Contract
სააბონენტო ხელშეკრულება # -------------------------------
2018წ.
ერთი მხრივ შპს ,,დი +“ (შემდგომში ,,კომპანია“) და მეორე მხრივ შემდგომში „აბონენტი“ ვდებთ წინამდებარე
ხელშეკრულებას:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე „კომპანია“ ახორციელებს „აბონენტისათვის“ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას. კერძოდ, ,,კომპანია“ ,,აბონენტს“ უწევს მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებას, რისთვისაც აბონენტს საკუთრებაში გადასცემს DIGITAL TV-ის მიმღებ- მოწყობილობას (მიმღები - □ BTV-5K - □ DTV-5K პულტი, ტელევიზორისა და მიმღების დამაკავშირებელი კაბელები, კვების ბლოკი, ბარათი ან/და □ CI MODULE);
1.2 ხელშეკრულების გაფორმებისას მომსახურების პაკეტი (Standard) მოიცავს შემდეგ არხებს: National Geographic, National Geographic Wilde, BabyTV, Nickelodeon, Setanta+, Setanta, VH1, RUTV, Premiera, TV 3, Kinohit, FOX, RTR Planeta, BBC, EuroNews, СТС, Ren TV, Оружие, Охота и Рыбалка, Erox hd, ORT, TNT Комеди, КИНОСЕМЬЯ, Discovery, Eurosport, TV 1000 Fight Box HD, Food Network. შპს „სტერეო +“-ის მიერ მოწოდებული არხები: xxxx-xxxxx, საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი, ქართული არხი, TV 3, Nauka 2.0, Peretz, Пятница ,МУЛЬТ, CINEMA;
1.3 ,,კომპანია“ უფლებამოსილია ცალმხრივად, ნებისმიერ დროს შეცვალოს მომსახურების პაკეტის შემადგენლობა (სატელევიზიო არხები) რის თაობაზეც
,,აბონენტს“ უნდა ეცნობოს ინდივიდუალური შეტყობინებით ცვლილებამდე 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე.
2. მხარეთა უფლება-მოვალეობები
2.1 „კომპანია“ ვალდებულია: ხელშეკრულების დადებისთანავე განახორციელოს ,,აბონენტისთვის“ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიწოდება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით; ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში უზრუნველყოს „აბონენტისთვის“ ხარისხიანი მომსახურების მიწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ,,აბონენტი“ არ იხდის ,,კომპანიის“ ბრალით უხარისხოდ მიწოდებული მომსახურების დროის ღირებულებას. ეს წესი არ ვრცელდება სარემონტო, პროფილაქტიკურ სამუშაოებსა და გადაუდებელ შემთხვევებზე; „აბონენტის“ შეტყობინების საფუძველზე, შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადებში (არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო დღისა) აღმოფხვრას მისი მიზეზით გამოწვეული მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული დაზიანება; ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში მოემსახუროს „აბონენტს“ ცხელი ხაზით (032) 2051212; მომსახურების ტარიფების ცვლილების შემთხვევაში ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ,,აბონენტს“ ინფორმაცია 1 (ერთი) თვით ადრე;
2.2 „კომპანია“ უფლებამოსილია: პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებისას დროებით შეაჩეროს ან შეუზღუდოს „აბონენტს“ მომსახურების მიწოდება, რის შესახებაც უნდა აცნობოს წინასწარ; „აბონენტს“ შესაბამისი შეტყობინება გაუგზავნოს ტელეფონის ნომერზე, ელექტრონული ფოსტაზე ან რეგისტრაციის ადგილზე, მათი შეცვლის შემთხვევაში „აბონენტი“ ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს „კომპანიას“, წინააღმდეგ შემთხვევაში შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად; საქართველოს ტერიტორიაზე, სატელევიზიო არხის ან მისი შემადგენელი ცალკეული გადაცემ(ებ)ის ჩვენების უფლების დაკარგვის შემთხვევაში, შეწყვიტოს მისი მიწოდება ან ჩაანაცვლოს იგი სხვა გადაცემით. მხარეები თანხმდებიან, რომ „კომპანია“ მსგავსი უფლებამოსილებით აღჭურვილია იმ შემთხვევაშიც, თუ სატელევიზიო არხის შემადგენელი ცალკეული გადაცემ(ებ)ის ჩვენება დაუშვებელია კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს აკრძალვისა ან/და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების გამო;
2.3 „აბონენტი“ ვალდებულია: აწარმოოს ანგარიშსწორება „კომპანიასთან“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით; ჰქონდეს გამართული საანტენო მეურნეობა; შეატყობინოს „კომპანიას“ მომსახურების მიწოდების შეფერხების შემთხვევაში აღნიშნული ფაქტის შეტყობიდან 24 საათის განმავლობაში; შეძლებისდაგვარად შეუწყოს ხელი „კომპანიის“ თანამშრომლებს წარმოქმნილი ხარვეზის გამოსწორებაში; არ განახორციელოს მომსახურების მიყიდვა ან რაიმე ფორმით გადაცემა, მიწოდება ან გაყოფა მესამე პირებისათვის ,,კომპანიისგან“ დამოუკიდებლად; წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სასტუმროში გამოყენების სურვილის შემთხვევაში წერილობით აცნობოს ,,კომპანიას“.
