სახელმწიფო შესყიდვის შესახებ CPV - 45112500;
ხელშეკრულება №.....
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ CPV - 45112500;
სატენდერო განცხადების ნომერი NAT ….....................
ქ. თბილისი 2018 წელი
შპს „xxxx xxxxxxx-ბაკურიანი“, შემდგომში - „შემსყიდველი“, წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxx xxxxxxxxx სახით და ....... .............. ( ), შემდგომში - „შემსრულებელი“, ორივე ერთად კი
წოდებული როგორც „მხარეები“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის,- “ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
1.1. “ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ” (შემდგომში -“ხელშეკრულება”) - შემსყიდველ ორგანიზაციასა და ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და დამატებით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები;
1.2. “ხელშეკრულების ღირებულება” - საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;
1.3. “შემსყიდველი ორგანიზაცია” (შემდგომში “შემსყიდველი”) - ორგანიზაცია (დაწესებულება), რომელიც ახორციელებს შესყიდვას;
1.4. “მიმწოდებელი”- პირი, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება ტენდერში და ახორციელებს სამუშაოებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში;
1.5. ”სამუშაო”– ხელშეკრულები მე-2 მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების საგანი, რომელიც უნდა შეასრულოს „შემსრულებელმა“;
1.6. “დღე”, “კვირა”, “თვე” - ნიშნავს კალენდარულ დღეს, კვირას, თვეს. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ხაზის გადასარბენ ბორჯომი-დაბის, 9 კილომეტრიანი ( 0კმ/პკ 1+8კმ/პკ10) უბნის პერიმეტრზე მიწის სამუშაოები:
✓ გრუნტის მოჭრა-გატანა;
✓ ჩამონაშალი გრუნტისა და ქვების დამუშავება/გატანა;
✓ ლიანდაგის მიმდებარედ მიწის ვაკისის მოწყობა;
✓ მოქმედი ლიანდაგის მიმდებარე ტერიტორიის მოსწორება;
✓ სამუშაო უბნის მთელს პერიმეტრზე გამავალი კიუვეტების გაწმენდა/მოწყობა;
✓ ლიანდაგის მიმდებარედ საშიში ადგილების ბალასტით ან/და მონაჭრელი მყარი გრუნტით შევსება.
✓ გაბიონის კალათის მოწყობა მავთულბადით (გამოსაყენებელი მასალა განსაზღვრულია დანართი №1-ით).
3. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება
3.1. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და ოდენობა განსაზღვრულია დანართ №1-ით. (ხარჯთაღრიცხვა), ხოლო რკინიგზის ხაზის უბანზე ჩამონაშალი გრუნტის მოჭრა/გატანის საორიენტაციო მოცულობები და წყალამრიდი კიუვეტის გაწმენდა/მოწყობის სქემა განსაზღვრულია დანართი №2-თ.
3.2. მოჭრილი გრუნტის გატანა/გადაყრის ადგილი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველის
წარმომადგენელთან.
3.3. სამუშაოების შესასრულებლად საჭირო მუშა ხელის დაქირავებას და სხვა რაიმე სახის დამატებითი თანმდევი სამუშაოების განხორციელებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი სახსრებით.
3.4. სამუშაოები უნდა განხორციელდეს ბორჯომ ბაკურიანის რკინიგზის ხაზზე მოძრავ მატარებელთა დადგენილი გრაფიკით, მოძრაობის შეუფერხებლად. (მატარებლების მოძრაობის გრაფიკი შეთანხმდება შემსყიდველთან)
3.5. მოჭრილი გრუნტის დასაწყობების ადგილის შესახებ, შესაბამისი ორგანოების ნებართვის ან/და კანონმდებლობით დადგენილი საჭირო დოკუმენტაციის მოპოვებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. (აღნიშნულის დარღვევით დამდგარ შედეგებზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი).
3.6. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში საჭირო საგადასახადო ან/და სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენაზე ან/და მათ სისწორეზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
3.7. მიმწოდებელმა შემსყიდველთან შეთანხმების გარეშე არ უნდა გამოიყენოს რაიმე სახის მძიმე ან/და მუხლუხა ტექნიკა, რომელიც დააზიანებს ლიანდაგს და მის ინფრასტრუქტურას.
3.8. მიმწოდებელმა ობიექტზე უნდა დაიცვას/გააკონტროლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები.
