ერთის მხრივ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია (მის: სენაკი, ჭავჭავაძის ქ. #103.) საიდენტიფიკაციო კოდი: 239889705; რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა, კოდი TRESGE22; ა/ა GE24MB0330100200165022, წარმოდგენილი– მუნიციპალიტეტის მერის ლევანი კუპრეიშვილის სახით...
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება #
სენაკი ------- 2019 წ.
ერთის მხრივ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია (მის: სენაკი, ჭავჭავაძის ქ. #103.) საიდენტიფიკაციო კოდი: 239889705; რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა, კოდი TRESGE22; ა/ა GE24MB0330100200165022, წარმოდგენილი– მუნიციპალიტეტის მერის ლევანი კუპრეიშვილის სახით (შემდგომში „შემსყიდველი“)
და მეორეს მხრივ ----------------------------(მის:-----------) საიდენტიფიკაციო ; საბანკო რეკვიზიტები:
ანგარიშის #-----------------------; სს ,,----------- ბანკი” ბანკის კოდი ; წარმოდგენილი დირექტორის
------------------------- სახით (შემდგომში ,,მიმწოდებელი’’)
იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველმა ჩაატარა სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე NAT1900------ რომელშიც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მიმწოდებლის სატენდერო წინადადება, რომლის თანახმად მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება მიაწოდოს შემსყიდველს აღნიშნული მომსახურეობა დანართის შესაბამისად (სენაკის ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მოსმენა-კონკურსის ჩატარება) 2019 წლის --- აპრილს შემდეგ თანხაზე: ----- (-----------) ლარი (შემდგომში ,,ხელშეკრულების ღირებულება”).
1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები
ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1 “ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ” (შემდგომ - “ხელშეკრულება”) შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და დამატებებით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.
1.2 “ხელშეკრულების ღირებულება” ნიშნავს საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;
1.3 “შემსყიდველი ორგანიზაცია” (შემდგომ “შემსყიდველი”) ნიშნავს ორგანიზაციას (დაწესებულებას), რომელიც ახორციელებს შესყიდვას;
1.4 “მიმწოდებელი” ნიშნავს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც აფორმებს (გააფორმა) შემსყიდველთან ხელშეკრულებას სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;
1.5 “დღე”, “კვირა”, “თვე” ნიშნავს კალენდარულ დღეს, კვირას, თვეს.
2. ხელშეკრულების ობიექტი
• 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებების ------------------------------------------ ჩასატარებლად საჭირო მომსახურებები) შესყიდვა. CPV 79900000
3. ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებები
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაცვა და ამ უფლებების გამოყენების პროცესში წარმოშობილი დავების მოგვარება ეკისრება მიმწოდებელს.
4. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
4.1 შემსყიდველს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვთ ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს კონტროლი მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ხელშეკრულების დანართში ასახული შესაბამისი ჩამონათვალის მიხედვით, მათ შორის მომსახურების ხარისხის პერიოდული ინსპექტირება.
4.2 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს შემსყიდველი კონტროლის ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი კონტროლის მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით შემსყიდველი.
4.3 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
5. მომსახურების მიწოდების პირობები და შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
5.1 მომსახურების მიწოდება განხორციელდება 2019 წლის ---- .
5.1 შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
5.2 შესყიდვის ობიექტის (მისი ნაწილის, ეტაპის) მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
5.3 შემსყიდველი ვალდებულია ოპერატიულად, წერილობითი სახით, აცნობოს მიმწოდებელს საბოლოო შემოწმების შედეგები დაწუნებული მომსახურების ნაწილის (ეტაპის) და წუნდების მიზეზის მითითებით.
5.4 შემსყიდველს შეუძლია უარი განაცხადოს შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპის) მიღებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ შუალედური კონტროლის შედეგები იყო დადებითი.
6. გარანტია
6.1 მიმწოდებელი იძლევა გაწეული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებისადმი შესაბამისობის გარანტიას.
6.2 მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე განახორციელოს უხარისხოდ შესრულებული მომსახურების ან მისი ნაწილის გამოსწორება შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
6.3 მიმწოდებლის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს თვითონ მიიღოს ზომები წარმოქმნილი დეფექტების გამოსწორებისათვის და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება ან გამოქვითოს ეს თანხა ხელშეკრულების მიხედვით მიმწოდებლისათვის გადასახდელი თანხიდან.
7. ანგარიშსწორება
7.1 მიწოდებული ობიექტის ღირებულების ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
7.2 ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება საქონლის მიწოდებისა და აღნიშნულის თაობაზე მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 დღის განმავლობაში.
7.3 მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებასთან ერთად, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოუდგინოს შემსყიდველს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს უარი თქვას ანგარიშსწორებაზე.
