წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული ქაღალდის დამქუცმაცებელის (შრედერი) (CPV30191400)
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტი
ქ. თბილისი 2018 წელი
სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური, წარმოდგენილი
სახით (შემდგომში
`შემსყიდველი”) და „ “ (შემდგომში `მიმწოდებელი”), წარმოდგენილი მისი –––––––––– სახით, ორივე ერთად წოდებული როგორც `მხარეები~, ვმოქმედებთ, რა საქართველოს კანონმდებლობის, `სახელმწიფო შესყიდვების შესახებ~ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას:
1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები
1. „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში „ხელშეკრულება“) - შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებულ ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.
2. „ხელშეკრულების ღირებულება“ - საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის.
3. „დღე“, „კვირა“, “თვე” - კალენდარული დღე, კვირა, თვე.
4. „შემსყიდველი“ – ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
5. „მიმწოდებელი“ – პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის მიწოდებას ამ ხელშეკრულების ფარგლებში.
6. „საქონელი“- წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი.
2. ხელშეკრულების საგანი
წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული ქაღალდის დამქუცმაცებელის (შრედერი) (CPV30191400)
მიწოდება.
3. ხელშეკრულების ღირებულება
1. . ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ლარს.
2. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს, როგორც საქონლის ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
3. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, მათ შორის ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
4. მხარეთა ვალდებულებები
1. მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება სსიპ საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურში (მისამართი: ქ.თბილისი, გორგასლის ქ.N16) წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ( ) კალენდარული დღის განმავლობაში.
ბ) განიხილოს შემსყიდველის პრეტენზიები და მიაწოდოს მოტივირებული პასუხი ყველა საკითხზე; გ) ხელი შეუწყოს შემსყიდველს ინსპექტირების განხორციელებაში.
დ) განახორციელოს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.
2. შემსყიდველი ვალდებულია:
ა) განახორციელოს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.
3. მიმწოდებელს უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს შემსყიდველს გაწეული საქონლის ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით;
5. ხარისხი და გარანტია
1. მიწოდებული საქონლი უნდა იყოს ახალი, მისი ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს და დანართი N1-ით გათვალისწინებულ მაჩვენებლებს.
2. მიწოდებულ საქონელზე ვრცელდება გარანტია, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მინიმუმ წლის განმავლობაში, ამასთან საგარანტიო პერიოდში ნებისმიერი საგარანტიო მომსახურება მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი სახსრებით.
6. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
1. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, როგორც საქონლის მიწოდების დროს, ისე ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდზე.
2. ინსპექტირება განახორციელდება შემსყიდველის მიერ განსაზღვრული პირის ან/და პირთა ჯგუფის მიერ, რომელთაც შეუძლიათ ინსპექტირება განახორციელონ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად.
3. შემსყიდველის შესაბამისი წარმომადგენელი (წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტი) უფლებამოსილია ჩაატაროს ხარისხის კონტროლი და თუ აღმოჩნდება წუნდებული საქონელი, მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი შეტყობინებიდან 10 (ათი) დღეში გამოასწოროს წუნი, იმ შემთხვევაში თუ წუნის გამოსწორება შეუძლებელია და შემსყიდველს უკვე გადახდილი აქვს საქონლის ღირებულება დაუბრუნოს შემსყიდველს აღნიშნული წუნდებული საქონლის ღირებულება.
7. მიღება-ჩაბარების წესი
1. საქონლის მიღება წარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის სახით. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობითი ფორმით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
2. საქონლის მიღებას აწარმოებს: სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ---
.
8. ანგარიშსწორება
1. ანგარიშსწორება განხორციელდება შემდეგი პირობებით:
ა) ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი;
ბ) ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო, წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად.
2. შემსყიდველი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ღირებულება მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. თუ ანგარიშსწორების დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.
9. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
1. თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ, რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით, ხელშეკრულების მე-11 მუხლის შესაბამისად.
10. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
1. წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი N1- ით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ან/და ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადების გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო შესაბამისად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 0.02%-ის ოდენობით.
2. ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელზე მე-10 მუხლის, პირველი პუნქტის საუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი ვალდებულების
შესაბამისი ღირებულების (მისაწოდებელი საქონლის ღირებულების) 10%-ს, ხოლო ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 20 %,
3. წინამდებარე ხელშეკრულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებელთან და მოსთხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
4. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
11. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
ნებისმიერი ცვლილება წინამდებარე ხელშეკრულებაში განხორციელდება წერილობით ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით.
12. დავების გადაწყვეტა
1. ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეთა შორის წარმოქმნილი უთანხმოება წყდება მოლაპარაკებების გზით.
2. თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადაო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია, მიმართოს საქართველოს სასამართლოს კანონით დადგენილი წესით.
13. ხელშეკრულების შეწყვეტა
1. შემსყიდველი უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, ან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
2. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისაგან.
3. ხელშეკრულება აგრეთვე შეიძლება შეწყდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
14. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის, ხელშეკრულების თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს
წლის ჩათვლით;
2. წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 მუხლის, მე-6 და მე-10 მუხლების მოქმედების ვადა განისაზღვროს ხელშეკრულების თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადის ამოწურვამდე.
15. სხვა პირობები
1. ხელშეკრულებაზე თანდართული დანართი N1 წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და განიხილება მასთან მთლიანობაში.
2. ხელშეკრულება შედგენილია ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ქართულ ენაზე, აქედან ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მიმწოდებელს, ხოლო მეორე შემსყიდველს.
16. მხარეთა რეკვიზიტები:
შემსყიდველი: მიმწოდებელი:
დანართი №1
შესყიდვის ობიექტი | ძირითადი მახასიათებლები | რაოდენ ობა (ცალი) | ერთეულის ფასი (ლარი) | საერთო ღირებულება (ლარი) |
ქაღალდის დამქუცმაცებელი (შრედერი) (CPV30191400) | • უსაფრთხოების დონე: (DIN 66399 სტანდარტის მიხედვით): P-3; T-3; E-2; • უნდა ანადგურებდეს: A4 ფორმატის 78-80 გრ/მ2 - არანაკლებ 8 ფურცელს ერთდროულად, CD, DVD, პლასტიკურ ბარათს, სტეპლერის ტყვიას. • ფურცლის ჭრის ზომა: არა უმეტეს 4.0 x 45.0 მმ; • კონტეინერის/ურნის მოცულობა: არანაკლებ 17 ლიტრი; • ძრავის სიმძლავრე: არანაკლებ 350 ვატი; • უნდა გააჩნდეს: - ავტომატური სტარტის და გაჩერების ფუნქცია; | 5 |
შემსყიდველი: მიმწოდებელი: