Contract
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება 1606/01-20
ქ. თბილისი 16 ივნისი, 2020 წელი
ერთი მხრივ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (ს/კ: 204953050, მის: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ/ბოჭორმის ქ. 50/18; ტელ: 599747922) (შემდგომში ,,შემსყიდველი”), წარმოდგენილი მისი თავმჯდომარის კახი ბექაურის სახით და მეორე მხრივ, შპს „დი +“ (შემდგომში ,,მიმწოდებელი”), წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxxxx სახით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 31 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაციონალური დაყოფის გათვალისწინებით, ვდებთ წინამდებარე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები
1.1 „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში „ხელშეკრულება“) -,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით, დამატებით და ასევე ყველა დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებული;
1.2 „ხელშეკრულების ღირებულება“ - საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;
1.3 „თვე“ – 30 კალენდარული დღე;
1.4 ,,დღე“ - კალენდარული დღე;
1.5 „შემსყიდველი“ – ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს მომსახურების შესყიდვას სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად;
1.6 „მიმწოდებელი“ – პირი, რომელიც შემსყიდველს აწვდის მომსახურეობას სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად;
1.7 „მომსახურეობა“ – ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული მომსახურეობა;
1.8 ,,მიღება-ჩაბარების აქტი” - წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ფორმდება მომსახურების მიღების შემდეგ.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1 წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე „მიმწოდებელი“ ახორციელებს „შემსყიდველისათვის“ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას. კერძოდ, ,,მიმწოდებელი“ უზრუნველყოფს
,,შემსყიდველის“ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებას, ხოლო, შემსყიდველი ახორციელებს მომსახურების ღირებულების გადახდას ხელშეკრულებით დადგენილი წესით (CPV 92200000);
2.2 მომსახურების მიღების მიზნით შემსყიდველს გადაცემული აქვს (2017 წლის 5 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე) 1 (ერთი) ცალი Digital TV-ს მიმღებ მოწყობილობა (მიმღები, პულტი, ტელევიზორისა და მიმღების დამაკავშირებელი კაბელები, კვების ბლოკი, ბარათი (ნომერი: 63697774). მიმწოდებელი შემსყიდველს ემსახურება Standard პაკეტით.
2.3 ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის მომსახურების პაკეტი (Standard) მოიცავს შემდეგ არხებს: Discovery Channel, National Geographic, National Geographic Wild, BabyTV, Nickelodeon, Adjarasport 1, Adjarasport 2, Eurosport 1, Setanta+, Setanta, Fight Box, VH1, Amedia Premium HD, VIP Familly, Vip HD, TV 1000, TV 1000 Action, VIP HIT, FOX, Bollywood, Cinema, HCT, ПEPBЫЙ KAHAЛ, RTR Planeta, BBC, EuroNews, Food Network, Охота и Рыбалка, Erox, Eroxxx HD. შპს „სტერეო +“-ის მიერ მოწოდებული არხები: ბასტი-ბუბუ, Mult, RU-TV, CTC I, TNT Comedy, Пepeц, Пятница, REN TV, Оружие, Viasat History, Hayka 2.0
2.4 მიმწოდებელი უფლებამოსილია ცალმხრივად, ნებისმიერ დროს შეცვალოს მომსახურების პაკეტი ან/და მისი შემადგენლობა (სატელევიზიო არხები) პაკეტის ღირებულების გაძვირების გარეშე, რის თაობაზეც შემსყიდველს უნდა ეცნობოს ინდივიდუალური შეტყობინებით ცვლილებამდე 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე;
2.5 მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების ტარიფების ცვლილების შემთხვევაში ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს შემსყიდველს ინფორმაცია 1 (ერთი) თვით ადრე.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1 ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 85.80 (ოთხმოცხახუთი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
3.2 შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასი შეადგენს:
3.2.1 თითოეულ მიმღებ-მოწყობილობაზე Standard პაკეტით გათვალისწინებული ერთი თვის მომსახურების ღირებულება შეადგენს 13 (ცამეტი) ლარს (1 თვეში მოიაზრება 30 კალენდარული დღე);
4. ანგარიშსწორების ფორმა და ვადები
4.1 შემსყიდველი მიმწოდებელთან ანგარიშსწორებას ახორციელებს მიმწოდებლის მიერ, მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვით ეროვნულ ვალუტაში, მიღებული მომსახურებისა და თანმდევი მომსახურების აქტივაციის მიღების შემდგომ, მიღება-ჩაბარების აქტის შემსყიდველის მხრიდან ხელმოწერიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;
4.2 შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილება ენიჭება შემსყიდველის შესყიდვებისა და ქონების მართვის ჯგუფის სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარ სპეციალისტს რევაზ მორგოშიას, რომელიც არ იმყოფება მიმწოდებელთან ინტერესთა კონფლიქტში.
4.3 შემსყიდველის მიერ მომსახურების ღირებულების გადახდა ხორციელდება ფულადი თანხის მიმწოდებლის კუთვნილ საბარათე ნომერზე შეტანის, დეპონირების გზით (ბალანსი);
4.4 თანხის გადაუხდელობის ან არასრულად გადახდის შემთხვევაში მიმწოდებელი შემსყიდველისათვის მომსახურების მიწოდებას შეზღუდავს. შემსყიდველის უნიკალური ნომერია 1. 63697774, რომელზეც აისახება შემსყიდველის მიერ გადახდილი თანხების მოძრაობა და ზოგადად მისი სააბონენტო ისტორია;
4.5 მომსახურების ზედიზედ 2 (ორი) თვის განმავლობაში შეზღუდვის შემთხვევაში შემსყიდველს მომსახურება უწყდება. ამ შემთხვევაში ქსელში აბონენტად აღდგენისთვის შემსყიდველი იხდის 5 (ხუთი) ლარს ერთი მიმღები მოწყობილობისთვის. მომსახურების შეზღუდვისა და მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში მიმღები მოწყობილობა იბლოკება. ამავე პერიოდში (მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის შემთხვევაში) შემსყიდველი არ თავისუფლდება ქირის თანხის გადახდისგან.
4.6 შემსყიდველის მიერ მომსახურების შეწყვეტის შემდგომ აბონენტად აღდგენის დროს პირველ რიგში დაიფარება ქირის ღირებულების დავალიანება, შემდგომ აბონენტად აღდგენის საფასური, შემდგომ პირველი თვის ქირის ღირებულება და ბოლოს მომსახურების საფასური.
5. მომსახურების მიწოდების ვადები და პირობები
5.1 მომსახურების პერიოდი: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
5.2 მომსახურეობა ყოველთვიურად მიღებულად ჩაითვლება შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ; შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე უფლებამოსილია შესყიდვების და ქონების მართვის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი რევაზ მორგოშია.
5.3 შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ/ბოჭორმის ქ. 50/18 ;
5.4 მიმწოდებელი ვალდებულია გამოწეროს შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია (ასეთის არსებობისას).
6. მხარეთა უფლება-ვალდებულებები
6.1 მიმწოდებელი ვალდებულია: ხელშეკრულების დადებისთანავე განახორციელოს მისთვის მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიწოდება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით; ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში უზრუნველყოს შემსყიდველისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი არ იხდის მიმწოდებლის ბრალით უხარისხოდ მიწოდებული მომსახურების დროის ღირებულებას. ეს წესი არ ვრცელდება სარემონტო, პროფილაქტიკურ სამუშაოებსა და გადაუდებელ შემთხვევებზე; შემსყიდველის შეტყობინების საფუძველზე, შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადებში (არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო დღისა) აღმოფხვრას მისი მიზეზით გამოწვეული მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული დაზიანება; ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში მოემსახუროს შემსყიდველს ცხელი ხაზით (032) 2051212;
6.2 მიმწოდებელი უფლებამოსილია: პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებისას დროებით შეაჩეროს ან შეუზღუდოს შემსყიდველს მომსახურების მიწოდება, რის შესახებაც უნდა აცნობოს წინასწარ, შესაბამისი შეტყობინება გაუგზავნოს ტელეფონის ნომერზე, ელექტრონული ფოსტაზე ან რეგისტრაციის ადგილზე, მათი შეცვლის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად; საქართველოს ტერიტორიაზე, სატელევიზიო არხის ან მისი შემადგენელი
ცალკეული გადაცემ(ებ)ის ჩვენების უფლების დაკარგვის შემთხვევაში, შეწყვიტოს მისი მიწოდება ან ჩაანაცვლოს იგი სხვა გადაცემით. მხარეები თანხმდებიან, რომ მიმწოდებელი მსგავსი უფლებამოსილებით აღჭურვილია იმ შემთხვევაშიც, თუ სატელევიზიო არხის შემადგენელი ცალკეული გადაცემ(ებ)ის ჩვენება დაუშვებელია კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს აკრძალვისა ან/და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების გამო;
6.3 შემსყიდველი ვალდებულია: აწარმოოს ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით; ჰქონდეს გამართული საანტენო მეურნეობა; შეატყობინოს მიმწოდებელს მომსახურების მიწოდების შეფერხების შემთხვევაში აღნიშნული ფაქტის შეტყობიდან 24 საათის განმავლობაში; შეძლებისდაგვარად შეუწყოს ხელი მიმწოდებლის თანამშრომლებს წარმოქმნილი ხარვეზის გამოსწორებაში; არ განახორციელოს მომსახურების მიყიდვა ან რაიმე ფორმით გადაცემა, მიწოდება ან გაყოფა მესამე პირებისათვის მიმწოდებლისგან დამოუკიდებლად; წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სასტუმროში გამოყენების სურვილის შემთხვევაში წერილობით აცნობოს მიმწოდებელს.
7. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება) და შემოწმება
7.1 შემსყიდველი უფლებამოსილია შესყიდვის ობიექტის მიწოდების პარალელურად განახორციელოს შემოწმება, რომლის მიზანია შესყიდვის ობიექტის შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან და შემსყიდველის მოთხოვნებთან;
7.2 ხელშეკრულების ინსპექტირებას შემსყიდველის მხრიდან განახორციელებს აუდიო ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი xxxxx xxxxxxxxx, რომელიც არ იმყოფება მიმწოდებელთან ინტერესთა კონფლიქტში;
7.3 შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნებისმიერ ნაკლის ან დეფექტის შესახებ შემსყიდველი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს მიმწოდებელს წუნდების მიზეზების მითითებით;
7.4 გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასთან და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის
8.1 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეებს დაეკისრებათ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით;
8.2 იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 1 (ერთი) პროცენტს, მხარე იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მეორე მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურება;
8.3 პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და ხელშეკრულების შეწყვეტა
9.1 ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების, დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე;
9.2 ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;
9.3 მხარე ვალდებულია 9.2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების მიღების განზრახვის შესახებ არანაკლებ 5 (ხუთი) კალენდარული დღით ადრე წერილობით ან კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შეატყობინოს მეორე მხარეს;
9.4 ხელშეკრულება ასევე შეიძლება შეწყდეს მხარეთა ინიციატივით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე;
9.5 თუ მომსახურების შეწყვეტიდან 120 (ასოცი) დღის ვადაში შემსყიდველი არ განახორციელებს წინამდებარე ხელშეკრულების 5.4 პუნქტის შესაბამისად აბონენტად აღდგენას, წინამდებარე ხელშეკრულება შეწყდება;
9.6 ხელშეკრულების შეწყვეტისას ხდება მხარეთა შორის ანგარიშსწორება;
9.7 მხარეები უფლებამოსილი არიან ნებისმიერ დროს შეწყვიტონ ხელშეკრულება, რის შესახებაც ვალდებული არიან მეორე მხარეს გაუგზავნონ ინდივიდუალური შეტყობინება შეწყვეტის თარიღის დადგომამდე 1 (ერთი) თვით ადრე. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ მხარეთა შორის ხორციელდება ანგარიშსწორება.
10. გამოყენებული სამართალი და ხელშეკრულების ენა
10.1 ხელშეკრულება გაფორმებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით;
10.2 ხელშეკრულება დაიწერა ქართულ ენაზე.
11. გადასახადები და დაბეგვრა
მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის და სხვა გადასახდელების გადახდაზე.
12. დაუძლეველი ძალა
12.1 მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ზეგავლენით;
12.2 თუ ერთ-ერთი მხარე დაუძლეველი ძალის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის შესახებ;
12.3 მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება დაუძლეველი ძალის მოქმედების დასრულებისთანავე.
13. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
14. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება
შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულებაზე ხელის მომწერი პირი, ვადასტურებ, რომ არ ვიმყოფები ინტერესთა კონფლიქტში ხელშეკრულებაში მითითებულ მიმწოდებელთან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად.
15.ხელშეკრულების მოქმედების ვადა
ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით;
შემსყიდველი: მიმწოდებელი:
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ს. კ: 204953050
მის: ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ/ბოჭორმის ქ.
50/18
კომისიის თავმჯდომარე
კახი ბექაური
შპს „დი +“
მისამართი: ქ. თბილისი, მ. xxxxxxxxx N1
საიდ. კოდი: 400166262 სს ,,თი ბი სი ბანკი” ბანკის კოდი:XXXXXX00
ა/ა: XX00XX0000000000000000
დირექტორი
xxxxxx xxxxxxxxxxx
GEORGIAN NATIONAL
Digitally signed by GEORGIAN NATIONAL COMMUNICATIONS
COMMUNICATIO COMMISSION
NS COMMISSION
Date: 2020.06.16
16:13:01 +04'00'