მოსარგებლე - I და III სექციებისათვის არის მესაკუთრე, რომელიც უფლებამოსილია სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება ქონების დაზღვევის ხელშეკრულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ქონების დაზღვევის პირობები
# PRO/001/19
ტერმინთა განმარტებები:
მზღვეველი - სს “თიბისი დაზღვევა”.
დამზღვევი - ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ოჯახის წევრს, გააჩნია დაზღვეული ობიექტის შენარჩუნების ინტერესი და მითითებულია სადაზღვევო პოლისში როგორც დამზღვევი, აფორმებს ქონების დაზღვევის ხელშეკრულებას მზღვეველთან და პასუხისმგებელია სადაზღვევო პრემიის გადახდაზე.
მოსარგებლე - I და III სექციებისათვის არის მესაკუთრე, რომელიც უფლებამოსილია სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება ქონების დაზღვევის ხელშეკრულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მოსარგებლე - II სექციის მიზნებისათვის არის მესამე პირი, რომელიც სექცია II-ის
შესაბამისად უფლებამოსილია მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება.
მესაკუთრე - დაზღვევის ტერიტორიის კანონიერი მესაკუთრე.
სადაზღვევო თანხა / ანაზღაურების ლიმიტი - სადაზღვევო პოლისში მითითებული თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებშიც მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევისას გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება მოსარგებლეზე.
სადაზღვევო პერიოდი - პოლისში მითითებული დროის შუალედი, რომლის განმავლობაში მოქმედებს სადაზღვევო დაფარვა.
დაზღვეული ქონება - შიდა მოპირკეთება და შიგთავსი.
შიდა მოპირკეთება - კედლების საფარი, ჭერი, იატაკი, ფანჯრები, კარები,
ელექტრო, გაზის, გათბობის, წყლის (მათ შორის საკანალიზაციო) გაყვანილობები.
შიგთავსი - საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი, კერძოდ წინამდებარე პირობების დანართი N-1-ში განსაზღვრული ობიექტები.
სადაზღვევო შემთხვევა - დაზღვეულ ქონებაზე დაზღვეული რისკის ხდომილების შედეგად დამდგარი მოვლენა, რომლის შედეგად მესაკუთრეს (გარდა მეორე სექციით გათვალისწინებული დაფარვისა) წარმოეშობა სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
დაზღვეული რისკი - წინამდებარე პირობების თითოეული სექციის 1-ელ მუხლში მითითებული გაუთვალისწინებელი მოვლენა, რომლის დადგომამ შეიძლება გამოიწვიოს დაზღვეული ქონების დაზიანება ან განადგურება.
დაზღვევის ტერიტორია - სადაზღვევო პოლისში მითითებული მისამართი, სადაც მდებარეობს/განთავსებულია დაზღვეული ქონება და რომლის ფარგლებშიც მოქმედებს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული დაფარვა.
ფრანშიზა - პოლისში მითითებული თანხა, რომლის ფარგლებშიც მზღვეველი თავისუფალია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისგან და რომელიც აკლდება ასანაზღაურებელ თანხას თითოეულ და ყოველ შემთხვევაზე.
სადაზღვევო პრემია - დაზღვევის საფასური, რომელიც დამზღვევმა უნდა გადაუხადოს მზღვეველს სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული წესითა და ოდენობით.
აღდგენითი ღირებულება - დაზღვეული ქონების დაზიანებამდე არსებული მდგომარეობის აღსადგენად საჭირო თანხა, რომელიც მოიცავს სარემონტო სამუშაოებს (მასალის, ტრანსპორტირებისა და სერვისის ჩათვლით), სათადარიგო ნაწილებს, ნებისმიერ სხვა დანახარჯს, რომელიც აუცილებელია უშუალოდ სადაზღვევო შემთხვევამდე არსებული მდგომარეობის აღსადგენად. აღდგენითი ღირებულება არ მოიცავს დამატებით დანახარჯებს, რომელიც გამოწვეულია დაზღვეული ქონების რაიმე სახით ცვლილებით ან გაუმჯობესებით;
ჩანაცვლებითი ღირებულება - დაზიანებული ან განადგურებული დაზღვეული
ქონების მსგავსი მახასიათებლების მქონე ქონებით ჩანაცვლების ღირებულება.
მესამე პირი - ფიზიკური პირი, რომელიც არ წარმოადგენს დამზღვევს, მოსარგებლეს, ან მათ ოჯახის წევრს.
ოჯახის წევრი - დედა, მამა, xxxxxx, და, ძმა, შვილი, xxxx, ბებია, xxxxx, შვილიშვილი, xxxxxxxxxxx, დაზღვეულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირი.
დამქირავებელი - ფიზიკური პირი რომელსაც გაფორმებული აქვს იჯარის ხელშეკრულება დაზღვეული ქონების მესაკუთრესთან (იგულისხმება როგორც წერილობითი, ასევე ზეპირსიტყვიერი შეთანხმება).
დაუდევრობა - ქმედება, როდესაც პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.
ზოგადი დებულებები
მზღვეველი დამზღვევის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გასცემს დაზღვევის პოლისს, რომელიც წინამდებარე პირობებთან ერთად წარმოადგენს ქონების დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას.
მზღვეველი ვალდებულია, პოლისით განსაზღვრული სადაზღვევო პრემიის სანაცვლოდ და ამავე პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო თანხის ფარგლებში, დაფარული რისკების ხდომილების შედეგად სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, აუნაზღაუროს (გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება) მოსარგებლეს ზარალი, რომელიც შედეგად მოჰყვა დაზღვეული ქონების დაზიანებას ან განადგურებას.
დამზღვევი ვალდებულია მიაწოდოს მზღვეველს სრული და უტყუარი ინფორმაცია დასაზღვევი ქონების შესახებ, ასევე ნებისმიერი სხვა, მზღვეველის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს რისკის ხარისხის შეფასებისა და შესაძლო ზარალის მოცულობის განსაზღვრისთვის.
სადაზღვევო დაფარვა მოქმედებს მხოლოდ პოლისში მითითებული დაზღვევის ტერიტორიაზე, დაზღვეული ქონების სხვა ტერიტორიაზე გადაადგილების დროს სადაზღვევო დაფარვა არ იმოქმედებს.
სადაზღვევო შემთხვევებად ითვლება მხოლოდ ის მოვლენები, რომელიც დადგა პოლისში მითითებული სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან არაუგვიანეს პოლისში მითითებული სადაზღვევო პერიოდის დასრულებამდე.
სექცია I - ქონების დაზღვევა
1. დაზღვეული რისკები
- პოლისში მითითებული ქონება დაზღვეულია ქვემოთ ჩამოთვლილი რისკებისაგან:
1.1. ხანძარი, მეხის დაცემა, აფეთქება, კვამლით დაზიანება
- ხანძარი წინამდებარე პირობების მიზნებისთვის, ნიშნავს ცეცხლის წარმოქმნას, რომელიც ვრცელდება დამოუკიდებლად, იმ ადგილების გარეთ, რომლებიც განკუთვნილია ამ ცეცხლის გასაჩაღებლად და შესანარჩუნებლად. ხანძარი ასევე ფარავს ელექტრო გაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლით წარმოქმნილი ცეცხლით მიყენებულ ზიანს.
- აფეთქება, აირის ან ორთქლის წნევის ძალის უეცარი და დამანგრეველი გამოვლინება.
- მეხის დაცემა წინამდებარე პირობების მიზნებისთვის, ნიშნავს ელექტრულ ნაპერწკლოვან განმუხტვას, რა დროსაც დენი გადის დაზღვეულ ქონებაში და იწვევს მის დაზიანებას ან ხანძარს.
1.2. ქურდობა დაზღვევის ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგო შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა, მესამე პირის მიერ ჩადენილი ვანდალიზმი (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება ან განადგურება), რაც უნდა დასტურდებოდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტით.
- წინამდებარე დაფარვიდან გამონაკლისია ქონების დაკარგვა ან გაუჩინარება დაუდგენელ ვითარებაში, როდესაც შსს-ს მიერ არ დასტურდება
1.2 უნქტით გათვალიწინებული რომელიმე ქმედება.
1.3. სეტყვა, წყალდიდობა, ძლიერი ქარი (ჰაერის მასების მოძრაობა 25 მ/წმ ზე
მეტი სიჩქარით)
- წინამდებარე დაფარვიდან გამონაკლისია ზარალი, გამოწვეული დაზღვეულ ნაგებობაში თოვლის ან სეტყვის შეღწევით ღია ფანჯრებიდან, კარებიდან, ხვრელიდან (რომლებიც გაკეთებულია განზრახ ან წარმოქმნილია სიძველიდან გამომდინარე ან სამშენებლო დეფექტით).
- წინამდებარე დაფარვიდან გამონაკლისია აივნის დაზიანება, გამოწვეული სეტყვით ან წყალდიდობით ან ძლიერი ქარით.
1.4. მილსადენების და ელექტრო გაყვანილობის მწყობრიდან უეცარი და
მოულოდნელი გამოსვლა
- წინამდებარე დაფარვიდან გამონაკლისია მოხმარების დადგენილი ნორმების დაუცველობით გამოწვეული ზიანი, ცვეთადი და ცვლადი ნაწილების შეცვლის ხარჯები.
1.5. მეზობელი ფართიდან შემოსული წყლით დაზღვეული ქონების დაზიანება ან განადგურება.
1.6. საერთო სარგებლობაში არსებული წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო მილსადენების მწყობრიდან გამოსვლით დაზღვეული ფართის დაზიანება
- მზღვეველი წინამდებარე რისკით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების გაცემის შემდეგ, იტოვებს უფლებას უარი განაცხადოს იგივე რისკით გამოწვეული ნებისმიერი მომდევნო ზარალის ანაზღაურებაზე, თუ პირველი ანაზღაურების გაცემის შემდეგ არ მოხდება საერთო სარგებლობაში არსებული მილსადენების შეკეთება. დამზღვევი ვალდებულია წერილობითი სახით (მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ელ. ფოსტით) შეატყობინოს მზღვეველს მილსადენების შეკეთების შესახებ. შეტყობინების მიღების შემდეგ, მზღვეველი უფლებამოსილია გონივრულ ვადებში შეამოწმოს შეკეთებული მილსადენების მდგომარეობა.
2. სექცია I-ით დაზღვევას არ ექვემდებარება:
2.1. ნაღდი ფული, აქციები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები, ხელნაწერები, ფოტოსურათები, ნეგატივები, სქემები, ნახაზები და სხვა დოკუმენტები, ბუღალტრული, საქმიანი წიგნები და მასში არსებული ინფორმაცია;
2.2. მოდელები, მაკეტები, ნიმუშები, ფორმები და მსგავსი;
2.3. ძვირფასი ლითონის ნაკეთობანი, ძვირფასი ქვები, ანტიკვარიატი, ნებისმიერი სახის კოლექცია და საკოლექციო ექსპონატი ასევე ნახატები, სურათები, სკულპტურები და სხვა ხელოვნების ნიმუშები;
2.4. ინფორმაციის მატარებლები; კომპიუტერული პროგრამები,
ელექტროინფორმაციის დროებითი შენახვის და გადატანის საშუალებები;
2.5. საბრძოლო მასალა და სარეწი იარაღები, ფეთქებადი ნივთიერებები;
2.6. დაზღვეული ქონების გარეთ მდებარე ელექტრო გადამცემი და გამანაწილებელი ხაზები;
2.7. ცხოველები, ფრინველები, ნარგავები, მარცვლოვანი კულტურები;
2.8. შენობის გარე ფასადზე დამონტაჟებული / განთავსებული ქონება (მათ შორის ტენტები), გარდა გათბობა -გაგრილების სისტემებისა;
2.9. კვების პროდუქტები;
2.10. ქონება, რომელიც მდებარეობს დაზღვევის ტერიტორიაზე, მაგრამ არ ეკუთვნის
მესაკუთრეს (მათ შორის შესანახად მიბარებული ქონება);
2.11. უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ ავარიულად აღიარებულ შენობაში განთავსებული ქონება;
2.12. ქონება, რომელიც არ გამოიყენება საყოფახცოვრებო მიზნით, მათ შორის: ავტო-ფარეხი, საცურაო აუზი, საცხოვრებელ სახლში მეზობლების საერთო სარგებლობაში მყოფი ქონება, სამეურნეო ნაგებობი ან ნებისმიერი ნაგებობა, რომელიც არ არის განკუთვნილი საცხოვრებლად;
2.13. მხატვრულად დამუშავებული მინები;
3. სადაზღვევო ანაზღაურების გამოთვლის წესი
სადაზღვევო შემთხვევის დროს მზღვეველის მიერ ანაზღაურება ხორციელდება შემდეგი პრინციპის შესაბამისად:
3.1. დაზღვეული ქონების დაზიანების შემთხვევაში – გაიცემა მის დაზიანებამდე არსებული მდგომარეობის აღსადგენად საჭირო თანხა, მაგრამ არაუმეტეს პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო თანხისა;
3.2. მზღვეველი უფლებამოსილია დაზიანებული ქონების სახეობიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომელი ღირებულებით იხელმძღვანელებს ანაზღაურების გაცემისას: დაზიანებული ქონების აღდგენითი ღირებულებით, თუ ჩანაცვლებითი ღირებულებით.
3.3. მზღვეველის მიერ გასაცემ სადაზღვევო ანაზღაურების თანხას აკლდება პოლისით გათვალისწინებული პრემიის გადაუხდელი ნაწილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3.4. სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანების/განადგურების შემთხვევაში, მზღვეველი დაეყრდნობა სადაზღევო შემთხვევის მომენტისთვის ავეჯის / საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმდინარე საბაზრო ღირებულებას, ამასთან ანაზღაურება ერთეული საყოფაცხოვრებო ტექნიკის / ავეჯისათვის არ გადააჭარბებს წინამდებარე პირობების დანართ N 1- ში მოცემულ ლიმიტებს.
3.5. თუ აღმოჩნდა, რომ დაზიანდა ან განადგურდა ისეთი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ან/და ავეჯი, რომლის ღირებულებაც აღემატება წინამდებარე პირობების დანართი N 1 - ში მითითებული ერთეული ტექნიკისა ან/და ავეჯის ქვე-ლიმიტს, მზღვეველი იმოქმედებს 4.9 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად.
3.6. თუ სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში მზღვეველი გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას, სადაზღვევო თანხა შემცირდება გადახდილი ანაზღაურების ოდენობით. სადაზღვევო თანხა ითვლება შემცირებულად სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღიდან.
3.7. წინამდებარე სექციით ანაზღაურების გაცემისას მზღვეველი დაეყრდნობა მის მიერ შერჩეული დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ მომზადებულ დასკვნას სადაზღვევო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებთან, გარემოებებთან და დამდგარი ზარალის მოცულობასთან დაკავშირებით.
4. მხარეთა ვალდებულებები სადაზღვევო შემთხვევის დროს
4.1. სადაზღვევო შემთხვევის დროს დამზღვევი ვალდებულია შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან დაუყოვნებლივ შეატყობინოს მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის შესახებ ცხელ ხაზზე - 2 42 22 22. აღნიშნული შეტყობინება წერილობით უნდა იყოს დადასტურებული სადაზღვევო შემთხვევის ცხელ ხაზზე დაფიქსირებიდან 72 საათის განმავლობაში.
4.2. დამზღვევი ვალდებულია შეასრულოს მზღვეველის წარმომადგენლისგან
მიღებული მითითებები დამდგარ სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით.
4.3. დამზღვევი ვალდებულია გამოიძახოს საპატრულო პოლიცია მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების (ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი) შემთხვევაში, ხოლო ხანძრის ან აფეთქების შემთახვევაში, მიმართოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს (საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სახანძრო დეპარტამენტი, საავარიო სამსახური).
4.4. დამზღვევი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა სადაზღვევო შემთხვევის დროს ზარალის შემცირების ან დაზღვეული ქონების გადარჩენის მიზნით; სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით დამზღვევის მიერ გასაღები ყველა ხარჯი წინასწარ უნდა იქნას შეთანხმებული მზღვეველთან წერილობითი სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში მზღვეველი იტოვებს უფლებას უარი განაცხადოს ასეთი ხარჯების ანაზღაურებაზე.
4.5. დამზღვევი ვალდებულია შესაძლებლობის ფარგლებში შეინარჩუნოს დაზიანებული ქონება მზღვეველის წარმომადგენლების მისვლამდე იმ სახით, როგორშიც ის აღმოჩენილ იქნა სადაზღვევო შემთხვევის შემდგომ. მზღვეველის წარმომადგენელს უნდა მიეცეს საშუალება დაათვალიეროს/დაასურათოს სადაზღვევო შემთხვევის ადგილი და დაზიანებული ქონება.
4.6. დამზღვევი ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას წარუდგინოს მზღვეველს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება სადაზღვევო შემთხვევის დეტალური
აღწერით;
ბ) მოსარგებლის მიერ დაზღვევის ტერიტორიის კანონიერი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ან კერძო უწყებების მიერ (შსს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მეტეოროლოგიური ცენტრი, სახანძრო სამსახური) გაცემული დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება სადაზღვევო რისკის ხდომილების ფაქტი და მისი გამომწვევი მიზეზები;
დ) კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, მზღვეველის მიერ მოთხოვნილი ყველა სხვა დამზღვევისთვის ხელმისაწვდომი საბუთი, რომელიც აუცილებელია შემთხვევის გარემოებების დასადგენად და მიყენებული ზიანის დასაანგარიშებლად.
4.7. იმ შემთხვევაში თუ დამზღვევი არ ასრულებს 4.6 პუნქტით გათვალისწინებული
პირობებს, მზღვეველი იტოვებს უფლებას უარი თქვას სადაზღვევო
ანაზღაურების გაცემაზე;
4.8. იმ შემთხვევაში, თუ დაზღვევის ტერიტორია მდებარეობს შენობის ბოლო სართულზე და მზღვეველმა აანაზღაურა ზარალი, რომელიც გამოწვეული იყო დაზღვეული რისკითა და შენობის სახურავის დაზიანებით, მზღვეველი არ აანაზღაურებს ნებისმიერ მომდევნო ზარალს ან ზიანს, თუ უკვე ანაზღაურებული ზარალის შემდეგ არ მოხდა დაზიანებული სახურავის შეკეთება. დამზღვევი ვალდებულია შეატყობინოს მზღვეველს სახურავის შეკეთების შესახებ. შეტყობინების მიღების შემდეგ, მზღვეველი უფლებამოსილია შეამოწმოს შეკეთებული სახურავის მდგომარეობა;
4.9. ზარალის დროს თუ აღმოჩნდა, რომ დაზიანდა ან განადგურდა ისეთი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ან/და ავეჯი, რომლის ღირებულებაც აღემატება წინამდებარე პირობების დანართი N 1 - ში მითითებული ერთეული ტექნიკისა ან/და ავეჯის ქვე-ლიმიტს, დამზღვევი უფლებამოსილია წარმოუდგინოს მზღვეველს ასეთი დაზიანებული/განადგურებული ნივთის შეძენის დამადასტურებელი საბუთი, ხოლო მზღვეველი თავის მხრივ ვალდებულია გასცეს ანაზღაურება ასეთი დაზიანებული ნივთის საბაზრო ღირებულების მიხედვით, რომელიც დადგინდება სადაზღვევო შემთხვევის ხდომილების თარიღის შესაბამისად. დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის დაზიანებული ობიექტების შეძენის საბუთებში დაფიქსირებული ღირებულებების ჯამური ოდენობის მიუხედავად, მზღვეველის მიერ გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურება სრული სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში არცერთ შემთხვევაში არ გადააჭარბებს შიგთავსის დაზღვევისთვის პოლისით დადგენილ ანაზღაურების მაქსიმალურ (ჯამურ) ლიმიტს.
4.10. დამზღვევი ვალდებულია ნებისმიერ დროს უზრუნველყოს მზღვეველის, მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის, მზღვეველის მიერ დანიშნული ნებისმიერი ექსპერტისა და შემფასებლის მიერ დაზღვეული ქონების დათვალიერება;
4.11. მზღვეველი ვალდებულია შეისწავლოს დაზღვეული ქონების განადგურების/დაზიანების გამომწვევი მიზეზები და გარემოებები სადაზღვევო შემთხვევის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;
4.12. მზღვეველი უფლებამოსილია დაზიანებული/განადგურებული ქონების დათვალიერების შემდეგ მოითხოვოს დამზღვევისგან წინამდებარე პირობების
4.6 პუნქტში ჩამოთვლილი საბუთების წარმოდგენა;
4.13. დამზღვევის მიერ დოკუმენტაციის სრულიად წარმოდგენის შემდეგ, მზღვეველი ვალდებულია განახორციელოს ზარალის შეფასება, მიიღოს გადაწყვეტილება ზარალის ანაზღაურებაზე ან დასაბუთებულად უარი თქვას ანაზღაურების გაცემაზე;
4.14. ზარალის ანაზღაურება გაიცემა ორივე მხარის მიერ სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტზე ხელმოწერიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
4.15. მზღვეველი დამზღვევთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას სადაზღვევო ანაზღაურების ფორმასთან დაკავშირებით: დაზიანებული ქონების შეკეთების/აღდგენის ხარჯები გადარიცხოს პირდაპირ სარემონტო კომპანიის ანგარიშზე, თუ მოახდინოს ანაზღაურება უშუალოდ დამზღვევის ანგარიშზე;
4.16. სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა შემციდება ფრანშიზისა და დარჩენილი გადაუხდელი ჯამური პრემიის გათვალისწინებით;
4.17. თუ შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, მზღვეველი იღებს ვალდებულებას დამზღვევის მოთხოვნის შემთხვევაში წერილობით შეატყობინოს დამზღვევს უარი სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე შესაბამისი მიზეზის მითითებით ყველა მოთხოვნილი საბუთის მიღებიდან 14
(თოთხმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში;
4.18. მზღვეველი უფლებამოსილია გადაავადოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა, იმ შემთხვევაში, თუ დამზღვევის ან მოსარგებლის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ.
5. სუბროგაციის წესი
5.1. მზღვეველის მიერ ზარალის ანაზღაურებისათვის გადახდილი თანხების ფარგლებში მასზე გადადის მესაკუთრის უფლება ზარალზე პასუხისმგებელი მესამე პირისაგან მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ზარალზე პასუხისმგებელმა მესამე პირმა ზიანი გამოიწვია განზრახი ქმედებით. ასეთი უფლების არსებობის შემთხვევაში, დამზღვევი/მესაკუთრე ვალდებულია სრულად ითანამშრომლოს მზღვეველთან ამ უფლების გამოყენების/რეალიზების მიზნებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მზღვეველი იტოვებს უფლებას უარი განაცხადოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე ან მოითხოვოს გაცემული სადაზღვევო ანაზღაურების უკან დაბრუნება.
სექცია II - მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა
1. დაფარული რისკი:
- მესაკუთრეზე დაკისრებული სამოქალაქო პასუხისმგებლობა მესამე პირის ქონებრივი ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია დაზღვეული ქონების დაუდევრად ფლობითა და განკარგვით.
1.1. მზღვეველი გადაიხდის იმ თანხას, რომლის გადახდის პასუხისმგებლობაც მესაკუთრეს სამართლებრივად დაეკისრება მესამე პირისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანისთვის, რომელიც არ წარმოადგენს გამონაკლისს წინამდებარე პირობების მიხედვით.
1.2. მესაკუთრეზე დაკისრებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს საერთო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება. მზღვეველი უფლებამოსილია გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი საბუთებით და შემთხვევის გარემოებებით დგინდება მესაკუთრის ცალსახა პასუხისმგებლობა მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის გამო.
1.3. მზღვეველი უფლებამოსილია წარმოადგინოს მესაკუთრის ინტერესები სასამართლო დავის დროს, თუმცა მზღვეველი არ არის ვალდებული დაიცვას მესაკუთრის ინტერესები ისეთი ქონებრივი ზიანისთვის, რომელთა დაფარვასაც არ მოიაზრებს წინამდებარე დაზღვევა.
1.4. წინამდებარე დაზღვევა ფარავს მესამე პირის ქონებრივ ზიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:
1.4.1. ქონებრივი ზიანი გამოწვეულია შემთხვევით, რომელსაც ადგილი
ჰქონდა დაზღვევის ტერიტორიის ფარგლებში.
1.4.2. ქონებრივ ზიანს ადგილი ჰქონდა პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო პერიოდის ფარგლებში.
1.4.3. მზღვეველისთვის ანაზღაურების მოთხოვნა წარდგენილია სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში, ამასთან თუ სადაზღვევო შემთხვევა მოხდა სადაზღვევო პერიოდის ბოლო კალენდარულ დღეს, დამზღვევს ეძლება დამატებითი 24 საათიანი ვადა შესაბამისი შეტყობინების გაკეთების მიზნით;
1.4.4. თუ მესაკუთრესა და მესამე პირს შორის ზიანთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამართლებრივი დავა, მაშინ მესაკუთრის წინააღმდეგ სარჩელი შეტანილი უნდა იყოს საქართველოს სასამართლოში ან საქართველოში მოქმედ არბიტრაჟში.
1.5. სასამართლოს დავის გარეშე, მესაკუთრეს არ აქვს უფლება მზღვეველის წერილობითი თანხმობის გარეშე მესამე პირების წინაშე აიღოს თავის თავზე სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა.
2.პასუხისმგებლობის ლიმიტი
2.1. მზღვეველის მიერ ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა შემოიფარგლება
სადაზღვევო პოლისში დაფიქსირებული პასუხისმგებლობის ჯამური ლიმიტით.
2.2. ჯამური ლიმიტი წარმოადგენს იმ მაქსიმალურ თანხას, რომელსაც მზღვეველი ჯამურად გადაიხდის სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში წინამდებარე პირობების მეორე სექციით დაფარული რისკის დადგომის შემთხვევაში.
2.3. მზღვეველის მიერ მოსარგებლისათვის გაცემული ყველა ანაზღაურება შეამცირებს პოლისის სადაზღვევო ლიმიტს გაცემული თანხების ოდენობით.
3.სექცია II არ ფარავს პასუხისმგებლობას ქონებრივ ზიანზე, რომელიც მიადგა:
3.1. მესაკუთრის საკუთრებას, მის მიერ იჯარით აღებულ ან ფაქტობრივად
დაკავებულ ქონებას;
3.2. მესაკუთრის მიერ მიტოვებულ, ან მესამე პირისთვის გადაცემულ უძრავ
ქონებას, თუ ზარალი გამოწვეულია ასეთი ქონებით ან მისი ნაწილით;
3.3. ისეთ ქონებას, რომელიც მიბარებული აქვს მესაკუთრეს (მიბარებული ქონება);
3.4. იმ პირის პირად საკუთრებაში არსებულ ქონებას, რომელსაც სარგებლობის უფლებით აქვს აღებული დაზღვევის ტერიტორია;
3.5. მესამე პირის ქონებას დამზღვევის განზრახ ქმედების ან უხეში
გაუფრთხილებლობის შედეგად.
3.6. სექცია II-ით ასევე არ იფარება:
3.6.1. მესამე პირის ჯანმრთელობაზე მიყენებული ნებისმიერი ზიანი;
3.6.2. მორალური ზიანი;
3.6.3. პასუხისმგებლობა ნებისმიერი სახის ჯარიმაზე;
3.6.4. მიუღებელი შემოსავალი.
4. სადაზღვევო ანაზღაურება
4.1. დამზღვევი ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის შეტყობისთანავე, დაუყოვნებლივ, შეატყობინოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებსა და მზღვეველს პოლისში მითითებულ ცხელი ხაზის ნომერზე - 2 42 22 22;
4.2. ზარალის ანაზღაურება გაიცემა მხარეების მიერ სადაზღვევო შემთხვევის
დარეგულირების აქტზე ხელმოწერიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
4.3. სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს მზღვეველს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:
4.3.1. წერილობითი განცხადება სადაზღვევო შემთხვევის აღწერით;
4.3.2. დაზარალებული პირების იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტები, საკუთარი უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში.
4.3.3. სადაზღვევო შემთხვევის ადგილას გამოძახებული საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი შესაბამისი დოკუმენტი.
4.3.4. უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ან კერძო უწყებების მიერ (შსს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მეტეოროლოგიური ცენტრი, სახანძრო სამსახური) გაცემული დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება სადაზღვევო რისკის ხდომილების ფაქტი და მისი გამომწვევი მიზეზები;
4.3.5. შეტყობინება დაზარალებული მესამე პირის (პირების) მიერ პრეტენზიის წაყენების შესახებ;
4.3.6. თუ მოსარგებლის გარდაცვალების გამო, სადაზღვევო ანაზღაურებას იღებს სხვა პირი, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მოსარგებლის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების მიღების უფლებამოსილებას (სამკვიდრო მოწმობა) და რომელიც განსაზღვრავს მემკვიდრის წილს მამკვიდრებლის სამკვიდროში;
4.3.7. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრესა და დაზარალებულს შორის მიმდინარეობს დავა მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით - ანაზღაურების გაცემის საფუძველია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს მესაკუთრის პასუხისმგებლობის დადგომას მესამე პირთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე; ამასთან, ანაზღაურების გაცემის საფუძველი არ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც მესაკუთრე საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე თავად ცნობს სარჩელს ან მის ნაწილს, მზღვეველთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების გარეშე;
4.3.8. მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი.
4.3.9. კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, მზღვეველის მიერ მოთხოვნილი ყველა სხვა საბუთი, რომელიც აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის გარემოებების დასადგენად და მიყენებული ზიანის დასაანგარიშებლად.
სექცია III - იჯარით გაცემული ქონების დაზღვევა
1. იმ შემთხვევაში თუ მესაკუთრე იჯარით გასცემს (აქირავებს) დაზღვევის ტერიტორიას მესამე პირებზე და შესაბამისი ჩანაწერი გაკეთებულია სადაზღვევო პოლისში:
1.1. I-ლი სექციით გათვალისწინებულ დაფარულ რისკებს ემატება:
- დამქირავებლის მიერ დაქირავებული ქონების დაზიანება მისი დაუდევრად ფლობის და განკარგვის შედეგად;
2. III სექციით არ იფარება თავად დამქირავებლის საკუთრებაში არსებული ქონებისთვის მიყენებული ნებისმიერი ზიანი;
3. სუბროგაციის უფლება
3.1. მოსარგებლისათვის სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემდეგ, გაცემული ანაზღაურების ფარგლებში ზიანზე პასუხისმგებელი პირის (დამქირავებლის) მიმართ მოთხოვნის უფლება გადადის მზღვეველზე.
3.2. დამზღვევი/მესაკუთრე ვალდებულია მზღვეველს გადასცეს ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია, რაც აუცილებელია მზღვეველის მიერ ზიანზე პასუხისმგებელი პირის მიმართ მოთხოვნის წაყენებისთვის.
3.3. დამზღვევი/მესაკუთრე ვალდებულია საკუთარი უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში ხელი შეუწყოს მზღვეველს მის მიერ სუბროგაციის უფლების განხორციელებაში.
3.4. იმ შემთხვევაში, თუ დამზღვევი უარს იტყვის მზღვეველისათვის ზიანზე პასუხისმგებელი მესამე პირის (დამქირავებლის) მიმართ რეგრესული მოთხოვნის უფლების გადაცემაზე ან სუბროგაციის უფლების გამოყენება შეუძლებელი გახდება დამზღვევის/მესაკუთრის ქმედებით, მზღვეველი თავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო თუ უკვე გადახდილი აქვს, წარმოეშოება უფლება მოითხოვოს გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურების უკან დაბრუნება.
4. II სექციით გათვალისწინებულ დაფარულ რისკებს ემატება:
- მესაკუთრეზე დაკისრებული სამოქალაქო პასუხისმგებლობა
დამქირავებლის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია
- დაზღვევის ტერიტორიაზე, დამზღვევის მიერ დაზღვეული ქონების დაუდევრად ფლობითა და განკარგვით;
4.1. II სექციის დაფარვიდან გამონაკლისია:
4.1.1. დამქირავებლის გარდაცვალება;
4.1.2. დამქირავებლის შრომისუუნარობა.
5. სუბროგაციის უფლება
5.1. მოსარგებლისათვის სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემდეგ, გაცემული ანაზღაურების ფარგლებში ზიანზე პასუხისმგებელი პირის (დამქირავებლის) მიმართ მოთხოვნის უფლება გადადის მზღვეველზე.
5.2. დამზღვევი/მესაკუთრე ვალდებულია მზღვეველს გადასცეს ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია, რაც აუცილებელია მზღვეველის მიერ ზიანზე პასუხისმგებელი პირის მიმართ მოთხოვნის წაყენებისთვის.
5.3. დამზღვევი/მესაკუთრე ვალდებულია საკუთარი უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში ხელი შეუწყოს მზღვეველს მის მიერ სუბროგაციის უფლების განხორციელებაში.
5.4. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე უარს იტყვის მზღვეველისათვის ზიანზე პასუხისმგებელი მესამე პირის (დამქირავებლის) მიმართ რეგრესული მოთხოვნის უფლების გადაცემაზე ან სუბროგაციის უფლების გამოყენება შეუძლებელი გახდება დამზღვევის/მესაკუთრის ქმედებით, მზღვეველი
თავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო თუ უკვე გადახდილი აქვს, წარმოეშვება უფლება მოითხოვოს გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურების უკან დაბრუნება.
საერთო პირობები
1. საერთო გამონაკლისები
წინამდებარე დაზღვევით არ ანაზღაურდება ზიანი, რომელიც გამომდინარეობს ან დაკავშირებულია შემდეგ მოვლენებთან:
1.1. ომი (გამოცხადებული და გამოუცხადებელი), შემოჭრა, ნებისმიერი სახის საომარი ქმედებები და მათი შედეგები, სამოქალაქო ომი, ამბოხება, სამოქალაქო მღელვარება, შეიარაღებული აჯანყება, რევოლუცია, ნებისმიერი აღიარებული ან არაღიარებული ხელისუფლების შეიარაღებული ძალების თავდასხმა; სამხედრო ღონისძიებები; რევოლუცია, ამბოხი, ტერორისტების (მათთან დაკავშირებული პირების) ქმედებები; ასევე მათ ჩახშობაზე მიმართული ხელისუფლების ქმედებები, სახელმწიფო ხელისუფლების მიერ გამოცხადებული განსაკუთრებული, საგანგებო, სამხედრო მდგომარეობა, გაფიცვები;
1.2. ქონების კონფისკაცია, რეკვიზიცია, ექსპროპრიაცია, ნაციონალიზაცია, დაყადაღება, სამხედრო ან სამოქალაქო ხელისუფლების განკარგულებით/ბრძანებით დაზღვეული ქონების განადგურება, ჩამორთმევა ან დაზიანება;
1.3. ამორტიზაცია, ცვეთა, კოროზია, ეროზია, ჟანგვა, ნალექების დაგროვება, დანესტიანება;
1.4. შინაური ცხოველების/ფრინველების, ქვეწარმავლების, მწერების,
მღრღნელების ან სხვა მავნებლების მიერ გამოწვეული დაზიანება;
1.5. დაზიანება გამოწვეული ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ალკოჰოლური ნივთიერებათა ზემოქმედების ქვეშ მყოფი დამზღვევის, მესაკუთრის ან მათი ოჯახის წევრის ქმედებით;
1.6. დამზღვევის, მესაკუთრის ან მათი ოჯახის წევრების, მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დაზღვეული ქონების დაზიანება.
1.7. საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლის დეფექტები ან მომწოდებლის მიერ
გაცემული გარანტიით დაფარული ხარჯები;
1.8. პროგრამული უზრუნველყოფის დაზიანებით/განადგურებით გამოწვეული ზარალი, მათ შორის ინფორმაციის აღდგენის ხარჯები.
1.9. სადაზღვევო პერიოდის ძალაში შესვლამდე არსებული შემთხვევები და ასევე სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე დაფიქსირებული მოვლენით გამოწვეული ზიანი (რომელიც ცნობილი უნდა ყოფილიყო დამზღვევისთვის);
1.10. დაზღვევის ტერიტორიაზე მიმდინარე სარემონტო/სამშენებლო/სამონტაჟო ან სხვა სახის სამუშაოებით გამოწვეული ნებისმიერი სახის ზიანი;
1.11. სადაზღვევო პერიოდში გამოვლენილი დაზღვეული შენობის მშენებლობის, საინჟინრო ან სხვაგვარი დეფექტი;
1.12. დაზღვეული ქონების ნებისმიერი სახის შინაგანი მექანიკური დაზიანება და მწყობრიდან გამოსვლა, არაპირდაპირი ზარალი გამოწვეული დაზღვეული რისკების შედეგად;
1.13. ზიანის პროვოცირება, ინსცენირება ან გაყალბებული დოკუმენტების
წარმოდგენა;
1.14. ზიანი, რომელიც დადგა დაზღვეული ქონების უწყვეტად 30 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის დროს;
1.15. დაზღვეულისგან განსხვავებული რისკით გამოწვეული ზიანი;
2. სადაზღვევო პრემია
2.1. დამზღვევის მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობა და გადახდის გრაფიკი მითითებულია სადაზღვევო პოლისში.
2.2. თუ დამზღვევი პირველ (მრავალჯერადი გადახდების შემთხვევაში) ან ერთჯერად სადაზღვევო პრემიას (ერთჯერადი გადახდის შემთხვევაში) სრულად არ გადაიხდის სადაზღვევო პერიოდის დაწყების თვის შემდგომი კალენდარული თვის 01 რიცხვამდე, პოლისი ავტომატურად ჩაითვლება გაუქმებულად მისი გაცემის თარიღიდან. პრემიის პირველი ან ერთჯერადი შენატანის გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია ვალდებულების შესრულებისგან.
2.3. სადაზღვევო პოლისზე მრავალჯერადი გადახდის შემთხვევაში, პოლისში მითითებული სადაზღვევო პრემიის გადახდის გრაფიკის დარღვევის/ვადაგადაცილებისას (იგულისხმება გრაფიკით გათვალისწინებული ნებისმიერი გადახდა, გარდა პირველი გადახდისა), დამზღვევს დამატებით აქვს ორკვირიანი ვადა გადახდის შესასრულებლად. ამასთან, თუ პრემია არ იქნება გადახდილი, პოლისში მითითებული გადახდის თარიღის გადაცილებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის გასვლისთანავე (ოცდამეათე კალენდარული დღის 24 საათზე), მზღვეველის მიერ ცალმხრივად შეწყდება სადაზღვევო ხელშეკრულება/პოლისი და წინამდებარე ქვეპუნქტში ზემოთ ნახსენები დამატებითი ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგ პოლისის შეწყვეტამდე მომხდარი შემთხვევები ანაზღაურებას არ დაექვემდებარება.
3. სადაზღვევო ხელშეკრულების შეწყვეტის წესი
3.1. სადაზღვევო ხელშეკრულება წყდება შემდეგ შემთხვევებში:
3.1.1. დამზღვევმა განზრახ გამოიწვია საფრთხის ზრდა ან დროულად არ
შეატყობინა მზღვეველს საფრთხის ზრდის შესახებ;
3.1.2. დამზღვევის მიერ დამალულია, ან არასწორადაა მოწოდებული, ან
მოწოდებულია გაყალბებული ინფორმაცია – ასეთ შემთხვევაში მზღვეველი იტოვებს უფლებას უარი განაცხადოს სადაზღვევო ანაზღაურებაზე და შეწყვიტოს დაზღვევა 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღით ადრე შეტყობინების საფუძველზე;
3.1.3. მზღვეველის მიერ პოლისით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება (ვალდებულების შესრულების მომენტიდან);
3.1.4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა
შემთხვევებში;
3.2. დამზღვევს აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეწყვიტოს დაზღვევის ხელშეკრულება, რის შესახებაც წერილობით უნდა აცნობოს მზღვეველს ხელშეკრულების შეწყვეტამდე 5 (ხუთი) კალენდარული დღით ადრე;
3.3. დამზღვევის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტისას, უკან დასაბრუნებელი პრემიის არსებობის შემთხვევაში, თუ მას ზარალი არ ქონია, დამზღვევს დაუბრუნდება ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღისთვის არსებული ჯამური გამოუმუშავებელი პრემია, 10%-ის გამოკლებით. იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში მზღვეველის მიერ ანაზღაურდა ზარალი, დაზღვევის გაუქმებისას პრემია დაბრუნებას არ ექვემდებარება, ხოლო თუ პრემია სრულად არ არის გადახდილი, დამზღვევი ვალდებულია, გადასახდელი სადაზღვევო პრემია დაფაროს სრულად.
3.4. სადაზღვევო ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ვადამდე მზღვეველის ინიციატივით, ამასთან სადაზღვევო პრემია დაუბრუნდება დამზღვევს იმ ოდენობით, რომელიც პროპორციულად შეესაბამება ხელშეკრულების მოქმედების დარჩენილ პერიოდს. სადაზღვევო ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, მზღვეველი შეატყობინებს დამზღვევს წერილობითი სახით, ხელშეკრულების შეტყვეტამდე 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღით ადრე.
3.5. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს იმ შემთხვევაშიც, თუ დამზღვევი არღვევს ხელშეკრულების არსებით პირობებს ან მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ. დაზღვევის გაუქმებისას პრემია დაბრუნებას არ ექვემდებარება.
4. სადაზღვევო პერიოდი და მისი ავტომატური გაგრძელება
4.1. სადაზღვევო პოლისი ძალაში შედის პოლისში მითითებული სადაზღვევო პრემიის პირველი შენატანის გადახდისას, მაგრამ არაუადრეს სადაზღვევო პერიოდის დასაწყისი თარიღის 24 საათისა და მოქმედებს პოლისში მითითებული ვადის ბოლო თარიღის 24 საათამდე.
4.2. სადაზღვევო პოლისი და შესაბამისად სადაზღვევო პერიოდი ექვემდებარება
იმავე პირობებით ყოველი მომდევნო 12 (თორმეტი) თვით ავტომატურ
განახლებას, თუ სადაზღვევო პოლისზე მზღვეველთან გაცხადებული არ არის ზარალი.
4.3. თუ ერთ-ერთ მხარეს არ სურს სადაზღვევო პოლისისა და შესაბამისი სადაზღვევო პერიოდის ავტომატური განახლება, აღნიშნულის თაობაზე მან უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს სადაზღვევო პერიოდის ამოწურვამდე 5 (ხუთი) დღით ადრე. მზღვეველის მხრიდან აღნიშნული შეტყობინება დამზღვევისათვის გაგზავნილი იქნება სადაზღვევო პოლისში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.
5. ორმაგი დაზღვევა
5.1. თუ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის დროს აღმოჩნდება, რომ დაზღვეული ქონება დაზღვეულია აგრეთვე სხვა სადაზღვევო პოლისით (გარდა სს ‘’თიბის ბანკის’’ მიერ გაცემული იპოთეკური სესხის ფარგლებში არსებული ქონების დაზღვევის პოლისისა), მზღვეველი უფლებამოსილია წინამდებარე პირობებითა და შესაბამისი პოლისის საფუძველზე დამზღვევს/მოსარგებლეს აუნაზღაუროს ზარალი ჯამურ სადაზღვევო თანხაში თავისი წილის პროპორციულად.
5.2. ორმაგი დაზღვევის შემთხვევაში, მზღვეველები დამდგარ ზარალში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.
6. კონფიდენციალობა
6.1. მხარეთა მიერ ერთმანეთისათვის ნებისმიერი ფორმით (ზეპირი ან წერილობითი) მიწოდებული ყველა ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად და არ შეიძლება მისი მესამე პირისათვის გადაცემა მეორე მხარის წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6.2. მზღვეველი უფლებამოსილია, განხორციელებული დაზღვევის ფარგლებში მიღებული პერსონალური მონაცემები დაამუშოს: ა) სადაზღვევო მომსახურების გაწევის მიზნით, ბ) დამზღვევის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მზღვეველის ინტერესების დაცვის მიზნით გ) ზარალის დარეგულირების მიზნებისათვის, მათ შორის ნებისმიერი კერძო თუ საჯარო დაწესებულებიდან, გამოითხოვოს სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.
6.3. მზღვეველი ასევე უფლებამოსილია, მისთვის მიწოდებული პერსონალური ინფორმაცია დაამუშაოს, ასევე, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის - ახალი სადაზღვევო პროდუქტებისა და მომსახურების შესათავაზებლად. მონაცემთა სუბიექტს, უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მზღვეველს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელდება პირდაპირი მარკეტინგი - მზღვეველისათვის წერილობითი ან სატელეკომუნიკაიციო საშუალებებით მიმართვის გზით.
7. დავათა გადაწყვეტა
7.1. წინამდებარე პირობებთან და სადაზღვევო პოლისთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა გადაწყდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ საქართველოს სასამართლოს, რომელიც დავას განიხილავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი 1
საყოფაცხვორებო ტექნიკისა და ავეჯის ჩამონათვალი | |
ობიექტის დასახელება | ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი |
ტელევიზორი | 1 500 ლარი |
სამეული ავეჯი | 3 000 ლარი |
კომპიუტერი | 1 500 ლარი |
კედლის კარადა | 1 500 ლარი |
მაგიდა | 1 000 ლარი |
დივანი | 1 000 ლარი |
წიგნების თაროები | 800 ლარი |
სამზარეულოს კარადა | 2 500 ლარი |
გაზქურა/ გამწოვი | 2 000 ლარი |
ჭურჭლის სარეცხი მანქანა | 1 500 ლარი |
მაცივარი | 1 500 ლარი |
სარკე | 1 000 ლარი, მაგრამ ერთ ერთეულზე არაუემტეს 500 ლარი |
xxxxx xxxxxxx | 1 500 ლარი |
ფოტოაპარატი | 1 500 ლარი |
ლეპტოპი | 1 500 ლარი |
საძინებლის კარადა | 1 500 ლარი |
საძინებლის საწოლი | 1 500 ლარი |
კომბო | 800 ლარი |
სარეცხი მანქანა | 1 000 ლარი |
საშხაპე | 1 000 ლარი |
xxxxxxxx სხვა ინვენტარი | 2 000 ლარი, მაგრამ ერთ ერთეულზე არაუემტეს 500 ლარი |
ჭაღები და განათების სისტემები | 1 500 ლარი, მაგრამ ერთ ერთეულზე არაუემტეს 500 ლარი |
ხალიჩები და ფარდები | 2 000 ლარი, მაგრამ ერთ ერთეულზე არაუემტეს 500 ლარი |
მიქსერები/ ბლენდერები/ მიკროტალღური ღუმელები | 1 000 ლარი, მაგრამ ერთ ერთეულზე არაუემტეს 500 ლარი |
ელექტრო ხორცსაკეპი მანქანები/ ყავის აპარატები | 1 000 ლარი, მაგრამ ერთ ერთეულზე არაუემტეს 500 ლარი |
სკამები | 1 000 ლარი, მაგრამ ერთ ერთეულზე არაუემტეს 200 ლარი |
გათბობის მოწყობილობები (ქვაბი და რადიატორები) | 1 000 ლარი, მაგრამ ერთ ერთეულზე არაუემტეს 500 ლარი |
კონდიციონერი | 1 500 ლარი |
უთო /თმის საშრობი | 500 ლარი |
მტვერსასრუტი | 500 ლარი |