Contract
სესხის ხელშეკრულება
ქ. თბილისი დღე/თვე/წელი
ერთი მხრივ, სახელი/გვარი პ/ნ ----, შემდგომში წოდებული, როგორც „გამსესხებელი“, ხოლო
მეორე მხრივ, სახელი/გვარი პ/ნ ----, შემდგომში წოდებული, როგორც „მსესხებელი“.
ერთობლივად წოდებულნი, როგორც „მხარეები“, ხოლო ცალ-ცალკე როგორც „მხარე“, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის --- ლარის გადაცემა სესხის სახით.
მსესხებელი იღებს ვალდებულებას დააბრუნოს სესხად აღებული თანხა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.
მუხლი 2. მხარეთა უფლება-მოვალეობები
გამსესხებელი ვალდებულია გადასცეს მსესხებელს თანხა შეთანხმებული ოდენობით, რაც წინამდებარე ხელშეკრულების დადების მომენტისთვის უკვე სრულადაა განხორციელებული.
მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა დაუბრუნოს გამსესხებელს ერთიანად, არაუგვიანეს წინამდებარე ხელშეკრულების დადებიდან -- თვის/წლის ვადაში.
მუხლი 3. ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა და გართულება
იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ გამსესხებლისათვის ან მსესხებლისათვის ვალდებულების შესრულება შეუძლებელი გახდა მისი ნების მიღმა არსებული წინასწარგაუთვალისწინებელი და აუცდენელი გარემოების გამო და იმთავითვე აშკარაა, რომ ასეთი შეუძლებლობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში იარსებებს, მოვალეს არ შეიძლება მოეთხოვოს პასუხისმგებლობა ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო.
ვალდებულების შესრულების შეუძლებლობაში იგულისხმება ვალდებულების სუბიექტური ან ობიექტური (დაუძლეველი ძალა) შეუძლებლობა.
ის მხარე, რომელიც ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის წინაშე აღმოჩნდა, ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ, ბრალეული გაჭიანურების გარეშე აცნობოს მეორე მხარეს.
მუხლი 4. მხარეთა პასუხისმგებლობა, დავათა გადაწყვეტის წესი
ნებისმიერი უთანხმოება მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ მოლაპარაკების გზით. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება საერთო სასამართლოებისადმი მიმართვის გზით. წინამდებარე მუხლში მოლაპარაკების გზით დავის გადაწყვეტის თაობაზე დებულების არსებობა, არ უზღუდავს მხარეებს მოლაპარაკების გამართვამდე სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას.
ხელშეკრულების შესრულების ადგილია ქ. ---.
წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ბრალეული შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5. დასკვნითი დებულებანი
ხელშეკრულება შედგენილია 2 (ორი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად და გადაეცემათ მხარეებს.
ნებისმიერი ცვლილება და დამატება რომელიც განხორციელდება ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს და დაერთვის მას.
წინამდებარე ხელშეკრულებით ძალადაკარგულად ცხადდება აქამდე არსებული ყველა სხვა შეთანხმება მხარეებს შორის ხელშეკრულების საგანთან მიმართებით.
„გამსესხებელი“ „მსესხებელი“