ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები საკრედიტო ხელშეკრულება No -----
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები საკრედიტო ხელშეკრულება No -----
ქ. ------- --.--.20--
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი
კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი:
(--/--/---- დან --/--/---- ჩათვლით პერიოდში - ფიქსირებული % წლიური;)1
(--/--/---- დან --/--/---- ჩათვლით პერიოდში - ფიქსირებული. -- % წლიური;
--/--/---- დან --/--/---- ჩათვლით პერიოდში - ინდექსირებული. -- % წლიური. (რეფინანსირების განაკვეთს)(EURIBOR-ს)(Term SOFR-ს)(ლიბორს) დამატებული %;)2
(--/--/---- დან --/--/---- ჩათვლით პერიოდში - ინდექსირებული. -- % წლიური. (რეფინანსირების განაკვეთს)(EURIBOR-ს)(Term SOFR-ს)(ლიბორს) დამატებული %;)3
რეფინანსირების განაკვეთის შემთხვევაში:
(ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად, მრავალჯერადად, მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე, ავტომატურად გაზარდოს/შეამციროს საპროცენტო განაკვეთი იმდენი პროცენტული პუნქტით, რამდენი პროცენტული პუნქტითაც გაიზრდება/შემცირდება რეფინანსირების (მონეტარული პოლიტიკის) განაკვეთი, მაგრამ არანაკლებ წლიური --- %-ისა და არაუმეტეს წლიური %-ისა.)
ლიბორის შემთხვევაში:
(ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად, მრავალჯერადად, მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე, ავტომატურად ყოველ -- თვეში ერთხელ გაზარდოს/შეამციროს საპროცენტო განაკვეთი იმდენი პროცენტული პუნქტით, რამდენი პროცენტული პუნქტითაც გაიზრდება/შემცირდება ლიბორი, მაგრამ არანაკლებ წლიური --- %-ისა და არაუმეტეს წლიური %-ისა.)
EURIBOR-ის შემთხვევაში:
(ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად, მრავალჯერადად, მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე, ავტომატურად ყოველ -- თვეში ერთხელ გაზარდოს/შეამციროს საპროცენტო განაკვეთი იმდენი პროცენტული პუნქტით, რამდენი პროცენტული პუნქტითაც გაიზრდება/შემცირდება
„EURIBOR“-ი, მაგრამ არაუმეტეს წლიური %-ისა თუ „EURIBOR“-ი ნულზე ნაკლებია, მაშინ
„EURIBOR“-ი ითვლება ნულად.)
Term SOFR-ის შემთხვევაში:
(ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად, მრავალჯერადად, მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე, ავტომატურად ყოველ -- თვეში ერთხელ გაზარდოს/შეამციროს საპროცენტო განაკვეთი იმდენი პროცენტული პუნქტით, რამდენი პროცენტული პუნქტითაც გაიზრდება/შემცირდება Term SOFR-ი, მაგრამ არანაკლებ წლიური --%-ისა და არაუმეტეს წლიური --%-ისა.)
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: -- %; (კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ითვლება დაშვებით, რომ ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი ინდექსის ოდენობა უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში;)4
1 თუ სესხი გაიცემა მხოლოდ ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით;
2 თუ სესხი გაიცემა ფიქსირებული და ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთით (შერეულ განაკვეთიანი სესხი);
3 თუ სესხი გაიცემა მხოლოდ ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთით;
4 მხოლოდ ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხებზე
ფინანსური ხარჯები:
ყოველთვიური შენატანები ((ძირითადი თანხა და პროცენტი): ლარი/ევრო/აშშ დოლარი.
ვადის ბოლოს შენატანი ----.-- ლარი/ევრო/აშშ დოლარი.)5 (თანდართული გრაფიკის შესაბამისად.)6 (შენატანები შეიცვლება ინდექსის ცვლილების შესაბამისად;)7
დაზღვევის ხარჯები:---.--
კრედიტის გაცემის საკომისიო: --.--
თანხის განაღდების საკომისიო: --.--
გადარიცხვის საკომისიო: --.--
უზრუნველყოფის ხელშეკრულების რეგისტრაციის ხარჯი: --.--
ნოტარიული ხარჯი: --.--
სესხის გაცემის საკითხის განხილვის საკომისიო: --.--
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია:
კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა: ლარი/ევრო/აშშ დოლარი
მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა: ლარი/ევრო/აშშ დოლარი.
კრედიტის და საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა თვე;
კრედიტის ვადამდე დაფარვის საკომისიო: (ცვლადი საპროცენტო განაკვეთის დარიცხვის პერიოდში, ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილი ვადის მიხედვით: ა) 0% - 6 თვეზე ნაკლები ვადის შემთხვევაში; ბ) 0,5% 6-დან 24 თვემდე ვადის შემთხვევაში; გ) 1% - 24 თვეზე მეტი ვადის შემთხვევაში;) (ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის დარიცხვის პერიოდში, ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილი ვადის მიხედვით: ა) 0% - 6 თვემდე ვადის შემთხვევაში; ბ) 0.5% - 6-დან 12 თვემდე ვადის შემთხვევაში; გ) 1% - 12-დან 24 თვემდე ვადის შემთხვევაში; დ) 2 % - 24 თვეზე მეტი ვადის შემთხვევაში;) (ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის დარიცხვის პერიოდში ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილი ვადის მიხედვით: ა) 0.5% - 6 თვეზე მეტი ვადის შემთხვევაში და 0% - 6 თვეზე ნაკლები ვადის შემთხვევაში;)
სესხზე საშეღავათო პერიოდის არსებობისას, პირველ რიგში დაიფარება საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული საპროცენტო სარგებელი/პირგასამტეხლო/ნებისმიერი სახის ხარჯი სრულად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ვადაგადაცილების პირგასამტეხლო: სესხის ვადაგადაცილებული შენატანიდან ძირითადი თანხის -.-- % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობის დაანგარიშება ყოველი ვადის გადაცილებისას არ უნდა აღემატებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას;
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ ერთი თვით ადრე წერილობით, ან ელექტრონული ფოსტით, ან ინტერნეტ-ბანკით, ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ან სატელეფონო ზარით.
უცხოური ვალუტით აღებული სესხი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს. ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს;
5 თუ სესხის გრაფიკით განსაზღვრული შენატანები თანაბარია
6 თუ სესხის გრაფიკით განსაზღვრული შენატანები არათანაბარია
7 მხოლოდ ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხებზე
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გაუფასურების შემთხვევაში: -- %;8
(ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ლიბორის 3 პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში: -
- %;)
(ეფექტური საპროცენტო განაკვეთი Term SOFR-ის 3 პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში: -- %;)
(ეფექტური საპროცენტო განაკვეთი EURIBOR-ის 3 პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში: -- %;)
(ეფექტური საპროცენტო განაკვეთი რეფინანსირების განაკვეთის 5 პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში: -- %;)9
მომხმარებელს, უკმაყოფილების ან შენიშვნის არსებობის შემთხვევაში, უფლება აქვს განაცხადოს პრეტენზია ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, ასევე მიმართოს პრეტენზიის წარდგენის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მექანიზმებს. პრეტენზიაზე რეაგირება ხდება მისი მიღებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში;
გაეცანით მომხმარებლისათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – www. xxx.xxx.xx/xx – და ცხელ ხაზზე 032 2406406.
8 მონიშნული პუნქტები ეხება მხოლოდ უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხს
9 მხოლოდ ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხებზე
საკრედიტო ხელშეკრულება No -----
ქ. ------- --.--.20--
მუხლი 1.
1.1. ბანკი: სს "პროკრედიტ ბანკი"; საიდენტიფიკაციო კოდი: 204851197;
1.2. მსესხებელი/მსესხებლები: (სახელი, გვარი/დასახელება, (პ.ნ. / ს.ნ ) მისამართი)
მუხლი 2.
ბანკი გასცემს მსესხებელზე კრედიტს, ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით.
2.1. კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა: ლარი/ევრო/აშშ დოლარი;
2.2. საპროცენტო განაკვეთი კრედიტის თანხაზე: -- % წლიური.
2.3. კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი:
(--/--/---- დან --/--/---- ჩათვლით პერიოდში - ფიქსირებული % წლიური;)10
(--/--/---- დან --/--/---- ჩათვლით პერიოდში - ფიქსირებული. -- % წლიური;
--/--/---- დან --/--/---- ჩათვლით პერიოდში - ინდექსირებული. -- % წლიური. (რეფინანსირების განაკვეთს) (EURIBOR-ს)(Term SOFR-ს)(ლიბორს) დამატებული %;)11
(--/--/---- დან --/--/---- ჩათვლით პერიოდში - ინდექსირებული. -- % წლიური. (რეფინანსირების განაკვეთს) (EURIBOR-ს)(Term SOFR-ს)(ლიბორს) დამატებული %;)12
რეფინანსირების განაკვეთის შემთხვევაში:
(საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების (მონეტარული პოლიტიკის) განაკვეთი. სესხის გაცემის მომენტისათვის რეფინანსირების (მონეტარული პოლიტიკის) განაკვეთია -- %. ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად, მრავალჯერადად, მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე, ავტომატურად გაზარდოს/შეამციროს საპროცენტო განაკვეთი იმდენი პროცენტული პუნქტით, რამდენი პროცენტული პუნქტითაც გაიზრდება/შემცირდება რეფინანსირების (მონეტარული პოლიტიკის) განაკვეთი, მაგრამ არანაკლებ წლიური --- %-ისა და არაუმეტეს წლიური --- %-ისა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი (მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი) საჯაროდ ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტ გვერდიდან: xxx.xxx.xxx.xx.)
ლიბორის შემთხვევაში:
(აშშ დოლარის -- თვიან დეპოზიტზე ლონდონის ბანკთაშორისი შეთავაზების განაკვეთი (შემდგომში
„ლიბორი“). სესხის გაცემის მომენტისათვის (ბრიტანეთის საბანკო ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული, დამრგვალებული მეასედებამდე) ლიბორის საპროცენტო განაკვეთია --- %. ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად, მრავალჯერადად, მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე, ავტომატურად ყოველ -- თვეში ერთხელ გაზარდოს/შეამციროს საპროცენტო განაკვეთი იმდენი პროცენტული პუნქტით, რამდენი პროცენტული პუნქტითაც გაიზრდება/შემცირდება ლიბორი, მაგრამ არანაკლებ წლიური --- %-ისა და არაუმეტეს წლიური %-ისა. ლიბორი ქვეყნდება შესაბამისი პერიოდით და ვალუტით ბრიტანეთის საბანკო
ასოციაციის მიერ, ლონდონის საერთაშორისო ბირჟაზე მონაწილე, შერჩეული ბანკების მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით. მიმდინარე აქტუალური განაკვეთის ნახვა შეიძლება შემდეგი ინტერნეტ გვერდიდან: xxx.xxxxxx-xxxxx.xxx/xxxxxxxx-xxxxx/xxxxx/xxxxx.xxxx.)
EURIBOR-ის შემთხვევაში:
(ევროს -- თვიან დეპოზიტზე ევროპის შიდა საბანკო ბაზარზე წამყვანი ბანკების მიერ ქვოტირების საფუძველზე მიღებული (ან დადგენილი) ევროს საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი დამრგვალებული მეასედებამდე (შემდგომში „EURIBOR“). სესხის გაცემის მომენტისათვის „EURIBOR“-ის საპროცენტო განაკვეთია -- %. ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად, მრავალჯერადად, მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე, ავტომატურად ყოველ -- თვეში ერთხელ გაზარდოს/შეამციროს საპროცენტო განაკვეთი იმდენი პროცენტული პუნქტით, რამდენი პროცენტული პუნქტითაც გაიზრდება/შემცირდება „EURIBOR“-ი, მაგრამ არაუმეტეს წლიური %-
ისა თუ „EURIBOR“-ი ნულზე ნაკლებია, მაშინ „EURIBOR“-ი ითვლება ნულად. XXXXXXX განისაზღვრება იმ პერიოდზე, რომელიც შეესაბამება პროცენტის დარიცხვის მოცემულ პერიოდს და ქვეყნდება ყოველი პროცენტის დარიცხვის პერიოდის დაწყებამდე ორი საბანკო დღით ადრე, ბრიუსელის დროით 11:00 საათზე Reuters Service-ის შესაბამის EURIBOR 01 გვერდზე. მიმდინარე აქტუალური განაკვეთის ნახვა შეიძლება შემდეგი ინტერნეტ გვერდიდან: xxxx://xxx.xxxxxx-xxxxx.xxx/xxxxxxxx-xxxxx/xxxxxxx/xxxxxxx-xxxxxxxx-0-xxxxxx.xxxx.)
Term SOFR შემთხვევაში:
10 თუ სესხი გაიცემა მხოლოდ ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით;
11 თუ სესხი გაიცემა ფიქსირებული და ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთით (შერეულ განაკვეთიანი სესხი);
12 თუ სესხი გაიცემა მხოლოდ ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთით;
(CME GROUP-ის მიერ გამოქვეყნებულ, აშშ დოლარში დენომინირებული უზრუნველყოფილი ერთდღიანი ბანკთაშორისი დაფინანსების საპროცენტო განაკვეთის (SOFR) საპროგნოზო -- თვიანი საშუალო მაჩვენებელი (შემდგომში „Term SOFR“). სესხის გაცემის მომენტისათვის (CME Group-ის მიერ გამოქვეყნებული, დამრგვალებული მეასედებამდე) Term SOFR-ის საპროცენტო განაკვეთია --%. ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად, მრავალჯერადად, მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე, ავტომატურად ყოველ -- თვეში ერთხელ გაზარდოს/შეამციროს საპროცენტო განაკვეთი იმდენი პროცენტული პუნქტით, რამდენი პროცენტული პუნქტითაც გაიზრდება/შემცირდება Term SOFR-ი, მაგრამ არანაკლებ წლიური --%-ისა და არაუმეტეს წლიური -- %-ისა. Term SOFR დგინდება ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრის მოლოდინების გათვალისწინებით; კალკულაციის მეთოდი ითვალისწინებს Term SOFR -ის გამოქვეყნების წინა სამუშაო დღეს არსებული ფინანსური ინსტრუმენტების საშუალო საპროცენტო განაკვეთებს, რომლებიც თავის მხრივ ეფუძნება ერთდღიან ბანკთაშორისი დაფინანსების საპროცენტო განაკვეთებს (SOFR). Term SOFR-ი ქვეყნდება შესაბამისი პერიოდით და ვალუტით CME ჯგუფის (CME Group) მიერ. მიმდინარე აქტუალური განაკვეთის ნახვა შეიძლება შემდეგი ინტერნეტ გვერდიდან: xxxxx://xxx.xxxxxxxx.xxx/xxxxxx-xxxx/xxx-xxxxx-xxxxxxxxx- administration/term-sofr.html. მონაცემების განახლება ხდება ყოველდღიურ რეჟიმში.)
