Contract
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება # 27-ა-2-4
ქ. თბილისი 20 სექტემბერი 2019 წ.
სსიპ თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი, შემდგომში წოდებული „შემსყიდველად“, წარმოდგენილი დირექტორის xxxxxxxxxxx xxxxxxxx სახით და შპს „ესთიაი ჯორჯია“, ს/კ 204954754, შემდგომში წოდებული „მიმწოდებლად“, წარმოდგენილი დირექტორის xxxx xxxxxxxxx სახით, ორივე ერთად წოდებული როგორც „მხარეები“, ვმოქმედებთ, რა საქართველოს კანონმდებლობის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად („სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10' მუხლის მე-3 პუნქტის "დ" ქვეპუნქტი. საქართველოს მთავრობის განკარგულება #98 2012 წ. 24 იანვარი), ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას. დაფინანსების წყარო: საკუთარი სახსრები.
1. ხელშეკრულების საგანი
ხელშეკრულების საგანია ორკესტრის მიერ ბაროკოს ეპოქის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის
„თბილისის ბაროკო ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში დაგეგმილ კონცერტში (13.11.2019), რომელიც გაიმართება თბილისის xxxx xxxxxxxxxx სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში, მონაწილე მუსიკოსის და მისი ინსტრუმენტის ავიაბილეთების შესყიდვა:
დავიდე ამადიო/Da vide m
adio (P T
A 5022046)
ვენეცია-კიევი-თბილისი-სტამბოლი-ვენეცია 09.11.2019-14.11.2019
2. შესყიდვის ობიექტი
შესყიდვის ობიექტის განზომილების ერთეული, ერთეულის ფასი, რაოდენობა და ღირებულება შეადგენს:
# | შესყიდვის ობიექტი | Kკლასიფი კატორის კოდები | განზომილებ ის ერთეული | ერთეულის ფასი (ლარი) | რაოდენობა | შესყიდვის ობიექტის ღირებულება (ლარი) |
1 | ტრანსპორტის ბილეთები (ვენეცია-კიევი-თბილისი- სტამბოლი-ვენეცია) | 34980000 | ცალი | 916 | 1 | 916 |
1 | ტრანსპორტის ბილეთები (ვენეცია-კიევი-თბილისი- სტამბოლი-ვენეცია) | 34980000 | ცალი | 430 | 1 | 430 |
სულ: | 1346 |
3. ხელშეკრულების საერთო ღირებულება
შესყიდვის ობიექტის ფასი განისაზღვრება ეროვნული ვალუტით – ლარი; ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 1346 (ათას სამას ორმოცდაექვსი) ლარს.
ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეიცავს მიმწოდებლის ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადებს.
4. მიწოდებული საქონლის ხარისხი და გარანტია
4.1 შესყიდვის ობიექტის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში დადგენილ სტანდარტებს;
4.2 მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ მიწოდებული საქონელი არ გამოავლენს ხარვეზებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვალდებულია საკუთარი სახსრებით თავად უზრუნველყოს გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორება.
5. მიწოდების ვადები, ადგილი და პირობები
5.1 საქონლის მიწოდების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში;
5.2 საქონლის მიწოდების ადგილია: ქ. თბილისი, სანაპიროს 4;
5.3 საქონლის მიწოდების პარალელურად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს თანმხლები დოკუმენტაციის წარდგენა შემსყიდველისათვის.
6. საქონლის მიღება-ჩაბარების წესი
6.1 საქონელი მიწოდებულად ჩაითვლება შესაბამისი ”მიღება-ჩაბარების” აქტის გაფორმების შემდეგ, რომელიც დასტურდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის მიერ საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების კვალიფიციური ელ. ხელმოწერით ან კვალიფიცური ელ. შტამპით;
6.2 მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება საქონლის მიწოდების შემდეგ.
7. ანგარიშსწორების ფორმა, გრაფიკი (ვადები) და ადგილი
7.1 ანგარიშსწორების ვალუტა – ლარი;
7.2 ანგარიშსწორების ფორმა – უნაღდო;
7.3 ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
7.4 ანაზღაურების ადგილია ქ. თბილისი.
