Contract
ხელშეკრულება №-
ღილაკის უპირატესად განთავსების შესახებ
ქ. თბილისი ----------- 20--- წელი
სს „ოპპა“ (შემდგომში ,,შემსრულებელი“) წარმოდგენილი მისი გენერალური დირექტორის xxxxx xxxxxxxxxx სახით, ერთის მხრივ და შპს ----------- (შემდგომში ,,დამკვეთი“) მისი თანამდებობა სახელი გვარი, თუ ხელმომწერი პირი მოქმედებს მინდობილობით მინდობილობის რეკვიზიტები, გაცემის თარიღი და ნომერი მისი არსებობის შემთხვევაში სახით, მეორეს მხრივ, მოქმედებენ რა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში თანხმდებიან შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 „შემსრულებელი“ და „დამკვეთი“ დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას, „ოპპას“ საგადასახადო ქსელის არხებში დამკვეთის ღილაკის განთავსების შესახებ და ამ ურთიერთობის რეგულირების მიზნით მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:
1.2 „შემსრულებელი“ სთავაზობს ,,დამკვეთს” მის მფლობელობაში არსებულ სწრაფი ჩარიცხვის თვითმომსახურების აპარატებზე მთავარ გვერდზე, დამკვეთის მიერ მიწოდებული ღილაკის უპირატესად განთავსებას, რომლის ღირებულებაც განისაზღვრება ---- ლარით. ასევე აღნიშნული ღილაკის საშუალებით მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება განახორციელოს გადახდა „დამკვეთის“ სასარგებლოდ.
2. ხელშეკრულების შინაარსი
2.1 მხარეები თანხმდებიან ჯეროვნად შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები;
2.2 „დამკვეთი“ ვალდებულია წარუდგინოს „შემსრულებელს“ ღილაკზე დასატანი მასალა დასრულებული სახით.
2.3 ღილაკზე განსათავსებელი მასალის ხარისხზე, შინაარსზე, საავტორო უფლებებსა და სასაქონლო ნიშნების გამოყენებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს „დამკვეთი“.
2.4 ,,შემსრულებელი“ უფლებამოსილია არ განათავსოს ისეთი გამოსახულება ან ტექსტი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
3. მომსახურების ღირებულება, მომსახურების შესრულებისა და ანაზღაურების წესი
3.1 „შემსრულებლის“ მიერ დამვეთის ღილაკის უპირატესად განთავსების შემდგომ შემსრულებელი ელექტრონულად ატყობინებს ამის შესახებ დამკვეთს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე --------------. რის შემდეგაც ითვლება ღილაკი უპირატესად განთავსებულად. ყოველი თვის ბოლოს შემსრულებელი წარუდგენს დამკვეთს მიღება-ჩაბარების აქტს გაწეულ მომსახურებაზე, რის საფუძველზეც მოხდება თანხის ჩარიცხვა „შემსრულებლის“ ანგარიშზე;
3.2 მხარეები თანხმდებიან, რომ მიღება-ჩაბარების აქტის გაგზავნა შესაძლოა განხორციელდეს წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებულ ელექტრონული მისამართებზე, რომელსაც ექნება იურიდიული ძალა;
3.3 „დამკვეთი “ ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის მიღებიდან 2 სამუშაო დღეში ხელი მოაწეროს მას ან წარუდგინოს შემსრულებელს დასაბუთებული პრეტენზია. წინამდებარე მუხლით განსაზღვრული საპრეტენზიო ვადის გასვლის შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტი ითვლება დადასტურებულად და დამკვეთს წარმოეშობა გადახდის ვალდებულება;
3.4 მხარეები თანხმდებიან, რომ „დამკვეთი“ „შემსრულებელს“ გადაუხდის გაწეული მომსახურების საფასურს, რაც თვიურად შეადგენს: ---- ლარს დღგ-ს ჩათვლით. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯამურად გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს --------- ლარს დღგ-ს ჩათვლით. თანხის გადახდის თარიღის ათვლა დაიწყება ქსელის განახლების დღიდან, რომლის თარიღსაც შემსრულებელი დამკვეთს შეატყობინებს ელექტრონული წერილის საშუალებით ხელშეკრულებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე . „დამკვეთი“ ვალდებულია თანხა გადაიხადოს მიღება-ჩაბარების აქტის, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით დადასტურებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა. თანხის გადახდა ხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით;
3.5 დამკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, შემსრულებლი უფლებამოსილია უაქცეპტო წესით დააკავოს/გაქვითოს დამკვეთის ვადამოსული ვალდებულება ნებისმიერი თანხიდან/ვალდებულებიდან, რომელიც გააჩნია დამკვეთს შემსრულებლის წინაშე.
4. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
4.1 “შემსრულებელი” ვალდებულია გონივრულ ვადებში შეასრულოს ხელშეკრულების 1 მუხლით ნაკისრი ვალდებულებები;
4.2 შემსრულებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს დამკვეთს გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა;
4.3. "დამკვეთი" ვალდებულია:
4.3.1 მიაწოდოს „შემსრულებელს“ შესასრულებელი სამუშაოსთვის აუცილებელი მასალა გონივრულ ვადაში;
4.3.2 უზრუნველყოს 3.4 პუნქტით განსაზღვრული თანხის დროულად და სრულად გადახდა.
5.მხარეთა პასუხისმგებლობა
5.1 მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეულ ზარალზე ერთმანეთის წინაშე;
5.2 „დამკვეთის“ მიერ მომსახურეობის საფასურის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, „შემსრულებელი“ უფლებამოსილია დააკისროს მას პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების სრულ დაფარვამდე;
5.3 პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულებისაგან;
5.4 „დამკვეთი“ ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს „შემსრულებელს“ ის ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს შემსრულებელს „დამკვეთის“ მიერ მესამე პირების უფლებების, საჯარო წესრიგის ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში.
7. კონფიდენციალურობა
7.1. მხარეები ვალდებულნი არიან ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაიცვან წინამდებარე ხელშეკრულების (დანართების ჩათვლით) და მასთან დაკავშირებული კონფიდენციალურობის პირობები. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება: (ა) იმ ინფორმაციას, რომელიც არის ან გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი მხარეთაგან დამოუკიდებლად; (ბ) ინფორმაციას, რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა წყაროებიდან; (გ) ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც მოხდება რომელიმე მხარის მიერ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. კონფიდენციალური ინფორმაციის არასანქცირებული გამჟღავნება იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. სადავო საკითხების განხილვის წესი
8.1 წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8.2 მხარეები მიიღებენ ყველა ზომას, რათა მოლაპარაკების გზით გადაჭრილ იქნას ნებისმიერი დავა თუ უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულებიდან გამომდინარე;
8.3 მხარის პრეტენზია განიხილება მეორე მხარის მიერ მისი წერილობითი ფორმით მიღების დღიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
8.4 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ. სასამართლოში დავის განხილვის შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შემსრულებლის სურვილის შემთხვევაში, უნდა მიექცეს
დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად.
9. ფორს-მაჟორი
9.1 ხელშეკრულებით მხარეები პასუხს არ აგებენ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, თუ ასეთი შეუსრულებლობა გამოწვეულია მხარეებისაგან დამოუკიდებელი დაუძლეველი ძალის, მათ შორის: სტიქიური უბედურების, ავარიების, ხანძრების (გარდა რომელიმე შესაბამისი მხარის მიზეზით გამოწვეულისა), მასობრივი არეულობების, რევოლუციების, სამხედრო მოქმედებების, გამოცხადებული კარანტინის ან სხვა ისეთი უბედურების შედეგად, რომლის კონტროლის საშუალებაც აღემატება იმ გონივრულ შესაძლებლობებს, რაც უნდა გასწიონ მხარეებმა;
9.2 თუ ერთ-ერთი მხარე ფორს-მაჟორული მდგომარეობების გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში აცნობოს მეორე მხარეს ასეთი გარემოებების დადგომის ან/და დასრულების შესახებ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებებისაგან;
9.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის, ხანგრძლივობისა და შეწყვეტის დამადასტურებელ საბუთებს გასცემს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა. მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება ფორს-მაჟორული გარემოების დასრულებისთანავე.
10. ხელშეკრულების ძალაში შესვლისა და მოქმედების ვადა
10.1 ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს -----1 წლის---- ვადით. ხელშეკრულება ითვლება გაგრძელებულად იგივე ვადით, ყოველ მომდევნო პერიოდზე, თუ არცერთი მხარე ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს ხელშეკრულების მოშლის, ან მისი არსებითი პირობების შეცვლის სურვილის შესახებ.
10.2 მხარეები უფლებამოსილნი არიან მოშალონ ხელშეკრულება ნებისმიერ დროს იმ პირობით, რომ მოშლის თარიღამდე 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღით ადრე წერილობით გააფრთხილებენ ამის შესახებ მეორე მხარეს;
10.3 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე პირობას, მეორე მხარე უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება გაფრთხილების ან/და დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ. დამატებითი ვადის ან/და გაფრთხილების ვალდებულება არ იარსებებს, თუ: ა) დარღვევის არსიდან გამომდინარე, აღნიშნული აზრს მოკლებულია, ან/და ბ) დარღვევის შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების შემწყვეტ მხარეს აქვს აღნიშნულზე საპატიო მიზეზი, ან/და გ) კონკრეტული დარღვევისათვის წინამდებარე ხელშეკრულებით სხვა რამ არის გათვალისწინებული;
10.4 ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მხარეთა ურთიერთმოთხოვნები გაიქვითება შესაბამისი ოდენობით, ხოლო დარჩენილ ნაშთზე მხარე ვალდებულია მოახდინოს ანგარიშსწორება.
10.5 ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეს ხელშეკრულებით ნაკისრი, ან/და კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისაგან ამგვარი ვალდებულების იძულებითი ან ნებაყოფლობითი შესრულების მომენტამდე.
10.6 თუ ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის შედეგები (მათ შორის პასუხისმგებლობა) არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, მაშინ მხარეები იხელმძღვანელებენ შესაბამისი კანონმდებლობით.
11. კომუნიკაცია
11.1 მხარეთა შორის ნებისმიერი ურთიერთობა უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით და მიეწოდოს მხარეს წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე პირადად, კურიერის (მათ შორის რეგისტრირებული ფოსტის ან/და სასამართლო კურიერის), ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, იმის გათვალისწინებით, რომ:
11.1.1 დამკვეთის მიერ შემსრულებლისათვის პირადად ან/და კურიერის საშუალებით გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება შემსრულებლის კანცელარიაში შეტყობინების ჩაბარების დღეს, ხოლო ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნისას შემსრულებლის ელექტრონული ფოსტის სერვერიდან
მიღებული დასტურის (ადრესატის ელექტრონულ ფოსტაში რეგისტრაციის შესახებ შეტყობინების) გაცემის დღეს.
11.1.2 შემსრულებლის მიერ დამკვეთისათვის კურიერის (მათ შორის რეგისტრირებული ფოსტის ან/და
სასამართლო კურიერის) საშუალებით გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება დამკვეთის კანცელარიაში ან პირადად ჩაბარების დღეს;
11.1.3 შემსრულებლის მიერ დამკვეთისათვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება დამკვეთის ელექტრონული ფოსტის სერვერიდან მიღებული დასტურის (ადრესატის ელექტრონულ ფოსტაში რეგისტრაციის შესახებ შეტყობინების) გაცემის დღეს. ხოლო ასეთი დასტურის არ არსებობის შემთხვევაში მომდევნო კალენდარულ დღეს;
11.1.4 იმ შეთხვევაში თუ მხარე უარს განაცხადებს ხელშეკრულების საფუძველზე გაგზავნილი შეტყობინების მიღებაზე, მხარის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ასეთი შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად შეტყობინების ჩაბარებაზე უარის თქმიდან მომდევნო კალენდარულ დღეს;
11.1.5 იმ შეთხვევაში თუ დამკვეთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი საკონტაქტო მონაცემის (მათ შორის ხელშეკრულებაში არსებული ნებისმიერი რეკვიზიტის) ცვლილების შესახებ წინასწარ, მაგრამ არაუგვიანეს ცვლილებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში არ შეატყობინებს შემსრულებელს ან/და უშუალოდ ან საკონტაქტო პირის საშუალებით უარს განაცხადებს ხელშეკრულების საფუძველზე გაგზავნილი შეტყობინების მიღებაზე, შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად შეტყობინების გაგზავნიდან მომდევნო კალენდარულ დღეს.