3 ანგარიშსწორება მხარეებს შორის
3.1 მიმღები-მოწყობილობის ნასყიდობის ფასია 99 (ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი. პირველი თვის სააბონენტო გადასახადი შედის ნასყიდობის ფასში. ყოველ შემდგომი თვისთვის ,,აბონენტი“ იხდის 12 (თორმეტი) ლარს ერთი მიმღები მოწყობილობისთვის მიწოდებული მომსახურებისთვის. აღნიშნულ მუხლში მითითებულ ერთ თვეში იგულისხმება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.
3.2 თანხის გადახდა შესაძლებელია ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით და სწრაფი გადახდის ტერმინალებით.
3.3 მხარეთა შორის ანგარისწორება ხორციელდება ლარში და მოიცავს კანონმდებლობით განსაზღვრულ გადასახადებს.
3.4 „აბონენტის“ მიერ მომსახურების ღირებულება გადაიხდება წინასწარ, მომსახურების მისთვის სასურველ თვეთა/დღეთა რაოდენობის ექვივალენტური ფულადი თანხის „კომპანიაში“ კუთვნილ ბარათზე შეტანის, დეპონირების გზით (ბალანსი), რა პერიოდითაც განისაზღვრება „კომპანიის“ მიერ
„აბონენტისათვის“ მომსახურების მიწოდების ხანგძლივობა.
3.5 აბონენტს წინამდებარე ხელშეკრულების მუხლი 1 -ით (ხელშეკრულების საგანი) განსაზღვრული მომსახურების მიწოდება შეუწყდება, თუ მას ბარათზე ამოეწურება თანხა და არ/ვერ გადაიხდის მიერ არჩეული პაკეტის შესაბამისად ერთი თვის მომსახურების ღირებულებას.
3.6 მომსახურების ღირებულების ზედიზედ 2 თვის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში ქსელში აბონენტად აღდგენისთვის „აბონენტი“ იხდის 5 ლარს ერთი მიმღები მოწყობილობისთვის. აბონენტის მიერ მომსახურების შეწყვეტის შემდგომ აბონენტად აღდგენის დროს პირველ რიგში დაიფარება აბონენტად აღდგენის საფასური, შემდგომ კი მომსახურების საფასური.
4 დავის გადაწყვეტა
4.1 მხარეები სადაო საკითხებს წყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. შეუთანხმებლობის შემთხვევაში „აბონენტს“ შეუძლია შესაბამისი საჩივრით მიმართოს „კომპანიის“ მომხმარებელთა საჩივრების განმხილველ სამსახურს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ან სასამართლოს. მომხმარებელთა საჩივრების განმხილველი სამსახური დავას განიხილავს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ,,კომპანიის“ მომხმარებელთა საჩივრების განმხილველი სამსახურის დებულებით დადგენილი წესით 15 დღის ვადაში. მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება 30 დღის ვადაში გასაჩივრდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ან სასამართლოში;
4.2 „აბონენტს“ უფლება აქვს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პირდაპირ მიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ან სასამართლოს;
5 ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა
5.1 ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 3 (სამი) წლის განმავლობაში. თუ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე არც ერთი მხარე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს ხელშეკრულებიდან გასვლის სურვილს, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება იგივე ვადითა და პირობებით.
5.2 „აბონენტი“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მხარეთა შორის ხდება ანგარიშსწორება;
5.3 „კომპანია“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება, რის შესახებაც ვალდებულია „აბონენტს“ ინდივიდუალური შეტყობინება გაუგზავნოს შეწყვეტის თარიღის დადგომამდე 1 (ერთი) თვით ადრე. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მხარეთა შორის ხდება ანგარიშსწორება;
6 გარდამავალი დებულებები
ის ურთიერთობანი რომელიც არ წესრიგდება აღნიშნული ხელშეკრულებით, უნდა მოწესრიგდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,კომპანიის“ ვებ-გვერდზე (xxx.xxxxxxxxx.xx) გამოქვეყნებული სტანდარტული პირობების შესაბამისად.
7. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები
„კომპანია“ შპს „დი +“ (ს/კ 400166262, მი: ქ. თბილისი მ . xxxxxxxxx #1) წარმომადგენელი --------------------- -----------------------------------------
„აბონენტი“
,,აბონენტის“ უნიკალური ნომერი
(პ/ნ
; მის:
ტელ:
ელ. ფოსტა: