ბანკის დასახელება-სახელმწიფო ხაზინა ბ/კ: TRESGE22
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-- ხელშეკრულება
ქ. ბათუმი -- ------------ 2018 წ.
ხელშეკრულების ზოგადი პირობები:
1. ხელშეკრულების მხარეები:
ერთის მხრივ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო (შემდგომში – შემსყიდველი), წარმოდგენილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ---------------------------
-- სახით
და
მეორეს მხრივ შპს ,,-------------“ (შემდგომში _ მიმწოდებელი), წარმოდგენილი დირექტორის სახით
ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდგომში - ხელშეკრულება), რომელშიც განსა- ზღვრულია მხარეთა უფლებები და ვალდებულებები.
2. ხელშეკრულების საგანი:
წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ელექტრონული ტენდერის საფუძველზე (NAT-----------------------) ადმინისტრაციული შენობის (ლ. ასათიანის ქ.25) ეზოში ავტომანქანების დაშვების მაკონტროლებელი ბარიერის (შლაგბაუმი) (CPV45233280 - საგზაო ბარიერების აღმართვა/აგება) სახელმწიფო შესყიდვა (მიწოდება-მონტაჟით).
3. ხელშეკრულების ფასი:
წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მისაწოდებელი საქონლის ღირებულება, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით „შემსყიდველის“ მიერ გა- დახდილი უნდა იქნეს „მიმწოდებელზე“ შეადგენს --------------,00 ( ) ლარს.
4. ხელშეკრულების შემადგენლობა:
წინამდებარე ხელშეკრულებას ქმნიან და ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოა- დგენენ შემდეგი დოკუმენტები:
ა) ხელშეკრულების ზოგადი პირობები;
ბ) ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები, ტექნიკური პირობები; გ) ფასების ცხრილი;
დ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ელექტრონულ ტენდერში - NAT განთავსებული დოკუმენტაციები.
5. ხელშეკრულების სხვა ზოგადი პირობები:
5.1. ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინები და გამოთქმები ატარებენ იმავე მნიშვნელო- ბებს, რაც მათ აქვთ მინიჭებული ხელშეკრულების პირობებში.
5.2. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას მიაწოდოს შემსყიდველს ხელშეკრულებით გათ- ვალისწინებული საქონელი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
5.3. შემსყიდველი იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს მიმწოდებელს ხელშეკრულების ფასი ხელშეკრულების პირობებში ასახულ ვადებში, ფორმითა და წესით.
5.4. საქონლის მიწოდება (მონტაჟით) უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში ( 2018წ. ჩათვლით);
5.5. მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის N25.
5.6. ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 2018 წლის პერიოდი.
6. მხარეთა ხელმოწერები, იურიდიული მისამართები და რეკვიზიტები:
„შემსყიდველი“
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო
მის.: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25 ს/კ 245576826;
ბანკის დასახელება-სახელმწიფო ხაზინა ბ/კ: TRESGE22
ანგ. №XX00XX0000000000000000
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი
„მიმწოდებელი“
ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები
1. ხელშეკრულების დამდები მხარეები
შემსყიდველი: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო (შემდგომში – შემსყიდველი), წარმოდგენილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის --------------------
სახით
მიმწოდებელი: მეორეს მხრივ შპს ,,-----------------’’ (შემდგომში _ მიმწოდებელი),
წარმოდგენლი დირექტორის სახით
2. გამოყენებული ტერნმინების განმარტებები: ხელშეკრულებაში ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
2.1. „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში - „ხელშეკრულება“) შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდეტს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და დამატებით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები;
2.2. „ხელშეკრულების ღირებულება“ ნიშნავს საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხა- დოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;
2.3. „შემსყიდველი ორგანიზაცია“ (შემდგომში – „შემსყიდველი“) ნიშნავს ორგა- ნიზაციას (დაწესებულებას), რომელიც ახორციელებს შესყიდვას;
2.4. „მიმწოდებელი“ ნიშნავს პირს რომელიც ახორციელებს საქონლის მოწოდებას სახე- ლმწიფო შესყიდვის შესახებ მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში;
2.5. „დღე“, „კვირა“, „თვე“ ნიშნავს კალენდარულ დღეს, კვირას, თვეს.
3. სტანდარტები:
ხელშეკრულების ფარგლებში მოწოდებული საქონელი უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ პირობებში მითითებულ ნორმებს და სტანდარტებს.
4. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი:
4.1. შემსყიდველი მისი წარმომადგენლის მეშვეობით ახდენს ხელშეკრულების ინსპექ- ტირებას;
4.2. მიმწოდებლის მიერ მოსაწოდებულ ან უკვე მოწოდებულ საქონელეზე კონტროლი (ინსპექტირება) ხორციელდება სისტემატიურად შემსყიდველის შეხედულებისამებრ;
4.3. მიმწოდებელი უზრუნველყოფს ინსპექტირების ჩატარებას აუცილებელი პერსონა- ლით და ტექნიკური საშუალებებით;
4.4. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა;
4.5. შემსყიდველი მიმწოდებელთან ერთად აწარმოებს კონტროლს საქონლის მოწოდებ- ის მიმდინარეობაზე, თანახმად საქართველოში მოქმედი ყველა ნორმების, სტანდარტე- ბის და წესებისა, რომელთა დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველს გააჩნია უფლება შეაჩეროს საქონლის მიღება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული სანქციები;
4.6. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მოაწოდოს მხოლოდ ის საქონელი, რო- მელთა ხარისხი შეესაბამება საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და ნორმებს, წინაა- ღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია გამოიყენოს მიმწოდებლის მიმა- რთ პასუხისმგებლობის ღონისძიებები;
4.7. ხელშეკრულების შესრულების შემსყიდველის მხიდან კონტროლს, მოწოდებული საქონლის წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად მიღება-ჩაბარების მიზნით მიღება-ჩაბარეის აქტის გაფორმებას და ტექნიკურ ზედამხედველობას განახორცი- ელებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის --.
შემსყიდველს უფლება აქვს ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ნებისმიერ დროს ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებლებრივი აქტით მიანიჭოს ქ. ბათუმის მერიის სხვა თანამშრომელს ან/და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ნებისმიერ სხვა პირს. შემსყიდველის ასეთი გადაწყვეტილება არ საჭიროებს მიმწოდებლის არც წინასწარ და არც შემდგომ თანხმობას და იგი ძალაში შედის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილი წესით;
4.8. ხელშეკრულების შესრულების შემსყიდველის მხრიდან კონტროლის, მოწოდებუ- ლი საქონლის წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად მიღება–ჩაბარების მიზნით მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციე- ლების უფლებამოსილების 4.7. პუნქტის შესაბამისად შესაბამის ინდივიდუალური ად- მინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით ან შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალის- წინებულ პირზე მინიჭების შემდეგ ასეთი უფლებამოსილების მინიჭებამდე მოწოდე- ბული საქონლის კონტროლისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების შედეგები და გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
5. საქონლის მიწოდების პირობები:
5.1. საქონლის მიწოდება (მონტაჟით) უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში;
5.2. მიწოდებული საქონლის ტრანსპორტირებას, დაზღვევას, საგარანტიო უზრუნველყო- ფას, განბაჟებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გადასახადების გადახდას უზრუნველყოფს მიმწოდებელი;
5.3. საქონელი შესმყიდველზე მიწოდებულად ითვლება წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ;
5.4. საქონლის შემსყიდველზე მიწოდებამდე მისი დაღუპვის ან დაზიანების რისკი ექვემდე- ბარება მიმწოდებელს, ხოლო საქონლის შემსყიდველზე მიწოდების შემდეგ, შემსყიდველს.
6. შეფუთვა:
6.1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქონლის ისეთი შეფუთვა, რომელიც დაიცავს მას დაზიანების ან გაფუჭებისაგან შემსყიდველის მიერ მითითებული დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების პროცესში. შეფუთვამ უნდა გაუძლოს ინტენსიურ ამწევ-გადასატვირთ ზემოქმედებას, გადატვირთვის დროს ექსტრემალური ტემპერატურის, მარილების და ნალექის ზემოქმედებას, ასევე ღია ცის ქვეშ შენახვას;
6.2. შეფუთვის სახეობა, თითოეული ფუთის გაბარიტები და წონა, მისი მარკირება და თანმხლები დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ სპეციალურ მოთხოვნებს, ხოლო ასეთის არარსებობისას საყოველთაოდ აღიარებულ (ჩვეულებრივ) მოთხოვნებს, რომელიც დაიცავს მოსაწოდებელ ნივთს დაზიანების ან გაფუჭებისაგან;
6.3. თუ საქონლის შემსყიდველზე მიწოდების შემდეგ გამოვლინდა (მათ შორის ექსპლ- უატაციისას) მოწოდებული ნივთის ნაკლი, რომელიც გამოწვეულია ნივთის წინამდე- ბარე ხელშეკრულებით დადგენილი შეფუთვის წესების დარღვევით, მიმწოდებელს ეკ- ისრება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, მათ შორის ნაკლის აღმოფხვრისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
7. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი:
7.1. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება შესყიდვის ობიექტის მოწოდების შემდეგ;
7.2. შესყიდვის ობიექტის მიღება და საბოლოო შემოწმება ხდება საქონლის მოწოდების ადგილზე;
7.3. შესყიდვის ობიექტის (მისი ნაწილის, ეტაპის) მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი;
7.4. ხელშეკრულების მიმწოდებლის ბრალით შეწყვეტის შემთხვევაში, მიღება- ჩაბარებას არ ექვემდებარება მოწოდებული საქონელი, რომელიც არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან/და საყოველთაოდ აღიარებულ ხარისხს (პირობებს). მტკიცების ტვირთი, რომ მოწოდებული საქონელი ექვემდებარება მიღება– ჩაბარებას, ეკისრება მიმწოდებელს.
8. ანგარიშსწორება:
8.1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე გადარიცხვით, ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი;
8.2. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გა- ფორმებისა და დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
8.3. მიმწოდებელი ანგარიშსწორებისას ვალდებულია წარმოადგინოს, მიწოდებული საქონლის მთლიანი (დამატებითი ღირებულების გათვალისწინებით) ღირებულება.
8.4. მიმწოდებელი ვალდებულია ანგარიშ-ფაქტურაზე მიუთითოს წინამდებარე ხელშეკრულების ნომერი. წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს არ მიიღოს ანგარიშ-ფაქტურა;
8.5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი;
8.6. თუ შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული მისაწოდებელი საქონლის ღირებულებამ არ შეადგინა მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი გადაუხდის მიმწოდე- ბელს ფაქტიურად მიწოდებული საქონლის ღირებულებას. აღნიშნულიდან გამომდი- ნარე მიმწოდებელს პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს მიუწოდებელი საქონლის ღირებუ- ლების ანაზღაურებაზე;
8.7. ანგარიშსწორებისას პირველ რიგში გამოიქვითება პირგასამტეხლოს სახით და- კისრებული და მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის სასარგებლოდ გადასახდელი სხვა გადასახდელები, რომლის შედეგად დარჩენილი თანხა აუნაზღაურდება მიმწოდებელს (ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა). შესაბამისად გამოიყენება საქართველოს სამოქა- ლაქო კოდექსი.
9. საგარანტიო პერიოდი და პირობები:
9.1. ბარიერის მოწყობის დასრულებიდან ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვე- ვაში საგარანტიო ვადა 24 თვე;
9.2. საგარანტიო პერიოდში ექსპლუატაციის პროცესში, მექანიკური დაზიანების გარდა, წარმოქმნილი ხარვეზების არსებობის შემთვევაში, შემსყიდველი წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით აცნობებს მომსახურების გაწევის საჭიროების შესახებ
„მიმწოდებელს“. მიმწოდებელმა შეტყობინების მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში უნდა გამოასწოროს აღნიშნული ხარვეზი.
10. ფასები:
ნებისმიერი ცვლილება რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდ- ველის პირობების გაუარესება, დაუშვებელია გარდა საქართველოს სამოქალაქო კო- დექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
11. პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის:
11.1 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა ან/და დაგვია- ნებით შესრულების შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ დღისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ფასის 0,02%-ის ოდენობით;
11.2 საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალ- დებულებების შესრულებისაგან;
11.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯერ- ოვნად შესრულებისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით;
11.4. შემსყიდველი უფლებამოსილია წინამდებარე პუნქტით გათვალისწნებული პირ- გასამტეხლო გაუქვითოს მიმწოდებელს სახელშეკრულებო ფასიდან.
12. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა:
12.1. არავითარი გადახრა ან ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება, ორ- ივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორებების გარდა;
12.2. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრ- ულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია;
12.3. ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
12.4. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკ- რულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად;
12.5. ხელშეკრულებაში ცვლილებ(ებ)ის ან დამატებ(ებ)ის შეტანის თაობაზე შეთანხ- მება, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, შეიძლება მხარეე ბის მიერ ხელმოწერილი იქნას ცალცალკე და ხელშეკრულების მეორე მხარეს ხელმოსა-
წერად გაეგზავნოს ფოსტის მეშვეობით. ასეთ დროს ხელშეკრულებაში ცვლილებ(ებ)ის ან დამატებ(ებ)ის შეტანის თაობაზე შეთანხმებაში უნდა მიეთითოს თითოეული მხარის მიერ მასზე ხელმოწერის თარიღი და უნდა ითვალისწინებდეს ხელშეკრულება- ში ცვლილებ(ებ)ის ან დამატებ(ებ)ის შეტანის თაობაზე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღს, მაგრამ არაუადრეს შეთანხმებაზე პირველი ხელმოწერის შესრულების თარი- ღისა. აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში შეთანხმება ძალაში შედის მას- ზე ბოლო ხელმოწერის შესრულების დღიდან;
12.6. ხელშეკრულებაში ცვლილებ(ებ)ის ან დამატებ(ებ)ის შეტანის თაობაზე შეთანხმება მხარეების მიერ შეიძლება ხელმოწერილი იქნას ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და ხელმოწერილი შეთანხმების ერთი პირი გაეგზავნოს ხელშეკრულების მხარეს. ასეთ დროს სავალდებულოა, რომ ხელშეკრულების თითოეული მხარის მიერ ხელმოწერი- ლი შეთანხმების ტექსტი იყოს იდენტური და იგი შედგენილი იყოს ორმხვრივი შეთან- ხმებისათვის დადგენილი ფორმით, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ თითოეული მხა- რის მიერ ხელმოწერილი ტექსტი უნდა შეიცავდეს მხოლოდ ხელმომწერი მხარის ხელმოწერის პუნქტს იურიდიული მისამართისა და საბანკო რეკვიზიტების მითითებ- ით. ასეთ დროს ხელშეკრულებაში ცვლილებ(ებ)ის ან დამატებ(ებ)ის შეტანის თაობაზე შეთანხმებაში უნდა მიეთითოს თითოეული მხარის მიერ მასზე ხელმოწერის თარიღი და უნდა ითვალისწინებდეს ხელშეკრულებაში ცვლილებ(ებ)ის ან დამატებ(ებ)ის შეტ- ანის თაობაზე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღს, მაგრამ არაუადრეს შეთანხმება- ზე პირველი ხელმოწერის შესრულების თარიღისა. აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში შეთანხმება ძალაში შედის მასზე ბოლო ხელმოწერის შესრულების დღი- დან;
12.7. ხელშეკრულებაში ცვლილებ(ებ)ის ან დამატებ(ებ)ის შეტანის თაობაზე ორმხვრივ შეთანხმებას უთანაბრდება მხარეთა მიერ ერთმანეთისადმი გაგზავნილი წერილობითი დოკუმენტები, როცა ხელშეკრულების ერთი მხარის მიერ გამოვლენილი ნება მიღებუ- ლი იქნება ხელშეკრულების მეორე მხარის მიერ და საპასუხო წერილობითი დოკუმენ- ტით პირდაპირ აცნობებს მისი თხოვის დაკმაყოფილების თაობაზე. ასეთი წერილო- ბითი დოკუმენტი პირდაპირ უნდა შეიცავდეს, ხელშეკრულების რომელი პირობა იცვ- ლება და როგორია ხელშეკრულების შეცვლილი პირობა ან/და ხელშეკრულებას რა ში- ნაარსის პირობა დაემატა. წინამდებარე პუნქტის შესაბამისად ხელმოწერილ წერილო- ბით დოკუმენტს ორმხვრივი შეთანხმების თანაბარი იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შემსყიდველის მხრიდან ხელს აწერს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებზე ხელმოწერის უფლების მქონე პირი;
12.8. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის გზით ხელშეკრულების ვადის (ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის) გაგრძელების საკითხის განხილვისას, თუ მიმწო- დებელი ვალდებულების შესრულებას ახორციელებდა ხელშეკრულების დანართი გრაფიკის შესაბამისად, თუნდაც რომ გრაფიკით დადგენილ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ იყოს პირგასამ- ტეხლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას მიმწოდებ- ლის მიერ ხელშეკრულების თანდართული გრაფიკით დადგენილ ვადაში ვალდებუ- ლებათა შესრულების მდგომარეობა, რა დროსაც, თუ დადასტურდა, რომ ხელშეკრუ- ლების (ვალდებულების შესრულების) საბოლოო ვადის დარღვევა განაპირობა ხელშეკ- რულების თანდართული გრაფიკით დადგენილ ვადაში ვალდებულების ბრალეულმა შეუსრულებლობამ, დაუშვებელია ხელშეკრულების (ვალდებულების შესრულების) საბოლოო ვადის გაგრძელება.
13. უფლებების გადაცემა:
მიმწოდებელმა შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ უნდა გადასცეს მოცემული ხელშეკრულებით არსებული თავისი ვალდებულებები. დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების გადაცემა, თუ ვალდებულების მიმღები ვერ აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით მიმწოდებლისათვის დაწესებულ მოთხოვნებს.
14. სუბკონტრაქტორები:
14.1. მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრუ- ლების ფარგლებში დადებული ყველა სუბკონტრაქტის შესახებ, თუ ეს უკვე არ არის მითითებული სატენდერო წინადადებაში;
14.2. ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა სუბკონტრაქტის ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს;
14.3. ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული არც ერთი სუბკონტრაქტი არ ათავის- უფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით არსებული მატერიალური ან სხვა ვალდებუ- ლებებისაგან.
15. ხელშეკრულების შეწყვეტა:
15.1. ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე მოიშალოს:
15.1.1. მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით. დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა შემსყიდველის თანხმობის გარეშე, გარდა ამ პუნქტის 15.1.4. ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
15.1.2. მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შე- დეგად ამ პუნქტის 15.1.3. და 15.1.4. პუნქტების შესაბამისად;
15.1.3. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულება ცალმხვივად ვადამდე შეიძლება მოიშა- ლოს (შეწყდეს):
15.1.3.1. მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებისათვის და- დგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში;
15.1.3.2. თუკი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა;
15.1.3.3. მიმწოდებელი შემსყიდველის გაფრთხილების მიუხედავად მისთვის გადაცე- მულ ქონებას ან/და ნაკისრი ვალდებულების შესრულებისას თვითმმართველ ქ. ბათუმის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ სხვა ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან უქმნის ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას;
15.1.3.4. მიმწოდებლის მიერ გაფრთხილების მიუხედავად ხელშეკრულების იმავე პირ- ობების განმეორებით ან/და სხვა პირობების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვე- ვაში;
15.1.3.5. ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის დადგომამდე აშკარა ხდება, რომ მიმწოდებელი დადგენილ ვადაში ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და დადგე- ბა ხელშეკრულებაზე უარის თქმის (შეწყვეტის) საფუძვლები, ხოლო შემსყიდველმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას;
15.1.3.6. თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მი- ზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
15.1.3.7. მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში;
15.1.3.8. თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ მიმწოდებლის საკვალიფიკაციო მონა- ცემების დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;
15.1.3.9. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;
15.1.4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულება ცალმხვივად ვადამდე შეიძლება მოიშალოს (შეწყდეს):
15.1.4.1. არ მოხდა შემსყიდველის მიერ იმ ობიექტის დროულად გამოთავისუფლება და მიმწოდებლისათვის ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით გადაცემა, სადაც ან რომელზეც უნდა განხორციელდეს ვალდებულების შესრულება, თუ აღნიშნული მდგომარეობა გაგრძელდა ოთხ თვეზე მეტ ხანს;
15.1.4.2. თუ მიმწოდებლისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზე- ზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
15.1.4.3. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში;
15.2. ხელშეკრულება წყდება ნაკისრი ვალდებულების შესრულების გამო;
15.3. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან;
15.4. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხვრივად მოშლა (შეწყვეტა) დასტურ- დება შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამათლებრივი აქტით;
15.5. ხელშეკრულების მიმწოდებლის ბრალით მოშლის (შეწყვეტის) შემთხვევაში შესრ- ულებული ვალდებულების მიღება–ჩაბარებასთან დაკავშირებით გამოიყენება წინამ- დებარე ხელშეკრულების 7.4. პუნქტის მოთხოვნები;
15.6. ხელშეკრულების შემსყიდველის ბრალით მოშლის (შეწყვეტის) შემთხვევაში ხდება შესრულებული ვალდებულების სრულად ანაზღაურება.
16. დაუძლეველი ძალა (ფორს–მაჟორი) და დაუძლეველი ძალის გარემოება:
16.1. მხარეები თავისუფლდებიან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი და/ან დაგვიანებით შესრულების გამო პასუხისმგებლობისაგან, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის გარემოებებით, რაც ასევე არ გამოიწვევს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას;
16.2. ამ პუნქტის მიზნებისათვის „დაუძლეველი ძალის გარემეობა“ ნიშნავს მხარეთა ნებისა და კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომელიც არ არის დაკავში- რებული მხარეთა შეცდომებსა და დაუდევრობასთან, და რომელთა თავიდან აცილებაც შეუძლებელია მიუხედავად მხარეთა გონივრული მცდელობებისა და რომელთაც მიეკუთვნება, მაგრამ არ შემოიფარგლება ამით:
ა) ომი, სამხედრო მოქმედება, რეკვიზიცია, ბლოკადა, მობილიზაცია, ემბარგო; ბ) აჯანყება, რევოლუცია, სამხედრო ან უკანონო ქმედება ან სამოქალაქო ომი; გ) ამბოხი ან საბოტაჟი;
დ) საზოგადოების მტრების ან ტერორისტების მოქმედებები;
ე) სტიქიური უბედურებები (ქარიშხლი, ქარბორბალა, წყალდიბობა და სხვა), ეპიდემია, კარანტინი, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირება
ვ) სხვა გარემოებები, რომლებიც საყოველთაოდ აღიარებულია ფორს–მაჟორულ გარე- მოებად ან/და რომელიც ასეთად იქნება აღიარებული ხელისუფლების ორგანოების მიერ.
16.3. დაუძლეველი ძალის გარემოების გამო მხარეები პასუხისმგებლობისაგან თავისუ- ფლდებიან მხოლოდ იმ დროთა და მოცულობით, რაც აუცილებელია დაუძლეველი ძა- ლის სიტუაციით გამოწვეული პრობლემების მოგვარებისათვის. დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების დროს მხარემ, რომელზეც იმოქედებს ასეთი გარემოება, რაც
შეიძლება სწრაფად უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს ასეთი გარემოების შესახებ და მიაწოდოს ასეთი გარემოების დამამტკიცებელი სათანადო საბუთი და მისი ხანგრძლი ვობის სავარაუდო ვადა და შედეგები და ორივე მხარემ უნდა მიიღონ ყველა ზომა იმისათვის, რომ შეამცირონ მეორე მხარისადმი ზარალის ოდენობა, რომელიც გამოწვეულია დაუძლეველი ძალის გარემოებით;
16.4. თუ დაუძლეველი ძალის გარემოებები გაგარძელდა 2 (ორი) თვეზე მეტი ხნის ვა- დით, ხელშეკრულების თითოეული მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს წინამდებარე ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა (მოშლა);
16.5. იმ შემთხვევაში, თუ ფორს–მაჟორული გარემოებების გამო მხარეები შეთანხმდებ- იან ხელშეკრულების პირობების შეცვლაზე, მათ შორის ხელშეკრულებით გათვალის- წინებული ვადის გაგრძელებაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს წინამდებარე ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით. ამასთან, ხელშეკრულების პირობების შეცვლა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ დროთა და მოცულობით, რაც აუცილებელია დაუძ- ლეველი ძალის სიტუაციით გამოწვეული პრობლემების მოგვარებისათვის;
16.6. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის არცერთ შემთხვევაში ფორს–მაჟო- რულ გარემოებას არ წარმოადგენს მხარეთა ფინანსური სიძნელეები, საგადასახადო და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ასევე სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთან ურთიე- რთობის გამო დამდგარი შედეგები და კლიმატური პირობები, გარდა სტიქიური უბე- დურებებისა, რამაც მთლიანად ან ნაწილობრივ გაანადგურა ხელშეკრულების პირობე- ბის (ხარისხის) შესაბამისად შესრულებული ვალდებულება ან შეუძლებელი გახადა მისი შესრულება.
17. სადაო საკითხების გადაწყვეტა:
17.1. შემსყიდველმა და მიმწოდებელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა პირდაპირი მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმებით მოაგვარონ ყველა უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული სხვა კომპონენ- ტის ირგვლივ;
17.2. თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში შემს- ყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადაო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს;
17.3. სასამართლოში სადაო საკითხის განხილვისას გამოიყენება სართველოს კანონმ- დებლობა;
17.4. რადგან ხელშეკრულების შესრულების ადგილს წარმოადგენს ქ. ბათუმი, სადაო საკითხის განხილვის მოთხოვნით მიმართვა ხდება ქ. ბათუმის მერიის ადგილსამყოფე- ლის მიხედვით არსებული სასამართლოსადმი.
18. გამოყენებული სამართალი:
ხელშეკრულება დადებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
19. ხელშეკრულების ენა:
ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული მთელი წერილობითი მოლაპარაკებები და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც გაიცვლება მხარეთა შორის შესრულდება ქართულ ენაზე.
20. შეტყობინებები:
20.1. შეტყობინების წესი:
შეტყობინება ხელმოწერილი უნდა იყოს გამგზავნი მხარის მიერ ან მისი სახელით, გაეგზავნოს მხარეს, რომელიც არის მისი ადრესატი და მიეწოდოს ამ მხარეს მისამართ- ზე, რომელიც მითითებულია 20.2 პუნქტში, ან უკანასკნელ მისამართზე, რომელიც მხა- რემ შეტყობინების მეშვეობით განსაზღვრა შეტყობინებებისთვის წინამდებარე ხელშკ- რულების შესაბამისად. მხარისთვის გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება უნდა იყოს ქართულ ენაზე ან თან ახლავდეს ქართული თარგმანი;
20.2. შეტყობინების მისამართი და შეტყობინების დრო:
შეტყობინება უნდა გადაეცეს ხელიდან ხელში ან გაიგზავნოს ფოსტის მეშვეობით, და წინამდებარე ხელშეკრულების და ყველა სხვა მიზნისთვის იგი ჩაითვლება მიწოდებუ- ლად:
(ა) ხელიდან ხელში გადაცემისას: როდესაც ის პირადად მიეწოდება მხარეს ქვემოთ მო- ცემულ მისამართზე ან უკანასკნელ მისამართზე, რომელიც მხარემ შეტყობინების მეშ- ვეობით განსაზღვრა შეტყობინებებისთვის წინამდებარე ხელშკრულების შესაბამისად.
მიმწოდებელი:
-----------------------------
შემსყიდველი:
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მის: ქ. ბათუმი, ლ. ასათიანის ქ. №25
(ბ) კურიერული ფოსტა: თუ გაიგზავნა ფოსტის მეშვეობით 20.2. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტ- ით განსაზღვრულ მისამართზე, რაც დასტურდება კურიერის მიწოდების დასტურის ჩანაწერებში;
შეტყობინებები, რომლებიც მიღებულია უქმე დღეს ან სამუშაო დღის 17.00 საათის შემ- დეგ ჩაითვლებიან მიღებულად შემდეგ სამუშაო დღეს.
