–––––––––––––––––––––––––– სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით (კლასიფიკატორის (CPV) კოდი და კლასიფიკატორის დანაყოფი – 71300000 - საინჟინრო მომსახურებები, SPA––––––––––––––––– ) ვდებთ წინამდებარე...
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #
ქ. ნინოწმინდა 2018 წლის -------------
ერთის მხრივ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი (შემდგომში ,,შემსყიდველი’’) xxxxxxx xxxxxxxxx სახით და მეორეს მხრივ, ––––––––––––––––––––––––––––––––– (შემდგომში მომწოდებელი), –––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––– სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით (კლასიფიკატორის (CPV) კოდი და კლასიფიკატორის დანაყოფი – 71300000 - საინჟინრო მომსახურებები, SPA––––––––––––––––– ) ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1.გამოყენებული ტერმინების განმარტებები ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა
1.1 “ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ” (შემდგომში ხ“ელშეკრულება”) შემსყიდველ
ორგანიზაციასა და ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის დადებული ხელშეკრულება რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით.
1.2 “ხელშეკრულების ღირებულება” – ნიშნავს საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;
1.3 “შემსყიდველი ორგანიზაცია” (შემდგომში “შემსყიდველი”) – ნიშნავს ორგანიზაციას (დაწესებულებას), რომელიც ახორციელებს შესყიდვას;
1.4 “მიმწოდებელი” – ნიშნავს პირს, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება ტენდერში და ახორციელებს სამუშაოებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში;
1.5 “დღე”, “კვირა”, “თვე” ნიშნავს კალენდარულ დღეს, კვირას, თვეს. 1.6.,,მომსხურება’’ – ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგანი.
1.7. ,,ტექნიკური დავალება’’ – სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალება, რომელიც დაერტვება ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) მიერ გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესყიდვის საგანს წარმოადგენს: ქ. ნინოწმინდის #3 საჯარო სკოლის შენობის სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა.
2.2. შესყიდვის ობიექტის აღწერა მოცემულია ტექნიკურ დავალებაში და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1 ხლშეკრულების ღირებულება შეადგენს –––––––––––––– ლარს დღგ–ს გარეშე. მომწოდებლის მიერ გაწეული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
3.2. წინმდებარე ხელშეკრულების ფასის შეცვლა დაუშვებელია გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398–ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. მხარეთა ვალდებულებები
4.1. ,,მიმწოდებელი’’ ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების შესრულება დროულად და ხარისხიანად.
ბ) მიმწოდებელი ვალდებულია შედგენიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში მიაწოდოს შემსყიდვების სამსახურს
შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია (ანგარიშ–ფაქტურა, მიღება±ჩაბარება და ა.შ).
4.2. ,,შემსყიდველი’’ ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს მოწოდებული შესყიდვის ობიექტის წინამდებარე ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი და დადებითი შეფასების შემთხვევაში მისი მიღება.
ბ) განახორციელოს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებები.
5. სტანდარტები
5.1. ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ პირობებში მითითებულ სტანდარტებს.
6. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
6.1. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში განახორციელდება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
6.2. ინსპექტირებას განახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებით გათვალისწინებული ფიზიკურად შესრულებული სამუშაოს, მომსახურების და საქონლის შესყიდვის ინსპექტირების სამუშაო ჯგუფი – რომელიც შექმნილია მერის ბრძანების საფუძველზე.
6.3. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
6.5. ამ მუხლის არც ერთი პუნქტი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს მოცემული ხელშეკრულების გარანტიისა ან სხვა ვალდებულებებისაგან.
7. ხელშეკრულების ობიექტის ხარისხი
7.1. შესყიდვის ობიექტის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მოთხოვნებს.
7.2. შესყიდვის ობიექტს არ უნდა გააჩნდეს უფლებრივი ან/და ნივთობრივი ნაკლი, რომელიც აუარესებს მისი გამოყენების მაჩვენებელს.
7.3. მუშა პროექტები წარმოდგენილი უნდა იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დასრულებამდე 10 დღით ადრე, რათა მოხდეს პროექტის დეტალურად გაცნობა და მასში არსებული შესაძლო ხარვეზების დროული აღმოფხვრა.
7.4. შემსყიდველი ვალდებულია წერილობითი ფორმით დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს ხარვეზის აღმოჩენის შესახებ.
7.4. შეტყობინების მიღების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ მითითებულ ვადაში
აღმოფხვრას არსებული დეფექტები საკუთარი ხარჯით. თუ მიმწოდებელი ხარვეზის აღმოფხვრასთან დაკავშირებით მიღებული შეტყობინების შემდეგ არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, შემსყიდველს უფლება აქვს მიმწოდებლის ხარჯით უზრუნველყოს არსებული დეფექტების გამოსწორება.
8. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
8.1. შესყიდვის ობიექტი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
8.2. მიღება–ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
8.3. შესყიდვის ობეიექტის მიღებას აწარმოებს: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცით მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის სამსახური.
9. ანგარიშსწორება
9.1. ანგარიშსწორება ხორციელდება შემდეგი პირობებით:
ა) ანგარიშსწორების ვალუტა – ლარი.
ბ) ანგარიშსწორების ფორმა – უნაღდო, წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად.
9.2. მიმწოდებელი ვალდებულია შედგენიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში მიაწოდოს შემსყიდვების სამსახურს
შესყიდვის ობიექტის მიღება±ჩაბარებაზე გაფორმებული დოკუმენტაცია რომლის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის შემდეგ მოხდება ანგარიშსწორება.
9.3. შემსყიდველი იღებს ვალდბულებას გადაუხადოს მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის ღირებულება მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
10. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
10.1 თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი
შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
10.2 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.
11. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
11.1 არავითარი გადახრა ან ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორებების გარდა.
11.2 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
11.3 ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
11.4 ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
12. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
12.1 ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები.
12.2. თუ მიმწოდებელი:
ა) არ დაიწყებს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას სატენდერო წინადადებით გათვალისწინებულ ვადაში;
ბ) არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;
გ) სისტემატიურად ან/და უხეშად არღვევს ხელშეკრულების პირობებს, შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება; ასევე დააკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
12.3. შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება აგრეთვე:
ა) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
ბ) მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;
12.4. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მხარეებს ეკისრებათ პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტალურად დაუდასტურებელი შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,02 %–ის ოდენობით.
12.5. იმ შემთხვევაში თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 5 %–ს, მხარეებს აქვთ უფლება შეწყვიტონ ხელშეკრულება.
12.6. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 % ოდენობით.
12.7. საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
12. სადაო საკითხების გადაწყვეტა
13.1 შემსყიდველმა და მიმწოდებელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა პირდაპირი არაოფიციალური მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმებით მოაგვარონ ყველა უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული სხვა კომპონენტის ირგვლივ.
13.2 თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადაო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესის მიხედვით მიმართოს საქართველოს სასამართლოს.
14. ფორს-მაჟორი
14.1 ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორს-მაჟორული გარემოების შედეგი.
14.2 ამ მუხლის მიზნებისათვის “ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
14.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
15. ხელშეკრულების შეწყვეტა
15.1. შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება თუ მეორე მხარე ვერ უზრუნველყოფს თავისი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას, ან მოქმედი კანონმდებობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
15.2. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს აგრეთვე მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
16. ხელშეკრულების ენა
16.1 ხელშეკრულება დაწერილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი მაშინ მეორე ეგზემპლარი ითარგმნება მიმწოდებლისათვის მისაღებ ენაზე. ინტერპრეტაციისას ქართულ ენაზე დაწერილი ხელშეკრულება წარმოადგენს გადამწყვეტს. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მთელი წერილობითი მოლაპარაკებები და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც გაიცვლება მხარეთა შორის, უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ პირობებს.
17. შესყიდვის ობიექტის მოწოდების პირობები, ვადა და ადგილი
17.1. შესყიდვის ობიექტის მოწოდების პირობები:
– მიმწოდებელი პასუხისმგებელია სრულყოფილი საპროექტოʹსახრჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარისხიანად დამუშავებაʹშედგენაზე;
- დაგეგმარებულ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის დასრულებამდე საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით კონსულტაციის გაწევას ან/და მის კორექტირებას შემსყიდველის მიმართვის საფუძველზე დამატებითი ანაზღაურების გარეშე;
- მიმწოდებელმა პროექტის შედგენისას დეფექტური აქტები უნდა შეათანხმოს შემსყიდველ ორგანიზაციასთან;
- საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:
ა) თავფურცელს, ობიექტის დასახელებასა და მისამართს;
ბ) განმარტებით ბარათს (სამუშაოების აღწერილობა, პროექტის არსი, სარეაბილიტაციო ობიექტის ძირითადი პარამეტრები, სამუშაოთა ჩამონათვალი, მოცულობები და მშენებლობის ორგანიზაციის რეკომენდაციები);
გ) უწყისს (სამუშაოების მოცულობების კრებსით უწყისი)
დ) მშენებლობის ორგანიზაციას (ძირითადი მასალების ამონაკრები, საჭირო ტექნიკის ჩამონათვალი, მშენებლობის კალენდარული გრაფიკი);
ე) გრაფიკულ ნაწილს (გეგმა, სიტუაციური გეგმა, ჭრილები, კვანძები)
ვ) შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას (სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და საბაზრო ფასების გათვალისწინები.
ზ) მოქმედი სამშენებლო წესებითა და გავრცელებული პრაქტიკით გათვალისწინებულ სხვა აუცილებელ დოკუმენტებს.
– საპროექტო დოკუმენტაცია, შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა წარედგინოს დაბეჭდილად, ალბომური სახით, 5 (ხუთი) ეგზემპლარად და ელექტრონულ ვერსიად, კომპაქტ დისკით (PDF-ის, ხოლო ხარჯთაღრიცხვა ͣ dž-ĐისĞფůორ͞მატში).
– საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის ყველა ეტაპის მიმდინარეობა გამარჯვებულმა პრეტენდენტმა წინასწარ უნდა შეათანხმოს შემსყიდველს.
– საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარდგენამდე, ტენდერში გამარჯვებულმა, 10 (ათი)
დღით ადრე უნდა წარმოადგინოს პროექტის სამუშაო ვერსია განსახილველად.
– შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულების განსაზღვრისას ტენდერში გამარჯვებულმა უნდა იხელძღვანელოს Äსამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას
ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ³ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილებით.
– საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისას უნდა მოახდინოს მიწისქვეშა და მიწის ზედა კომუნიკაციების (ელექტრო გადამცემი ხაზების, მაგისტრალური გაზსადენების და სხვა) მდგომარეობის შესწავლა, გეგმებზე დატანა და შეთანხმება შესაბამის ორგანიზაციებთან.
– ტენდერში გამარჯვებული პრეტენდნეტი პასუხისმგებელია შესრულებული საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის სისწორეზე და სრულყოფილად დამუშავება-შედგენაზე. პრეტენდნეტის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილი ყველა, მათ შორის საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ეკუთვნის შემსყიდველს და რჩება მის საკუთრებაში.
17.2. შესყიდვის ობიექტის მოწოდების ვადაა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე. 17.3.შესყიდვის ობიექტის მოწოდების ადგილი: ქ. ნინოწმინდა, xxxxxxxx ქ.43.
18. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
18.1. ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი სხვა საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
18.2. მხარეთა შორის მიმოწერა ხორციელდება ქართულ ენაზე.
18.3. ხელშეკრულება შედგენილია 4 (ოთხი) ეგზემპლარად და ოთხივე ეგზემპლარს აქვს თანაბარი იურიდიულ ძალა და ინახება ხელმომწერ მხარეებთან.
18.4. ხელშეკრულება ძალაშია –––––––––––––––––––––––––––––––.
19. მხარეთა რეკვიზიტები
შემსყიდველი: მიმწოდებელი:
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი მის: ქ. ნინოწმინდა, xxxxxxxx ქ 43
ს/ს ,,ლიბერთი ბანკის’’ ნინოწმინდის ფილიალი ბანკის კოდი LBRTGE22
ა/ნ XX00XX0000000000000000
ს/კოდი 236689669
–––––––––––––––––––––––––––
ა. მოსოიან