სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N -- ქ.თბილისი, 2017 წელი
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N -- ქ.თბილისი, 2017 წელი
ერთის მხრივ, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ (შემდგომში „შემსყიდველი“), წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxxx xxxxxxxxx სახით
და
მეორეს მხრივ -------------- (შემდგომში „მიმწოდებელი“), წარმოდგენილი მისი დირექტორის ----------
სახით,
შემსყიდველი და მიმწოდებელი ცალ-ცალკე მოხსენიებულნი არიან როგორც მხარე, ხოლო ერთობლივად როგორც მხარეები;
მხარეები ვმოქმედებთ რა, „სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“-სათვის საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 იანვრის #6 დადგენილების საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას (შემდგომში „ხელშეკრულება“) და ვთანხმდებით შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისგან ქ.ბორჯომში ისტორიული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე არსებული შენობის პროექტირების მომსახურების შესყიდვა.
1.2 წინამდებარე ხელშეკრულების პირობების და დანართი 1-ის (ტექნიკური დავალება) შესაბამისად.
1.3 შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ შემსყიდველი უხდის მიმწოდებელს სამუშაოს ღირებულებას, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
2. მხარეთა უფლება-მოვალეობები
2.1 მიმწოდებელი ვალდებულია კეთილსინდისიერად, ხარისხიანად და დროულად შეასრულოს მასზე ამ ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეოებები.
2.2 მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოსთხოვოს შემსყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად და სრულად შესრულება.
2.3 შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი ანგარიშსწორება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და ოდენობით.
2.4 შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად და სრულად შესრულება.
3. სამუშაოს შესრულებისა და მიღება-ჩაბარების წესი
3.1 შემსყიდველი გადასცემს მიმწოდებელს დანართი 1-ში ჩამოთვლილ ----------------------
3.2 მიმწოდებელი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულოს დანართი 1-ში ჩამოთვლილი ---------------- მიღებიდან კალენდარულ დღეში
და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცეს შემსყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
3.3 შესრულებულ სამუშაოზე ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, არაუგვიანეს შესაბამისი სამუშაოს შესრულებიდან ------------ სამუშაო დღის განმავლობაში, რომელსაც ხელს აწერენ მხარეთა მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები.
3.4 შემსყიდველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს უხარისხო სამუშაოს ჩაბარებაზე, რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3.5 კონსულტანტთან ანგარიშსწორებისთვის ცალცალკე იქნება განსაზღვრული თითოეული ეტაპის ღირებულება და ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლა მოხდება დამკვეთთან შეთანხმებით.
3.6 დამკვეთი უფლებას იტოვებს თითეული ეტაპის შემდეგ აღარ განახორციელოს დარჩენილი ეტაპების შესყიდვა.
4. მომსახურების ხარისხი
4.1 მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ შესრულებული სამუშაოს ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს წინამდებარე ხელშეკრულების დანართებით გათვალისწინებულ ფარგლებში.
4.2 შესყიდვის ობიექტის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს და ტექნიკურ ნორმებს.
5. ხელშეკრულების ღირებულება და ანგარიშსწორების წესი
5.1 წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს საერთო ღირებულება შეადგენს ----
------------------------- ლარს. აღნიშნული ღირებულება მოიცავს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, რომელიც უკავშირდება სამუშაოს შესრულებას, მათ შორის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
5.2 ანგარიშსწორების განსახორციელებლად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) მიღება-ჩაბარების აქტი; ბ) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
5.3 ანგარიშსწორება მიმწოდებელთან წარმოებს 5.2 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.
6. გარანტია, პასუხისმგებლობა და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
6.1 მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი შეესაბამება წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს. სამუშაოს ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით, დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს --- ( ) სამუშაო დღისა აღმოფხვრას არსებული ნაკლი.
6.2 მხარეები მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან/და დარღვევა გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას წინამდებარე ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. არაჯეროვანი სამუშაოს შესრულების შედეგად შემსყიდველისათვის ან/და მესამე მხარისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
6.3 მხარეს შეუძლია მოითხოვოს მეორე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
6.4 სამუშაოს შესრულების დაყოვნების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გადაუხადოს შემსყიდველს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე 0.2%-ის ოდენობით. შემსყიდველი უფლებამოსილია ანგარიშსწორებისას მიმწოდებელს გამოუქვითოს პირგასამტეხლოს სახით მასზე დარიცხული თანხა.
6.5 შემსყიდველის მიერ ანგარიშსწორების ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია დააკისროს შემსყიდველს პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე 0.2%-ის ოდენობით.
6.6 მიმწოდებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, არ ათავისუფლებს მას წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების მოვალეობისაგან.
7. პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება
7.1 მხარეები არ აგებენ პასუხს ვალდებულებათა სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებით (მიწისძვრა, წყალდიდობა, სახელმწიფო გადატრიალება და სხვა გარემოებები, რომლებიც არ არიან დამოკიდებული მხარეებზე და ითვლებიან ფორს მაჟორულ გარემოებებად).
7.2 მხარემ, რომელსაც შეექმნა ფორს-მაჟორული გარემოება დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს მეორე მხარეს შექმნილი გარემოების და მისი სავარაუდო აღმოფხვრის ვადის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ თავისუფლდება ხელშეკრულების პირობების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან.
7.3 წერილობით შეტყობინებაში მითითებული ფაქტები დადასტურებული უნდა იქნას კომპეტენტური ორგანოს მიერ. დადასტურება არ არის საჭირო, თუ აღნიშნული ფაქტები ცნობილია საზოგადოდ
7.4 მხარეები ანახლებენ თავიანთი ვალდებულებების განხორციელებას ფორს-მაჟორული გარემოებების აღმოფხვრისთანავე.
8. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
8.1 ხელშეკრულების შესრულებაზე კონსტროლს შემსყიდველის მხრიდან ანხორციელებს შესყიდვების მენეჯერი – სოფიო გეგეშიძე, რომელიც წარმოადგენს სამუშაოს მიღება– ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე უფლებამოსილ პირს.
9. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა
9.1 ხელშეკრულების მონაწილე არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები.
9.2 დაუშვებელია ხელშეკრულებაში იმგვარი ცვლილებების შეტანა, რომლის შედეგად შემსყიდველისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
9.2.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
9.3 ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით, რომელიც თან დაერთვება ხელშეკრულებას და ჩაითვლება მის განუყოფელ ნაწილად.
9.4 ხელშეკრულებაში შეტანილი ყველა ცვლილება იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან.
10. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
10.1 ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2017 წლის ჩათვლით.
10.2 ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე შეწყდეს: მხარეთა შეთანხმებით, რომელიმე მხარის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დარღვევისას ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
11. დავათა გადაწყვეტა
11.1 მხარეები იღებენ ყველა ზომას, რათა წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა ან წინააღმდეგობა გადაწყდეს ურთიერთმოლაპარაკების გზით.
11.2 საკითხის მოლაპარაკების საფუძველზე გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავა, მათ შორის: თვით ამ ხელშეკრულების არსებობის, ნამდვილობის, შეწყვეტის, ან ბათილობის საკითხი
განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
12. დასკვნითი დებულებები
12.1 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლიარად.
12.2 ხელშეკრულების ცალკეული მუხლის ან/და პუნქტის ბათილობა ან ძალადაკარგულად ცნობა არ ახდენს გავლენას მთლიანად ხელშეკრულების ან მისი დანართების ნამდვილობაზე.
12.3 წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი შეტყობინება მხარეთა შორის წარმოებს წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
12.4 ხელშეკრულების არცერთ მხარეს არ აქვს უფლება მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება–მოვალეობები.
13. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები
„შემსყიდველი“ შპს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ქ. თბილისი ბარათაშვილის ქ. #8. ს/კ 404391975 ს.ს. თიბისი ბანკი ბ/კ XXXXXX00 ა/ა XX00XX0000000000000000 xxxxxx xxxxxxxx დირექტორი | „მიმწოდებელი“ შპს--------------------------------- ქ.თბილისი------------------------------- ს/კ--------------------------------- -------------------------------------- ბ/კ---------------------------------- ა/ა---------------------------------- ---------------------- დირექტორი |