Contract
თანამშრომლობის შეთანხმება საერთო გარიგებასთან დაკავშირებით
ქ.ბათუმი
«____»__________________20 __წ.
ჩვენ, ___________________________ (ორგანიზაციის სახელი, ფიზიკური პირის სახელი.გვარი.მამის სახელი) სახელით __________________________________________,(თანამდებობა, სახელი გვარი მამის სახელი) სამომავლოდ დასახელებული როგორც „მხარე 1“ ერთი მხრიდან და (ორგანიზაციის სახელი, ფიზიკური პირის სახელი,გვარი მამის სახელი)
სახელით ______________________________(თანამდებობა,ფიზიკური პირის სახელი.გვარი.მამის სახელი) სამომავლოდ როგორც „მხარე 2“ მეორე მხრიდან , შევადგინეთ ხელშეკრულება ქვემოთხსენებულის შესახებ.
1.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მხარეების ურთიერთთანამშრომლობა მფლობელებსა (გამქირავებელი, ბინის გამყიდველი) და დამკვეთებს (მქირავებელი, მყიდველი) შორის, ობიექტის გაქირავებისა და ყიდვა გაყიდვის თაობაზე, (ობიექტის დასახელება) რომელიც ობიექტის დათვალიერების აქტის მიხედვით წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
2.მხარეების უფლებები და ვალდებულებები
2.1. მხრაეები ვალდებულნი არიან:
2.1.1. უზრუნველყონ ობიექტის დათვაიერება მყიდველისთვის (დამქირავებლებს და მყიდველებს) . დათვალიერება ინიშნება დათვალიერების აქტში
2.1.2. დაიცვას მეორე მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომლების აუცილებელია ხელშეკრულების შესრულებისათვის; კომერციული ფართის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ითვლება უფლებათ მაგრამ არა ვალდებულებათ.
2.1.3. თითოეული მხარე ინდივიდუალურად არის პასუხისმგებელი კლიენტების მიმართ მომსახურების გაწევის თაობაზე.
2.1.4. მხარეები ვალდებულნი არიან იმოქმედონ მოქმედი კანონმდებლობის ნორმების დაცვის მიხედვით, ხარისხიანად შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, იხელმძღვანელონ პროფესიონალური ეთიკის პრინციპებით.
2.1.5.მონაწილეობა მიიღონ ანაზღაურების განაწილებაში ხელშეკრულების მიხედვით.
2.1.6. ითანამშრომლონ:
-დოკუმენტების პაკეტების მომზადებაში, რომლებიც აუცილებელია ნებისმიერი გარიგების გასაფორმებლად, იქნება ეს ქირაობა, ობიექტის გამოყენების უფლება თუ ყიდვა-გაყიდვის გარიგება.
2.1.7. მხარეებს აქვთ უფლება შეთახმების განხორციელებისათვის ჩართონ მესამე პირი.
3. მომსახურების ღირებულება
3.1. მხარეებს შორის ანაზღაურება ნაწილდება თანაბრად საერთო თანხისა, რომელიც დამტკიცებულია საერთო მომსახურების გაწევის ხელშეკრულებაში ობიექტის მფლობელებსა და დამკვეთებს შორის.
3.2. მხარეებს შორის ანაზღაურების განაწილება ხდება 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში იმის შემდეგ რაც ობიექტის მეპატრონე მიიღებს თავის კუთვნილ თანხას.
4. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
4.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან და გრძელდება 6 თვე. თუ 6 თვის მანძილზე არცერთმა მხარემ წერილობით არ შეატყობინა მეორე მხარეს ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება იმავე ვადით.
5. სხვა პირობები
5.1. დავა და უთანხმოება მხარეებს შორის გვარდება მოლაპარაკებების ხარჯზე, ხოლო თუ ვერ შეთანხმდებიან მაშინ მოგვარდება დაწესებული კანონმდებლობის მიხედვით.
5.2.ხელშეკრულება შემდგარია 2 ეკზემპლარად, თითო ეგზემპლარი თითო მხარეს.
6. კონფიდენციალური ინფორმაცია
6.1.კონფიდენციალურად ითვლება ნებისმიერი ინფორმაცია, მიღებული მეორე მხარისგან უძრავი ქონების შესახებ, რომელიც აღნიშნულია ან დართულია ხელშეკრულებაში.
6.2.მხარეებს არ აქვთ უფლება გადასცენ კონფიდენციალური ინფორმაცია მესამე პირს ხელწერითი თანხმობის გარეშე.
6.3. მხარეები აღიარებენ ხელშეკრულების პირობას რომ, კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენების გამო ხელშეკრულების დარგვევის შემთხვევაში, ზარალის სიდიდე ვერ იქნება ანაზღაურებაზე მცირე.
7. მხარეების მისამართები და რეკვიზიტები
________________________________________________ ________________________________________________ ________________________________________________ ________________________________________________ ________________________________________________ ________________________________________________ ________________________________________________ ________________________________________________ ________________________________________________ ________________________________________________