ: (x000 00) 0 00 00 00 | მსესხებელი --------------------- პ/ნ 00000000000 მისამართი: ------------ ელ. ფოსტა: ------------- ტელ: ------------- |