სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება 6/20 I დონის ტექნიკური მხარდაჭერის და დამატებითი მომსახურების შესახებ:
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება 6/20 I დონის ტექნიკური მხარდაჭერის და დამატებითი მომსახურების შესახებ:
ქ.თბილისი
1. ზოგადი დებულებები
ერთის მხრივ, შპს “xxxx xxxxxxx ლაინი” შემდგომში „შემსყიდველი“, მისი დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxxxxx სახით, და მეორეს მხრივ შპს „1სოფტი“ ,შემდგომში „მიმწოდებელი“, მისი დირექტორის ნათია რატია სახით, ორივე ერთად წოდებული, როგორც „მხარეები“,ვმოქმედებთ, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანებით დამტკიცებული
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
2. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
2.1. პროგრამული პროდუქტი - 1C:Enterprise პლატფორმაზე დაფუძნებული პროგრამული პროდუქტი, როგორიცაა
1C ERP სტანდარტი.
2.2. მომხმარებელი - შემსყიდველის თანამშრომელი ან მოწვეული პირი, რომელიც სარგებლობს პროგრამული პროდუქტით.
2.3. დისტანციური წვდომის ინსტრუმენტები -მიმწოდებლის მიერ მომხმარებელთა დისტანციური მხარდაჭერისთვის შერჩეული პროგრამული პროდუქტი 1C Сonnect.
2.4. სერვერი - შემსყიდველის კომპიუტერი, რომელზეც არის განთავსებული პროგრამული პროდუქტის ცენტრალური საინფორმაციო ბაზა.
2.5. პროგრამული პროდუქტის კონფიგურატორი - პროგრამული პროდუქტის პლატფორმის ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია მასში პროგრამული ცვლილებების შესატანად, ადმინისტრირებისთვის და განახლებებისთვის.
2.6. კონფიგურაციის სპეციალისტი - შემსრულებლის მიერ გამოყოფილი კადრი, რომელიც დამკვეთს უწევს პროგრამასთან დაკვაშირებულ დამატებით საკონსულტაციო მომსახურებას. მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია 5.1.1. პუნქტში.
3. ხელშეკრულების საგანი
3.1. შემსყიდველის მოთხოვნით მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გაუწიოს პროგრამულ პროდუქტთან დაკავშირებული ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურება (CPV 72260000), კერძოდ:
3.1.1 დისტანციური მხარდაჭერა (ცხელი ხაზი) სპეციალური პროგრამის 1C Сonnect-ის მეშვეობით -
შემდგომში „დისტანციური მხარდაჭერა“, რომელიც მოიცავს შემდეგ მომსახურებებს:
3.1.1.1. დისტანციური მხარდაჭერა ყოველდღიურად არსებულ წვრილ-წვრილ საკითხებზე;
3.1.1.2. მომხმარებლის დახმარება სტანდარტულ ფუნციონალში არსებული სტანდარტული ოპერაციების გატარებისას;
3.1.1.3. მომხმარებლის დამხარება სტანდარტულ ფუნქციონალში არსებული სტანდარტული ანგარიშგებების აწყობაში, ფორმის შეცვლაში, გადაწყობაში;
3.1.1.4. პროგრამის სტანდარტულ ვერსიაში აღმოჩენილ ხარვეზზე რეაგირება;
3.1.1.5. საჭიროების შემთხვევაში არსებული ლიცენზიების რეაქტივაცია;
3.1.1.6. პროგრამულ ლიცენზებთან დაკავშირებულ პრობლემებზე რეაგირება;
3.1.1.7. პროგრამული პროდუქტის პლატფორმის განახლება: გადაწყვეტილებას პლატფორმის განახლების შესახებ იღებს მიმწოდებელი და უთანხმებს შემსყიდველს.
3.1.1.8. პროგრამული პროდუქტის კონფიგურაციის განახლება: გადაწყვეტილებას კონფიგურაციის განახლების შესახებ იღებს მიმწოდებელი და უთანხმებს შემსყიდველს.
3.1.2 დამატებითი მომსახურება - 1C სააღრიცხვო პროგრამის ინფორმაციული ბაზის მიმწოდებლის სერვერზე განთავსება.
3.2. ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევის დეტალური პირობები განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულებით.
