Contract
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #74/1
ქ.საგარეჯო 11 ივლისი 2019 წ.
1.ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
1.1.„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება „(შემდგომ „ხელშეკრულება“)“ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის „ხელშეკრულება“),,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს #13 ბრძანების საფუძველზე შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენმტებით და დამატებითი და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომელზეც ხელშეკრულებაში არის მითითებული.
1.2.“შემსყიდველი ორგანიზაცია (შემდგომ “შემსყიდველი“) ნიშნავს ორგანიზაციას („დაწესებულებას „) რომელიც ახორციელებს შესყიდვას;
1.3.“მიმწოდებელი“ ნიშნავს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს,რომელმაც შემსყიდველთან გააფორმა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ;
1.4.“ხელშეკრულების ღირებულება“ნიშნავს საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;
1.5.“დღე“,“კვირა“,“თვე“ ნიშნავს კალენდარულ დღეს, კვირას, თვეს, თუ ხელშეკრულებით სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული.
2.ხელშეკრულების დამდები მხარეები
2. წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია: ერთის მხრივ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია, მერის xxxxxx xxxxxxxxxxxxxx სახით (საიდენტიფიკაციო კოდი 238154849, მისამართი: ქ.xxxxxxxx xxxxx xxxxxxxxxxxx ქ.#9, ხაზინის ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი 300559921 შემდგომში“შემსყიდველი“) და მეორეს მხრივ, შპს „სერვის პლიუსი“-ს დირექტორი xxxxxx xxxxxxxxxxx- ს სახით, ს/კ:404548361, მომსახურე ბანკი ,,საქართველოს ბანკი’’ ბანკის კოდი:
XXXXXX00, ანგარიშის ნომერი: XX00XX0000000000000000, (SemdgomSi wodebuli rogorc “mimwodebeli”).
3. ხელშეკრულების საგანი და ობიექტი
3. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს: საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ბანერების განთავსებისათვის ამწე-კალათის მომსახურების (CPV45500000,45510000 კოდი-ამწეებისა და მათი პერატორების დაქირავება) შესყიდვა, საქართველოს კანონის “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “ს” ქვეპუნქტისა, და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს #13 ბრძანების მე-2 მუხლის “ა“ პუნქტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების №342 საფუძველზე.
4.შესყიდვის ობიექტის ღირებულება
4.1. შესყიდვის ობიექტის ფასი განისაზღვრება ლარებში.
4.2 შესყიდვის მომსახურების საერთო ღირებულება შეადგენს 250.00 (ორას ორმოცდაათი) ლარს.
5.შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები და ადგილი
5.1.შესყიდვის მომსახურების მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის
13 ივლისამდე.
5.2. მიწოდების ადგილია: ქ.საგარეჯო.
6.ანგარიშსწორების ფორმა ,გრაფიკი (ვადები) და ადგილი
6.1.მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება ლარებში უნაღდო ანგარიშსწორებით.
6.2ანგარიშსწორება მოხდება მიწოდებულ მომსახურებაზე წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე 10 (სამუშაო) დღის განმავლობაში.
6.3. ანაზღაურების ადგილი ქ.საგარეჯო.
6.5 ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებული იქნება მხოლოდ იმ მომსასხურების ღირებულება, რომლის მოცულებებზე არსებობს შემსყიდველის მიერ დადასტურებული აქტი.
7.მხარეთა უფლება- მოვალეობანი
7.1.შემსყიდველი და მიმწოდებელი მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.
7.2. შემსყიდველი ვალდებულია:
-ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდებისას აცნობოს მიმწოდებელს ყველა განსაკუთრებული გარემოების შესახებ.
-ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული მომსახურების ღირებულება;
7.3. შემსყიდველს უფლება აქვს:
-განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დაცვაზე;
-საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დადებული ხელშეკრულების მოქმედება ;
7.4. მიმწოდებელი ვალდებულია :
-დაიცვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობები;
-დააკმაყოფილოს შემსყიდველის თხოვნა დამატებითი მონაცემების წარმოდგენის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით;
7.5.მიმწოდებელს უფლება აქვს:
-მოსთხოვოს შემსყიდველს მიწოდებული მომსახურების ანაზაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
8. ფორს-მაჟორი
8.1 ხელშეკრულებების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს- მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არიქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას.
8.2 ამ მუხლის მიზნებისათვის `ფორს-მაჟორი~ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
8.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამოინახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებლები იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
9.ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
9.1 შემსყიდველი უფლებამოსილია აწარმოოს ხელშეკრულებისა და მასში შემავალი დოკუმენტაციის შესრულებისა და მომსახურების ხარისხის ინსპექტირება.
9.2 შემსყიდველი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს დამკვეთი ინსპექტირების ჩატარებისათვის აუცილებელი ტექნიკური პირობებით და სხვა სამუშაო პირობებით.
9.3 გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასთან და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება შემსრულებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. ფასები
10.1 წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 პუნქტში დაფიქსირებული მიწოდებული მომსახურების ფასი წარმოადგენს ხელშეკრულების ღირებულებას.
10.2 ხელშეკრულების ღირებულების შეცვლა ხელშეკრულების მოქმედების მთელი
პერიოდის განმავლობაში დასაშვებია ინფლაციის მაღალი დონის, სავალუტო კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების, საგადასახადო რეჟიმის შეცვლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის - 398 -ე მუხლში გათვალისწინებული პირობების შემთხვევაში, თუ აღნიშნული ცვლილებები არ გამოიწვევს ხელშეკრულების პირობების გაუარესებას ორივე ორგანიზაციისათვის.
10.3 ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ღირებულების გაზრდის შემთხვევაში მისმა
ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს ხელშეკრულების ღირებულების 10%-ს
11. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
11.1 შესყიდვის ობიექტი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მომსახურების მიწოდების შემდეგ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად.
11.2 შემსყიდველი ადგილზე ამოწმებს მიწოდებული მომსახურების მოცულობას და ხარისხს.
11.3 მომსახურების (მისი ნაწილის, ეტაპის ) მიღების და ან საბოლოო შემოწმების შემდეგ გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა მოხდება მიმწოდებლის საკუთარი ხარჯებით.
12. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა
12.1. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის.
13. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
13.1. ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით.
14. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
14.1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებელი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას დაეკისრება პირგასამტეხლო:
ა) ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%-ის ოდენობით.
ბ) ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის (მათ შორის, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.1%-ის ოდენობით.
გ) ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 10%-ის ოდენობით.
14.2. იმ შემთხვევაში, თუ ვადის გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა
გადააჭარბებს ხელშეკრულებაში მითითებულ 5% პროცენტს, შემსყიდველს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება.
14.3. ერთი მხარის მიერ ამ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში მეორე მხარე უფლებამოსილია ვადამდე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება.
15. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
15.1 ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ყველა ღონეს იხმარენ, რათა პირდაპირი ოფიციალური მოლაპარაკებების მეშვეობით შეთანხმებით მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.
15.2 თუ შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შესძლებენ სადაო საკითხების შეთანხმებას, ნებიმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს სასამართლოს.
16. სხვა პირობები
16.1. ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
16.2. არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
16.3. მესამე პირთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თვიაანთი სახელით, ხარჯებითა და
რისკით.
16.4. ხელშეკრულება დგება ორ იურიდიული თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად ქართულ ენაზე. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
16.5. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილია მხარეთა მიერ.
17. მხარეთა ხელმოწერა, ბეჭედი
შემსყიდველი: მიმწოდებელი:
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი: შპს „სერვის პლიუსი“-ს დირექტორი
xxxxxx xxxxxxxxxxxxx xxxxxx xxxxxxxxxxx
ინფორმაცია ინტერესთა კონფლიქტის შესახებ
ქ. საგარეჯო 11 ივლისი 2019 წ.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე–8 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებაზე უფლებამოსილი პირი ხელის მოწერით ადასტურებს, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ბანერების განთავსებისათვის ამწე-კალათის მომსახურების (CPV45500000,45510000 კოდი-ამწეებისა და მათი პერატორების დაქირავება),სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით 2019 წლის 11 ივლისის №74/1 ხელშეკრულების გაფორმება არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს შპს“ სერვის პლიუსი“ -ს მიმართ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი: xxxxxx xxxxxxxxxxxxx
შესყიდვების განყოფილების უფროსი: xxx xxxxxxxx