Contract
ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო მომსახურების შესახებ
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. xxxxx xxxxxxx გაუხსნის ანგარიშ(ებ)ს, აწარმოებს მის საბანკო ოპერაციებს და გაუწევს ამ ხელშეკრულებაში აღწერილ მომსახურებას ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და წესებით.
1.2. ამ ხელშეკრულებაში აღწერილ მომსახურებათა მისაღებად კლიენტი ბანკს მიმართავს შესაბამისი წერილობითი განაცხადით (ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით), რომლითაც ის იმავდროულად ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ამ ხელშეკრულების ყველა პირობას და ეთანხმება მათ, რითაც უერთდება ამ ხელშეკრულებას. xxxxx განიხილავს კლიენტის განაცხადს და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დაიწყებს კლიენტისთვის განაცხადში მითითებული მომსახურების გაწევას განაცხადის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში.
1.3. ანგარიშ(ებ)ი იხსნება კლიენტის განაცხადის საფუძველზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტების ბანკისთვის წარდგენის შემდეგ.
1.4. ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად ანგარიშ(ებ)ი შესაძლებელია გაიხსნას დისტანციურად, კერძოდ, ინტერნეტ-ბანკის ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით გაკეთებული განაცხადის საფუძველზე იმ შემთხვევაში, როდესაც კლიენტს უკვე აქვს ანგარიში ბანკში. ამასთან, შესაბამისი დოკუმენტების ბანკისთვის წარდგენამდე დისტანციურად გახსნილ ანგარიშზე შესაძლებელია მხოლოდ ჩარიცხვის ოპერაციების განხორციელება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე გადახდის ოპერაციების წარმოება
2.1. კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე გადახდის ოპერაციების წარმოებას (რაც მოიცავს კლიენტის ანგარიშზე შეტანილი ან/და ჩარიცხული თანხ(ებ)ის ასახვას, ანგარიშიდან თანხ(ებ)ის გადარიცხვას ან ნაღდი ანგარიშსწორების წესით ბანკში შეტანილი თანხ(ებ)ის მიმღების ანგარიშზე ასახვას) ბანკი უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და ბანკში დადგენილი წესების შესაბამისად.
2.2. კლიენტის ანგარიშზე ფულადი სახსრები შეიძლება ჩაირიცხოს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო წესით.
2.3. გადახდის ოპერაციის განხორციელების თაობაზე კლიენტის მიერ ბანკისთვის მიცემული საგადახდო დავალების (შემდგომში “საგადახდო დავალება” ან “დავალება”) მიღების დროდ ითვლება მომენტი, როდესაც ბანკი მიიღებს დავალებას შესასრულებლად. ამასთან, გადარიცხვის ოპერაციის შესრულების მიზნით xxxxxx მიერ საგადახდო დავალების მიღება არ მოხდება, თუ იგი არ შეიცავს გადახდის ოპერაციის შესრულების წესის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილ აუცილებელ რეკვიზიტებს, აგრეთვე ბანკის მიერ მოთხოვნილ დამატებით ინფორმაციას/დოკუმენტაციას.
2.3.1. კლიენტი პასუხისმგებელია საგადახდო დავალების (მასში მითითებული ინფორმაციის) სისწორეზე;
2.3.2. გადარიცხვის ოპერაციის შესახებ საგადახდო დავალების მიღებისთანავე, ბანკი შესაბამის თანხებს სრული მოცულობით ჩამოაჭრის კლიენტს ანგარიშ(ებ)იდან, თუმცა ასეთი დავალება შესაძლებელია ვერ შესრულდეს დავალების გაცემისთანავე;
2.3.3. xxxxxx მიერ საგადახდო დავალების შესრულება მოხდება ბანკისთვის სრულყოფილი ფორმით წარდგენიდან 2 (ორი) საბანკო დღის ვადაში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.3.4. საგადახდო დავალება სათანადო წესით ხელმოწერილი უნდა იყოს კლიენტისა და ბანკის მხრიდან (გარდა ელექტრონული საგადახდო დავალებისა).
2.4. თუ მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული აქტით) ან/და ბანკში მოქმედი წესებით სხვა რამ არ არის დადგენილი, იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალება ინიცირებულია არასაბანკო დღეს, იგი მიღებულად ჩაითვლება მომდევნო საბანკო დღეს (ამასთან, საბანკო დღის 18:00 სთ-ის შემდეგ წარმოდგენილი გამავალი სავალუტო გადარიცხვები, ასევე 17:20 სთ-ის შემდეგ წარმოდგენილი გადარიცხვები ეროვნულ ვალუტაში, მიღებულად ჩაითვლება მომდევნო საბანკო დღეს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ბანკის მიერ შესაბამისი დავალების შესრულება მოხდება იმავე საბანკო დღის დასრულებამდე).
2.5. xxxxx უფლებამოსილია, საგადახდო დავალება არ მიიღოს შესასრულებლად ან/და უარი განაცხადოს დავალების შესრულებაზე, ქვემოთ მითითებული ერთ-ერთი ან რამდენიმე გარემოების არსებობისას:
2.5.1. საგადახდო დავალება არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან/და ბანკში დადგენილ წესებსა და პროცედურებს (მათ შორის, საერთაშორის გადარიცხვების შემთხვევაში შუამავალ ბანთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილ პირობებს);
2.5.2. დავალება შეიცავს არაზუსტ ინფორმაციას (მითითებას);
2.5.3. დავალება არ შეიცავს ბანკის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას/დოკუმენტაციას, მათ შორის, ბანკის მიერ ოპერაციის (გარიგების) ეკონომიკური შინაარსის კვლევის პროცესში ან/და კლიენტის მატერიალური სახსრების წარმომავლობის (ან/და მათი კანონიერების) დადგენის მიზნით მოთხოვნილ ინფორმაციას/დოკუმენტაციას;
2.5.4. დავალების შესრულებისათვის ანგარიშზე არსებული თანხა (შესაბამისი საკომისიოს ჩათვლით), არ არის საკმარისი დავალების შესასრულებლად;
2.5.5. ოპერაციის განხორციელებისათვის აუცილებელი თანხა ან მისი ნაწილი დაბლოკილია (მათ შორის, ბანკის მიერ დაბლოკვის შემთხვევაშიც);
2.5.6. კლიენტის ანგარიშ(ებ)ის და/ან ანგარიშ(ებ)ზე არსებული თანხების მიმართ ვრცელდება სამართლებრივი შეზღუდვა (მათ შორის, თუ თანხა ექვემდებარება საჯარო სამართლებრივ შეზღუდვას);
2.5.7. კლიენტს გახარჯული აქვს ანგარიშზე დაშვებული ოვერდრაფტის ლიმიტი, რომელიც აუცილებელია დავალების შესასრულებლად;
2.5.8. ოპერაცია გადააჭარბებს ანაგრიშ(ებ)ის ან ბანკის მიერ დაწესებულ ლიმიტს;
2.5.9. ბანკს დადგენილი წესით არ მიუღია დავალება;
2.5.10. სათანადოდ ვერ ხერხდება კლიენტის და/ან მიმღების იდენტიფიკაცია;
2.5.11. ოპერაციის კვლევის/შესწავლის პროცესში ბანკი სათანადოდ ვერ დარწმუნდება კლიენტის მიერ მოთხოვნილი ოპერაციის (გარიგების) ეკონომიკურ შინაარსში ან/და კლიენტის მატერიალური სახსრების წარმომავლობაში (ან/და მის კანონიერებაში), ან/და ბანკს გაუჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას;
2.5.12. თუ ბანკის მიერ სათანადო წესით ვერ ხდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების (მათ შორის, პრევენციული ღონისძიებები) განხორციელება.
2.5.13. თუ არსებობს სხვა ისეთი ხარვეზი/გარემოება რომელიც შეუძლებელს ხდის დავალების შესრულებას.
2.6. საგადახდო დავალების შესრულებაზე უარის შემთხვევაში, ბანკი არაუგვიანეს საგადახდო დავალების შესრულებისთვის დადგენილი ვადისა აცნობებს კლიენტს აღნიშნულის თაობაზე, ბანკში დაფიქსირებულ ერთ-ერთ საკონტაქტო რეკვიზიტზე შეტყობინების გაგზავნის გზით. ამასთან, xxxxx უფლებამოსილია, საგადახდო დავალების მიღებაზე ან შესრულებაზე უარისას, მოსთხოვს კლიენტს დამატებით ინფორმაციას და/ან დოკუმენტაციას წარდგენა დავალების შესასრულებლად.
2.7. კლიენტის მიერ ბანკისთვის მიცემული დავალების გაუქმება შესაძლებელია მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2.8. იმ შემთხვევაში, თუ სხვა ბანკის მეშვეობით კლიენტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის საბუთში აღნიშნული საიდენტიფიკაციო მონაცემები სრულად არ დაემთხვევა ბანკის ხელთ არსებულ ინფორმაციას კლიენტის შესახებ, ბანკი მიღებულ თანხას ჩარიცხავს “გაურკვეველი თანხების ანგარიშზე”, აწარმოებს აუცილებელ გამოკვლევას თანხის მიმღების დასადგენად და მონაცემებს შორის შეუსაბამობის გამოსწორების შემთხვევაში თანხას ჩარიცხავს კლიენტის ანგარიშზე, ხოლო გამოუსწორებლობის შემთხვევაში თანხას დაუბრუნებს გადამხდელს, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
2.9. კლიენტი ვალდებულია მის ანგარიშზე თანხის შეცდომით ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ შეატყობინოს და გადასცეს ბანკს შეცდომით ჩარიცხული თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში კლიენტი პასუხს აგებს ამ ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა
3.1. ბანკის მიერ ანგარიშებიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა, როგორც წესი, ხორციელდება კლიენტის თანხმობის, ნებართვის, დავალების, ან მოთხოვნის საფუძველზე, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
3.2. კლიენტის ანგარიშებიდან ბანკის მიერ უაქცეპტო წესით (კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე) თანხების ჩამოწერა შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
3.2.1. ბანკის მოქმედი ტარიფების შესაბამისად მომსახურების საფასურის (საკომისიოს) ან/და პირგასამტეხლოს გადასახდელად;
3.2.2. შეცდომით ან/და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ჩარიცხული ან/და საეჭვო თანხ(ებ)ის უკან დასაბრუნებლად;
3.2.3. ბანკის წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების დასაფარავად ან ვალდებულების შესასრულებლად (იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება ან ვალდებულება დაფიქსირებულია ეროვნული ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, ეკვივალენტი დგინდება თანხის ჩამოწერის მომენტისათვის ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსით), ამასთან კლიენტი აცნობიერებს, რომ ბანკი არ არის ვალდებული კლიენტის დავალების გარეშე ჩამოწეროს თანხები კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან კლიენტის რომელიმე ვალდებულების შესრულების მიზნით;
3.2.4. მოქმედი კანონმდებლობით ან/და კლიენტსა და ბანკს შორის დადებული ხელშეკრულებით, შეთანხმებით ან/და სხვა დოკუმენტით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში (მაგალითად საინკასო დავალების არსებობისას).
4. საფასური საბანკო მომსახურებისთვის
4.1. კლიენტისა და ბანკის ფინანსური ურთიერთობა წესრიგდება ბანკის ტარიფებითა და ბანკსა და კლიენტს შორის დადებული ხელშეკრულებებით, პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებით, აგრეთვე პლასტიკური ბარათების შესაბამისი საგადამხდელო სისტემის მომსახურების ტარიფებით. ანგარიშის წარმოებისათვის, ამ ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციებისათვის და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის კლიენტი ბანკს უხდის ოპერაციის შესრულების ან მომსახურების გაწევის დროისათვის ბანკის მიერ დადგენილი და მოქმედი ტარიფების შესაბამისად განსაზღვრულ თანხას (მომსახურების საფასურს).
4.2. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში კლიენტს არ დაუბრუნდება მის მიერ უკვე გადახდილი მომსახურების საფასური (საკომისიო).
4.3. მომსახურების ტარიფები განთავსებულია ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე xxx.xxxxxxxxx.xx
4.4. ბანკს უფლება აქვს შესთავაზოს კლიენტს მომსახურების პაკეტის გამოყენება, რაც გულისხმობს კლიენტის მიერ ერთდროულად რამდენიმე საბანკო მომსახურებით/პროდუქტით სარგებლობას ფიქსირებული საკომისიოს გადახდის სანაცვლოდ. მომსახურების პაკეტზე რეგისტრაცია ხდება კლიენტის მიერ განაცხადის შევსებით, რომელიც მიიჩნევა კლიენტის თანხმობად მომსახურების პაკეტში შემავალი ყველა საბანკო მომსახურებით/პროდუქტით სარგებლობაზე.
4.5. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები (დამატებები) მომსახურების/სერვისის ტარიფებში. აღნიშნულის შესახებ ბანკი კლიენტის ინფორმირებას ახდენს “8.5.”, 8.6.” და “8.7.” პუნქტებით განსაზღვრული წესით.
5. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
5.1. კლიენტი ვალდებულია:
5.1.1. საბანკო ოპერაციების წარმოების საკითხებში დაექვემდებაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას;
5.1.2. კლიენტი აცხადებს, რომ მის მიერ ამ ხელშეკრულების “1.2.” პუნქტით გათვალისწინებული განცხადების შევსებისას ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაცია (მათ შორის საგადასახდო/სამეწარმეო სტატუსის შესახებ) არის უტყუარი და ამომწურავი. კლიენტი ვალდებულია, დაუყოვნებლივ წერილობით, ინტერნეტ-ბანკის ან ამ ხელშეკრულების მე-14 მუხლით დადგენილი წესების შესაბამისად, ბანკის სატელეფონო სერვის ცენტრთან დაკავშირებით (ნომერზე x00000 0 000 000) აცნობოს ბანკს მისი საგადასახდო/სამეწარმეო სტატუსის, საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემების ან საქმიანობის სახის ნებისმიერი ცვლილების შესახებ;
5.1.3. დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს მის მიერ ბანკისთვის წარდგენილ დოკუმენტებსა და მიწოდებულ ინფორმაციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, ასევე იმ პირ(ებ)ის შეცვლის შესახებ, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განკარგონ ანგარიში, ან მიიღონ ინფორმაცია ანგარიშის მდგომარეობის შესახებ და შეტყობინებას დაურთოს შესაბამისი დოკუმენტები. ცვლილებების შესახებ შეტყობინებისა და შესაბამისი საბუთების მიღებამდე ბანკის მიერ ოპერაციები სრულდება არსებული საბუთების საფუძველზე.
5.1.4 ყოველი ახალი ანგარიშის გახსნის განაცხადთან ერთად ბანკს წარუდგინოს ბანკის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები კლიენტის საგადასახადო/სამეწარმეო სტატუსის შესაბამისად;
5.1.5. xxxxxx მიერ მისთვის გახსნილი ანგარიშები სამეწარმეო მიზნებისთვის გამოიყენოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაბამისი საგადასახადო/სამეწარმეო სტატუსი. წინააღმდეგ შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია არ გამოიყენოს თავისი ანგარიშები სამეწარმეო საქმიანობისთვის;
5.1.6. მოთხოვნისთანავე მიაწოდოს ბანკს საბანკო ოპერაციებთან / კლიენტთან დაკავშირებული ყველა საბუთი და ინფორმაცია, მათ შორის, ბანკის მიერ ოპერაციის (გარიგების) ეკონომიკური შინაარსის კვლევის პროცესში ან/და კლიენტის მატერიალური სახსრების წარმომავლობის (ან/და მათი კანონიერების) დადგენის მიზნით მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
5.1.7. დაიცვას ამ ხელშეკრულების პირობები;
5.1.8. დროულად გადაიხადოს მომსახურების საფასური (საკომისიო);
5.1.9. ბანკის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღისა ხელი მოაწეროს და გადასცეს ბანკს ამ უკანასკნელისთვის ამ ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებ(ებ)ის განხორციელებისთვის ან ამ ხელშეკრულებით კლიენტისთვის დაკისრებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულებისთვის საჭირო ნებისმიერი საბუთი;
5.1.10. სრულად აანაზღაუროს ამ ხელშეკრულების და მის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების დადებასთან, დამოწმებასთან, რეგისტრაციასთან, შესრულებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული ან/და კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო xxxxxx მიერ გაწეული (მათ შორის კლიენტისთვის შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებული) ყველა და ნებისმიერი ხარჯი.
5.2. კლიენტს უფლება აქვს
5.2.1. მისცეს ბანკს დავალებები ანგარიშზე ოპერაციების საწარმოებლად, მხოლოდ მისი უფლებამოსილების ფარგლებში;
5.2.2. მოითხოვოს და მიიღოს ნაღდი ფული (როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში), ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში, ბანკში დადგენილი წესის შესაბამისად;
5.1.3. ნებისმიერ დროს დახუროს ანგარიში და შეწყვიტოს ხელშეკრულება ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
5.3. ბანკი ვალდებულია:
5.3.1. მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდოს კლიენტს ინფორმაცია ანგარიშის მდგომარეობის შესახებ;
5.3.2. შეასრულოს კლიენტის დავალებები ამ ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის შესაბამისად;
5.3.3. დაიცვას ამ ხელშეკრულების პირობები.
5.4. ბანკი უფლებამოსილია:
5.4.1. გადაახდევინოს კლიენტს ჯარიმა, ანგარიშზე შეცდომით ჩარიცხული თანხის გამოყენებისათვის, სარგებლობის ყოველ დღეზე;
5.4.2. განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ან რამოდენიმე ღონისძიება, თუ ბანკის მიერ სათანადო წესით ვერ ხორციელდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები (მათ შორის, პრევენციული ღონისძიებები), ან/და ბანკს გაუჩნდება ეჭვი, რომ ანგარიშ(ებ)ზე განხორციელებული/განსახორციელებელი ოპერაცია შეიძლება დაკავშირებული იყოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან, აგრეთვე ბანკში არსებული ინფორმაციით, ოპერაციის და/ან კლიენტის მიმართ შესაძლოა მოქმედებდეს საერთაშორისო ეკონომიკური/ფინანსური სანქცია/სანქციები:
5.4.2.1. კლიენტის წინასწარი ინფორმირების გარეშე დახუროს ანგარიშ(ებ)ი და/ან ანგარიშ(ებ)ზე ჩარიცხული თანხა დაუბრუნოს გამომგზავნს;
5.4.2.2. დააყოვნოს ოპერაცია დამატებითი ინფორმაციის მიღებამდე;
5.4.2.3. უარი უთხრას კლიენტს ოპერაციის შესრულებაზე;
5.4.2.4. კლიენტის წინასწარი ინფორმირების გარეშე შეუჩეროს და/ან შეუწყვიტოს კლიენტს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული, დისტანცური არხებით ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა;
5.4.2.5. განახორციელოს კანონმდებლობით და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.
5.5. კლიენტს ეკრძალება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე მომსახურების გამოყენება უკანონო მიზნით, მათ შორის იმ საქონლის ან მომსახურების შესაძენად, რომლის შეძენაც აკრძალულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
5.6. ბანკი არ არის ვალდებული კლიენტს მიაწოდოს ინფორმაცია ცვლილებების (მათ შორის კლიენტისთვის სასარგებლო ან/და ინდექსირებულ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული ცვლილებების) შესახებ.
6. მხარეთა პასუხისმგებლობა
6.1. ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულყოფილად და დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეები პასუხს აგებენ ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
6.2. ბანკი პასუხისმგებელია, კლიენტის წინაშე ანგარიშზე ოპერაციების წარმოების სისწორესა და დროულობაზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6.3. კლიენტი პასუხისმგებელია, ანგარიშის გასახსნელად და მასზე ოპერაციების საწარმოებლად წარმოდგენილი დოკუმენტების უტყუარობაზე.
6.4. ამ ხელშეკრულების “2.3.” პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს პირგასამტეხლო 0,05%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
6.5. პირგასამტეხლოს გადახდა დამრღვევს არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან.
6.6. ბანკი არ არის პასუხისმგებელი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის (მათ შორის საერთაშორისო გადარიცხვებთან/ჩარიცხვებთან დაკავშირებით) თუ:
6.6.1. ეს გამოწვეულია კლიენტის “საგადახდო დავალებაში” ან სხვა რომელიმე საბუთში აღნიშნული მიმღები ან/და შუამავალი ბანკის ნებისმიერი ქმედებით ან/და შეცდომით ან/და ბანკისაგან დამოუკიდებელი ნებისმიერი სხვა მიზეზით;
6.6.2. იმ სახელმწიფოზე, რომლის ტერიტორიაზეც მოქმედებს თანხის მიმღების (ადრესატის) მომსახურე ბანკი ვრცელდება ემბარგო ან/და სხვა რაიმე შეზღუდვა, რაც აფერხებს ადრესატის მიერ თანხის მიღებას;
6.6.3. თანხის გამგზავნზე და/ან თანხის მიმღებზე (ადრესატზე) და/ან თანხის მიმღების (ადრესატის) მომსახურე ბანკზე ვრცელდება ემბარგო ან/და სხვა რაიმე შეზღუდვა, რაც აფერხებს თანხის მიმღების (ადრესატის( მიერ თანხის მიღებას.
6.6.4. საკორესპოდენტო ბანკი (რომლის მეშვეობითაც სრულდება გადარიცხვა) უარს განაცხადებს ოპერაციის შესრულებაზე ან/და მოხდება გადასარიცხავი თანხის დაკავება/ბლოკირება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის ან/და სხვა მიზნით.
6.7. ბანკი არ არის პასუხისმგებელი შედეგებზე, რომლებიც გამოწვეულია:
6.7.1. კლიენტის დავალებით ოპერაციის განხორციელებით;
6.7.2. კლიენტის ან სხვა პირის კუთვნილი კომპიუტერის, ტელეფონის აპარატის ან/და სხვა მოწყობილობისა თუ აღჭურვილობის (მათი რომელიმე ნაწილის ან/და აქსესუარის) ან/და პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართავობით;
6.7.3. ტელეკომუნიკაციების ოპერატორის, ინტერნეტ-პროვაიდერის ან/და ნებისმიერი სხვა პირის მიზეზით;
6.7.4. xxxxxxxx მიერ განაცხადის ან/და განცხადების არასწორი ან არასრულყოფილი შევსებით;
6.7.5. xxxxxxxx მიერ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაციის უსწორობით ან/და უზუსტობით;
6.7.6. კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით;
6.7.7. კლიენტისთვის ამ ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებების კლიენტის მიერ გამოუყენებლობით.
6.7.8. xxxxxx მიერ გაცემული რეკომენდაციების კლიენტის მიერ შეუსრულებლობით.
6.8. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, თუ ეს გარემოებები გამოწვეულია დაუძლეველი (გადაულახავი) ძალის პირდაპირი ზემოქმედებით, კერძოდ: წყალდიდობით, მიწისძვრით, ხანძრით, გაფიცვით, სამხედრო მოქმედებით, ბლოკადით, სახელმწიფო ორგანოების აქტით ან ქმედებით და სხვა (ფორს-მაჟორული გარემოებები). ფორს-მაჟორული გარემოების დადგომისას მხარეები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ შეატყობინონ ამის შესახებ მეორე მხარეს. მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაიდება ფორს-მაჟორული გარემოებების ლიკვიდაციამდე.
7. ინფორმაცია კლიენტის შესახებ და საბანკო საიდუმლოება
7.1. კლიენტი აცხადებს, რომ ის არ მოქმედებს სხვა (მესამე) პირის დავალებით და არ აქვს ურთიერთობა ფიქტიურ ბანკთან („შელ ბანკთან“).
7.2. ბანკი ვალდებულია დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები, კლიენტთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციების და ანგარიშების შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება (კონფიდენციალობა), რომელიც მისთვის ცნობილი გახდა კლიენტთან საქმიანი ურთიერთობისას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან თუ საქმე ეხება ჩვეულებრივ საბანკო ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებითაც არ ილახება კლიენტის ინტერესები. xxxxxx მიერ კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება ძალაშია ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც.
7.3. ბანკი პასუხს არ აგებს xxxxxxxx მიერ ბანკისთვის მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად გაგზავნილი შეტყობინების სხვა პირის მიერ მიღებით გამოწვეულ შედეგ(ებ)ზე.
7.4. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ სს „ბაზისბანკი“ უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით, კლიენტისათვის საბანკო მომსახურების ეფექტური და შეუფერხებელი გაწევის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან ან/და მსგავსი უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოსგან/პირისგან, მიიღოს ბანკისთვის აუცილებელი, კლიენტის პერსონალური მონაცემები. საბანკო მომსახურების გაწევის პროცესში, მოახდინოს კლიენტთან დაკავშირებული ნებისმიერი პერსონალური და ბიომეტრიული მონაცემის დამუშავება.
7.5. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ სს „ბაზისბანკი“ უფლებამოსილია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სხვადასხვა საბანკო (მათ შორის საკრედიტო) პრუდუქტის მიღების შესახებ ბანკისთვის წარდგენილი განაცხადის განხილვისა და საბანკო მომსახურების ეფექტური და შეუფერხებელი გაწევის მიზნით (ამ მიზნის მისაღწევად საჭირო მოცულობითა და პერიოდულობით), კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვოს კლიენტის შესახებ ნებისმიერი (მათ შორის პერსონალური) ინფორმაცია (მათ შორის, საქართველოში მოქმედი საკრედიტო საინფორმაციო ბიურო(ები)საგან, ნებისმიერი მესამე პირისაგან, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან) და დაამუშავოს კლიენტის შესახებ მოპოვებული შესაბამისი პერსონალური და/ან ბიომეტრიული მონაცემები.
7.6. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ სს „ბაზისბანკი“ უფლებამოსილია კლიენტისათვის გასწევის საბანკო მომსახურების გაუმჯობესების ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, ბანკმა კლიენტის საბანკო ანგარიშებისა და ოპერაციების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია, აგრეთვე კლიენტის პერსონალური ინფორმაცია, ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის პირობით, გადასცეს ბანკთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ პირებს
7.7. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ სს „ბაზისბანკი“ უფლებამოსილია კლიენტის ნებისმიერი განაცხადი, ასევე კლიენტთან დადებულ გარიგებებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია (მ.შ. პერსონალური ინფორმაცია) შენახვის მიზნით გადასცეს სახელმწიფო არქივს ან ამ პროფილის კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს მიწოდებული დოკუმენტაციის დაარქივებასა და უსაფრთხო პირობებში შენახვას კონფიდენციალობის წესების დაცვით.
8. ხელშეკრულების მოქმედება და სხვა პირობები
8.1. ეს ხელშეკრულება ძალაში შედის ამ ხელშეკრულების “1.2.” პუნქტში აღნიშნული განაცხადის მიღების ბანკის მიერ დადასტურების მომენტიდან და იმოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
8.2. კლიენტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს დახუროს ანგარიშ(ებ)ი ან შეწყვიტოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ან ყველა სახის მომსახურებით სარგებლობა ანგარიშის დახურვამდე ან მომსახურებით სარგებლობის შეწყვეტამდე 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე ბანკისთვის წერილობითი შეტყობინების გადაცემის მეშვეობით (თუ კონკრეტულ ანგარიშთან ან
მომსახურებასთან დაკავშირებით ამ ხელშეკრულებით სახვ რამ არ არის გათვალისწინებული). ამ შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იქნება ანგარიშის დახურვის ან/და მომსახურებით სარგებლობის შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების ბანკისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა გადაუხადოს ბანკს შესაბამის ანგარიშთან ან/და მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა საკომისიო და სხვა სახის გადასახდელი.
8.3. ბანკს უფლება აქვს ნებისმიერ დროს:
8.3.1. შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება, დახუროს კლიენტის ანგარიშ(ებ)ი, შეუწყვიტოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დისტანცური არხებით ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა, შეწყვეტამდე არანაკლებ 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე კლიენტისთვის შეტყობინებით, ხოლო “5.4.2.” პუნქტით გათვალისწინებულ და/ან სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში წინასწარი შეტყობინების გარეშე;
8.3.2. შეცვალოს ამ ხელშეკრულებაში აღწერილი მომსახურების პირობები, მახასიათებლები ან/და საფასური (ბანკის მიერ დადგენილ ტარიფებში ცვლილებების შემთხვევაში).
8.3.3. დახუროს კლიენტის ანგარიში და შეუწყვიტოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული, დისტანცური არხებით ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა, კლიენტის მიერ ბანკთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის, ანგარიშზე 6 (ექვსი) თვის განმავლობაში ნაშთის არარსებობის ან/და ანგარიშის მეშვეობით ოპერაციების განუხორციელებლობის შემთხვევაში (ამ პუნქტის მიზნებისთვის ოპერაციის განხორციელებად არ ჩაითვლება ბანკის მომსახურების საფასურის გადარიცხვა/ჩამოწერა კლიენტის ანგარიშიდან). ბანკში კლიენტს ანგარიში ასევე დაეხურება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ანგარიშის დახურვის შემთხვევაში კლიენტს დაუბრუნდება შესაბამის ანგარიშზე რიცხული თანხა.
8.4. ამ ხელშეკრულების მოქმედება ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
8.5. xxxxx უფლება აქვს ცვლილებები (დამატებები) შეიტანოს ამ ხელშეკრულების ტექსტში, ცვლილების (დამატებების) განხორციელებამდე 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე ბანკის ინტერნეტ-გვერდზე xxx.xxxxxxxxx.xx ან/და ბანკის სერვიცენტრების შენობებში შესაბამისი ინფორმაციის განთავსების მეშვეობით.
8.6. ამ ხელშეკრულების “8.5.” პუნქტში აღწერილ შემთხვევაში კლიენტს უფლება ექნება ბანკის ინტერნეტ-გვერდზე ან/და ბანკის სერვიცენტრების შენობებში ინფორმაციის განთავსებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის გასვლამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება ამ ხელშეკრულების “8.2.” პუნქტით გათვალისწინებული წესით. ამ პუნქტით მინიჭებული უფლების განხორციელების (გამოყენების) შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იქნება ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტობინების ბანკისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა დაუბრუნოს ბანკს ამ ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ყველა საკრედიტო პროდუქტი (სრულად დაფაროს ყველა საკრედიტო ლიმიტი, ოვერდრაფტი, საბანკო კრედიტი ან/და სხვა საკრედიტო პროდუქტი) და გადაუხადოს ბანკს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა მომსახურებასთან და პროდუქტთან დაკავშირებული საკომისიო, საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და სხვა გადასახდელი. ამ ხელშეკრულების მოქმდება გაგრძელდება ამ ხელშეკრულებით კლიენტისთვის დაკისრებული ყველა ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე.
8.7. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ ისარგებლებს ამ ხელშეკრულების “8.6.” პუნქტში აღწერილი უფლებით, ბანკის მიერ შეთავაზებული ცვლილებები (დამატებები) ჩაითვლება კლიენტის მიერ მიღებულად, ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად. ბანკს უფლება აქვს ცვლილება, რომელიც არ აუარესებს კლიენტის მდგომარეობას ძალაში შეიყვანოს ინტერნეტ-გვერდზე მისი განთავსებისთანავე.
8.8. ნებისმიერი შეტყობინება ხორციელდება წერილობით, ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით. წერილობითი შეტყობინება მხარეს უნდა გადაეცეს შეტყობინების გამგზავნისთვის ცნობილ ბოლო მისამართზე. ბანკს შეუძლია შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც (მათ შორის ელექტრონული (მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელ. ფოსტა, ბანკის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი – xxx.xxxxxxxxx.xx და ა.შ.) ციფრული, სატელეფონო და სხვა).
8.9. იმ საკითხების მოწესრიგებისას, რომლებიც ამ ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
8.10. მხარეთა შორის წამოჭრილი ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს საქართველოს სასამართლო, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. წინამდებარე ხელშეკრულებით მხარეები თანხმდებან, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268–ე მუხლის 1f ნაწილის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (მათ შორის გადახდის ბრძანება) მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
8.11. ბანკის ინტერნეტ-გვერდზე განთავსებულ და ბანკის მონაცემთა ბაზებში (კომპიუტერულ პროგრამებში) დაცულ ინფორმაციას, ამ ინფორმაციის ბანკის მიერ დამზადებულ ელექტრონულ ასლებსა და ამონაბეჭდებს, რომლებიც დამოწმებულია ბანკის დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, აქვთ მტკიცებულებითი ძალა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთობებთან დაკავშირებული ფაქტების არსებობა-არარსებობის დადასტურების მიზნებისთვის.
8.12. ამ ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესი ძალა მხარეთა შორის ამ ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებით ადრე გაფორმებულ სხვა ხელშეკრულებებთან მიმართებაში.
8.13 ამ ხელშეკრულების რომელიმე ნაწილის ბათილობა და/ან მოქმედების შეწყვეტა არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების ბათილობას ან მოქმედების შეწყვეტას.
8.14. ამ ხელშეკრულების ტექსტი განთავსებულია ბანკის ინტერნეტ-გვერდზე xxx.xxxxxxxxx.xx, მოთხოვნის შემთხვევაში კლიენტს გადაეცემა ხელმოწერილი ხელშეკრულება.
8.15. მხარეები თანხმდებიან, რომ კომუნიკაცია მათსა და სასამართლოს შორის წარმოებს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი ოფიციალური შეტყობინება, მათ შორის ხელშეკრულებაზე უარის თქმის, ხელშეკრულების მოშლის, ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის, აგრეთვე საპროცენტო განაკვეთის ბანკის მიერ ცალმხრივად გაზრდის შესახებ განხორცილებულად ჩაითვლება, თუ მხარეს ჩაბარდება წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით (თუ წინამდებარე
ხელშეკრულება არ ითვალისწინების შეტყობინების სხვა ფორმას) წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული განაცხადის რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელ–ფოსტის მისამართზე. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ სასამართლომ მისი დაბარება, მისთვის უწყების ჩაბარება, მისთვის სასამართლო საქმისწარმოების დოკუმენტაციების გადაცემა, მისთვის გადაწყვეტილების (განჩინების)/გადახდის ბრძანების ჩაბარება განახორციელოს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული განაცხადის რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელ–ფოსტის მისამართზე. თუ მხარეს შეტყობინება ეგზავნება ელექტრონული ფორმით წინამდებარე წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული განაცხადის რეკვიზიტების ნაწილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე, მიღება (მხარისათვის ჩაბარება) უნდა დადასტურდეს შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და, შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ წინამდებარე წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული განაცხადის რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელ–ფოსტის მისამართზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით განთავსებული შეტყობინება (თუ მიღება (მხარისათვის ჩაბარება) დასტურდება შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით) მისთვის ჩაბარებულად ითვლება. კლინეტი იღებს ვალდებულებას აღნიშნულ ელ–ფოსტის მისამართზე განთავსებულ კორესპოდენციას გაეცნოს არანაკლებ თვეში ერთხელ.
8.16. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს ექნება რაიმე სახის ვალდებულება ბანკის მიმართ, ამ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ბანკი განახორციელებს იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის საკუთრებაში მიღებას ან რეალიზაციას და ბანკის (როგორც იპოთეკარის ან/და მოგირავნის) მიერ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის საკუთრებაში მიღების მომენტისთვის იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის ღირებულება იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობაზე ნაკლები ან თუ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარავად, უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის ღირებულების ან იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის ტოლი ოდენობით.
8.17. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი წინასწარ არ განაცხადებს წერილობით უარს, ჩაითვლება, რომ კლიენტი თანახმაა ბანკის მიერ განხორციელებულ წამახალისებელ აქციებში მონაწილეობასა და ამ აქციების პირობებზე.
9. ინტერნეტ-ბანკი
9.1.1. მომსახურების აღწერა
9.1.1.ინტერნეტ-ბანკით მომსახურება გულისხმობს ბანკში გამოუცხადებლად კლიენტის მიერ ბანკის ინტერნეტ-გვერდის xxxxx://xxx.xxxxxxxxxx.xx გამოყენებით ბანკის მიერ განსაზღვრული:
9.1.1.1. საბანკო ინფორმაციის მიღებას;
9.1.1.2. ლიმიტების ფარგლებში როგორც საკუთარ, ასევე სხვა პირთა ანგარიშებზე სხვადასხვა საბანკო ოპერაციების (ამ მუხლში შემდგომში “ტრანზაქციები”) წარმოების განხორციელებას;
9.1.1.3. სხვადასხვა საბანკო მომსახურებით (სერვისით) სარგებლობისთვის რეგისტრაციას;
9.1.1.4. რეგისტრირებულ მომსახურებაში/პროდუქტში ცვლილებების შეტანის ან/და გაუქმების მოთხოვნის დაფიქსირებას.
9.1.1.5. სხვადასხვა საბანკო (მათ შორის საკრედიტო) პრუდუქტის მიღების სურვილის დაფიქსირებას (ბანკისთვის განაცხადის წარდგენას);
9.1.2. ბანკში პირველი ანგარიშის გახსნისას, ბანკი ავტომატურად უაქტიურებს კლიენტს ინტერნეტ-ბანკის საშუალებით მისი ანგარიშების ხილვისა და ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის მიღების პაკეტს, რომლის შეცვლის სურვილის შემთხვევაშიც, კლიენტმა წერილობით ან ვიდეო ბანკის საშუალებით უნდა მიმართოს ბანკს, ბანკის მიერ დადგენილი ფორმით ან გააქტიუროს სასურველი პაკეტი ინტერნეტ-ბანკის საშუალებით (თუ პაკეტის გააქტიურება შესაძლებელია ელექტრონულად), რის საფუძველზეც ბანკი ახდენს კლიენტის გადაყვანას ინტერნეტ ბანკით მომსახურების სხვა პაკეტზე.
9.1.4. ინტერნეტ-ბანკის საშუალებით კლიენტს შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა საბანკო ოპერაცია ან/და ქმედება ამ ხელშეკრულებაში მოცემული და ოპერაციის განხორციელების დროისთვის ბანკის მიერ დადგენილი წესების, მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად. თუ ტრანზაქციის განხორციელებისათვის საჭიროა სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენა, კლიენტი ვალდებულია, ბანკის მიერ მოთხოვნილი ფორმატითა და დადგენილი წესით, ტრანზაქციის განხორციელებისას ატვირთოს შესაბამისი დოკუმენტაცია ინტერნეტ-ბანკის საშუალებით.
9.1.5. კლიენტი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ ინტერნეტ-ბანკის საშუალებით ბანკისთვის გაგზავნილ ნებისმიერ შეტყობინებას (მათ შორის საგადახდო დავალებას, ნებისმიერ განაცხადს აქვს ანგარიშის განკარგვაზე უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული (წერილობითი ფორმით შესრულებული და ხელმოწერილი) ქაღალდზე დაბეჭდილი საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა.
9.1.6. კლიენტი წინასწარ აცხადებს, რომ მხოლოდ შესაბამისი სერვისების (მომსახურებების) პირობების დეტალურად შესწავლის შემდეგ დარეგისტრირდება ამ სერვისების მომხმარებლად და რომ ამ ხელშეკრულების “9.2.1.” ქვეპუნქტში აღნიშნული საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით რეგისტრაციის ნების გამოხატვა ჩაითვლება მის თანხმობად იმ მომსახურების ყველა პირობაზე, რომლის მომხმარებლადაც დარეგისტრირდება კლიენტი ბანკის ინტერნეტ-გვერდის მეშვეობით.
9.1.7. კლიენტი უფლებამოსილია, ბანკის სხვა კლიენტს (ამ პირის თანხმობით) ჩაურთოს ინტერნეტ ბანკის საშუალებით კლიენტის ანგარიშებისა და აღნიშნულ ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება.
9.1.8. კლიენტი უფლებამოსილია, ისარგებლოს ინტერნეტ-ბანკის საშუალებით განხორციელებულ/განსახორციელებელ ტრანზაქციებთან დაკავშირებით მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების სერვისით.
9.1.9. კლიენტის მიერ ბანკში ახალი ანგარიშის გახსნისას, ინტერნეტ-ბანკით მომსახურება განხორციელდება ავტომატურად, ამ ხელშეკრულების “9.2.1.” ქვეპუნქტში აღნიშნული საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით.
9.1.10 კლიენტი ბანკს უფლებას აძლევს ინტერნეტ-ბანკით კავშირისას:
9.1.10.1. კლიენტისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია მისი ანგარიშების შესახებ;
9.1.10.2. კლიენტის დავალებით შეასრულოს ინტერნეტ-ბანკით მომსახურების ფარგლებში ბანკის მიერ დაშვებული ოპერაციები ან/და ქმედებები.
9.2. ინტერნეტ-ბანკით სარგებლობის წესები
9.2.1. კლიენტს გადაეცემა ინტერნეტ-ბანკით სარგებლობისათვის საჭირო მონაცემები (ინდივიდუალური მომხმარებლის სახელი და პაროლი), რომელთა გამოყენებითაც ხდება კლიენტის იდენტიფიკაცია ბანკის ინტერნეტ-გვერდზე შესვლის დროს, პაროლი ძალაშია გადაცემიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, პაროლის თავიდან მისაღებად კლიენტმა უნდა მიმართოს ბანკს.
9.2.2. კლიენტი ვალდებულია, შეცვალოს პაროლი ინტერნეტ ბანკით პირველი სარგებლობისთანავე. პაროლის სამჯერ არასწორად შეყვანის შემთხვევაში, კლიენტის ინტერნეტ ბანკი იბლოკება და მის გასააქტიურებლად კლიენტმა უნდა მიმართოს ბანკს.
9.2.3. კლიენტის მიერ პირველი ტრანზაქციის განხორციელებისთანავე (გარდა საკუთარ და სხვა პირთა საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვისა), კლიენტის მიერ ხდება ტრანზაქციების პინის გენერირება, რომელიც აქტიურია ინტერნეტ-ბანკის საშუალებით ყველა საბანკო ტრანზაქციის განხორციელებისას.
9.2.4. ტრანზაქციის პინის გარეშე შეუძლებელია ტრანზაქციის განხორციელება (გარდა საკუთარ და სხვა პირთა საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვისა), ამასთან, ტრანზაქციის პინის სამჯერ ზედიზედ არასწორად შეყვანის შემთხვევაში, პინი იბლოკება და მის გასააქტიურებლად კლიენტმა უნდა მიმართოს ბანკს.
9.2.5. ინტერნეტ ბანკის საშუალებით სხვა პირთა ანგარიშებზე ტრანზაქციების უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით, კლიენტს ეგზავნება ტრანზაქციის დამადასტურებელი ერთჯერადი კოდი. კოდი იგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით კლიენტის მიერ შესაბამისი სერვისის გააქტიურებისას განაცხადში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე (ამ მუხლში შემდეგში “უსაფრთხოების კოდი”);
9.2.6. ტრანზაქციის განხორციელების დროს ბანკისგან გამოგზავნილი უსაფრთხოების კოდი აქტიურია კლიენტის მიერ მისი მოთხოვნიდან მომდევნო 1 (ერთი) წუთის განმავლობაში. უსაფრთოების კოდის შეყვანით დასტურდება ტრანზაქციის განხორციელების უსაფრთხოება. უსაფრთოების კოდის სამჯერ ზედიზედ არასწორად შეყვანის შემთხვევაში, იბლოკება უსაფრთოების კოდი და მის აღსადგენად კლიენტმა უნდა მიმართოს ბანკს.
9.2.7. ტრანზაქციის განხორციელებამდე კლიენტი ვალდებულია, დარწმუნდეს მის მიერ შევსებული რეკვიზიტებისა და ატვირთული დოკუმენტაციის სისწორეში, რადგან პასუხისმგებლობა ელექტრონული საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის რეკვიზიტებისა და ტრანზაქციის განხორციელების მიზნით წარდგენილი (ატვირთული) დოკუმენტაციის სისწორეზე ეკისრება კლიენტს.
9.2.8. ბანკი ვალდებულია კლიენტის მიერ საიდენტიფიკაციო მონაცემების დაკარგვის თაობაზე შეტყობინების საფუძველზე უზრუნველყოს კლიენტის ანგარიშებზე ინტერნეტ-ბანკით მომსახურების შეჩერება, კლიენტის მხრიდან ახალი განკარგულებების მიღებამდე.
9.2.9 კლიენტის პრეტენზიები ინტერნეტ-ბანკით მომსახურებასთან დაკავშირებით მიიღება ოპერაციის განხორციელებიდან 40 (ორმოცდახუთი) დღის განმავლობაში.
9.3. კლიენტი ვალდებულია:
9.3.1. ინტერნეტ ბანკით სარგებლობისათვის საჭირო ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა იქონიოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისათვის ვარგის მდგომარეობაში.
9.3.2. ინტერნეტ ბანკით სარგებლობისას განუხრელად დაიცვას უსაფრთხოების წესები, ასევე უსაფრთხოდ შეინახოს მომხმარებლის სახელი, პაროლი, მის მიერ გენერირებული ტრანზაქციის პინი და უსაფრთხოების კოდი.
9.3.3. ინფორმაციის დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით, პერიოდულად ან ბანკის მოთხოვნისამებრ ცვალოს ტრანზაქციის პინი და მომხმარებლის პაროლი. არ გაანდოს ტრანზაქციის პინი და მომხმარებლის პაროლი მესამე პირს, არ შეინახოს ეს მონაცემები კომპიუტერის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის (მაგალითად მობილური ტელეფონის აპარატის) მეხსიერებაში
9.3.4. დარწმუნდეს, რომ დაუკავშირდა ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდს და ტრანზაქციის პინის ყოველი შეცვლისას, ინტერნეტ ბანკში მუშაობის დაწყებამდე შეამოწმოს უსაფრთხოების სერტიფიკატი.
9.3.5. თუ კლიენტს აქვს ეჭვი, რომ მისი პაროლი ან ტრანზაქციის პინი ცნობილი გახდა სხვა პირთათვის, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბანკს ამის შესახებ.
9.3.6. ჯეროვნად მოუფრთხილდეს, წესრიგში იქონიოს და დაიცვას იმ ტექნიკური საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონი, სიმ ბარათი) უსაფრთხოება, რომლებიც დაკავშირებულია ინტერნეტ ბანკით სარგებლობისას ბანკისგან სხვადასხვა სახის შეტყობინებების (მათ შორის, უსაფრთხოების კოდი) მიღებასთან.
9.3.7. შეასრულოს ამ ხელშეკრულებითა და ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე xxxx://xxx.xxxxxxxxx.xx განთავსებული, ინტერნეტ ბანკით მომსახურების წესებითა და პირობებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები
9.3.8. არ ენდოს ელ. ფოსტის მისამართზე მიღებულ შეტყობინებებს, რომელთა ავტორებიც ბანკის სახელით ითხოვენ პირადი ან/და საბანკო მონაცემების მიწოდება/განახლებას.
9.4 ბანკს უფლება აქვს:
9.4.1. ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით კლიენტისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია მისი ანგარიშების შესახებ;
9.4.2. კლიენტის დავალებით შეასრულოს ბანკის მიერ ინტერნეტ-ბანკით მომსახურების ფარგლებში დაშვებული ოპერაციები;
9.4.3. ტრანზაქციის პინის, ან მომხმარებლის პაროლის, ან უსაფრთხოების კოდის სამჯერ ზედიზედ არასწორად შეყვანის შემთხვევაში, დაბლოკოს კლიენტის ინტერნეტ ბანკთან კავშირი და მისი აღდგენა მოახდინოს კლიენტის მომართვის საფუძველზე;
9.4.5. კლიენტის მიერ ინტერნეტ ბანკით სარგებლობის მინიმუმ 1 (ერთი) თვის ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, დაბლოკოს კლიენტის ინტერნეტ-ბანკი და მისი აღდგენა მოახდინოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც xxxxxxxx მიერ მოხდება დავალიანებული თანხის სრულად დაფარვა.
9.4.6. არ განახორციელოს ტრანზაქცია, ვიდრე კლიენტის მიერ არ მოხდება შესაბამისი დოკუმენტაციის ბანკისათვის წარდგენა (ატვირთვა).
9.4.7. კლიენტის მიერ უსაფრთხოების კოდის ან ტრანზაქციის პინის არასწორად შეყვანის შემთხვევაში, არ განახორციელოს ტრანზაქცია.
9.4.8. კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე ინკასოს, ყადაღის, ან სხვა შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში, გაუფრთხილებლად დაბლოკოს კლიენტის ინტერნეტ-ბანკი.
9.4.9. კლიენტის მომხმარებლის სახელით, ინტერნეტ ბანკის საშუალებით განსახორციელებელი ტრანზაქციის საეჭვოდ მიჩნევის შემთხვევაში, კლიენტის უსაფრთხოებისა და მისი უკეთ დაცულობის მიზნით, არ განახორციელოს ტრანზაქცია.
9.4.10. რისკების შემცირების მიზნით კლიენტის აქტიურ ოპერაციებზე (გადარიცხვები, კონვერტაციები) ცალმხრივად დააწესოს შეზღუდვები და დაადგინოს ასეთი ოპერაციების ზღვრულად დასაშვები პარამეტრები (ერთჯერადი გადარიცხვის მაქსიმალური თანხა, გარკვეულ პერიოდში ჯამურად გადარიცხული თანხის მაქსიმალური ოდენობა, გადარიცხვების მაქსიმალური რაოდენობა, ერთი მომხმარებლის მიერ შესრულებული ოპერაციების დადასტურების აუცილებლობა სხვა მომხმარებლის მიერ და სხვა).
9.4.11. კლიენტის ინფორმაციისა და ოპერაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით შექმნას დამატებითი მექანიზმები კლიენტის იდენტიფიკაციისთვის, მათ შორის გარკვეული სახის მომსახურების გასაწევად მოითხოვოს ბანკის მიერ კლიენტისთვის გადაცემული მოწყობილობების მეშვეობით შექმნილი (გენერირებული) ან/და სხვა სახის კოდების გამოყენება;
9.4.12. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კლიენტის წინასწარი შეტყობიმების გარეშე შეუჩეროს ან შეუწყვიტოს მას ინტერნეტ-ბანკით საშუალებით ტრანზაქციების შესრულების შესაძლებლობა.
9.5. xxxxx პასუხს არ აგებს:
9.5.1. მესამე პირ(ებ)ის მიერ კლიენტის მომხმარებლის სახელის, პაროლის, ტრანზაქციის პინის და/ან უსაფრთხოების კოდის გამოყენებით გამოწვეულ შედეგებზე.
9.5.2. ანგარიშზე განხორციელებულ/განსახორციელებელ ტრანზაქციებთან დაკავშირებით მოკლე ტექსტური შეტყონინების (მათ შორის, უსაფრთხოების კოდის) მიუღებლობით გამოწვეულ შედეგზე/ზიანზე.
9.6. ამ მუხლით გათალისწინებული მომსახურებიდან გამომდინარე კლიენტის წინაშე ბანკის პასუხისმგებლობის ზღვრული მოცულობა განისაზღვრება კლიენტის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში ამ მუხლით გათალისწინებული მომსახურებისათვის გადახდილი მომსახურების ღირებულების ჯამური მოცულობით.
10. გეგმიური გადარიცხვები
10.1. მომსახურების აღწერა:
10.1.1. გეგმიური გადარიცხვებით მომსახურება გულისხმობს კლიენტის ანგარიშებიდან კომუნალური მომსახურების საფასურის გადასახდელად ან სხვა დანიშნულებით ბანკის მიერ თანხების გადარიცხვას კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე.
10.1.2. მხარეები თანხმდებიან, რომ გეგმიური გადარიცხვების შესასრულებლად ბანკის მიერ შექმნილ ელექტრონულ საგადახდო საბუთებს აქვთ ქაღალდზე დაბეჭდილი და ანგარიშის განკარგვის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებული საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა.
10.1.3. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ბანკი საბანკო ოპერაციებს განახორციელებს ამ ხელშეკრულებაში და გეგმიურ გადარიცხვების სერვისზე რეგისტრაციის განაცხადისა და ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნების და პირობების გათვალისწინებით.
10.1.4. გეგმიური გადარიცხვების მომსახურების მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა მიმართოს განაცხადით ამ ხელშეკრულების “1.2.” პუნქტის შესაბამისად.
10.1.5. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადით მოთხოვნილი ოპერაციის შესრულების დღე ემთხვევა არასაბანკო დღეს, მისი შესრულება მოხდება მომდევნო საბანკო დღეს.
10.1.6. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადით მოთხოვნილი ოპერაციის შესრულებისათვის საჭიროა თანხის კონვერტაცია, კონვერტაცია მოხდება ოპერაციის შესრულების დღისათვის სს “ბაზისბანკში” დაფისქსირებული კომერციული კურსით.
10.1.5. კლიენტი ვალდებულია:
10.1.5.1. განაცხადში მითითებულ ანგარიშებზე ყოველთვის იქონიოს გეგმიური გადარიცხვებისთვის საკმარისი ნაშთი;
10.1.5.2. გადაიხადოს მომსახურების საფასური გადარიცხვის მომენტისთვის ბანკში მოქმედი ტარიფების შესაბამისად.
10.1.6 კლიენტი უფლებამოსილია:
10.1.6.1. მიიღოს ინფორმაცია მისი ანგარიშებიდან გეგმიური გადარიცხვების განხორციელების შესახებ;
10.1.6.2. შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები სერვისზე რეგისტრაციის თავდაპირველ განაცხადში დაფიქსირებულ მონაცემებში;
10.1.6.3 უარი განაცხადოს სერვისით სარგებლობაზე.
10.1.7 ბანკი ვალდებულია:
10.1.7.1. უზრუნველყოს კლიენტი გეგმიური გადარიცხვებით ბანკის მიერ დადგენილი პირობების დაცვით.
10.1.8. ბანკი უფლებამოსილია:
10.1.8.1. არ განახორციელოს გეგმიური გადარიცხვა (ანგარიშსწორება) კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე არასაკმარისი თანხის არსებობისას;
10.1.8.2. არ განახორციელოს გეგმიური გადარიცხვა (ანგარიშსწორება) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ბანკის წინაშე დავალიანების არსებობისას;
10.1.8.3. ცალმხრივად შეუწყვიტოს კლიენტს გეგმიური გადარიცხვების სერვისი სრულად ან ნაწილობრივ, იმ შემთხვევაში, თუ ბანკსა და თანხის მიმღებ პირ(ებ)ს შორის შეწყდება სახელშეკრულებო ურთიერთობა
10.1.8.4. მის მიერ გავრცელებული საინფორმაციო მასალით (მათ შორის ბუკლეტებით, ბროშურებით, ბანკის ინტერნეტ-გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსებით და სხვა) განსაზღვროს გეგმიური გადარიცხვების შესრულებისა და კლიენტთან დაკავშირებული ან სხვა ნებისმიერი მიზეზით რომელიმე გეგმიური გადარიცხვის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში კლიენტისთვის შეტყობინების გარეშე გეგმიური გადარიცხვებით მომსახურების ცალმხრივად სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის წესი
11. USSD ბანკი
11.1 მომსახურების აღწერა:
11.1.1. USSD ბანკით მომსახურება გულისხმობს კლიენტის მიერ ბანკში გამოუცხადებლად მისი კუთვნილი მობილური ტელეფონით USSD სისტემის გამოყენებით ბანკის მიერ განსაზღვრული კომუნალური და საკომუნიკაციო გადასახადის გადახდას, ლიმიტების ფარგლებში საკუთარ საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვას და კონვერტაციას, საკუთარ ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაციის მიიღებას, და მობილური ტელეფონის ბალანსის (როგორც საკუთარი, ასევე მესამე პირის) შევსებას.
11.1.2 USSD ბანკით მომსახურების მიღებისთვის კლიენტი უნდა იყოს მაგთიკომის აბონენტი და დარეგისტრირდეს USSD სისტემაში (შემდგომ ამ მუხლში “სისიტემა”).
11.2. სისტემით სარგებლობის წესები
11.2.1. კლიენტს სისტემით სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევა USSD სისტემაში მომხმარებლად დარეგისტრირების შემდეგ.
11.2.2. საბანკო დღის (ბანკის სამუშაო დღე) განმავლობაში და/ან საბანკო დღის დასრულების შემდეგ განხორციელებული ტრანზაქცია ბანკის მიერ შესასრულებლად მიიღება იმავე დღის თარიღით.
11.2.3. კლიენტის ანგარიშებზე საკმარისი ნაშთის (გადასახდელ თანხას დამატებული მომსახურების საკომისიო) არ არსებობის შემთხვევაში ტრანზაქცია არ ხორციელდება.
11.2.4. ტრანზაქციები იწარმოება, როგორც ეროვნულ, აგრეთვე უცხოურ ვალუტაში.
11.2.5. ინფორმაცია კლიენტის მიერ USSD ბანკის გამოყენებით შესრულებული ტრანზაქციების შესახებ კლიენტს მიეწოდება მისი წერილობითი მოთხოვნისთანავე.
11.2.6. ბანკი და კლიენტი ცნობენ და ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ სისტემის საშუალებით შესრულებულ ტრანზაქციებს გააჩნიათ ანგარიშის განკარგვაზე უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული ქაღალდის საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა.
11.3. მხარეთა უფლებები-მოვალეობები და პასუხისმგებლობა
11.3.1. ბანკი ვალდებულია კლიენტის წერილობითი განაცხადის საფუძველზე დაარეგისტრიროს კლიენტი USSD სისტემაში;
11.3.2. ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს სისტემის გამართული ფუნქციონირება და უზრუნველოყოს კლიენტის ინფორმირება USSD ბანკით სარგებლობის შეუძლებლობის შემთხვევაში.
11.3.3. არასანქცირებული სარგებლობის ფაქტის დაფიქსირების ან არასანქცირებული სარგებლობის შესახებ კლიენტისაგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კლიენტის ანგარიშის არაუფლებამისილი პირის მიერ განკარგვა, ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეაჩეროს USSD ბანკით მომსახურება.
11.3.4. ბანკი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კლიენტის წინასწარი შეტყობიმების გარეშე შეუჩეროს ან შეუწყვიტოს მას USSD ბანკით მომსახურება.
11.3.5. ბანკი არ არის პასუხისმგებელი კლიენტის წინაშე მაგთიკომის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე, რომლებიც მას წარმოეშობა მომსახურების პროცესში.
11.3.6. პასუხისმგებლობა, ელექტრონული საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის რეკვიზიტების სისწორეზე ეკისრება კლიენტს.
12. საგადახდო ინსტრუმენტებით მომსახურება
12.1. მომსახურების აღწერა:
12.1.1. ბანკის საგადახდო ინსტრუმენტებით მომსახურება გულისხმობს სს „ბაზისბანკის“ მიერ გამოშვებული/ემიტირებული “ვიზა“ (VISA), “მასტერქარდ“ (MasterCard) და “იუნიონ ფეი” (Union Pay) პლასტიკური ბარათის (შემდგომში ამ მუხლში "ბარათი" ან
„პლასტიკური ბარათი“), ასევე ბარათის ფუნქციონალით აღჭურვილი აქსესუარებისა (სტიკერი, სამაჯური, საათი და სხვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ბანკის საგადახდო აპლიკაციის მეშვეობით კლიენტის (შემდგომში ამ მუხლში “ანგარიშის მფლობელი”,
„ბარათის მფლობელი" ან „კლიენტი“) ან მის მიერ სათანადოდ განსაზღვრული სხვა პირის (შემდგომში “ბარათის მფლობელის”) მიერ საბანკო ოპერაციების განხორციელებას.
12.1.2. ამ მუხლით დადგენილი პირობები ვრცელდება ბანკის მიერ გამოშვებული/ემიტირებული ყველა ტიპის საგადახდო ინსტრუმენტის (მათ შორის, ბანკის მიერ ემიტირებული პერსონიფიცირებული და არაპერსონიფიცირებული ბარათის, სადებეტო და საკრედიტო ბარათის/საკრედიტო პროდუქტის) მიმართ, თუ ბანკსა და ანგარიშის მფლობელს შორის გაფორმებული კონკრეტული ხელშეკრულებით და/ან შესაბამისი საგადახდო ინსტრუმენტის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
12.1.3. ბანკის მიერ ემიტირებული ბარათებისა და სხვა საბარათე ინსტრუმენტების უსაფრთხოების პირობები, მოთხოვნები, შეზღუდვები, ბარათის ტიპიდან გამომდინარე შესაძლო რისკები, აგრეთვე ბანკის საბარათე პროდუქტ(ებ)თან და მომსახურებებთან დაკავშირებული ტარიფები (საკომისიოები და მათი გამოთვლის პრინციპები) რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებითა და ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (xxx.xxxxxxxxx.xx) განთავსებული საინფორმაციო მასალებით, რომლებიც წარმოადგენენ წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
12.1.4. საბარათე ინსტრუმენტებით სარგებლობასთან და მომსახურებასთან დაკავშირებული დამატებითი წესები და პირობები რეგულირდება შესაბამისი საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების (,,ვიზა’’ (VISA), „მასტერქარდ’’ (MasterCard) და „იუნიონ ფეი” (Union Pay) პროცედურებითა და წესებით, რომლებიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და განთავსებულია საგადამხდელო სისტემების ვებ-გვერდებზე, კერძოდ:
,,ვიზა’’-ს (VISA) შემთხვევაში - xxxxx://xxx.xxxx.xxx.xx/xxx/XXXX/xxxxxxxx/xxxxx-xxxx/xxxx-xxxxx-xxxxxx.xxx
„მასტერქარდ’’-ის (MasterCard) შემთხვევაში - xxxxx://xxx.xxxxxxxxxx.xx/xxxxxxx/xxx/xxxxx/xxxxxx/ documents/mastercard- rules.pdf
„იუნიონ ფეი”-ის (Union Pay) შემთხვევაში - xxxx://xxx.xxxxxxxxxxxx.xxx/xx/
12.1.5. ბანკი უფლებამოსილია ბარათებთან დაკავშირებით პერიოდულად განახორციელოს წამახალისებელი პროექტები/პროგრამები, რომლის წესები, პირობები, პროცედურები და სხვა საჭირო ინფორმაცია განთავსებული იქნება ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (xxx.xxxxxxxxx.xx) ან/და სხვა სპეციალურ პორტალზე. ბანკი ასევე უფლებამოსილია, საგადახდო ინსტრუმენების (მათი მფლობელ(ებ)ის) ჩართვა მიმდინარე წამახალისებელ პროექტში/პროგრამაში განახორციელოს ავტომატურად, ხოლო კლიენტი უფლებამოსილია უარი განაცხადოს პროექტში/პროგრამაში მონაწილეობაზე ბანკის სერვისცენტრებში და/ან დისტანციური მომსახურების არხების საშუალებით ინფორმირებით.
12.1.6. საკითხები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე ხელშეკრულებით (მათ შორის, საგადახდო ინსტრუმენტების დამატებითი პირობები, მხარეთა დამატებითი უფლებები და ვალდებულებები, მხარეთა პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები), რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი საგადახდო ინსტრუმენტისათვის ბანკის მიერ დადგენილი წესებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელიც განთავსებული იქნება ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: xxx.xxxxxxxxx.xx), ასევე საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების ,,ვიზა’’ (VISA), ,,მასტერქარდ’’ (MasterCard) და “xxxxxx xxx” (Union Pay) პროცედურებითა და წესებით.
12.2. საბარათე ანგარიში
12.2.1. ბარათით ოპერაციების წარმოების მიზნით, ანგარიშის მფლობელის (კლიენტის) განცხადების საფუძველზე, ბანკი უხსნის ანგარიშის მფლობელს ანგარიშს (შემდგომში წოდებული “საბარათე ანგარიში”), უმზადებს ბარათ(ებ)ს და უწევს თანმდევ მომსახურებას, ხოლო ანგარიშის მფლობელი საბარათე ანგარიშით სარგებლობისთვის კისრულობს ვალდებულებას დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი პირობები.
12.2.2. საბარათე ანგარიშის გახსნისას მასზე აქტიურდება ანგარიშის მფლობელის მიერ განაცხადში მითითებული ვალუტა ან/და ვალუტები და მიეთითება საბარათე ანგარიშის ძირითადი ვალუტა. სხვა ვალუტ(ებ)ის გააქტიურებისათვის, ანგარიშის მფლობელი წარუდგენს ბანკს განაცხადს ბანკში დადგენილი წესითა და ფორმით. საბარათე ანგარიშზე დამატებითი ვალუტის გააქტიურება ხორციელდება ბანკში დადგენილი წესით.
12.2.3. ბანკს უფლება აქვს, დააკავშიროს სხვადასხვა ვალუტის ანგარიში ერთ პლასტიკურ ბარათთან ან რამდენიმე ბარათი ერთ საბანკო ანგარიშთან. ვალუტების პრიორიტეტულობას განსაზღვრავს ანგარიშის მფლობელი. ინფორმაცია ბარათის ანგარიშ(ებ)ზე არსებული ნაშთ(ებ)ის შესახებ საბარათე სისტემაში მითითებულია პრიორიტეტულ ვალუტაში, იმ დღეს მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის შესაბამისად.
12.2.4. საბარათე ანგარიშზე ტრანზაქციის განხორციელებისას, თუ საბარათე ინსტრუმენტით შესაძლებელია სხვადასხვა ვალუტის თანხის გამოყენება, საბარათე ოპერაციების ანგარიშზე ასახვა (და შესაბამისი თანხის ჩამოჭრა) განხორციელდება პირველ რიგში იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც განხორციელდა ოპერაცია. თუ ტრანზაქციის განხორციელებისას ოპერაციის თანხა აღემატება დავალებაში მითითებული ვალუტის ანგარიშზე არსებულ ნაშთს (ან ამ ვალუტაში საერთოდ არ ირიცხება ნაშთი), მოთხოვნილი თანხა სრულად ჩამოიჭრება საბარათე ანგარიშიდან, თუმცა მითითებულ ვალუტაში წარმოიქმნება უარყოფითი ნაშთი არასაკმარისი თანხის ნაწილში. აღნიშნული უარყოფითი ნაშთი იფარება პირველი პრიორიტეტული ვალუტის თანხის კონვერტაციის გზით, ბანკის კომერციული კურსის შესაბამისად. თუ პრიორიტეტულ ვალუტაში არ არსებობს საკმარისი ნაშთი, მაშინ უარყოფითი ნაშთი იფარება მომდევნო რიგის პრიორიტეტული ვალუტის თანხის კონვერტაციის გზით, ბანკის კომერციული კურსის შესაბამისად.
