2.1. ხელშეკრულების საგანია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის სახსრებით, შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისაგან, რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსით (COVID - 19) გარდაცვლილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ადმინისტრაციული ერთეულის მკვიდრის ზვიად...
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება № 225
ქ. ზუგდიდი 14 აგვისტო, 2020 წელი.
ერთი მხრივ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში, ხელშეკრულების ტექსტში _ შემსყიდველი), მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის xxxxxx xxxxxxxxx სახით და მეორე მხრივ, შპს „ჰერმესი“ (შემდგომში, ხელშეკრულების ტექსტში _ მიმწოდებელი), მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის, დირექტორის xxxxx xxxxxxxx სახით, ორივე ერთად წოდებული როგორც _ მხარეები, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თვმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის საშულებით ვდებთ ამ ხელშეკრულებას (შემდგომში, ხელშეკრულების ტექსტში _ ხელშეკრულება) შემდეგზე:
1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები
ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1. „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ _ შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და დამატებებით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.
1.2. „ხელშეკრულების ღირებულება“ ნიშნავს საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის.
1.3. „შემსყიდველი ორგანიზაცია“ ნიშნავს ორგანიზაციას (დაწესებულებას), რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.4. „მიმწოდებელი“ ნიშნავს პირს, რომელიც ახორციელებს მომსახურებას, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში.
1.5. „დღე,“ „კვირა,“ „თვე“ ნიშნავს კალენდარულ დღეს, კვირას, თვეს.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. ხელშეკრულების საგანია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის სახსრებით, შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისაგან, რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსით (COVID - 19) გარდაცვლილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ადმინისტრაციული ერთეულის მკვიდრის ზვიად დიდებაშვილის ლარსის გამშვები პუნქტიდან გადმოსვენებასთან დაკავშირებით სატრანსპორტო საშუალების დაქირავების მომსახურების (შემდგომში, ხელშეკრულების ტექსტში _ მომსახურება) შესყიდვა.
2.2. მიმწოდებელი ვალდებულებას კისრულობს გაუწიოს შემსყიდველს ზემოაღნიშნული მომსახურება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხოლო შემსყიდველი ვალდებულებას კისრულობს აუნაზღაუროს მიმწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულება, ხელშეკრულების პირობებში ასახულ ვადებში და ფორმით.
2.3. კლასიფიკატორის (CPV) კოდი: 60100000 - საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები; 60183000 - ფურგონების დაქირავება მძღოლთან ერთად.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1. გასაწევი მომსახურების ღირებულება, მომსახურების სრულყოფილად გაწევასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით, შეადგენს: 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარს (შემდგომში, ხელშეკრულების ტექსტში _ ხელშეკრულების ღირებულება).
4. მომსახურების გაწევის პირობები
4.1. მიმწოდებელმა მომსახურების გაწევა უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის განმავლობაში.
4.2. დანიშნულების პუნქტი: ლარსის გამშვები პუნქტი-ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეული.
5. მიღება-ჩაბარების წესი
5.1. მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურება ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
5.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიღებას ახორციელებენ შემსყიდველისა და მიმწოდებლის მიერ საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებიც გაწეული მომსახურების მიღების შედეგების მიხედვით აფორმებენ მიღება-ჩაბარების აქტს.
6. ანგარიშსწორების ფორმა და წესი
6.1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, თანხის გადარიცხვის ფორმით, ეროვნულ ვალუტაში _ ლარში, მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, რომელიც მითითებულია წინამდებარე ხელშეკრულებაში.
6.2. ანგარიშსწორება იწარმოებს, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების გათვალისწინებით, შესაბამისი მიღება- ჩაბარების აქტის საფუძველზე.
6.3. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების გათვალისწინებით შესაბამისი მიღება- ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
7. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
7.1. შემსყიდველი ვალდებულია:
7.1.1. უზრუნველყოს გაწეული მომსახურების მიღება და შესაბამისი ანაზღაურების გადახდა მიმწოდებლისათვის, წინამდებარე ხელშეკრულების პირობათა სრული დაცვით.
7.2. შემსყიდველი უფლებამოსილია:
7.2.1. მიმწოდებლისგან მოითხოვოს მომსახურების გაწევა, ხელშეკრულებით დადგენილი პირობებითა და განსაზღვრულ ვადაში.
7.2.2. მომსახურების ან მისი ნაწილის დასრულების შემდგომ, განახორციელოს მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების შემოწმება, გაწეული მომსახურების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
7.2.3. მიმწოდებელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობის შემთხვევაში შეწყვიტოს ხელშეკრულება.
7.3. მიმწოდებელი ვალდებულია:
7.3.1. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით გასწიოს მაღალკვალიფიციური მომსახურება.
7.3.2. შეასრულოს მომსახურება ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, სრული მოცულობით ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.
7.3.3. საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ გამოვლენილი ყველა ნაკლისა და დეფექტის აღმოფხვრა, რომელიც გამოწვეულია გაწეული მომსახურებიდან.
7.3.4. დაუყოვნებლივ აცნობოს შემსყიდველს იმ მოსალოდნელ მოვლენებთან და გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედონ მომსახურების გაწევაზე.
7.3.5. დაუყოვნებლივ აცნობოს შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობისა ან/და ხელისშემშლელ დაბრკოლებათა შესახებ.
7.4. მიმწოდებელი უფლებამოსილია:
7.4.1. შემსყიდველისაგან მოითხოვოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულება.
8. უფლებების გადაცემა
8.1. მიმწოდებელს არა აქვს უფლება შემსყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი.
9. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის შესაძლებლობა
9.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, მათ შორის ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
9.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე (ათი პროცენტი) მეტი ოდენობით გაზრდა.
10. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
10.1. ხელშეკრულების დამდებ არც ერთი მხარეს არა აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები.
10.2. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებლი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლის გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
10.3. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
11. შეტყობინება
11.1. ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე, ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, გაიგზავნება წერილის, ფაქსის ან ელექტრონული სახით, ორიგინალის შემდგომი წარმოდგენით, მეორე მხარის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე.
11.2. შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.
12. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
12.1. ხელშეკრულების შესრულების პროცესში, მხარეთ წინაშე წარმოშობილი დაბრკოლების გამო, ნაკისრი ვალდებულებების ვერ ან არაჯეროვნად შესრულების საფრთხის შესახებ, მხარე ვალდებულია წერილობით აცნობოს მეორე მხარეს შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ. ხოლო შეტყობინების მიმღები მხარე კი ასევე, დაუყოვნებლივ აცნობებს თავის გადაწყვეტილებას, აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
12.2. იმ შემთხვევაში, თუკი ხელშეკრულების პირობების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის გზით.
13. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა (პასუხისმგებლობა)
13.1. ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან/და დაგვიანებით შესრულება გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
13.2. მიმწოდებლის მიერ მომსახურების შესრულების ვადის დარღვევის (თუ სხვა ვადებს მხარეები არ შეათანხმებენ წერილობით) შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და დააჯარიმოს მიმწოდებელი შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი თანხის 10%-ის ოდენობით.
13.3. ხარვეზით გაწეული მომსახურების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ნაკლოვანების აღმოჩენიდან, საამისოდ აუცილებელ გონივრულ ვადაში, მიიღოს საჭირო ზომები ხარვეზის გამოსასწორებლად, ხოლო აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია არ გადაუხადოს მიმწოდებელს ხელშეკრულების ღირებულება და მოითხოვოს, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია გადაუხადოს შემსყიდველს ჯარიმა, შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი თანხის 10%-ის ოდენობით.
13.4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მიმწოდებელს საჯარიმო თანხის გადახდა, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%-ის ოდენობით.
13.5. საჯარიმო სანქციების გადახდა უნდა მოხდეს შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
13.6. წინამდებარე ხელშეკრულების მოცემული პუნქტებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისგან.
13.7. პასუხისმგებლობის სხვა ფორმები, რაც არ არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებაში, განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
13.8. „ხარვეზი“ _ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარვეზად ჩაითვლება: ა) მარშრუტის საწყის პუნქტში, ავტოსატრანსპორტო საშუალების მიყვანა განხორციელდება დაგვიანებით; დ ) დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
14. ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა
14.1. შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების სრული ან ცალკეული პირობების მოქმედება, მიმწოდებლისათვის ვალდებულებების შეუსრულებლობის წერილობითი შეტყობინების შემდეგ:
14.1.1.თუ მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან შემსყიდველის მიერ გაგრძელებულ ვადებში არ შეუძლია შეასრულოს მომსახურება ან მისი ნაწილი;
14.1.2.თუ მიმწოდებელს არ შეუძლია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული, რომელიმე ვალდებულება;
14.1.3. თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
14.1.4.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
14.2. ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მხარეს ეცნობება წერილობით ხელშეკრულების (ან მისი ნაწილის) შეწყვეტამდე
3 (სამი) დღით ადრე მაინც, ამასთნ უნდა მიეთითოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი და მისი ამოქმედების თარიღი.
14.3. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა, არ ათავისუფლებს მიმწოდებელს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისგან.
14.4. ამ მუხლის 14.1. პუნქტში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულება.
14.5. მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების საბოლოო აქტი წარმოადგენს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის საფუძველს.
15. ფორს-მაჟორი
15.1. ხელშეკრულების დამდები, რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორს-მაჟორული გარემოების შედეგი.
15.2. ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა ან/და მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან ან/და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და ტვირთის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
15.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
15.4. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობა ავტომატურად არ იწვევს ხელშეკრულების გაუქმებას. მხარეები ვალდებულნი არიან განსაზღვრონ წინამდებარე ხელშეკრულების ფორს-მაჟორულ მოვლენებთან მისადაგების საკითხი.
15.5. ფორს-მაჟორული გარემოებების შეწყვეტისთანავე მხარეები დაუყოვნებლივ აგრძელებენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
15.6. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის პირობებში, ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, თუ მხარეთა შორის არ იქნა მიღწეული სხვაგვარი შეთანხმება.
15.7. თუ სახელშეკრულებო ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობის პირობები გაგრძელდება სამ თვეზე მეტ ხანს, მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულების მოქმედება, კომპენსაციის უფლების მოთხოვნის გარეშე.
16. დავების გადაწყვეტის წესი
16.1. ხელშეკრულების შესრულებისას მხარეთა შორის წამოჭრილი დავები ან აზრთა სხვადასხვაობა შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნას ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე.
16.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეები მიმართვენ სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
17. ხელშეკრულების ინსპექტირების პირობები
17.1. ხელშეკრულების კონტროლის, გასაწევი ან გაწეული მომსახურების მოცულობისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებისა და მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირების საკითხებში მიმწოდებელთან ითანამშრომლებს შემსყიდველის მიერ ამისათვის გამოყოფილი ინსპექტირების ჯგუფი, შემდეგი შემადგენლობით: xxxxx xxxxxxxx
_ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მეორე რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის დმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე; xxxxxxxx xxxxx _ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი.
17.2. ინსპექტირების ჯგუფი, უფლებამოსილნი არიან შეამოწმონ გაწეული მომსახურება ან მისი ნაწილი, რათა განსაზღვრონ მათი შესაბამისობა ხელშეკრულების მოთხოვნებთან.
17.3. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთრი ხარჯებით უზრუნველყოს შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით.
17.4. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირებისას გამოვლინდა წუნი ან/და ხარვეზი, მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით, უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
18. დასკვნითი დებულებანი
18.1. საკითხები, რომლებიც არ არის რეგულირებული წინამდებარე ხელშეკრულებით, წყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
18.2. ხელშეკრულების დებულებებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წერილობითი გაფორმების შედეგად.
18.3. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე უფლების გამოუყენებლობა არ წარმოადგენს ამ უფლებაზე უარის თქმას.
18.4. ამ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის (ან მისი ნაწილის) გაუქმება არ იწვევს დანარჩენი პუნქტების გაუქმებას.
18.5. მხარეთა შორის ნებისმიერი შეტყობინება საჭიროებს წერილობით ფორმას. მხარეთა შორის ზეპირი შეტყობინებები ან/და შეთანხმებები სადაოობის, ურწმონოების ან უზუსტობების შემთხვევაში იურიდიული ძალის არმქონეა.
18.6. მხარეები ვალდებულნი არიან გაუფრთხილდნენ თითოეულის სახელს, საქმიან რეპუტაციას და ღირსებას, დაიცვან ერთობლივი საქმიანობის შედეგად მათთვის ცნობილი მეორე მხარის კონფიდენციალური ინფორმაცია.
18.7. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2020 წლის 16 ოქტომბრამდე თუ, ამ თარიღისათვის არ არის შესრულებული რომელიმე ვალდებულება ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების მომენტამდე.
18.8. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარუფლებიანი ძალის მქონე ეგზემპლარად და ძალაში შედის მხარეების მიერ მისი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით შესრულების ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის დღიდან, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ხელშეკრულების თითო ეგზემპლარი ინახება მხარეებთან, ელექტრონული დოკუმენტის სახით.
19. მხარეთა მისამართები, საბანკო რეკვიზიტები და ხელმოწერები
შ ე მ ს ყ ი დ ვ ე ლ ი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
შპს „ჰერმესი“
მ ი მ წ ო დ ე ბ ე ლ ი
იურიდიული და ფაქტიური მისამართი:
ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №90 საიდენტიფიკაციო კოდი: 220418956 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 3008200000
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი:
იურიდიული და ფაქტიური მისამართი: თბილისი, საბურთალოს რაიონი, სოფ. დიღომი, მოციქულთა სწორი ნინოს ქ. №2ა
საიდენტიფიკაციო კოდი: 202888349 საბანკო რეკვიზიტები: სს „თიბისი ბანკი“ ბანკის კოდი: XXXXXX00
ანგარიშის ნომერი: XX00XX0000000000000000
შპს „ჰერმესის“ დირექტორი:
.......................................... /გ. შენგელია/
.......................................... /x. xxxxxxx/
zugdidi municipality
Digitally signed by zugdidi municipality city xxxx
XX: cn=zugdidi municipality city hall,
city hall
2.5.4.97=NTRGE-220418956, o=••••••••
••••••••••••••• ••••• , c=GE Date: 2020.08.14 18:01:16 +04'00'