7.4 ანგარიშსწორების ადგილია ქალაქ სენაკი
8. ანგარიშსწორების ვალუტა
8.1 ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარებში (თუ მიმწოდებელი საქართელოს რეზიდენტია).
8.2 ანგარიშსწორება განხორციელდება ლარებში.
9. ფასები
9.1 ხელშეკრულების ღირებულებითი პარამეტრების შეცვლა ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში დაუშვებელია, ან ხელშეკრულების ღირებულებითი პარამეტრების შეცვლა დასაშვებია მხარეთა შეთანხმებით.
10. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
10.1 ხელშეკრულების დამდებ არც ერთი მხარეს არა აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები.
10.2 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლების გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
10.3 ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
11. უფლებების გადაცემა
11.1 მიმწოდებელს არა აქვს უფლება შემსყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი.
12. სუბკონტრაქტორები
12.1 ამ ხელშეკრულების ფარგლებში დასადები ყველა სუბკონტრაქტი უნდა გაფორმდეს მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში მითითებული მონაცემების მიხედვით.
12.2 იმ შემთხვევაში, თუ სუბკონტრაქტის დადების ან სუბკონტრაქტორის შეცვლის აუცილებლობა წარმოიშობა ხელშეკრულების შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს ზემოაღნიშნულის შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა.
12.3 ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა სუბკონტრაქტის ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.
12.4 ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული არც ერთი სუბკონტრაქტი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან.
13. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
13.1 თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, შესაბამისმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.
14. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
14.1 ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით, ხოლო, თუკი ადგილი აქვს ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობას, პირგასამტეხლო შეადგენს ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0.2 %-ს.
14.2 იმ შემთხვევაში, თუ ვადების გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 2%-ს, შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
14.3 საჯარიმო სანქციის გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
15. ხელშეკრულების შეწყვეტა მისი პირობების შეუსრულებლობის გამო
15.1 შემსყიდველს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ხელშეკრულება, მიმწოდებლისათვის ვალდებულებების შეუსრულებლობის წერილობითი ეტყობინების შემდეგ:
ა) თუ მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან შემსყიდველის მიერ გაგრძელებულ ვადებში არ შეუძლია მიაწოდოს მთელი საქონელი ან მისი ნაწილი;
ბ) თუ მიმწოდებელს არ შეუძლია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული, რომელიმე ვალდებულება.
15.2 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
15.3 შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყეტის შესახებ აგრეთვე:
ა) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
16. ფორს-მაჟორი
16.1 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას.
16.2 ამ მუხლის მიზნებისათვის “ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული
შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
16.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმამხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
17. სადაო საკითხების გადაწყვეტა
17.1 ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ყველა ღონეს იხმარენ, რათა პირდაპირი არაოფიციალური მოლაპარაკებების მეშვეობით შეთანხმებით მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.
17.2 თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შესძლებენ სადაო საკითხების შეთანხმებას, ნებისმიერ მხრეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს სასამართლოს, თუ ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
18. გამოყენებული სამართალი
18.1 ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
19. ხელშეკრულების ენა
19.1 ხელშეკრულება დაწერილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი მაშინ მეორე ეგზემპლარი ითარგმნება მიმწოდებლისათვის მისაღებ ენაზე. ინტერპრეტაციისას ქართულ ენაზე დაწერილი ხელშეკრულება წარმოადგენს გადამწყვეტს. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მთელი წერილობითი მოლაპარაკებები და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც გაიცვლება მხარეთა შორის უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ პირობებს.
20. ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის
20.1 ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე
ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება დეპეშის, ტელექსის ან ფაქსის გაგზავნის გზით იმ პირობით, რომ შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინება მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის გაგზავნის მეშვეობით.
20.2 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.
21. გადასახადები და ბაჟები
21.1 უცხოელი მიმწოდებელი პასუხს აგებს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა იმ გადასახადის, დაბეგვრის თანხის, მოსაკრებლების და სხვა გადასახდელების გადახდაზე, რომლებიც გადასახდელია საქართველოს ფარგლებში.
21.2 ადგილობრივი მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების, ბეგარის, მოსაკრებლების და სხვა გადასახდელების გადახდაზე, თუ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
22. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
22.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ზემოთ მითითებული თარიღიდან 2019 წლის == ======
ჩათვლით
23. სხვა პირობები
23.1 არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
23.2 მესამე პირთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებითა და რისკით.
23.3 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, სამ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელმომწერ მხარეებთან (ერთი პირი მიმწოდებელთან და ორი პირი შემსყიდველთან). ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
23.4 გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება და დანართები თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
23.5 წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილია მხარეთა მიერ.
შემსყიდველი: მიმწოდებელი: