2.3. შესყიდვის ობიექტის კლასიფიკატორის (CPV) კოდი: 44423450 – სახელიანი ფირფიტები (CPV კოდი 44400000 -
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №61
ქ. ზუგდიდი 20 აგვისტო, 2020 წელი.
ერთი მხრივ, სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (შემდგომში, ხელშეკრულების ტექსტში _ შემსყიდველი), მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ზაალ ქორთუას სახით და მეორე მხრივ, შპს ,,ულტრამარინი (შემდგომში, ხელშეკრულების ტექსტში _ მიმწოდებელი), მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის, დირექტორის xxxx xxxxxxx სახით, ორივე ერთად წოდებული როგორც _ მხარეები,
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის საშულებით ვდებთ ამ ხელშეკრულებას (შემდგომში, ხელშეკრულების ტექსტში _ ხელშეკრულება) შემდეგზე:
1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები
ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1. „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ _ შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და დამატებებით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.
1.2. „ხელშეკრულების ღირებულება“ ნიშნავს საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის.
1.3. „შემსყიდველი ორგანიზაცია“ ნიშნავს ორგანიზაციას (დაწესებულებას), რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.4. „მიმწოდებელი“ ნიშნავს პირს, რომელიც ახორციელებს საქონლის მიწოდებას, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში.
1.5. „დღე,“ „კვირა,“ „თვე“ ნიშნავს კალენდარულ დღეს, კვირას, თვეს.
1.6. „ფასების ცხრილი“ _ ხელშეკრულების დანართი, რომელშიც განისაზღვრება შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრები, რაოდენობა/მოცულობა და ღირებულება.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. ხელშეკრულების საგანია, უნივერსიტეტის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული სახსრებით, შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისაგან უნივერსიტეტის ორგმინის ლოგოს (შემდგომში, ხელშეკრულების ტექსტში _ შესყიდვის ობიექტი) შესყიდვა.
2.2. მიმწოდებელი ვალდებულებას კისრულობს მიაწოდოს და გადასცეს საკუთრებაში შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტი, ხოლო შემსყიველი ვალდებულებას კისრულობს მიიღოს და აუნაზღაუროს შესყიდვის ობიექტის ღირებულება, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
2.3. შესყიდვის ობიექტის კლასიფიკატორის (CPV) კოდი: 44423450 – სახელიანი ფირფიტები (CPV კოდი 44400000 -
სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკაშირებული საგნები).
3. შესყიდვის ობიექტის დასახელება
3.1. ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, აღწერილობა მოცემულია დანართში, რომელიც თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
4. ხელშეკრულების ღირებულება
4.1. შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო თანხა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისა და ტრანსპორტირების ხარჯების გათვალისწინებით შეადგენს 680 (ექვსას ოთხმოცი) ლარს (შემდგომში, ხელშეკრულების ტექსტში _ ხელშეკრულების ღირებულება).
5. შესყიდვის ობიექტის ხარისხი და გარანტია
5.1. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ მიწოდებული ობიექტის ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს. საგარანტიო ვადა ვრცელდება მხარეებს შორის მიღება ჩაბარების ხელმოწერიდან 12 თვის განმავლობაში.
6. შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობები
6.1. შესყიდვის ობიექტის სრულად მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
6.2. მიმწოდებელი უფლებამოსილია ვადაზე ადრე დაასრულოს და ჩააბაროს შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტი.
6.3. მიწოდების ადგილია: ქ. ზუგდიდი, ჯანაშიას ქ. №14, სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის შენობა.
7. მიღება-ჩაბარების წესი
7.1. შესყიდვის ობიექტი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
7.2. შესყიდვის ობიექტის მიღება და საბოლოო შემოწმება მოხდება მიწოდების ადგილზე.
7.3. შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს ტექნიკური კონტროლი ან/და გამოცადოს შესყიდვის ობიექტი, რათა დარწმუნდეს მათ შესაბამისობაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.
7.4. შესყიდვის ობიექტის მიღების ან/და საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას, წუნდებული შესყიდვის ობიექტის ახლით შეცვლას, საკუთარი ხარჯებით, უზრუნველყოფს მიმწოდებელი, მისი გამოვლენიდან უმოკლეს ვადაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაოდენობისა პირობების შესაბამისად.
7.5. შემსყიდველი ვალდებულია ოპერატიულად, აცნობოს მიმწოდებელს საბოლოო შემოწმების შედეგები, დაწუნებული შესყიდვის ობიექტის რაოდენობისა და წუნდების მიზეზის მითითებით.
7.6. ხელშეკრულების ობიექტის მიღებას ახორციელებენ შემსყიდველისა და მიმწოდებლის მიერ საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებიც შესყიდვის ობიექტის მიღების შედეგების მიხედვით აფორმებენ მიღება-ჩაბარების აქტს.
8. ანგარიშსწორების ფორმა და წესი
8.1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, თანხის გადარიცხვის ფორმით მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, რომელიც მითითებულია წინამდებარე ხელშეკრულებაში.
8.2. ანგარიშსწორება იწარმოებს, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის გათვალისწინებით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული საგადასახადო დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან/და სხვა დოკუმენტები) საფუძველზე.
8.3. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის გათვალისწინებით შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან და საგადასახადო დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან/და სხვა დოკუმენტები) დადასტურებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
9. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
9.1. შემსყიდველი ვალდებულია:
9.1.1. უზრუნველყოს მისთვის გადაცემული შესყიდვის ობიექტის შესაბამისი ანაზღაურების გადახდა მიმწოდებლისათვის, წინამდებარე ხელშეკრულების პირობათა სრული დაცვით.
9.1.2. შესყიდვის ობიექტის მიწოდებისთანავე გააფორმოს მიღება-ჩაბარების აქტი.
9.2. შემსყიდველი უფლებამოსილია:
9.2.1. მიმწოდებლისგან მოითხოვოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ობიექტის ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობითა და ვადაში მიღება.
9.2.2. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობის შემთხვევაში შეწყვიტოს ხელშეკრულება.
9.2.3. მიმწოდებლისაგან მოითხოვოს მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესახებ დადგენილი ფორმის მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმება.
9.3. მიმწოდებელი ვალდებულია:
9.3.1. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობითა და ღირებულებით მიაწოდოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო შესყიდვის ობიექტი.
9.3.2. დაუყოვნებლივ აცნობოს შემსყიდველს იმ მოსალოდნელ მოვლენებთან და გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედონ შესყიდვის ობიექტის მიწოდებაზე.
9.3.3. დაუყოვნებლივ აცნობოს შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობისა ან/და ხელისშემშლელ დაბრკოლებათა შესახებ.
9.4. მიმწოდებელი უფლებამოსილია:
9.4.1. შემსყიდველისაგან მოითხოვოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულება.
10. უფლებების გადაცემა
10.1. მიმწოდებელს არა აქვს უფლება შემსყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი.
11. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის შესაძლებლობა
11.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, მათ შორის ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
11.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე (ათი პროცენტი) მეტი ოდენობით გაზრდა.
12. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
12.1. ხელშეკრულების დამდებ არც ერთი მხარეს არა აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები.
12.2. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებლი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლის გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
12.3. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
13. შეტყობინება
13.1. ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე, ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, გაიგზავნება წერილის, ფაქსის ან ელექტრონული სახით, ორიგინალის შემდგომი წარმოდგენით, მეორე მხარის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე.
13.2. შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.
14. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
14.1. ხელშეკრულების შესრულების პროცესში, მხარეთ წინაშე წარმოშობილი დაბრკოლების გამო, ნაკისრი ვალდებულებების ვერ ან არაჯეროვნად შეუსრულებლობის საფრთხის შესახებ, მხარე ვალდებულია წერილობით აცნობოს მეორე მხარეს შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ. ხოლო შეტყობინების მიმღები მხარე კი ასევე, დაუყოვნებლივ აცნობებს თავის გადაწყვეტილებას, აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
14.2. იმ შემთხვევაში, თუკი ხელშეკრულების პირობების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის გზით.
15. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა (პასუხისმგებლობა)
15.1. ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან/და დაგვიანებით შესრულება გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
15.2. მიწოდების ვადების დარღვევის შემთხვევაში, თუ სხვა ვადებს მხარეები არ შეათანხმებენ წერილობით, ყოველი დაგვიანებული დღისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით.
15.3. მიმწოდებლის მიერ მიწოდების ვადების 5 (ხუთი) კალენდარულდღეზე მეტი დღით გადაცდენის ან ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და დააჯარიმოს მიმწოდებელი შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი თანხის 10%-ის ოდენობით.
15.4. შესყიდვის ობიექტის მიწოდებისას დეფექტის ან ნაკლის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ნაკლოვანების აღმოჩენიდან, საამისოდ აუცილებელ გონივრულ ვადაში, მიიღოს საჭირო ზომები ხარვეზის გამოსასწორებლად, ხოლო აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია არ გადაუხადოს მიმწოდებელს ხელშეკრულების ღირებულება და მოითხოვოს, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია გადაუხადოს შემსყიდველს ჯარიმა, შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი თანხის 10%-ის ოდენობით.
15.5. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მიმწოდებელს საჯარიმო თანხის გადახდა, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%-ის ოდენობით.
15.6. საჯარიმო სანქციების გადახდა უნდა მოხდეს შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
15.7. შემსყიდველი უფლებას იტოვებს მოახდინოს პირგასამტეხლოს გამოქვითვა მიმწოდებლისათვის ასანაზღაურებელი თანხიდან ან სახელშეკრულებო ღირებულებიდან დაუკავოს თანხა, გადასახდელი პირგასამტეხლოს ორმაგ ოდენობამდე, დაკისრებული ჯარიმის სრულ დაფარვამდე.
15.8. წინამდებარე ხელშეკრულების მოცემული პუნქტებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისგან.
15.9. პასუხისმგებლობის სხვა ფორმები, რაც არ არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებაში, განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
16. ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა
16.1. შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების სრული ან ცალკეული პირობების მოქმედება, მიმწოდებლისათვის ვალდებულებების შეუსრულებლობის წერილობითი შეტყობინების შემდეგ:
16.1.1. თუ მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან შემსყიდველის მიერ გაგრძელებულ ვადებში არ შეუძლია მიაწოდოს მთელი შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი;
16.1.2. თუ მიმწოდებელს არ შეუძლია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული, რომელიმე ვალდებულება;
16.1.3. თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
16.1.4. მიმწოდებლის მიერ მიწოდების ვადების 5 (ხუთი) კალენდარულ დღეზე მეტი დღით გადაცდენის შემთხვევაში;
16.1.5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
16.2. ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მხარეს ეცნობება წერილობით ხელშეკრულების (ან მისი ნაწილის) შეწყვეტამდე 2 (ორი) დღით ადრე მაინც, ამასთნ უნდა მიეთითოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი და მისი ამოქმედების თარიღი.
16.3. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა, არ ათავისუფლებს მიმწოდებელს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისგან.
16.4. ამ მუხლის 16.1. პუნქტში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტობრივად მიღებულიშესყიდვის ობიექტის ღირებულება.
17. ფორს-მაჟორი
17.1. ხელშეკრულების დამდები, რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორს-მაჟორული გარემოების შედეგი.
17.2. ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა ან/და მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან ან/და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და ტვირთის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
17.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
17.4. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობა ავტომატურად არ იწვევს ხელშეკრულების გაუქმებას. მხარეები ვალდებულნი არიან განსაზღვრონ წინამდებარე ხელშეკრულების ფორს-მაჟორულ მოვლენებთან მისადაგების საკითხი.
17.5. ფორს-მაჟორული გარემოებების შეწყვეტისთანავე მხარეები დაუყოვნებლივ აგრძელებენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
17.6. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის პირობებში, ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, თუ მხარეთა შორის არ იქნა მიღწეული სხვაგვარი შეთანხმება.
17.7. თუ სახელშეკრულებო ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობის პირობები გაგრძელდება სამ თვეზე მეტ ხანს, მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულების მოქმედება, კომპენსაციის უფლების მოთხოვნის გარეშე.
18. დავების გადაწყვეტის წესი
18.1. ხელშეკრულების შესრულებისას მხარეთა შორის წამოჭრილი დავები ან აზრთა სხვადასხვაობა შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნას ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე.
18.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეები მიმართვენ სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
19. ხელშეკრულების ინსპექტირების პირობები
19.1. ხელშეკრულების კონტროლის, მიწოდებული ან მისაწოდებელი შესყიდვის ობიექტის მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებისა და მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისა და ხელშეკრულების
პირობების შესაბამისად მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირების საკითხებში მიმწოდებელთან ითანამშრომლებს შემსყიდველის მიერ ამისათვის გამოყოფილი ინსპექტირების ჯგუფი, შემდეგი შემადგენლობით: სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების საკოორდინაციო ჯგუფის წევრი xxxxxxx xxxxxxx;; სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი xxxxx xxxxxx;
19.2. ინსპექტირების ჯგუფი უფლებამოსილია შეამოწმოს მიწოდებული შესყიდვის ობიექტი, რათა განსაზღვროს მათი შესაბამისობა ხელშეკრულების მოთხოვნებთან.
20. დასკვნითი დებულებანი
20.1. საკითხები, რომლებიც არ არის რეგულირებული წინამდებარე ხელშეკრულებით, წყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
20.2. ხელშეკრულების დებულებებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წერილობითი გაფორმების შედეგად.
20.3. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე უფლების გამოუყენებლობა არ წარმოადგენს ამ უფლებაზე უარის თქმას.
20.4. ამ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის (ან მისი ნაწილის) გაუქმება არ იწვევს დანარჩენი პუნქტების გაუქმებას.
20.5. მხარეთა შორის ნებისმიერი შეტყობინება საჭიროებს წერილობით ფორმას. მხარეთა შორის ზეპირი შეტყობინებები ან/და შეთანხმებები სადაოობის, ურწმონოების ან უზუსტობების შემთხვევაში იურიდიული ძალის არმქონეა.
20.6. მხარეები ვალდებულნი არიან გაუფრთხილდნენ თითოეულის სახელს, საქმიან რეპუტაციას და ღირსებას, დაიცვან ერთობლივი საქმიანობის შედეგად მათთვის ცნობილი მეორე მხარის კონფიდენციალური ინფორმაცია.
20.7. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2020 წლის 30 ოქტომბრამდე ჩათვლით. თუ, ამ თარიღისათვის არ არის შესრულებული რომელიმე ვალდებულება ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების მომენტამდე.
20.8. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარუფლებიანი ძალის მქონე ეგზემპლარად და ძალაში შედის მხარეების მიერ მისი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით შესრულების ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის დღიდან, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ხელშეკრულების თითო ეგზემპლარი ინახება მხარეებთან, ელექტრონული დოკუმენტის სახით.
21. მხარეთა მისამართები, საბანკო რეკვიზიტები და ხელმოწერები
შ ე მ ს ყ ი დ ვ ე ლ ი მ ი მ წ ო დ ე ბ ე ლ ი
სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
იურიდიული და ფაქტიური მისამართი: ქ. ზუგდიდი, ჯანაშიას ქ. №14 საიდენტიფიკაციო კოდი: 220407888 საბანკო რეკვიზიტები: მიმღები ბანკი -
სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 32040510
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
.................................. /ზ. ქორთუა/
შპს ულტრამარინი – მისამართი თბილისი, დიდუბე,აკაკი წერეთლის 87გ.
საინდეტიფიკაციო კოდი – 402157606 საბანკო
რეკვიზიტები: სს „ საქართველოს ბანკი“, ბანკის კოდი:
XXXXXX00 ანგარიშის ნომერ: #
XX00XX0000000000000000
დირექტორი: /ბ. მაიერი/
დანართი
aRweriloba | raodenoba | mTliani Rirebuleba (ლარი) dRg-s CaTvliT (ტრანსპორტირების ჩათვლით) | |
1. orgminis logo, diametri 125 sm. amoserili da zemodan dakruli orgminis detalebiT, გარე მოხმარებისათვის. | 1 cali | 680 |
შ ე მ ს ყ ი დ ვ ე ლ ი
მ ი მ წ ო დ ე ბ ე ლ ი
eskhia State Teaching University of Zugdidi 6
სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
შპს ,,ულტრამარინი“
შოთ
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
ა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტე
.................................. /ზ. ქორთუა/
ტი/Shota M
დირექტორი: /ბ. მაიერი/
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი/Shota Meskhia State Teaching University of Zugdidi 7