3.2. შესყიდვის ობიექტის კლასიფიკატორის (CPV) კოდი: 22400000 - მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები; 22450000 - ნაბეჭდი მასალა დამცავი შრეებით; 22458000 - შეკვეთით ნაბეჭდი მასალა.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №81
ქ.ზუგდიდი 11 ნოემბერი, 2020 წელი.
ერთი მხრივ, სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (შემდგომში, ხელშეკრულების ტექსტში _ შემსყიდველი), მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ზაალ ქორთუას სახით და მეორე მხრივ, შპს „კაბადონი +“ (შემდგომში, ხელშეკრულების ტექსტში _ მიმწოდებელი), მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის, დირექტორის თეა გადაბაძის სახით, ორივე ერთად წოდებული როგორც _ მხარეები, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მოთხოვნათა გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის საშულებით, ვდებთ ამ ხელშეკრულებას (შემდგომში, ხელშეკრულების ტექსტში _ ხელშეკრულება) შემდეგზე:
1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები
ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1. „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ _ შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და დამატებებით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.
1.2. „ხელშეკრულების ღირებულება“ ნიშნავს საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის.
1.3. „შემსყიდველი ორგანიზაცია“ ნიშნავს ორგანიზაციას (დაწესებულებას), რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.4. „მიმწოდებელი“ ნიშნავს პირს, რომელიც ახორციელებს შესყიდვის ობიექტის მიწოდებას, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში.
1.5. „დღე,“ „კვირა,“ „თვე“ ნიშნავს კალენდარულ დღეს, კვირას, თვეს.
1.6. „ფასების ცხრილი“ _ ხელშეკრულების დანართი, რომელშიც განისაზღვრება შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრები, მოცულობა და ღირებულება.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. ხელშეკრულების საგანია, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული სახსრებით, შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისაგან, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის _ ბაკალავრის დიპლომის (მესამე კატეგორია, მარტივი ტიპის) (შემდგომში, ხელშეკრულების ტექსტში _ შესყიდვის ობიექტი) შესყიდვა.
2.2. მიმწოდებელი ვალდებულებას კისრულობს მიაწოდოს და გადასცეს საკუთრებაში შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტი, ხოლო შემსყიველი ვალდებულებას კისრულობს მიიღოს და აუნაზღაუროს შესყიდვის ობიექტის ღირებულება, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
3. შესყიდვის ობიექტის დასახელება
3.1. ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნიკური აღწერილობა და რაოდენობა მოცემულია დანართში, რომელიც თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
3.2. შესყიდვის ობიექტის კლასიფიკატორის (CPV) კოდი: 22400000 - მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები; 22450000 - ნაბეჭდი მასალა დამცავი შრეებით; 22458000 - შეკვეთით ნაბეჭდი მასალა.
4. ხელშეკრულების ღირებულება
4.1. შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო თანხა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების, მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯების გათვალისწინებით, შეადგენს: 1500 (ათას ხუთასი) ლარს (შემდგომში, ხელშეკრულების ტექსტში _ ხელშეკრულების ღირებულება).
4.2. შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფას(ებ)ი მოცემულია დანართში.
5. შესყიდვის ობიექტის ხარისხი და გარანტია
5.1. მიმწოდებლის მიერ მოწოდებული შესყიდვის ობიექტის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს არსებულ სტანდარტებსა და ტექნიკურ მოთხოვნებს.
5.2. მიმწოდებელი ვალდებულია, მიწოდების ეტაპზე, ხელშეკრულებების პირობებთან ან/და ხარისხისა და ტექნიკურ მაჩვენებლებთან შეუსაბამო შესყიდვის ობიექტის ან/და წუნის/ნაკლის/ხარვეზის გამოვლენისას, აღნიშნულის შესახებ შეტყობინების მიღებიდან, საამისოდ აუცილებელ ვადაში, განახორციელოს წუნდებული შესყიდვის ობიექტის შეცვლა ახალი შესაბამისი ხარისხის მქონე შესყიდვის ობიექტით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.
5.3. მიმწოდებლის მიერ 5.2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს თვითონ მიიღოს ზომები შესყიდვის ობიექტის მიწოდების პროცესში წარმოშობილი წუნის/ხარვეზების გამოსწორებისათვის და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება, რომლის გადახდა უნდა
მოხდეს შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში ან შეწყვიტოს ხელშეკრულება, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებით.
6. შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობები
6.1. შესყიდვის ობიექტის სრულად მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
6.2. მიმწოდებელი უფლებამოსილია ვადაზე ადრე დაასრულოს და ჩააბაროს შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტი.
6.3. მიწოდების ადგილია: ქ. ზუგდიდი, ჯანაშიას ქ. №14, სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის შენობა.
6.4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების პარალელურად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თანმხლები დოკუმენტის _ სასაქონლო ზედნადების წარდგენა შემსყიდველისთვის.
7. მიღება-ჩაბარების წესი
7.1. შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
7.2. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასთან ერთად, მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული საგადასახადო დოკუმენტები (სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან/და სხვა დოკუმენტები), რითაც შესყიდვის ობიექტი ან/და მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლება მიწოდებულად, რის შემდეგაც შემსყიდველზე გადადის საკუთრების უფლება.
7.3. შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპი) მიღება და საბოლოო შემოწმება მოხდება მიწოდების ადგილზე.
7.4. შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს ტექნიკური კონტროლი ან/და გამოცადოს შესყიდვის ობიექტი, რათა დარწმუნდეს მათ შესაბამისობაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.
7.5. შესყიდვის ობიექტის მიღების ან/და საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას, წუნდებული შესყიდვის ობიექტის შეცვლას, საკუთარი ხარჯებით, უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
7.6. შემსყიდველი ვალდებულია ოპერატიულად, აცნობოს მიმწოდებელს საბოლოო შემოწმების შედეგები, დაწუნებული შესყიდვის ობიექტის რაოდენობისა და წუნდების მიზეზის მითითებით.
7.7. ხელშეკრულების ობიექტის მიღებას ახორციელებენ შემსყიდველისა და მიმწოდებლის მიერ საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებიც შესყიდვის ობიექტის მიღების შედეგების მიხედვით აფორმებენ მიღება-ჩაბარების აქტს.
8. ანგარიშსწორების ფორმა და წესი
8.1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, თანხის გადარიცხვის ფორმით მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, რომელიც მითითებულია წინამდებარე ხელშეკრულებაში.
8.2. ანგარიშსწორება იწარმოებს, შესყიდვის ობიექტის სრულად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ, შესაბამისი მიღება- ჩაბარების აქტისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული საგადასახადო დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან/და სხვა დოკუმენტები) საფუძველზე.
8.3. ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან და საგადასახადო დოკუმენტების დადასტურებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
9. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
9.1. შემსყიდველი ვალდებულია:
9.1.1. უზრუნველყოს მისთვის გადაცემული შესყიდვის ობიექტის შესაბამისი ანაზღაურების გადახდა მიმწოდებლისათვის, წინამდებარე ხელშეკრულების პირობათა სრული დაცვით.
9.1.2. შესყიდვის ობიექტის მიწოდებისთანავე გააფორმოს მიღება-ჩაბარების აქტი.
9.2. შემსყიდველი უფლებამოსილია:
9.2.1. მიმწოდებლისგან მოითხოვოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ობიექტის ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობითა და ვადაში მიღება.
9.2.2. შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის მიწოდების შემდგომ, განახორციელოს მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის შემოწმება, ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
9.2.3. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობის შემთხვევაში შეწყვიტოს ხელშეკრულება.
9.2.4. მიმწოდებლისაგან მოითხოვოს მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესახებ დადგენილი ფორმის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.
9.3. მიმწოდებელი ვალდებულია:
9.3.1. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობითა და ღირებულებით მიაწოდოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო შესყიდვის ობიექტი.
9.3.2. საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ გამოვლენილი შესყიდვის ობიექტის მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა ნაკლის აღმოფხვრა.
9.3.3. დაუყოვნებლივ აცნობოს შემსყიდველს იმ მოსალოდნელ მოვლენებთან და გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედონ შესყიდვის ობიექტის მიწოდებაზე.
9.3.4. დაუყოვნებლივ აცნობოს შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობისა ან/და ხელისშემშლელ დაბრკოლებათა შესახებ.
9.4. მიმწოდებელი უფლებამოსილია:
9.4.1. შემსყიდველისაგან მოითხოვოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულება.
10. უფლებების გადაცემა
10.1. მიმწოდებელს არა აქვს უფლება შემსყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი.
11. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის შესაძლებლობა
11.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, მათ შორის ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
11.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე (ათი პროცენტი) მეტი ოდენობით გაზრდა.
12. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
12.1. ხელშეკრულების დამდებ არც ერთი მხარეს არა აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები.
12.2. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებლი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლის გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
12.3. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
13. შეტყობინება
13.1. ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე, ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, გაიგზავნება წერილის, ფაქსის ან ელექტრონული სახით, ორიგინალის შემდგომი წარმოდგენით, მეორე მხარის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე.
13.2. შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.
14. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
14.1. ხელშეკრულების შესრულების პროცესში, მხარეთ წინაშე წარმოშობილი დაბრკოლების გამო, ნაკისრი ვალდებულებების ვერ ან არაჯეროვნად შესრულების საფრთხის შესახებ, მხარე ვალდებულია წერილობით აცნობოს მეორე მხარეს შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ. ხოლო შეტყობინების მიმღები მხარე კი ასევე, დაუყოვნებლივ აცნობებს თავის გადაწყვეტილებას, აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
14.2. იმ შემთხვევაში, თუკი ხელშეკრულების პირობების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის გზით.
15. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა (პასუხისმგებლობა)
15.1. ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან/და დაგვიანებით შესრულება გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
15.2. მიწოდების ვადების დარღვევის შემთხვევაში, თუ სხვა ვადებს მხარეები არ შეათანხმებენ წერილობით, ყოველი დაგვიანებული დღისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო, შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 0,02%-ის ოდენობით.
15.3. მიმწოდებლის მიერ მიწოდების ვადების 20 (ოცი) კალენდარულ დღეზე მეტი დღით გადაცდენის შემთხვევაში (შემსყიდველისგან დამოუკიდებელი მიზეზებით), თუ სხვა ვადებს მხარეები არ შეათანხმებენ წერილობით, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და დააჯარიმოს მიმწოდებელი შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი თანხის 10%-ის ოდენობით.
15.4. შესყიდვის ობიექტის მიწოდებისას დეფექტის ან/და ნაკლის ან/და ხელშეკრულებით დადგენილ ტექნიკურ პარამეტრებთან (მახასიათებლებთან) შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ნაკლოვანების/შეუსაბამობის აღმოჩენიდან, საამისოდ აუცილებელ გონივრულ ვადაში, მიიღოს საჭირო ზომები ხარვეზის გამოსასწორებლად, ხოლო აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია არ
გადაუხადოს მიმწოდებელს ხელშეკრულების ღირებულება და მოითხოვოს, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია გადაუხადოს შემსყიდველს ჯარიმა, შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი თანხის 10%-ის ოდენობით.
15.5. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მიმწოდებელს საჯარიმო თანხის გადახდა, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%-ის ოდენობით.
15.6. საჯარიმო სანქციების გადახდა უნდა მოხდეს შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
15.7. შემსყიდველი უფლებას იტოვებს მოახდინოს პირგასამტეხლოს გამოქვითვა მიმწოდებლისათვის ასანაზღაურებელი თანხიდან ან სახელშეკრულებო ღირებულებიდან დაუკავოს თანხა, გადასახდელი პირგასამტეხლოს ორმაგ ოდენობამდე, დაკისრებული ჯარიმის სრულ დაფარვამდე.
15.8. წინამდებარე ხელშეკრულების მოცემული პუნქტებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისგან.
15.9. პასუხისმგებლობის სხვა ფორმები, რაც არ არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებაში, განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
16. ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა
16.1. შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების სრული ან ცალკეული პირობების მოქმედება, მიმწოდებლისათვის ვალდებულებების შეუსრულებლობის წერილობითი შეტყობინების შემდეგ:
16.1.1. თუ მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან შემსყიდველის მიერ გაგრძელებულ ვადებში არ შეუძლია მიაწოდოს მთელი შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი;
16.1.2. თუ მიმწოდებელს არ შეუძლია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული, რომელიმე ვალდებულება;
16.1.3. თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
16.1.4. მიმწოდებლის მიერ მიწოდების ვადების 20 (ოცი) კალენდარულ დღეზე მეტი დღით გადაცდენის შემთხვევაში;
16.1.5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
16.2. ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მხარეს ეცნობება წერილობით ხელშეკრულების (ან მისი ნაწილის) შეწყვეტამდე 5 (ხუთი) დღით ადრე მაინც, ამასთნ უნდა მიეთითოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი და მისი ამოქმედების თარიღი.
16.3. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა, არ ათავისუფლებს მიმწოდებელს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისგან.
16.4. ამ მუხლის 16.1. პუნქტში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტობრივად მიღებულიშესყიდვის ობიექტის ღირებულება.
17. ფორს-მაჟორი
17.1. ხელშეკრულების დამდები, რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორს-მაჟორული გარემოების შედეგი.
17.2. ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა ან/და მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან ან/და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და ტვირთის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
17.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
17.4. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობა ავტომატურად არ იწვევს ხელშეკრულების გაუქმებას. მხარეები ვალდებულნი არიან განსაზღვრონ წინამდებარე ხელშეკრულების ფორს-მაჟორულ მოვლენებთან მისადაგების საკითხი.
17.5. ფორს-მაჟორული გარემოებების შეწყვეტისთანავე მხარეები დაუყოვნებლივ აგრძელებენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
17.6. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის პირობებში, ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, თუ მხარეთა შორის არ იქნა მიღწეული სხვაგვარი შეთანხმება.
17.7. თუ სახელშეკრულებო ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობის პირობები გაგრძელდება სამ თვეზე მეტ ხანს, მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულების მოქმედება, კომპენსაციის უფლების მოთხოვნის გარეშე.
18. დავების გადაწყვეტის წესი
18.1. ხელშეკრულების შესრულებისას მხარეთა შორის წამოჭრილი დავები ან აზრთა სხვადასხვაობა შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნას ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე.
18.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეები მიმართვენ სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
19. ხელშეკრულების ინსპექტირების პირობები
19.1. ხელშეკრულების კონტროლის, მიწოდებული ან მისაწოდებელი შესყიდვის ობიექტის მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებისა და მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირების საკითხებში მიმწოდებელთან ითანამშრომლებს დალი ბერანძე _ სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
19.2. ინსპექტირების ჯგუფი უფლებამოსილია შეამოწმოს მიწოდებული შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი, რათა განსაზღვრო მათი შესაბამისობა ხელშეკრულების მოთხოვნებთან.
19.3. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთრი ხარჯებით უზრუნველყოს შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით.
19.4. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირებისას გამოვლინდა წუნი ან/და ხარვეზი, მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით, უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
19.5. ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებული იქნება მხოლოდ იმ შესყიდვის ობიექტის ღირებულება, რომლის მოცულობასა და ხარისხზე არსებობს შემსყიდველის მიერ დადასტურებული აქტი.
20. დასკვნითი დებულებანი
20.1. საკითხები, რომლებიც არ არის რეგულირებული წინამდებარე ხელშეკრულებით, წყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
20.2. ხელშეკრულების დებულებებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წერილობითი გაფორმების შედეგად.
20.3. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე უფლების გამოუყენებლობა არ წარმოადგენს ამ უფლებაზე უარის თქმას.
20.4. ამ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის (ან მისი ნაწილის) გაუქმება არ იწვევს დანარჩენი პუნქტების გაუქმებას.
20.5. მხარეთა შორის ნებისმიერი შეტყობინება საჭიროებს წერილობით ფორმას. მხარეთა შორის ზეპირი შეტყობინებები ან/და შეთანხმებები სადაოობის, ურწმონოების ან უზუსტობების შემთხვევაში იურიდიული ძალის არმქონეა.
20.6. მხარეები ვალდებულნი არიან გაუფრთხილდნენ თითოეულის სახელს, საქმიან რეპუტაციას და ღირსებას, დაიცვან ერთობლივი საქმიანობის შედეგად მათთვის ცნობილი მეორე მხარის კონფიდენციალური ინფორმაცია.
20.7. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2021 წლის 20 იანვრამდე. თუ, ამ თარიღისათვის არ არის შესრულებული რომელიმე ვალდებულება ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების მომენტამდე.
20.1. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარუფლებიანი ძალის მქონე ეგზემპლარად და ძალაში შედის მხარეების მიერ მისი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით შესრულების ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის დღიდან, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ხელშეკრულების თითო ეგზემპლარი ინახება მხარეებთან, ელექტრონული დოკუმენტის სახით.
21. მხარეთა მისამართები, საბანკო რეკვიზიტები და ხელმოწერები
შ ე მ ს ყ ი დ ვ ე ლ ი
მ ი მ წ ო დ ე ბ ე ლ ი
სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
იურიდიული და ფაქტიური მისამართი: ქ. ზუგდიდი, ჯანაშიას ქ. №14 საიდენტიფიკაციო კოდი: 220407888 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები ბანკი -
სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 32040510
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
.................................. /ზ. ქორთუა/
შპს „კაბადონი +“
იურიდიული და ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №68
საიდენტიფიკაციო კოდი: 205186065
საბანკო რეკვიზიტები: სს „თიბისი ბანკი“ ბანკის კოდი: XXXXXX00
ანგარიშის ნომერი: XX00XX0000000000000000
შპს „კაბადონი +“-ის დირექტორი:
................................. /თ. xxxxxxxx/
დანართი
№ | შესყიდვის ობიექტის დასახელება, ტექნიკური მახასიათებლები. | რაოდენობ ა (ცალი) | ერთეულის ფასი | სულ ღირებულება (ლარი) |
1 | 2 | 3 | 4 | 5 |
1 | ბაკალავრის დიპლომი: მესამე კატეგორია, მარტივი ტიპის; ქაღალდის ზომა: ა4; 110 გრ/კვმ +/- 5გრ/კვმ; 100% ბამბის, ქარხნული ექსკლუზიური წყლის ნიშნებით (საქართველოს დროშები); ქაღალდს უნდა ქონდეს პოლიკარბონატის უხილავი ჩანართები, რომლებიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ ლუმინსცირებს; დიპლომები მთლიანად დაფარული უნდა იყოს სამი სახის რღვეული სიმეტრიის დამცავი ეკსკლუზიური გილიოშური ბადით; უნივერსიტეტის ნიშანი (ლოგო) შესრულებული უნდა იყოს საღებავით, რომელიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ გამოსცემს ლუმინისცენციას; დიპლომის სერია და ინდივიდუალური ექვსნიშნა ნუმერაცია ულტრაიისფერი სხივების ქვეშ, ასევე უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას. | 200 | 7,5 | 1500 |
ჯამი | 1500 |