Contract
ხელშეკრულება მომსახურების შესყიდვის შესახებ #60-7-220-779
ქ. თბილისი 4.09. 2020 წ
I. მხარეები
წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია 2020 წლის 4 სექტემბერს, ერთის მხრივ სს
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, წარმოდგენილი მისი მმართველთა საბჭოს წევრის xxxxx xxxxxxxxxxxx (მინდობილობა #181378706) (შემდგომში – ,,შემსყიდველი”) და მეორეს მხრივ სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“-ს (შემდგომში–,,მიმწოდებელი’’) შორის, წარმოდგენილი დირექტორის ხათუნა კასრაძის სახით, რომლებიც მოქმედებენ საზოგადოების წესდებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
II. ხელშეკრულების საგანი
2.1. “მიმწოდებელი” იღებს ვალდებულებას გაუწიოს შემსყიდველს NAPRWEB3.5 განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამაში მუშაობის შემსწავლელი ტრენინგის მომსახურება (CPV კოდი 80510000) წინამდებარე ხელშეკრულების დანართი #1 (ფასთა ცხრილი) და დანართი #2 (ტექნიკური პირობა) შესაბამისად.
2.2. დანართი #1 დანართი და #2 წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
2.3 წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-31 პუნქტის ა) ქვეპუნქტის და სსე-ს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის 3.09.2020 წლის #109 ბრძანების შესაბამისად.
III. მომსახურების ღირებულება და ანგარიშსწორების პირობები
3.1. ხელშეკრულების საერთო თანხა შეადგენს 500(ხუთასი) ლარს დ.ღ.გ.-ს ჩათვლით (შემდგომში – “ხელშეკრულების ღირებულება”).
3.2. ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად გაწეულ მომსახურებაზე ან/და მომსახურების გაწევის დასრულებისას ფაქტიურად გაწეულ მომსახურებაზე, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;
3.3 მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარებში.
IV. მხარეთა უფლება-მოვალეობები
4.1. “შემსყიდველი“ იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს “მიმწოდებელს” გაწეული მომსახურების ღირებულება ხელშეკრულების პირობებში ასახულ ვადებში და ფორმით.
4.2. “შემსყიდველი“ უფლებამოსილია “მიმწოდებლისგან” მოითხოვოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი მომსახურების მიმდინარეობის შესახებ.
4.3 სასწავლო კურსის (ტრენინგის) დასრულების შემდეგ “მიმწოდებლმა” მსმენელებზე უნდა გასცეს შესაბამისი სერთიფიკატი.
4.4 ტრენინგი უნდა ჩატარდეს ქართულ ენაზე;
4.5 მონაწილეზე უნდა გაიცეს ტრენინგის მასალები;
4.6 NAPRWEB3.5 განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამაში მუშაობის შემსწავლელი ტრენინგი უნდა ჩატარდეს 2 მსმენელისთვის.
V.მომსახურების დაწყების ვადა და ადგილი
5.1 სასწავლო კურსი (ტრენინგი) ჩატარდება 2020 წლის 7 და 8 სექტემბერს, ხოლო გამოცდა 2020 წლის 9 სექტემბერს.
5.2 “მიმწოდებელი” ვალდებულია “შემსყიდველს” ჩაუტაროს ტრენინგი და გამოცდა „მიმწოდებლის“ მისამართზე: თბილისი, xxx xxxxxxxxxxxxxx N1 .
VI.მხარეთა პასუხისმგებლობა
6.1 ,,მიმწოდებლის“ მიზეზით მომსახურების დაგვიანებით, არასრულად, ხარვეზით ან საერთოდ არ გაწევის შემთხვევაში, ,,მიმწოდებელი“ მოვალეა გადაიხადოს პირგასამტეხლო შეუსრულებელი მომსახურების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე, მომსახურების ჯეროვნად და სრულად გაწევამდე ან ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება.
6.2 „შემსყიდველის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტიურად შესრულებული მომსახურების ღირებულების ვადაგადაცილებით (არადროულად) გადახდის შემთხვევაში,
,,მიმწოდებლი“ უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,შემსყიდველს“ პირგასამტეხლოს გადახდა
გადაუხდელი თანხის 0.1% ოდენობით ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ან თანხის სრულად გადახდამდე, რომელი ვადაც უფრო ადრე დადგება.
6.3 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ცალმხრივად შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ ვალდებულება აანაზღაურონ მიყენებული ზარალი სრული მოცულობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზარალის ანაზღაურება ან მისი მოთხოვნა არ აჩერებს ამ მუხლით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს დარიცხვას.
6.4 ,,შემსყიდველი“ უფლებამოსილია ფაქტიურად შესრულებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას გამოქვითოს (შეამციროს ანაზღაურება) ამ მუხლით გათვალისწინებული და “მიმწოდებელზე” დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა ,,მიმწოდებლისათვის“ გადასახდელი თანხის ოდენობიდან. აღნიშნული გამოქვითვა არ შეიძლება გახდეს ,,მიმწოდებლის“ მხრიდან
,,შემსყიდველისათვის“ 6.2 პუნქტით გათვალიწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი.
VII.ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
7.1 “მიმწოდებელი” ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს “შემსყიდველი” კონტროლის ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ “შემსყიდველი” კონტროლის მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მისი შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით “შემსყიდველი”.
7.2 “მიმწოდებელი” ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
7.3 ამ მუხლის არც ერთი პუნქტი არ ათავისუფლებს “მიმწოდებელს” მოცემული ხელშეკრულების ვალდებულებებისაგან.
7.4 ხელშეკრულების შესრულების კონტროლს “შემსყიდველის” მხრიდან განახორციელებს სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ტრენინგის სამსახურის უფროსი xxxx xxxxxxxxx.
7.5 ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება მიწოდებული მომსახურების ხარისხისა და მიწოდების ვადების გათვალისწინებით.
VIII.შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
8.1 მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება საბოლოოდ, სრულად ან/და მომსახურების დასრულებისას ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად.
8.2 “მიმწოდებლის” მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 7.4 ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი ამოწმებს გაწეული მომსახურების შესაბამისობას წინამდებარე ხელშეკრულების პირობებთან. ხარვეზების არ არსებობის შემთხვევაში ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი ფაქტიურად გაწეულ მომსახურებაზე.
8.3 წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურება მიღებულად ჩაითვლება მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებისთანავე.
8.4 მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრა ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის უფროსი xxxxxx xxxxxxxxx.
IX. ფორს-მაჟორი
9.1 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას.
9.2 ამ მუხლის მიზნებისათვის “ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მათ შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და ემბარგოს დაწესებით და სხვა. ფორს–მაჟორის არსებობის საკმარის დამადასტურებელ ცნობად მხარეები განიხილავენ შესაბამისი ქვეყნის სავაჭრო – სამრეწველო პალატის მიერ გაცემულ სათანადო ცნობას.
9.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
X. ურთიერთობა მხარეებს შორის
10.1 ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელობაზე ან /და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ. ოპერატილი კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ელ. ფოსტით (წერილის სკანირებილი ვარიანტი) ან ფაქსის გაგზავნის გზით, შემდგომში ორიგინალის მიწოდების პირობით.
10.2 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.
XI.ხელშეკრულების პირობების შეცვლა და/ან ვადამდე მოშლა
11.1 ამ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება და/ან დამატება შეიძლება შეტანილი იქნეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
11.2 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამასთან ასეთ შემთხვევაშიც დაუშვებელია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10 %-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
11.3. ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე მოიშალოს:
11.3.1. მხარეთა შეთანხმებით;
11.3.2. ერთ-ერთი მხარის განცხადებით მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არსებითად დარღვევის შემთხვევაში;
11.4 “შემსყიდველს” შეუძლია ხელშეკრულება ვადამდე შეწყვიტოს:
11.4.1. თუ “შემსყიდველისათვის” ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
11.4.2. “მიმწოდებლის” გაკოტრების შემთხვევაში;
11.4.3 თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ “მიმწოდებლის” მიერ მოწოდებული ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდება, რაც წარმოადგენს შემსყიდველის მხრიდან მიმწოდებლის მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველს.
11.4.4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
11.5. ამ მუხლის 11.4 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში “შემსყიდველი” ვალდებულია აუნაზღაუროს “მიმწოდებელს” ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულება.
XII .ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
12.1 თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
12.2 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.
XIII. დავათა განხილვა
13.1 ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ყველა ღონეს იხმარენ, რათა მოლაპარაკებების მეშვეობით, შეთანხმებით მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.
13.2 თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში მხარეები ვერ შესძლებენ სადაო საკითხების შეთანხმებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს.
XIV. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
14.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეებს შორის ხელმოწერისთანავე და მოქმედებს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
XV. ხელშეკრულების სხვა პირობები
15.1 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე.
15.2 ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, მხარეები მოქმედებენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.
15.3 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შესასრულებლად სავალდებულოა მხარეთათვის და მათი შესაბამისი სამართალმემკვდრეებისა და უფლებამონაცვლეთათვის. დაუშვებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების გადაცემა სხვა მხარისათვის მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
XVI. კონფიდენციალურობა და გაუმჟღავნებლობა
16.1 მხარეები აცნობიერებენ, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ დანერგილია ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა ISO/IEC 27001 მიხედვით და შესაბამისად, შემდგომ ურთიერთობებში ითვალისწინებენ „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კონფიდენციალურობისა და გაუმჟღავნებლობის პირობებს“, რომელიც გამოქვეყნებულია ვებ-გვერდზე xxx.xxx.xxx.xx (ჩვენს შესახებ/შესყიდვები/კონტრაქტის პირობები).
XVII. მხარეთა რეკვიზიტები
„შემსყიდველი”: „მიმწოდებელი“
სს “საქართველოს სახელმწიფო სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ ელექტროსისტემა”
ქ. თბილისი ბარათაშვილის ქ.#2 თბილისი,ანა პოლიტკოვსკაიას N1
ს/ს ,,თი ბი სი ბანკი” მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;
საიდ. კოდი: 204995176 ბანკის კოდი - TRESGE22;
ბანკის კოდი: XXXXXX00 მიმღების ანგარიში /სახაზინო კოდი 707997153
ანგარიში: # XX00XX0000000000000000 საიდენტიფიკაციო კოდი: 204423230
მობ: 599506590
xxxxx xxxxxxxxxxx xxxxxx xxxxxxx
მმართველთა საბჭოს წევრი დირექტორი
JSC Georgian State
Digitally signed by JSC Georgian State Electrosystem
4 / 6
Electrosystem
Date: 2020.09.04 11:52:37
+04'00'
ხელ-ბა სსე-სათვის NAPRWEB3.5 განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამაში მუშაობის შემსწავლელი ტრენინგის მომსახურების შესყიდვის შესახებ. მიმწოდებელი სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“
დანართი #1
ფასების ცხრილი
# | ტრენინგის დასახელება | კურსის ხანგრძლივობა (საათების რაოდენობა) | მსმენელის რაოდენობა | ერთი მსმენელის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით (ლარი) | ჯამური ღირებულება დღგ-ს ჩათვლით (ლარი) |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 |
1 | NAPRWEB3.5 განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამაში მუშაობის შემსწავლელი ტრენინგი | 16 | 2 | 250 | 500 |
ტრენინგი ჩატარდება 2020 წლის 7 და 8 სექტემბერს 10.00 საათიდან 18 საათამდე.
ხელშეკრულების საერთო თანხა შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს დ.ღ.გ.-ს ჩათვლით. ხელშეკრულების ღირებულება ითვალისწინებს ყველა ხარჯს.
„შემსყიდველი”: „მიმწოდებელი“
სს “საქართველოს სახელმწიფო სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ ელექტროსისტემა”
xxxxx xxxxxxxxxxx xxxxxx xxxxxxx
CENTER OF
მმართველთა საბჭოს წევრი დირექტორი LEPL TRAINING
Digitally signed by LEPL TRAINING
CENTER OF
JUSTICE OF
JUSTICE OF GEORGIA
GEORGIA
Date: 2020.09.04
10:43:10 +04'00'
5 / 6
ხელ-ბა სსე-სათვის NAPRWEB3.5 განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამაში მუშაობის შემსწავლელი ტრენინგის მომსახურების შესყიდვის შესახებ. მიმწოდებელი სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“
დანართი #2 ტექნიკური პირობა
უძრავი NAPRWEB-ს ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს:
7 აგვისტო
• საჯარო რეესტრის წარმოების შესავალი;
• უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის წარმოების პრინციპები;
• Naprweb 3.5 პროგრამის ძირითადი საკითხები, საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის ზოგადი პრინციპები.
8 აგვისტო
• კონკრეტული შემთხვევების განხილვა-ანალიზი.
• ტრენინგის შედეგების შეჯამება და შეფასება.
„შემსყიდველი”: „მიმწოდებელი“
სს “საქართველოს სახელმწიფო სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ ელექტროსისტემა”
xxxxx xxxxxxxxxxx xxxxxx xxxxxxx
მმართველთა საბჭოს წევრი დირექტორი
6 / 6