4.1. ხელშეკრულების შესრულების კონტროლს განახორციელებს – „შემსყიდველის“ პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება საქართველო“ (SIDA 2022) მენეჯერი მერაბ მაჭავარიანი, რომელიც წარმოქმნილი საჭიროებიდან გამომდინარე, განახორციელებს ინსპექტირებას, რაც გულისხმობს...
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №10-გ
(გამარტივებული შესყიდვის წესით)
ქ. თბილისი 11 აპრილი 2022 წელი
ერთი მხრივ, სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო (შემდგომ - „შემსყიდველი“), წარმოდგენილი მისი უფროსის xxxxx xxxxxxxxxx სახით და მეორე მხრივ, შპს „ქრიზოლითი+“ წარმოდგენილი მისი დირექტორის ირმა ახვლედიანის (შემდგომ - „მიმწოდებელი“; ორივე ერთად წოდებული - „მხარეებად“), ვხელმძღვანელობთ რა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი
1.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს, „შემსყიდველის“ საჭიროებისთვის, სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს საქმიანი ეზოს შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების კორექტირებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ინსპექტირება/შეფასების (შემდგომში
- „მომსახურება“ ან „შესყიდვის ობიექტი“; (79400000 - ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები; 79419000 - შეფასებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები) მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
2. ხელშეკრულების საფუძველი
2.1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი.
2.2. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 400 (ოთხასი) ლარს.
3.2. ხელშეკრულების 3.1. პუნქტში აღნიშნულ ფასში შედის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი გადასახადი. დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) გარეშე
3.4. დაფინანსების წყარო: საკუთარი სახსრები საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის, 2021 წლის 17 დეკემბერს გაფორმებული საგრანტო შეთანხმება („გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“; Sida-ს დახმარება No 15169).
4. ხელშეკრულების კონტროლი
4.1. ხელშეკრულების შესრულების კონტროლს განახორციელებს – „შემსყიდველის“ პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება საქართველო“ (SIDA 2022) მენეჯერი მერაბ მაჭავარიანი, რომელიც წარმოქმნილი საჭიროებიდან გამომდინარე, განახორციელებს ინსპექტირებას, რაც გულისხმობს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს.
4.2. ინსპექტირების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო საბუთის წარდგენა, ფინანსური ხარჯის და საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა ეკისრება მიმწოდებელს.
5. შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობები, ადგილი და ვადები
5.1. „მომსახურების“ მიწოდება განხორციელდება ერთჯერადად, ინსპექტირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
5.2. „მომსახურების“ მიწოდების ადგილია: თბილისი, ს. xxxxxxxx ქ. 11.
6. შესყიდვის ობიექტის ხარისხი და საგარანტიო პირობები
6.1. „მიმწოდებელი“ ვალდებულია გადასცეს „შემსყიდველს“ ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო „მომსახურება“, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება წინამდებარე ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2. პუნქტთან;
6.2. „შემსყიდველი“ უფლებამოსილია განაცხადოს უარი უხარისხო „მომსახურების“ მიღებაზე.
7. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
7.1. „მომსახურების“ მიწოდების დასრულების შემდგომ ფორმდება მიღება–ჩაბარების აქტი.
7.2. მიღება-ჩაბარების წინ განხორციელდება მოწოდებული „მომსახურების“ საბოლოო შემოწმება, რომელსაც განახორციელებს ხელშეკრულების 4.1. პუნქტში მითითებული პირი
7.3. მიღება-ჩაბარების აქტებს შემსყიდველის მხრიდან ხელს აწერს სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო მიმწოდებლის მხრიდან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
7.4. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარებისათვის მიმწოდებელმა, უნდა წარმოადგინოს დასკვნა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.
7.5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისათვის 7.4. პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენა „მომსახურების“ მიწოდებისთანავე. პასუხისმგებლობა შემსყიდველის მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის დაგვიანებით მიღების ან მიუღებლობის შედეგად წარმოქმნილი ყველა ხარჯებისათვის ეკისრება მიმწოდებელს.
7.6. „მომსახურების“ მიღების დროს გამოვლენილი დეფექტისა და ნაკლის აღმოფხვრას, აუცილებლობის შემთხვევაში გამოცვლას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს „მიმწოდებელი“.
7.7. იმ შემთხვევაში, თუ „შემსყიდველის“ მიერ საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი იქნება „მომსახურების“ უხარისხობა, იგი წერილობით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით აცნობებს „მიმწოდებელს“ წუნდების მიზეზების მითითებით და მოითხოვს წუნდებული
„მომსახურების“ კორექტირება/შეცვლა/ხელახლა გაწევა.
8. ანგარიშსწორების წესი, ფორმა და ვადები
8.1. ანგარიშსწორების ფორმა იქნება: უნაღდო ანგარიშსწორება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, „მომსახურების“ მიწოდების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არა უგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში „მიმწოდებლის“ მიერ წარმოდგენილი საფინანსო დოკუმენტაციის საფუძველზე.
8.2. ანგარიშსწორების განხორციელებისათვის მიმწოდებლმა უნდა წარმოადგინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლო დოკუმენტები ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის დასახელების, რაოდენობის, ერთეული ფასის და საერთო ღირებულების მითითებით
8.3. ანგარიშსწორება განხორციელდება ლარებში.
9. მხარეთა უფლება-მოვალეობები
9.1. „შემსყიდველი“ ვალდებულია:
9.1.1. აცნობოს „მიმწოდებელს“ ყველა მომხდარ ცვლილებათა შესახებ, რომელიც პირდაპირ ან ირიბად შეიძლება ეხებოდეს ხელშეკრულების პირობებს.
9.1.2. გადასცეს „მიმწოდებელს“ შეფასების სრულყოფილად ჩატარებისათვის დამატებითი მასალები
9.1.3. წარუდგინოს „მიმწოდებელს“ განაცხადი წერილობითი სახით. განაცხადში მითითებული უნდა იყოს ობიექტის დასახელება, ადგილმდებარეობა, გამოსაკვლევი ობიექტის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით, დაკონკრეტებული ინსპექტირების ამოცანა, წარმოდგენილი დოკუმენტების ჩამონათვალი და აღნიშვნა წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობისა და მათში მოყვანილი მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა;
9. 2. „მიმწოდებელი“ ვალდებულია:
9.2.1 მიაწოდოს „შემსყიდველს“ „მომსახურება“, რომელიც სრულად შეესაბამება ხარისხით და სხვა ყველა მონაცემებით „შემსყიდველის“
დაკვეთას. დროულად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულებანი.
9.3 „შემსყიდველი“ უფლებამოსილია:
9.3.1 მოითხოვოს „მიმწოდებლისაგან“ ხელშეკრულების ყველა პუნქტის აუცილებელი შესრულება, შემსყიდველი ასევე იტოვებს უფლებას მომწოდებლის მიერ ხარისხის ან მოწოდების პირობების გაუარესების გამო შეწყვიტოს ხელშეკრულება წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.
9.3.2 უარი განაცხადოს ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე იმ შემთხვევაში, თუ „მიმწოდებელი“ დაარღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ან მის წინაშე დადგება დაუძლეველი ძალა.
9.3.3. არ სცნოს „მიმწოდებლის“ არცერთი ვალდებულება, რომელიც არაა განსაზღვრული ამ ხელშეკრულებით.
9.3.4 მოითხოვოს „მიმწოდებლისაგან“ რეალური ზარალის ანაზღაურება, რაც გამოწვეული იქნება მისი მხრიდან ამ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო.
9.3.5. არ მიიღოს შესრულებული სამუშაოები გაწეულ მომსახურებაში მხარეების მიერ აღიარებული დასაბუთებული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში მათი გამოსწორების გარეშე, რაც უნდა დაფიქსირდეს წერილობითი შეტყობინებით. „შემსრულებლის“ მიზეზით გამოწვეული დადასტურებული წუნი აღმოფხვრილი იქნება დამატებითი ანაზღაურების გარეშე;
9.3.6 ხელშეკრულების პირობების გაუარესების შემთხვევაში წერილობით შეტყობინების საფუძველზე შეწყვიტოს ხელშეკრულება.
„მიმწოდებელი“ უფლებამოსილია:
9.4.1 მოსთხოვოს „შემსყიდველს“ ინსპექტირების სრულყოფილად ჩატარებისათვის დამატებითი მასალების წარდგენა;
9.4.2 მოითხოვოს „შემსყიდველისაგან“ მის მიერ მიწოდებული „მომსახურების“ ღირებულების სრული ანაზღაურება.
9.4.3. განაცხადოს უარი ხელშეკრულების შესრულებაზე ან მის გაგრძელებაზე, თუ „შემსყიდველის“ მიერ სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის გამო მისთვის შეუძლებელი გახდება „მომსახურების“ მიწოდება ან მის წინაშე დადგა დაუძლეველი ძალა.
9.4.4. აწარმოოს მოლაპარაკება „შემსყიდველთან“ სახელშეკრულებო პირობებში კანონით დაშვებული ცვლილებების შეტანისათვის.
9.4.5. მიმართოს სასამართლოს ან სხვა ორგანოებს „შემსყიდველის“ მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო.
9.4.6. მოითხოვოს „შემსყიდველისაგან“ რეალური ზარალის ანაზღაურება, რაც გამოიწვია მისი მხრიდან ამ ხელშეკრულების პირობების დარღვევამ.
10. მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის
10.1. მხარეები სრულად იღებენ პასუხისმგებლობას ხელშეკრულების სრული და უპირობო შესრულებისათვის.
10.2. მხარეები სრულად იღებენ პასუხისმგებლობას მოახდინონ მიყენებული რეალური ზარალის ანაზღაურება, რომელსაც ექნება შესაბამისი დადასტურება.
10.3. „მიმწოდებლის“ პასუხისმგებლობა, ხელშეკრულების პირობათა დარღვევის შემთხვევაში, ვრცელდება არა მარტო გასაწევი მომსახურების ფარგლებში, არამედ „შემსყიდველისათვის“ იმ დანახარჯების ანაზღაურებით, რაც აუცილებელია ხელშეკრულების პირობების შესრულებისათვის.
10.4. ხელშეკრულების პირობების ცალმხრივი შეუსრულებლობა მხარეთა შორის დადებული შეთანხმების გარეშე, განურჩევლად მისი ობიექტური მიზეზისა გამოიწვევს საჯარიმო სანქციებს.
10.5. ხელშეკრულების მთლიანი ან ნაწილობრივი შეწყვეტა მხარეთა მიერ წერილობით შეტყობინების გარეშე დაუშვებელია. შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი გაგზავნისთანავე.
10.6. საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს „მიმწოდებელს“ ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან. 10.7.„შემსყიდველს“ შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ხელშეკრულება:
10.7.1 „მიმწოდებლის“ მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო წერილობითი შეტყობინების შემდეგ. (წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი გაგზავნისთანავე).
10.7.2. თუ „მიმწოდებელს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან „შემსყიდველის“ მიერ გაგრძელებულ ვადებში არ შეუძლია გაუწიოს
„მომსახურება“.
10.8. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს „მიმწოდებელს“ დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
10.9. „შემსყიდველს“ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ:
10.9.1. თუ ხელშეკრულების შესრულების გაგრძელება მიზანშეუწონელია „შემსყიდველის“ ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე.
10.9.2. თუ „შემსყიდველისათვის“ ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
10.9.3. „მიმწოდებლის“ გაკოტრების შემთხვევაში.
11. პირგასამტეხლო
11.1. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას აუნაზღაურონ მეორე მხარეს მათ მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის ან არასრულად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
11.2. ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მეორე მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 0.02 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
11.3. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, „მიმწოდებელს“ ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 10%-ის ოდენობით.
11.4. იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტს, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
11.5. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
11.6. მომწოდებელი ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს პირგასამტეხლოს თანხის გადახდა წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში ან გამოკლებული იქნას „შემსყიდველის“ მიერ ანგარიშწორების პერიოდისათვის ასეთი არსებობის შემთხვევაში.
12. დაუძლეველი ძალის მოქმედება
12.1. ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის დაუძლეველ გარემოებათა შედეგი.
12.2. ამ მუხლის მიზნებისათვის „დაუძლეველი ძალა“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული „შემსყიდველისა“ და/ან „მიმწოდებლის“ შეცდომებსა და დაუდევრობასთან და მას გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას საბრძოლო მოქმედებებით, წყალდიდობით, ეპიდემიით, კარანტინით, და სხვა მასთან გათანაბრებული მოვლენებით. რომელსაც ცნობენ მხარეები.
12.3. დაუძლეველი გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება აღწერილობით გარემოებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობათა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან დაუძლეველი გარემოებების ზეგავლენისაგან.
12.4. დაუძლეველი ძალის არსებობა, უკიდურეს შემთხვევათა გარდა, უნდა იყოს დადასტურებული ოფიციალური ორგანოების მიერ, პრესის ან სხვა მხარეებისათვის მისაღები ფორმით.
13. სადავო საკითხების გადაწყვეტა
13.1. „შემსყიდველმა“ და „მიმწოდებელმა“ უნდა იხმაროს ყველა ღონე, რათა მათ შორის, ყველა უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული სხვა კომპონენტის ირგვლივ, მოაგვარონ მოლაპარაკების წესით.
13.2. თუ „შემსყიდველი“ და „მიმწოდებელი“ ვერ შეძლებენ სადაო საკითხის მოგვარებას მოლაპარაკების გამართვის შემდეგ, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესის მიხედვით მიმართოს სასამართლოს, რის შესახებაც იგი წინასწარ აცნობებს მეორე მხარეს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
14. გამოსაყენებელი სამართალი
14.1. ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
15. ხელშეკრულების ენა
15.1. ხელშეკრულების ენაა ქართული. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მთელი წერილობითი მოლაპარაკებები და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც გაიცვლება მხარეთა შორის უნდა შეესაბამებოდეს სახელშეკრულებო პირობებს.
16. ურთიერთობა მხარეებს შორის
16.1. ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე, ხელშეკრულების შესაბამისად, უგზავნის მეორე მხარეს, გაიგზავნება წერილის, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის სახით, ორიგინალის შემდგომი წარმოდგენით, ხელშეკრულებაში მითითებული მეორე მხარის მისამართზე.
16.2. შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.
17. ხელშეკრულების სხვა პირობები
17.1. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მხოლოდ მხარეების მიერ წერილობითი შესწორებით და ფორმდება ხელშეკრულების დანამატის სახით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
17.2. „მიმწოდებელს“ არ აქვს უფლება „შემსყიდველის“ წერილობითი თანხმობის გარეშე მოახდინოს მესამე პირისათვის უფლებების გადაცემა.
17.3. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა.
17.4. ხელშეკრულების შესრულების შეფერხების შემთხვევაში მხარეები დაუყოვნებლივ წერილობით ატყობინებენ ერთმანეთს და ღებულობენ ერთობლივ გადაწყვეტილებას.
18. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
18.1. ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2022 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით.
18.2. ხელშეკრულების მოქმედების ვადებში ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.
18.3. ურთიერთობა მხარეებს შორის წყდება მხარეების მიერ ყველა ვალდებულებათა შესრულებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა დაფარვის შემდგომ.
19. ხელშეკრულების შეწყვეტა
19.1. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
19.2. ხელშეკრულების 19.1. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორი მხარე ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობოს მეორე მხარეს, ხელშეკრულების შეწყვეტამდე სულ მცირე, 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღით ადრე.
19.3. წერილობითი შეტყობინება არ ათავისუფლებს მხარეებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან ხელშეკრულების შეწყვეტამდე.
19.4. ხელშეკრულება აგრეთვე შეიძლება შეწყვეტილ იქნეს:
19.4.1. ურთიერთვალდებულებების შესრულებით.
19.4.2. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
20. განსაკუთრებული შენიშვნები
20.1. ხელშეკრულება ხელმოწერილი იქნება მხარეთა უფლებამოსილი პირების მიერ, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, რომელიც ინახება ხელმომწერ მხარეებთან და აქვს თანაბარი იურიდიული ძალა.
„შემსყიდველი“ სსიპ „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“ იურიდიული მისამართი: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, თბილისი-რუსთავის გზატკეცილის პირველი კილომეტრი საიდენტიფიკაციო კოდი: 226575024 სახაზინო კოდი TRESGE22 ანგარიშის №XX00XX0000000000000000 xxxxx xxxxxxxxx უფროსი | „მიმწოდებელი“ შპს „ქრიზოლითი+“ საიდ. კოდი 404474065 თბილისი, დადიანის ქუჩა #24ა მობ. ტელ: +995(599)58 88 81 სს საქართველოს ბანკი“ ა/ა № GE 61 BG 0000000868712700 ბანკის კოდი BAGAGE22 ირმა ახვლედიანი დირექტორი |
21.მხარეთა რეკვიზიტები
Khrizoli
Digitally signed by Khrizoliti + LLC
LEPL,,WIL LDLIFE NATION AL AGENCY"
Подписано цифровой подписью: LEPL,,WILLDLIFE NATIONAL AGENCY" DN: cn=LEPL,,WILLDLIFE NATIONAL AGENCY", 2.5.4.97=NTRGE-226575
024, o=LEPL,,WILLDLIFE NATIONAL AGENCY", c=GE
Дата: 2022.04.11
14:36:14 +04'00'
DN: cn=Khrizoliti + LLC, 2.5.4.97=NTRGE-40447406
ti + LLC
5, o=••• ••••••••• +, c=GE
Date: 2022.04.11 14:26:22
+04'00'