8 მხარეთა უფლება-მოვალეობანი
8.1 შემსყიდველს უფლება აქვს:
- შეამოწმოს საქონლის ხარისხის შესაბამისობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.
8.2. შემსყიდველი ვალდებულია:
- მოახდინოს ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
- უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის მიღება.
8.3. მიმწოდებელს უფლება აქვს:
- მოსთხოვოს შემსყიდველს საქონლის ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობით.
8.4. მიმწოდებელი ვალდებულია:
- მიაწოდოს შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი აღნიშნულ ვადაში;
- დაიცვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა.
9 მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისას
9.1 წინამდებარე ხელშეკრულების 5.1. პუნქტით გათვალისწინებული ვადების გადაცილების ან/და 14.4. პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არგაწეული მომსახურების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. მომსახურება, ან მისი ნაწილი მიღებულად ჩაითვლება მხოლოდ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების შემთხვევაში.
9.2 წინამდებარე ხელშეკრულების 7.3. პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით.
9.3 იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 10%-ს, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს მიმწოდებლის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის გადასახდელი თანხის ანაზღაურება.
10 ხელშეკრულების ვადა
წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ კვალიფიციური ელ. ხელმოწერით ან კვალიფიცური ელ. შტამპით დადასტურებიდან და მოქმედებს 2019 წლის 31 დეკემბრამდე.
11 ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის შესაძლებლობა
11.1 წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
12 ფორს-მაჯორი
12.1 წინამდებარე ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული მდგომარეობით;
12.2 ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის `ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველის ან/და მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან, და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა;
12.3 მხარემ, რომელსაც შეექმნა ფორს-მაჟორული გარემოება, დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს მეორე მხარეს შექმნილი გარემოების და მისი სავარაუდო აღმოფხვრის ვადის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ თავისუფლდება ხელშეკრულების პირობების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან.
13 დავები და მათი გადაწყვეტის წესი
13.1 ხელშეკრულების შესრულებისას მხარეთა შორის წამოჭრილი დავები ან აზრთა სხვადასხვაობა შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნას ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე;
13.2 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
14 ხელშეკრულების ინსპექტირების პირობები
14.1 შემსყიდველი უფლებამოსილია საქონლის მიწოდების პარალელურად განახორციელოს შემოწმება, რომლის მიზანია საქონლის შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან და შემსყიდველის მოთხოვნებთან;
14.2 ხელშეკრულების ინსპექტირებას შემსყიდველის მხრიდან განახორციელებს xxxxx xxxxxxxx.
14.3 შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი ნაკლის ან დეფექტის შესახებ შემსყიდველი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს მიმწოდებელს წუნდების მიზეზების მითითებით;
14.4 გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასთან და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
15 სხვა პირობები
15.1 არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე;
15.2. მესამე პირთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებითა და რისკით;
15.3. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილია მხარეთა მიერ;
15.4. ხელშეკრულება შედგენილია ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ქართულ ენაზე, აქედან ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მიმწოდებელს, ხოლო ერთი _ შემსყიდველს.
16 მხარეთა იურიდიული მისამართები და რეკვიზიტები
შემსყიდველი მიმწოდებელი
სსიპ თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი, ს/კ 205296259
წარმოდგენილი დირექტორის xxxxxxxxxxx xxxxxxxx სახით,
მის: ქ. თბილისი, სანაპიროს 4, შენობა 2, სართული 8; საბანკო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 708119921
ტელ: 000 00-00-00
შპს “ესთიაი ჯორჯია” ს/კ 204954754
წარმოდგენილი დირექტორის xxxx xxxxxxxxx სახით,
მისამართი: ქ. თბილისი, მცხეთის ქ. 2/1 საბანკო რეკვიზიტები:
სს „პროკრედიტ ბანკი“ MIBGGE22
ანგ. XX00XX0000000000000000
ტელ.: (x00000) 000-00-00, (+99592) 38-74-74
ფაქსი: (x00000) 000-00-00
/კ. xxxxxxx/ /x. ფეტელავა/