2.4. ყოველთვიური შენატანები ((ძირითადი თანხა და პროცენტი): ლარი/ევრო/აშშ დოლარი. ვადის ბოლოს
შენატანი ლარი/ევრო/აშშ დოლარი.)13 (თანდართული გრაფიკის შესაბამისად.)14 (შენატანები შეიცვლება
ინდექსის ცვლილების შესაბამისად;)15
2.5. მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა: -- ლარი/აშშ დოლარი/ევრო
2.6. კრედიტის და საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა: თვე;
2.7. კრედიტის მთლიანი თანხიდან ფინანსური ხარჯების გამოკლებით დარჩენილი გასატანი თანხის ოდენობა: --;
2.8. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: -- %; (კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ითვლება დაშვებით, რომ ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი ინდექსის ოდენობა უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.)16
(ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ლიბორის 3 პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში: -- %;) (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი Term SOFR-ის 3 პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში: -- %;) (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი EURIBOR-ის 3 პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში: -- %;) (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი რეფინანსირების განაკვეთის 5 პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში %;)17
2.9. კრედიტის გაცემის საკომისიო: --.—
2.10. დაზღვევის ხარჯი: --
2.11. თანხის განაღდების საკომისიო: --.--
2.12. გადარიცხვის საკომისიო: --.--
2.13. უზრუნველყოფის ხელშეკრულების რეგისტრაციის ხარჯი: --
2.14. ნოტარიული ხარჯი: --
2.15. სესხის გაცემის საკითხის განხილვის საკომისიო: --
2.16. კრედიტის ვადამდე დაფარვის საკომისიო: (ცვლადი საპროცენტო განაკვეთის დარიცხვის პერიოდში, ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილი ვადის მიხედვით: ა) 0% - 6 თვეზე ნაკლები ვადის შემთხვევაში; ბ) 0,5% 6-დან 24 თვემდე ვადის შემთხვევაში; გ) 1% - 24 თვეზე მეტი ვადის შემთხვევაში;) (ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის დარიცხვის პერიოდში, ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილი ვადის მიხედვით: ა) 0% - 6 თვემდე ვადის შემთხვევაში; ბ) 0.5% - 6-დან 12 თვემდე ვადის შემთხვევაში; გ) 1% - 12-დან 24 თვემდე ვადის შემთხვევაში; დ) 2 % - 24 თვეზე მეტი ვადის შემთხვევაში;) (ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის დარიცხვის პერიოდში ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილი ვადის მიხედვით: ა) 0.5% - 6 თვეზე მეტი ვადის შემთხვევაში და 0% - 6 თვეზე ნაკლები ვადის შემთხვევაში;)
2.17. სესხზე საშეღავათო პერიოდის არსებობისას, მისი წინასწარ ნაწილობრივი ან სრული დაფარვის
შემთხვევაში, პირველ რიგში დაიფარება საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული საპროცენტო სარგებელი/პირგასამტეხლო/ნებისმიერი სახის ხარჯი სრულად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2.18. ვადაგადაცილების პირგასამტეხლო: სესხის ვადაგადაცილებული შენატანიდან ძირითადი თანხის %
ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული
13 თუ სესხის გრაფიკით განსაზღვრული შენატანები თანაბარია
14 თუ სესხის გრაფიკით განსაზღვრული შენატანები არათანაბარია
15 მხოლოდ ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხებზე
16 მხოლოდ ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხებზე
17 მხოლოდ ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხებზე
პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობის დაანგარიშება ყოველი ვადის გადაცილებისას არ უნდა აღემატებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას.
* ქვემოთ მოცემული ტექსტი შეეხება მხოლოდ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხებს.
მუხლი 2/1. ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაცემული სესხების სპეციალური პირობები
2/1.1 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხი, მთლიანად ან ნაწილობრივ, გაიცემა ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ წარმოდგენილი სახსრებით, ევროპის საინვესტიციო ბანკსა და სს პროკრედიტ ბანკს შორის გაფორმებული ფინანსური კონტრაქტების შესაბამისად.
2/1.2 ევროპის საინვესტიციო ბანკი – ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც „ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების” 309–ე მუხლის მიხედვით დაფუძნდა, ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად აფინანსებს ისეთ საინვესტიციო პროგრამებს, რომლებიც ევროკავშირის მიზნებს ემსახურება. წინამდებარე სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსების ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს. სს „პროკრედიტ ბანკი“ მსესხებელს საპროცენტო განაკვეთზე ფინანსურ შეღავათს ანიჭებს. ასეთი ფინანსური შეღავათი მინიმუმ 0,5% (50 საბაზისო ქულა) ყოველწლიურად, იმ წლიურ საპროცენტო განაკვეთთან შედარებით, რომელსაც სს პროკრედიტ ბანკი დააწესებდა ევროპის საინვესტიციო ბანკის მონაწილეობის გარეშე.
2/1.3 ამ ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობების შესაბამისად, მსესხებელი კისრულობს შემდეგ ვალდებულებებს:
2/1.3.1 აითვისოს წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული სესხი მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული პროექტ(ებ)ის დასაფინანსებლად;
2/1.3.2 პროექტი დაასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებაში და ბანკის მიერ ევროპის საინვესტიციო ბანკის მიმართ დაფინანსების მოთხოვნაში მითითებულ ვადაში;
2/1.3.3 შეასრულოს პირობები, რომლებიც ზუსტად ასახავს ევროპის საინვესტიციო ბანკის მოთხოვნებს პროექტთან მიმართებაში, რომელთა შესახებაც ბანკი შეტყობინებას მიიღებს თანხის გამოყოფის შესახებ წერილის გაცემის დღეს, ან გარემოებათა გათვალისწინებით, შესაბამისი ხელახალი დასაქმების გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის; 2/1.3.4 უზრუნველყოს პროექტ(ებ)ის შემადგენელი ყველა ქონების ტექნიკური მომსახურება, შეკეთება, კაპიტალური რემონტი და განახლება საჭიროებისამებრ, კარგ სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით; 2/1.3.5 შეისყიდოს პროექტთან დაკავშირებული ყველა სამუშაო, საქონელი და მომსახურება ეკონომიკურად ყველაზე ხელსაყრელი გზით, შესაბამისი პროცედურების დაცვით და გარემოებებისა და ადგილობრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ევროპის საინვესტიციო ბანკისთვის დამაკმაყოფილებელ ფარგლებში, თავისი შესყიდვების გზამკვლევში/სახელმძღვანელოში აღწერილი პოლიტიკის შესაბამისად;
2/1.3.6 უზრუნველყოს დაშვების ან გამოყენების ყველა უფლებისა და ყველა ნებართვის ქმედითობა, რომელიც აუცილებელია პროექტის შესრულებისა და ფუნქციონირებისთვის; მოთხოვნისთანავე დაადასტუროს, რომ მან ყველა სათანადო უფლებამოსილება მიიღო (მშენებლობის და ექსპლუატაციის) ეროვნული კანონმდებლობის დაცვით;
2/1.3.7 ნება დართოს ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დანიშნულ პირებს, ევროპის აუდიტორთა სასამართლოს, ევროსაბჭოს და ევროპის ანტიკორუფციული უწყების წარმომადგენლებს და აგრეთვე, ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებსა და ორგანოებს, როდესაც ამას ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი სავალდებულო დებულებები მოითხოვს, ეწვიონ ობიექტებს, შეამოწმონ პროეტ(ებ)ით გათვალისწინებული ინსტალაციები/აღჭურვილობები და სამუშაოები და აწარმოონ ასეთი შემოწმებები, საკუთარი შეხედულებისამებრ, მიაწოდონ მათ ან უზრუნველყონ მათთვის სრული ინფორმაციისა და აუცილებელი მხარდაჭერის/დახმარების გაწევა ამ მიზნით:
ა) ხელი შეუწყოს ევროპის საინვესტიციო ბანკის და ევროკავშირის სხვა კომპეტენტური ინსტიტუტებისა და ორგანოების მხრიდან აკრძალული ქმედების ნებისმიერ სავარაუდო ან საეჭვო ქმედებასთან დაკავშირებულ გამოძიებას და ევროპის საინვესტიციო ბანკს მიაწოდოს ან ევროპის საინვესტიციო ბანკისთვის უზრუნველყოს აუცილებელი დახმარების გაწევა ამ მიზნებისთვის;
ბ) აღიაროს, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი შესაძლოა ვალდებული იყოს შეატყობინოს ევროკავშირის ნებისმიერ კომპეტენტურ ინსტიტუტსა თუ ორგანოს, ევროპის თანასაზოგადოებათა აუდიტორების სასამართლოს, ევროკომისიისა და ევროპის ანტიკორუფციული უწყების ჩათვლით წინამდებარე პროექტთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია მათი ამოცანის შესასრულებლად ევროპული გაერთიანებების კანონმდებლობის შესაბამისად და აგრეთვე, ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი სავალდებულო დებულებების თანახმად;
2/1.3.8 აღასრულოს და განახორციელოს პროექტი გარემოსდაცვითი და სოციალური კანონების შესაბამისად, პროექტისთვის მოიპოვოს კომპეტენტური უფლებამოსილი ორგანოების ნებართვა გარემოსდაცვით და სოციალურ სფეროებში და წარუდგინოს ევროპის საინვესტიოციო ბანკს/ბანკს მოთხოვნისთანავე, დაადასტუროს ვალდებულებათა შესრულება, რისთვისაც მსესხებელი ვალდებულებას იღებს მოიპოვოს მტკიცებულებები,
როგორც ამას მოითხოვს ევროპის საინვესტიციო ბანკი ან ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკს/ბანკს გადასცეს ასეთი მოთხოვნის საპასუხოდ მიღებული ნებისმიერი მატერიალური ინფორმაცია;
2/1.3.9 უზრუნველყოს სააღრიცხვო ჩანაწერებში პროექტის დაფინანსებასთან, განხორციელებასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ოპერაციების ასახვა;
2/1.3.10 დაუდასტუროს ბანკს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, მსესხებლის მიერ პროექტში ინვესტირებული ფულადი საშუალებები არ არის უკანონო წარმოშობის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული პროდუქტების ჩათვლით, ასევე დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბანკს იმ შემთხვევაში, თუ შეიტყობს რომელიმე ასეთი ფულადი საშუალების უკანონო წარმოშობის შესახებ;
2/1.3.11 კისრულობს ვალდებულებას, დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს მსესხებლის სტრუქტურასა თუ სტატუსში რაიმე ცვლილების შესახებ;
2/1.3.12 არ განახორციელოს (და არ დაუშვას/არ მისცეს ნება ნებისმიერ აფილირებულ პირს ან მისი სახელით მოქმედ ნებისმიერ სხვა პირს) ჩაერთოს რომელიმე აკრძალულ ქმედებაში პროექტთან დაკავშირებით, ნებისმიერ სატენდერო პროცედურაში პროექტის ფარგლებში ან ამ ხაელშეკრულებით გათვალისწინებულ რომელიმე ტრანზაქციაში;
2/1.3.13 მიიღოს ისეთი ზომა, როგორსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი გონივრულად მოითხოვს ნებისმიერი აკრძალული ქმედების რაიმე სავარაუდო ან საეჭვო შემთხვევის გამოძიების ან შეწყვეტის მიზნით;
2/1.3.14 არ აწარმოოს ბიზნეს-ურთიერთობები ნებისმიერ სანქციონირებულ პირთან;
2/1.3.15 არ გახადოს ფულადი საშუალებები ხელმისაწვდომი, პირდაპირ ან არაპირდაპირ, სანქცირებული პირისთვის;
2/1.3.16 გონივრულ ვადებში სათანადო ზომები მიიღოს მისი მმართველი ორგანოს ნებისმიერი წევრის მიმართ, რომელიც სანქცირებული პირი გახდა ან სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ იქნა პროფესიული მოვალეობების შესრულებისას ჩადენილი აკრძალული ქმედების გამო, რათა ასეთი მსესხებელმა (ან/და მისი მმართველი ორგანოს რომელიმე ასეთმა წევრმა) არ მიიღოს ბანკის მიერ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ან შესაბამის პროექტთან მიმართებაში გაცემული ფულადი საშუალებები; და
2/1.3.17 დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბანკს 2/1.3.16 პუნქტში მითითებული პირების მიმართ მიღებული ნებისმიერი ზომის შესახებ;
2/1.3.18 აწარმოოს ყველა ფინანსური ტრანზაქციის, ხარჯებისა და ამ სესხის საშუალებით დაფინანსებული კონტრაქტების სააღრიცხვო (ბუღალტრული) წიგნები და ჩანაწერები;
2/1.3.19 დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბანკს აკრძალულ ქმედებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მტკიცებულების, საჩივრისა თუ ინფორმაციის შესახებ, დაფინანსების ან ნებისმიერი პროექტის საფუძველზე ხელმისაწვდომი ფულადი საშუალებების ფარგლებში;
2/1.3.20 დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს, თუ ნებისმიერ დროს დაფინანსებასთან ან პროექტთან დაკავშირებით შეიტყობს უკანონო წარმოშობის შესახებ, მათ შორის ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული პროდუქტების შესახებ;
2/1.3.21 ზემოაღნიშნული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, წინსწრებით დაფაროს მიმდინარე სესხი;
2/1.4 წინამდებარე ხელშეკრულების სპეციალური პირობების შესაბამისად, ბანკი ვალდებულია, რაზეც მსესხებელი თანხმობას გამოთქვამს:
2/1.4.1 ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დასამტკიცებლად დაუყოვნებლივ წარადგინოს ნებისმიერი არსებითი ცვლილება პროექტში, მათ შორის, ფასთან, დიზაინთან, გეგმებთან, გრაფიკთან ან პროექტის ხარჯვის პროგრამასთან ან დაფინანსების გეგმასთან დაკავშირებით, წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერამდე ევროპის საინვესტიციო ბანკისთვის გამჟღავნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით;
2/1.4.2 მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ან ევროპის საინვესტიციო ბანკისთვის მოიპოვოს ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცია, რათა ევროპის საინვესტიციო ბანკმა შეძლოს თვალყური ადევნოს პროექტების ფიზიკურ და ფინანსურ მიმდინარეობას და თითოეული მსესხებლის ფინანსურ მდგომარეობას;
2/1.4.3 მოთხოვნის შემთხვევაში, ევროპის საინვესტიციო ბანკს მიაწოდოს სესხის ხელშეკრულებების და მისი ნებისმიერი დანართის ან ცვლილების ასლი;
2/1.4.4 ევროპის საინვესტიციო ბანკს დაუყოვნებლივ შეატყობინოს:
2/0.0.0.0 ნებისმიერი მესამე მხარის მიერ წამოწყებული ნებისმიერი სარჩელის ან პროტესტის, ან ნებისმიერი წინააღმდეგობის ან მსესხებლის მიერ მიღებული ნებისმიერი რეალური საჩივარის ან ნებისმიერი არსებითი სასამართლო დავის შესახებ, რომელიც დაწყებულია ან დაიწყება მის წინააღმდეგ გარემოსდაცვით ან სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს პროექტზე; და
2/0.0.0.0 მსესხებლისთვის ცნობილი ნებისმიერი ფაქტის ან მოვლენის შესახებ, რამაც შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს ან უარყოფითი გავლენა მოახდინოს პროექტის განხორციელების ან ფუნქციონირების პირობებზე;
2/1.4.5 მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ან ევროპის საინვესტიციო ბანკისთვის მოიპოვოს ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია დაფინანსების მოთხოვნების წარდგენის დროს მიღებული ინფორმაციის დასაზუსტებლად ან შესავსებად; და
2/1.4.6 ზოგადად შეატყობინოს ევროპის საინვესტიციო ბანკს მისთვის ცნობილი ნებისმიერი ფაქტის ან მოვლენის შესახებ, რომელმაც, ბანკის გონივრული მოსაზრებით, შეიძლება არსებითად შელახოს ან გავლენა იქონიოს პროექტის განხორციელების ან ფუნქციონირების პირობებზე ან მსესხებლის ზოგად მდგომარეობაზე;
2/1.4.7 ამ ხელშეკრულების საფუძველზე დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარებული მარკეტინგული ან ნებისმიერი სხვა სარეკლამო კამპანიის დროს, მსესხებელმა ევროპის საინვესტიციო ბანკი უნდა მოიხსენიოს, როგორც ამ პროექტის მხარდამჭერი და, საჭიროების შემთხვევაში (მაგ.: ევროპის საინვესტიციო ბანკის ან ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში), გამოიყენოს ევროპის საინვესტიციო ბანკის და ევროკავშირის ლოგო.
2/1.5 მსესხებელი ვალდებულებას იღებს, რომ:
(i) შეინახავს და მოამზადებს ქვედაფინანსების დოკუმენტის განსახორციელებლად საჭირო ყველა შესაბამის დოკუმენტაციას, ქვედაფინანსების დოკუმენტის შესრულებიდან 7 (შვიდი) წლის განმავლობაში; და
(ii) მსესხებელს დაუდასტურებს, რომ ქვედაფინანსების დოკუმენტის საფუძველზე გაცემული დაფინანსების მიზნებისთვის, მსესხებლის მიერ შეფასებამდე ხუთი (5) წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს, ის არ ყოფილა გამონაკლის მდგომარეობაში;
მუხლი 3.
3.1. ბანკი გასცემს მსესხებელზე კრედიტს, ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით.
3.2. კრედიტის მიზანი:
3.3. პირგასამტეხლო:
3.3.1. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მსესხებელს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
3.3.2. პირგასამტეხლოს დარიცხვა ვალდებულების სრულ შესრულებამდე გრძელდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბანკი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან/და არაჯეროვნად შესრულებისათვის შეწყვეტს ხელშეკრულებას.
3.6. შეთანხმებული უზრუნველყოფა და სოლიდარული თავდებობა:
3.6.1. მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება შემდეგი ხელშეკრულებებით:
3.6.2. წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი მსესხებლის ვალდებულებები მსესხებელთან ერთად შესრულდება ასევე სოლიდარული თავდებ(ებ)ის მიერ, შემდეგი ხელშეკრულებ(ებ)ით დადგენილი წესით და საფუძველზე:
3.6.3. ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფის საგნის დაზღვევა სავალდებულოა.
მუხლი 4.
4.1. პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია თავისუფალი წერილობითი ან სტანდარტული წერილობითი პრეტენზიის ფურცლის შევსებით, ასევე ელექტრონული ფორმით (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფისებში) ან ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე xxx.xxxxxxxxxxxxx.xx პრეტენზიის ფორმის დარეგისტრირებით. პრეტენზიაზე რეაგირება ხდება მისი მიღებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში, რომელსაც განიხილავს ბანკში მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული.
4.2. კრედიტის დაბრუნება და პროცენტების გადახდა ხორციელდება კრედიტის დაფარვის გრაფიკის მიხედვით
(დანართი N1).
4.3. შეტყობინების ვალდებულება არ არსებობს პირობების მსესხებლის სასარგებლოდ შეცვლისას.
4.4. ამ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მხოლოდ წერილობითი ფორმით. ცვლილების/დამატების შეტანისთვის წერილობითი ფორმის დაცვა და/ან ცვლილების შესახებ შეტყობინება სავალდებულო არ არის როდესაც კეთდება მომხმარებლის სასარგებლო ცვლილება. ასევე, ბანკი უფლებამოსილია ხელშეკრულებაში ცალმხრივად შეიტანოს ცვლილება ან/და დამატება თუ მსესხებლის, თანამსესხებლის, სოლიდარული თავდების (თუ სესხი უზრუნველყოფილია სოლიდარული თავდებობით) ან/და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის მიერ არ შესრულდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
4.5. წინამდებარე ხელშეკრულებაზე მოქმედებს და ვრცელდება „დამატებითი სახელშეკრულებო პირობები“, რომლითაც ასევე განსაზღვრულია მხარეთა სხვადასხვა სახის უფლება-მოვალეობანი და სახელშეკრულებო პირობები. „დამატებითი სახელშეკრულებო პირობები“ წარმოადგენს ამ ხელშეკრულების ხელშეკრულების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს და სავალდებულოა შესასრულებლად. „დამატებითი სახელშეკრულებო პირობები“ განთავსებულია როგორც ბანკის ოფისებში, ასევე ბანკის ინტერნეტ გვერდზე xxx.xxxxxxxxxxxxx.xx. ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო „დამატებით სახელშეკრულებო პირობებს“, ეთანხმება, პრეტენზია არ გააჩნია და კისრულობს მათი შესრულების ვალდებულებას.
4.6. ბანკი უფლებამოსილია, „დამატებით სახელშეკრულებო პირობებში” მოცემული წესით და მიზნებიდან გამომდინარე, დაამუშავოს მსესხებლის შესახებ ნებისმიერი (მათ შორის, საბანკო, კომერციული, პერსონალური და ბიომეტრული) მონაცემები, მათ შორის: გამოითხოვოს ინფორმაცია სს “კრედიტინფო საქართველოდან”, გადასცეს
მსესხებლის და/ან წინამდებარე ხელშეკრულების/კრედიტის შესახებ ინფორმაცია სს “კრედიტინფო საქართველოს”, მიიღოს მსესხებლის პერსონალური მონაცემები სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.
4.7. თუ კრედიტის მოცულობა აღემატება 2 000 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, მსესხებელი ვალდებულია, მიმართოს ბანკს წერილობითი ფორმით, კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვამდე 14 კალენდარული დღით ადრე.
4.8. ნებისმიერ ელექტრონულ ხელმოწერას, ხელმომწერის მიერ წინამდებარე გარიგების დადასტურებას ინტერნეტ ბანკინგით, შეთანხმებული მეილით ან/და მხარეთა შორის შეთანხმებული ნებისმიერი სხვა სანდო საკომუნიკაციო არხით, აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა და გარიგება ძალაშია დადასტურების მომენტიდან. აღნიშნული ფორმით გარიგების დადასტურება არ შეიძლება გახდეს სადაო მატერიალურ დოკუმენტზე ფიზიკური ხელმოწერის არარსებობის გამო.
4.9. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ ერთი თვით ადრე წერილობით, ან ელექტრონული ფოსტით, ან ინტერნეტ-ბანკით, ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ან სატელეფონო ზარის მეშვეობით მეშვეობით.
4.10. ბანკის საზედამხედველო ორგანო: საქართველოს ეროვნული ბანკი. მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N2.
4.11. მსესხებელი აცხადებს, რომ გაეცნო ბანკის ფილიალში/ვებ-გვერდზე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობებს და თანხმობას აცხადებს, საჭირო მოცულობით, მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
4.12. წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმებულია მხარეებს შორის ორი თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი ინახება ბანკში, ხოლო მეორე გადაეცემა მხარე(ებ)ს.
მუხლი 5.
5.1. გადახდისას პირველ რიგში იფარება საკომისიოები, გადახდის ვადის გადაცილების გამო დაკისრებული პირგასამტეხლო, შემდეგ დარიცხული პროცენტები და ბოლოს კრედიტის თანხა. აღნიშნული რიგითობა ბანკის შეხედულებისამებრ შეიძლება შეიცვალოს.
5.2. მთელი კაპიტალის ან ნაწილის ვადამდე დაფარვისას პირველ რიგში დაიფარება ვადაზე ადრე დაფარვის დღისათვის დარიცხული პროცენტი სრულად.
5.3. გადახდის ვადის დადგომისას, ასევე გადახდის ვადის გადაცილებისას, ბანკი უფლებამოსილია მოახდინოს საბანკო პროდუქტისა და მასზე დარიცხული პროცენტების, ასევე ნებისმიერი სხვა გადასახდელებისა და პირგასამტეხლოს/ჯარიმების დაფარვა მსესხებლის მიმდინარე ანგარიშებზე, მსესხებლის შემნახველი ანაბრის ანგარიშებზე, სადეპოზიტო ანგარიშზე (გარდა ვადიანი დეპოზიტისა, თუ სესხი არ არის უზრუნველყოფილი ვადიანი დეპოზიტით) და/ან მის სხვა ნებისმიერი სახის/ტიპის ანგარიშებზე არსებული თანხების, მათ შორის მსესხებლის ანგარიშ(ებ)ზე დაშვებული ოვერდრაფტის თანხიდან (აუთვისებელი ნაშთიდან), უაქცეპტოდ/მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე ჩამოჭრის გზით. ამასთანავე, თუ უაქცეპტო წესით ჩამოსაჭრელი თანხა განსხვავდება ვალდებულების ვალუტისაგან, ბანკი უფლებამოსილია მსესხებლის ხარჯზე მოახდინოს ერთი სავალუტო ერთეულიდან მეორეში თანხის კონვერტაცია ბანკის კომერციული კურსის შესაბამისად.
5.4. მსესხებელი თანახმაა, რომ xxxxxx იძულებითი გადახდევინება მიაქციოს მსესხებლის და ან სოლიდარული
თავდების კუთვნილ ნებისმიერ (მათ შორის არაუზრუნველყოფილ) ქონებაზე. ამასთან მსესხებლის მიმართ არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იძულებითი აღსრულება თავდაპირველად შეეხება უზრუნველყოფის საგნებს, ხოლო თუ არ დაიფარება დავალიანება სრულად, შემდეგ მსესხებლის/სოლიდარული თავდების კუთვნილ სხვა ნებისმიერ ქონებას.
5.5. მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევის ნებისმიერი შემთხვევა (ან შეუსაბამობა ამ ხელშეკრულებების პირობებთან) ანიჭებს ბანკს უფლებას მიიღოს დაკმაყოფილება წინამდებარე ხელშეკრულების 3.6.–ე პუნქტში მითითებული ხელშეკრულებების საფუძველზე (რომლებიც წარმოადგენენ ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს).
5.6. თუ იპოთეკის/გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ არის საკმარისი იპოთეკით/გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, მხარეები თანხმდებიან, რომ ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გასწვდება იპოთეკის/გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა.
მუხლი 6.
6.1. ბანკი უფლებამოსილია ვადამდე ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, მოითხოვოს ყველა გაცემული კრედიტის ვადამდე დაფარვა, დარიცხული პროცენტის და პირგასამტეხლოს გადახდა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ხოლო მსესხებელი ვალდებულია შეასრულოს აღნიშნული მოთხოვნები, თუ:
6.1.1 დაირღვა კრედიტის დაფარვისთვის განსაზღვრული ვადა ან კრედიტის მიზნობრივად გამოყენების პირობა;
6.1.2 არ შესრულდა ამ ხელშეკრულებით, ასევე უზრუნველყოფის ან/და თავდების სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის მესამე პირების მიერ;
6.1.3 გაუარესდება მსესხებლის ან სოლიდარული თავდების ქონებრივი/ფინანსური მდგომარეობა (მათ შორის ჩამოერთმევა ქონება, ან შეეზღუდება სარგებლობის უფლება), ან შეიქმნება ასეთი საშიშროება და მსესხებელი არ წარმოადგენს დამატებით უზრუნველყოფის საშუალებას;
6.1.4 მსესხებლის მიზანია ბანკის მოტყუება ან ბანკს მიეწოდა მსესხებლის ვალდებულებების, სამეურნეო და/ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი/არასწორი ცნობა, კრედიტის მიღების, ოდენობის გაზრდის და/ან შეღავათიანი პირობებით მიღებისათვის.
6.1.5 თუ რაიმე მიზეზით ვადამდე დაირღვა მსესხებელის ან სოლიდარული თავდების კუთვნილი, ბანკში გახსნილი ანაბარი;
6.2. ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბანკის ადგილსამყოფელის მიხედვით. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად.
Classification: Restricted to Partners
დანართი: N1
კრედიტის დაფარვის გრაფიკი
წინამდებარე გრაფიკში მოცემული მონაცემები მოქმედია საპროცენტო განაკვეთის, ინდექსის ან სხვა ფინანსური ხარჯების ცვლილებამდე გაცემის თარიღი: --.--.20--
საპროცენტო განაკვეთი: % წლიური;
სესხის თანხა: ლარი/ევრო/აშშ დოლარი ( თანხა სიტყვიერად ) ;
სესხის გრაფიკის ველების დასახელება
# | თარიღი | დღე | შენატანი | ძირი | პროცენტი | დაგროვილი %-ის წილი | დარჩენილი დაგროვილი პროცენტი | სალდო |