12.5. საბარათე ანგარიშზე გადახდის ოპერაცია ავტორიზებულად მიჩნეული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გადამხდელის თანხმობა ოპერაციის განხორციელებაზე (თუკი საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული). ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის, კლიენტის/ბარათის მფლობელის მიერ ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობა და ტრანზაქციის „ავტორიზაცია“/„ავტორიზებული ტრანზაქცია“ გულისხმობს ოპერაციის დადასტურებას PIN კოდით და/ან ბარათის უკანა მხარეს განთავსებული უსაფრთხოების კოდით და/ან ამ რეკვიზიტების ერთობლიობით და/ან ბანკის მიერ დადგენილი სხვა მექანიზმით რომელიც გადაეცემა უშუალოდ კლიენტს/ბარათის მფლობელს და რომლის კონფიდენციალობაზეც პასუხისმგებელია კლიენტი/ბარათის მფლობელი; ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის
„არაავტორიზებულ ტრანზაქციად“ მიიჩნევა ტრანზაქცია, რომელიც არ არის შესრულებული კლიენტის/ბარათის მფლობელის თანხმობით და არ არის ავტორიზებული.
12.3. ანგარიშის მოქმედების პირობები
12.3.1. საბარათე ანგარიშებზე დაიშვება მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული ოპერაციები, მათ შორის, როგორც უშუალოდ საბარათე ანგარიშიდან, ასევე ბარათის მეშვეობით და დისტანციური ან ელექტრონული მომსახურების სისტემების გამოყენებით.
12.3.2. ანგარიშის მფლობელი უფლებამოსილია გამოიყენოს მის საბარათე ანგარიშზე არსებული თანხა, მინიმალური ნაშთის და ბარათის მოხმარებასთან დაკავშირებული საკომისიოების გამოკლებით. თანხის გადახარჯვის შემთხვევაში ძირითად თანხას ასევე გამოაკლდება გადახარჯვასთან დაკავშირებული საკომისიო(ები).
12.3.3. საბარათე ანგარიშის გამოყენება შეიძლება დამატებით შეზღუდულ იქნას ბანკის მხრიდან შესაბამისი დღიური ან სხვა ლიმიტების შემოღების გზით. ამასთან, xxxxx უფლებამოსილია, უარი განაცხადოს განაღდების დღიური ან/და სხვა სახის ლიმიტის ცვლილებაზე.
12.3.4. თუ კონკრეტული საბანკო პროდუქტი და/ან ბანკსა და ანგარიშის მფლობელს შორის გაფორმებული ხელშკრულება ითვალისწინებს ერთ საბარათე ანგარიშზე რამდენიმე ბარათის არსებობის შესაძლებლობას, ანგარიშის მფლობელის თანხმობით, დასაშვებია როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ბარათ(ებ)ის გაცემა.
12.3.5. თუ კონკრეტული საბანკო პროდუქტი და/ან ბანკსა და ანგარიშის მფლობელს შორის გაფორმებული ხელშკრულება ითვალისწინებს ერთ საბარათე ანგარიშზე რამდენიმე ვალუტის არსებობის შესაძლებლობას, დასაშვებია ერთი და იმავე ანგარიშის ნომრით სხვადასხვა ვალუტაში ანგარიშების გახსნა/არსებობა. ასეთ შემთხვევაში, ვალუტების პრიორიტეტულობას განსაზღვრავს ანგარიშის მფლობელი.
12.3.6. საბარათე ანგარიშზე თანხა შეიძლება ჩაირიცხოს როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო საბანკო ანგარიშსწორების წესით.
12.3.7. ბარათით, მისი რეკვიზიტებით, პოს-ტერმინალით, ელ.კომერციით, ბანკომატით ოპერაციის შესრულებისთანავე ბანკი ახდენს ტრანზაქციის თანხის ბლოკირებას. ბარათით შესრულებული ფაქტობრივი ოპერაციის თარიღი განსხვავდება საბარათე ანგარიშზე მისი ასახვის თარიღისაგან. ბარათით განხორციელებული ტრანზაქციების შესაბამისი თანხის დაბლოკვა შესაბამის საბარათე ანგარიშზე ხდება ონ-ლაინ რეჟიმში, ხოლო ასახვა (ანგარიშსწორება) – გარკვეული პერიოდის (2 – 180 დღე) შემდეგ, პლასტიკური ბარათების შესაბამისი საგადამხდელო სისტემის (,,ვიზა’’ (VISA), „მასტერქარდ’’ (MasterCard) და “იუნიონ ფეი” (Union Pay) ან სხვა) წესების შესაბამისად (ვადა დამოკიდებულია ტრანზაქციის შინაარსზე/ტიპზე, აგრეთვე ბანკომატების/პოს- ტერმინალების ქსელზე). ბლოკი შეიძლება მოიხსნას ზემოთ აღნიშნულ ვადაზე ადრეც.
12.3.7.1. ბანკის მომსახურების დისტანციური საშუალებებით განხორციელებული გადახდის ოპერაციის შესრულებისას, საბარათე ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა ხდება შესაბამისი ტრანზაქციის შესრულების დღეს.
12.3.7.2. სს „ბაზისბანკის“ “ბანკომატების/პოს-ტერმინალებში და ელექტრონული კომერციის ობიექტების ქსელში ბარათით განხორციელებული განაღდება/გადახდის ტრანზაქცია სტანდარტულად ანგარიშზე აისახება მომდევნო საბანკო დღეს.
12.3.7.3. ინტერნეტით შესრულებული გადახდა და სხვა ბანკის ბანკომატების/პოსტერმინალების ქსელში ბარათით განხორციელებული ტრანზაქცია საბარათე ანგარიშზე აისახება შესაბამისი საგადამხდელო სისტემის მიერ ტრანზაქციის დამუშავების შემდეგ.
12.3.7.4. ბარათზე არა საბანკო წესით ჩარიცხული თანხით (პლასტიკურ ბარათზე თანხის ჩარიცხვის შესახებ საერთაშორისო საბარათე სისტემიდან მოსული ინფორმაციის საფუძველზე) ბარათზე თანხა შესაძლებელია (დამოკიდებულია ტრანზაქციის შინაარსზე, გამომგზავნზე, საგადახდოს წესებსა და ემიტენტის პოლიტიკაზე) ხელმისაწვდომი გახდეს 30 წუთის განმავლობაში,
ხოლო უშუალოდ საბარათე ანგარიშზე ასახვა მოხდეს მოგვიანებით (მეორე ან/და მომდევნო სამუშაო დღეებში). ბარათსა და საბარათე ანგარიშზე თანხის ასახვას შორის დროითმა სხვაობამ შეიძლება გამოიწვიოს არასანქცირებული ოვერდრაფტის წარმოშობა.
12.3.8. ბანკი ვალდებულია დაიცვას ანგარიშის მფლობელთან დაკავშირებული საბარათე ანგარიშების ოპერაციების კონფიდენციალურობა, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის ანგარიშის მფლობელთან საქმიანი ურთიერთობისას. გამონაკლისს წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევები, ან თუ საქმე ეხება ჩვეულებრივ საბანკო ინფორმაციას საერთაშორისო საბანკო პრაქტიკის შესაბამისად, რომლითაც არ ილახება ანგარიშის მფლობელის ინტერესები.
12.3.9. ბარათით განხორციელებულ ტრანზაქციებს ბანკი აკონტროლებს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, რაც ნიშნავს იმას, რომ ბანკს უფლება აქვს, დროებით შეაჩეროს ტრანზაქცია და/ან ბარათის მოქმედება საეჭვო ტრანზაქციების დაფიქსირებისას (მონიტორინგი). ბანკი ასევე უფლებამოსილია, დაბლოკოს ბარათი ან/და საბარათე ანგარიში (შეაჩეროს ოპერაციები) იმ შემთხვევაში, თუ ბანკს გაუჩნდება ეჭვი, რომ ბარათის გამოყენებით ან საბარათე ანგარიშზე ხორციელდება ან/და განხორციელდა არასანქცირებული ან/და მართლსაწინააღმდეგო ოპერაცია.
12.3.10. თუ ბანკის მიერ სხვა რამ არ არის გადაწყვეტილი, ბარათის მოქმედების ვადის პირველი წლის მომსახურების საკომისიო გადახდილი უნდა იქნას ბარათის დამზადებისას, მომდევნო წლის მომსახურების საკომისიო გადახდილი უნდა იქნას ბარათის დამზადებიდან 1 (ერთი) წლის გასვლის შემდეგ. მომდევნო წლის მომსახურების საკომისიო, ანგარიშზე თანხის არსებობის შემთხვევაში, ბანკში არსებული კლიენტის აქტიური ანგარიშ(ებ)იდან ჩამოიჭრება ავტომატურად (სრულად ან ნაწილობრივ).
12.3.11. თუ ბარათის მოქმედების ვადის ამოწურვამდე ბარათის/საბარათე ანგარიშის მფლობელი ბანკში დადგენილი წესითა და ფორმით განუცხადებს ბანკს თანხმობას ბარათის განახლებაზე, საბარათე ანგარიშზე საკმარისი თანხის (ბარათის დამზადების საკომისიო, წლიური მომსახურების საკომისიო ან სხვა, თუ აღნიშნული წარმოადგენს შესაბამისი ბარათის განახლების წინაპირობას) არსებობის შემთხვევაში, ბარათის განახლება განხორციელდება ბარათის მოქმედების ვადის ამოწურვის ბოლო თვეს, ანგარიშის მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, ახალი შეთანხმების გაფორმების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განახლებაზე თანხმობის გაცხადების შემდეგ, ბარათის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, ბარათის/საბარათე ანგარიშის მფლობელი განაცხადებს უარს ბარათის განახლებაზე, ბანკში დადგენილი წესითა და ფორმით).
12.3.12. ბარათის განახლებისათვის აუცილებელია ანგარიშის მფლობელის განცხადება ბანკში დადგენილი ფორმითა და წესით, თუ ბანკის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.
12.3.13. კლიენტის/ბარათის მფლობელის რომელიმე ანგარიშზე საინკასო დავალების ან ყადაღის დადების აქტის არსებობის შემთხვევაში კლიენტის/ბარათის მფლობელის ანგარიშზე დაშვებული საკრედიტო ლიმიტი ან/და ოვერდრაფტი ჩაითვლება ავტომატურად გაუქმებულად. საინკასო დავალების შესრულების ან გაუქმების (უკან გათხოვის) ან ყადაღის გაუქმების (უკან გათხოვის) შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება ცალმხრივად აღადგინოს საკრედიტო ლიმიტი ან/და ოვერდრაფტი.
12.3.14. ამ ხელშეკრულების “12.3.13” ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება ყველა ტიპის პლასტიკურ ბარათზე ისევე, როგორც რომელიმე პლასტიკურ ბარათთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკრედიტო პროდუქტზე.
12.3.15 იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშის მფლობელი (კლიენტი) და ბარათის მფლობელი არ არის ერთი და იგივე პირი ანუ დამატებით ბარათთან დაკავშირებით:
12.3.15.1 ანგარიშის მფლობელს (კლიენტს) დამოუკიდებლად შეუძლია: ახალი დამატებითი ბარათის მიღება, ვალუტების პრიორიტეტების ცვლილების მოთხოვნა, დამატებითი საბარათე ანგარიშ(ებ)ის გახსნა, დამატებითი ბარათის გაუქმება, საბარათე ანგარიშის დახურვა, დამატებითი ბარათის დაბლოკვა/განბლოკვა, ბანკომატის მიერ დაკავებული დამატებითი ბარათის მიღება;
12.3.15.2 ბარათის მფლობელს დამოუკიდებლად შეუძლია: დამატებითი ბარათის მიღება, დამატებითი ბარათის დაბლოკვა, განბლოკვა, ბანკომატის მიერ დაკავებული დამატებითი ბარათის მიღება.
12.3.16. ბანკში დადგენილი წესებითა და პროცედურით, ბარათის გახსნა, განახლება, დახურვა და ბარათთან დაკავშირებული სხვა ოპერაციები კლიენტის მხრიდან შესაძლებელია როგორც ბანკში წერილობითი ან დისტანციური მომსახურების არხის მეშვეობით წარდგენილი განაცხადით, ასევე SMS კოდის საშუალებით, რომელსაც გააჩნია წერილობითი ფორმით შესრულებული, ქაღალდზე დაბეჭდილი, xxxxxxxx მიერ ხელმოწერით დადასტურებული საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა.
12.4. საბარათე ანგარიშის დახურვა
12.4.1. საბარათე ანგარიში იხურება:
12.4.1.1. ანგარიშის მფლობელის წერილობითი/SMS კოდით დადასტურებული ან ბანკის მომსახურების დისტანციური არხის საშუალებით წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე. საბარათე ანგარიშზე არსებული დადებითი ნაშთი და მინიმალური ნაშთი (არსებობის შემთხვევაში) ანგარიშის მფლობელზე გაიცემა საბარათე ანგარიშზე გაცემული ბარათის გაუქმებისა და ბანკის მიმართ ბარათიდან/საბარათე ანგარიშიდან გამომდინარე ყველა დავალიანების დაფარვის შემდეგ. საბარათე ანგარიშის დახურვიდან 185 (ასოთხმოცდახუთი) დღის განმავლობაში საბარათე ანგარიშზე ასახულ ნებისმიერ ტრანზაქციაზე პასუხისმგებელია ანგარიშის მფლობელი. ამასთან, თუ აღნიშნულ ვადაში საბარათე ანგარიშზე დაფიქსირდება ბრუნვა (ჩარიცხვის ან/და ჩამოჭრის ოპერაციები), კვლავ აღდგება/გააქტიურდება დახურული საბარათე ანგარიში, მისი აღდგენის მომენტისთვის ბანკში შესაბამისი პროდუქტისთვის მოქმედი პირობებით.
12.4.1.2. ბანკსა და პლასტიკური ბარათების შესაბამისი საგადამხდელო სისტემას (,,ვიზა’’ (VISA), ,,მასტერქარდ’’ (MasterCard) და “იუნიონ ფეი” (Union Pay) ან სხვა) შორის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ბანკი ვალდებულია 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში შეატყობინოს ამის შესახებ ანგარიშის მფლობელს და დაუბრუნოს მას საბარათე ანგარიშზე რიცხული თანხები. ამ შემთხვევაში თანხების გაცემა ანგარიშის მფლობელზე მოხდება მასზე გაცემული ბარათ(ებ)ის ბანკში დაბრუნებისა და ბანკის მიმართ არსებული ყველა დავალიანების დაფარვის შემდეგ.
12.4.1.3. ამ ხელშეკრულებითა და/ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 12.5.მინიმალური ნაშთი; სანქცირებული და არასანქცირებული ოვერდრაფტი
12.5.1. მინიმალური ნაშთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არის თანხა, რომელიც დაბლოკილია საბარათე ანგარიშზე ბარათის მოქმედების ვადის განმავლობაში. მინიმალური ნაშთის ოდენობა განისაზღვრება ბარათის ტიპის მიხედვით, ,,ვიზა’’ (VISA),
,,მასტერქარდ’’ (MasterCard) და “იუნიონ ფეი” (Union Pay) საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ტრანზაქციის შედეგად საბარათე ანგარიშზე არსებული თანხა აღმოჩნდება მინიმალურ ნაშთზე ნაკლები, კლიენტი ვალდებული იქნება
დაუყოვნებლივ შეიტანოს ან ჩარიცხოს საბარათე ანგარიშზე თანხა, რომელიც საკმარისი იქნება მინიმალური ნაშთის (არსებობის შემთხვევაში) შესავსებად.
12.5.2. საბარათე ანგარიშზე რიცხული თანხების განკარგვა დასაშვებია ბანკის მიერ დადგენილი ლიმიტების ფარგლებში, ხოლო მინიმალური ნაშთის (არსებობის შემთხვევაში) თავისუფალი განკარგვა შესაძლებელია ანგარიშთან დაკავშირებული ყველა ბარათის გაუქმების შემთხვევაში ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
12.5.3. სანქცირებული ოვერდრაფტი არის კლიენტის მიერ ბანკისგან მიღებული საკრედიტო რესურსი, რომლის ათვისების უფლებასაც კლიენტი მოიპოვებს ბანკის მიერ მისი საკრედიტო პოლიტიკის შესაბამისად დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. სანქცირებული ოვერდრაფტით სარგებლობის შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია, დააბრუნოს ათვისებული (კრედიტის სახით მიღებული) თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი, ბანკის მიერ სანქცირებული ოვერდრაფტის დაფარვისთვის გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
12.5.4. არასანქცირებული ოვერდრაფტი არის ბანკის თანხმობის (ნებართვის) გარეშე საბარათე ანგარიშზე წარმოშობილი უარყოფითი ნაშთი (დავალიანება). ბარათზე თანხის გადახარჯვის და არასანქცირებულ ოვერდრაფტზე გასვლის მომენტიდან, ანგარიშის მფლობელი ვალდებულია შეავსოს თანხა მინიმალური ნაშთის ოდენობამდე, აღნიშნულის თაობაზე შეტყობინებიდან 2 (ორი) საბანკო დღის განმავლობაში და სრულად დაფაროს მასზე დარიცხული სარგებელი.
12.5.5. არასანქცირებული ან სანქცირებული ოვერდრაფტით სარგებლობისათვის კლიენტი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს საპროცენტო სარგებელი, რომლის წლიური განაკვეთი განისაზღვრება არასანქცირებული ან სანქცირებული ოვერდრაფტის წარმოშობის მომენტისთვის ბანკის მიერ არასანქცირებული ან სანქცირებული ოვერდრაფტით სარგებლობისთვის დადგენილი ტარიფების შესაბამისად, თუ ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული შეთანხმებით/ხელშეკრულებით ან ბანკის სახელფასო პროექტით (იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი მუშაობს საწარმოში/ორგანიზაციაში, რომელიც ჩართულია ბანკის სახელფასო პროექტში) განსხვავებული პირობა/ტარიფი არ არის გათვალისწინებული. გადახარჯულ თანხაზე პროცენტის დარიცხვა მიმდინარეობს ყოველდღიურად, ამასთან დღეების რაოდენობა განისაზღვრება თვეში 30 (ოცდაათი) დღით. პროცენტის დარიცხვა წარმოებს ოვერდრაფტის წარმოშობის თარიღიდან მის ფაქტიურად დაფარვის დღემდე.
12.5.6. იმ შემთხვევაში, თუ ბარათი დაკავშირებულია რამდენიმე სხვადასხვა ვალუტიან ანგარიშთან და ერთ-ერთი ვალუტის ანგარიშზე დაშვებულია საკრედიტო/ოვერდრაფტის ლიმიტი ან/და ერთ-ერთი ვალუტის ანგარიშზე არსებობს არასანქცირებული ოვერდრაფტი, აღნიშნულ ბარათზე დაკავშირებულ რომელიმე ანგარიშზე ნაშთის არსებობის შემთხვევაში ან თანხის შეტანისას/ჩარიცხვისას, ანგარიშებს შორის თანხის კონვერტაცია ბანკის მხრიდან განხორციელდება ცალმხრივად (უაქცეპტო წესით), თანხის ჩამოწერის მომენტისათვის ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსით, ბანკის წინაშე არსებული კლიენტის შესაბამისი დავალიანების დასაფარად/ვალდებულების შესასრულებლად.
12.5.7. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ბანკის მიერ საბარათე ანგარიშის დაკრედიტება შეცდომით, ანგარიშის მფლობელზე ოვერდრაფტის გაცემის განზრახვის გარეშე (შეცდომით ჩარიცხული თანხა), ანგარიშის მფლობელი ვალდებულია თანხის შეცდომით ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 3 (სამი) დღის განმავლობაში თანხა დაუბრუნოს ბანკს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაერიცხება ჯარიმა შეცდომით ჩარიცხული და გამოყენებული თანხის 0.05%-ის (ნული მთელი ხუთი მეასედი პროცენტის) ოდენობით ყოველ დღეზე.
12.5.8. ბანკი უფლებამოსილია უაქცეპტო წესით ჩამოჭრას შესაბამისი თანხები ანგარიშის მფლობელის სხვა ანგარიშებიდან ბანკში და მიმართოს ისინი ბანკის მიმართ არსებული დავალიანების დასაფარად. თუ საოპერაციო თარიღი ემთხვევა არასაბანკო დღეს, ოპერაცია განხორციელდება მომდევნო საბანკო დღის თარიღით, შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს მის მიერ გადასახდელი ყველა გადასახდელი, მათ შორის გადასახდელები, რომლებიც შესაძლოა გათვალისწინებული იყოს მომდევნო საბანკო დღისთვის.
12.5.9. ბანკი უფლებამოსილია, შეზღუდოს ბარათით ოპერაციების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობით, ბანკის პოლიტიკით და/ან შიდა რეგულაციებით განსაზღვრულ, თაღლითობის მაღალი რისკის მქონე სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში, კლიენტის/ბარათის მფლობელის დამატებითი თანხმობის მიღებამდე, რომელიც გაცხადებული უნდა იყოს ბარათის გააქტიურებამდე. ამასთან, კლიენტი/ბარათის მფლობელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გააუქმოს აღნიშნული თანხმობა, რისთვისაც ბანკში დადგენილი წესით უნდა მიმართოს ბანკს წერილობითი ან/და ბანკის მომსახურების დისტანციური არხის საშუალებით გაკეთებული განცხადებით.
12.6. ბარათით სარგებლობის წესები
12.6.1. ბანკის მიერ ემიტირებული “ვიზა“ (VISA), “მასტერქარდ“ (MasterCard), “იუნიონ ფეი” (Union Pay) და ბანკის ლოგოტიპიანი ბარათ(ებ)ი წარმოადგენს ბანკის საკუთრებას.
12.6.2. ბარათის მიღების წესი:
12.6.2.1. ბარათის მიღების მსურველმა ბანკს უნდა წარუდგინოს შესაბამისი განაცხადი წერილობით ან ბანკის დისტანციური მომსახურების არხის მეშვეობით (ბანკის მიერ შემუშავებული ფორმით), შეიტანოს/ჩარიცხოს ანგარიშზე შეუმცირებადი ნაშთი (ასეთი არსებობის/მოთხოვნის შემთხვევაში), ასევე ბარათის დამზადებისა და წლიური მომსახურების საკომისიო, ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.