3.3. მიმწოდებელი ადასტურებს, რომ წარმოადგენს კომპანია «1С» სრულუფლებიან პარტნიორნს, მოქმედებს რა კომპანია «1С» მიერ დაწესებული ყველა წესით და რეგლამენტის დაცვით, აქვს სრული უფლება მიაწოდოს შემსყიდველს ზემოაღნიშნული მომსახურება.
3.4. ზემოაღნიშნულ ჩამონათვალს გარდა დამატებითი მომსახურებისა ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის შემდგომში ეწოდება „ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურება“ და “1C ინფორმაციული ბაზის მიმწოდებლის სერვერზე განთავსების მომსახურება“
4. ტექნიკური მხარდაჭერის ღირებულება და ანგარიშსწორების პირობები
4.1. ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების და 1C ინფორმაციული ბაზის მიმწოდებლის სერვერზე განთავსების მომსახურების ღირებულება ყოველთვიურია.
4.2. შემსყიდველისათვის ტექნიკური მხარდაჭერის ყოველთვიური ღირებულება დღგ-ს გარეშე ჯამში შეადგენს 67.80 (სამოცდაშვიდ ლარს და ოთხმოც თეთრს) ლარს (2 ERP სტანდარტის ლიცენზია, 1 ინფორმაციული ბაზა და 1 საკონტაქტო პირი), დღგ-ს ოდენობა შეადგენს 12.20 (თორმეტ ლარს და ოც თეთრს) ლარს, შედეგად სრული ღირებულება შეადგენს 80.00 (ოთხმოც ლარს) ლარს.
4.3. 1C სააღრიცხვო პროგრამის ინფორმაციული ბაზის მიმწოდებლის სერვერზე განთავსების ღირებულება ყოველთვიურია და შეადგენს 76.27 (სამოცდათექვსმეტლარს და ოცდაშვიდ თეთრს) ლარს (1 ინფორმაციული ბაზა). დღგ-ს ოდენობა შეადგენს 13.73 (ცამეტ ლარს და სამოცდაცამეტ თეთრს) ლარს, შედეგად სრული ღირებულება შეადგენს 90.00 (ოთხმოცდაათ) ლარს.
4.3 ხელშეკრულების საერთო ღირებულება თვის ჭრილში შეადგენს 170.00 (ას სამოცდაათი ლარი) ლარს დღგ-ს ჩათვლით.
4.4 ხელშეკრულების საერთო ღირებულება წლის ჭრილში შეადგენს 2040 (ორი ათას ორმოცი) ლარს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით;
4.5 ანგარიშწორება ხორცილდება ყოველთვიურად, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ.
4.6 არაუგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა მხარეებს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც ფიქსირდება მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაბამისობა წინამდებარე ხელშეკრულების პირობებთან და შესაბამისად ანგარიშწორებაც ხდება არაუგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა.
4.7 ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების და 1C ინფორმაციული ბაზის მიმწოდებლის სერვერზე განთავსების ღირებულება დამოკიდებულია ინფორმაციული ბაზის, საკონტაქტო პირის და პროგრამული ლიცენზიების რაოდენობაზე, შესაბამისად, ინფორმაციული ბაზის, საკონტაქტო პირის ან/დალიცენზიების რაოდენობის ცვლილებასთან ერთად, მხარეებს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზეკორექტირდება მოცემული მომსახურებების ღირებულებებიც.
4.8 შემსყიდველსა და მიმწოდებლის შორის ანგარიშსწორება წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორებით, ლარში.
4.9 შემსყიდველს არ ეკისრება პირგასამტეხლო ანგარისწორების ვადაგადაცილებაზე, თუმცა ასეთი ვადაგადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს აქვს უფლება შემსყიდველს დროებით შეუწყვიტოს მომსახურებების მიწოდება.
4.10 შემსყიდველის მიერ ანგარიშსწორების პირობების დარღვევისთვის მიმწოდებელს უფლება აქვს ცალმხრივად გაწყვიტოს მოცემული ხელშეკრულება.
