იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველმა ჩაატარა ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) (NAT18000 ) შენობის დასრულების სამუშაოების შესყიდვაზე (CPV45400000), რომელშიც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მიმწოდებლის სატენდერო წინადადება. მიმწოდებელმა აიღო...
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტი
ხელშეკრულების პირობების საბოლოო ვარიანტი შეიძლება დაზუსტდეს და დაიხვეწოს ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში
ქ. გორი 2018წ.
ერთის მხრივ, სსიპ გორის ქალთა კამერული გუნდი (შემდგომში „შემსყიდველი“) წარმოდგენილი მისი სამხატვრო ხელმძღვანელის - თეონა ცირამუას სახით და მეორეს მხრივ,
წარმოდგენილი მისი დირექტორის - სახით (შემდგომში „მიმწოდებელი“), „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველმა ჩაატარა ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) (NAT18000 ) შენობის დასრულების სამუშაოების შესყიდვაზე (CPV45400000), რომელშიც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მიმწოდებლის სატენდერო წინადადება. მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შეასრულოს ქ. გორში, მუსიკალური სკოლის შენობაში ქალთა კამერული გუნდის ოთახების რეაბილიტაციის სამუშაოები . ( ) ლარად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით (შემდგომში „ხელშეკრულების ღირებულება“).
1. გამოყენებული ტერმინები
ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
1.1.სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება) - შემსყიდველ ორგანიზაციასა და ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენს შორის დადებული ხელშეკრულლება, თანდართულ და ხელშეკრულებაში მითითებულ ყველა დოკუმენტაციასთან ერთად, რომელიც ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ.
1.2.შემსყიდველი ორგანიზაცია (შემდგომში „შემსყიდველი“) - ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვებს.
1.3.მიმწოდებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება ტენდერში და აწვდის საქონელს, მომსახურებას ან ასრულებს სამუშაოს.
1.4.ხელშეკრულების ღირებულება - საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისათვის.
1.5.დღე - ნიშნავს კალენდარული დღეს.
2. შესყიდვის ობიექტი
2.1.შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ქ. გორში, მუსიკალური სკოლის შენობაში ქალთა კამერული გუნდის ოთახების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა (CPV45400000) თანდართული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.
3. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრები და მიწოდების პირობები
3.1.შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრები მოცემულია ფასების ცხრილში,
რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
3.2.სამუშაოს დასრულებისა და დადებითი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის ვადაა
ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღე.
3.3.ექსპერტიზა შერულებული უნდა იყოს სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ან/და სხვა აკრედიტერებული შესაბამისი საქმიანობის ექსპერტიზის ჩატარების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირის მიერ.
3.4.დადებითი საექსპერტო დასკვნის წარდგენის ვადა შედის მიწოდების საერთო ვადაში.
3.5.„მიმწოდებელი“ ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების დღიდან ხუთი დღის ვადაში დაიწყოს სამუშაო.
3.6.ეტაპობრივი მიღება-ჩაბარებისას მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ფორმა #3.
3.7. მიწოდების ადგილია ქალაქი გორი xxxxxxx xxxx X00.
4. სამუშაოს შესრულების პირობები
4.1.ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო უნდა შესრულდეს საპროექტო დოკუმენტაციის, მოქმედი სამშენებლო ნორმების, მსგავსი სამუშაოებისათვის გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. 4.2.ამავე მუხლის 4.1. პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში „მიმწოდებლის“ მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობის ზომები.
5. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
5.1.შემსყიდველი უფლებამოსილია, სამუშაოების შესრულების პარალელურად მოახდინოს მისი შემოწმება და ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენა.
5.2.შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი ნაკლის, დეფექტის ან/და ხელშეკრულებით/სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში „შემსყიდველი“ დაუყოვნებლივ, წერილობით, აცნობებს
„მიმწოდებელს“ ხარვეზის შესახებ და მის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
5.3.გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასთან და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს.
5.4.მიმწოდებელმა სამუშაოთა წარმოების ნორმების მიხედვით სისტემატიურად უნდა აწარმოოს მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და მიღებული შედეგები შეიტანოს ყოველდღიურად ჟურნალში.
5.5.შემსყიდველს უფლება აქვს განახორციელოს ტექნიკური ზედამხედველობა, მშენებლობის ნებისმერ მომენტში შეამოწმოს გამოყენებული მასალებისა და სამუშაოთა შესრულების ხარისხი. იმ შემთხვევაში თუ ხარისხი არ აღმოჩნდება ამ სფეროში დამკვიდრებული სტანდარტების შესაბამისი, შემსყიდველი უფლებამოსილია შეაჩეროს სამუშაოები ან/და აკრძალოს შეუსაბამო მასალების გამოყენება.
5.6.ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულის შესრულების კონტროლს განახორციელებს შემსყიდველის მიერ შექმნილი ინპექტირების ჯგუფი.
6. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
6.1.შესყიდვის ობიექტი მიღებულად ჩაითვლება მხოლოდ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდეგ, რომელიც ხელმოწერილი იქნება ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.
6.2.ეტაპობრივი მიღება-ჩაბარებისას მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ფორმა #3.
6.3.ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე, მიღება-ჩაბარების გაფორმებაზე და ტექნიკურ ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენენ სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის წევრები.
6.4.შესყიდვის ობიექტის შემოწმებისას გამოვლენილი დეფექტის/ნაკლის აღმფხვრასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მიმწოდებელი.
6.5.შემსყიდველი ვალდებულია წერილობით აცნობს მხარეს გამოვლენილი ნაკლის/დეფექტის შესახებ.
6.6.საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯით უნდა წარმოადგინოს ექსპერტიზის დადებითი დასკვნა შესრულებული სამუშაოების შესახებ.
6.7.ექსპერტიზისათვის განკუთვნილი დრო ითვლება მიწოდების საერთო ვადაში.
6.8.შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადა განისაზღვრება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში. ამ პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრა აღნიშნული შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 1%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.9.საგარანტიო პერიოდში ნაკლის დადგენასთან და აღმოფხვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე მხარეთა შეუთანხმებლბის შემთხვევაში გასაწევი სამუშაოს მოცულობა დადგინდება ექსპერტიზის მიერ.
7. ანგარიშწორება და ვალუტა
7.1.ანგარიშწორება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების გზით, ეროვნულ ვალუტაში.
7.2.ანგარიშწორება მოხდება აღნიშნული სამუშაოსათვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული სახსრებით, რისთვისაც მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია.
7.3.ეტაპობრივი ანაზღაურება მოხდება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ.
7.4.ხელშეკრულებით დადგენილი ვადების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს გამოსასწორებლად განესაზღვრება გონივრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს 5 (ხუთი)
დღისა, რომლის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაშიც მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
7.5.ანგარიშწორება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) დღის ვადაში.
8. ხელშეკრულების ღირებულება
8.1.ხელშეკრულების ღირებულებას წარმოადგენს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული ფასი.
8.2.ხელშეკრულების ღირებულების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
8.3.ხლშეკრულების ღირებულების შეცვლა დაუშვებელია თუ ამგვარი ცვლილებით იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან/და უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის. ამ წესიდან გამონაკლის წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.
8.4.საქართთველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტით გაზრდა.
9. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
9.1.ხელშეკრულებაში ცვლილების ან დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა მიერ ორმხრივად ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე.
9.2.წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზის არსებობის შემთხვევაში, თუ აუცილებელი გახდება ხელშეკრულებაში ცვლილების ან დამატების შეტანა, ცვლილების ინიციატორი მხარე ვალდებულია წერილობით აცნობოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
9.3.ნებისმიერი ცვლილება ან დამატება, რომლითაც იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება მდგმარეობა შემსყიდველისათვის დაუშვებელია, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
9.4.ხელშეკრულებაში შესატანი ნებისმიერი ცვლილება ფორმდება წერილობითი ფორმით, შეთანხმების სახით და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
10. უფლებების გადაცემა
10.1. შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი გადაცემა მესამე პირისათვის.
11. სუბკონტრაქტორები
11.1. თუ სატენდერო წინადედებაში მითითებული არ არის სუბკონტრაქტის არსებობის შესახებ, მაშინ მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით აცნობოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა სუბკონტრაქტის შესახებ.
11.2. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა სუბკონტრაქტი უნდა წარედგინოს შემსყიდველ მხარეს.
11.3. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში დადებული არცერთი სუბკონტრაქტი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ნაკისრი ვალდებულებისაგან.
12. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
12.1. თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში წარმოიშვა წინასწარ გაუთვალისწინებელი შეფერხება, მაშინ მხარე ვალდებულია ასეთი შეფერხების წარმოშობის მომენტიდან არა უგვიანეს ხუთი დღის ვადაში წერილობით აცნობოს მეორე მხარეს შეფერხების მიზეზის და მისი შესაძლო ხანგრძლივობის შესახებ, რის შესახებაც მეორე მხარე არა უგვიანეს ხუთი დღის ვადაში აცნობებს წერილობით პასუხს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
12.2. თუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შეფერხების არსებობისას მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ასეთი შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით, რაც დაერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
13. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
13.1. მხარეები მოქმედებენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
13.2. შემსყიდველი ვალდებულია:
13.2.1. კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.
13.2.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების პროცეში წარმოშობილი ყველა გაუთვალისწინებელი გარემოების შემთხვევაში დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს მიმწოდებელს.
13.2.3. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად აუნაზღაუროს მიმწოდებელს გაწეული სამუშაოს საზღაური.
13.2.4. დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს მიმწოდებელს გაწეული სამუშაოს ზედამხედველობისას აღმოჩენილი დეფექტის/ნაკლის შესახებ.
13.3. შემსყიდველს უფლება აქვს:
13.3.1. განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი სამუშაოების მიმდინარეობისას.
13.3.2. განახორციელოს სამუშოს ტექნიკური ზედამხედველობა.
13.3.3. შეაჩეროს ან შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება.
13.4. მიმწოდებელი ვალდებულია:
13.4.1. კეთილსინდისიერად, დათქმულ ვადაში და სამშენებლო სფეროში არსებული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად შეასრულოს წნამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.
13.4.2. დაუყოვნებლივ, საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ყველა ნაკლი, რომელიც გამოვლენილი იქნება შემსყიდველის მიერ ტექნიკური ზედამხედველობის დროს.
13.4.3. სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ტექნიკის, მასალის და სხვა ინვენტარის მობილიზება უნდა მოახდინოს მიმწოდებელმა, რომელთა დაზიანების, დაკარგვის ან გაუმართაობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.
13.4.4. მიმწოდებელმა უნდა მიიღოს ყველა ზომა ტექნიკური უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად.
13.4.5. წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს დაუშვას შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლები სამუშაო მოედანზე.
13.4.6. საგარანტიო პერიოდში აღმოჩენილი ნაკლის ან დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული დეფექტი/ნაკლი გამოწვეულია მიმწოდებლის მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს შედეგად, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს მისი აღმოფხვრა.
13.5. მიმწოდებელს უფლება აქვს:
13.5.1. მოსთხოვოს შემსყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
14. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
14.1. ხელშეკრულების პირობების და მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ს ოდენობით.
14.2. თუ ვადის დარღვევის გამო, მიმწოდებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა გადააჭარბებს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ს, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება.
14.3. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან.
14.4. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის ქმედებით შემსყიდველს მიადგება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზიანი, მაშინ მიმწოდებელს დაეკისრება მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მაგრამ არანაკლებ ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-სა.
15. ხელშეკრულების შეწყვეტა მისი პირობების შეუსრულებლობის გამო
15.1. მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შემსყიდველს უფლება აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება:
ა) თუ მიმწოდებელი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას;
ბ) მიმწოდებელი სისტემატურად ან/და უხეშად არღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას;
გ) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდება, რომ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბია;
დ) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
16. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა დაუძლეველი ძალის არსებობისას
16.1. მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციებს და ხელშეკრულების შერულების გარანტიის დაუბრუნებლობას იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალით.
16.2. ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის „დაუძლეველი ძალა“ ნიშნავს ისეთ გარემოებას, რომელიც არ არის გამოწვეული მხარეთა ბრალეულობით, შეუძლებელია წინასწარ ცნობილი ყოფილიყო მხარეთათვის და რომლის არსებობაც გამორიცხავს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას (მაგ: სტიქიური მოვლენები, ომი, გაფიცვა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფორს-მაჟორული მდგომარეობები).
16.3. ასეთი გარემოების არსებობის შემთხვევაში, იმ მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს დაუძლეველი ძალის აღმოფხვრიდან სამი სამუშაო დღის ვადაში წერილობით უნდა აცნობოს მეორე მხარეს შექმნილი ვითარების შესახებ.
16.4. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა გრძელდება ერთ თვეზე მეტი ვადით, მაშინ მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულება კომპენსაციის მოთხოვნის გარეშე.
17. სადაო საკითხების გადაწყვეტა
17.1. მხარეები უნდა ეცადნონ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
17.2. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეძლებენ სადაო საკითხზე შეთანხმებას, მათ უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
18. გამოყენებული სამართალი
18.1. ხელშეკრულება დადებულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
19. მხარისათვის შეტყბინების გაგზავნა
19.1. მხარეთა შორის, წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეტყობინების გაგზავნა უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით, მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე.
19.2. შეტყობინება ძალაში შედის მხარის მიერ მისი მიღების დღიდან ან შეტყობინებაში მითითებული ვადიდან.
20. გადასახადები და დაბეგვრა
20.1. რეზიდენტი და არარეზიდენტი მიმწოდებლები პასუხს აგებენ ყველა იმ გადასახადის გადახდაზე, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით.
21. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
21.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და ძალაშია 2018 წლის __ ჩათვლით.
22. სხვა პირობები
22.1. შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებით, სატენდერო დოკუმენტაციითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
22.2. წინამდებარე ხელშეკრულებას და სატენდერო დოკუმენტაციას აქვს თანაბარი იურიდიული ძალა.
22.3. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, სამ ეგზემპლარად, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელმომწერ მხარეებთან (ერთი გადაეცემა მიმწოდებელს, ხოლო ორი რჩება შემსყიდველ ორგანიზაციაში).
22.4. წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება ან დამატება შეიტანება წერილობითი ფორმით და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
23. მხარეთა რეკვიზიტები
შემსყიდველი მიმწოდებელი