ერთის მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მის: ქ. თბილისი, გია გულუას ქუჩა N8, საბანკო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა, კოდი - TRESGE22, საიდ. კოდი - 204383176), შემდგომში წოდებული
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №
ქ. თბილისი 2020 წელი
1. ხელშეკრულების დამდები მხარეები
ერთის მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მის: ქ. თბილისი, xxx xxxxxx ქუჩა N8, საბანკო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა, კოდი - TRESGE22, საიდ. კოდი - 204383176), შემდგომში წოდებული
„შემსყიდველად”, წარმოდგენილი ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის სახით და მეორეს
მხრივ,
მიმწოდებელი: ---------------------------; საიდენტიფიკაციო კოდი ;
მისამართი, ტელეფონი: დირექტორი:
საბანკო რეკვიზიტები: -------------; ბანკის კოდი: ; ა/ა: შემდგომში წოდებული „მიმწოდებლად“, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მათი გათვალისწინებით, შეთანხმდნენ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობებზე და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე.
2. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი, შესყიდვის საშუალება, ხელშეკრულების ღირებულება და ხელშეკრულების მოქმედების ვადა
2.1. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია: შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, მაღალყელიანი ზამთრის სეზონის ფესაცმელების შესყიდვა. ინფორმაცია საქონლის დასახელების, ტექნიკური მახასიათებლების, რაოდენობისა და ერთეულის ღირებულების შესახებ მოცემულია მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ ფასთა ცხრილში, რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (იხ. დანართი N1 ფურცელი).
2.2. შესყიდვის საშუალება: ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე NAT --.
2.3. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ლარს. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს, როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
2.4. კლასიფიკატორის კოდი: CPV-18800000 - ფეხსაცმელი.
2.5. ხელშეკრულება ძალაშია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მაგრამ არაუადრეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობები, ვადა და ადგილი
3.1. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა: მოცემულია დანართი N1-ში
3.2. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
3.3. მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო შესყიდვის ობიექტის მიწოდება მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესებისა და მოთხოვნების დაცვით.
3.4. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის ისეთი შეფუთვა, რომელიც დაიცავს მას დაზიანების ან გაფუჭებისაგან დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების პროცესში.
4. შესყიდვის ობიექტის ხარისხი და გარანტია
4.1. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ მიწოდებული ობიექტის ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს.
4.2. საქონლის საგარანტიო ვადა განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულების დანართ N1-ში მითითებული ვადის შესაბამისად.
4.3. ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე მისი მოქმედების დასრულების შემდგომ, აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში გამოასწოროს იგი ან შეცვალოს ახალი შესყიდვის ობიექტით, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
4.4. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.
5. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
5.1. შემსყიდველს ან მის წარმომადგენლებს უფლება აქვთ განახორციელონ ტექნიკური კონტროლი ან/და გამოცადონ საქონელი, რათა დარწმუნდნენ მათ შესაბამისობაში კონტრაქტით გათვალისწინებულ ტექნიკურ პირობებთან.
5.2. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელებისათვის აუცილებელი პერსონალისა და ტექნიკური საშუალებების გამოყოფა, ასევე უზრუნველყოს საჭირო სამუშაო პირობები. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის მიზნით გამოიყენებს მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვითონ შემსყიდველი ორგანიზაცია.
5.3. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის მიწოდების კონტროლს ახდენს სისტემატიურად, საკუთარი შეხედულებისამებრ. კონტროლი ხორციელდება როგორც შუალედური ფორმით - შესყიდვის ობიექტის მიწოდების პროცესში, ისე მისი დამთავრების შემდგომ. შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე მოახდინოს დამატებითი კვლევა.
5.4. შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, საქონლის მოწოდების სრულად განხორციელებამდე, მოთხოვოს მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის/მისი შემადგენელი ნაწილის მიწოდებასთან ან/და დამზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
5.5. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქონლის მიწოდებისას, თუ კონტროლის განმახორციელებელი პირი ვიზუალური დათვალიერების შედეგად ჩათვლის, რომ შესყივის ობიექტი განსხვავდება ტექნიკური აღწერილობისგან ან/და ელექტრონულ ტენდერზე წარმოდგენილი ნიმუშისგან, შემსყდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს ექსპერტიზის ჩატარება საქონლის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“, SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული დასკვნა.
5.6. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა და წუნდებული საქონლის შეცვლა.
5.7. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებს შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
6. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
6.1. შესყიდვის ობიექტის მიღება - ჩაბარება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
6.2. შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებაზე უფლებამოსილ პირ(ებ)ს წარმოადგენს შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
6.3. მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების პარალელურად, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად).
6.4. იმ შემთხვევაში, თუ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს, რაც არ ჩაითვლება მიმწოდებლის მხრიდან ვადის გადაცილებად.
7. ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების ვალუტა
7.1. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.2. ანგარიშსწორება განხორციელდება BP-სთან გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი გრანტით, ეტაპობრივად, ფაქტიურად მიწოდებეული საქონლის მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) შსს შესაბამისი სამსახურის მიერ ეკონომიკურ დეპარტამენტში წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.
7.3. წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში (რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას) .
7.4. უპირობო, გამოუთხოვადი წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.5. დარჩენილი ღირებულების გადახდა მოხდება ავანსად მიღებული თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.
8. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
8.1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული, ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების
განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას.
8.2. ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების %-ის ოდენობით.
8.3. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია დაუბრუნოს საბანკო გარანტია ან/და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მოთხოვნიდან 14 დღის განმავლობაში.
8.4. მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებელს მოთხოვნიდან 14 დღის განმავლობაში დაუბრუნოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.
8.5. გარანტია უნდა იყოს უპირობო, ე.ი. გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებისა და მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე.
9. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა (საჯარიმო სანქციები, ფორმა, ოდენობა და გადახდის
ვადები)
9.1. ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები.
9.2. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით.
9.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.
9.4. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ჩამოერთმევა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია სრულად.
9.5. საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილ უნდა იქნას მხარისთვის აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების (წერილი ჯარიმის დაკისრების თაობაზე) გაცნობიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში.
9.6 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელი უფლებამოსილია შემსყიდველს დააკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიმწოდებლისათვის ჩასარიცხი თანხის 0.15%-ის ოდენობით.
9.7. საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს ხელშეკრულების მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
10. ხელშეკრულების შეწყვეტა
10.1. ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.
10.2. ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი.
10.3. ხელშეკრულების შეწყვეტისას მხარეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით.
10.4. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
10.5. შემსყიდველს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში:
ა) მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის 20 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში;
ბ) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მათ შორის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნებისმიერი ისეთი დარღვევის დროს, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალური სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას, ან იწვევს შემსყიდველის ინტერესის დაკარგვას სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებისადმი.
10.6. ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტიურად მიწოდებული საქონლის ღირებულება.
11. ფორს-მაჟორი
11.1. ფორს-მაჟორი - სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო
მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყრების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორს-მაჟორად არ ითვლება მიმწოდებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს
ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული.
11.2. ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული, როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას.
11.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, საჯარო სამართლის კორპორაცია
„საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის“ დასკვნა ფორსმაჟორის დადასტურების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
11.4. იმ შემთხვევაში თუ ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო, იცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
12. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
12.1. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლის გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
12.2. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება (მათ შორის მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა) უნდა გაფორმდეს წერილობით - მხარეთა შეთანხმების სახით და დანართის სახით უნდა დაერთოს ხელშეკრულებას. მხარეთა წერილობითი შეთანხმება ცვლილების თაობაზე, ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
12.3. ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ღირებულების შესაბამისად, რაც არ საჭიროებს დამატებით შეთანხმებას.
13. უფლებების გადაცემა
13.1. ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების მთლიანი ან ნაწილობრივი გადაცემა ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმებით (შემსყიდველი - მიმწოდებელი - მესამე პირი).
13.2. დაუშვებელია ხელშეკრულებაში მიმწოდებლის ჩანაცვლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (ორგანიზაციის შერწყმა, გაყოფა და სხვ.)
14. ღირებულება
14.1. მხარეთა შეთანხმებით დასაშვებია ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეცვლა.
14.2. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
14.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
14.4. ხელშეკრულების ღირებულების შეცვლა ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
15. ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის
15.1. ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის გაგზავნის გზით იმ პირობით, რომ შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინება მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის გაგზავნის მეშვეობით.
15.2. ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან/და ფაქსით ურთიერთობისათვის გამოყენებულ იქნება:
ა) მიმწოდებლის შემდეგი რეკვიზიტები: საკონტაქტო პირი -------; მობილური ტელეფონის ნომერი ;
ელექტრონული ფოსტა: ----
ბ) შემსყიდველის შემდეგი რეკვიზიტები: საკონტაქტო პირი -------; მობილური ტელეფონის ნომერი ;
ელექტორნული ფოსტა ----
15.3. ხელშეკრულებაში მონაწილე ორივე მხარე ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საკონტაქტო პირ(ებ)ის ან ინფორმაციის ცვლილება წერილობითი სახით აცნობოს მეორე მხარეს.
15.4. შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს.
16. სადაო საკითხების გადაწყვეტა
16.1. ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ მათ შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავა შესაძლებელია გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით, ხოლო ასეთის მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სასამართლოს მიერ
16.2. ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები.
16.3. შემსყიდველს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მეორე მხარის მიერ ხელშეკრ ულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით/ვალდებულების დარღვევით (მათ შორის უხარისხო შესრულებით).
16.4. ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
16.5.
17. სხვა პირობები
17.1. ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
17.2. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე და ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
17.3. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილი მხარეთა მიერ.
17.4. „ხელშეკრულების“ მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს „ხელშეკრულების“ ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება. მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის დასათაურებაში ან დანომვრაში ცდომილების/სხვაობის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ამავე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის შესაბამისი შინაარსის მქონე მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი.
17.5. „ხელშეკრულების“ ტექსტში მექანიკური ან/და ტექნიკური შეცდომის ან/და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში
„მხარეთა“ მიერ, აღნიშნული შეცდომა ან/და ხარვეზი განხილული და განმარტებული უნდა იყოს
„ხელშეკრულების“ შესაბამისი წინადადების (წინადადებების) ან/და შინაარსიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეცდომა ან/და ხარვეზი არ შეესაბამება „ხელშეკრულების“ სათანადო წინადადებას/წინადადებებს ან შინაარს, მას (ხარვეზი/შეცდომა) „ხელშეკრულების“ შინაარსის განმარტებასთან დაკავშირებით არ ექნება (არ მიენიჭება) რაიმე მნიშვნელობა.