12. სხვა პირობები
12.1 მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების ხელმოწერისას ისინი მოქმედებდნენ გონივრული განსჯის შედეგად, წინასწარ გაეცნენ ხელშეკრულებას, სრულად ესმით ხელშეკრულების პირობების შინაარსი და ისინი სათანადოდ იქნა შესწავლილი მხარეთა მიერ;
თითოეული მხარე: (ა) უფლებამისილია ისარგებლოს ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებ(ებ)ით და (ბ) ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ი;
თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, მხარის მოთხოვნა მეორე მხარის მიერ უნდა შესრულდეს მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო ასეთის არარსებობისას, მხარის მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში;
ხელშეკრულების რომელიმე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის კანონმდებლობის საფუძველზე ბათილად ცნობის/ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში დანარჩენი მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი, ქვეპუნქტ(ებ)ი ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას, ბათილი/ძალადაკარგული მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის, ქვეპუნქტ(ებ)ის ნაცვლად მოქმედებს ის მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი, რომლ(ებ)ითაც ადვილად მიიღწევა ხელშეკრულების მიზანი;
ხელშეკრულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა დასაშვებია წერილობითი ფორმით მხარეთა მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები ა/და დამატებები წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად;
ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულებიდან ან/და კანონმდებლობიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მეორე მხარის მიერ უფლებ(ებ)ის გამოუყენებლობა არ წარმოადგენს მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმის საფუძველს, ამასთან აღნიშნული მხარის მიერ ამგვარი უფლებ(ებ)ის გამოუყენებლობა არ წარმოადგენს შემდგომში ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის დარღვევის შედეგად წარმოშობილ მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმის საფუძველს;
ნებისმიერი და ყოველი უფლება, რომელიც მიენიჭება მხარეს მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევის შედეგად, კრებითია და დაემატება ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით მინიჭებულ ყველა სხვა უფლებას;
დამკვეთი არ არის უფლებამოსილი შემსრულებლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მესამე პირ(ებ)ს სრულად ან ნაწილობრივ დაუთმოს ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებები ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
ხელშეკრულების პირობების მოქმედება სრულად ვრცელდება მხარეებზე, მათ თანამშრომლებზე, წარმომადგენლებზე, სამართალმემკვიდრეებსა და უფლებამონაცვლეებზე;
ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით;
შეთახმებული პირობებით. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების შესრულების ადგილად მიიჩნევა შემსრულებლის იურიდიული მისამართი;
ხელშეკრულებაში არსებული მუხლ(ებ)ი/პუნქტ(ებ)ი/ქვეპუნქტ(ებ)ი დანომრილი და დასათაურებულია, ხოლო გამუქებული სიტყვები მოცემულია ხელშეკრულების შინაარსის მოხერხებულად აღქმის მიზნით და არ ახდენს გავლენას ხელშეკრულების პირობ(ებ)ის ინტერპრეტაციაზე;
თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხელშეკრულების ხელმოწერამდე მხარეთა შორის ხელშეკრულების საგანზე არსებული სიტყვიერი ან/და წერილობითი შეთანხმებები ჩაითვლება ძალადაკარგულად.
ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 2 (ორი) იდენტურ ეგზემპლარად.
13. მხარეთა რეკვიზიტები
შემსრულებელი |
დამკვეთი |
სს “ოპპა“ ს/კ: 248429598 ბანკი: ”xxxxxx xxxxx xxxxxx” კოდი: UGEBGE22 ა/ა: XX00XX0000000000000000 იურ/ფაქტ მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი N 19
_____________ xxxxx xxxxxxxxx გენერალური დირექტორი
|
დასახელება: ს/კ: ბანკი: კოდი: ა/ა: იურიდიული მისამართი: ფაქტიური მისამართი: -------------------
{უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა} |
5