4. ხელშეკრულების ღირებულება და ანგრაშისწორების წესი
4.1. ხელშეკრულების საერთო ღირებულება-……. (………………) ლარი, დღგ-ს გარეშე და
......(. ) დღგ-ს ჩათვლით.
4.2. სახელშეკრულებო ღირებულება მოიცავს მისაწოდებელ სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის ქვეკონტრაკტორ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ შესასრულებელ/შესრულებულ სამუშაოს ხარჯს.
4.3. ანგარიშსწორების ფორმა: უნაღდო, ეროვნულ ვალუტაში
4.4. საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება სამუშაოს შესრულების შესახებ მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
4.5. ანგარიშსწორება განხორციელდება 3 (სამი) ეტაპად. ყოველ ეტაპზე ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს შესახებ მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
4.6. წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არ გამოიყენება.
5. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
5.1. სამუშაოს მიღება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
5.2. შესყიდვის ობიექტის (სარემონტო სამუშაოები), მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 (ოთხი) კალენდარული თვე. ( წ).
5.3. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ჰაერის ტემპერატურის მინუს ნიშნულის (რომელიც გამოიწვევს გრუნტის გაყინვას), ან თოვლის ნალექის დაფიქსირების შემთხვევაში შესაძლებელია სამუშაოს შესრულების ვადის გაგრძელება სამუშაოების წარმოებისათვის საჭირო პირობების დადგომამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2019 წლის 30 მაისისა
5.4. სამუშაოები განხორციელდება 3 (სამი) ეტაპად.
5.5. მიმწოდებლის მიერ სამუშაოს ყოველი ეტაპის დასრულების შესახებ ოფიციალური მიმართვის შემდეგ, შესრულებული სამუშაოების მოცულობების, ხარისხისა და ვადების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობას შემსყიდველის მხრიდან (შემსყიდველის ხარჯებით), გააკონტროლებს შემსყიდველის მიერ დაქირავებული ტექნიკური ზედამხედველი.
5.6. მიღება-ჩაბარება განხორციელდება ზედამხედველის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ, გაცემული დადებითი დასკვნის შემთხვევაში და ანაზღაურება მოხდება დასკვნაში მითითებული
ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულების მიხედვით.
შენიშვნა: ზედამხედველის მიერ მოსამზადებელი დასკვნისათვის საჭირო დრო გავლენას არ ახდენს მიმწოდებლის მიერ 5.2 მუხლით განსაზღვრულ, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადებზე. ზედამხედველის მიერ უარყოფითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ექსპერტის მიერ დასკვნის გაცემისათვის საჭირო დღეების ჩათვლით). 10,3 მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობით
5.7. სამუშაოს შესრულების ადგილია - ბორჯომი-დაბის სარკინიგზო მონაკვეთი.
6. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
6.1. იმ შემთხვევაში, თუ „შემსყიდველი“ კონტროლის მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით „შემსყიდველი“.
6.2. „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის შედეგად გამოვლენილი ყველა ნაკლოვენაბის აღმოფხვრა.
6.3. „შემსყიდველის“ მხრიდან ხელშეკრულების შესრულების კონტროლს განახორციელებს შემსყიდველის უფლებამოსილი თანამშრომელი (ხელშეკრულების ადმინისტრატორი) ..................
ტელ: ............ რომელიც ასევე უფლებამოსილია განახორციელოს დაკვეთა, მიიღოს შესრულებული სამუშაო და ხელი მოაწეროს შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ს.
7. მხარეთა უფლება–მოვალეობები
7.1. ,,შემსყიდველი" უფლებამოსილია:
7.1.1. სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს მოითხოვოს ,,მიმწოდებლისგან" მისთვის საჭირო ინფორმაცია;
7.1.2. კონტროლის შედეგად „მიმწოდებლის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მისცეს მიმწოდებელს მითითება ხარვეზის გამოსწორების
შესახებ;
7.1.3. მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება უხარისხოდ ან/და ვადის გადაცილებით შესრულებული სამუშაოსთვის;
7.1.4. მოსთხოვოს „მიმწოდებელს“ არ გაახმაუროს ის ცნობები და მონაცემები, რაც მისთვის ცნობილი გახდა „შემსყიდველთან“ საქმიან ურთიერთობებში, სამუშაოს შესრულების პროცესში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ეხება ჩვეულებრივ საჯაროდ მიღებულ ინფორმაციას და
რომლის გავრცელებითაც არ შეილახება „შემსყიდველის“ ინტერესები;
7.1.5. სამუშაოს შესრულების პროცესში, მხოლოდ „შემსყიდველთან“ შეთანხმებით გადასცეს მესამე პირებს ის ინფორმაცია, რაც მისთვის ცნობილი გახდა სამუშაოს შესრულების პროცესში;
7.2. ,,შემსყიდველი" ვალდებულია:
7.2.1. უზრუნველყოს ,,მიმწოდებლის" მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების და პირობების დაცვით.
7.3. ,მიმწოდებელი" უფლებამოსილია:
7.3.1. მოსთხოვოს ,,შემსყიდველს" შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დაცვით.
7.4. ,,მიმწოდებელი" ვალდებულია:
7.4.1. დადგენილ ვადაში, ხარისხიანად და კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
7.4.2. სისტემატიურად (საჭიროების შემთხვევაში ყოველდღიურად) წარუდგინოს შემსყიდველს შესრულებული სამუშაოების შესახებ წერილობითი ინფორმაცია (საჭიროების შემთხვევაში ფოტომასალა) რაც უნდა დადასტურდეს შემსყიდველის მიერ.
7.4.3. „შემსყიდველის“ მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგად „მიმწოდებლის“ მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში
დაუყოვნებლივ (გონივრულ ვადაში) უზრუნველყოს აღმოჩენილი ხარვეზის საკუთარი ხარჯებით, გამოსწორება.
7.4.4. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სამუშაოები შეასრულოს დადგენილი სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად.
7.4.5. წინამდებარე ხელშეკრულების 7.1.4 და 7.1.5 პუნქტებით გათვალისწინებული პირობები ძალაშია ხელშეკრულების დასრულებისა და შეწყვეტის შემდეგაც.
8. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა
8.1. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
8.2. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები „შემსყიდველი“ ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398–ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
8.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398–ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%–ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
8.4. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს წერილობით და დაერთოს ხელშეკრულებას დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
9. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
9.1. თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, შესაბამისმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს გონივრულ ვადაში მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
9.2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.
10. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
10.1. დაუძლეველი ძალის გარდა (ფორს-მაჟორული გარემოება) ,,მიმწოდებლის" მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები:
10.2. ხელშეკრულების თვითნებურად შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელი გადაიხდის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 10%-ის ოდენობით;
10.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე „მიმწოდებელი“ გადაიხდის ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.02%–ის ოდენობით.
10.4. იმ შემთხვევაში თუ საჯარიმო სანქციების ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 3%–ს, ,,შემსყიდველს" უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება.
10.5. საჯარიმო სანქციის გადახდა არ ათავისუფლებს ,,მიმწოდებელს" ძირითადი ვალდებულებების შესრულებისგან.
11. ხელშეკრულების შეწყვეტა
11.1. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ.
11.2. შემსყიდველი ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი. აღნიშნული შეტყობინება უნდა მიეწოდოს მეორე მხარეს დაუყონებლივ.
11.3. ხელშეკრულების შეწყვეტა პირობების დარღვევის გამო არ ათავისუფლებს ,,მიმწოდებელს" ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.
12. დაუძლეველი ძალა (ფორს-მაჟორი)
12.1. მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეულ პასუხისმგებლობისგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ზეგავლენით. აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებლის შეუძლებლობის შესახებ.
12.2. თუ ერთ–ერთი მხარე დაუძლეველი ძალის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია დაუყონებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებებისაგან.
12.3. მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება დაუძლეველი ძალის მოქმედების დასრულებისთანავე.
13. სადაო საკითხების გადაწყვეტა
13.1. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების გზით.
13.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
14. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
14.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 5.2 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადის დასრულებიდან ორი თვის განმავლობაში, (. წ)
14.2. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, 3 (სამი) ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ორი ინახება „შემსყიდველთან“, ხოლო, ერთი
„მიმწოდებელთან“.
მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები:
„შემსყიდველი“ შპს „xxxx xxxxxxx xxxxxxxxx“ საიდ. კოდი: 426109052 მის: ქ. xxxxxxx, xxxxx ქ N 1 ბანკი: სს „საქართველოს ბანკი“ ბანკის კოდი: XXXXXX00 ა/ა: XX00XX0000000000000000 xxxxx xxxxxxxx დირექტორი | „მიმწოდებელი“ ...................... .............................. მის.: ................................. ბანკი; ............................... ბანკის კოდი:................... ა/ა.................................. ტელ.: .................... ........................... |