12.6.2.2. საბარათე ანგარიშზე ამ ხელშეკრულების „12.6.2.1.“ ქვეპუნქტში დასახელებული თანხ(ებ)ის ჩარიცხვის შემდეგ, ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ბანკი დაამზადებს და კლიენტს ან ბარათის მფლობელს გადასცემს ბარათს და პინ-კოდს კონვერტით ან მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით (თუ კლიენტს მანამდე უკვე არ აქვს მიღებული პინ კოდი, 12.6.2.1. ქვეპუნქტში დასახელებული თანხ(ებ)ის ჩარიცხვამდე), შესაბამის დოკუმენტაციასთან ან/და საინფორმაციო მასალასთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
12.6.2.3. იმ შემთხვევაში, თუ ბარათის მფლობელი ბარათის დამზადებიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში არ მოითხოვს ბარათს, მაშინ აღნიშნული ბარათი ექვემდებარება განადგურებას, თუ ბანკის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი. ბარათის დამზადებისა და წლიური მომსახურების საკომისიო ბარათის მფლობელს არ უბრუნდება, ასევე ავტომატურად უქმდება სატარიფო პაკეტი მის ყველა პირობასთან ერთად, თუ საბარათე ანგარიში ძირითადი ანგარიშია სატარიფო პაკეტისთვის და კლიენტს/ბარათის მფლობელს არ აქვს სხვა ალტერნატიული ანგარიში, რომლის დაფიქსირებაც შესაძლებელია სატარიფო პაკეტის ძირითად ანგარიშად (მიმდინარე/საბარათე). ბარათზე რიცხული შეუმცირებადი ნაშთი და სხვა თანხების ბარათის მფლობელისათვის დაბრუნება ხორციელდება მისი მოთხოვნისთანავე.
12.6.2.4. ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ბარათის დამზადებაზე/განახლებაზე მიზეზის მითითების გარეშე.
12.6.3. ბარათით სარგებლობის წესები
12.6.3.1. ბარათით სარგებლობის წესები ექვემდებარება “ვიზა“ (VISA), “მასტერქარდ“ (MasterCard), “იუნიონ ფეი” (Union Pay) საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების პროცედურებსა და წესებს, რომელიც მითითებულია წინამდებარე ხელშეკრულების
„12.1.4.“ ქვეპუნქტში და წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
12.6.3.2. ბარათის მფლობელი არის ბარათით მოსარგებლე, იდენტიფიცირებული პირი (შესაძლებელია იყოს კლიენტი ან მის მიერ დასახელებული პირი), რომელიც ფლობს პერსონიფიცირებულ ან არაპერსონიფიცირებულ ბარათს. პერსონიფიცირებული ბარათის შემთხვევაში, ბარათის მფლობელის უფლებას ბარათზე განსაზღვრავს მასზე ამოტვიფრული სახელი და გვარი, ან სახელის ინიციალი და გვარი, ასევე ბარათის მაგნიტურ ზოლზე ან/და მიკროჩიპში ჩაწერილი ბარათის მფლობელის სახელი და გვარი.
როგორც ბარათის მფლობელის ავთენტიფიკაციის ერთ-ერთი ელემენტი;
12.6.3.3. PIN კოდი კონფიდენციალურია და ცნობილია მხოლოდ ბარათის მფლობელისათვის. PIN კოდის დავიწყების შემთხვევაში ბარათის მფლობელი უნდა დაუკავშირდეს ბანკს და მოახდინოს PIN კოდის განახლება ან/და ბარათის გამოცვლა, შესაბამისი საგადახდო ინსტრუმენტისთვის ბანკში დადგენილი წესისა და პროცედურის შესაბამისად.
12.6.3.4. კლიენტი/ბარათის მფლობელი ვალდებულია, გადაცემის მომენტში შეამოწმოს იმ კონვერტის მთლიანობა, რომელშიც მოთავსებულია PIN კოდი (პინის კონვერტით მიღებისას); არ არის რეკომენდირებული PIN კოდის და ბარათის ერთად მოთავსება; დაუშვებელია ბარათის სხვა პირისათვის გადაცემა (გამჟღავნება); ნებისმიერ სადავო ოპერაციაზე, რომლის მიზეზიც იქნება ბარათის დაკარგვა, პინის გამოყენება და ა.შ. პასუხისმგებლობა (ფინანსური) ეკისრება ბარათის მფლობელს.
12.6.3.5. ბანკომატში PIN კოდის სამჯერ არასწორად აკრეფისას, შესაძლებელია, ბარათი ავტომატურად დაკავდეს ბანკომატის მიერ ან/და დაიბლოკოს. ბარათის დაკავების ან დაბლოკვის შემთხვევაში ბარათის მფლობელი უნდა დაუკავშირდეს ბანკს. ბარათის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს სხვა ბანკის ბანკომატში ბარათის დაკავების საკომისიო და/ან ახალი ბარათის (სურვილისამებრ) დამზადების საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
12.6.3.6. ბანკი ვალდებულია განიხილოს ბარათის მფლობელის პრეტენზია სს “ბაზისბანკის” ბანკომატის მიერ თანხის დაკავების შესახებ და პრეტენზიის მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში წარუდგინოს ბარათის მფლობელს ბანკომატის მიერ თანხის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან დააკმაყოფილოს პრეტენზია, ჩარიცხოს თანხა ბარათის მფლობელის საბარათე ანგარიშზე ან ბანკის სატრანზიტო ანგარიშზე, საიდანაც ბარათის მფლობელს შეეძლება თანხის გატანა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და ბარათის წარდგენის საფუძველზე. თუ კი არსებობს ბარათის ემიტენტი ბანკის (არა ბაზისბანკი) მოთხოვნა, თანხა ამავე სატრანზიტო ანგარიშიდან ირიცხება ბარათის ემიტენტი ბანკის მიერ მოწოდებულ რეკვიზიტებზე ან გაიცემა ბარათის მფლობელზე ზემოთ აღნიშნული წესით.
12.6.3.7. ბანკი ვალდებულია განიხილოს ბარათის მფლობელის პრეტენზია სს “ბაზისბანკის” ბანკომატის მიერ ბარათის დაკავების შესახებ და პრეტენზიის მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში წარუდგინოს ბარათის მფლობელს ბანკომატის მიერ ბარათის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან დააკმაყოფილოს პრეტენზია და დაუბრუნოს ბარათი მფლობელს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, შესაბამისი მიღება– ჩაბარების აქტის გაფორმებით. სხვა ბანკის ბარათის შემთხვევაში, ბარათის ემიტენტ ბანკთან შეთანხმების შესაბამისად, ბარათი გადაეცემა მფლობელს ან ემიტენტ ბანკს ზემოთ აღნიშნული წესით.
12.6.3.8. ბარათის მოქმედების ვადა იწურება ბარათზე ამოტვიფრული თვის ბოლო დღის გასვლის შემდეგ.
12.6.3.9. ბარათით ანგარიშსწორებისას ობიექტის მომსახურე პერსონალს უფლება აქვს ბარათის მფლობელს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, ხოლო მისი წარუდგენლობის შემთხვევაში, შეაჩეროს ტრანზაქცია (მომსახურება), რაზედაც ბანკი პასუხისმგებელი არ არის.
12.6.3.10. ბარათი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი უკანონო მიზნისათვის, მათ შორის იმ საქონლის და მომსახურების შესაძენად, რომელიც აკრძალულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
10.6.3.11. ბარათის მფლობელისათვის ცნობილია და ეთანხმება, რომ თუ ის ფლობს ბანკის მიერ ემიტირებულ ისეთ ბარათს და/ან მასთან დაკავშირებულ საგადახდო ინსტრუმენტს (მაგალითად, სტიკერი ან სხვა), რომელიც იძლევა ბარათსა და ბარათის წამკითხველ მოწყობილობას შორის უკონტაქტო კავშირის დამყარებით ტრანზაქციის განხორციელების შესაძლებლობას, ბანკის მიერ დადგენილი ლიმიტების ფარგლებში ასეთი ბარათით და/ან მასთან დაკავშირებული სხვა საგადახდო ინსტრუმენტით განხორციელებული ტრანზაქციების ავტორიზაცია ხდება ბარათის პინ კოდის გარეშე, მხოლოდ ბარათის და ბარათის წამკითხველს შორის დისტანციური კავშირის დამყარების საშუალებით. ლიმიტების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (xxx.xxxxxxxxx.xx) განთავსებულ საინფორმაციო მასალებში, რომლებიც წარმოადგენენ წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
12.7. ბარათის მოქმედების შეჩერება
12.7.1. ბარათის მოქმედება შეჩერდება:
12.7.1.1. კლიენტი ვალდებულია, ბარათის ან/და სხვა საგადახდო ინსტრუმენტის დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან უკანონო გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ თავადვე დაბლოკოს ბარათი ბანკის დისტანციური მომსახურების არხიდან ან შეატყობინოს ბანკს აღნიშნულის შესახებ წერილობით, ბანკის დისტანციური მომსახურების არხით და/ან ტელეფონის (ნომერზე x00000 0 000 000) მეშვეობით.
12.7.1.2. ბარათის მფლობელის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და წესების დარღვევის, ასევე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ბანკი უფლებამოსილია შეაჩეროს ან დაბლოკოს ბარათ(ებ)ი ნებისმიერ დროს.
12.7.2. ბარათის განთავსება სტოპ-სიაში. ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს ბარათის მოქმედების შეჩერება (ბლოკირება), ბარათის მფლობელის მითითებით, ბარათის ადგილობრივ ან/და საერთაშორისო სტოპ-სიაში შეყვანით. ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის სტოპ-სია არის, იმ ბარათების საერთაშორისო ან ლოკალური სია, რომლებზედაც შეზღუდულია ტრანზაქციების განხორციელება და ვრცელდება მომსახურების განსაკუთრებული რეჟიმი.
12.7.2.1. ადგილობრივი სტოპ-სია უზრუნველყოფს ბარათის ბლოკირებას საბარათე ანგარიშზე განსახორციელებელი ოპერაციებისათვის მხოლოდ ავტორიზებული ტრანზაქციებისათვის (გარდა ოფლაინ ოპერაციებისა1) მსოფლიოს ნებისმიერ ტერმინალზე (ბანკომატი, ბანკის ტერმინალი, სავაჭრო ტერმინალი, ინტერნეტი);
12.7.2.2. საერთაშორისო სტოპ-სიაში ბარათის მოთავსება უზრუნველყოფს ბარათის ბლოკირებას ოფლაინ ოპერაციებისათვის, დაბლოკვიდან 14 დღის განმავლობაში, შესაბამისი რეგიონ(ებ)ისთვის. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ბარათის მფლობელის სურვილის მიხედვით, თავიდან უნდა მოხდეს ბარათის მოთავსება საერთაშორისო სტოპ-სიაში. საერთაშორისო სტოპ-სიაში ბლოკირების განმავლობაში ბარათის მფლობელი თავისუფლდება პასუხისმგებლობიდან ბარათით განხორციელებულ ტრანზაქციებზე. საერთაშორისო სტოპ-სიაში ბარათის ჩასმა ხდება შესაბამისი საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების (,,ვიზა’’ (VISA), ,,მასტერქარდ’’ (MasterCard) და “იუნიონ ფეი” (Union Pay)) პროცედურებსა და წესების შესაბამისად, დადგენილი განრიგით კონკრეტული რეგიონ(ებ)ის მიხედვით და კონკრეტული ვადით. ბარათის საერთაშორისო სტოპ-სიაში მოთავსება, შესაბამისი საბარათე სისტემის მიერ ხორციელდება.
12.7.3. ბარათის მფლობელის სათანადო შეტყობინების საფუძველზე, ბარათის შეჩერება (ბლოკირება) ხდება შემდეგ ვადებში:
12.7.3.1. ლოკალურ სტოპ-სიაში განთავსება – ბანკის დისტანციური მომსახურების არხის საშუალებით ან სერვისცენტრში კლიენტის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენის შემდეგ, მოთხოვნის შესრულებისთვის საჭირო გონივრულ ვადაში;
12.7.3.2. საერთაშორისო სტოპ-სიაში განთავსება - ბანკის თანამშრომლის ინფორმირებიდან მაქსიმუმ 20 (ოცი) საბანკო დღის ვადაში.
12.7.4. ბარათის მოქმედების ვადის განმავლობაში ბარათის მფლობელი პასუხისმგებელია ადგილობრივ სტოპ-სიაში ბლოკირებულ ბარათზე განხორციელებულ ოფლაინ ტრანზაქცია(ებ)ზე. ამასთან, ბანკი პასუხს არ აგებს ბარათის დაკარგვის/მოპარვის შესახებ შეტყობინებამდე და ბარათის ადგილობრივ სტოპ-სიაში განთავსებამდე საბარათე ანგარიშზე განხორციელებულ ოპერაციებზე. ბარათის ადგილობრივ სტოპ-სიაში განთავსებისას, კლიენტი/ბარათის მფლობელი ვალდებულია, ბანკს აუნაზღაუროს ბლოკირებული ბარათით განხორციელებული ოფლაინ ტრანზაქციების თანხა.
12.7.5. ბარათის მფლობელი უფლებამოსილია გაასაჩივროს ბლოკირებულ ბარათზე ბლოკირების პერიოდში განხორციელებული ოფლაინ ტრანზაქცია ბარათის საერთაშორისო სტოპ-სიაში შეტანის შემთხვევაში.
12.7.6. ბარათის მფლობელი ვალდებულია, ბარათის სტოპ-სიაში შესაყვანად, გადაიხადოს სტოპ-სიაში შეტანის საკომისიო, აგრეთვე, ბარათზე მითითებული ვადის განმავლობაში აანაზღაუროს ბლოკირებული ბარათით განხორციელებული ოფლაინ ტრანზაქციებით წარმოშობილი ზიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბლოკირება არ განხროციელდა საერთაშორისო სტოპ-სიაში შეტანით.
12.7.7. ბარათის მფლობელს ნებისმიერ დროს შეუძლია თავისი სურვილით გააუქმოს ბარათი. ამისათვის მან ბანკს უნდა მიმართოს წერილობით, დაფაროს ბანკის წინაშე ბარათის მოქმედების პერიოდში წარმოქმნილი ყველა ვალდებულება (არსებობის შემთხვევაში), მოითხოვოს შესაბამის საბარათე ანგარიშზე არსებული დადებითი ნაშთი, გადასცეს ბანკს ბარათი (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ნებისმიერი მიზეზით, ბარათი არ იმყოფება კლიენტის მფლობელობაში).
12.7.8. კლიენტი/ბარათის მფლობელი უფლებამოსილია, ბარათის სტოპ-სიაში შეყვანა განახორციელოს ამ ხელშეკრულების
„12.7.1.1.“ ქვეპუნქტით დადგენილი ერთ-ერთი ფორმით ბანკისთვის მიმართვის გზით. ბანკი პასუხს არ აგებს ცრუ შეტყობინების შედეგად ბარათის ბლოკირებაზე (ბლოკირებით დამდგარ შედეგებზე).
12.8. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
12.8.1. ბანკი ვალდებულია:
12.8.1.1. კლიენტის/ბარათის მფლობელის მიერ სათანადო წესით მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიაწოდოს მას ინფორმაცია ბარათით და/ან საბარათე ანგარიშზე შესრულებულ ოპერაციებთან დაკავშირებით (მათ შორის, ამონაწერის სახით), შესაბამისი სერვისისთვის ბანკში დადგენილი ტარიფებით.
12.8.1.2. მიიღოს ყველა შესაძლო ზომა საგადახდო ინსტრუმენტის დაცულობისა და მისი არამართლზომიერი გამოყენების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად;
12.8.1.3. არ გახადოს საგადახდო ინსტრუმენტის პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლები და საშუალებები ხელმისაწვდომი სხვა პირებისათვის, გარდა ამ ინსტრუმენტის მფლობელისა;
12.8.1.4. ბანკში დადგენილი წესით მიიღოს წერილობითი ფორმით წარდგენილი ან/და ბანკის მომსახურების დისტანციური არხით კლიენტის/ბარათის მფლობელის მიერ დაფიქსირებული, „12.8.2.4.“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კლიენტი/ბარათის მფლობელი არ არის პასუხისმგებელი მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული ან უკანონოდ გამოყენებული ბარათის, ასევე მის მიერ უსაფრთხოების ზომების ან პერსონიფიცირებული უსაფრთხოების საშუალებების დაუცველობით გამოწვეული არაავტორიზებული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის, თუკი ეს ზიანი გამოწვეული არ არის კლიენტის/ბარათის მფლობელის დანაშაულებრივი ან განზრახი ქმედებით. ბანკი ასევე ვალდებულია, კლიენტის/ბარათის მფლობელის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მას მიღების დასტური, თუ შეტყობინების მიღებიდან გასული არ არის 18 (თვრამეტი) თვეზე მეტი;
12.8.1.5. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია საკუთარ თავზე აიღოს საგადახდო ინსტრუმენტის ან/და მისი პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლებისა და საშუალებების გაგზავნასთან დაკავშირებული ყველა რისკი.
12.8.2. ბარათის მფლობელი ვალდებულია:
12.8.2.1. გამოიყენოს ბარათი შესაბამისი საგადახდო ინსტრუმენტისათვის ბანკის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად;
12.8.2.2. ჯეროვნად შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული და “ვიზა“ (VISA), “მასტერქარდ“ (MasterCard), “იუნიონ ფეი” (Union Pay) საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების პროცედურები და წესები;
12.8.2.3. დაიცვას მისთვის გაცემული ბარათის უსაფრთხოების ზომები, უზრუნველყოს შესაბამისი ინსტრუმენტის პერსონიფიცირებული საშუალებების დაცვა; არ დაუშვას უცხო პირების მიერ მისი ბარათის გამოყენების შესაძლებლობა;
12.8.2.4. საგადახდო ინსტრუმენტის დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან უკანონო გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი აღმოჩნისთანავე მოახდინოს ბარათის დაბლოკვა ბანკის შესაბამისი დისტანციური მომსახურების არხიდან, ან შეატყობინოს ამის თაობაზე ბანკს 12.7.1.1. ქვეპუნქტის შესაბამისად;
1 ოფლაინ ოპერაცია - ოპერაცია, რომელიც დადასტურებულია ბანკთან დაკავშირების გარეშე.
12.8.2.5. საბარათე ანგარიშზე არაავტორიზებული ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში, გაასაჩივროს ბანკში შესაბამისი ტრანზაქცია ხელშეკრულების „12.11.“ პუნქტით დადგენილი წესით.
12.8.2.6. აანაზღაუროს ბანკის მიერ დაწესებული საკომისიო და გაწეული ის დანახარჯები, რომლებიც დაკავშირებულია “ვიზა’’ (VISA), “მასტერქარდ” (MasterCard) და “იუნიონ ფეი” (Union Pay) საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების მიერ ბარათის დამატებითი სახის ფასიან მომსახურებებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
12.9. მხარეთა პასუხისმგებლობა
12.9.1. კლიენტი უფლებამოსილია, წაუყენოს ბანკს პრეტენზია არაავტორიზებული გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ არაავტორიზებული გადახდის ოპერაციის შესრულების თარიღიდან არ გასულა 40 (ორმოცი) დღეზე მეტი.
12.9.2. კლიენტი სრულად აგებს პასუხს არაავტორიზებულ გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებული იმ ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია მისი დანაშაულებრივი ქმედებით, ამ ხელშეკრულების „12.8.2.“ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების განზრახ ან დაუდევრობით შეუსრულებლობით, ან/და იმ შემთხვვაში თუ:
12.9.2.1. კლიენტი გამოიყენებს საგადახდო ინსტრუმენტს ამ საგადახდო ინსტრუმენტისათვის დადგენილი პირობების დარღვევის შესაბამისად;
12.9.2.2. არ დაიცვას მისთვის გაცემული საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების ზომებს, არ უზრუნველყოს ამ ინსტრუმენტის პერსონიფიცირებული საშუალებების ან/და პერსონიფიცირებული მონაცემების დაცვას;
12.9.2.3. საგადახდო ინსტრუმენტის დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან უკანონო გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში მისი აღმოჩენიდან უმოკლეს ვადაში არ შეატყობინოს ამის თაობაზე ბანკს ან ბანკის მიერ განსაზღვრულ პირს.
12.9.3. კლიენტი ვალდებულია, არაავტორიებული ან არასწორად შესრულების ოპერაციის შესახებ, ასეთი ოპერაციის განხორციელებიდან დაუყოვნებლივ წერილობით ან/და დისტანციური მომსახურების არხის საშუალებით მიმართოს ბანკს.
12.9.4. კლიენტი არ არის პასუხისმგებელი არაავტორიზებული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის, თუ ბანკმა არ უზრუნველყო ამ ხელშეკრულების „12.8.2.4.“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღება, თუკი ეს ზიანი გამოწვეული არ არის კლიენტის დანაშაულებრივი ან განზრახი ქმედებით.
12.9.5. ბანკი პასუხისმგებელია დამდგარ ზიანზე თუ მის მიერ განზრახ ან ბრალეული ქმედებით არ შესრულდება გადახდის ოპერაცია, ან შესრულდება არასწორად ან ვადის დარღვევით.
12.9.6. იმ შემთხვევაში თუ “ვიზა“ (VISA), “მასტერქარდ“ (MasterCard), “იუნიონ ფეი” (Union Pay) საერთაშირისო წესებითა და ბანკში დადგენილი პროცედურების შესაბამისად დადგინდება, რომ კლიენტი ვალდებულია ბანკს დაუბრუნოს Chargeback-ის სახით ჩარიცხული თანხა, თანხის დაბრუნება უნდა განხორციელდეს მოთხოვნიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ განხორციელდება Chargeback-ის სახით ჩარიცხული თანხის დაბრუნება, ბანკი უფლებამოსილია, კლიენტის დამატებითი თანხმობისა და აქცეპტის, აგრეთვე კლიენტისათვის შეტყობინების გაგზავნის გარეშე, კლიენტის მიმდინარე, საბარათე ან მოთხოვნამდე დეპოზიტის ანგარიშზე დაუშვას არასანქცირებული ლიმიტი Chargeback-ით ჩარიცხული თანხის ოდენობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
12.9.7. ბანკი არ არის პასუხისმგებელი:
12.9.7.1. ბარათის არასანქცირებული გამოყენებისათვის იმ ფაქტების გამო, რომლებიც ბარათის მფლობელის მიზეზით არის გამოწვეული. მათ შორის, კლიენტის/ბარათის მფლობელის მიერ ბარათზე მონიტორინგის გაუქმების მოთხოვნის მოქმედების პერიოდში.
12.9.7.2. ბარათის მფლობელსა და მომსახურების ობიექტებს შორის წარმოქმნილ სადაო სიტუაციებზე.
12.9.7.3. ისეთ ოპერაციებზე, რომლებიც შესრულებულია დაკარგული/მოპარული, უკანონოდ მითვისებული ან უკანონოდ გამოყენებული ბარათით, თუ ბარათის მფლობელმა არ უზრუნველყო დაკარგული/მოპარული ბარათის დროული ბლოკირება.
12.9.7.4. ოპერაციებზე, რომლებიც შესრულებულია მესამე პირის მიერ, თუ ტრანზაქცია ავტორიზებულია.
12.9.7.5. მაღალრისკიან სავაჭრო/მომსახურების ობიექტებთან ოპერაციებში განხორციელებულ ოპერაციებზე, თუ კლიენტის/ბარათის მფლობელის მიერ „12.5.9.“ პუნქტის შესაბამისად, ბანკში წარდგენილი იყო თანხმობა ოპერაციების განხორციელებაზე.
12.9.7.6. უკონტაქტო ბარათით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა საგადახდო ინსტრუმენტით, პინის და ჩიპის გარეშე, ლიმიტის ფარგლებში გატარებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით.
12.9.7.7. ბანკის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების ზომაზე მომხმარებლის მიერ უარის თქმის შემთხვევაში დამდგარი შედეგისთვის (ასეთ შემთხვევაში უსაფრთხოების ზომაზე უარის თქმის შედეგად დამდგარი ზიანისთვის პასუხისმგებელია კლიენტი/ბარათის მფლობელი).
12.9.7.8. კლიენტის/ბარათის მფლობელის მიერ უსაფრთხოების ზომების ან პერსონიფიცირებული უსაფრთხოების საშუალებების დაუცველობით გამოწვეული არაავტორიზებული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის, თუ ოპერაცია განხორციელებულია „12.8.2.4.“ ქვეპუნქტის შესაბამისად ბანკის მიერ შეტყობინების მიღების შემდეგ (თუკი ეს ზიანი გამოწვეული არ არის კლიენტის/ბარათის მფლობელის დანაშაულებრივი ან განზრახი ქმედებით).
12.9.7.9. თუ ბანკისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, არ/ვერ მოხდა ბარათით თანხის განაღდება ბანკის სისტემის გარეთ არსებულ მომსახურების წერტილებში; აგრეთვე, ბანკი არ არის პასუხისმგებელი სს „ბაზისბანკის“ ბანკომატების ქსელის გარეთ ტრანზაქციის შესრულებისათვის სხვა პირის/საფინანსო ინსტიტუტის მიერ ჩამოწერილ საკომისიოებსა და სხვა შესრულბულ ქმედებებზე.
12.9.7.10. კლიენტის/ბარათის მფლობელის მიერ 3D უსაფრთხოების სერვისით სარგებლობის შედეგებზე (მათ შორის, ერთჯერადი კოდის არასწორად შეყვანის გამო ტრანზაქციის შეუსრულებლობა, კლიენტის/ბარათის მფლობელის მიერ ბანკისგან დამოუკიდებელი მიზეზით ერთჯერადი კოდის მიუღებლობა, ტრანზაქციის შესრულების შეფერხება და ა.შ.).
12.10. ბარათის 3D უსაფრთხოება
12.10.1. 3D უსაფრთხოება წარმოადგენს დაცვის დამატებით საშუალებას, კლიენტის/ბარათის მფლობელის მიერ მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ბარათით ინტერნეტით (ონლაინ) გადახდის/გადარიცხვის განხორციელების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, იმ შემთხვევაში, თუ საბარათე ინსტრუმენტისთვის განსაზღვრული 3D უსაფრთხოების შესაბამისი მხარდაჭერით ასევე აღჭურვილია გადახდის/გადარიცხვის განმახორციელებელი ვებ-გვერდი. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ ემიტირებული საბარათე ინსტრუმენტისთვის გათვალისწინებულია 3D უსაფრთხოება, აღნიშნულის შესახებ
მითითებული იქნება შესაბამისი ბარათის შესახებ ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (xxx.xxxxxxxxx.xx) განთავსებულ საინფორმაციო მასალაში.
12.10.2. ბარათის 3D უსაფრთხოების გააქტიურება შეიძლება განხორციელდეს “ვიზა“ (VISA), “მასტერქარდ“ (MasterCard), “იუნიონ ფეი” (Union Pay) საგადახდო სისტემის ბარათზე.
12.10.3. თუ კლიენტის/ბარათის მფლობელის საბარათე ინსტრუმენტზე გააქტიურებულია 3D უსაფრთხოება, აღნიშნული საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენებით ინტერნეტით (ონლაინ) გადახდის/გადარიცხვის განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიღებული ერთჯერადი კოდით დამატებით დადასტურების განხორციელების შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ საბარათე ინსტრუმენტისთვის განსაზღვრული 3D უსაფრთხოების შესაბამისი მხარდაჭერით ასევე აღჭურვილია გადახდის/გადარიცხვის განმახორციელებელი ვებ-გვერდიც. გადახდის/გადარიცხვის ოპერაციის განხორციელების დასადასტურებლად, ერთჯერადი კოდი იგზავნება კლიენტის/ბარათის მფლობელის მიერ სპეციალურად ამ მიზნით ბანკში დაფიქსირებულ შესაბამის სატელეფონო ნომერზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - ბანკში წარდგენილი განცხადებით კლიენტის მიერ დაფიქსირებულ უახლეს საკონტაქტო სატელეფონო ნომერზე.
12.11. საჩივრის განხილვა
12.11.1. ბანკი განიხილავს კლიენტის/ბარათის მფლობელის საჩივარს ბარათით შესრულებული არაავტორიზებული ოპერაციის შესახებ, მისი შესრულების თარიღიდან 40 კალენდარული დღის ვადაში, ბანკში დადგენილი წესითა და პროცედურით. აღნიშნულ ვადაში პრეტენზიის განუცხადებლობის შემთხვევაში, ტრანზაქცია ითვლება დადასტურებულად და შემდგომ გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. ამასთან, მფლობელი ვალდებულია ბანკს წარუდგინოს ბარათი და/ან სხვა დოკუმენტები/ინფორმაცია, რომლებსაც ბანკი მოითხოვს საჩივრის განხილვის მიზნით.
12.11.2. ბანკში საჩივრის წარდგენა ხდება წერილობითი ფორმით ან/და ბანკის მომსახურების დისტანციური არხის საშუალებით.
12.11.3. კლიენტი/ბარათის მფლობელი ვალდებულია, საჩივართან ერთად წარუდგინოს ბანკს მის მიერ გასაჩივრებული ოპერაციის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, ასევე შესაბამის ტრანზაქციასთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული და/ან ბანკის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
12.11.4. საჩივრის განხილვა მოხდება მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო, თუ ბანკისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო აღნიშნულ ვადაში ვერ ხერხდება საჩივრის განხილვა და მასზე გადაწყვეტილების მიღება, ბანკი აცნობებს კლიენტს/ბარათის მფლობელს საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადას, დაგვიანების მიზეზის დასაბუთებით.
12.11.5. კლიენტის/ბარათის მფლობელის საჩივარზე გადაწყვეტილების მიღებისა და განმცხადებლისთვის გაცნობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საჩივრის მიღებიდან 55 (ორმოცდათხუთმეტი) სამუშაო დღეს.
12.11.6. ბანკი უფლებამოსილია, რომ საქართველოში ბარათით შესრულებული სადავო ტრანზაქციის განხილვის პროცესში დაუკავშირდეს ექვაირერს ან საბარათე ოპერაციაში ჩართულ სხვა მხარეს განხორციელებული ოპერაციის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბანკისთვის სადავო ტრანზაქციის ყველა დეტალი და გარემოება ცნობილია.
12.12. კონვერტაცია
12.12.1. თუ საბარათე ოპერაცია ხორციელდება საბარათე ანგარიშის ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, მაშინ კლიენტის/ბარათის მფლობელის ანგარიშიდან თანხის ჩამოწერა მოხდება კონვერტაციის გზით, შემდეგი კურსით:
12.12.1.1. თუ საბარათე ოპერაცია ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, კონვერტაცია მოხდება საბარათე ანგარიშზე ტრანზაქციის ასახვის დღეს ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსით;
12.12.1.2. თუ საბარათე ოპერაცია ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ, კონვერტაცია მოხდება კურსით, რომლის განაკვეთიც დგინდება საბარათე ანგარიშზე ტრანზაქციის ასახვის დღეს ბანკის მიერ დაწესებულ კომერციულ კურსზე 1%-ის (ერთი პროცენტული პუნქტი) დამატებით.
12.12.1.3. თუ საბარათე ოპერაცია ხორციელდება საგადახდო სისტემის (“ვიზა“ (VISA), “მასტერქარდ“ (MasterCard), “იუნიონ ფეი” (Union Pay) ანგარიშსწორების ვალუტ(ებ)ისაგან განსხვავებულ ვალუტაში, კონვერტაციის კურსი დგინდება და კონვერტაცია ხორციელდება შესაბამისი საგადახდო სისტემის მიერ, რასაც ბანკის მხრიდან საკომისიოს სახით ემატება საბარათე ოპერაციის თანხის 2% (ორი პროცენტი). ამასთან, თუ შესაბამისი საგადახდო სისტემის ანგარიშსწორების ვალუტა წარმოადგენს საბარათე ანგარიშის ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტას, მაშინ ბანკის მიერ საგადახდო სისტემის ანგარიშსწორების ვალუტაში კონვერტაცია მოხდება კურსით, რომლის განაკვეთიც განისაზღვრება საბარათე ანგარიშზე ტრანზაქციის ასახვის დღეს ბანკის მიერ დაწესებულ კომერციულ კურსზე 1%-ის (ერთი პროცენტული პუნქტი) დამატებით.
12.12.2. თუ საბარათე ინსტრუმენტით შესაძლებელია სხვადასხვა ვალუტის თანხის გამოყენება, კლიენტის ანგარიშზე საბარათე ოპერაციების ასახვა მოხდება პირველ რიგში იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც განხორციელდა ოპერაცია. თუ კლიენტს არ აქვს საბარათე ოპერაციის ვალუტის თანხა შესაბამის ანგარიშზე/საბარათე ანგარიშზე და ამ ოპერაციის ანგარიშსწორება განხორციელდა საბარათე სქემის მიერ, მაშინ ოპერაციის ასახვა ანგარიშზე განხორციელდება საბარათე სქემის ანგარიშსწორების ვალუტაში.
12.12.3. კლიენტის მიერ საბარათე ინსტრუმენტის გამოყენებით ATM, POS, E-Commerce ტრანზაქციების, ასევე ბანკში ტერმინალით ოპერაციის შესრულებისთანავე, ბანკი ახორციელებს თანხის ბლოკირებას შესრულებული ტრანზაქციის თანხის შესაბამისად. ბლოკირებისას კონვერტაციის საჭიროების შემთხვევაში, თანხის დაბლოკვა მოხდება საბარათე ინსტრუმენტის ძირითად ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ხოლო ბარათით განხორციელებული ტრანზაქციები გარკვეული პერიოდის შემდეგ (ამავე ხელშეკრულების „12.3.7.“ პუნქტის შესაბამისად) აისახება კლიენტის ანგარიშზე. იმის გათვალისწინებით, რომ კლიენტის ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა ხდება შესაბამისი ტრანზაქციის გატარებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ, ამიტომ თანხის დაბლოკვის დროს არსებული კურსი და საგადახდო სისტემის მიერ ტრანზაქციის დამუშავების დღეს არსებული კურსი შესაძლებელია იყოს განსხვავებული, რამაც შესაძლებელია განაპირობოს ანგარიშზე დაბლოკილ და ჩამოჭრილ თანხებს შორის სხვაობა.
12.12.4. კლიენტის ანგარიშებს შორის ვალუტის კონვერტაცია ხორციელდება ყოველთვის ოპერაციის დამუშავების მომენტში მოქმედი კომერციული კურსის შესაბამისად. საბარათე ოპერაციის შესრულებისას თანხის კონვერტაციის სქემები (სხვადასხვა მაგალითის/დაშვების გათვალისწინებით) დაერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას (განთავსებულია ბანკის ოფიციალურ ვებ- გვერდზე xxxxx://xx.xx/xxxx/Xxxx.xxx) და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
12.12.5. კლიენტი უფლებამოსილია, მის მიერ განხორციელებული ტრანზაქციებისა და კონვერტაციის კურსის შესახებ ინფორმაცია მიიღოს ბანკის სერვისცენტრებისა და კლიენტთა მომსახურების დისტანციური არხების მეშვეობით.
12.13. სახელფასო პროექტი
12.13.1. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი მუშაობს საწარმოში/ორგანიზაციაში, რომელიც ჩართულია ბანკის სახელფასო პროექტში (შემდგომში „სახელფასო პროექტი“), მის მიმართ ასევე ვრცელდება წინამდებარე ხელშეკრულებისა და მისი ყველა დანართის მოქმედება, შესაბამისი სახელფასო პროექტის ფარგლებში შეთანხმებული განსხვავებული პირობების/ტარიფების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით. ამასთან, თუ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა ეწინააღმდეგება სახელფასო პროექტით დადგენილ პირობას, უპირატესობა მიენიჭება შესაბამისი სახელფასო პროექტით განსაზღვრულ პირობას. იმ შემთხვევაში, თუ შეწყდება ბანკსა და სახელფასო პროექტში ჩართულ ორგანიზაციას, და/ან იმავე ორგანიზაციასა და კლიენტს/ბარათის მფლობელს შორის შესაბამისი თანამშრომლობა, აღნიშნული არ იწვევს წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტას და ბანკსა და კლიენტს/ბარათის მფლობელს შორის ხელშეკრულების მოქმედება გრძელდება წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი სტანდარტული პირობებით/ტარიფებით.
12.13.2. სახელფასო პროექტში ჩართული შესაბამისი საწარმოს/ორგანიზაციის დირექტორს (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირს) უფლება აქვს, კლიენტის/ბარათის მფლობელის სახელით განახორციელოს ყველა სათანადო მოქმედება და ხელი მოაწეროს ყველა საჭირო დოკუმენტს, კლიენტის/ბარათის მფლობელის სახელზე ბარათის დასამზადებლად/ განსაახლებლად და მისაღებად.
13. SMS ბანკინგი
13.1. მომსახურების აღწერა
13.1.1. SMS ბანკინგი არის დისტანციური საბანკო მომსახურება, რომლითაც ბანკი საშუალებას აძლევს კლიენტს ბანკში გამოუცხადებლად მის მიერ ბანკისთვის წარდგენილ განაცხადში დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომრის მეშვეობით ნებისმიერ დროსა და ადგილას:
13.1.1.1.მობილური ტელეფონის ნომრიდან შესაბამის ნომერზე გაგზავნილი წინასწარ დადგენილი სტანდარტული შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინების (შემდგომში წოდებული “SMS”) საფუძველზე, ბანკში კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან განახორციელოს სხვადასხვა საბანკო ოპერაციები (ამ მუხლში შემდგომში “ტრანზაქციები”);
13.1.1.2.მობილური ტელეფონის ნომრიდან შესაბამის ნომერზე გაგზავნილი წინასწარ დადგენილი სტანდარტული შინაარსის SMS-ის გაგზავნით გამოითხოვოს და SMS-ის სახით მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია (ნაშთი ანგარიშზე, ვალუტის კურსი და ა.შ.);
13.1.1.3. მობილური ტელეფონის შესაბამის ნომერზე SMS-ის სახით მიიღოს ინფორმაცია მის ანგარიშ(ებ)ზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ.
13.1.2. ბანკს უფლება აქვს შეცვალოს (გაზარდოს, შეამციროს) წინამდებარე ხელშეკრულების “13.1.1.” პუნქტით განსაზღვრული მომსახურებები. აღნიშნულის შესახებ კლიენტს გაეგზავნება SMS და/ან შესაბამისი ინფორმაცია განთავსდება ბანკის ვებგვერდზე.
13.2. SMS ბანკინგით სარგებლობის ზოგადი წესები
13.2.1. კლიენტს SMS ბანკინგით სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევა ხსენებული მომსახურების მომხმარებლად დარეგისტრირების შემდეგ.
13.2.2. SMS ბანკინგის მომსახურება ხორციელდება კლიენტის მიერ მითითებული მობილური ტელეფონის ნომრ(ებ)ის (შემდგომში წოდებული “ნომერი”) საშუალებით, კლიენტის მიერ მითითებულ SMS სერვისების საბანკო ანგარიშ(ებ)ზე.
13.2.3. კლიენტის ნომრ(ებ)ისა და ანგარიშ(ებ)ის მითითება/შეცვლა შესაძლებელია კლიენტის მიერ ცალმხრივად, წერილობითი განცხადებით (რომელიც დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას), ან ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით.
13.2.4. ბანკი და კლიენტი ცნობენ და ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ SMS ბანკინგის საშუალებით მიღებულ ინფორმაციას და შესრულებულ ტრანზაქციებს გააჩნიათ ანგარიშის განკარგვასა და ინფორმაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული ქაღალდის საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა.
13.3. ინფორმაციის მიღების და ტრანზაქციის წარმოების პირობები
13.3.1. ტრანზაქციები იწარმოება კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე შესაბამისი ნაშთის არსებობის შემთხვევაში, ამასთან, თუ კლიენტი სარგებლობს საკრედიტო ლიმიტით/ოვერდრაფტით – დადებითი ნაშთის უკმარისობის შემთხვევაში, ტრანზაქცია ხორციელდება დაშვებული საკრედიტო ლიმიტის/ოვერდრაფტის ფარგლებში.
13.3.2. ტრანზაქციების წარმოება შესაძლებელია როგორც ეროვნულ, აგრეთვე უცხოურ ვალუტაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
13.3.3. პასუხისმგებლობა SMS ბანკის მეშვეობით განხორციელებულ ტრანზაქციების / ბანკის მიერ ინფორმაციის გაცემის შედეგებზე ეკისრება კლიენტს
13.3.4. საოპერაციო დღის განმავლობაში განხორციელებული ტრანზაქცია ბანკის მიერ შესასრულებლად მიიღება იმავე დღის თარიღით. საოპერაციო დღის დასრულების შემდეგ განხორციელებული ტრანზაქცია ბანკის მიერ შესასრულებლად მიიღება მომდევნო საოპერაციო დღის თარიღით.
13.4. მომსახურების საზღაურის გადახდა. მომსახურების შეჩერება/შეწყვეტა
13.4.1. SMS ბანკინგის საკომისიოს გადახდა ხდება ყოველთვიურად, ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო კალენდარული თვის არაუგვიანეს 5 (ხუთი) რიცხვისა. ამასთან, საკომისიო სრულად გადაიხდება არასრული საანგარიშო თვისთვისაც.
13.4.2. კლიენტი ვალდებულია, საანგარიშო თვის მომდევნო კალენდარული თვის პირველიდან ხუთ რიცხვამდე, უზრუნველყოს საკუთარ ანგარიშ(ებ)ზე საკომისიოს შესაბამისი ფულადი ნაშთის არსებობა.
13.4.3. ბანკი უფლებამოსილია, კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე რიცხული თანხა მიმართოს შემდეგი რიგითობით: პირველ რიგში დაიფარება საკომისიო, ხოლო შემდგომ შესრულდება მოთხოვნილი ტრანზაქცია.
13.4.4. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო თვის მომდევნო კალენდარული თვის ბოლომდე, შეუძლებელი იქნება კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან ს SMS ბანკინგის აკომისიოს სრულად ჩამოწერა, საკომისიოს დარიცხვა შეწყდება, ხოლო კლიენტს შეუჩერდება SMS ბანკინგის მომსახურება; თუ შეჩერებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში დავალიანება სრულად დაიფარება, შესაბამისი მომსახურება აღდგება ავტომატურად; აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული მომსახურება წყდება.
13.4.5. მომსახურება შესაძლებელია შეჩერდეს კლიენტის მიერ ტელეფონის ნომრის შეცვლის, მობილური ტელეფონის აპარატის ან/და სიმ-ბარათის დაკარგვის თაობაზე კლიენტისგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე; თუ შეჩერებული მომსახურება არ აღდგება საანგარიშო თვის ბოლომდე, მომდევნო თვიდან საკომისიოს დარიცხვა წყდება დარიცხვა წყდება, საკომიოს დარიცხვა აღდგება მომსახურების განახლებისთანავე.
13.5. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
13.5.1. კლიენტი ვალდებულია:
13.5.1.1. მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგზავნოს ბანკის მიერ მითითებულ ნომერზე ბანკის მიერ დადგენილი ფორმატით;
13.5.1.2. არ დაუშვას მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის აპარატის ან/და სიმ-ბარათის მოხვედრა მესამე პირის განკარგულებაში;
13.5.1.3. მობილური ტელეფონის აპარატის, სიმ-ბარათის ან/და ნომრის შეცვლის ან/და დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს ტელეფონით (ნომერზე x00000 0 000 000), წერილობით, ინტერნეტ-ბანკით.
13.5.1.4. ანგარიშ(ებ)ზე იქონიოს სერვისით მომსახურების საკომისიოსთვის საკმარისი თანხა.
13.5.2. კლიენტი უფლებამოსილია:
13.5.2.1. ნებისმიერ დროს მოთხოვოს ბანკს მისთვის სარეკლამო შინაარსის (საქონლის ან/და მომსახურების შეთავაზების შემცველი) მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის შეწყვეტა. აღნიშნული მოთხოვნის დასაფიქსირებლად კლიენტმა უნდა განახორციელოს ერთ-ერთი მოქმედება: ბანკის სერვის ცენტრში ვიზიტი, სატელეფონო სერვის-ცენტრში დარეკვა ან ინტერნეტ- ბანკის საშუალებით ბანკისთვის შეტყობინების გაგზავნა შესაბამისი პერსონალური პარამეტრების გვერდიდან.
13.5.3. ბანკი ვალდებულია:
13.5.3.1. კლიენტის მიერ ტელეფონის ნომრის შეცვლის, მობილური ტელეფონის აპარატის ან/და სიმ-ბარათის დაკარგვის თაობაზე ზეპირი (ტელეფონით), წერილობითი ან ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით კლიენტისგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე უზრუნველყოს მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მომსახურების შეჩერება მომსახურების აღდგენის თაობაზე კლიენტის განცხადების მიღებამდე. კლიენტის მიერ ბანკისთვის ზეპირი (სატელეფონო) განცხადების წარდგენის შემთხვევაში კლიენტის იდენტიფიკაცია მოხდება წინამდებარე ხელშეკრულების მე-14 მუხლით დადგენილი წესების მიხედვით, ბანკის მიერ წინასწარ შერჩეული კითხვების მეშვეობით .
13.5.3.2. ხელშეკრულების “13.5.2.1.” ქვეპუნქტში მითითებული კლიენტის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, შეწყვიტოს კლიენტთან სარეკლამო შინაარსის (საქონლის ან/და მომსახურების შეთავაზების შემცველი) მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.
13.5.4. ბანკი უფლებამოსილია:
13.5.4.1. არ შეასრულოს კლიენტის დავალება კლიენტის ანგარიშზე საკმარისი თანხის არარსებობის ან/და კლიენტის მიერ ბანკისთვის არასწორი (ამ ხელშეკრულების ან ბანკის მიერ გავრცელებული საინფორმაციო მასალის პირობებთან შეუსაბამო) შეტყობინების გაგზავნის ან ბანკის მიმართ კლიენტის დავალიანების არსებობის შემთხვევაში;
13.5.4.2. კლიენტს გაუზავნოს სარეკლამო შინაარსის (საქონლის ან/და მომსახურების შეთავაზების შემცველი) და ინფორმაციული ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებები;
13.5.4.3. კლიენტს მოკლე ტექსტური შეტყობინებით შესათავაზოს კრედიტი (სესხი, ოვერდრაფტი, საკრედიტო ლიმიტი ან/და სხვა საკრედიტო პროდუქტი, აგრეთვე არსებული საკრედიტო ლიმიტის გაზრდა).
13.5.4.4. კლიენტს გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება კრედიტის (სესხის, ოვერდრაფტის, საკრედიტო ლიმიტის ან/და სხვა საკრედიტო პროდუქტის) ოდენობის, დაფარვის თარიღის, დავალიანების ან/და შესრულებული გეგმიური გადარიცხვის შესახებ. ამასთან, კლიენტი აცნობიერებს, რომ ბანკი არ არის ვალდებული კლიენტს გაუგზავნოს ასეთი შეტყობინება და ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა ბანკის შეტყობინებას, კლიენტი ვალდებულია დროულად დაფაროს კრედიტი (სესხი, ოვერდრაფტი, საკრედიტო ლიმიტი ან/და სხვა საკრედიტო პროდუქტი) და გადაიხადოს სხვა გადასახდელები (საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო, საკომისიო და სხვა).
13.5.4.5. კლიენტს გაუგზავნოს ნებისმიერი ტიპის მოკლე ტექსტური შეტყობინება (როგორც ფასიანი, ისე უფასო). იმ შემთხვევაში თუ კლიენტი არ სარგებლობს ფასიანი მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისით, ბანკის ინიციატივით გაგზავნილ მოკლე ტექსტური შეტყობინების საფასურს კლიენტი არ იხდის.ბანკი არ არის პასუხისგებელი მობილური კავშირის ოპერატორის მიერ SMS- ისათვის დაწესებულ საზღაურზე.
13.5.4.6. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კლიენტის წინასწარი შეტყობიმების გარეშე შეუჩეროს ან შეუწყვიტოს მას SMS ბანკინგის მომსახურება.
13.6. ბანკი პასუხს არ აგებს:
13.6.1. კლიენტის ანგარიშებზე შეზღუდვის (ინკასო, ყადაღა და სხვ.) არსებობის შემთხვევაში ტრანზაქციის შესრულებით გამოწვეულ შედეგზე;
13.6.2. კლიენტის მიერ “13.5.1.” პუნქტში დადგენილი პირობების/ვალდებულებების დაუცველობით გამოწვეულ შედეგებზე, მათ შორის (არა მხოლოდ) განხორციელებულ ტრანზაქციებზე/გაცემულ ინფორმაციაზე.
13.6.3. SMS ბანკინგის მომსახურების შეფერხებისათვის, რომელიც გამოწვეულია მობილური კავშირის ოპერატორ(ებ)ის მიზეზით.
13.6.4. ანგარიშზე განხორციელებულ ტრანზაქციებზე SMS-ის მიუღებლობის გამო გამოწვეულ შედეგზე/ზიანზე.
13.7.ამ მუხლით გათალისწინებული მომსახურებიდან გამომდინარე კლიენტის წინაშე ბანკის პასუხისმგებლობის ზღვრული მოცულობა განისაზღვრება კლიენტის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში ამ მუხლით გათალისწინებული მომსახურებისათვის გადახდილი მომსახურების ღირებულების ჯამური მოცულობით
14. სატელეფონო და ვიდეო მომსახურება
14.1. სატელეფონო მომსახურების აღწერა:
14.1.1. სატელეფონო მომსახურება გულისხმობს კლიენტის მიერ ბანკში გამოუცხადებლად სატელეფონო კავშირის გამოყენებით ბანკის მიერ განსაზღვრული:
14.1.1.1. საბანკო ინფორმაციის მიღებას;
14.1.1.2. სხვადასხვა საბანკო ოპერაციის განხორციელებას ლიმიტების ფარგლებში, ბანკში მოქმედი წესების შესაბამისად;
14.1.1.3 სხვადასხვა საბანკო პროდუქტის მიღების ან/და გაუქმების სურვილის დაფიქსირებას (ბანკისთვის განაცხადის წარდგენას).
14.1.1.4. განაცხადის წარდგენას ბანკომატში დაკავებული თანხის დაბრუნების შესახებ.
14.1.2. სატელეფონო მომსახურება ვრცელდება კლიენტის ყველა საბანკო ანგარიშზე. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს არ სურს სატელეფონო მომსახურების მიღება მის ყველა ან რომელიმე ანგარიშთან დაკავშირებით, ის ვალდებულია წერილობით ან ამ ხელშეკრულების 14.3.1. პუნქტითა და მისი შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფორმით განუცხადოს ბანკს ამის შესახებ.
14.1.3. სატელეფონო მომსახურებით სარგებლობის უფლება კლიენტს წარმოეშობა საბანკო ანგარიშის გახსნისთანავე. ამასთან, კლიენტის მიერ ბანკში ყოველი ახალი ანგარიშის გახსნისას ახალ ანგარიშზე გავრცელდება ამ ხელშეკრულების პირობები.
14.1.4. ბანკი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კლიენტის წინასწარი შეტყობინების გარეშე შეუჩეროს ან შეუწყვიტოს მას სატელეფონო მომსახურება.
14.2. კლიენტის იდენტიფიკაცია სატელეფონო მომსახურებისას
14.2.1. ბანკი კლიენტის იდენტიფიკაციას განახორციელებს ამ მიზნისთვის წინასწარ განსაზღვრული კითხვების მეშვეობით. ბანკთან ყოველი სატელეფონო კავშირისას (სატელეფონო მო6მსახურების მიღების ყოველ ჯერზე) კლიენტმა უნდა გაიაროს იდენტიფიკაციის პროცედურა და სწორად უპასუხოს ბანკის მიერ დასმულ კითხვებს.
14.2.2. ბანკი უფლებამოსილია დააწესოს დამატებითი მოთხოვნები კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნით, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაშიც კლიენტი ვერ ისარგებლებს სატელეფონო მომსახურებით.
14.2.3. იმ შემთხვევაში თუ ბანკს გაუჩნდება ეჭვი (მათ შორის ბანკის მიერ წინაწარ შერჩეულ კითხვებზე მიღებული პასუხების საფუძველზე), რომ ინფორმაციის მიღებას, ან ოპერაციის განხორციელებას ცდილობს არა კლიენტი, არამედ მესამე პირი, ბანკს უფლება აქვს უარი თქვას სატელეფონო დავალებების შესრულებაზე.
14.2.4. ბანკს უფლება აქვს, კლიენტის რეგისტრირებული მონაცემების (მათ შორის საკონტაქტო ინფორმაციის) სრულყოფა- განახლების მიზნით, კლიენტის იდენტიფიკაციისთვის გამოიყენოს ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრული კითხვები (როგორც პერსონალური მნიშვნელობის, ასევე დაკავშირებული მის საბანკო პროდუქტებთან/ოპერაციებთან).
14.3. კლიენტი უფლებამოსილია
14.3.1. ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ბანკს სატელეფონო მომსახურების გაუქმება ან/და საბანკო პროდუქტ(ებ)ით სარგებლობის შეთავაზებისა და რეგისტრაციის მიზნით მასთან სატელეფონო ზარების განხორციელების შეწყვეტა. აღნიშნული მოთხოვნის დასაფიქსირებლად კლიენტმა უნდა განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მოქმედება:
14.3.1.1. ბანკის სერვისცენტრში ვიზიტი;
14.3.1.2. სატელეფონო სერვის-ცენტრში მოთხოვნის დაფიქსირება;
14.3.1.3. ინტერნეტ ბანკის საშუალებით ბანკისთვის შეტყობინების გაგზავნა შესაბამისი პერსონალური პარამეტრების გვერდიდან
14.3.1.4. ვიდეო ბანკის საშუალებით მოთხოვნის დაფიქსირება, წინამდებარე ხელშეკრულების 14.4. პუნქტით გათვალისწინებული წესით
14.3.2. ბანკი ვალდებულია ხელშეკრულების “14.3.1.”. ქვეპუნქტში მითითებული კლიენტის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, შეწყვიტოს მომსახურების გაწევის ან/და პროდუქტ(ებ)ით სარგებლობის შეთავაზებისა და რეგისტრაციის მიზნით კლიენთან სატელეფონო ზარების განხორციელება.
14.3.3. გაუქმებული მომსახურება აღდგება კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულების 14.3.1.1-14.3.1.4 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად ბანკში განცხადების დაფიქირების შემთხვევაში.
14.4. ვიდეო მომსახურების აღწერა
14.4.1. ვიდეო მომსახურება გულისხმობს კლიენტის მიერ ბანკში გამოუცხადებლად, იმ სპეციფიური საბანკო სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობას, რომლებიც ხელმისაწვდომია ბანკში მომსახურების აღნიშნული არხის მეშვეობით, კლიენტისთვის სერვისის გაწევის მომენტისთვის.
14.4.2. ვიდეო ბანკით მომსახურება ხორციელდება ბანკის მიერ განსაზღვრული აპლიკაციის (შემდგომში „აპლიკაცია“) საშუალებით, ბანკის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.
14.4.3. ვიდეო ბანკით მომსახურების გაწევამდე ბანკი ახდენს კლიენტის იდენტიფიცირებას ბანკის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.
14.5. კლიენტის იდენტიფიკაცია ვიდეო მომსახურებისას
14.5.1. აპლიკაციის საშუალებით ბანკსა და კლიენტს შორის სათანადო ვიდეო კომუნიკაციის დამყარების შემდეგ, მომსახურების გაწევის დაწყებამდე, ბანკი ახდენს კლიენტის იდენტიფიკაციას.
14.5.2. კლიენტი წარუდგენს ბანკს (უფლებამოსილ თანამშრომელს) ბანკში დაფიქსირებულ, ძალაში მყოფ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს იმგვარად, რომ შეასაძლებელი იყოს ვიდეო კამერის საშუალებით დოკუმენტში არსებული რეკვიზიტების აღქმა/გარჩევა (მათი ვერიფიცირებისთვის), რის შემდეგაც კლიენტის იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრული, სხვადასხვა პარამეტრით (მათ შორის და არა მხოლოდ, საკონტროლო კითხვების დასმით (როგორც პერსონალური მნიშვნელობის, ასევე დაკავშირებული მის საბანკო პროდუქტებთან/ოპერაციებთან).
14.5.3. იდენტიფიკაციის პროცესი სრულდება ბანკში დაფიქსირებულ კლიენტის სატელეფონო ნომერზე ბანკის მიერ გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინების შინაარსის (ციფრების კომბინაციის) პირის მხრიდან სრული სიზუსტით დადასტურებით. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს ბანკში არ აქვს დაფიქსირებული/რეგისტრირებული საკონტაქტო სატელეფონო ნომერი, ან სურს უკვე დაფიქსირებული/რეგისტრირებული სატელეფონო ნომრის ცვლილება, აღნიშნული პროცესი განხორციელდება ბანკის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.
14.5.4. ბანკი უფლებამოსილია, უარი უთხრას პირს ვიდეო მომსახურების გაწევაზეთუ ვერ ხერხდება პირის სათანადო იდენტიფიცირება/ვერიფიკაცია ან/და იგი სათანადოდ არ/ვერ უპასუხებს ბანკის მხრიდან დასმულ შეკითხვებს ან/და ვერ დაადასტურებს კლიენტის სატელეფონო ნომერზე ბანკის მიერ გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინების შინაარს.
14.5.5. იმ შემთხვევაში თუ ბანკს გაუჩნდება ეჭვი, რომ ვიდეო მომსახურების მიღებას ცდილობს არა კლიენტი, არამედ სხვა (მესამე) პირი, ბანკს უფლება აქვს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი თქვას მომსახურების გაწევაზე და შეწყვიტოს კომუნიკაცია.
14.5.6. ბანკს უფლება აქვს, კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნით გამოიყენოს სხვა დამატებითი საშუალებები და პროცედურებიც, ბანკში დადგენილი წესითა და პირობებით.
14.6. კლიენტის განცხადებები, დავალებები და თანხმობები
14.6.1. კლიენტი წინასწარ აცხადებს, რომ მხოლოდ შესაბამისი მომსახურებების პირობების დეტალურად შესწავლის შემდეგ დარეგისტრირდება ამ სერვისების მომხმარებლად და რომ ამ ხელშეკრულების “14.2.1.” ქვეპუნქტში აღწერილი წესის გამოყენებით რეგისტრაციის, აგრეთვე ვიდეო მომსახურებით მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით ნების გამოხატვა ჩაითვლება მის თანხმობად იმ სერვისის პირობებზე, რომელთა მიღებაც შესაძლებელია სატელეფონო და ვიდეო მომსახურების გამოყენებით.
14.6.2. კლიენტი აცხადებს თანხმობას და უფლებას ანიჭებს ბანკს, რომ:
14.6.2.1. იდენტიფიკაციის შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ მიაწოდოს მას სატელეფონო და/ან ვიდეო მომსახურებით გათვალისწინებული შესაბამისი სერვისები (მომსახურების ფარგლებში დაშვებული ოპერაციები);
14.6.2.2. კლიენტთან განხორციელებული ნებისმიერი სატელეფონო და/ან ვიდეო საუბარი (მათ შორის, მისი ნებისმიერი მოთხოვნა/განცხადება შესაბამისი საბანკო სერვისების/პროდუქტის მიღების ან/და ოპერაციის განხორციელების შესახებ) დაფიქსირდეს (ჩაიწეროს) ბანკის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში და დავის შემთხვევაში ასეთ ჩანაწერს ჰქონდეს მტკიცებულებითი ძალა (გამოყენებული იქნეს მტკიცებულებად). სატელეფონო და ვიდეო საუბრის ჩანაწერი მიიჩნევა ბანკის საკუთრებად.
14.7. კლიენტი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ ბანკი პასუხს არ აგებს ამ მუხლით დადგენილი იდენტიფიკაციის პროცედურების სათანადოდ გავლის საფუძველზე ბანკის მხრიდან შესაბამისი სერვის(ებ)ის მიწოდების შედეგად კლიენტის მიმართ დამდგარ უარყოფით შედეგებზე (მათ შორის, თაღლითობით, მოტყუებით ან ნებისმიერი სხვა არაკანონიერი გზით კლიენტის ქონების დაუფლება).
15. მომსახურება მობილური ბანკით
15.1. მომსახურების აღწერა
15.1.1. მობილური ბანკით მომსახურება გულისხმობს კლიენტის მიერ ბანკში გამოუცხადებლად მის კუთვნილ მობილური ტელეფონის აპარატში ჩაწერილი (ინსტალირებული) პროგრამული მოდულის/აპლიკაციის (შემდგომში „პროგრამის“) გამოყენებით ბანკის მიერ განსაზღვრული:
15.1.1.1. საბანკო ინფორმაციის მიღებას;
15.1.1.2. სხვადასხვა საბანკო მომსახურებით (სერვისით) სარგებლობისთვის რეგისტრაციას და ცვილებების შეტანას რეგისტრირებულ მონაცემებში);
15.1.1.3. ლიმიტების ფარგლებში სხვადასხვა საბანკო ოპერაციის განხორციელებას.
15.1.2. მობილური ბანკით მომსახურების მიღებისთვის კლიენტმა საკუთარი მობილური ტელეფონის აპარატის მეხსიერებაში ბანკის საინფორმაციო მასალაში მითითებული ინტერნეტ-გვერდიდან უნდა გადაწეროს და გაააქტიუროს პროგრამა.
15.1.3. მობილური ბანკით მომსახურებაზე ვრცელდება ამ ხელშეკრულების პირობები ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისების გათვალისწინებით.
15.1.4. ამ ხელშეკრულების მე-15 მუხლში მოცემული პირობები გამოიყენება კლიენტის უკლებლივ ყველა საბანკო ანგარიშთან მიმართებით.
15.1.5. ბანკი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კლიენტის წინასწარი შეტყობიმების გარეშე შეუჩეროს ან შეუწყვიტოს მას მობილური ბანკით მომსახურება.
15.2. კლიენტის იდენტიფიკაცია
15.2.1. კლიენტი საბანკო მომსახურებით (სერვისით) სარგებლობისთვის რეგისტრაციას ახორციელებს ამ ხელშეკრულების “9.2.1.” ქვეპუნქტში აღნიშნული ინტერნეტ-ბანკის მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით.
15.2.2. მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის აპარატის სხვა პირისთვის გადაცემის წინ კლიენტი ვალდებულია, წაშალოს მობილური ტელეფონის აპარატის მეხსიერებაში ჩაწერილი პროგრამა.
15.2.3. პაროლის გამჟღავნების ან მობილური ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ბანკს ამის შესახებ.
15.2.4 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მიზეზით პაროლი ცნობილი გახდა მესამე პირისთვის, ბანკი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხიმგებლობისაგან ამით გამოწვეულ შედეგებზე.
15.2.5. ბანკი ვალდებულია კლიენტის მიერ კოდის ან მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამჟღავნების ან ტელეფონის დაკარგვის თაობაზე ზეპირი (ტელეფონით), წერილობითი, ან ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით შეტყობინების საფუძველზე უზრუნველყოს კლიენტის ანგარიშებზე მობილური ბანკით მომსახურების შეჩერება კლიენტის მხრიდან ახალი დავალების მიღებამდე. ზეპირი შეტყობინების შემთხვევაში კლიენტის იდენტიფიკაცია მოხდება ბანკის მიერ წინასწარ შერჩეული კითხვების მეშვეობით.
15.2.6. კლიენტის მიერ ბანკში ახალი ანგარიშის გახსნისას მობილური ბანკით მომსახურება ახალ ანგარიშზე გავრცელდება ამ ხელშეკრულების პირობებით.
15.3. კლიენტის განცხადებები, დავალებები და თანხმობები
15.3.1. კლიენტი წინასწარ აცხადებს, რომ მხოლოდ შესაბამისი ელექტრონული სერვისების პირობების დეტალურად შესწავლის შემდეგ დარეგისტრირდება ამ სერვისების მომხმარებლად და რომ ამ ხელშეკრულების “9.2.1.” ქვეპუნქტში აღნიშნული ინტერნეტ- ბანკის მომხმარებლის სახელითა და პარლოლის გამოყენებით რეგისტრაციის ნების გამოხატვა პროგრამის მეშვეობით ჩაითვლება მის თანხმობად იმ სერვისის პირობებზე, რომლის მომხმარებლადაც დარეგისტრირდება კლიენტი.
15.3.2. ამ ხელშეკრულებით კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ მისი ნებისმიერი მოთხოვნა (დავალება) საბანკო ინფორმაციის მიღების, სერვისით სარგებლობისთვის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის ან ოპერაციის განხორციელების შესახებ დაფიქსირდეს ბანკის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში და დავის შემთხვევაში ასეთ ჩანაწერს ჰქონდეს
მტკიცებულებითი ძალა (გამოყენებული იქნეს მტკიცებულებად). მხარეთა შეთანხმებით ასეთი ჩანაწერები მიიჩნევა ბანკის საკუთრებად და მისი შექმნიდან სამი წლის გასვლამდე ბანკი ვალდებულია ბანკისთვის მისაღები ფორმით, გადასცეს ის კლიენტს მისი წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა;
15.3.3. კლიენტი მის მიერ მობილური ბანკით განხორციელებული კომუნალური გადახდებისას ვალდებულია დაიცვას აბონენტის ნომრის ჩაწერის ფორმატი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია გააუქმოს ტრანზაქცია და დააბრუნოს გადახდილი თანხა კლიენტის ანგარიშზე.
16. საკრედიტო ურთიერთობის/ხელშეკრულების ძირითადი პირობები
16.1. ამ ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტს შეუძლია ისარგებლოს სამომხმარებლო სესხით (შემდომში “სესხი”).
16.2. სესხის მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა მიმართოს განაცხადით (დასაშვებია განაცხადის წრადგენა კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების – ინტერნეტ-ბანკის, მობილური-ბანკის გამოყენებით) ან დაეთანხმოს ბანკის შეთავაზებას (დასაშვებია შეთავაზებაზე დათანხმება კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების – ინტერნეტ-ბანკის, მობილური-ბანკის გამოყენებით გამოყენებით). xxxxx განიხილავს კლიენტის განაცხადს და მიიღებს გადაწყვეტილებას სესხის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ (ბანკი არ არის ვალდებული განმარტოს უარის თქმის მიზეზი).
16.3. სესხის მიღების შემდეგ კლიენტი (მსესხებელი) ვალდებული იქნება დააბრუნოს სესხის თანხა და გადაიხადოს საპროცენტო სარგებელი ბანკთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად. სარგებელის დარიცხვა მიმდინარეობს ყოველდღიურად, ამასთან დღეების რაოდენობა განისაზღვრება თვეში 30 (ოცდაათი) დღით. სესხზე სარგებლის დარიცხვა იწყება კლიენტის ანგარიშზე სესხის თანხის ჩარიცხვის დღიდან.
16.4. კლიენტის ფულადი ვალდებულები სრულდება მის ანგარიშ(ებ)ზე აკუმულირებული თანხებით.
16.5. თუ კლიენტს არ აქვს მიმდინარე ანგარიში, სესხის მიღების შესახებ განაცხადი იმავდროულად ჩაითვლება განაცხადად მიმდინარე ანგარიშის გახსნის შესახებ და ბანკის მიერ სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სესხის გაცემამდე მას გაეხსნება მიმდინარე ანგარიში.
16.6. კლიენტის მიერ სესხის დასაფარავად ბანკისთვის გადაცემული ან მის ანგარიშზე არსებული თანხით პირველ რიგში დაიფარება სადაზღვევო პრემია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ საპროცენტო სარგებელი, შემდეგ სესხის ძირითადი თანხა.
16.7. კლიენტი ბანკს უფლებას ანიჭებს:
16.7.1. შეცვალოს ამ ხელშეკრულების “16.6.” პუნქტში მოცემული წესი;
16.7.2. ბანკმა თავად განსაზღვროს კლიენტის ვალდებულებების შესრულების რიგითობა (პრიორიტეტულობა), ანუ ცალმხრივად გადაწყვიტოს, თუ რა ოდენობით (მოცულობით) და რომელ ვალდებულება დაიფაროს კლიენტის მიერ მისთვის გადაცემული ან/და კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე განთავსებული თანხ(ებ)ით, რაც ნიშნავს იმას, რომ კლიენტი ბანკს ანიჭებს კლიენტის სახელით კლიენტის ვალდებულებათა შესრულების რიგითობის (პრიორიტეტულობის) განსაზღვრის უფლებამოსილებას.
16.8. ყოველთვიურად გადასახდელი თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში კლიენტს წარმოეშვება ბანკისათვის ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რომელიც შესაძლებელია შედგებოდეს ფიქსირებული პირგასამტეხლოსა და ყოველდღიური პირგასამტეხლოსგან და რომელთა ოდენობაც განისაზღვრება ვადაგადაცილების წარმოშობის მომენტში ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.
16.9. სესხს არ დაერიცხება პირგასამტეხლო, თუ თანხის შეტანის (გადახდის) თარიღი დაემთხვევა არასაბანკო დღეს. ამ შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იქნება გადასახდელი თანხა შესაბამის ანგარიშზე შეიტანოს (გადაიხადოს) მომდევნო საბანკო დღეს.
16.10. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი ბანკთან შეთანხმებულ ვადაში არ დაფარავს სესხის ათვისების გზით მის მიერ ბანკისგან მიღებულ კრედიტს, მისთვის დარიცხულ სარგებელს, პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაზღვევო პრემიას ან დროულად არ გადაიხდის ბანკის მიერ განსაზღვრულ რომელიმე საკომისიოს, ბანკს უფლება ექნება:
16.10.1. საკუთარი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს კლიენტის ნებისმიერი აქტივის რეალიზაციის ხარჯზე;
16.10.2. ნებისმიერ დროს მოსთხოვოს კლიენტს სესხის ათვისებით წარმოშობილი დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად მასთან იპოთეკის ან გირავნობის ხელშეკრულების დადება (ამ შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იქნება ბანკის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა ბანკთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დატვირთავს ან დააგირავებს ბანკისთვის მისაღებ ქონებას, რომლის ღირებულებაც არ უნდა იყოს ათვისებული სესხის, მასზე დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლოს ჯამზე ნაკლები და უზრუნველყოს ბანკის უფლებების რეგისტრაცია შესაბამის რეესტრში. ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმებისა და მათ საფუძველზე წარმოშობილი უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯებს გაიღებს კლიენტი);
16.10.3. მოითხოვოს გირავნობის ან/და იპოთეკის საგნის მისთვის გადაცემა და ნივთის მისთვის გადაცემის შემდეგ პირდაპირი მიყიდვის ან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა წესით გაასხვისოს გირავნობის ან/და იპოთეკის საგანი და რეალიზაციისთვის საჭირო ხარჯების დაფარვის შემდეგ მიღებული თანხა მიმართოს კრედიტის დასაფარავად. თუკი გირავნობის ან/და იპოთეკის საგნის გაყიდვით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს კლიენტის დავალიანებას, ბანკს უფლება ექნება აღსრულება მიაქციოს კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (კლიენტის კუთვნილ ნებისმიერ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე).
16.11. კლიენტის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი თანხის, საპროცენტო სარგებლის, პირგასამტეხლოს ან სადაზღვევო პრემიის დროულად გადაუხდელობის ან სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება ცალმხრივად შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა და მოსთხოვოს კლიენტს სესხის დაბრუნება მისთვის დარიცხულ გადასახდელებთნ (საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და სხვა) ერთად.
16.12. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული გადახდების ვადაზე ადრე განხორციელება (მათ შორის სესხის წინსწრებით სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნება ან/და რეფინანსირება) შესაძლებელია მხოლოდ სავარაუდო გადახდის თარიღამდე 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე კლიენტის მიერ ბანკის წერილობითი ინფორმირების შემდეგ.
16.13. სესხის ნაწილის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში, ბანკს უფლება ექნება ავტომატურად შეცვალოს კრედიტის დაფარვის გრაფიკი (შეადგინოს ახალი გრაფიკი), ამ შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იქნება კრედიტი დაფაროს ბანკის მიერ შედგენილი
ახალი გრაფიკის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი არ შეცვლის კრედიტის დაფარვის გრაფიკს კლიენტი ვალდებული იქნება წინსწრებით თანხის გადახდის მიუხედავად განაგრძოს ბანკისთვის თანხების გადახდა არსებული გრაფიკის მიხედვით.
16.14. კრედიტის წინსწრებით დაფარვის შესახებ განცხადების ბანკისთვის წარდგენის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებული იქნება წარუდგინოს ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად იძლევა კრედიტის რეფინანსირების ფაქტის დადგენის შესაძლებლობას ან უარყოფს კრედიტის რეფინანსირების ფაქტს.
16.15. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი სესხის პირობებით გათვალისწინებულია რეფინანსირების საკომისიო და ბანკს გაყუჩნდება ეჭვი, რომ ხდება რეფინანსირება, ბანკს უფლება ექნება კრედიტის წინასწრებით დაფარვის შესახებ კლიენტის განცხადების მიღების შემდეგ ნებისმიერ დროს დამატებით მოსთხოვოს კლიენტს კრედიტის რეფინანსირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტის მისთვის წარდგენა მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) საბანკო დღისა.
16.16. კრედიტის რეფინანსირებად ჩაითვლება ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტის (კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის ან/და სხვა პირის) მიერ პირდაპირ ან/და ირიბად, უშუალოდ ან/და სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით გაცემული თანხით სს “ბაზისბანკისგან” მიღებული სესხის წინსწრებით (შეთანხმებულ ვადაზე ადრე) დაფარვა პირდაპირ ან/და ირიბად, უშუალოდ ან/და სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით.
16.17. მხარეები თანხმდებიან, რომ:
16.17.1. ბანკი არ არის ვალდებული დაამტკიცოს რეფინანსირების ფაქტი და მას უფლება აქვს, კრედიტის რეფინანსირების შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი წყაროთი მიღების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება კლიენტისთვის შესაბამისი საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ რეფინანსირების არარსებობის ფაქტის მტკიცების ვალდებულება ეკისრება კლიენტს;
16.17.2. წინსწრებით დაფარვისა და რეფინანსირების საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება კლიენტთან შეთანხმებული შესაბამისი სესხის პირობებით;
16.17.3. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი სასამართლოსთვის მიმართვის გზით დაამტკიცებს რეფინანსირების არარსებობის ფაქტს, ბანკი ვალდებული იქნება, დაუბრუნოს მას მხოლოდ უაქცეპტო წესით ჩამოწერილი საკომისიო ან/და პირგასამტეხლო, კლიენტი უარს აცხადებს ბანკის ქმედებებით (ბანკის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით) მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე.
16.18. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მიერ სესხის სარგებლობისთვის ბანკი მოითხოვს მისთვის სადაზღვევო პოლისის წარდგენას, კლიენტი ვალდებული იქნება:
16.18.1. დაზღვევის ხელშეკრულება დადოს ბანკისათვის მისაღებ პირთაგან რომელიმესთან, ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული პირობებისა და ტარიფების შესაბამისად;
16.18.2. დაზღვევა განახორციელოს ბანკის მიერ მოთხოვნილი პირობების დაცვით.
16.18.3. უზრუნველყოს სადაზღვევო პოლისში ერთადერთ ბენეფიციარად ბანკის დასახელება.
16.19. დაზღვევის პირობების არსებითი გაუარესების ან სადაზღვევო ტარიფების გაზრდის შემთხვევაში კლიენტს უფლება ექნება წერილობით გამოხატოს სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნის გაუქმების სურვილი. ბანკი ცალმხრივად იღებს გადაწყვეტილებას სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნის გაუქმების შესახებ ხელმძღვანელობს რა საკუთარი საკრედიტო პოლიტიკითა და წესებით.
16.20. კლიენტი თანახმაა, რომ ბანკმა უაქცეპტო წესით ყოველთვიურად ჩამოწეროს სადაზღვევო პრემიის თანხა მზღვეველის (სადაზღვევო კომპანიის) სასარგებლოდ კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან, თუ ვალდებულება დაფიქსირებულია ეროვნული ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, ეკვივალენტი დგინდება თანხის ჩამოწერის მომენტისათვის ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსით).
16.21. კლიენტი ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას, კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე კლიენტის თავდებ(ებ)ს ან/და პირ(ებ)ს, რომელთა ქონებითაც უზრუნველყოფილია კლიენტის ვალდებულებ(ებ)ის შესრულება, მიაწოდოს ინფორმაცია ბანკის მიმართ კლიენტის იმ ვალდებულებ(ებ)ის შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფილია კონკრეტულად ინფორმაციის მიმღები პირის თავდებობით ან/და ქონებით.
16.22. ბანკს უფლება აქვს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთან (შემდგომში “ბიუროსთან”) დადებული ხელშეკრულების შესაბამისად:
16.22.1. კლიენტის შესახებ ბანკის ხელთ არსებული როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ინფორმაცია გადასცეს ბიუროს, რის საფუძველზეც კლიენტი აღირიცხება ბიუროს მონაცემთა ბაზაში;
16.22.2. გაეცნოს ბიუროს მონაცემთა ბაზაში აღრიცხულ ინფორმაციას კლიენტის შესახებ (მათ შორის, კლიენტის საკრედიტო ისტორიას).
16.23. ბანკს უფლება აქვს სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ან/და კლიენტის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების (მათ შორის სესხის დაბრუნების) მიზნით მოითხოვოს და მიიღოს კლიენტის შესახებ მესამე პირთ(ებ)ან თუ ადმინისტრაციულ ორგანო(ებ)ში არსებული ნებისმიერი სახის პერსონალური ინფორმაცია.
16.24. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი დაარღვევს ბანკთან დადებული რომელიმე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ან ეს საჭირო იქნება ბანკის საქმიანი რეპუტაციის ან/და კანონიერი ინტერესის დასაცავად, ბანკს უფლება ექნება სასამართლოს/არბიტრაჟს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადასცეს ან/და გამოიყენოს ინფორმაცია კლიენტის შესახებ ისვე, როგორც კლიენტის მიერ ხელმოწერილი ნებისმიერი დოკუმენტი.
16.25. ბანკს უფლება აქვს:
16.25.1. მის წინაშე წარმოშობილი ნებისმიერი ვალდებულების შესრულების მიზნით, ასეთი ვალდებულების წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე (უაქცეპტო წესით) ჩამოწეროს თანხა კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან. იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება დაფიქსირებულია ანგარიშზე არსებული თანხის ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, ეკვივალენტი განისაზღვრება ბანკის მიერ თანხის ჩამოწერის მომენტისათვის დადგენილი კურსით;
16.25.2. კლიენტის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, შსს მომსახურების სააგენტოსთვის ან/და სხვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის გადასახდელი მომსახურების საფასური ან/და კრედიტის გაცემასთან დაკავშირებული სხვა სახის გადასახდელი (მათ შორის სადაზღვევო პრემია) კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე (უაქცეპტო წესით) გადარიცხოს კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან შესაბამისი პირის ანგარიშზე;
16.25.3. ამ ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტის მიერ მისაღები/მიღებული ნებისმიერი საკრედიტო პროდუქტ(ებ)ის ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელი თანხის 14 (თოთხმეტი) დღიანი ვადაგადაცილების შემთხვევაში, ბანკმა აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს კლიენტის მიერ საკრედიტო განაცხადში დაფიქსირებულ პირებს (ოჯახის წევრებს, რეკომენდატორებს და ა.x) და ასევე იმ პირებს, რომელთაც რაიმე სახის (პირდაპირი ან არაპირდაპირი) კავშირი აქვთ კლიენტთან, რაზეც კლიენტი წინასწარ აცხადებს თანხმობას.
17. საკრედიტო ურთიერთობის/ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის პირობები
17.1. ბანკს უფლება ექნება შეწყვიტოს კლიენტთან არსებული საკრედიტო ურთიერთობა ან/და ნებისმიერი, რამდენიმე ან ყველა დამატებითი ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლიენტს სესხის ძირითადი თანხის დაბრუნება მასზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იმ შემთხვევაში თუ დადგება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი გარემოება:
17.1.1. კლიენტი დაარღვევს ამ ხელშეკრულებით, ამ ხელშეკრულების საფუძველზე დადებული ნებისმიერ დამატებითი ხელშეკრულებით ან ბანკთან გაფორმებული ნებისმიერი დოკუმენტით ნაკისრ რომელიმე ვალდებულებას;
17.1.2. კლიენტი დაარღვევს ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებისთვის თანდართული გრაფიკის მიხედვით თანხის გადახდის ვალდებულებას;
17.1.3. არ შესრულდება (დაირღვევა) რომელიმე წინაპირობა, დამატებითი პირობა ან/და ბანკის მიერ კლიენტისთვის წაყენებული მოთხოვნა;
17.1.4. კლიენტი დაარღვევს სეხხის მიზნობრიობას;
17.1.5. მნიშვნელოვნად შემცირდება კლიენტის კაპიტალი;
17.1.6. კლიენტის საკუთრებაში განხორციელდება მნიშვნელოვანი ცვლილება, ბანკის წინასწარი წერილობითი ინფორმირების გარეშე;
17.1.7. გაუარესდება კლიენტის, მისი თავდების, ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების ნებისმიერი მხარის ქონებრივი ან/და ფინანსური მდგომარეობა ან შეიქმნება ასეთი გარემოების დადგომის საფრთხე;
17.1.8. ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების მხარე ან მისი უფლებამონაცვლე დაარღვევს შესაბამისი ხელშეკრულების რომელიმე პირობას;
17.1.9. განადგურდება, დაზიანდება ან/და ღირებულება შეუმცირდება ამ ხელშეკრულების უზრუნველყოფის ობიექტ(ებ)ს, რისთვისაც ბანკს არ ეკისრება პასუხისმგებლობა;
17.1.10. კლიენტის მიმართ დაიწყება სააღსრულებო წარმოება;
17.1.11. კლიენტის რომელიმე საბანკო ანგარიშს ან კლიენტის კუთვნილ ქონებას (ნებისმიერ ნივთს ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს) დაედება ყადაღა ან კლიენტის ან მისი ქონების მიმართ გამოყენებული იქნება სარჩელის, გადაწყვეტილების აღსრულების ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ნებისმიერი ღონისძიება;
17.1.12. რაიმე უფლებით, ვალდებულებით ან/და შეზღუდვით (მათ შორის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებით, ყადაღით და სხვა) დაიტვირთება ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დაგირავებული ან იპოთეკით დატვირთული ან/და კლიენტის კუთვნილი ნებისმიერი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე;
17.1.13. კლიენტის, მისი თავდების, ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების ნებისმიერი მხარის მიმართ დადგება გადახდისუუნაროდ გამოცხადების საფრთხე.
17.1.14. ნებისმიერი უფლებამოსილი ორგანო ჩამოართმევს კლიენტს ნებისმიერ აქტივს ან მის მნიშვნელოვან ნაწილს, ან მოახდენს ასეთი აქტივის ნაციონალიზაციას ან მოხდება სხვაგვარი ექსპროპრიაცია;
17.1.15. კლიენტის მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ან/და ბანკისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია აღმოჩნდება მნიშვნელოვნად არასწორი ან მცდარი (სინამდვილესთან შეუსაბამო);
17.1.16. კლიენტი ჩაიდენს ბანკის მოტყუებისკენ მიმართულ ნებისმიერ ქმედებას;
17.1.17. დადგება ნებისმიერი ისეთი გარემოება, რომლის არსებობამაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს კლიენტის, მისი თავდების ან/და ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შესრულება ან კლიენტის მიერ თანხის დროულად გადახდა.
17.2. კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს ამ ხელშეკრულების “17.1.1.” – “17.1.17.” ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების დადგომის შესახებ.
17.3. ამ ხელშეკრულების “17.1.” პუნქტში აღწერილ შემთხვევაში (მიუხედავად კლიენტის ბრალისა ამ ხელშეკრულების “17.1.” პუნქტში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების დადგომაში) კლიენტი ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ (ან ბანკის მიერ მითითებულ ვადაში) დაუბრუნოს ბანკს სესხის ძირითადი თანხა მასზე დარიცხულ სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შეასრულოს ბანკის წინაშე ნაკისრი ყველა ფინანსური ვალდებულება.
18. საკრედიტო ლიმიტი
18.1. საბარათე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის დაშვება გულისხმობს პლასტიკური ბარათის მფლობელისთვის საკრედიტო რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებას, საკრედიტო ლიმიტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში.
18.2. საბარათე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის დასაშვებად ბარათის მფლობელი ბანკს მიმართავს განაცხადით. განაცხადში აღინიშნება საკრედიტო ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა, რომლის მიღებაც სურს ბარათის მფლობელს; საკრედიტო ლიმიტის ვალუტა, ვადა, რომლის განმავლობაშიც ბარათის მფლობელი მზად არის დააბრუნოს ათვისებული საკრედიტო ლიმიტი; სარგებლის წლიური საპროცენტო განაკვეთი (ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად) და სხვა ინფორმაცია.
18.3. ბარათის მფლობელის განაცხადის მიღების შემდეგ ბანკი განიხილავს საკრედიტო ლიმიტის დაშვების საკითხს და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ბარათის მფლობელს აძლევს უფლებას, ისარგებლოს მის ანგარიშზე დაშვებული საკრედიტო ლიმიტით ბანკის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, რის შესახებაც ბარათის მფლობელს ინფორმაცია მიეწოდება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი ფორმით.
18.4. ათვისებული საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისათვის ბარათის მფლობელი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს სარგებელი, რომლის წლიური განაკვეთი დგინდება ლიმიტის ათვისების მომენტისთვის ბანკის მიერ საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის დადგენილი ტარიფების შესაბამისად.სარგებელის დარიცხვა მიმდინარეობს ყოველდღიურად, მსესხებლის მიერ საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში ფაქტიურად ათვისებულ თანხაზე, ამასთან დღეების რაოდენობა განისაზღვრება თვეში 30 (ოცდაათი) დღით. სარგებელი (პროცენტი) ათვისებულ საკრედიტო ლიმიტს დაერიცხება წარმოშობის თარიღიდან მისი სრულად დაფარვის (ფაქტობრივად გადახდის) თარიღამდე.
18.5. საკრედიტო ლიმიტის ან მისი ნაწილის ათვისების მომენტიდან ბარათის მფლობელს წარმოეშობა ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ბანკისთვის გადახდის ვალდებულება. ყოველთვიურად გადასახდელი თანხა, როგორც წესი, მოიცავს: სადაზღვევო პრემიის თანხას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ათვისებული საკრედიტო ლიმიტის ნაწილს და ათვისებულ საკრედიტო ლიმიტზე დარიცხულ სარგებელს.
18.6. ყოველთვიურად გადასახდელი თანხა გადახდილი უნდა იქნეს ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
18.7. ბანკს უფლება აქვს:
18.7.1. იმ გარემოებ(ებ)ის მნიშვნელოვნად შეცვლის შემთხვევაში, რომელთა არსებობის გამოც ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება საკრედიტო ლიმიტის დაშვების/გაზრდის შესახებ, ბარათის მფლობელის მიერ ამ ხელშეკრულებით ან საკრედიტო ლიმიტის დაშვების/გაზრდის განაცხადით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ან/და ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის შემთხვევაში ბარათის მფლობელისთვის წინასწარ შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეაჩეროს/გააუქმოს ბარათის მოქმედება ან გააუქმოს/შეამციროს/შეწყვიტოს საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის უფლება ან/და ბარათის მფლობელისთვის შეტყობინებით მოითხოვოს ბარათის მფლობელის მიერ ათვისებული თანხის (კრედიტის) დაბრუნება მისთვის დარიცხულ სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად ბარათის მფლობელის მიერ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღისა.
18.7.2 საკუთარი ინიციატივით, ბარათის მფლობელისთვის წინასწარ შეტყობინების გარეშე ბარათის მფლობელის საბარათე ანგარიშზე დაუშვას საკრედიტო ლიმიტი. საკუთარი ინიციატივით ან ბარათის მფლობელის განაცხადის საფუძველზე გაზარდოს საბარათე ანგარიშზე უკვე დაშვებული ლიმიტი ან საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა, რომელზედაც გავრცელდება საკრედიტო ლიმიტის დაშვების შესახებ ხელშეკრულების ძირითადი პირობები, რაზეც ბარათის მფლობელი თანხმობას აცხადებს საკრედიტო ლიმიტის დაშვების/საკრედიტო ლიმიტის ცვლილების შესახებ განაცხადის ხელმოწერით;
18.8 საბარათე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის დაშვებისთვის, უკვე დაშვებული ლიმიტის ვადის გაგრძელებისთვის, საკრედიტო ლიმიტის მოცულობის გაზრდისთვის ან საკრედიტო ლიმიტთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებისთვის ბარათის მფლობელი იხდის საკომისიოს ბანკის მიერ განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად.
19. დაზღვევა
19.1. დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2022 წლის პირველი იანვრიდან, ყველა დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა, დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად, თითოეულ კომერციულ ბანკში დაზღვეულია და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურდება 15,000 ლარის ფარგლებში. კომერციულ ბანკში ყველა დეპოზიტორის ყველა ანგარიშზე არსებული თანხა ავტომატურად დაზღვეულია დამატებითი საზღაურის გარეშე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდზე: xxx.xxxxxxxx.xx.