5 დამატებითი მომსახურება, ღირებულება და ანგარიშსწორების პირობები
5.1 დამატებითი მომსახურების ფარგლებში შემსყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს შემდეგი მომსახურებების გაწევა: 5.1.1კონფიგურაციის სპეციალისტის მომსახურება:
5.1.1.1 შემსყიდველი კომპანიის ბიზნეს პროცესების შესწავლა;
5.1.1.2 შემსყიდველი კომპანიის ბიზნეს პროცესების პროგრამაში მოდელირება;
5.1.1.3 სისტემის გაშვების მხარდაჭერა;
5.1.1.4 საჭიროების შემთხვევაში საცნობარო ინფორმაციისა და საწყისი ნაშთების ჩატვირთვა;
5.1.1.5 თითოეულ მოდულში საჭირო ოპერაციების შესაბამისი სადემონსტრაციო დოკუმენტების შექმნა;
5.1.1.6 ბიზნეს პროცესების შესაბამისად სტანდარტული ანგარიშგებების, ანალიტიკური რეპორტების აწყობა,
რესტრუქტურიზაცია, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლისთვისაც სჭიროა დამატებითი პროგრამული ჩარევა;
5.1.1.7 შემსყიდველის მოთხოვნით კონსულტაცია (სატელეფონო; შეხვედრა შემსყიდველთან შემსყიდველის ან შემსრულებლის ოფისში);
5.1.1.8 პროგრამის ფუნქციონალის ტესტირება;
5.1.1.9 საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან დაფიქსირებული, ინფორმაციულ ბაზაში არსებული სადეველოფმენთო საკითხების ტესტირება;
5.1.1.10 საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველისთვის შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული რეპორტების მომზადება;
5.1.1.11 საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან დაფიქსირებული სადეველოფმენთო საკითხის დეტალური შესწავლა;
5.1.1.12 საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან დაფიქსირებულ სადეველოფმენთო საკითხზე ტექნიკური დავალების მომზადება და შემსყიდვეთან შეთანხმება;
5.1.1.13 შემსყიდველის სადეველოპმენტო საკითხზე დეველოპერთან ერთად მუშაობა/ტესტირება.
5.1.1.14 სხვა მომსახურებები, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს პროგრამული პროდუქტის გამოყენებასთან;
5.1.1.15 დანერგვის პროექტის მიმდინარეობისას მიმწოდებელი არ უზრუნველყოფს:
5.1.1.15.1 პროექტის მენეჯერის ან კონფიგურაციის სპეციალისტის მიერ ინფორმაციის მანუალურ (ხელით) შეყვანას;
5.1.1.15.2 პროგრამულ პროდუქტში ჩასატვირთი ინფორმაციის რაიმე სახის მოძიებას ან ექსპორტირებას შემსყიდველის ძველი (არსებული) სისტემიდან;
5.1.1.15.3 ბუღალტერიის, ფინანსური ან/და საგადასახადო აღრიცხვასთან ან არღიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან დაკავშირებით რაიმე მომხარებელთა კონსულტაციას;
5.1.1.15.4 კომპიუტერული ტექნიკის, ქსელის, ინტერნეტის გამართულობასთან ან სხვა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს.
5.1.2კონფიგურაციის დეველოპერის მომსახურება:
5.1.2.1. ახალი ანგარიშგებების აწყობა;
5.1.2.2. საბეჭდი ფორმების შექმნა;
5.1.2.3. დამუშავებების შექმნა;
5.1.2.4. რეკვიზიტების დამატება/მოდიფიკაცია;
5.1.2.5. პროგრამის ვიზუალის ადაპტირება;
5.1.2.6. ახალი ფუნქციონალის შემუშავება;
5.1.2.7. სხვა სისტემებთან ინტეგრაცია.
5.1.2.8. სხვადასხვა სახის დეველოპმენტი.
5.1.3 სისტემური ადმნისტრატორის მომსახურება:
5.1.3.1 სერვერის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მუდმივი მონიტორინგი;
5.1.3.2 საჭიროების შემთხვევაში სერვერთან დაკავშირებული შიდა ქსელის გამართულად მუშაობის უზრუნელყოფა, ქსელის აპარატურაში მცირე კომფიგის შეტანა/შეცვლა (პორტის გადამისამართება სერვერის IP ის
დარეზერვება);
5.1.3.3 სერვერზე არსებული ინფორმაციის დაცვა მოცემულ ინფრომაციაზე არაავტორიზებული წვდომის აღმოფხვრის მიზნით;
5.1.3.4 მონაცემთა რეზერვაციის სისტემის ადმინისტრირება მონაცემთა ბაზაში,აქტიური/მიმდინარე ბაზების ბექაფის (ასლი) აღება;
5.1.3.5 მიმდინარე სისტემის დაცვა და მასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა;
5.1.3.6 სერვერის ვირუსებისგან დაცვის უზრუნველყოფა;
5.1.3.7 სამუშაო პროგრამების ოპერაციული სისტემის ოპტიმიზაცია;
5.1.3.8 საჭროების შემთხვევაში ოპერაციული სისტემის პერიოდული გადაყენება/განახლება;
5.1.3.9 ინციდენტების დაფიქსირება და მათი ოპერატიული გადაწყვეტა.
5.1.3.10 შემსყიდველი 1C ინფორმაციულს ბაზას განათავსებს მიმწოდებლის სერვერზე.
5.1.3.11 კონფიგურაციის სპეციალისტის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება საათობრივად, ერთი საათის განაკვეთი განისაზღვრება 20.00 (ოცი) აშშ დოლარით. თანხა მოცემულია დღგ-ს გარეშე.
5.1.3.12 კონფიგურაციის დეველოპერის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება საათობრივად, ერთი საათის განაკვეთი განისაზღვრება 20.00 (ოცი) ევროთი. თანხა მოცემულია დღგ-ს გარეშე.
5.1.3.13 სისტემური ადმინისტრირების მომსახურება ყოვეთვიურია. მოცემული მომსახურების ღირებულება ინდივიდუალურია და წინასწარ თანხმდება შემსყიდველთან.
5.1.3.14 შემსყიდველმა წინასწარ (მინიმუმ 5 სამუშაო დღით ადრე) უნდა აცნობოს მიმწოდებელს დამატებითი მომსახურების მოთხოვნის შესახებ.
5.1.3.15 შემსყიდველის მიერ დამატებითი მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი უზრუნვლეყოფს შესასრულებელი სამუშაოს შეფასებას საათობრივად, შემსყიდველის თანხმობის და შესაბამისი ანგარიშსწორების განხორციელების შემდეგ მიმწოდებელი უზრუნველყოფს დამატებითი მომსახურების შესრულებას.
6 ტექნიკური მხარდაჭერის და დამატებითი მომსახურების გაწევის პირობები
6.1 დისტანციური მხარდაჭერა ხორციელდება მომხმარებლის მიერ ცხელი ხაზზე დარეკვის და კონკრეტული საკითხის ფორმულირების შედეგად. ცხელი ხაზის მომსახურება ხორციელდება პროგრამა 1C Connect-ის მეშვეობით. ცხელი ხაზის ოპერატორი უფლებამოსილია, რომ სთხოვოს კომპიუტერთან დისტანციური მხარდაჭერის ინსტრუმენტების მეშვეობით წვდომა.
6.2 საკითხის ფორმულირების შემდეგ ცხელი ხაზის ოპერატორი სცემს დასმულ საკითხზე პასუხს, ან საკითხის სირთულიდან გამომდინარე ინიშნავს მას მოგვიანებით საპასუხოდ.
6.3 ცხელი ხაზის სამუშაო დროა 09:00-დან 18:00 საათამდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, გარდა საქართველოში გამოცხადებული ოფიციალური დასვენების დღეებისა.
6.4 დისტანციური მხარდაჭერა არ ვრცელდება ისეთ საკითხებზე რომლებიც დაკავშირებული მომხმარებლის კომპიუტერის ტექნიკურ (მათ შორის საოპერაციო სისტემის) გაუმართაობასთან, ან კომპიუტერული ქსელის ან ინტერნეტის მიწოდების შეფერხებასთან.
6.5 იმ შემთხვევაში, როდესაც დისტანციური მხარდაჭერა ხორციელდება დისტანციური წვდომის ინსტრუმენტების მეშვეობით მომხმარებელმა ცხელი ხაზის მოთხოვნით უნდა უზრუნველყოს დისტანციური წვდომის ინსტრუმენტების ინსტალაცია კომპიუტერზე.
6.6 შემსყიდველი აცნობიერებს, რომ შესაძლებელია მომხმარებლის მიერ დასმულ ზოგიერთ საკითხებზე ზუსტი პასუხის გაცემას დასჭრიდეს გარკვეული დრო:
6.6.1 იმ შემთხვევაში, თუ ცხელი ხაზის ოპერატორი მოთხოვნის დაფიქსირების დროს საუბრობს სხვა მომხმარებელთან, ინიშნავს აღნიშნულ საკითხს და უმოკლეს ვადებში უბრუნდება მოცემულ მოთხოვნას.
6.6.2 იმ შემთხვევაში, თუ საკითხის მოსაგვარებლად საჭიროა 1C სათაო ოფისთან დაკავშირება.
6.7 ცხელ ხაზს უფლება აქვს უარი უთხრას მომხმარებელს პასუხზე იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული საკითხი ეხება პროგრამული პროდუქტის ფუნქციონალურ შეზღუდვას, მოხმარების თავისებურებას ან წინააღმდეგობაში მოდის პროგრამული პროდუქტის გამოყენების ინსტრუქციასთან.
6.8 პროგრამული პროდუქტის პლატფორმის განახლების სამუშაოები ხორციელდება მიმწოდებლის ინიციატივით 1C:Enterprise პლატფორმის ახალი ვერსიების გამოსვლასთან დაკავშირებით. ამასთან მიმწოდებელი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, თუ უშუალოდ რომელ განახლებული ვერსიაზე მოხდეს გადასვლა.
6.9 პროგრამული პროდუქტის პლატფორმის განახლების სამუშაოები გულისხმობს მომხმარებელთა კომპიუტერებზე და შემსყიდველის სერვერზე (მისი არსებობის შემთხვევაში) პლატოფორმის ახალი ვერსიის ინსტალაციას.
6.10 მიმწოდებელი ელექტრონული სახით აწვდის შემსყიდველს პროგრამული პროდუქტის პლატფორმის ახალ ვერსიას, მომხმარებლების მიერ მათ კომპიუტერებზე საინსტალაციოდ. მომხმარებლები თვითონ ახდენენ პლატფორმის ახალი ვერსიის ინსტალაციას, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც შემსყიდველს ჰყავს გამოყოფილი სპეციალისტი (IT ინჟინერი) ამ ფუნქციებისთვის.
6.11 მიმწოდებელმა შესაძლებელია, ცხელი ხაზის მეშვეობით აღმოუჩინოს დისტანციური მხარდაჭერა და კონსულტაცია მომხმარებლებს ახალი პლატფორმის ინსტალაციასთან დაკავშირებით.
6.12 შემსყიდველის სერვერის არსებობის შემთხვევაში მიმწოდებელი შემსყიდველის შესაბამის ტექნიკურ პერსონალთან შეთანხმებით ასრულებს შემსყიდველის სერვერზე პლატფორმის განახლებას დისტანციურად.
6.13 შემსყიდველის სერვერის განახლებისთვის შემსყიდველმა უნდა უზრუნველყოს მიმწოდებლის დისტანციური წვდომა, დისტანციური წვდომის ინსტრუმენტების მეშვეობით, რომლებსაც ირჩევს მიმწოდებელი.
6.14 პროგრამული პროდუქტის განახლება ხორციელდება პერიოდულად ახალი ვერსიის გამოშვების შემდეგ.
6.15 პროგრამული პროდუქტის განახლებას ახორციელებს შემსყიდველი უშუალოდ პროგრამული პროდუქტის მომხმარებლის ინტერფეისიდან შესაბამისი მექანიზმების ამოქმედებით. ამ მექანიზმების გამოყენების ინსტრუქციებთან დაკავშირებით მომხმარებლებს უფლება აქვთ მიმართონ ცხელ ხაზს.
6.16 იმ შემთხვევაში როდესაც პროგრამული პროდუქტის განახლება უნდა განხორციელდეს პროგრამული პროდუქტის კონფიგურატორის მეშვეობით, ამ შემთხვევაში განახლებას ასრულებს მიმწოდებელი დისტანციურად.
6.17 პროგრამული პროდუქტის კონფიგურაციის განახლების ერთ-ერთი წინაპირობა არის მომხმარებლებთან და სერვერზე პროგრამული პროდუქტის აქტუალურ ვერსიასთან სრულად თავსებადი პლატფორმის არსებობა, შესაბამისად თუ რაიმე სახის შეფერხებების გამო პლატოფორმის განახლება ვერ ხორციელდება ეს გამოიწვევს პროგრამული პროდუქტის განახლების შეფერხებას.
7 მიმწოდებლის წვდომის უფლებები
7.1 შემსყიდველი ვალდებულია ტექნიკური მხარდაჭერის სრულად და შეუფერხებლად განსახორციელებლად უზრუნველყოს შემსყიდველის სპეციალისტების დისტანციური დაშვება მომხმარებლების კომპიუტერებთან, შემსყიდველის სერვერთან და პროგრამული პროდუქტის საინფორმაციო ბაზასთან. აღნიშნული დაშვება უნდა გახორციელდეს მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე.
7.2 მიმწოდებელი შემსყიდველის v 1საინფორმაციო ბაზასთან წვდომისთვის გამოიყენებს სპეციალურად ამ მიზნისთვის ბაზაში რეგისტრირებულ ჩანაწერს (User account: support) და ყველა ოპერაციას და ქმედებას განახორციელებს ამ აღნიშნული ჩანაწერით.
7.3 დაუშვებელია ტექნიკური მხარდაჭერის განხორციელების პერიოდში შემსყიდველის მხრიდან support ჩანაწერისთვის უფლებების შეზღუდვა პაროლის შეცვლა ან სხვა რაიმე მოქმედების შესრულება მიმწოდებელთან შეუთანხებლად.
7.4 ტექნიკური მხარდაჭერის განხორციელების პროცესში, მათ შორის პროგრამული პროდუქტის პლატფორმის და თავად პროგრამული პროდუქტის განახლების დროს მიმწოდებელს უფლება აქვს შექმნას პროგრამული პროდუქტის საინფორმაციო ბაზის ასლები, აგრეთვე მოახდინოს ასლების გადატანა მიმწოდებლის კომპიუტერზე ან სერვერზე, რასაც ახორციელებს შემსყიდველთან შეთანხმებით.
7.5 მიმწოდებელი აცნობიერებს, რომ ტექნიკური მხარდაჭერის განხორციელების პროცესში, მათ შორის მონაცემთა ბაზის ასლის აღების და სხვა მოქმედებების დროს, წვდომა აქვს შემსყიდველის სააღრიცხვო კონფიდენციალურ ინფორმაციასთან და მოცემული ხელშეკრულების მე-11 პუნქტის თანახმად იღებს ვალდებულებას, რომ დაიცვალს კონფიდენციალურობა.
8 მომსახურების პირობებში ცვლილებების შეტანა
8.1 მიმწოდებელს უფლება აქვს ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე ხელშეკრულების მე-6 და მე-7 თავებში (ტექნიკური მხარდაჭერის და დამატებითი მომსახურების გაწევის პირობები და მიმწოდებლის წვდომის უფლებები) განსაზღვრული პირობები.
8.2 ზემოთ აღნიშნული ცვლილებების შემთხვევაში მიმწოდებელი, ერთი კვირით ადრე, წერილობით ან/და ელ. ფოსტის მეშვეობით აცნობებს შემსყიდველს.
9 ხელშეკრულების შეწყვეტა
9.1 მხარეებს უფლება აქვთ ცალმხრივად შეწყვიტონ წინამდებარე ხელშეკრულება რის შესახებაც 2 კვირით ადრე უნდა აცნობონ მეორე მხარეს.
9.2 მხარეები აცნობიერებენ რომ ტექნიკური მხარდაჭერის შეწყვეტამ, კერძოდ პროგრამული პროდუქტის განუახლებლობამ, შესაძლოა წარმოშვას სირთულეები პროდუქტის გამოყენების პროცესში და მნიშვნელოვნად გაართულოს ხელახალი ტექნიკური მხარდაჭერა ხანგძლივი წყვეტის შემდგომ.
10 მხარეთა პასუხისმგებლობა
10.1 მიმწოდებელი არ იღებს პასუხისმგებლობას მონაცემთა, ფულად ან/და სხვა დანაკარგებზე, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს პროგრამული პროდუქტის არასწორი გამოყენებით ან გამოყენების შეუძლებლობით, მათ შორის ქსელის, სერვერის, კომპიუტერის ან/და სხვა ტექნიკური მოწყობილობების ავარიული გათიშვებით, შემსყიდველის პერსონალის არასათანადო კვალიფიკაციით და სხვა.
11 ინფორმაციის კონფიდენციალობა
11.1 შემსყიდველი და მიმწოდებელი ვალდებულებას იღებენ დაიცვან ერთმანეთისგან მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობა ხელშეკრულების მოქმედების ვადების შეუზღუდავად.
11.2 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და არ უნდა მოხდეს მათი გამჟღავნება სხვა მხარისათვის, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
12 ფორს-მაჟორი
12.1 მხარეები თავისუფლდებიან წინამდებარე ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების ნაწილობრივი ან სრული აღსრულებისაგან, თუ მათ შესრულებას ხელს უშლის მოცემულ პირობებში განსაკუთრებული და დაუძლეველი გარემოება (გადაულახავი ძალა).
12.2 გადაულახავი ძალის გარემოებად მხარეები გულისხმობენ ისეთ გარემოებებს, როგორიცაა: მიწისძვრა, ხანძარი, სხვა სტიქიური უბედურებები, ეპიდემია, ავარიები, აფეთქებები, საომარი მოქმედებები, ასევე კანონმდებლობის შეცვლა, რომელიც შეუძლებელს ხდის მხარეების მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
12.3 ისეთი გადაულახავი ძალის გარემოებების წარმოშობის შემთხვევაში, რომელიც შეუძლებელს ხდის ერთ-ერთი მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, აღნიშნული მხარე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მეორე მხარეს ამგვარი გარემოებების წარმოშობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში წინამდებარე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადები გადაიწევს, იმის მიხედვით თუ რამდენი ხანი გრძელდება განუსაზღვრელი ძალით გამოწვეული გარემოებების მოქმედება.
12.4 თუ გადაულახავი ძალით გამოწვეული გარემოებები გრძელდება 3 (სამი) თვის განმავლობაში ზედიზედ და შეწყვეტის ნიშნები არ ჩანს, წინამდებარე ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს შემსყიდველის დამიმწოდებლის მიერ, მეორე მხარისთვის შეტყობინების გაგზავნის გზით.
13 ურთიერთობა მხარეებს შორის
13.1 თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში რომელიმე წააწყდება რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, მან დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ.
13.2 მხარეთა მიერ წინამდებარე ხელშეკრულებაში ცვლილების ან/და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა მიერ წერილობითი შეთანხმების გაფორმების გზით.
14 დავების გადაწყვეტა
14.1 ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ყველა ღონეს იხმარენ, რათა მოლაპარაკებების მეშვეობით, შეთანხმებით მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.
14.2 იმ შემთხვევაში თუ მხარეები ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში ვერ შესძლებენ სადაო საკითხების შეთანხმებას, ნებისმიერ მხარეს, დავის გადაწყვეტის მიზნით, შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს სასამართლოს.
15 ხელშეკრულების მოქმედების ვადა
15.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ხოლო მომსახურება მოქმედებს 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
16 სხვა პირობები
16.1 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე ორ თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად.
16.2 ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, მხარეები მოქმედებენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.
16.3 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შესასრულებლად სავალდებულოა მხარეთათვის და მათი შესაბამისი სამართალმემკიდრეებისა და უფლებამონაცვლეთათვის. დაუშვებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების გადაცემა სხვა მხარისათვის მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
16.4 წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ძალადაკარგულად ითვლება მხარეთა შორის მანამდე არსებული ყველა ზეპირი ან/და წერილობითი შეთანხმება, იმ პირობების შესახებ რაც ამ ხელშეკრულებითაა მოწესრიგებული და მხარეებმა უნდა იმოქმედონ მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულებით.
17 მხარეთა რეკვიზიტები
17.1 შემსყიდველის რეკვიზიტები: 17.2 მიმწოდებელის რეკვიზიტები:
xxx xxxx xxxxxxx xxxxx, ს/კ: 404437702
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ბაზალეთის ქ.7
ა/ა GE90BG0000000327280100
ბანკი: სს ,, საქართველოს ბანკი’’ ბანკის კოდი: BAGAGE22
დირექტორი: სოლიკო ფრიდონაშვილი
შპს „1სოფტი“ ს/კ 404476982
მისამართი: საქართველო, ქ.თბილისი, დ. გამრეკელის №2, მე-3 სართ.
ა/ა GE39BG0000000162112716
ბანკი: სს "საქართველოს ბანკი" ბანკის კოდი: BAGAGE22
დირექტორი: ნათია რატია