taxinfo.ge
5
xxxxxxx.xx
საგადასახადო - საბუღალტრო მომსახურების
ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა
_____ ______ 2022 ქ. თბილისი
შპს „___________“ (ს/ნ _______________) (შემდეგში - „დამკვეთი“), წარმოდგენილი მისი დირექტორის - ___________ ______________ (პ/ნ _______________) სახით, ერთის მხრივ, და შპს „___________“ (ს/ნ _______________) (შემდეგში - „შემსრულებელი“), წარმოდგენილი მისი დირექტორის - ___________ ______________ (პ/ნ _______________) სახით, მეორეს მხრივ, „დამკვეთი“ და „შემსრულებელი“ ერთად წოდებულნი როგორც - „მხარეები“, ვთანხმდებით და ვაფორმებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდეგში - „ხელშეკრულება“) შემდეგზე:
ხელშეკრულების საგანი:
„დამკვეთი“ ავალებს, ხოლო „შემსრულებელი“ კისრულობს გაუწიოს „დამკვეთს“ საგადასახადო - საბუღალტრო მომსახურება (შემდეგში - „მომსახურება“);
„ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული „მომსახურება“ მოიცავს:
„დამკვეთის“ მიმდინარე „საანგარიშო პერიოდების“ (კალენდარული თვეების) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებას საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოში მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების მიხედვით;
„დამკვეთის“ მიმდინარე „საანგარიშო პერიოდების“ საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
მხარეთა უფლებები და ვალდებულებები:
შემსრულებელი ვალდებულია:
„მომსახურების“ გაწევა დაიწყოს „ხელშეკრულების“ ხელმოწერის დღიდან;
მოქმედი კანონმდებლობის, ნორმებისა და სტანდარტების, „დამკვეთთან“ დადებული „ხელშეკრულების“ პირობების, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე დამოუკიდებლად განსაზღვროს „მომსახურების“ განხორციელების ფორმები და მეთოდები;
საიდუმლოდ შეინახოს „მომსახურების“ დროს მიღებული ინფორმაცია, არ გაახმაუროს საიდუმლობის შემცველი ცნობები, არ გამოიყენოს ისინი თავისი, ან მესამე პირის ინტერესებისათვის;
„მომსახურების“ განხორციელებისას დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, საქართველოში მოქმედი სტანდარტები, დებულებები და ნორმატიული აქტები;
გასწიოს კვალიფიციური „მომსახურება“;
გაუწიოს „დამკვეთს“ შესაბამისი კონსულტაცია საგადასახადო ვალდებულებების ოპტიმიზაციისა და საგადასახადო რისკების პრევენციის საკითხებში.
ყოველი საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) მომდევნო თვის 15 რიცხვამდე მოახდინოს საანგარიშო თვის შემოწმების დასრულება და „დამკვეთთან“ მიღება-ჩაბარების გაფორმება.
დამკვეთი ვალდებულია:
ყოველი საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) მომდევნო თვის 5 რიცხვამდე სრულად მიაწოდოს „შემსრულებელს“ საანგარიშო პერიოდის პირველადი-სააღრიცხვო დოკუმენტები, საბანკო ამონაწერები და სხვა დოკუმენტები „შემსრულებლის“ მოთხოვნისამებრ;
2.2.2. „შემსრულებლის“ მოთხოვნის შემთხვევაში, დროულად და დეტალურად მიაწოდოს „შემსრულებელს“ ახსნა-განმარტება (წერილობითი და/ან ზეპირი) განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციასთან დაკავშირებით;
2.2.3. გადაუხადოს „შემსრულებელს“ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული „მომსახურების“ ღირებულება.
მომსახურების საფასური და ანგარიშსწორების წესი:
„მომსახურების“ ღირებულება (დღგ-ს ჩათვლით) შეადგენს _______ ლარს, ყოველი საანგარიშო (მიმდინარე) პერიოდისათვის (კალენდარული თვისათვის);
„მომსახურების“ ღირებულების გადახდა წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, „შემსრულებლის“ საბანკო ანგარიშზე ფულადი სახსრების გადარიცხვის გზით საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) შემდეგი თვის 5 რიცხვამდე.
ფორს-მაჟორი:
„ხელშეკრულების“ პირობების, ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც „ხელშეკრულების“ პირობების შეუსრულებლობა, არასათანადოდ შესრულება ან დარღვევა და არ გამოიწვევს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობას;
„ხელშეკრულების“ მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს „მხარეებისათვის“ გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული „დამკვეთისა“ ან/და „შემსრულებლის“ შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და სხვა;
ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში „ხელშეკრულების“ დამდებმა „მხარემ“, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს წერილობით მეორე „მხარეს“ ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი „მხარე“ არ მიიღებს მეორე „მხარისაგან“ წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
დავის გადაჭრის წესი:
„ხელშეკრულების“ მოქმედების პერიოდში „მხარეებს“ შორის წარმოშობილი დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით;
მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განსახილველად გადაეცემა საქართველოს საერთო სასამართლოებს. „მხარეებს“ უფლება აქვთ წინამდებარე ხელშეკრულების დადების შემდეგ დადონ დამატებითი შეთანხმება დავის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გადაწყვეტის შესახებ, ამ შემთხვევაში დავას გადაწყვეტს შესაბამისი არბიტრაჟი.
ხელშეკრულების ძალაში შესვლა
და მოქმედების ვადები:
ხელშეკრულება ძალაში შედის „მხარეთა“ მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 202__ წლის ______ _________________-მდე.
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები:
„ხელშეკრულებაში“ დამატებები და ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს წერილობითი ფორმით და ძალაში შედის მხოლოდ ორივე „მხარის“ სრულუფლებიან წარმომადგენელთა მიერ ხელმოწერის დღიდან;
„ხელშეკრულების“ რომელიმე მუხლის ან პუნქტის საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში, იგი კარგავს ძალას, და მოქმედებას აგრძელებს ძალა დაუკარგავი მუხლები და პუნქტები;
„ხელშეკრულება“ შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც ერთი ეგზემპლარი გადაეცემა „დამკვეთს“, ხოლო მეორე - „შემსრულებელს“.
„დამკვეთი“: შპს „____________________“ (ს/ნ _______________)
_____________ /____________ _______________ (პ/ნ ____________), დირექტორი/
„შემსრულებელი“: შპს „____________________“ (ს/ნ _______________)
_____________ /____________ _______________ (პ/ნ ____________), დირექტორი/
________________ „დამკვეთი“ ________________ „შემსრულებელი“