Contract
სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება №
ქ. თბილისი --201- წელი
1. ზოგადი ნაწილი
შპს "-----------------------", (მის: თბილისი, ---------- ქ. N--, ს/კ ---
1.1 ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ: ერთის მხრივ, ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდი (მის: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №48, ს/კ 404384974, სახაზინო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა, TRESGE22, XX00XX0000000000000000, ტელ: 0322470014) შემდგომში „შემსყიდველი“, წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxxxxx სახით და მეორეს მხრივ,
) შემდგომში „მიმწოდებელი“, წარმოდგენილი მისი დირექტორის სახით,
, საბანკო რეკვიზიტები: ს/ს ,,
როგორც მხარეები;
“, ბანკის კოდი:
, ა/ა
, ტელ:
ორივე ერთად წოდებული
1.2 საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე: --.
1.3 შესყიდვის საფუძველი - ელექტრონული ტენდერი --.
1.4 ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ----------------------- ( )
ლარს, რომელიც მოიცავს, როგორც შესასყიდი ობიექტის ღირებულებას, ასევე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
1.5 დაფინანსების წყარო - ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 201- წლის საბიუჯეტო სახსრები.
1.6 კლასიფიკატორის კოდი: CPV --.
1.7 ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ ხელმოწერიდან ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე - 2017 წლის ჩათვლით.
1.8 შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა - სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, შემსყიდველის მიერ წერილობითი დავალების მიცემიდან კალენდარული დღე.
1.9 შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია: ქ. თბილისი, -- .
2. პროექტის მართვის ორგანიზაციული სტრუქტურა.
2.1 სამშენებლო პროექტის დაწყებამდე მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარმოუდგინოს დანართ N2-ში მითითებული ორგანიზაციული სტრუქტურის მიხედვით, საკადრო შემადგენლობა, რომელზეც განაწილდება შესაბამისი პასუხისმგებლობები პროექტის მიმდინარეობის მთელ პერიოდზე.
2.2 მიმწოდებლის მიერ, პროექტის მართვისთვის, მისი მხრიდან განსაზღვრული საკადრო შემადგენლობის წარდგენა შემსყიდველისთვის უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა.
2.3 წინამდებარე ხელშეკრულების 2.2. პუნქტით მითითებულ ვადაში საკადრო შემადგენლობის წარმოუდგენლობის ან/და არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
2.4 პროექტის მსვლელობისას, უშუალოდ სამუშაოების მართვის პროცესში, შემსყიდველის მხრიდან ჩართული იქნება: 1. სამუშაოების ვადების მართვაზე პასუხისმგებელი პირი. 2. სამშენებლო სამუშაოების პროექტთან შესაბამისობაზე, ხარისხის სტანდარტების დაცვასა და ფინანსურ ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებელი პირი. აღნიშნული პასუხისმგებელი პირების შესახებ მიმწოდებელს ეცნობება წერილობით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ დღეში.
2.5 პროექტის მსვლელობის დროს, შესაძლებელია ორივე მხარის საკადრო შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა, ზემოთ მოცემული ფორმით, თუ არსებობს აღნიშნული ცვლილების გამომწვევი ობიექტური გარემოებები, რის შესახებაც მხარეები 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში ატყობინებენ ერთმანეთს.
2.6 იმ შემთხვევაში, თუ პროექტის მსვლელობის დროს 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში, სამშენებლო ობიექტზე არ იმყოფება სამუშაო პროცესის შესაბამისი ნაწილის მართვაზე პასუხისმგებელი პირი, შემსყიდველის წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, 3 (სამი) კალენდარული დღის განმავლობაში დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო მითითებული წერილობითი გაფრთხილებიდან 8 (რვა) კალენდარული დღის განმავლობაში აღნიშნული
ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
2.7 მოცემულ თავში აღწერილი წესი ეხება სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტში მიმწოდებლის მხრიდან ჩართულ შემდეგი რანგის საკადრო რესურსებს: 1. პროექტის ვადებში მართვაზე პასუხისმგებელ პირს. 2. პროექტის არქიტექტურულ პროექტთან შესაბამისობის და ზოგადსამშენებლო ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელ პირს. 3. სამუშაოების მწარმოებლებს (ცალკეული სამუშაოების ან/და ობიექტების მიხედვით). 4. მნიშვნელოვანი სამუშაოების სპეციალიზირებულ პასუხისმგებელ პირებს (სარესტავრაციო სამუშაოების მართვაზე პასუხისმგებელ პირებს, ასევე უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელ პირებს და ა.შ.)
3. პროექტის ვადების მართვა.
3.1 პროექტის ვადაში მართვა ხორციელდება 4 (ოთხი) ძირითადი სახის გეგმის საშუალებით, რომელსაც მიმწოდებელი იყენებს შემსყიდველის მოთხოვნით პროექტის კოორდინირებულად მართვისთვის: 1. პროექტის გენერალური გეგმა-გრაფიკი. 2. მასალების მომარაგების გეგმა-გრაფიკი. 3. ხარისხის მართვის გეგმა. 4. ფინანსური ანგარიშსწორების გეგმა.
3.2 ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, მიმწოდებელი ამზადებს და წერილობითი ფორმით წარუდგენს შემსყიდველს პროექტის განხორციელების გენერალურ-გეგმა გრაფიკს დანართ N3-ში მითითებული ფორმატის მიხედვით. გენერალური გეგმა-გრაფიკის დათქმულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 (ოცი) კალენდარულ დღეში წარმოუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
3.3 მიმწოდებლის მხრიდან პროექტის ვადებში მართვაზე პასუხისმგებელ პირთან შეხვედრის და განხილვის შემდეგ შემსყიდველი 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში, ითანხმებს წარმოდგენილ გენერალურ გეგმა- გრაფიკს.
3.4 მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი დავალების მიღებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში დაიწყოს სამუშაოები შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, ხოლო მითითებული ვადის 10 (ათი) კალენდარული დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
3.5 შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებამდე, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების დაწყება გამოიწვევს მის ერთჯერად დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
3.6 შესაბამისი გარემოებების დადგომის შედეგად პროექტის გენერალური გეგმა-გრაფიკის ცვლილება ხორციელდება მიმწოდებლის და შემსყიდველის წერილობითი შეთანხმებით, შესაბამისი წერილობით არგუმენტაციის თანხლებით.
3.7 პროექტის გენერალური გეგმა-გრაფიკის გეგმიური განახლება სავალდებულოა განხორციელდეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში ერთხელ, ხოლო შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში 5 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, ხოლო მითითებული ვადის 10 (ათი) კალენდარული დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
3.8 შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი მნიშვნელოვანი მასალების შესახებ მიმწოდებელი ამზადებს და 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში ერთხელ წერილობით ათანხმებს მასალების შესყიდვისა და მოწოდების გეგმა- გრაფიკს, ხოლო შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული ხორციელდება 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში. მითითებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, ხოლო მითითებული ვადის 5 (ხუთი) კალენდარული დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
3.9 ნებისმიერი ტიპის გეგმის კონტროლი, რომელიც ეხება სამუშაოების ვადაში მართვას, ხორციელდება შემსყიდველის და მიმწოდებლის მხრიდან ვადების მართვაზე პასუხისმგებელი პირების ერთობლივი ინსპექტირების საშუალებით.
3.10 აუცილებლობის შემთხვევაში, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე მხარემ ინსპექტირების პროცესში შესაძლებელია დაისწროს მიმწოდებლის ან/და შემსყიდველის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი (ზედამხედველი, არქიტექტორი, ფინანსისტი და ა.შ.).
3.11 ინსპექტირება ხორციელდება შემსყიდველის ინიციატივით ნებისმიერ დროს.
3.12 ინსპექტირების აქტზე მიმწოდებლის მხრიდან ხელმოწერაზე უარის თქმა არ წარმოადგენს ინსპექტირების აქტის იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტად მიჩნევის საფუძველს, თუ მასში მოცემული ვადის დარღვევის
ფაქტი დასტურდება დოკუმენტური და ვიზუალური მასალით და ინსპექტირებაში შემსყიდველის მხრიდან მონაწილე პირების ხელმოწერით.
3.13 გენერალური გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების ვადების ყოველი დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
3.14 პროექტის გენერალური გეგმა-გრაფიკის 2-ჯერ დარღვევის შემთხვევაში ან/და შემსყიდველის შეფასებით, პროექტის ჯამური ვადის გადაცდენის საშიშროების არსებობის შემთხვევაში ობიექტური გარემოებების და საპატიო მიზეზების არ არსებობის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს მიმწოდებელს წაუყენოს სამუშაო რესურსების დამატების, სამუშაო რეჟიმის ცვლილების (ზრდის ღამის ცვლებად მუშაობის) მოთხოვნა ან მისი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება.
3.15 პროექტის გენერალური გეგმა-გრაფიკის დარღვევა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება საპატიოდ, თუ მიმწოდებელი დარღვევის მომენტიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში წარადგენს მყარ არგუმენტაციას და ოფიციალურ დოკუმენტაციას დარღვევის მიზეზების ობიექტურობის შესახებ (მათ შორის ცნობებს სხვადასხვა უწყებებიდან დარღვევების გარდაუვალობის შესახებ).
3.16 სამუშაოების საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,05% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხის მართვა.
4.1 გენერალური გეგმა გრაფიკის შეთანხმებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეთანხმდეს 30 (ოცდაათი) დღიან პერიოდზე განსაზღვრული ხარისხის კონტროლის ერთობლივი გეგმა, რომლითაც იხელმძღვანელებენ მხარეები.
4.2 ხარისხის მართვის გეგმის განახლება უნდა განხორციელდეს ყოველ 30 (ოცდაათი) დღეში ერთხელ.
4.3 ხარისხის მართვის გეგმა გულისხმობს: ყველა მოქმედების ერთობლიობას, გაწერილს პროექტის გენერალური გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რომლებიც უნდა განხორციელდეს ხარისხზე პასუხისმგებელი პირების მიერ, რათა მაქსიმალურად მიიღწეულ იქნეს სამუშაოების შედეგების პროექტთან და საქართველოში აღიარებულ ზოგად სამშენებლო სტანდარტებთან შესაბამისობა.
4.4 ხარისხის მართვის გეგმა მოიცავს ობიექტებზე ან/და სამუშაოებზე შემსყიდველის მხრიდან შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ჩართვის დროს, რაოდენობას, სამუშაოების თანმიმდევრობას და ფორმას, რის საფუძველზეც მიმწოდებლის ხარისხის მართვაზე პასუხისმგებელ პირთან ერთად, შემოწმდება ხარისხის მდგომარეობა სამუშაოების წარმოებისა და მისი დამამათავრებელი ეტაპის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე.
4.5 მიმწოდებელთან ერთად, ხარისხის კონტროლის დროს, განსაკუთრებით ფარული სამუშაოების მონიტორინგის დროს, დგება ფარული სამუშაოების და ზოგადად სამუშაოების ინსპექტირების აქტი, რომელსაც ხელი ეწერება ორივე მხარის მიერ და თან ერთვის შესაბამისი დეტალური ფოტო-ვიზუალური მასალა. აღნიშნული აქტები და მასალა თავს იყრის როგორც მიმწოდებელთან, ისე შემსყიდველთან პროექტის ხარისხის კონტროლის მასალების პაკეტში ერთმანეთის პარალელურად. სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, ხარისხის კონტროლის აქტებს შესაძლოა დაერთოს მასალების ნიმუშები და მათი სერტიფიკატები.
4.6 იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირდება მნიშვნელოვანი გადახვევა პროექტში მოცემული საპროექტო გადაწყვეტილებებიდან და ასევე ზოგადსამშენებლო სტანდარტებიდან შემსყიდველთან შეუთანხმებლად, შემსყიდველი უფლებამოსილია შეაჩეროს სამუშაოები, საკმარისი საფუძვლის არსებობისას მოითხოვოს შემსრულებლ(ებ)ისა და მუშახელის შეცვლა ან ხელშეკრულების შეწყვეტა.
4.7 იმ შემთხვევაში თუ, მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმების გარეშე, ასრულებს სამუშაოებს, რომლებიც სცილდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაო მოცულობებს ან/და ახორციელებს ახალ სამუშაოებს, მაშინ შემსყიდველს არ წარმოეშვება ამ სამუშაოების ღირებულების ანგარიშსწორების ვალდებულება, იმის მიუხედავად, ემსახურებოდა თუ არა აღნიშნული სამუშაოები პროექტით განსაზღვრული საბოლოო შედეგის მიღწევას.
4.8 მიმწოდებელი უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით ხარისხთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას უხარისხობის ფაქტის შესაბამისი აქტით დაფიქსირებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში ან/და შემსყიდველთან წერილობით შეთანხმებულ სხვა ვადაში, თუ აღნიშნულ პროცესს სჭირდება 5 (ხუთი) სამუშაო დღეზე მეტი. განსაზღვრულ ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით და მიეცემა დამატებით გონივრული ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად, დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მიმწოდებელი კვლავ დაჯარიმდება 1500
ლარის ოდენობით, ხოლო მესამე შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
4.9 იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო დოკუმენტაციით არ არის მოცემული სამუშაოების წარმოების ტექნოლოგიის რაიმე ტიპის გადაწყვეტა, მაშინ მიმწოდებელი ხელმძღვანელობს საქართველოში აღიარებული სტანდარტებით ან/და შემსყიდველთან შეთანხმების გზით ახორციელებს შესაბამის სამუშაოს.