21. სხვა პირობები:
21.1. მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულება შეესაბამება მათ მიერ გამოვლენილ ნებას და ნების გამოვლენისას მათზე რაიმე სახის ძალდატანებას ადგილი არ ჰქონია. ასევე ადასტურებენ, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან ხელი მოაწერონ წინამდებარე ხელშეკრულებას სწორედ აღნიშნული შინაარსით;
21.2. წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმებულია ქართულ ენაზე, ორ ეგზემპლარად და ყოველი ეგზემპლარის თითოეული გვერდი დამოწმებულია ქ. ბათუმის მერიის ბეჭდით. თითოეულ ეგზემპლარს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა;
21.3. სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ ასრის წინამდებარე ხელშეკრუ- ლებით წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2018 წლის „—„ №-- ხელშეკრულების დანართი:
ტექნიკური პირობები
№ | დასახელება | ტექნიკური მონაცემები | |
1 | ძაბვის მიწოდება | voltage supply | 230 V; 50 Hz |
2 | ძრავის დენის მიწოდება | motor | 24 V DC |
3 | ენერგომოხმარება ნორმალური ფუნქციონირების დროს | Power consumption in normal operation | 80W |
4 | დენის მოხმარება ლოდინის დროს | Power consumption in standby | Max.2 W |
5 | ზომა ჯოხის გარეშე | Dimensions | |
6 | ჯოხის ზომა (6 მ. დამოკლება 1,5 მ.) | Dimensions of boom (Not less) | H 1080 mm x W 350 mm x D 250 mm |
7 | ჯოხის წონა მაქსიმუმი | Weight with the boom | 6kg |
8 | გაღების მაქსიმუმი დრო | Opening Max time | 7 sec |
9 | დაკეტვის მაქსიმუმი დრო | Closing max time | 7 sec |
10 | დაცვის დონე | Protection level | IP 44 |
11 | სამუშაო ტემპერატურა | Working Temperature | From -20°C/+ 60°C |
12 | მაქსიმალური ქარის სიმძლავრე ბაფორტის შკალით | Maximum wind strength according to Beaufort scale | 8 (stormy wind), corresponds to 20.6 m/s or 74 kph |
13 | ციკლის მუშაობის დასაშვები მაქსიმალური რაოდენობა საათში | The maximum number of work cycles per hour | Not less 13 cycles/hour |
ა) ბარიერს უნდა ახლდეს ფოტოსენსორი, (უნდა ჰქონდეს არანკლებ 3 წყვილი ფოტოსენსორის მიერთების შესაძლებლობა); ბ) ელექტრო ენერგიის კაბელების გაყვანისა და ფოტოელემენტისათვის დაერთების საჭირო სადენების (ჩადება ტრანშეაში- მიწისქვეშ) და მრიცხველის მონტაჟის სამუშაოების წარმოების დროს ეზოს საფარის (ასფალტ-ბეტონის, ფილების და ა.შ.) დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებლის ვალდებულებაა მისი პირველად მდგომარეობაში მოყვანა;
გ) მინიმუმ 2 ერთეული რელეს გამოსასვლელი (განათების, ციმციმას და სხვ. ჩასართავად სხვადასხვა ოპერაციის დროს); დ) დინსტანციური მართვის პულტების რეგისტრაციის ფუნქცია კონტროლერის შიდა მეხსიერებაში;
ე) მინიმუმ 300 ერთეული დისტანციური მართვის პულტის დამახსოვრების შესაძლებლობა;
ვ) დისტანციური პულტით მართვად ბარიერებს, უნდა გააჩნდეს საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული დენის წყაროზე გადაყვანის შესაძლებლობის ფუნქცია.
ზ) მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ბარიერის ტექნიკური პასპორტი.
ფასების ცხრილი
N | დასახელება | წარმოშობის ქვეყანა | მწარმოებელი კომპანია | განზომილების ერთეული, რაოდენობა | ფასი (ლარი) | |
1 | დისტანციური პულტით მართვადი ვერტიკალურად მოძრავი ბარიერი, 5 (ხუთი) ცალი პულტით (მიწოდება- მონტაჟი) | ცალი | 1 |