№ GEO 04-001/19
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება
№ GEO 04-001/19
ქ. თბილისი 26 სექტემბერი 2019 წელი
ერთი მხრივ (შემსყიდველი): სსიპ „იუსტიციის სახლი“
წარმოდგენილი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის (ფინანსების დირექტორი) xxxxxxxx xxxxxxxxx სახით, საიდენტიფიკაციო კოდი: 000 000 000
მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2 მიმღები: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22 სახაზინო კოდი: 302007000
მეორე მხრივ (მიმწოდებელი): სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ წარმოდგენილი მისი დირექტორის ხათუნა კასრაძის სახით,
მის: ქ.თბილისი, ანა პოლიტკოვსკაის ქ . #1 მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 707997153 საიდენტიფიკაციო კოდი: 204423230
წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 თებერვლის №319 განკარგულების და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობის (SMP190000153 ) საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, მხარეები დებენ წინამდებარე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას შემდეგზეა:
1. ხელშეკრულების ობიექტი და საგანი
1.1. ხელშეკრულების საგანია სსიპ „იუსტიციის სახლში“ მიმდინარე ქვე-პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები ყველასათვის
- II ეტაპი“ ფარგლებში, ტრენინგ პროგრამის - „ჟესტური ენა მომხმარებელთა მომსახურების პროცესში - მეორე დონე“ შექმნა (CPV 80521000 - საწვრთნელ/მოსამზადებელ პროგრამებთან დაკავშირებული მომსახურებები).
1.2. შესყიდვის ობიექტია ტრენინგ პროგრამის - „ჟესტური ენა მომხმარებელთა მომსახურების პროცესში - მეორე დონე“ შექმნა და შემსყიდველისთვის ელექტრონული ფორმატით გადაცემა.
2. ხელშეკრულების ღირებულება, მომსახურების ფასი
2.1. ხელშეკრულების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს არაუმეტეს 4 375.5 (ოთხი ათას სამას სამოცდათხუთმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარს;
2.2. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს, როგორც გასაწევი მომსახურების ღირებულებას, ასევე, წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით, მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
3. ხელშეკრულების საგნის ხარისხი
მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სათანადო დონის მომსახურების გაწევა ამ სფეროში არსებული სტანდარტის გათვალისწინებით, კვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით.
4. მომსახურების მიწოდების ვადები, ადგილი და პირობები
4.1 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს არაუგვინეს 2019 წლის 30 სექტემბრამდე.
4.2. მომსახურების გაწევის ადგილი: სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“.
4.3 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სსიპ „იუსტიციის სახლის“ თანამშრომელთათვის ჟესტური ენის სასწავლო კურსის მეორე დონის ტრენინგ პროგრამის შემუშავება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
4.3.1 ტრენინგ პროგრამა უნდა შემუშავდეს სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომსახურების ხარისხის სტანდარტისა და წინა ხაზის თანამშრომელთა საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით.
4.3.2 საჭიროების შემთხვევაში, ტრენინგ პროგრამა უნდა მოიცავდეს დამატებით მასალებს, რომლებიც ადაპტირებული იქნება სსიპ „იუსტიციის სახლის“ საჭიროებებზე.
4.3.3 ტრენინგ პროგრამაში უნდა მოხდეს პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები ყველასათვის“ ფარგლებში შემუშავებული ჟესტების ენის ლექსიკონის ინტეგრირება, რაც მოიცავს სსიპ „იუსტიციის სახლში“, სერვისების მიწოდების პროცესში საჭირო ტერმინოლოგიასთან მისადაგებულ ახალ ჟესტებს.
4.3.4 ტრენინგ პროგრამის შემუშავებისას უნდა მოხდეს პირველი დონის პროგრამის გათვალისწინება და მასზე დაფუძნებით შემუშავდეს მომდევნო საფეხურისთვის საჭირო თემატიკა.
5. მხარეთა ვალდებულებანი
5.1 მიმწოდებელი ვალდებულია:
5.1.1 უზრუნველყოს მომსახურების გაწევა ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად, სათანადო გამოცდილების, ცოდნისა და უნარების მქონე პირების მეშვეობით;
5.1.2. უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრა გონივრულ ვადაში, საკუთარი ხარჯებით;
5.1.3 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის საფუძველზე შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, წარმოადგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოთხოვნილი შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია და/ან ინფორმაცია.
5.2. შემსყიდველი ვალდებულია მომსახურების გაწევის შემდგომ უზრუნველყოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების ანაზღაურება.
5.3 მხარეები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა. ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით.
6. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
6.1 ხელშეკრულების შესრულების კონტროლს განახორციელებს სსიპ „იუსტიციის სახლის“ მიერ გაეროს განვითარების პროგრამისგან (UNDP) მიღებული ფულადი გრანტის ფარგლებში განსახორციელებელი ქვე-პროექტის - „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის - II ეტაპი“ ასისტენტი.
6.2 შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია აწარმოოს შესრულებული მომსახურების ინსპექტირება ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე. შემსყიდველს უფლება აქვს ჩართოს ინსპექტირების პროცესში სხვა პირები, რომელთა ჩართვასაც ის ჩათვლის მიზანშეწონილად.
7. მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი
მომსახურების მიღება-ჩაბარება განხორციელდება მომსახურების გაწევის დასრულების შემდეგ, ხელშეკრულებით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირების მიერ შედგენილი ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.
8. ანგარიშსწორების ფორმა და ვადები
8.1. ანგარიშსწორება განხორციელდება შემდეგი პირობებით:
8.1.1.ანგარიშსწორების ვალუტა _ ლარი;
8.1.2.ანგარიშსწორების ფორმა _ უნაღდო, წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად.
8.2. გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოხდება მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშ–ფაქტურის საფუძველზე, დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. თუკი ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.
9. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
9.1 ხელშეკრულებაში ცვლილება დაიშვება მხარეთა წერილობითი შეთანხმებით.
9.2. ხელშეკრულების ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
9.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების დადგომის დროს ხელშეკრულების საერთო ღირებულების ზრდა შესაძლებელია არაუმეტეს ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულების 10%-ის ფარგლებში, სხვა რისკებს იღებს მიმწოდებელი.
10. კონფიდენციალობის დაცვა
10.1 კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მიმწოდებლისთვის ცნობილი გახდა ხელშეკრულების შესრულებისას, არ ექვემდებარება მესამე მხარისთვის გადაცემას ან გამოქვეყნებას შემსყიდველთან შეთანხმების გარეშე. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, სახელშეკრულებო პირობის დამრღვევ მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა კანონმდებლობის შესაბამისად.
10.2. კონფიდენციალურად ითვლება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271 და 27II მუხლებით გათვალისწინებული პერსონალური და კომერციული ინფორმაცია. კერძოდ, პერსონალური ინფორმაციად მიიჩნევა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით, კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნევა, ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
11. მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისას
11.1 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეებს შესაძლოა დაეკისროთ პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 0.02%-ის ოდენობით;
11.2 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაძლოა დაეკისროს პირგასამტეხლო, ყოველ ასეთ შემთხვევაზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 0.02%-ის ოდენობით;
11.3 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, ნაწილობრივი შესრულების ან არაჯეროვანი შესრულების მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს დააკისროს პირგასამტეხლო შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 10%-ის ოდენობით.
11.4 იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელზე ვადების გადაცდენისათვის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 0,2 პროცენტს, შემსყიდველს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მეორე მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
11.5 პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
12. ხელშეკრულების შეწყვეტა
ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა ურთერთშეთანხმებით, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
13. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
14. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
14.1. ხელშეკრულება დადებულია და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
14.2. ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება მორიგებით.
14.3 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.
15. ხელშეკრულების შესრულების შეუძლებლობა
15.1. რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს მხარის პასუხისმგებლობას თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორს-მაჟორული გარემოების შედეგი.
15.2. ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის ,,ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეულ იქნეს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
15.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
ხელმოწერილია:
ხელშეკრულება ხელმოწერილია მხარეთა უფლებამოსილი პირების მიერ, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით.
ვიზირებულია:
სსიპ „იუსტიციის სახლის“ შესყიდვების სამსახურის უფროსის მიერ.
სსიპ „იუსტიციის სახლის“ ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მრჩველის მიერ.
ხ ე ლ წ ე რ ი ლ ი
ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ
ქ. თბილისი 26 სექტემბერი 2019 წელი
ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერნი ვადასტურებთ, რომ სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ მიმართ სრულად ვაკმაყოფილებთ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლით დადგენილ ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობებსა და წესებს.
xxxxxxxx xxxxxxxx
აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე (ფინანსების დირექტორი)
xxxxx xxxxxxxx
სსიპ „იუსტიციის სახლის“ შესყიდვების სამსახურის უფროსი
xxxx xxxxxxxxx
სსიპ “იუსტიციის სახლის“ ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი