Contract
ხელშეკრულება პროექტი
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #
ხელშეკრულების პირობების საბოლოო ვარიანტი შეიძლება დაზუსტდეს და დაიხვეწოს ტენდერში
გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმების პროცესში
ქ. თბილისი --. წ.
1. ხელშეკრულების დამდები მხარეები
ერთის მხრივ ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“ (შემდგომში _ შემსყიდველი), წარმოდგენილი ---------
--- სახით და მეორეს მხრივ ------------ (“შემდგომში მიმწოდებელი”), წარმოდგენილი სახით,
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მათი გათვალისწინებით, შეთანხმდნენ შემდეგზე:
2. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი, შესყიდვის საშუალება, ხელშეკრულების ღირებულება და ხელშეკრულების მოქმედების ვადა
2.1 ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია - შემსყიდველის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების შეკეთება და
ტექნიკური მომსახურება, რომელიც მოცემულია მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (პრეისკურანტი), რაც დანართის სახით თან ერთვის ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
2.2 შესყიდვის საშუალება ელექტრონული ტენდერი.
2.3 ელექტრონული ტენდერის განცხადების ნომერი ----
2.4 პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაა -------- ლარი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
2.5 ხელშეკრულების საერთო სავარაუდო ღირებულება შეადგენს 130 000 (ასოცდაათი ათასი) ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით.
2.6 კლასიფიკატორის კოდი - 50112000.
2.7 ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ ხელმოწერიდან მდე/ჩათვლით.
2.8 ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულება არ ათავისუფლებს მხარეებს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულებისგან.
3. მომსახურების გაწევის პირობები
3.1 მომსახურება უნდა განხორციელდეს 2024 წლის 3 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის დავალების შესაბამისად, ეტაპობრივად.
3.2 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვის შემთხვევაში ჩაატაროს ავტომანქანის დათვალიერება არაუგვიანეს 1 კალენდარულ დღეში, რის შემდგომაც მხარეები არაუგვიანეს 1 კალენდარულ დღეში ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ახალი სათადარიგო ნაწილების (არამეორადი) დეტალური აღწერა, მათი ღირებულებები, აგრეთვე მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები (დეფექტური აქტის შედგენიდან: 1 კალენდარული დღე სავალ ნაწილებზე, 2-7 კლენდარული დღე ძრავის ნაწილებზე, 1-3 კალენდარული დღე სხვა ნაწილებზე); იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია ამ პუნქტში აღნიშნულ ვადებში აღმოფხვრას აღმოჩენილი ხარვეზი საკუთარი ხარჯებით.
3.3 ავტომანქანის მიღება უნდა განხორციელდეს ურიგოდ და ავტომანქანის დაზიანებული ნაწილები უნდა შეიცვალოს ახალი (არამეორადი) სათადარიგო ნაწილებით.
3.4 მეორადი ნაწილის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შემსყიდველის თანხმობით და მხოლოდ მაშინ, როცა მეორად სათადარიგო ნაწილზე გავრცელდება ხელშეკრულების მე-4 მუხლის მოთხოვნებით განსაზღვრული საგარანტიო ვადა და პირობები.
3.5 მეორადი ნაწილის შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში ფასი დგინდება მხარეთა შორის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით, რაზეც გაფორმდება შესაბამისი წერილობითი შეთანხმება და დაერთვება ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
3.6 პრეისკურანტით სითხის გამოცვლის მომსახურების ღირებულება გულისხმობს სრულად გამოცვლის ღირებულებას.
3.7 იმ შემთხვევაში თუ საჭიროა ძრავის კაპიტალური რემონტის ჩატარება ან დეფიციტური ნაწილის მიწოდება, შესაძლებელია მომსახურების ვადა განისაზღვროს შემსყიდველთან შეთანხმებით.
3.8 მომსახურების გაწევის ადგილები:
4. გასაწევი მომსახურების ხარისხი და საგარანტიო პირობები
4.1 მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს.
4.2 მიმწოდებლის მიერ შეცვლილ/შეკეთებულ სათადარიგო ნაწილებზე (გარდა ძირითადი აგრეგატების (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) ნაწილებისა) გარანტია ვრცელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში.
4.3 ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) გაწეული მომსახურების შემთხვევაში, შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე გარანტია ვრცელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში.
4.4 საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება სწრაფად ცვეთად დეტალებზე (გახურების ნათურები, ანთების სანთლები, გახურების სანთლები, დამცველები, სამუხრუჭე ხუნდები, ავტომატური კოლოფის გადაბმულობის ამყოლი და მიმყოლი რგოლები (ფრიქციონები), მინის მრეცხავები, ანთების საკონტაქტო ერთეულები და მტვერდამცავები (პილნიკები)) და იმ შემთხვევებზე, როდესაც დაზიანება გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციით.