4.10 არასტანდარტული გადაწყვეტილების შეთანხმებისათვის, მიმწოდებელი აგზავნის ოფიციალურ შეტყობინებას შემსყიდველთან. წერილობით შეტყობინებაში მითითებულ უნდა იქნეს თუ როგორ შეასრულებს არასტანდარტულ სამუშაოს და ასევე რა სტანდარტით იხელმძღვანელებს. შემსყიდველი წერილობით აცნობებს პასუხს მიმწოდებელს შეტყობინების მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში.
4.11 ხარჯთაღრიცხვაში ახალი ერთეულის ფასის შეტანა დაშვებულია მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის და შესაბამისი საექსპერტო ბიუროს, კერძოდ სსიპ - xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ აკრედიტირებული საექსპერტო ორგანიზაციის მიერ დაექსპერტებული ფასის მიხედვით, რომელთა მომსახურების ღირებულების ანაზღაურება წარმოადგენს მიმწოდებლის ვალდებულებას.
4.12 ხარჯთაღრიცხვის კორექტირება, სამუშაოების ერთეული ღირებულებების ექსპერტიზის გარეშე, შესაძლებელია მაშინ როდესაც არ იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება და ხარჯთაღრიცხვაში მოცემული სამუშაოს ერთეულის ღირებულებები (მასალები, ტრანსპორტი, ხელფასი).
4.13 ხარჯთაღრიცხვის კორექტირება ხორციელდება საპროექტო დოკუმენტაციის ან/და მოცულობათა უწყისის ცვლილების საფუძველზე, რომლებსაც პროექტის ცვლილებიდან გამომდინარე ცვლის (აკორექტირებს) საპროექტო ორგანიზაცია ან/და მის მიერ ოფიციალურად დელეგირებული მხარე.
4.14 ხელშეკრულების საერთო ღირებულების ზრდა, შესაძლებელია არაუმეტეს 10%-სა და მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, როდესაც იცვლება საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მოცულობები ან/და დგება ახალი სახეობის სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა.
4.15 სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების დროს, ყველა ტიპის ზიანზე ან/და დანაკარგზე, რომელიც გამოწვეულია პროცესში ბუნებრივი მოვლენებით, შემსყიდველისგან დამოუკიდებელი ფაქტორების ზემოქმედებით, პასუხისმგებელია მიმწოდებელი და ვალდებულია შემსყიდველთან წერილობით შეთანხმებით გონივრულ ვადაში აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით. დარღვევის აღმოფხვრის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ერთჯერადად 1500 ლარის ოდენობით, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მიმწოდებელი კვლავ დაჯარიმდება 1500 ლარის ოდენობით, ხოლო მესამედ ვადაგადაცილების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
4.16 ხარისხზე ზედამხედველობას გარდა შემსყიდველისა ახორციელებს საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენელი - პროექტის ავტორი. საავტორო ზედამხედველობის ანაზღაურება ხდება ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ღირებულებით, რაც ასახულია საპროექტო ხარჯთაღრიცხვაში.
4.17 მიმწოდებელი ვალდებულია ყველა ის სამუშაო, რომელიც უკავშირდება ატმოსფერული ნალექებით, ქარით გამოწვეულ დისკომფორტისგან დაცვას, სანიტარული წერტილების ვენტილირებად ფუნქციონირებას, ბუნებრივი აირმომარაგებისა და ელექტროგაყვანილობების უსაფრთხო ექსპლუატაციას ან სხვა სამუშაოებს, შეასრულოს მთლიანად საკუთარი პასუხისმგებლობით, ფუნქციონალურად უნაკლოდ. დარღვევის აღმოფხვრის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ერთჯერადად 1500 ლარის ოდენობით, ხოლო დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მიმწოდებელი კვლავ დაჯარიმდება 1500 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
4.18 თუ მიმწოდებელი მისთვის გადაცემული საპროექტო დოკუმენტაციას აფასებს ხარვეზიანად და მიიჩნევს, რომ სამუშაოების ფუნქციონალურად უნაკლოდ შესასრულებლად, იგი არ იძლევა საკმარის საფუძველს, დაუყოვნებლივ უნდა დააყენოს შემსყიდველთან დოკუმენტაციის ადეკვატურად კორექტირების საკითხი და შეწყვიტოს მუშაობა სრულფასოვანი დოკუმენტაციის მიღებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვალდებულია ყველა ხარჯი, რაც გამოწვეულია მის მიერ შესრულებული სამუშაოების ფუნქციონალური გაუმართაობის აღმოფხვრასთან, აანაზღაუროს მთლიანად.
4.19 მიმწოდებელი ვალდებულია: საპროექტო დოკუმენტაციით განუსაზღვრელი სტანდარტით შესასრულებული სამუშაოების (ხის, ლითონის, ქვის დეტალების, ნაძერწი ფიგურების რესტავრაციის, საცრემლეების, წვიმასატარი მილების, მუხლების, ძაბრებისა და ღარების, მათი სამაგრების დამზადება-მოწყობის, გადახურვის სიბრტყეებზე თუნუქის შეერთებების ნაწიბურების მდგარი და დაწვენილი ნარიმანდების, კარ- ფანჯრების ბლოკების ალათებისა და ნაოთხალების მდგომარეობის, სიბრტყითი ზედაპირების ვერტიკალური და ჰორიზონტალური უსწორობების, კედლებისა და კარნიზების, სწორხაზოვანი ნაკეთობებისა და სხვა მსგავსი
სახეობების, საღებავით ზედაპირების დაფარვის ინტენსივობის გადახრების დასაშვები სტანდარტები და ა.შ. ) შესრულების სტანდარტები შეათანხმოს ტექნიკურ ზედამხედველთან ან შემსყიდველის სხვა უფლებამოსილ წარმომადგენელთან წერილობით.
4.20 მხარეები თანხმდებიან, რომ მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, სამუშაოების შესრულების ან/და მასალების ხარისხის შეუსაბამობაზე შემსყიდველისგან მიღებული პრეტენზია დააკმაყოფილოს სამუშაოების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, იმ შემთხვევაშიც კი თუ წინა ეტაპზე (ეტაპებზე) მიღება-ჩაბარების აქტით მიღებულ სამუშაოებზე შეუსაბამობები ხარისხთან მიმართებაში გამოვლინდა მხოლოდ შემდგომ პერიოდში. დარღვევის აღმოფხვრის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ერთჯერადად 1500 ლარის ოდენობით, ხოლო დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მიმწოდებელი კვლავ დაჯარიმდება 1500 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
4.21 სამუშაოების შესრულების პროცესში მასალები და მოწყობილობები უნდა იყოს მაღალხარისხიანი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ან/და მსგავსი სამუშაოებისათვის ამ სფეროში საქართველოში აღიარებულ სტანდარტებს, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით/სერტიფიკატებით.
4.22 მიმწოდებელი ვალდებულია ყველა სამუშაო, რაც დაკავშირებულია რესტავრაციის პროცესთან, მათ მიღებამდე, წარმოების პროცესშივე, საავტორო მოთხოვნებთან ხარისხის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, შეუთანხმოს საპროექტო ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ პირს. დარღვევის აღმოფხვრის ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ერთჯერადად 1500 ლარის ოდენობით, ხოლო დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მიმწოდებელი კვლავ დაჯარიმდება 1500 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
4.23 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის უფლებამოსილ პირთან - ხარისხის კონტროლზე პასუხისმგებელ პირთან შეათანხმოს სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალების, მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები. თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალა-მოწყობილობა ან შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და საქართველოში აღიარებული სტანდარტების მოთხოვნებს, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით წარმოადგინოს სხვა მისაღები მასალა-მოწყობილობა ან/და გამოასწოროს ან სხვაგვარად შეასრულოს სამუშაო.
5. სამშენებლო სამუშაოების მიღება.
5.1 შესასყიდი ობიექტის მიღება წარმოებს შუალედური ან/და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
5.2 შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება ხდება წერილობითი ფორმით მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელის მოწერით, მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოსა და გაწეული ხარჯების (არაუმეტეს ხელშეკრულებით და ხარჯთაღრიცხვით დადგენილი ერთეული ღირებულების) შესაბამისად წარმოდგენილი სამუშაოთა შესრულების ფორმა N2-ის საფუძველზე.
5.3 თუ შუალედური ან/და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღი დაემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება შესაძლოა განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს, რაც არ ჩაითვლება მიწოდების ვადის გადაცილებად.
5.4 შემსყიდველი უფლებამოსილია განაცხადოს უარი უხარისხო (წუნდებული), ან არასრული თანმხლები დოკუმენტაციის მქონე შესყიდვის ობიექტის მიღებაზე და მის ანაზღაურებაზე, მანამ სანამ არ მოხდება წუნის გამოსწორება ან თანხმლები დოკუმენტაციის სრულყოფა.
5.5 შესრულებული სამუშაოების მიღების აქტს - ფორმა N2-ს, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობებისა და ხარჯთაღრიცხვის ფასების მიხედვით ადგენს მიმწოდებელი.
5.6 მიმწოდებელი, შესრულებული სამუშაოს ფორმა N2-ს შემსყიდველს წარუდგენს შემდეგი სახით: ელექტრონული ვერსია - 1 ცალი კომპაქტური დისკის (CD) სახით, 2 ეგზემპლარს ნაბეჭდი ვერსიის სახით.
5.7 შემსყიდველის წარმომადგენელი - ტექნიკური ზედამხედველი, ადასტურებს წარმოდგენილ ფორმა N2-ში აღწერილ სამუშაოების სახეობებს, მოცულობებს და ერთეული ფასების შესაბამისობას ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ ფასებთან.
5.8 მიმწოდებელი ვალდებულია: მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების პარალელურად, წარმოუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად).
5.9 ზედამხედველი ვალდებულია: ფარული სამუშაოების წარმოებისას, შეადგინოს დაფარული სამუშაოების აქტი საპროექტო ორგანიზაციისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მონაწილეობით.
6. ანგარიშსწორების პირობები
6.1 ანგარიშსწორების ვალუტაა ქართული ლარი.
6.2 ანგარიშსწორების ფორმაა უნაღდო, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად.
6.3 შემსყიდველი ვალდებულია შუალედური ან/და საბოლოო ანგარიშსწორება მოახდინოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით შუალედური ან/და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
6.4 თუ ანგარიშსწორება უნდა შესრულდეს არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს, რაც არ ჩაითვლება გადახდის ვადის გადაცილებად.
6.5 წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია შემსყიდველთან შეთანხმებით, ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 30%-ის ოდენობით.
6.6 მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხები გამოიყენოს მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.
6.7 შემსყიდველი უფლებამოსილია აამოქმედოს ავანსის უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, თუკი შეწყვეტის მომენტისათვის მიმწოდებელს არა აქვს დაქვითული გაცემული ავანსი ან მისი ნაწილი.
6.8 შემსყიდველის მიერ გაცემული ავანსის გაქვითვა განხორციელდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.
6.9 ავანსის სახით წინასწარი ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მიმწოდებლის მიერ საავანსო თანხის იდენტური ოდენობის (თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლის შემთხვევაში იდენტური თანხის 50%-ის ოდენობით) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული გამოუთხოვადი და უპირობო საბანკო გარანტიის (გარდა იმ დაწესებულებ(ებ)ის მიერ გაცემული გარანტიისა, რომლებთანაც შემსყიდველს აქვს სასამართლო დავა) წარმოდგენიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში (საავანსო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას).
6.10 იმ შემთხვევაში თუკი, წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გარანტია წარმოდგენილი იქნება უცხოურ ვალუტაში და სავალუტო კურსის ცვლილება (ლარის გამყარება) გამოიწვევს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების შესაბამის პროცენტულ ოდენობასთან მიმართებით საბანკო გარანტიის ღირებულების ეროვნულ ვალუტაში (ლარში) შემცირებას, მიმწოდებელი ვალდებული იქნება გაზარდოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის ღირებულება და წარუდგინოს იგი შემსყიდველს ყოველი ასეთი შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანს 10 სამუშაო დღის ვადაში.
6.11 იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ არ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებას ექსპერტიზის შედეგად დადგენილი ღირებულების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია სამუშაოთა აუთვისებელ მოცულობების შესრულებაზე და მის გადახდაზე.
7. უსაფრთხოება და გარემოს დაცვა.
7.1 მუშებსა და ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს უნდა ჰქონდეს სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებები.
7.2 სამშენებლო ობიექტზე მყოფი ყველა პიროვნება ვალდებულია ეხუროს დამცავი ჩაფხუტი, ჩაფხუტის და სხვა დამცავი საშუალებების გარეშე მუშები და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი სამუშაოზე არ დაიშვებიან.
7.3 სამშენებლო ობიექტზე მომუშავე მუშები და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სანიტარულ-საყოფაცხოვრებო პირობებით.
7.4 მშენებლობის ყველა ობიექტზე გამოყოფილი უნდა იყოს ადგილი ან სათავსი სამედიცინო აფთიაქის და სხვა პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენი საშუალებების განსათავსებლად.
7.5 სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ყველა მუშაკმა დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული შრომის დაცვის მოთხოვნები.
7.6 უცხო და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირთა დაშვება სამშენებლო მოედანზე აკრძალულია.
7.7 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით ასეთი სამუშაოებისათვის დადგენილი ნორმებისა და სტანდარტების სრული დაცვით - უზრუნველყოს სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოება, მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციისა და მტვრის გავლენა, სამუშაო ტერიტორიაზე მოაწყოს შესაბამისი ნიშნები და გამაფრთხილებელი წარწერები, მუშა- მოსამსახურეები აღჭურვოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, მშენებლობის პროცესში გაანათოს შენობა და შემოსაზღვროს ის სამშენებლო დამცავი ბადით, სამშენებლო ტერიტორია შემოსაზღვროს სტაციონარული ღობით და სხვა; დაამზადოს და სამშენებლო მოედნის მიმდებარე ადგილებზე განათავსოს საპროექტო ობიექტის შესახებ ინფორმაციის ვრცელი ბანერები;
7.8 სამუშაოების დაწყებამდე აღრიცხოს სამშენებელო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავები და სამუშაოების შესრულების პერიოდში დაიცვას ისინი ნებისმიერი ზემოქმედებისაგან და დაზიანებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების წარმოების პროცესში საჭირო გახდება მათი მოჭრა ან გადარგვა, აღნიშნული საკითხი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან;
ა) გადაიხადოს სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში მოხმარებული ენერგორესურსებისა და წყლის ღირებულებები/საფასური მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების და ტექნიკური პირობის გათვალისწინებით;
ბ) მშენებლობის პროცესში საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ობიექტის დაცვა;
გ) სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში მიმწოდებლის მიზეზით გამოწვეული ხარვეზები, დაზიანებები და გარემოს დაბინძურებით გამოწვეული გაწმენდა/დასუფთავების სამუშაოები განახორციელოს საკუთარი ხარჯებით შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა.
8. სამშენებლო სამუშაოებით დაინტერესებული სხვა მხარეების სწორად ინფორმირება.
8.1 მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია გასცეს მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით, რათა თავიდან აცილებულ იქნას ამ სამუშაოებით დაინტერესებული პირების არასწორი ინფორმირება.
8.2 ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ყოველ ასეთ დარღვევაზე ჯარიმა ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით.
9. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
სასამართლო დავა)
(გარდა იმ დაწესებულებ(ებ)ის მიერ გაცემული გარანტიისა, რომლებთანაც შემსყიდველს აქვს
9.1 იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული საბანკო გარანტია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის (თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებლის შემთხვევაში 2,5%-ის ოდენობით) ოდენობით
, რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს სამუშაოების ვადის დასრულებიდან არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის ვადის ამოწურვამდე, მიმწოდებელი ვალდებულია ვადა გაზარდოს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღამდე.
9.2 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო გარანტია გამოიყენება ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო.
9.3 გარანტია უნდა იყოს უპირობო, ე.ი. გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებისა და მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე.
9.4 ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულების შემდეგ
(მიღება-ჩაბარების საბოლოო აქტის გაფორმების შემდეგ), შემსყიდველი დაუბრუნებს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას მოთხოვნისთანავე.
9.5 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი გამოიყენებს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო საბანკო გარანტიას სრული ოდენობით. ამ შემთხვევაში საბანკო გარანტიის ამოქმედება მიმწოდებელს არ ათავისუფლებს შემსყიდველისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან.
9.6 მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (ფორს-მაჟორული გარემოებები) ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებლის მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამოუყენებელი ნაწილი.
9.7 იმ შემთხვევაში თუკი, ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი იქნება უცხოურ ვალუტაში და სავალუტო კურსის ცვლილება (ლარის გამყარება) გამოიწვევს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების შესაბამის პროცენტულ ოდენობასთან მიმართებით საბანკო გარანტიის ღირებულების ეროვნულ ვალუტაში (ლარში) შემცირებას, მიმწოდებელი ვალდებული იქნება გაზარდოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის ღირებულება და წარუდგინოს იგი შემსყიდველს ყოველი ასეთი შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანს
10 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში შესაბამისი ღირებულების საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
9.8 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ან შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველის და მიმწოდებლის მიერ ფორმდება შესაბამისი აქტი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ხელშეკრულების შეუსრულებლობის მიზეზები, რის შემდგომაც შემსყიდველის შეხედულებისამებრ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტირების მექანიზმი. თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აღნიშნული აქტის შედგენაში მონაწილეობაზე, ხსენებული ფიქსირდება ამავე აქტში და იგი იწვევს იმავე სამართლებრივ შედეგებს, რასაც გამოიწვევდა მიმწოდებლის წარმომადგენლის მონაწილეობით შედგენილი აქტი.
10. შესყიდვის ობიექტის ხარისხის გარანტია
10.1 შესასყიდი ობიექტის ხარისხი უნდა იყოს მაღალი და შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
10.2 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესრულებული სამშენებლო სამუშაოების საგარანტიო მომსახურება სამუშაოების დასრულებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში (საგარანტიო ვადა).
10.3 სამუშაოს დასრულების შემდეგ ობიექტის სწორი ექსპლოატაციის პირობებში საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებლის უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით ან უხარისხო სამშენებლო მასალის გამოყენებით გამოწვეული ექსპლუატაციის პირობებში ნაკლის/ხარვეზის (წუნი, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ნაკლი/ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით გონივრულ ვადაში.
შემსყიდველს აქვს სასამართლო დავა)
(გარდა იმ დაწესებულებ(ებ)ის მიერ გაცემული გარანტიისა, რომლებთანაც
10.4 მიმწოდებელი ვალდებულია საბოლოო ანგარიშსწორებამდე წარმოადგინოს ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი გარანტია
, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2,5%-ის ოდენობით. უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ საგარანტიო ვადის მოქმედებისა უნდა აღემატებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღს. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებლის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ხარისხის უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველი იტოვებს უფლებას საბოლოო ანგარიშსწორებისას დააკავოს ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიის იდენტური თანხა და უზრუნველყოს მისი გადახდა, მხოლოდ მიმწოდებლის მიერ ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის ან/და საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომ.
10.5 თუ მიმწოდებელი არ ასრულებს წინამდებარე მუხლის 10.3. პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაშინ მოხდება 10.4. პუნქტით განსაზღვრული გარანტიით გათვალისწინებული თანხის შემსყიდველის სასარგებლოდ გადახდა სრულად.
10.6 თუ ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი 10.4. პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 2,5 %-
ზე მეტი ოდენობით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას ნაკლი/ხარვეზი (წუნი, დეფექტი) საკუთარი ხარჯებით გონივრულ ვადაში.
11. სხვა პირობები
11.1 მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების სრული ან/და ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში, რომლის დროსაც შეუძლებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
11.2 „დაუძლეველი ძალის“ ქვეშ იგულისხმება გარემოებები, რომლებიც არ არსებობდნენ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დროს და რომელთა დადგომა და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ და გადაელახათ, კერძოდ: წყალდიდობა, მიწისძვრა, ომი და საომარი მოქმედებები, სახელმწიფო ორგანოების მოქმედება, დაკავშირებული საკანონმდებლო/კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებასა და ცვლილებებთან, რომლებიც აუარესებენ მხარეთა სამართლებრივ სტატუსს და რეჟიმს.
11.3 დაუძლეველი ძალის მოქმედებისას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაიწევს შესაბამისი გარემოებების მოქმედების ვადით.
11.4 მხარემ, რომლისთვისაც ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო შეუძლებელი შეიქმნა ვალდებულებების შესრულება ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ამ გარემოებების დადგომიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, წერილობით აცნობოს მეორე მხარეს.
11.5 შეუტყობინებლობის ან/და დაგვიანებით შეტყობინების შემთხვევაში მხარე კარგავს უფლებას, დაეყრდნოს ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძველს.
11.6 შეტყობინებაში მითითებული ფაქტები დადასტურებულ უნდა იქნეს კომპეტენტური ორგანოების მიერ. დადასტურება არ არის საჭირო, თუ აღნიშნული ფაქტები ცნობილია საზოგადოდ.
11.7 დაუძლეველი ძალის ერთ თვეზე მეტი ხნით გაგრძელების შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ ცალმხრივად გადაწყვიტონ ხელშეკრულების ბედი.
11.8 ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე.
11.9 ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს გადაწყვეტილების საფუძველი და ამოქმედების თარიღი, მისი მიღებიდან 10 (ათი) კალენდარულ დღეში.
11.10 შემსყიდველს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში:
ა) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში;
ბ) ეტაპობრივად განსახორციელებელი სამუშაოების მიწოდების ვადის 10 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში;
გ) თუ შემსყიდველი მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
11.11 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და მისი არაჯეროვანი შესრულების გამო შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელი არ თავისუფლდება მიყენებელი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
11.12 ხელშეკრულებაში დამატებების ან/და ცვლილებების შეტანა მხარეთა ურთიერთშეთანხმების გზით შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
11.13 წინამდებარე ხელშეკრულების დანართები წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით შემადგენელ ნაწილს.
11.14 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია 2 (ორი) თანაბარ იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი ინახება შემსყიდველთან, ხოლო ერთი მიმწოდებელთან.
12. მხარეთა ხელმოწერები
შემსყიდველი მიმწოდებელი
ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდი შპს " "
დირექტორი დირექტორი