Contract
საინფორმაციო ფურცელი - შეთავაზება
1. მზღვეველი: სააქციო საზოგადოება - სს «სადაზღვევო კომპანია ალდაგი»;
2. დაზღვევის ხელშეკრულების სახე: ქონების და მასთან დაკავშირებული ინტერესების დაზღვევა;
3. დაზღვეული რისკის აღწერილობა/სადაზღვევო დაფარვის პირობები: დაზღვევის ხელშეკრულების საგანია
• დამზღვევის საკუთრებაში/კანონიერ მფლობელობაში არსებული ქონების დაზღვევამზღვეველის მიერ შემდეგი სადაზღვევო რისკებისაგან: ხანძარი, მეხის დაცემა, აფეთქება, თვითმფრინავის ან მათი ნაწილების ჩამოვარდა, წყალსაკანალიზაციო სისტემის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლა, მეზობლის ქონებიდან წყლის უეცარი და მოულოდნელი ჩამოსვლა, ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი;
• დაზღვეული ქონების ექსპლუატაციის შედეგად მესამე პირთა წინაშე წარმოქმნილი ქონებრივი პასუხისმგებლობის დაზღვევა.
4. დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის გარდა სხვა ფინანსური ხარჯის გაწევის წინაპირობები, ოდენობა და წესი - არ არის გათვალისწინებული
5. ფრანშიზის სახე, ოდენობა და გამოყენების წინაპირობები:
ფრანშიზა არის თანხა, რომელიც არ ექვემდებარება მზღვეველის მიერ ანაზღაურებას და რომელიც აკლდება ზარალის თანხის ოდენობას და რომელზეც მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი.
ფრანშიზა – ასეთის არსებობის შემთხევაში - განისაზღვრება სადაზღვევო პოლისში. ფრანშიზა შეიძლება იყოს:
პირობითი – თანხობრივად გამოხატული პირობითი ზღვარი. თუ ზარალი ამ პირობით ზღვარზე ნაკლებია ან მისი ტოლია, მზღვეველი მას არ აანაზღაურებს. თუ ზარალი აღემატება ამ პირობით ზღვარს, მზღვეველი აანაზღაურებს ზარალის მთლიან ოდენობას;
უპირობო – ის მინიმალური თანხა, რომელიც ყოველთვის გამოაკლდება მთლიანი ზარალის ოდენობას;
თუ პოლისში ფრანშიზის ტიპი არ არის მითითებული, გამოიყენება უპირობო ფრანშიზა; ფრანშიზა შესაძლოა განისაზღვროს როგორც ყველა, ისე ცალკეული სახის ზიანისათვის სხვადასახვა მოცულბით და მიეთითოს პოლისში.
6. დაზღვევის ხელშეკრულების საგამონაკლისო პირობები
6.1. ზოგადი გამონაკლისები
6.1.1. დაზღვევა არ ვრცელდება და შესაბამისად მზღვეველი თავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის ვალდებულებისაგან შემდეგ შემთხვევებში:
ა) ზარალი გამოწვეულია დამზღვევის, დაზღვეულის ან მოსარგებლის მიერ ჩადენილი განზრახ ქმედებით, უხეში გაუფრთხილებლობით ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით.
ბ) ზარალი გამოწვეულია ომით, დაპყრობით, უცხოელი მტრის ქმედებებით, საომარი მოქმედებებით (მიუხედავად იმისა, გამოცხადებულია ომი, თუ - არა), საზოგადოებრივი არეულობებით, სამოქალაქო ომით, აჯანყებით, რევოლუციით, ამბოხებით ან სამხედრო, ან უკანონო ხელისუფლებით, ტერორიზმის ნებისმიერი აქტით, სხვა დაუძლეველი ძალის ზემოქმედებით, დაზღვეული ფორს-მაჟორული რისკების გამოკლებით.
გ) თუ ადგილი ჰქონდა იონიზირებულ რადიაციას, ბირთვულ ან სხვა სახის მავნე ნარჩენებიდან მიღებულ რადიაციას და დაბინძურებას; რადიოაქტიური, ფეთქებადი, ბირთვული ნივთიერების შემცველი აირის ბუნებრივი მდგომარეობის ცვლილებას;
დ) ზარალი რომელიც წარმოიშვა ნებისმიერი სხვა კონტრაქტის, შეთანხმების საფუძველზე. სხვა დაზღვევის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, რომლის მიხედვითაც იგივე ინტერესი არის დაზღვეული, მოქმედებს ორმაგი დაზღვევისათვის განსაზღვრული დებულებები, ანუ თუ ამ პირობების წინამდებარე ნაწილით გათვალისწინებული დაზღვევის ინტერესი ერთდროულად რამდენიმე მზღვეველთან აღმოჩნდება დაზღვეული (ორმაგი დაზღვევა), დამზღვევი ვალდებულია ასეთი ინფორმაციის შეტყობისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს მზღვეველს და შესაბამის წერილობით შეტყობინებაში აღნიშნოს სხვა მზღვეველების ვინაობა და მათი პასუხისმგებლობის მოცულობა. ასეთ შემთხვევაში მზღვეველები დამდგარ ზარალში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები პასუხისმგებლობის მოცულობის პროპორციულად, მაგრამ დამზღვევს არ აქვს უფლება, მოითხოვოს ჯამში რეალურ ზიანზე მეტი თანხა;
ე) თუ ადგილი აქვს გარემოებას, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მზღვეველს უფლებამოსილებას ანიჭებს, უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურებაზე.
ვ) ზარალი პირდაპირ ან ირიბად გამოწვეულია ქონების ისეთი დეფექტით ან ნაკლით რომლის შესახებაც უნდა გცოდნოდათ დაზღვევამდე/დაზღვევის მომენტში.
6.2. დაზღვევა არ ვრცელდება და შესაბამისად მზღვეველი თავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის ვალდებულებისაგან შემდეგ შემთხვევებში:
ა) ზიანი ან განადგურება, რომელიც გამოწვეულია ბგერითი ან ზებგერითი სიჩქარით მოძრავი თვითმფრინავის ან სხვა საფრენი აპარატის მიერ წარმოქმნილი წნევის ტალღებით.
ბ) ელექტრონული ან ელექტრო ხელსაწყოს დანაკარგი ან ზიანი, რომელიც გამოწვეულია მეხის დაცემით
გ) ცეცხლით გამოწვეული ზარალი, რომელიც არ არის გამოწვეული ხანძრით.
დ) თვით ქონების მოულოდნელი ფერმენტაციით ან გაცხელებით, ან დაზღვეული ქონების მიერ რაიმე სითბური პროცესის გავლით გამოწვეული ზიანი ან ზარალი.
ე) ზიანი, რომელიც მიადგა ღია ცის ქვეშ დატოვებულ ან ზიანის დადგომის მომენტისათვის უკვე დაზიანებულ და/ან დაშლილ შენობაში მყოფ ავეჯს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს, კარებისა და ფანჯრების, ასევე, სახურავის ფანჯრების ღიად დატოვების გამო დამდგარი ზიანის ჩათვლით.
ვ) ნებისმიერი ზიანი, რომელიც მიადგა გარეთ მდებარე დამზღვევის საინჟინრო მოწყობილობას, გარე მოპირკეთებას.
ზ) ზიანი, რომელიც გამოწვეულია სადრენაჟო სისტემების არასწორი გამოყენებით.
თ) ზიანი, რომელიც გამოწვეულია მიწის სამუშაოების ჩატარების შედეგად გრუნტის ხელოვნური დაწევით ან მოძრაობით, მდინარის ნაპირისა და მიმდებარე ტერიტორიის ეროზიით;
ი) ზიანი, რომელიც გამოწვეულია რაიმე ქონების დანგრევით, სტრუქტურის ცვლილებებით ან შეკეთებით, ასევე საძირკველის სამშენებლო სამუშაოებით ან გათხრებით.
კ) დანაკარგი ან ზიანი ,რომელსაც ადგილი ჰქონდა წყლის მილების , მილსადენების, საცობების, აგრეგატებისა და ცეცხლჩამქრობი სპეციალური ან სადრენაჟე სისტემების, არხების, ავზების, ან მოწყობილობების შეკეთების, გაუქმების, დაგრძელების ან გადატანის პროცესში.
ლ) ვანდალიზმის შედეგად დამდგარი ზარალი, თუ დაზღვეულ ბინაში/სახლში 1 თვეზე მეტი დროის განმავლობაში არავინ იმყოფებოდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პოლისში მითითებულია, რომ დაზღვევა ვრცელდება წელიწადში 1 თვეზე მეტ ხანს დაუსახლებელ ბინებზე/სახლებზე.
მ) თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ დაზღვეული ქონება ავარიულ მდგომარეობაში მყოფ შენობათა რიცხვს მიეკუთვნა.
ნ) თუ დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის, კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ დაზღვევის ტერიტორია აღიარებული იქნა შესაძლო სტიქიური უბედურების ზონად.
ო) რომელიც გამოწვეულია ხელისუფლების ნებისმიერი ორგანოს ბრძანებით, განკარგულებით, ქმედებით, კონფისკაციით, რეკვიზიციით, ექსპროპრიაციით ან ამგვართა მცდელობით.
პ) რომელიც გამოწვეულია მშენებლობის საინჟინრო ან სხვაგვარი დეფექტით, არასწორი პროექტირებით, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს შედეგად ან უხარისხო მასალების გამოყენებით.
ჟ) რომელიც გამოწვეულია შენობა/ნაგებობების კაპიტალური რემონტის ჩატარებით, გარდა მესამე პირთა წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობისა.
რ) ზიანი რომელიც გამოწვეულია რადიაციით ან დაბინძურებით, გარდა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად გამოწვეული დაბინძურებისა;
ს) წინამდებარე პირობებში მითითებული რისკების გარდა სხვა ნებისმიერი რისკით გამოწვეული ზიანი.
6.3. მზღვეველი თავისუფალია ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა:
ა) არ გადასცა მზღვეველს რეგრესის უფლება/არ მოაწოდა ის დოკუმენტები, რომლებიც საჭიროა შემთხვევაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ რეგრესის მოთხოვნის წასაყენებლად.
ბ) თუ დამზღვევა/დამზღვევის ოჯახის წევრმა განზრახ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც პირდაპირ კავშირშია სადაზღვევო შემთხვევის დადგომასთან.
გ) დამზღვევმა მზღვეველთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების გარეშე გადაუხადა მესამე პირს კომპენსაცია ან აანაზღაურა სასამართლო ან/და სასამართლოს გარეშე დაცვის ხარჯები;
6.4. მზღვეველს შეუძლია უარი განაცხადოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა შემდეგ გარემოებებს:
ა) დამზღვევმა არ შეასრულა მასზე სადაზღვევო პირობებით დაკისრებული ვალდებულებები;
ბ) არ მიაწოდა სადაზღვევო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია (შეტყობინება) იმ ვადებში, რომლებიც შეთანხმებულია დაზღვევის პირობებით და აღნიშნული შეუტყობინებლობით არსებითად შეილახა მზღვეველის ინტერესები;
გ) დამზღვევის მიერ დაზღვევის განხორციელების/სადაზღვევო შემთხვევის აღიარების/სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის გამოთვლისათვის საჭირო ინფორმაცია / დოკუმენტები არის წინასწარი შეცნობით არაზუსტი ან ყალბი;
დ) ადგილი აქვს გარემოებებს, რომელიც ზრდის სადაზღვევო რისკის დადგომის ალბათობას, ცნობილია დამზღვევისთვის, დაზღვეულისთვის, მოსარგებლისთვის ამის შესახებ დაუყოვნებლივ არ აცნობა წერილობითი ფორმით მზღვეველს ან მიაწოდა მზღვეველს ყალბი ან არასრული ინფორმაცია / დოკუმენტები აღნიშნულის შესახებ;
ე) დამზღვევმა/მოსარგებლემ უარი განაცხადა უზრუნველყო მზღვეველის წარმომადგენლის მონაწილეობა სადაზღვევო შემთხვევის გამომწვევი მიზეზების, მიყენებული ზიანის სიდიდისა და სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების მოკვლევა-მოძიებაში;
ვ) დამზღვევმა არ წარმოადგინა მზღვეველის მიერ მოთხოვნილი დამზღვევის პირობებით გათვალისწინებული რომელიმე დოკუმენტი;
▇) დამზღვევმა უხეშად დაარღვია სადაზღვევო შემთხვევის/რისკის ზრდის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვადა.
თ) დამზღვევმა გადააცილა პრემიის გადაუხდელობის მიზეზით მზღვეველის მიერ დადგენილ ▇▇▇▇▇▇▇▇▇ ▇▇▇▇▇;
ი) მზღვეველის მიერ დაზღვეულ ინტერესთან მიმართებით ადგილი ჰქონდა ორმაგ დაზღვევას, მაგრამ დამზღვევმა ასეთი ორმაგი დაზღვევის შესახებ მზღვეველს ინფორმაცია არ მიაწოდა წერილობითი ფორმით.
კ) დამზღვევმა ვერ შეასრულა მასზე დაზღვევის პირობებით დაკისრებული სხვა ვალდებულებები. ლ) დამზღვევმა არ მიიღო რისკის/ ზარალის შესამცირებლად მისთვის ხელმისაწვდომი, გონივრული ზომები, რაც გახდა სადაზღვევო შემთხვევისა და ამ შემთხვევის განმაპირობებელი ზიანის ან მისი ოდენობის განმსაზღვრელი ფაქტორი.
6.5. ასევე, ანაზღაურებას არ ექვემდებარება:
6.5.1.1. დაზიანებული ობიექტის გაუმჯობესებაზე ან მისი მახასიათებლების ცვლილებაზე გაწეული დამატებითი დანახარჯები;
6.5.1.2. ჩვეულებრივი ექსპლუატაციისას პროფილაქტიკურ რემონტზე და მომსახურებაზე გაწეული დანახარჯები;
6.5.1.3. ხარჯები, რომელთა გაწევაც აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის დადგომისგან დამოუკიდებლად;
6.5.1.4. სხვა ხარჯები, რომლებიც აღემატება საჭიროებას.
- მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი იმ დამატებით ზარალზე, რომელიც გამოწვეული იქნება პირველადი დაზიანების დროულად აღმუფხვრელობის შედეგად.
- იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო თანხა აღემატება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის დასაზღვევად განცხადებული ქონების სადაზღვევო ღირებულებას, მზღვეველი არ არის ვალდებული აანაზღაუროს ნამეტი თანხა.
6.6 დამატებითი გამონაკლისები მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის დაფარვისთვის:
6.6.1. არ ანაზღაურდება პასუხისმგებლობა, რომელიც:
6.6.1.1. წარმოქმნილია იმ ქონების დაზიანებით ან განადგურებით, რომელიც დამზღვევის მიერ იჯარით არის აღებული ან იმყოფება დამზღვევის ან დამზღვევის ოჯახის წევრების კონტროლის ქვეშ ან დამზღვევის ნათესავების მფლობელობაში.
6.6.1.2. აღემატება კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.
6.6.1.3. დაკისრებულია რაიმე ხელშეკრულების შესაბამისად ან საჯარიმო სანქციების სახით.
- მზღვეველი თავისუფლდება ვალდებულებებისგან იმ შემთხვევაში, თუ დამზღვევმა განგებ გამოიწვია მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დადგომა.
ანაზღაურების გაცემის საფუძველი ასევე არ არის და ანაზღაურებას არ ექვემდებარება, მზღვეველთან წერილობითი შეთანხმების გარეშე დამზღვევის მიერ მესამე პირებისათვის ზიანის ანაზღაურების ან რაიმე სხვა (მათ შორის, სასამართლოში ან სასამართლოს გარეშე დაცვაზე ) ხარჯების გაწევის, ანაზღაურების შესახებ ვალდებულებების აღების , სარჩელის ცნობის, სასამართლოს მიერ დამზღვევის საწინააღმდეგოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევა.
7. სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის გაცხადება
7.1. მზღვეველი ასევე არ აანაზღაურებს იმ სადაზღვევო შემთხვევებს, რომლებიც დადგება დამზღვევის მიერ პრემიის პირველი ან ერთჯერადი შესატანის გადახდამდე.
7.2 იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ქონება იყო დაზღვეული გაზრდილ თანხაზე უკანონო სარგებლის მიღების (უსაფუძვლო გამდიდრების) მიზნით, მზღვეველი თავისუფლდება ყველა ნაკისრი ვალდებულებისაგან.
7.3. რისკის ხარისხის ცვლილების შესახებ მზღვეველისთვის დროულად შეუტყობინებლობის შემთხვევაში, მზღევველი უფლებას იტოვებს უარი განაცხადოს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდაზე.
7.4. მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს ის შემთხვევები, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ პირობებით და/ან ხვდება გამონაკლისთა ნუსხაში;
7.5. მზღვეველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე დამზღვევის/მოსარგებლის მიერ დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში;
7.6. დაზღვევის საგანი არ შეიძლება იყოს ანუ დაზღვევას არ ექვემდებარება და დაზღვევით არ იფარება:
• შენობა/ნაგებობების კონსტრუქციული ელემენტები, გარეთა მხარეს დამონტაჟებული საგნები (ანძები, ანტენები, მავთულები); გადამცემი და გამანაწილებელი ხაზები და, ასევე, გარე საყოფაცხოვრებო საინჟინრო მოწყობილობები (სანიტარულ-ტექნიკური და გასათბობი მოწყობილობები, წყლის ბოილერები, წყალგაყვანილობა, გაზგაყვანილობა, ელექტროგაყვანილობა, კანალიზაციის სისტემა, ელექტრონული მრიცხველები, სატელევიზიო და სატელეფონო კაბელები);
• მობილური ელექტროტექნიკა – ნოუთბუქი, პალმტოპი, ფოტოკამერა, ვიდეოკამერა, მობილური ტელეფონი, მაგნიტოფონი, აიფოდი და სხვა ელექტროტექნიკა განკუთვნილი გამოყენებისთვის მგზავრობის დროს.
• ცხოველები, ფრინველები და მწერები; მცენარეები, ნარგავები და მარცვლოვანი კულტურები;
• კვების პროდუქტები;
• ფეთქებადი ნივთები და ნივთიერებები; იარაღი, საბრძოლო მასალები, სარეწი იარაღები და მოწყობილობები;
• მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები;
• ინფორმაციის მატარებლები, კომპიუტერსა და სხვა სახის ანალოგიურ სისტემებში არსებული ტექნიკური საინფორმაციო საშუალებები (მაგნიტური ბლოკი, მაგნიტური ლენტა, საინფორმაციო ბლოკი და ა.შ.);
• ხელნაწერები, ფოტოსურათები, ნახატები, ნეგატივები, სქემები, ნახაზები და/ან ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტაცია, ბუღალტრული და საქმიანი წიგნები და/ან ჩანაწერები, მოდელები, მაკეტები, ნიმუშები და ფორმები;
• ოქროს, ვერცხლის ან სხვა ძვირფასი ლითონისგან დამზადებული ნაკეთობები; ძვირფასი, ნახევრად ძვირფასი და სანაკეთო ქვები; ძვირფასი ქვები დამუშავებისა და მოჭედვის გარეშე; ძვირფასი და იშვიათი ლითონების მავთულის, ზოდის, ქვიშის ან თვითნაბადი სახით; ბეწვეული, სურათები, სკულპტურები და ხელოვნების სხვა ნიმუშები, მარკები, მონეტები, ფულადი ნიშნები, ბონები და სხვა სახის კოლექციები, ანტიკვარიატი;ნაღდი ფული უცხოურ თუ ეროვნულ ვალუტაში, ჩეკები, ბონდები, შემნახველი ვაუჩერები და ობლიგაციები, საფოსტო მარკები, საფოსტო- შემნახველი მარკები, საფოსტო და ფულადი გზავნილები, სამოგზაურო ბილეთები, კვების
ვაუჩერები, სიმ ბარათები, მობილური ტელეფონის ბარათები, სასაჩუქრე ვაუჩერები, აქციები, სხვა ფასიანი ქაღალდები და საბანკო ბარათები;
• სხვა ნებისმიერი ქონება რაც არ წარმოადგენს დაზღვევის საგანს ამ პირობების შესაბამისად
დაზღვევა ასევე არ გავრცელდება იმ ნივთზე, რომელზეც
- სადაზღვევო შემთხვევის შემდეგ დამზღვევის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული ნივთის მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
8. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მზღვეველისათვის შეყობინების გაგზავნის, მოთხოვნის წარდგენის, სადაზღვევო შემთხვევის რეგულირების და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ფორმა და ვადები:
8.1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დამზღვევი ვალდებულია:
8.1.1. დაუყოვნებლივ აცნობოს მომხდარის შესახებ შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს (საპატრულო პოლიციას, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და სხვა) და აგრეთვე მზღვეველს (მზღვეველის 24-საათიან ქოლ-ცენტრს);
8.1.2. მიიღოს ყველა შესაძლო გონივრული ზომა ზარალის შემდგომი გავრცობის შეწყვეტისათვის, მისი ოდენობის შემცირების ან დაზიანებული ქონების გადარჩენის მიზნით. ასეთი ზომების მიღებისას უნდა იმოქმედოს მზღვეველის ზეპირი ან/და წერილობითი ინსტრუქციების შესაბამისად, თუ ასეთი გაცემულია;
8.1.3. მზღვეველის წარმომადგენლის მისვლამდე შეძლებისდაგვარად შეინარჩუნოს არსებული მდგომარეობა შემთხვევის ადგილზე.
8.1.4. მიიღოს ყველა ზომა, რათა უზრუნველყოს მზღვეველის რეგრესული მოთხოვნა მესამე პირების მიმართ, რომლებიც პასუხს აგებენ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებულ ზიანზე.
8.1.5. ხელი შეუწყოს მზღვეველს, სადაზღვევო შემთხვევის გამომწვევი მიზეზების, მიყენებული ზიანის გარემოებებისა და ოდენობის მოკვლევა-მოძიებაში.
8.1.6. სადაზღვევო შემთხვევის მომენტიდან არაუგვიანეს 1 კვირისა მიაწოდოს მზღვეველს: ა) წერილობითი შეტყობინება სადაზღვევო შემთხვევის შესახებ;
ბ) წერილობითი განცხადება დაზიანებული ქონების ჩამონათვალისა და მისი აღდგენითი/შენაცვლებითი მიახლოებითი ღირებულებების მითითებით.
გ) სადაზღვევო პოლისის ორიგინალი;
დ) სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული, კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული შემთხვევის გარემოებების დამადასტურებელი ცნობები: ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურიდან, ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრიდან, საპატრულო პოლიციიდან, შსს-დან, პროკურატურიდან ან სხვა სამართალდამცავი ორგანოებიდან (მათი კომპეტენციის ფარგლებში მომხდარი შემთხვევის ხასიათის მიხედვით);
ე) საკუთრების უფლების ან სხვა ქონებრივი ინტერესის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ნასყიდობის ხელშეკრულება, იჯარის ხელშეკრულება და ა.შ.);
ვ) ზარალის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ზ) დამზღვევის საბანკო რეკვიზიტები.
მზღვეველი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში, მოვითხოვოს დამატებითი დოკუმენტები, თუ ზემოთ მითითებული დოკუმენტების საფუძველზე შეუძლებელია დაზღვევისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენა ან/და ზიანის ოდენობის ზუსტად გაანგარიშება.
8.2. დაზღვეული ქონების ექსპლუატაციის შედეგად მესამე პირთა წინაშე წარმოქმნილი ქონებრივი პასუხისმგებლობის დაფარვის მიხედვით სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ასევე, აუცილებელია:
- მზღვეველის წერილობითი თანხმობის გარეშე დამზღვევმა არ აღიაროს პასუხისმგებლობა და არ აიღოს საკუთარ თავზე ზარალის ანაზღაურების ვალდებულება.
- მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ დაზარალებულმა მხარემ, მზღვეველის მიერ ზარალის ანაზღაურებაზე მოთხოვნის განხილვამდე, არ მიმართოს სასამართლოს.
- საჭიროების შემთხვევაში გადასცეს მზღვეველის მიერ დანიშნულ პირს უფლებები: ა) აწარმოოს მოლაპარაკებანი დაზარალებულ პირებთან და მათ წარმომადგენლებთან; ბ) მზღვეველმა წარმოადგინოს დამზღვევი სასამართლო პროცესში, ყველა პროცესუალური უფლებამოსილებით, ქონებრივ მოთხოვნებზე პასუხისმგებლობის აღიარების (სარჩელის ცნობის) უფლების ჩათვლით.
- მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაფარვის მიხედვით სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ასევე დროულად შეატყობინოს მზღვეველს მესამე პირის დაზიანებული ქონების ექსპერტიზის ჩატარების დრო და ზარალის განსაზღვრის მიზნით მისცს მზღვეველს საშუალება ჩაატაროს დამოუკიდებელი ექსპერტიზა.
8.3. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა
8.3.1. მზღვეველი გადაიხდის სადაზღვევო ანაზღაურებას სადაზღვევო აქტის მხარეთა მიერ ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში, თუ ადგილი არა აქვს მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, შეღწევით ქურდობას, ძარცვას, ყაჩაღობას, როდესაც სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა სადაზღვევო აქტის მხარეთა მიერ ხელმოწერიდან 2 (ორი) თვის შემდეგ,
8.3.2. მზვეველი უფლებამოსილია გადაავადოს სადაზღვევო ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, თუ სადაზღვევო რისკის ხდომილების ფაქტთან დაკავშირებით დამზღვევის (მოსარგებლის) ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
8.3.3. სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის გამოთვლა ზიანის და პასუხიმგებლობის დაზღვევის შემთხვევაში რეგულირდება კონკრეტული დაფარვის მიხედვით, დაზიანებული/განადგურებული ქონების დათვალიერების და კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების საფუძველზე.
8.3.4. სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა ლიმიტირებულია სადაზღვევო თანხით, მიუხედავად სადაზღვევო შემთხვევების რაოდენობისა და ზარალის სიდიდისა.
8.3.5. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისას სადაზღვევო ანაზღაურებას გამოაკლდება სადაზღვევო პოლისში მითითებული ფრანშიზა (ასეთის არსებობის შემთვვევაში).
8.3.6. სადაზღვევო პრემიის განვადებით გადახდის შემთხვევაში, დავალიანების არსებობისას, სადაზღვევო ანაზღაურება შემცირდება გადაუხდელი პრემიის ოდენობით.
8.3.7. თუ ზარალის ანაზღაურება დამზღვევისათვის / მოსარგებლისთვის/ განხორციელდა მესამე პირის/ების მიერ, მზღვეველი აანაზღაურებს მხოლოდ სხვაობას დაზღვევის ხელშეკრულებით მის მიერ ასანაზღაურებელ თანხასა და მესამე პირის მიერ ანაზღაურებულ თანხას შორის. დამზღვევმა დაუყოვნებლივ უნდა შეგვატყობინოს აღნიშნული თანხის მიღების შესახებ.
8.3.8. მხარეთა მიერ ხელმოწერილი სადაზღვევო აქტი წარმოადგენს მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საფუძველს. დამზღვევის / მოსარგებლის/ მიერ სადაზღვევო აქტის ხელმოწერამდე მზღვეველი არ არის ვალდებული, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება.
8.3.9. იმ შემთხვევაში, თუ დამზღვევი და მზღვეველი ვერ შევთანხმდნენ ზარალის საბოლოო ოდენობაზე ან შემთხვევის გამომწვევ მიზეზებზე, შეფასება მოხდება დამოუკიდებელი ექსპერტის
მეშვეობით. ამასთან, შეფასებაზე გასაწევი ხარჯების რეგულირების საკითხი განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) იმ შემთხვევაში, თუ შეფასება (ექსპერტიზა) ტარდება მზღვეველის სურვილითა და ინიციატივით, ასეთ შეფასებაზე (ექსპერტიზაზე) გასაწევ ხარჯებს მზღვეველი ვფარავს;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეფასება (ექსპერტიზა) ტარდება დამზღვევის სურვილითა და ინიციატივით, ასეთ შეფასებაზე (ექსპერტიზაზე) გასაწევ ხარჯებს დამზღვევი ფარავს;
გ) იმ შემთხვევაში, თუ შეფასება (ექსპერტიზა) ტარდება მხარეთა ერთობლივი გადაწყვეტილებითა და ინიციატივით, ასეთ შეფასებაზე (ექსპერტიზაზე) გასაწევ ხარჯები თანაბრად ნაწილდება დამზღვევსა და მზღვეველს შორის.
8.4. სადაზღვევო ანაზღაურების გადახდა ხორციელდება ლარში, ხელშეკრულების დადების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევის აქტის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერენ მზღვეველი და უფლებამოსილი პირი;
