• დეპოზიტის სარგებელი: წლიური X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები საბავშვო დეპოზიტის ხელშეკრულება
ხელშეკრულების გაფორმების თარიღი
დეპოზიტის სარგებელი | ||
• დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: | ცვლადი |
• დეპოზიტის სარგებელი: წლიური X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• დეპოზიტის გახსნიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში დეპოზიტარის მიერ დეპოზიტის შეწყვეტის შემთხვევაში, დეპოზიტიდან ვადაზე ადრე გამოტანილ თანხას წლიური სარგებელი დაერიცხება დეპოზიტის შეწყვეტის დღისათვის ბანკში დეპოზიტის ვალუტაში არსებული მოთხოვნამდე დეპოზიტის პროდუქტისთვის დადგენილი საპროცენტო განაკვეთის ოდენობით.
• დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: | % | |
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია |
• დეპოზიტის პირველადი შენატანი: X ლარი/აშშ დოლარი/ევრო (განისაზღვრება ინდივიდუალურად). დეპოზიტზე შემდგომი შენატან(ებ)ის პერიოდულობა შეუზღუდავია, თუმცა ყოველი მომდევნო შენატანის ოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 (ათი) ლარს/აშშ დოლარს/ ევროს.
• დეპოზიტის ვადა: X წელი, XX/XX/XX-დან XX/XX/XX-ის ჩათვლით.
• ბანკის თანხმობის შემთხვევაში, დეპოზიტარს/დეპოზიტის გამხსნელს უფლება აქვს, ვადაზე ადრე შეწყვიტოს ხელშეკრულება.
• პირგასამტეხლო დეპოზიტის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში:
(ა) თუ დეპოზიტი შეწყდა გახსნიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში - დეპოზიტზე დარიცხულ სარგებელსა და დეპოზიტზე, მისი შეწყვეტის დღისათვის ბანკში დეპოზიტის ვალუტაში არსებული მოთხოვნამდე დეპოზიტისათვის დადგენილი საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად დარიცხულ სარგებელს შორის სხვაობა;
(ბ) თუ დეპოზიტი შეწყდა გახსნიდან 3 (სამი) წლის გასვლის შემდეგ - დეპოზიტზე პროცენტის ბოლო რეალიზაციიდან დეპოზიტის შეწყვეტამდე პერიოდისათვის დარიცხული სარგებლის ოდენობა.
• „თქვენი დეპოზიტი დაზღვეულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს
კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფარგლებში“.
• ბანკი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები საბავშვო დეპოზიტის ხელშეკრულების პირობებში. ხელშეკრულების თავსართში მოცემული, მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, დეპოზიტარის/დეპოზიტის გამხსნელის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო ხელშეკრულების სხვა პირობების ცვლილების ან/და სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში – არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ ინტერნეტბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინებით. ინფორმირება არ არის საჭირო, თუ ცვლილება ხორციელდება დეპოზიტარის/დეპოზიტის გამხსნელის სასარგებლოდ ან ცვლილება არ აუარესებს მის მდგომარეობას.
• დეპოზიტარი/დეპოზიტის გამხსნელი უფლებამოსილია წარადგინოს პრეტენზია
მომხმარებლის გამოცდილების მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილებაში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. დეპოზიტის უცხოურ ვალუტაში განთავსების შემთხვევაში, ხელშეკრულებას ემატება ჩანაწერი:
უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს!
• ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს.
• ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გამყარების შემთხვევაში, გაანგარიშებული დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე – 032 2 406 406
საბავშვო დეპოზიტის ხელშეკრულება
თარიღი
ერთის მხრივ სს “ბაზისბანკი” (შემდგომში "ბანკი") და მეორეს მხრივ სახელი, გვარი (შემდგომში “დეპოზიტარი”), მისი კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი (შემდგომში „დეპოზიტის გამხსნელი“) სახით ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
1.1. ბანკი დეპოზიტარის სახელზე ხსნის საბავშვო დეპოზიტის ანგარიშს დეპოზიტზე ფულადი სახსრების აკუმულირების მიზნით, ხოლო დეპოზიტის გამხსნელი საკუთარი მიმდინარე ანგარიშის მეშვეობით რიცხავს სადეპოზიტო ანგარიშზე ფულად სახსრებს, უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
1.2. მხარეები თანხმდებიან, რომ დეპოზიტარის სრულწლოვანებამდე, დეპოზიტის განკარგვის უფლებამოსილება აქვს მხოლოდ დეპოზიტის გამხსნელს, როგორც მის კანონიერ წარმომადგენელს.
1.3. დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2024 წლის პირველი იანვრიდან, ყველა დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა, დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად, თითოეულ კომერციულ ბანკში და მიკრობანკში დაზღვეულია და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურდება 30 000 ლარის ფარგლებში. კომერციულ ბანკში და მიკრობანკში ყველა დეპოზიტორის ყველა ანგარიშზე არსებული თანხა ავტომატურად დაზღვეულია დამატებითი საზღაურის გარეშე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდზე: xxx.xxxxxxxx.xx
მუხლი 2. დეპოზიტის მოქმედების ვადა და პირობები
2.1. დეპოზიტის ვადა: X წელი, XX/XX/XX-დან XX/XX/XX-ის ჩათვლით.
2.2. დეპოზიტის გამხსნელი პირველადი შენატანის სახით დეპოზიტზე განათავსებს X ლარს/აშშ დოლარს/ევროს (განისაზღვრება ინდივიდუალურად) დეპოზიტზე შემდგომი შენატან(ებ)ის პერიოდულობა შეუზღუდავია თუმცა ყოველი მომდევნო შენატანის ოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 (ათი) ლარს/აშშ დოლარს/ ევროს.
2.3. დეპოზიტარი, დეპოზიტზე რიცხული თანხის (დარიცხული სარგებელის ჩათვლით) განკარგვის (მიღების/გატანის) უფლებას მოიპოვებს სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2.4. დეპოზიტარის სრულწლოვანების მიღწევამდე, დეპოზიტზე რიცხული თანხის განკარგვის (მიღების/გატანის) უფლება აქვს მხოლოდ დეპოზიტის გამხსნელს. სხვა კანონიერ წარმომადგენელს დეპოზიტის განკარგვის უფლება აქვს: ა) დეპოზიტის გამხსნელის თანხმობით; ბ) დეპოზიტის გამხსნელის მხარდაჭერის მიმღებად აღიარების, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვალების შემთხვევაში;
2.5. დეპოზიტზე თანხის განთავსება შეუძლია ნებისმიერ პირს საკუთარი მიმდინარე ანგარიშის მეშვეობით, უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
2.6. დეპოზიტის სარგებელი
• დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ცვლადი
• დეპოზიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი: X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად). სარგებელი ერიცხება დეპოზიტზე 100 ლარიდან 3 000 000 ლარის (აშშ დოლარის ან ევროს შემთხვევაში - 100 აშშ დოლარიდან/ევროდან 1 000 000 აშშ დოლარის/ევროს) ჩათვლით განთავსებულ თანხას, ხოლო მითითებულ მინიმალურ და მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობებზე ნაკლები ან მეტი ოდენობით არსებულ თანხას სარგებელი არ დაერიცხება.
• დეპოზიტიდან ვადაზე ადრე გამოტანილ თანხაზე დარიცხული წლიური სარგებელი: დეპოზიტის გახსნიდან 3
(სამი) წლის განმავლობაში - დეპოზიტის შეწყვეტის დღისათვის ბანკში დეპოზიტის ვალუტაში არსებული მოთხოვნამდე დეპოზიტისათვის დადგენილი საპროცენტო განაკვეთი.
• დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად).
• ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გამყარების შემთხვევაში გაანგარიშებული დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: X% (განისაზღვრება ინდივიდუალურად) (ეს პირობა ემატება დეპოზიტის უცხოურ ვალუტაში განთავსების შემთხვევაში)
2.7. ბანკის თანხმობის შემთხვევაში, დეპოზიტარს/დეპოზიტის გამხსნელს უფლება აქვს, ვადაზე ადრე შეწყვიტოს ხელშეკრულება. დეპოზიტის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, დეპოზიტარს ეკისრება პირგასამტეხლო:
2.7.1. თუ დეპოზიტი შეწყდა გახსნიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში, მაშინ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება როგორც სხვაობა, დეპოზიტზე ხელშეკრულების “2.6.” პუნქტის შესაბამისად დარიცხულ სარგებელსა და დეპოზიტზე, მისი შეწყვეტის დღისათვის ბანკში დეპოზიტის ვალუტაში არსებული მოთხოვნამდე დეპოზიტისათვის დადგენილი საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად დარიცხულ სარგებელს შორის.
2.7.2. თუ დეპოზიტი შეწყდა გახსნიდან 3 (სამი) წლის გასვლის შემდეგ, მაშინ პირგასამტეხლოს ოდენობა შეესაბამება დეპოზიტზე პროცენტის ბოლო რეალიზაციიდან დეპოზიტის შეწყვეტამდე პერიოდისათვის ხელშეკრულების “2.6.” პუნქტის შესაბამისად დარიცხულ სარგებელს.
2.8. დეპოზიტზე სარგებლის დარიცხვა იწყება სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსების მომდევნო დღიდან, დეპოზიტის ვადის ამოწურვის ან დეპოზიტის ვადამდე შეწყვეტის დღის ჩათვლით, წელიწადში 365 (სამასსამოცდახუთი)
დღეზე გადაანგარიშებით. ამასთან, სარგებლის რეალიზაცია ხორციელდება წელიწადში ერთხელ, დეპოზიტის გახსნიდან 365 (სამასსამოცდახუთი) დღის ამოწურვის ყოველ ჯერზე.
2.9. ბანკში სადეპოზიტო პროდუქტებისთვის განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის განაკვეთების ცვლილებისას, ბანკს უფლება აქვს, გადახედოს ხელშეკრულებით განსაზღვრულ დეპოზიტის სარგებელს და კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, 01 ივნისს და 01 დეკემბერს, ცალმხრივად შეცვალოს დეპოზიტზე დასარიცხი სარგებელი (საპროცენტო განაკვეთი) და განსაზღვროს შემდეგი ოდენობით: ცვლილების თარიღისთვის ბანკში მოქმედი მაქსიმალური ხანგრძლივობის მქონე ფიზიკური პირის ვადიანი დეპოზიტისათვის დადგენილ საპროცენტო განაკვეთს + 1 (ერთი) (თუ დეპოზიტი ლარშია) / 2 (ორი) (თუ დეპოზიტი სხვა ვალუტაშია).
2.10. სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული თანხა დეპოზიტის ვადის ამოწურვის შემდეგ გადაირიცხება სს “ბაზისბანკში” გახსნილ დეპოზიტარის მიმდინარე/საბარათე/მოთხოვნამდე დეპოზიტის ანგარიშზე, ხოლო დეპოზიტის ვადამდე დახურვის შემთხვევაში – დეპოზიტის გამხსნელის მიმდინარე ანგარიშზე. ამასთან, ბანკი უფლებამოსილია, დეპოზიტარის დამატებითი/წინასწარი თანხმობის გარეშე გაუხსნას მას მიმდინარე ანგარიში ნებისმიერ ვალუტაში (შესაბამისი ანგარიშის გახსნის მომენტში ბანკში მოქმედი პირობებითა და წესით) იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ დეპოზიტარს ბანკში არ აქვს მიმდინარე/საბარათე/მოთხოვნამდე დეპოზიტის ან/და საჭიროა ასეთი ანგარიშის დამატებით გახსნა.
2.11. ამ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა და სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული თანხის გატანა/გადარიცხვა დაუშვებელია, თუ ბანკის მიერ სხვა გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.
მუხლი 3. მხარეთა უფლება-მოვალეობები
3.1. დეპოზიტარი/დეპოზიტის გამხსნელი ვალდებულია:
3.1.1. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსოს ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს.
3.1.2. ამ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის სურვილის შესახებ აცნობოს ბანკს ამ ხელშეკრულების მე-7 მუხლით დადგენილი ფორმით.
3.2. დეპოზიტარს/დეპოზიტის გამხსნელს უფლება აქვს:
3.2.1. მიიღოს დეპოზიტზე რიცხული თანხა და შესაბამისი სარგებელი ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და პირობებით.
3.2.2. საკომისიო გადასახადის გარეშე მიიღოს ინფორმაცია მის სადეპოზიტო ანგარიშზე ოპერაციების წარმოების შესახებ.
3.2.3. წარადგინოს პრეტენზია ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში და/ან ამ ხელშეკრულებაში მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. პრეტენზიას განიხილავს ბანკის მომხმარებლის გამოცდილების მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილება. პრეტენზიის მიღების და განხილვის პროცედურა წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და მისი მიღება შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში. xxxxxx მიერ პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადაა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე სათანადო ფორმით შედგენილი პრეტენზიის ბანკის მიერ მიღების დღიდან.
3.3. ბანკი ვალდებულია:
3.3.1. მიიღოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, როგორც საბავშვო დეპოზიტი და დაარიცხოს მას სარგებელი ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და პირობებით
3.3.2. დეპოზიტარზე გასცეს დეპოზიტზე რიცხული თანხა და ხელშეკრულებით განსაზღვრული შესაბამისი სარგებელი დეპოზიტის ვადის ამოწურვის შემდეგ ან დეპოზიტის ვადამდე დახურვის შემთხვევაში, იმავე ვალუტაში.
3.2.3. დაიცვას საბანკო ინფორმაციის კონფიდენციალურობა, არ გასცეს ასეთი ინფორმაცია მესამე პირზე დეპოზიტარის თანხმობის გარეშე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.
3.4. ბანკს უფლება აქვს:
3.4.1. განკარგოს დეპოზიტზე რიცხული თანხა საკუთარი სახელითა და შეხედულებისამებრ.
3.4.2. 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში განიხილოს დეპოზიტარის მომართვა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის სურვილის შესახებ და მიიღოს გადაწყვეტილება დეპოზიტარის თხოვნის დაკმაყოფილების ან დეპოზიტარის თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
3.4.3. ხელშეკრულების ვადაზე ადრე მოშლის შემთხვევაში, უაქცეპტო წესით ჩამოაჭრას დეპოზიტიდან ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო.
მუხლი 4. ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა
4.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის დეპოზიტის გამხსნელის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერისა და დეპოზიტზე თანხის განთავსების მომენტიდან და მოქმედებს წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლში განსაზღვრული ვადით.
მუხლი 5. დავების გადაწყვეტის წესი
5.1. ყველა დავა და უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წყდება მხოლოდ მხარეთა შორის მოლაპარაკების შედეგად.
5.2. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკების შედეგად შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, მხარეთა შორის დავას განიხილავს სასამართლო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6. განსაკუთრებული დებულებები
6.1. გარდა „2.9.“ პუნქტში მითითებული შემთხვევისა, ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია: (ა) მხარეთა შორის წერილობითი ფორმით გაფორმებული ან/და ბანკის დისტანციური მომსახურების არხის მეშვეობით დადებული შეთანხმებით, ან (ბ) ბანკის მიერ, ცალმხრვად, რა დროსაც ბანკის მიერ დეპოზიტარს/დეპოზიტის გამხსნელს შეტყობინება ეგზავნება ცვლილებ(ებ)ის ძალაში შესვლამდე არანაკლებ 2 (ორი) კალენდარული თვით ადრე (ხელშეკრულებასა და მის თავსართში მოცემული მნიშვნელოვან პირობებში ცვლილების შემთხვევაში), ან არანაკლებ 1 (ერთი) კალენდარული თვით ადრე (ხელშეკრულების სხვა პირობების ცვლილების და/ან სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში), ამავე ხელშეკრულებით დადგენილი ფორმითა და წესით. თუ დეპოზიტარი/დეპოზიტის გამხსნელი არ ეთანხმება ცვლილებას, იგი უფლებამოსილია, ცვლილების ძალაში შესვლამდე შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებების სრულად შესრულებით. ასეთ შემთხვევაში, დეპოზიტი არ მიიჩნევა დეპოზიტარის/დეპოზიტის გამხსნელის მხრიდან ვადამდე შეწყვეტილად და არ მოქმედებს ამ ხელშეკრულების “2.7.” პუნქტით დადგენილი პირობა.
6.2. იმ შემთხვევაში, თუ დეპოზიტარი არ ისარგებლებს ამ ხელშეკრულების “6.1.” პუნქტში აღწერილი უფლებით, xxxxxx მიერ შეთავაზებული ცვლილებები ჩაითვლება დეპოზიტარის მიერ მიღებულად, ხოლო ხელშეკრულება შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად.
6.3. ბანკს არ ევალება დეპოზიტარის/დეპოზიტის გამხსნელის ინფორმირება ხელშეკრულების ისეთ ცვლილებაზე (დამატებაზე), რომელიც ხორციელდება დეპოზიტარის სასარგებლოდ და უფლება აქვს, ძალაში შეიყვანოს ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე xxx.xxxxxxxxx.xx და/ან ბანკის სერვისცენტრებში შესაბამისი ინფორმაციის განთავსებისთანავე.
6.4. დეპოზიტარი/დეპოზიტის გამხსნელი ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას, ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს, მისი დამატებითი თანხმობის გარეშე:
6.4.1. კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბანკო მომსახურების გაწევის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, მიიღოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, ბანკისთვის აუცილებელი, დეპოზიტარის/დეპოზიტის გამხსნელის შესახებ პერსონალური და/ან ბიომეტრიული მონაცემები.
6.4.2. დაამუშავოს დეპოზიტარის/დეპოზიტის გამხსნელის შესახებ ნებისმიერი მესამე პირისაგან და/ან თავად დეპოზიტარის/დეპოზიტის გამხსნელისაგან მიღებული, აგრეთვე საჯაროდ ხელმისაწვდომი ნებისმიერი პერსონალური და/ან ბიომეტრიული მონაცემი, მათ შორის გამოიყენოს მოპოვებული მონაცემი პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის.
მუხლი 7. შეტყობინება
7.1. მხარეთა შეტყობინება ხორციელდება წერილობით, დისტანციური არხ(ებ)ით (მათ შორის, ინტერნეტ-ბანკი, მობაილ-ბანკი), ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით. წერილობითი შეტყობინება მხარეს უნდა გადაეცეს შეტყობინების გამგზავნისთვის ცნობილ ბოლო მისამართზე. ბანკს შეუძლია შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც - ელექტრონული ფოსტა, ან სატელეფონო (სატელეფონო ზარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება) შეტყობინება.
7.2. ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს, თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია შესაბამისი წესით (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტით, ქვითრით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით და ა.შ.). თუ შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება მიიჩნევა სათანადო წესის შესაბამისად გაგზავნილად და მიღებულად:
7.2.1. კურიერის ან საფოსტო გზავნილის მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში – (ა) თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ - გაგზავნიდან 3 (სამი) კალენდარულ დღეში, ან ჩაბარების დადასტურების თარიღის დღეს (რომელსაც უფრო ადრე ექნება ადგილი); (ბ) თუ შეტყობინება გაგზავნილია დეპოზიტარის მიერ - ბანკის კანცელარიაში შეტყობინების დარეგისტრირების მომდევნო საბანკო დღეს;
7.2.2. xxxxxx მიერ შეტყობინების ელექტრონული ფოსტის, დისტანციური არხის (მათ შორის, ინტერნეტ-ბანკის, xxxxxx xxxxxx) ან ტელეფონის (სატელეფონო ზარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება) მეშვეობით გაგზავნის შემთხვევაში
– გაგზავნის თარიღის მომდევნო საბანკო დღეს.
7.3. შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება ერთ-ერთი შემდეგი მიზეზის გამო: (ა) ამ ხელშეკრულების “7.1.” პუნქტში მითითებულ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემებზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, (ბ) ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან (გ) ადრესატი თავს აარიდებს შეტყობინების მიღებას.
7.4. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, დეპოზიტის გამხსნელი თანახმაა შეტყობინება მიიღოს ამ მუხლით დადგენილი წესითა და ფორმით.
7.5. დეპოზიტარი/დეპოზიტის გამხსნელი ვალდებულია ცვლილების განხორციელებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის განმავლობაში, წერილობით აცნობოს ბანკს სახელი/გვარის (სახელწოდების), საპასპორტო მონაცემების (რეგისტრაციის მონაცემების), მისამართის (იურიდიული/ფაქტიური) და საკონტაქტო მონაცემების (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა და ა.შ) ცვლილებების შესახებ.
7.6. xxxxx xxxxxx არ აგებს დეპოზიტარის/დეპოზიტის გამხსნელის მიერ ბანკისთვის მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად გაგზავნილი შეტყობინების სხვა პირის მიერ მიღებით გამოწვეულ შედეგებზე.
მუხლი 8. სხვა პირობები
8.1. ურთიერთობები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე ხელშეკრულებით, რეგულირდება მხარეთა შორის გაფორმებული “ფიზიკური პირის საბანკო მომსახურების შესახებ” ხელშეკრულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8.2. ბანკის საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი (მისამართი: თბილისი, xxxxxxxxx x.0), საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8.3. ეს ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2 (ორი) იდენტურ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი თითოეული მხარისათვის.
მუხლი 9. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები ბანკი: სააქციო საზოგადოება "ბაზისბანკი", საიდენტიფიკაციო კოდი: 203841833, მისამართი: 0103 საქართველო, ქ. თბილისი, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი N1. xxxxxxxx: x000 000 000 000, ელექტრონული ფოსტის მისამართი: xxxx@xxxxxxxxx.xx, საბანკო საქმიანობის ლიცენზია N173, გაცემის თარიღი 04.11.1993 წ.
დეპოზიტის გამხსნელი: (მიეთითება რეკვიზიტები)