4.5 იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად გაწეული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული/დეფექტიანი, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.
4.6 საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებლის მიერ არასრულყოფილად გაწეული მომსახურების ან/და შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე დეფექტის/წუნის გამოვლენის შემთხვევაში იგი უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს ახლით უსასყიდლოდ, ხელშეკრულების მე-3 მუხლში განსაზღვრული პირობების თანახმად.
5.ხელშეკრულების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება)
5.1 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პერიოდულ ინსპექტირებას და კონტროლს ნებისმიერ ეტაპზე ახორციელებს შემსყიდველი.
5.2 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებენ:
5.3 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით შემსყიდველი.
6. მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი
6.1 მომსახურების მიღება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით (შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.2 პუნქტში მითითებული პირები).
6.2 მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების პარალელურად, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად).
7. ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების ვალუტა
7.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.2 ანგარიშსწორება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
7.3 წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არ გამოიყენება.
8. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა (საჯარიმო სანქციები, ფორმა, ოდენობა, და გადახდის ვადები)
8.1 ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების სრულად შეუსრულებლობისთვის, არაჯეროვნად ან/და ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები.
8.2 ხელშეკრულების პირობების სრულად შეუსრულებლობისთვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%-ის ოდენობით.
8.3 ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისთვის მიმწოდებელს ყოველ კონკრეტულ ფაქტზე ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.5%-ის ოდენობით.
8.4 ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 10%-ის ოდენობით.
8.5 თუ შემსყიდველი არ ასრულებს წინამდებარე ხელშეკრულების 7.2 პუნქტის მოთხოვნებს, ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, მიმწოდებლის მიერ შესრულებული ვალდებულების მიხედვით ჩასარიცხი თანხის 0,02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
8.6 საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს ხელშეკრულების მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
8.7 დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების მხარეების მიერ უნდა მოხდეს წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.8 იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელს არ აქვს გადახდილი დაკისრებული პირგასამტეხლო სრულად, შემსყიდველი არ მოახდენს წინამდებარე ხელშეკრულების 7.2 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშსწორებას.
9. ხელშეკრულების შეწყვეტა
9.1 ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების სრულად შეუსრულებლობის, არაჯეროვნად ან/და ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.
9.2 შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ ის შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას არანაკლებ 10 (კალენდარული) დღით ადრე წერილობით შეატყობინებს მიმწოდებელს. შეტყობინებაში მიეთითება შეწყვეტის საფუძველი და ამოქმედების თარიღი.
9.3 ხელშეკრულების შეწყვეტისას მხარეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით.
9.4 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9.5 შემსყიდველს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ აგრეთვე: ა) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ ან მეტჯერ დარღვევის შემთხვევაში;
ბ) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
9.6 ამ მუხლის 9.5 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულება.
10. ფორს-მაჟორი
10.1 ფორს-მაჟორი - სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყრების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა, ემბარგოს დაწესება, ასიგნებების მკვეთრი შემცირება და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორს-მაჟორად არ ითვლება მიმწოდებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული. ამ დროს მხარეებს შორის ხელშეკრულების შესაბამისად გადასახდელ თანხაზე ფორს-მაჟორის შემთხვევაში გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება.
10.2 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას.
10.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
10.4 იმ შემთხვევაში თუ ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო, იცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
11. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
11.1 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით.
11.2 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
11.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობის გაზრდა.
12. უფლებების გადაცემა
12.1 ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი უფლება-მოვალეობების გადაცემა ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმებით (შემსყიდველი - მიმწოდებელი - მესამე პირი).
13. ფასები
13.1 ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
13.2 ხელშეკრულების ღირებულების პარამეტრების შეცვლა დაუშვებელია, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
13.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობის გაზრდა.
13.4 ხელშეკრულების ღირებულების შეცვლა ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
14. ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის
14.1 ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის გაგზავნის გზით იმ პირობით, რომ შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინება მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის გაგზავნის მეშვეობით.
14.2 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს.
15. სადავო საკითხების გადაწყვეტა
15.1 ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავები წყდება ურთიერთშეთანხმების გზით.
15.2 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეები მიმართავენ საქართველოს სასამართლოს.
16. სხვა პირობები
16.1. ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
16.2. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
16.3 მხარეები აუნაზღაურებენ ერთმანეთს მიყენებულ ზიანს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
16.4 ყველა ის საკითხი, რომელიც გათვალისწინებული არ არის ხელშეკრულებით რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
16.5. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილი მხარეთა მიერ.