Contract
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №
ქ. თბილისი -- თებერვალი 2021 წ.
ერთი მხრივ, საქართველოს პროკურატურა (შემდგომში წოდებული „შემსყიდველი”/,,დამზღვევი“) წარმოდგენილი საქართველოს გენერალური პროკურატურის ----------------------------------- სახით და მეორე
მხრივ „---------------------------------” (შემდგომში წოდებული „მიმწოდებელი”/,,მზღვეველი“) წარმოდგენილი გენერალური დირექტორის კახაბერ დიასამიძის სახით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონისა და მიმწოდებლის სატენდერო წინადადების საფუძველზე, ------ ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად ვაფორმებთ წინამდებარე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
1.1. „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში – „ხელშეკრულება“) –
„შემსყიდველს“/“დამზღვევს“ და „მიმწოდებელს“/“მზღვეველს“ შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით.
1.2. „ხელშეკრულების ღირებულება“ – საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს
„შემსყიდველმა“/“დამზღვევმა“ „მიმწოდებლის”/,,მზღვეველის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის.
1.3. „დღე“, „კვირა“, „თვე“ – კალენდარული დღე, კვირა, თვე.
1.4. „შემსყიდველი“/“დამზღვევი” – ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას და დებს წინამდებარე ხელშეკრულებას “მზღვეველთან”.
1.5. „მიმწოდებელი“/“მზღვეველი” – პირი, რომელიც ახორციელებს სადაზღვევო მომსახურების მიწოდებას წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში.
1.6. „მომსახურება“ – წინამდებარე ხელშეკრულებების შესაბამისად დაზღვეული პირების უზრუნველყოფა, ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო მომსახურებით.
1.7. „ტექნიკური დავალება“ – „მიმწოდებლის“/“მზღვეველის“ მიერ წარდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალება, რომელიც თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
1.8. “დაზღვეული” – შემსყიდველთან“/”დამზღვევთან” შრომით ურთიერთობაში მყოფი პირი ასაკის შეუზღუდავად ან/და ამ უკანასკნელის ოჯახის წევრი (მეუღლე და შვილები 0–დან 18 წლამდე).
1.9. „მოსარგებლე“ – დაზღვეული ან პირი, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულებისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება;
1.10. ”თანამშრომლები” – „შემსყიდველთან“/”დამზღვევთან” შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები;
1.11. ”თანამშრომელთა” ოჯახის წევრები - ”თანამშრომლის” მეუღლე და შვილები 0–დან –18 წლამდე;
1.12. “სადაზღვევო თანხა” – წინამდებარე ხელშეკრულებასა და ბარათში მითითებული ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი, რომლის ფარგლებშიც „მიმწოდებელი“/“მზღვეველი” კისრულობს ვალდებულებას გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
1.13. “სადაზღვევო ბარათი/პოლისი” – განხორციელებული დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც დაზღვეულს აძლევს უფლებას სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მოითხოვოს სადაზღვევო ანაზღაურება, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და ოდენობით;
1.14. “სადაზღვევო ანაზღაურება” – თანხა ან მომსახურება, რომელიც „შემსყიდველისგან“/“მზღვეველისაგან” ეკუთვნის “დაზღვეულს”/“მოსარგებლეს“ “სადაზღვევო შემთხვევის“ დადგომისას;
1.15. “სადაზღვევო პრემია” _ „შემსყიდველის“/“დამზღვევის“ მიერ გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულებით და რომელიც წარმოადგენს
„მიმწოდებელის“/“მზღვეველის“ მიერ გასაწევი სადაზღვევო მომსახურების საფასურს;
1.16. “სადაზღვევო შემთხვევა” – ფაქტობრივად დამდგარი შემთხვევა, როდესაც წინამდებარე ხელშეკრულება ითვალისწინებს „მიმწოდებელის“/“მზღვეველის“ მიერ “დაზღვეულის”/“მოსარგებლის“ მიმართ “სადაზღვევო ანაზღაურების” გადახდას;
1.17. “დაზღვევის პირობები” – წინამდებარე ხელშეკრულებაში და მის დანართ N2–ში – ტექნიკურ დავალებაში მითითებული პირობები, რომლებიც განსაზღვრავს სადაზღვევო დაფარვის შინაარსს და მისი განხორციელების წესებს;
1.18. „ტერიტორიული ლიმიტი“ – ტერიტორია, რომელზეც ვრცელდება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევა; წინამდებარე ხელშეკრულებით დაზღვევის ტერიტორიად განისაზღვრება მხოლოდ საქართველო; სამოგზაურო დაზღვევის შემთხვევაში, დაზღვევის მოქმედების ტერიტორია განისაზღვრება კონკრეტული სამოგზაურო დაზღვევის ბარათით (პოლისით);
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს „შემსყიდველის“/“დამზღვევის“ თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების (შემდგომში – შესყიდვის ობიექტი) შესყიდვა (CPVკოდი: CPV 66500000; 66510000; 66511000; 66512000).
2.2. წინამდებარე ხელშეკრულებას დანართების სახით ერთვის და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს:
ა) შესყიდვის ობიექტის (I და II პაკეტების) ფასების ცხრილი (დანართი №1, რომელთა ანაზღაურებაც ხორციელდება „შემსყიდველის“/“დამზღვევის“ მიერ);
ბ) გაუმჯობესებული SILVER და GOLD პაკეტების ფასების ცხრილი (დანართი N2, რომელთა ღირებულებებს შორის სხვაობის ანაზღაურებაც ხორციელდება ”თანამშრომლის” მიერ).
გ) დაზღვევის პირობები (ტექნიკური დავალება);
3. ხელშეკრულების მოქმედების ვადები
3.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის 2021 წლის 01 აპრილიდან და მოქმედებს 2022 წლის 01 მაისამდე.
3.2. წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების პერიოდი ძალაში შედის 2021 წლის 01 აპრილიდან და მოქმედებს 2021 წლის 01 აპრილამდე.
4. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და ანგარიშსწორების წესი
4.1. შესყიდვის ობიექტის ღირებულება განისაზღვრება ყოველთვიური სადაზღვევო პრემიით, რომლის ოდენობა ერთ თანამშრომელზე და მისი ოჯახის წევრზე (წევრებზე) შეადგენს:
I პაკეტი– ( --
II პაკეტი – ( -
-) ლარს;
) ლარს.
4.2. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება (------- დაზღვეულზე: ------- – I პაკეტი, II პაკეტი)
შეადგენს (
2021 წელი (
2022 წელი (
) ლარი;
) ლარი;
) ლარს:
4.3. მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება თვეში ერთხელ. ასანაზღაურებელი თანხა დაანგარიშდება ფაქტიურად დაზღვეულთა რაოდენობის შესაბამისად, რომლის სრულად გადახდას უზრუნველყოფს შემსყიდველი. ამასთან „თანამშრომლის/დაზღვეულის“ მიერ გაუმჯობესებული სადაზღვევო პაკეტის (SILVER და GOLD) არჩევის შემთხვევაში, სადაზღვევო პაკეტების ღირებულებას შორის სხვაობას იხდის
„თანამშრომელი/დაზრვეული“, რომლის ასანაზღაურებელი თანხის შრომითი ანაზღაურებიდან მიმწოდებლისთვის გადარიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს შემსყიდველი.
4.4. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებულ „მიმწოდებლის“/“მზღვეველის“ ყველა ხარჯს და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, გარდა საშემოსავლო გადასახადისა, რომელსაც
„შემსყიდველი“/“დამზღვევი“ იხდის სახელმწიფო ბიუჯეტში.
4.5. „მიმწოდებელთან“/“მზღვეველთან“ ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით ეროვნულ ვალუტაში.
4.6. საავანსო ანგარიშსწორება არ გამოიყენება.
4.7. „შემსყიდველი“/“დამზღვევი“ კისრულობს ვალდებულებას ანგარიშსწორება განახორციელოს ყოველთვიურად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. ყველა დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა იყოს მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ.
5. მხარეთა უფლება-მოვალეობები
5.1. „შემსყიდველი“/“დამზღვევი“ უფლებამოსილია:
5.1.1. ნებისმიერ დროს განახორციელოს „ მიმწოდებლის“/“დამზღვევის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ხარისხის ინსპექტირება;
5.1.2. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მოითხოვოს „მიმწოდებლის“/“დამზღვევის“ მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით;
5.1.3. მოითხოვოს „მიმწოდებლის“/“დამზღვევის“ მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით, დაზღვევის პირობებითა და შესაბამისი სადაზღვევო პოლისებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და განუხრელი შესრულება.
5.1.4. მოახდინოს დაზღვეულ პირთა რაოდენობის ცვლილება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
5.2. „შემსყიდველი“/“დამზღვევი“ ვალდებულია:
5.2.1. უზრუნველყოს „მიმწოდებლის“/“მზღვეველის“ მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დაცვით.
5.2.2. ჯეროვნად შეასრულოს მასზე წინამდებარე ხელშეკრულებითა და მისი დანართებით დაკისრებული ვალდებულებები.
5.2.3. „მიმწოდებლის“/“მზღვეველის“ მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს მას თანამშრომელთა დანიშვნისა და განთავისუფლების ბრძანებები და სხვა საჭირო დოკუმენტაცია;
5.2.4. „მიმწოდებლის“/,,მზღვეველის“ მიერ „შემსყიდველის“/,,დამზღვევის“ ტერიტორიაზე განსათავსებელი ოჯახის ექიმი უზრუნველყოს შესაბამისი ფართით და სამუშაო პირობებით.
5.3. „მიმწოდებელი“/“მზღვეველი“ უფლებამოსილია:
5.3.1. მოსთხოვოს „შემსყიდველს“/“დამზღვევს“ მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დაცვით.
5.3.2. არ გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება, თუ „შემსყიდველი“/“დამზღვევი“ თავისი მოქმედებით ხელს შეუშლის სადაზღვევო შემთხვევის გამომწვევი გარემოებების დადგენას ან/და იმ იურიდიული ან ფიზიკური პირის დადგენას, რომელთა ქმედებით დადგა სადაზღვევო შემთხვევა.
5.3.3. მოსთხოვოს „შემსყიდველს“/“დამზღვევს“ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი მათი შესაბამისი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება;
5.3.4. არ აანაზღაუროს ის სადაზღვევო შემთხვევა (ხარჯი), რომელიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე ხელშეკრულების ტექნიკური დავალებით (“დაზღვევის პირობებით”) და/ან ხვდება გამონაკლისთა ნუსხაში;
5.3.5. უარი განაცხადოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე „შემსყიდველის“/„დამზღვევის“ („დაზღვეულის“) მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში;
5.3.6. განახორციელოს ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში დაზღვეულისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის ინსპექტირება/შემოწმება და შესწავლა;
5.4. „მიმწოდებელი“/“მზღვეველი“ ვალდებულია:
5.4.1. გასწიოს მომსახურება სათანადო ხარისხითა და სრული მოცულობით, განუხრელად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებისა და მისი დანართების პირობები იმ ვადაში, რომელიც მითითებულია წინამდებარე ხელშეკრულებაში;
5.4.2. თუკი წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება არ აღმოჩნდება სრულყოფილი,
„შემსყიდველის“/“დამზღვევის“ მოთხოვნისთანავე გამოასწოროს ეს ნაკლი.
5.4.3. გადასცეს „შემსყიდველს“/“დამზღვევს“ სადაზღვევო პოლისები;
5.4.4. დროულად და სრულად გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება დაზღვეულზე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
5.4.5. „შემსყიდველის“/,,დამზღვევის“ ტერიტორიაზე (შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N24) განათავსოს ოჯახის ექიმი და უზრუნველყოს ის შესაბამისი ინვენტარით.
6. განსაკუთრებული პირობა
6.1. წინამდებარე ხელშეკრულების მიხედვით, “დაზღვევის პირობები” თითოეულ “დაზღვეულზე” გავრცელდება (“დაზღვეული” პირი ჩაითვლება დაზღვეულად), ან დაზღვეულთა სიიდან “დაზღვეული” ამოღებული იქნება „მიმწოდებლის“/„მზღვეველის“ მიერ „შემსყიდველის“/„დამზღვევის“ მხრიდან შესაბამისი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან. იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინება მიღებული იქნება დღის
12 საათამდე, მაშინ დაზღვეულთა სიაში ცვლილება განხორციელდება იმავე დღიდან, ხოლო თუ შეტყობინება მიღებული იქნება დღის 12 საათის შემდეგ, მაშინ ცვლილება განხორციელდება იმავე დღის 24 საათიდან.
6.2. ”დაზღვეულთა“ სიაში დამზღვევის „თანამშრომელთა“ და მათი ოჯახის წევრთა გარდა დაუშვებელია სხვა პირების შეყვანა. დაზღვეულთა სიაში პირის შეყვანის წინაპირობას წარმოადგენს:
ა) თანამშრომლის შემთხვევაში – „შემსყიდველის“/„დამზღვევის“ წერილობითი შეტყობინება, სადაც დადასტურებული იქნება პირის თანამშრომლად აყვანის ფაქტი, მითითებული იქნება პირის თანამშრომლად აყვანის თარიღი და ასევე სხვა აუცილებელი ინფორმაცია, რაც საჭიროა პირის იდენტიფიცირებისათვის;
ბ) თანამშრომლის ოჯახის წევრის შემთხვევაში – ამ უკანასკნელის თანამშრომელთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა და სხვა დოკუმენტი
„მიმწოდებლის“/„მზღვეველი“–ს მოთხოვნის შესაბამისად).
7. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება
7.1. „შემსყიდველი“/“დამზღვევი“ ახორციელებს კონტროლსა და ზედამხედველობას
„მიმწოდებლის“/“მზღვეველის“ მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე.
7.2. ხელშეკრულების მიმდინარეობასა და შესრულებაზე კონტროლს განახორციელებენ
„შემსყიდველის“/“დამზღვევის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები.
7.3. „შემსყიდველის“/“დამზღვევის“ მხრიდან ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრა ხორციელდება „ მიმწოდებლის“/“მზღვეველის“ მიერ საკუთარი ხარჯები.
8. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა და ხელშეკრულების შეწყვეტა
8.1. ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისთვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის
შემთხვევაში დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%- ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
8.3. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების და/ან დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმების სახით, რომელსაც ექნება იგივე იურიდიული ძალა რაც წინამდებარე ხელშეკრულებას.
8.4. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რაც უნდა აცნობოს მხარეს არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე წერილობით, თუ მხარე რომელიც არღვევს ხელშეკრულების პირობებს, არ გამოასწორებს დარღვევას მეორე მხარის მიერ დამატებით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.
8.5. „შემსყიდველის“/“დამზღვევის“ ფინანსური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში
„შემსყიდველს“/“დამზღვევს“ უფლება აქვს წინასწარ 1 (ერთი) თვით ადრე წერილობით აცნობოს
„მიმწოდებელს“/“მზღვეველს“ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ. აღნიშნულ შემთხვევაში
„შემსყიდველს“/“დამზღვევს“ არ დაეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
8.6. ხელშეკრულება ასევე შეიძლება შეწყდეს მხარეთა ინიციატივით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
9. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წესი
9.1 გაწეული მომსახურების შესახებ ფორმდება შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტი, ინსპექტირების განმახორციელებელი პირ(ებ)ის დადებითი დასკვნის საფუძველზე. შესყიდვის ობიექტი ჩაითვლება მიწოდებულად მხოლოდ მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
9.2 შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს საქართველოს მთავარი პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, ან მისი მოვალეობის შემსრულებელი.
10. მხარეთა პასუხისმგებლობა
10.1. მხარეები პასუხს აგებენ ერთმანეთის წინაშე მათ მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.2. ფორს–მაჟორული გარემოებების გარდა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის „მიმწოდებელს“/“მზღვეველს“ დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.2%–ის ოდენობით, ხოლო, თუკი, ადგილი აქვს ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობას, პირგასამტეხლო შეადგენს შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%–ს, რომლის გადახდა მოხდება ასანაზღაურებელი თანხიდან გამოქვითვის საშუალებით ან
„მიმწოდებლის“/“მზღვეველის“ მიერ ამ თანხის გადახდით „შემსყიდველის“/“დამზღვევის“ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში.
10.3. გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, „მიმწოდებელი“/“მზღვეველი“ უფლებამოსილია დააკისროს
„შემსყიდველს“/“დამზღვევს“ პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.2%–ს ოდენობით.
10.4. თუ ერთი მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულების 2%–ს, მეორე მხარეს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება.
10.5. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეს ძირითადი ვალდებულების შესრულებისაგან.
11. ფორს-მაჟორი
11.1. მხარეებს არ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან ვადის გადაცილებისათვის თუკი, შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებით.
11.2. ამ მუხლის მიზნებისათვის ფორს-მაჟორი ნიშნავს ისეთ გარემოებებს, რომელთა არსებობის გამო მხარისათვის ობიექტურად შეუძლებელი იყო სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება (სტიქიური მოვლენები, საომარი მოქმედება, ეპიდემია, კარანტინი, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირება, მომსახურების მიწოდებაზე ემბარგოს დაწესება, სახელწიფო გადატრიალება და სხვ.).
11.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორსმაჟორული გარემოებებისგან.
12. სუბროგაციის უფლება
12.1. “სადაზღვევო ანაზღაურების” გაცემის შემდეგ “მზღვეველზე” ავტომატურად გადადის სუბროგაციული ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რომელიც “დამზღვევს” (“დაზღვეულს”, “მოსარგებლეს”) გააჩნია მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელი პირის მიმართ.
12.2. “დამზღვევი” (“დაზღვეული”, “მოსარგებლე”) ვალდებულია ხელი შეუწყოს და გადასცეს “მზღვეველს” ყველა მასთან არსებული დოკუმენტი ან/და მის ხელთ არსებული ინფორმაცია და ხელი არ შეუშალოს მზღვეველს ამ მუხლით განსაზღვრული უფლების რეალიზებაში.
12.3. “დამზღვევის” (“დაზღვეულის”, “მოსარგებლის”) მიერ წინამდებარე მუხლით ნაკისრი
ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში “მზღვეველს” უფლება აქვს უარი თქვას “სადაზღვევო ანაზღაურების” გაცემაზე ან მოითხოვოს გაცემული თანხის უკან დაბრუნებ
13. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
13.1. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
14. ხელშეკრულების შესრულების გარანტია
14.1. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი წარმოქმნილი „მიმწოდებლის“/“მზღვეველის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, ტენდერში გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2%-ის ოდენობით.
14.2 „მიმწოდებლის“/“მზღვეველის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა, ვალდებულების უხარისხოდ, არაჯეროვნად, არასრულად შესრულება და სხვა) შემთხვევაში, „მიმწოდებელს“/“მზღვეველს“ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდება).
14.3 საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების საბოლოო ვადას.
14.4 „მიმწოდებელს“/“მზღვეველს“ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულების
შემთხვევაში, დაუბრუნდება მხარეთა შორის შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
15. სხვა პირობები
15.1. ხელშეკრულება გაფორმებულია ქართულ ენაზე, ელექტრონულად.
16. დასკვნითი დებულებები
16.1. არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
17. მხარეთა რეკვიზიტები: