Contract
ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 xxxxx xxxxxxx გაუხსნის ანგარიშ(ებ)ს, აწარმოებს მის საბანკო ოპერაციებს და გაუწევს ამ ხელშეკრულებაში აღწერილ მომსახურებას ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და წესებით.
1.2 ამ ხელშეკრულებაში აღწერილ მომსახურებათა მისაღებად კლიენტი xxxxx მიმართავს შესაბამისი წერილობითი განაცხადით (ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით), რომლითაც ის იმავდროულად ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ამ ხელშეკრულების ყველა პირობას და ეთანხმება მათ, რითაც უერთება ამ ხელშეკრულებას. xxxxx უფლებამოსილია, გადაწყვეტილების მისაღებად კლიენტს მოსთხოვოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისა და/ან დოკუმენტაციის წარდგენა. xxxxx განიხილავს კლიენტის განაცხადს და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაიწყებს კლიენტისთვის განაცხადში მითითებული მომსახურების გაწევას განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა.
1.2.1 ბანკი უფლებამოსილია, კლიენტს უარი განუცხადოს მომსახურების გაწევაზე უარის მიზეზ(ებ)ის განმარტების გარეშე. xxxxxxxx მიერ განაცხადის შევსება, აგრეთვე, ბანკისათვის დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა არ წარმოშობს ბანკის ვალდებულებას, გაუწიოს კლიენტს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ან რომელიმე მომსახურება.
1.3 ანგარიშ(ებ)ი იხსნება კლიენტის განაცხადისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტების საფუძველზე (ბანკისთვის წარდგენის შემდეგ), რომელთა უტყუარობაზეც პასუხისმგებელია კლიენტი.
1.4 ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად ანგარიშ(ებ)ი შესაძლებელია გაიხსნას დისტანციურად ანუ სატელეფონო, ინტერნეტ-ბანკის, სხვადასხვა დისტანციური/ელექტრონული საკომუნიკაციო არხების ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით გაკეთებული განაცხადის საფუძველზე იმ შემთხვევაში, როდესაც კლიენტს უკვე აქვს ანგარიში ბანკში. შესაბამისი დოკუმენტების არსებობამდე (ბანკისთვის წარდგენამდე) დისტანციურად გახსნილ ანგარიშზე შესაძლებელია მხოლოდ ჩარიცხვის ოპერაციების განხორციელება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ანგარიშზე ფულადი სახსრების შეტანა და ჩარიცხვა და სხვა საბანო ოპერაციების წარმოება
2.1 კლიენტის ანგარიშზე ფულადი სახსრები შეიძლება ჩაირიცხოს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო წესით.
2.2 იმ შემთხვევაში, თუ სხვა ბანკის მეშვეობით კლიენტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის საბუთში აღნიშნული საიდენტიფიკაციო მონაცემები სრულად არ დაემთხვევა ბანკის ხელთ არსებულ ინფორმაციას კლიენტის შესახებ, ბანკი მიღებულ თანხას ჩარიცხავს “გაურკვეველი თანხების ანგარიშზე”, აწარმოებს აუცილებელ გამოკვლევას თანხის მიმღების დასადგენად და მონაცემებს შორის შეუსაბამობის გამოსწორების შემთხვევაში თანხას ჩარიცხავს კლიენტის ანგარიშზე, ხოლო გამოუსწორებლობის შემთხვევაში თანხას დაუბრუნებს გადამხდელს.
2.3 კლიენტი ვალდებულია მის ანგარიშზე თანხის შეცდომით ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ შეატყობინოს და გადასცეს ბანკს შეცდომით ჩარიცხული თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში კლიენტი პასუხს აგებს ამ ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
2.4 კლიენტის ანგარიშებზე შეტანილი ან/და ჩარიცხული თანხ(ებ)ის ასახვას , კლიენტის ანგარიშიდან თანხ(ებ)ის გადარიცხვას ან კლიენტის მიერ ნაღდი ანგარიშსწორების წესით ბანკში შეტანილი თანხ(ებ)ის მიმღების ანგარიშზე ასახვას ბანკი უზრუნველყოფს არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა.
2.5 კლიენტის მიერ SMS კოდის საშუალებით დადასტურებული, საბანკო ოპერაციების წარმოების წესი,განისაზღვრება ამ ხელშეკრულების მე-13 მუხლით.
3. ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა
3.1 ბანკის მიერ ანგარიშებიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა, როგორც წესი, ხორციელდება კლიენტის თანხმობის, ნებართვის, დავალების, ან მოთხოვნის საფუძველზე, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
3.2 კლიენტის ანგარიშებიდან ბანკის მიერ უაქცეპტო წესით (კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე) თანხების ჩამოწერა შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
3.2.1 ბანკის მოქმედი ტარიფების შესაბამისად მომსახურების საფასურის (საკომისიოს) ან/და პირგასამტეხლოს გადასახდელად;
3.2.2 შეცდომით ან/და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ჩარიცხული ან/და საეჭვო თანხ(ებ)ის უკან დასაბრუნებლად;
3.2.3 ბანკის წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების დასაფარავად ან ვალდებულების შესასრულებლად (იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება ან ვალდებულება დაფიქსირებულია ეროვნული ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, ეკვივალენტი დგინდება თანხის ჩამოწერის მომენტისათვის ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსით), ამასთან კლიენტი აცნობიერებს, რომ ბანკი არ არის ვალდებული კლიენტის დავალების გარეშე ჩამოწეროს თანხები კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან კლიენტის რომელიმე ვალდებულების შესრულების მიზნით;
3.2.4 მოქმედი კანონმდებლობით ან/და კლიენტსა და ბანკს შორის დადებული ხელშეკრულებით, შეთანხმებით ან/და სხვა დოკუმენტით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში (მაგალითად საინკასო დავალების არსებობისას).
3.3 კლიენტის მიერ ბანკისთვის მიცემული დავალების გაუქმება შეიძლება ბანკთან შეთანხმებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დავალება ჯერ არ შესრულებულა და მისი გაუქმება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, ან იმ ვალდებულების არსს, რომლის შესასრულებლადაც გაიცა დავალება.
3.4 ბანკი უფლებამოსილია არ შეასრულოს კლიენტის დავალება და დავალების შეუსრულებლობის შესახებ ნებისმიერი ფორმით შეატყობინოს კლიენტს, იმ შემთხვევაში თუ:
3.4.1 ვერ ხერხდება კლიენტის სრულფასოვანი იდენტიფიკაცია;
3.4.2 დავალება შედგენილი ან წარდგენილია ბანკში დადგენილი წესის დარღვევით ან შეიცავს არაზუსტ ინფორმაციას (მითითებებს);
3.4.3 დავალებაში აღნიშნული თანხა აღემატება ანგარიშზე არსებულ ხელმისაწვდომ თანხას ან ბანკის მიერ დადგენილ ლიმიტებს;
3.4.4 ბანკს გაუჩნდა ეჭვი კანონსაწინააღმდეგო ოპერაციის განხორციელების მცდელობის შესახებ;
3.4.5 აღნიშნული გათვალისწინებულია კანონმდებლობით ან კლიენტს ბანკის მიმართ გააჩნია ფულადი ვალდებულება (დავალიანება).
3.5 ანგარიშიდან ფულადი სახსრების გასატანად (გასაცემად), როგორც წესი, გამოიყენება სალაროს გასავლის ორდერები (როგორც სტანდარტული, ისე სპეციალური).
3.6 კლიენტს უფლება აქვს ანგარიშიდან ფულადი სახსრების გასატანად გამოიყენოს ბანკისგან წინასწარ მიღებული სპეციალური ფორმის სალაროს გასავლის ორდერები (შემდგომში “სპეციალური ორდერები”), რომელთა შევსება ხდება კლიენტის მიერ.
3.7 კლიენტი ვალდებულია:
3.7.1 გაუფრთხილდეს სპეციალურ ორდერებს;
3.7.2 არ დაუშვას მათი შევსების გარეშე გადაცემა ნებისმიერი მესამე პირისთვის;
3.7.3 დაიცვას სპეციალური ორდერის შევსების წესები;
3.7.4 დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს სპეციალური ორდერ(ებ)ის დაკარგვის შესახებ.
3.8 სპეციალური ორდერის საფუძველზე ანგარიშიდან თანხის გატანა დასაშვებია სპეციალური ორდერის კლიენტის მიერ შედგენიდან (ხელმოწერიდან) 180 (ას ოთხმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
3.9 ბანკს უფლება აქვს არ გასცეს თანხა, თუ სპეციალურ ორდერზე დაფიქსირებული ხელმოწერა არ ედრება კლიენტის ხელმოწერის ნიმუშს.
3.10 ამ ხელშეკრულებით კლიენტი ბანკს ანიჭებს უფლებამოსილებას კლიენტის დავალებით ოპერაციების შესრულებისას, საჭიროების შემთხვევაში, კლიენტის მიერ დამატებითი დავალების ბანკისთვის წარდგენის გარეშე განახორციელოს თანხების კონვერტაცია ან/და კლიენტის ანგარიშებს შორის თანხების გადარიცხვა.
3.11 სპეციალური ორდერის შევსების წესების დარღვევით შევსებული სპეციალური ორდერი ითვლება არასწორად შევსებულად. სპეციალური ორდერის არასწორად შევსების ან სპეციალური ორდერის ტექსტში რაიმე ცვლილების შეტანის შემთხვევაში, სპეციალური ორდერი ითვლება ძალადაკარგულად და ბანკს უფლება აქვს არ შეასრულოს კლიენტის ან სპეციალური ორდერის წარმომდგენის მოთხოვნა თანხის განაღდების შესახებ. იგივე წესი გამოიყენება, თუ სპეციალური ორდერი, ბანკის შეფასებით, დაზიანებულია.
4. საფასური საბანკო მომსახურებისთვის
4.1 კლიენტისა და ბანკის ფინანსური ურთიერთობა წესრიგდება ბანკის ტარიფებითა და ბანკსა და კლიენტს შორის დადებული ხელშეკრულებებით. ანგარიშის წარმოებისათვის, ამ ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციებისათვის და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის კლიენტი ბანკს უხდის ოპერაციის შესრულების ან მომსახურების გაწევის დროისათვის ბანკის მიერ დადგენილი და მოქმედი ტარიფების შესაბამისად განსაზღვრულ თანხას (მომსახურების საფასურს).
4.2 ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში კლიენტს არ დაუბრუნდება მის მიერ უკვე გადახდილი მომსახურების საფასური (საკომისიო).
4.3 ბანკს უფლება აქვს შესთავაზოს კლიენტს სატარიფო პაკეტის გამოყენება, რაც გულისხმობს ერთდროულად რამდენიმე საბანკო მომსახურებით და შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობის უფლების მოპოვებას ფიქსირებული საკომისიოს გადახდის სანაცვლოდ. სატარიფო პაკეტზე რეგისტრაცია ხდება კლიენტის მიერ სპეციალური განაცხადის შევსებით. შევსებული განაცხადი სატარიფო პაკეტის შეძენის შესახებ ჩაითვლება კლიენტის თანხმობად სატარიფო პაკეტში ჩამოთვლილი მომსახურებებით სარგებლობაზე და აუცილებელი აღარ იქნება თითოეული მომსახურების მისაღებად ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტში აღნიშნული განაცხადის ბანკისთვის წარდგენა.
5. მხარეთა ვალდებულებები
5.1 კლიენტი ვალდებულია:
5.1.1 დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს მის მიერ ბანკისთვის წარდგენილ დოკუმენტებსა და მიწოდებულ ინფორმაციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, ასევე წერილობით შეატყობინოს ბანკს იმ პირების შეცვლის შესახებ, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განკარგონ ანგარიში, ან მიიღონ ინფორმაცია ანგარიშის მდგომარეობის შესახებ და შეტყობინებას დაურთოს შესაბამისი დოკუმენტები. ცვლილებების შესახებ შეტყობინებისა და შესაბამისი საბუთების მიღებამდე ბანკის მიერ ოპერაციები სრულდება ადრე წარდგენილი საბუთებისა და ხელმოწერის ნიმუშის საფუძველზე.
5.1.2 დაუყოვნებლივ წერილობით, ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით ან ბანკის სატელეფონო სერვისცენტრთან დაკავშირებით (ნომერზე +99532 2272727) შეატყობინოს ბანკს მისამართის, ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართის ან/და სხვა საკონტაქტო მონაცემების შეცვლის შესახებ;
5.1.3 ყოველი ახალი ანგარიშის გახსნის განაცხადთან ერთად ბანკს წარუდგინოს ბანკის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები კლიენტის საგადასახადო/სამეწარმეო სტატუსის შესაბამისად;
5.1.4 ბანკის მიერ მისთვის გახსნილი ანგარიშები სამეწარმეო მიზნებისთვის გამოიყენოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაბამისი საგადასახადო/სამეწარმეო სტატუსი. წინააღმდეგ შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია არ გამოიყენოს თავისი ანგარიშები სამეწარმეო საქმიანობისთვის;
5.1.5 მოთხოვნისთანავე მიაწოდოს ბანკს საბანკო ოპერაციებთან / კლიენტთან დაკავშირებული ყველა საბუთი და ინფორმაცია;
5.1.6 დაიცვას ამ ხელშეკრულების პირობები;
5.1.7 დაიცვას ბანკის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო მასალაში აღწერილი პროცედურები;
5.1.8 დროულად გადაიხადოს მომსახურების საფასური (საკომისიო);
5.1.9 ბანკის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღისა ხელი მოაწეროს და გადასცეს ბანკს ამ უკანასკნელისთვის ამ ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებ(ებ)ის განხორციელებისთვის ან ამ ხელშეკრულებით კლიენტისთვის დაკისრებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულებისთვის საჭირო ნებისმიერი საბუთი;
5.1.10 სრულად აანაზღაუროს ამ ხელშეკრულების და მის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების დადებასთან, დამოწმებასთან, რეგისტრაციასთან, შესრულებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული ან/და კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო ბანკის მიერ გაწეული (მათ შორის კლიენტისთვის შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებული) ყველა და ნებისმიერი ხარჯი.
5.2 ბანკი ვალდებულია:
5.2.1 მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდოს კლიენტს ინფორმაცია ანგარიშის მდგომარეობის შესახებ;
5.2.2 შეასრულოს კლიენტის დავალებები ამ ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის შესაბამისად;
5.2.3 დაიცვას ამ ხელშეკრულების პირობები.
5.3 კლიენტს ეკრძალება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე მომსახურების გამოყენება უკანონო მიზნით, მათ შორის იმ საქონლის ან მომსახურების შესაძენად, რომლის შეძენაც აკრძალულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
5.4 ბანკი არ არის ვალდებული კლიენტს მიაწოდოს ინფორმაცია ცვლილებების (მათ შორის კლიენტისთვის სასარგებლო ან/და ინდექსირებულ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული ცვლილებების) შესახებ.
6. მხარეთა პასუხისმგებლობა
6.1 ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულყოფილად და დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეები პასუხს აგებენ ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
6.2 ბანკი პასუხისმგებელია კლიენტის წინაშე საბანკო ოპერაციების ზუსტად და დროულად განხორციელებისთვის. ბანკის მიზეზით ანგარიშიდან თანხის არასწორად ჩამოწერის, ან ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის ვადების დარღვევისათვის ბანკი იხდის პირგასამტეხლოს შესაბამისი თანხის 0,05%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული საბანკო დღისთვის, ან კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.3 ამ ხელშეკრულების 2.3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს პირგასამტეხლო 0,05%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
6.4 პირგასამტეხლოს გადახდა დამრღვევს არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან.
6.5 ბანკი არ არის პასუხისმგებელი:
6.5.1 ვალდებულების შეუსრულებლობისათვის (მათ შორის კლიენტის მიერ განხორციელებულ საერთაშორისო გადარიცხვებთან დაკავშირებით) თუ:
6.5.1.1 ეს გამოწვეულია კლიენტის “საგადახდო დავალებაში” ან სხვა რომელიმე საბუთში აღნიშნული მიმღები ან/და შუამავალი ბანკის ნებისმიერი ქმედებით ან/და შეცდომით ან/და ბანკისაგან დამოუკიდებელი ნებისმიერი სხვა მიზეზით;
6.5.1.2 იმ სახელმწიფოზე, რომლის ტერიტორიაზეც მოქმედებს თანხის მიმღების (ადრესატის) მომსახურე ბანკი ვრცელდება ემბარგო ან/და სხვა რაიმე შეზღუდვა, რაც აფერხებს ადრესატის მიერ თანხის მიღებას;
6.5.1.3 საკორესპოდენტო ბანკი (რომლის მეშვეობითაც სრულდება გადარიცხვა) უარს განაცხადებს ოპერაციის შესრულებაზე ან/და მოხდება გადასარიცხავი თანხის დაკავება/ბლოკირება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის ან/და სხვა მიზნით.
6.5.2 შედეგებზე, რომლებიც გამოწვეულია:
6.5.2.1 კლიენტის დავალებით ოპერაციის განხორციელებით;
6.5.2.2 კლიენტის ან სხვა პირის კუთვნილი კომპიუტერის, ტელეფონის აპარატის ან/და სხვა მოწყობილობისა თუ აღჭურვილობის (მათი რომელიმე ნაწილის ან/და აქსესუარის) ან/და პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართავობით;
6.5.2.3 ტელეკომუნიკაციების ოპერატორის, ინტერნეტ-პროვაიდერის ან/და ნებისმიერი სხვა პირის მიზეზით;
6.5.2.4 კლიენტის მიერ განაცხადის ან/და განცხადების არასწორი ან არასრულყოფილი შევსებით;
6.5.2.5 კლიენტის მიერ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაციის უსწორობით ან/და უზუსტობით;
6.5.2.6 კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით;
6.5.2.7 კლიენტისთვის ამ ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებების კლიენტის მიერ გამოუყენებლობით.
6.5.2.8 ბანკის მიერ გაცემული რეკომენდაციების კლიენტის მიერ შეუსრულებლობით.
6.6 მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, თუ ეს გარემოებები გამოწვეულია დაუძლეველი (გადაულახავი) ძალის პირდაპირი ზემოქმედებით, კერძოდ: წყალდიდობით, მიწისძვრით, ხანძრით, გაფიცვით, სამხედრო მოქმედებით, ბლოკადით, სახელმწიფო ორგანოების აქტით ან ქმედებით და სხვა (ფორს-მაჟორული გარემოებები). ფორს-მაჟორული გარემოების დადგომისას მხარეები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ შეატყობინონ ამის შესახებ მეორე მხარეს. მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაიდება ფორს-მაჟორული გარემოებების ლიკვიდაციამდე.
7. ინფორმაცია კლიენტის შესახებ და საბანკო საიდუმლოება
7.1 კლიენტი აცხადებს, რომ ის არ მოქმედებს სხვა (მესამე) პირის დავალებით და არ აქვს ურთიერთობა ფიქტიურ ბანკთან („შელ ბანკთან“) ან/და მის მიერ ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტში აღნიშნული განაცხადის ბანკის მიერ მიღების მომენტში ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაცია (მათ შორის სამეწარმეო საქმიანობისა და მისი, როგორც გადასახადის გადამხდელის სტატუსის შესახებ) არის უტყუარი, ზუსტი, სრული და ამომწურავი. კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების, საკონტაქტო ინფორმაციის, სტატუსის ან საქმიანობის სახის ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
7.1.1 კლიენტი აცხადებს და ადასტურებს, რომ:
7.1.1.1 აქვს ამ ხელშეკრულების დადებისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებაუნარიანობა;
7.1.1.2 არ მონაწილეობს არც ერთ სასამართლო პროცესში (მოსარჩელის, მოპასუხის ან მესამე პირის სახით), რითაც საფრთხეს უქმნის კლიენტის ვალდებულებების შესრულებას, კლიენტის ქონებას ან/და აქტივებს;
7.1.1.3 უარს არ იტყვის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე, ასევე არ გადასცემს თავის ვალდებულებებს მესამე პირს. ამასთან, ეს დებულება არ გულისხმობს დათქმას, რომ კლიენტმა/მსესხებელმა პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულებები და არ გამორიცხავს ბანკის უფლებას, მიიღოს მესამე პირისგან შემოთავაზებული შესრულება და ამ მიზნებისთვის კლიენტი/მსესხებელი აცხადებს თანხმობას, რომ ბანკმა მესამე პირს გადასცეს ინფორმაცია კლიენტის/მსესხებლის მიმდინარე დავალიანების/გადასახდელების შესახებ;
7.1.1.4 ამ ხელშეკრულების დადებისას, იგი არ იმყოფება შეცდომის, მოტყუების, მის წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობის ან მუქარის გავლენის ქვეშ;
7.1.1.5 მისთვის ცნობილია, რომ ბანკისათვის ყალბი ან/და არასწორი (სინამდვილესთან შეუსაბამო) ინფორმაციის/ცნობ(ებ)ის მიწოდება არის დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით და წარმოადგენს საკმარის საფუძველს ამ ხელშეკრულების მოქმედების შესაწყვეტად.
7.2 ბანკი ვალდებულია დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები, კლიენტთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციების და ანგარიშების შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება (კონფიდენციალობა), რომელიც მისთვის ცნობილი გახდა კლიენტთან საქმიანი ურთიერთობისას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან თუ საქმე ეხება ჩვეულებრივ საბანკო ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებითაც არ ილახება კლიენტის ინტერესები (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 863-ე მუხლის შესაბამისად). ბანკის მიერ კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება ძალაშია ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც.
7.3 ბანკი პასუხს არ აგებს კლიენტის მიერ ბანკისთვის მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად გაგზავნილი შეტყობინების სხვა პირის მიერ მიღებით გამოწვეულ შედეგ(ებ)ზე.
7.4 კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ სს „თიბისი ბანკი“ უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით, კლიენტისათვის საბანკო მომსახურების ეფექტური და შეუფერხებელი გაწევის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან საჭირო მოცულობით, მიიღოს ბანკისთვის აუცილებელი, კლიენტის პერსონალური მონაცემები.
7.5 კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ სს „თიბისი ბანკი“ უფლებამოსილია კლიენტის ნებისმიერი განაცხადი, ასევე კლიენტთან დადებულ გარიგებებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია (მ.შ. პერსონალური ინფორმაცია) შენახვის მიზნით გადასცეს სახელმწიფო
არქივს ან ამ პროფილის კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს მიწოდებული დოკუმენტაციის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დაარქივებასა და უსაფრთხო პირობებში შენახვას კონფიდენციალობის წესების სრული დაცვით.
7.6 კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ ბანკისგან მისთვის მომსახურების გაწევის გამარტივების მიზნით, სწრაფი გადახდის ტერმინალის საშუალებით, პირადი ნომრით ან უკონტაქტო პლასტიკური ბარათით იდენტიფიკაციის საფუძველზე, მიიღოს შეზღუდული ინფორმაცია კლიენტის საბანკო პროდუტებზე, სესხ(ებ)ის მიმდინარე (ყოველთვიურ) დავალიანებაზე, მთლიანი სასესხო დავალიანების ჩვენების გარეშე, ასევე ანგარიშ(ებ)ის/პლასტიკური ბარათ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია, ანგარიშ(ებ)ის/პლასტიკური ბარათ(ებ)ის ნომრ(ებ)ის ბოლო 4 ციფრის ჩვენებით, ანგარიშ(ებ)ზე არსებული ნაშთ(ებ)ის ჩვენების გარეშე.
7.7 კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ ბანკისგან მისთვის მომსახურების გაწევის გამარტივების მიზნით, სწრაფი გადახდის ტერმინალების საშუალებით კლიენტის პლასტიკური ბარათისა და პინ კოდით იდენტიფიკაციის საფუძველზე, მიიღოს ინფორმაცია კლიენტის საბანკო პროდუტებზე, სესხ(ებ)ის მიმდინარე დავალიანებაზე, მთლიან სასესხო დავალიანებაზე, ასევე ანგარიშ(ებ)ისა და პლასტიკური ბარათ(ებ)ის და მათზე არსებული ნაშთ(ებ)ის შესახებ, მოახდინოს გადარიცხვები საკუთარ ანგარიშებს შორის და სხვადასხვა სერვისების გადასახდელად, ასევე მიიღოს ინფორმაცია ბანკის მიერ კლიენტისთვის გაკეთებულ შეთავაზებებზე (მათ შორის საკრედიტო პროდუქტებზე) და სურვილისამებრ მოახდინოს შეთავაზებების მიღება (დადასტურება) ბანკის მიერ დადგენილი პროცედურების სრულყოფილად გავლის შემდგომ. შეთავაზებული საბანკო (მათ შორის საკრედიტო) პროდუქტის მიღებამდე, კლიენტის იდენტიფიკაციისთვის შესაძლოა ბანკმა საკუთარი შეხედულებისამებრ დააწესოს დამატებითი მექანიზმები (მოთხოვნები), რომლის დაუცველობის შემთხვევაში, კლიენტი ვერ მოახდენს შეთავაზებული საბანკო (მათ შორის საკრედიტო) პროდუქტის მიღებას (დადასტურებას).
7.8 კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ ბანკისგან მისთვის მომსახურების გაწევის გამარტივების მიზნით, ბანკომატის საშუალებით კლიენტის პლასტიკური ბარათისა და პინ კოდით იდენტიფიკაციის საფუძველზე, მიიღოს ინფორმაცია ბანკის მიერ კლიენტისთვის გაკეთებულ შეთავაზებებზე (მათ შორის საკრედიტო პროდუქტებზე) და სურვილისამებრ მოახდინოს შეთავაზებების მიღება (დადასტურება) ბანკის მიერ დადგენილი პროცედურების სრულყოფილად გავლის შემდგომ. შეთავაზებული საბანკო (მათ შორის საკრედიტო) პროდუქტის მიღებამდე, კლიენტის იდენტიფიკაციისთვის შესაძლოა ბანკმა საკუთარი შეხედულებისამებრ დააწესოს დამატებითი მექანიზმები (მოთხოვნები), რომლის დაუცველობის შემთხვევაში, კლიენტი ვერ მოახდენს შეთავაზებული საბანკო (მათ შორის საკრედიტო) პროდუქტის მიღებას (დადასტურებას).ბანკი პასუხს არ აგებს მესამე პირის მიერ სწრაფი გადახდის აპარატების / ბანკომატების მეშვეობით, კლიენტის იდენთიფიცირებისთვის აუცილებელი ინფორმაციის (პირადი ნომერი და დაბადების თარიღი ან პლასტიკური ბარათი და პინ კოდი) სწრაფი გადახდის ტერმინალში / ბანკომატში შეყვანით, კლიენტის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაზე.
7.9 კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ სს „თიბისი ბანკი“ უფლებამოსილია:
7.9.1 კლიენტის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი რომელიმე ვალდებულების დროულად ან/და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში, პრობლემური აქტივ(ებ)ის მართვის მიზნით, ბანკთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ პრობლემური აქტივების მართვის კომპანიას, გადასცეს კლიენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია და კლიენტთან გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც თავის მხრივ კისრულობს ვალდებულებას, დაიცვას ბანკის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა;
7.9.2 ბანკის აუდიტორებს, კონსულტანტებს, მრჩეველებს და სხვა მსგავსი კატეგორიის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, საჭიროების შესაბამისად, გადასცეს კლიენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია და კლიენტთან გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება, რომლებიც თავის მხრივ კისრულობენ ვალდებულებას, დაიცვან ბანკის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა;
7.9.3 კლიენტისათვის სხვადასხვა მომსახურების შეთავაზებისა და გაწევისათვის (მათ შორის სხვადასხვა პროდუქტ(ებ)ის შეთავაზებისათვის) აუცილებელი ინფორმაცია (მ.შ. კლიენტის პერსონალური მონაცემები), გადასცეს ბანკის შვილობილ კომპანიებს ან სხვა მონათესავე საწარმო(ებ)ს, რომლებიც თავის მხრივ კისრულობენ ვალდებულებას, დაიცვან ბანკის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა;
7.9.4 დისტანციური საბანკო მომსახურების არხების საშუალებებით (ბანკომატი, სწრაფი გადახდის ტერმინალი და სხვ.) კლიენტისათვის მომსახურების გაწევისთვის (მათ შორის სხვადასხვა საბანკო/საკრედიტო პროდუქტ(ებ)ის შეთავაზებისათვის) აუცილებელი ინფორმაცია (მ.შ. კლიენტის პერსონალური მონაცემები), მიაწოდოს სს „თიბისი ბანკთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ საგადახდო მომსახურების პროვაიდერ(ებ)ს, რომლებიც თავის მხრივ კისრულობენ ვალდებულებას, დაიცვან ბანკის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა.
8. ხელშეკრულების მოქმედება და სხვა პირობები
8.1 ეს ხელშეკრულება ძალაში შედის ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტში აღნიშნული განაცხადის მიღების ბანკის მიერ დადასტურების მომენტიდან და იმოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
8.2 კლიენტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს დახუროს ანგარიში ან შეწყვიტოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ან ყველა სახის მომსახურებით სარგებლობა ანგარიშის დახურვამდე ან მომსახურებით სარგებლობის შეწყვეტამდე 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე ბანკისთვის წერილობითი შეტყობინების გადაცემის მეშვეობით. ამ შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იქნება ანგარიშის დახურვის ან/და მომსახურებით სარგებლობის შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების ბანკისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა გადაუხადოს ბანკს შესაბამის ანგარიშთან ან/და მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა საკომისიო და სხვა სახის გადასახდელი.
8.2.1 კლიენტი ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტამდე უზრუნველყოს ანგარიშ(ებ)ზე არსებული ნაშთ(ებ)ის ანგარიშ(ებ)იდან სრულად გატანა და/ან აცნობოს ბანკს სხვა კომერიცულ ბანკში არსებული ალტერნატიული საბანკო რეკვიზიტების შესახებ რომელზეც ბანკი შეძლებს კლიენტის ანგარიშზე არსებული ნაშთის გადარიცხვას. ხოლო, კლიენტის მიერ ამ პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია: (ა) კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე გადარიცხოს ანგარიშ(ებ)ზე არსებული ნაშთ(ებ)ი კლიენტის სხვა ბანკში ასებულ ანგარიშზე, რომლის რეკვიზიტები ბანკისთვის ცნობილი გახდა მომსახურების გაწევისას ან საჯარო წყაროდან და/ან (ბ) გადაიტანოს ანგარიშ(ებ)ზე არსებული ნაშთ(ებ)ი ბანკის სატრანზიტო ანგარიშზე და/ან (გ) შეუზღუდოს კლიენტს ანგარიშ(ებ)ზე წვდომა, საბანკო ოპერაციების წარმოება, უარი უთხრას მომსახურების გაწევაზე.
8.3 ბანკს უფლება აქვს ნებისმიერ დროს:
8.3.1 შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება შეწყვეტამდე არანაკლებ 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე კლიენტისთვის შეტყობინებით;
8.3.2 შეცვალოს ამ ხელშეკრულებაში აღწერილი მომსახურების პირობები, მახასიათებლები ან/და საფასური (ბანკის მიერ დადგენილ ტარიფებში ცვლილებების შემთხვევაში), კლიენტს შესთავაზოს ან შეწყვიტოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ან რამდენიმე მომსახურების გაწევა;
8.3.3 დახუროს კლიენტის ანგარიში კლიენტის მიერ ბანკთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის, ანგარიშზე 6 (ექვსი) თვის განმავლობაში ნაშთის არარსებობის ან/და ანგარიშის მეშვეობით ოპერაციების განუხორციელებლობის შემთხვევაში (ამ პუნქტის მიზნებისთვის ოპერაციის განხორციელებად არ ჩაითვლება ბანკის მომსახურების საფასურის გადარიცხვა/ჩამოწერა კლიენტის ანგარიშიდან). ბანკში კლიენტს ანგარიში ასევე დაეხურება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ანგარიშის დახურვის შემთხვევაში კლიენტს დაუბრუნდება შესაბამის ანგარიშზე რიცხული თანხა;
8.3.4 კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე, გაუხსნას კლიენტს საანგარიშსწორებო (მიმდინარე, საბარათე, სარეალიზაციო და სხვა მსგავსი) ან/და მოთხოვნამდე ანაბრის (სადეპოზიტო) ანგარიში ნებისმიერ ვალუტაში იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ კლიენტს არ აქვს ასეთი ანგარიში ან/და საჭიროა ასეთი ანგარიშის დამატებით გახსნა (კრედიტის დაფარვის/ვალდებულებ(ებ)ის შესრულების, საანაბრო ანგარიშ(ებ)ზე თანხ(ებ)ის შეტანის/ჩარიცხვის ან/და საანაბრო ანგარიშ(ებ)იდან თანხ(ებ)ის გატანის/გადარიცხვის, საანგარიშსწორებო ანგარიშ(ებ)ზე არსებული ვალუტისაგან განსხვავებული ვალუტის თანხის ჩარიცხვის ოპერაციის, შესაბამისი ვალუტის ანგარიშ(ებ)ზე ასახვის (ჩარიცხვის) და სხვ. მიზნით). ამ შემთხვევაში, ეს ხელშეკრულება ან/და კლიენტის მიერ ხელმოწერილი ნებისმიერი განაცხადი, რომლითაც ის უერთდება ამ ხელშეკრულებას, ჩაითვლება კლიენტის განაცხადად შესაბამისი ანგარიშის გახსნის შესახებ.
8.4 ამ ხელშეკრულების მოქმედება ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
8.5 ბანკს უფლება აქვს ცვლილებები (დამატებები) შეიტანოს ამ ხელშეკრულების ტექსტში ცვლილების (დამატებების) განხორციელებამდე 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე ბანკის ინტერნეტ-გვერდზე xxx.xxxxxxx.xx ან/და ბანკის ფილიალებისა და სერვიცენტრების შენობებში შესაბამისი ინფორმაციის განთავსების მეშვეობით.
8.6 ამ ხელშეკრულების 8.5 პუნქტში აღწერილ შემთხვევაში კლიენტს უფლება ექნება ბანკის ინტერნეტ-გვერდზე ან/და ბანკის ფილიალებისა და სერვიცენტრების შენობებში ინფორმაციის განთავსებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის გასვლამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება ამ ხელშეკრულების 8.2 პუნქტით გათვალისწინებული წესით. ამ პუნქტით მინიჭებული უფლების განხორციელების (გამოყენების) შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იქნება ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტობინების ბანკისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა დაუბრუნოს ბანკს ამ ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ყველა საკრედიტო პროდუქტი (სრულად დაფაროს ყველა საკრედიტო ლიმიტი, ოვერდრაფტი, საბანკო კრედიტი ან/და სხვა საკრედიტო პროდუქტი) და გადაუხადოს ბანკს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა მომსახურებასთან და პროდუქტთან დაკავშირებული საკომისიო, საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და სხვა გადასახდელი. ამ ხელშეკრულების მოქმდება გაგრძელდება ამ ხელშეკრულებით კლიენტისთვის დაკისრებული ყველა ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე.
8.7 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ ისარგებლებს ამ ხელშეკრულების 8.6 პუნქტში აღწერილი უფლებით, ბანკის მიერ შეთავაზებული ცვლილებები (დამატებები) ჩაითვლება კლიენტის მიერ მიღებულად, ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად. ბანკს უფლება აქვს ცვლილება, რომელიც არ აუარესებს კლიენტის მდგომარეობას ძალაში შეიყვანოს ინტერნეტ-გვერდზე მისი განთავსებისთანავე.
8.7.1 მხარეები თანხმდებიან, რომ თუ წინამდებარე ან/და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულების პირობების ცვლილებას, ბანკი განახორციელებს კლიენტის სასარგებლოდ, ბანკი არ არის ვალდებული წინასწარ აცნობოს კლიენტს ცვლილების შესახებ.
8.8 ნებისმიერი შეტყობინება ხორციელდება წერილობით, ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით. წერილობითი შეტყობინება მხარეს უნდა გადაეცეს შეტყობინების გამგზავნისთვის ცნობილ ბოლო მისამართზე. ბანკს შეუძლია შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც (მათ შორის ელექტრონული, ციფრული, სატელეფონო და სხვა):
8.8.1 მხარეები თანხმდებიან, რომ მსესხებლის მიერ გაცხადებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რომელიც მითითებულია (ა) წინამდებარე ხელშეკრულებაში და/ან (ბ) მსესხებლის მიერ ბანკისათვის მიწოდებულ/წარდგენილ ნებისმიერ დოკუმენტში და/ან (გ) ნებისმიერ საჯარო წყაროში, გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინება, ითვლება მსესხებლისათვის ოფიციალურად ჩაბარებულ შეტყობინებად;
8.8.2 თუ მხარეს შეტყობინება ეგზავნება ელექტრონული ფოსტის მისამართზე, მიღება (მხარისათვის ჩაბარება) უნდა დადასტურდეს შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ წინამდებარე ხელშეკრულების 8.8.1 ქვეპუნქტში განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინება (თუ მიღება (მხარისათვის ჩაბარება) დასტურდება შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით), მისთვის ჩაბარებულად ითვლება;
8.8.3 შეტყობინება მიღებულად/ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე ან თავს აარიდებს მის მიღებას;
8.8.4 შეტყობინება ასევე მიღებულად/ჩაბარებულად ითვლება კანონმდებლობით განსაზღვრული ნებისმიერი ფორმითა და საშულებით გაგზავნისა და ჩაბარების შემთხვევაშიც.
8.9 იმ საკითხების მოწესრიგებისას, რომლებიც ამ ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
8.10 მხარეთა შორის წამოჭრილი ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება 8.16-8.19 პუნქტების შესაბამისად.
8.11 ბანკის ინტერნეტ-გვერდზე განთავსებულ და ბანკის მონაცემთა ბაზებში (კომპიუტერულ პროგრამებში) დაცულ ინფორმაციას, ამ ინფორმაციის ბანკის მიერ დამზადებულ ელექტრონულ ასლებსა და ამონაბეჭდებს, რომლებიც დამოწმებულია ბანკის დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, აქვთ მტკიცებულებითი ძალა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთობებთან დაკავშირებული ფაქტების არსებობა-არარსებობის დადასტურების მიზნებისთვის.
8.12 ამ ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესი ძალა მხარეთა შორის ამ ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებით ადრე გაფორმებულ სხვა ხელშეკრულებებთან წინააღმდეგობის შემთხვევაში.
8.13 ამ ხელშეკრულების რომელიმე ნაწილის ბათილობა და/ან მოქმედების შეწყვეტა არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების ბათილობას ან მოქმედების შეწყვეტას.
8.14 კლიენტის მომსახურების პირობები, ტარიფები, საპროცენტო განაკვეთები და ბანკის რეკომენდაციები უფრო დეტალურად არის აღწერილი ბანკის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო მასალაში (მათ შორის ბუკლეტები, ბროშურები, ბანკის ინტერნეტ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია და სხვა). საინფორმაციო მასალაში მოცემულ ინფორმაციასა და ამ ხელშეკრულების შინაარსს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოიყენება ამ ხელშეკრულების დებულებები.
8.15 ამ ხელშეკრულების ტექსტი განთავსებულია ბანკის ინტერნეტ-გვერდზე xxx.xxxxxxx.xx, მოთხოვნის შემთხვევაში კლიენტს გადაეცემა ხელმოწერილი ხელშეკრულება.
8.16 მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა სასამართლოს, თუ დავის საგნის ჯამური (საერთო) ღირებულება ნაკლებია 7 000 (შვიდი ათასი) ლარზე ან ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად). მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268–ე მუხლის 1f ნაწილის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
8.17 მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა არბიტრაჟს, თუ დავის საგნის ჯამური (საერთო) ღირებულება მეტია 7 000 (შვიდი ათასი) ლარზე (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად). არბიტრაჟს დავა განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა შემდეგი წესით: 1) 7 000 (შვიდი ათასი) ლარიდან 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარამდე (ან ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად)) - მუდმივმოქმედ არბიტრაჟს “მორავი” (საიდენტიფიკაციო კოდი: 404379347); 2) 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს (ან ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად)) ზემოთ - მუდმივმოქმედ არბიტრაჟს „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 205273005). იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო სარჩელის (პრეტენზიის) წარდგენის მომენტში, ზემოხსენებულ არბიტრაჟთაგან რომელიმე იქნება ლიკვიდირებული ან მას შეჩერებული/შეწყვეტილი ექნება ფუნქციონირება, დავა განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა სასამართლოს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით საარბიტრაჟო დათქმა სხვადასხვაგვარად რეგულირდება, დავის შემთხვევაში, გამოიყენება მხარეთა შორის დადებული უახლესი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საარბიტრაჟო დათქმა.
8.18 მხარეები თანხმდებიან და ადგენენ საარბიტრაჟო წარმოების წესებს და პროცედურებს ქვემოთ მოყვანილი პირობების (საარბიტრაჟო დათქმა–შეთანხმება) შესაბამისად. საარბიტრაჟო წარმოების წესები და პროცედურები განისაზღვრება მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულების შესაბამისად, თუ წინამდებარე შეთანხმებით სხვა წესები და პროცედურები არ არის განსაზღვრული ან წინამდებარე შეთანხმება არ ადგენს მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულებისაგან განსხვავებულ ან/და დამატებით წესებს და პროცედურებს. ამასთან გამოიყენება მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულების ის რედაქცია, რომელიც მოქმედებს საარბიტრაჟო სარჩელის მიღების თარიღისათვის. საარბიტრაჟო დავ(ებ)ის განხილვის ადგილი არის ქალაქი თბილისი, არბიტრაჟი დავას გადაწყვეტს საქართველოს კანომდებლობით მოქმედი სამართლის ნორმების შესაბამისად და საარბიტრაჟო განხილვა წარმოებს ქართულ ენაზე. მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულება დავას განიხილავს ერთი არბიტრის შემადგენლობით. თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 20 000 (ოცი ათასი) ლარს ან მის ეკვივალენტს საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად უცხოურ ვალუტაში, არბიტრაჟი დავას განიხილავს მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე (საარბიტრაჟო განხილვის ფორმა), მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულების შესაბამისად. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო დაწესებულებას, ხოლო არბიტრაჟის ფორმირების შემდეგ – არბიტრაჟს, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ. მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების (ან არბიტრაჟის) მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და იგი უნდა აღსრულდეს არბიტრაჟის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. მხარეები თანხმდებიან, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება(ებ)ს აქვს (აქვთ) სავალდებულო იურიდიული ძალა მხარის მიერ მის ცნობისა და აღსრულებისათვის სასამართლოსათვის მიმართვის გარეშე. თუ მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულებით ან/და კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხების გადაწყვეტის უფლებამოსიელბა ენიჭება საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარეს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან და არ არის აუცილებელი შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს.
8.19 მხარეები თანხმდებიან, რომ კომუნიკაცია მათსა და სასამართლოს ან/და მათსა და საარბიტრაჟო დაწესებულებას ან/და მათსა და არბიტრებს შორის წარმოებს წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით (ელექტრონული ფორმით). მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი ოფიციალური შეტყობინება, მათ შორის ხელშეკრულებაზე უარის თქმის, ხელშეკრულების მოშლის, ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის, აგრეთვე საპროცენტო განაკვეთის ბანკის მიერ ცალმხრივად გაზრდის შესახებ განხორცილებულად ჩაითვლება, თუ მხარეს ჩაბარდება წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფორმით წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ სასამართლომ ან არბიტრაჟმა (არბიტრმა) მისი დაბარება, მისთვის უწყების ჩაბარება, მისთვის სასამართლო ან საარბიტრაჟო საქმისწარმოების დოკუმენტაციების გადაცემა, მისთვის გადაწყვეტილების (განჩინების) / საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ჩაბარება განახორციელოს წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. თუ მხარეს შეტყობინება ეგზავნება ელექტრონული ფორმით წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე, მიღება (მხარისათვის ჩაბარება) უნდა დადასტურდეს შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით განთავსებული შეტყობინება (თუ მიღება (მხარისათვის ჩაბარება) დასტურდება შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით) მისთვის ჩაბარებულად ითვლება.
8.20 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს ექნება რაიმე სახის ვალდებულება ბანკის მიმართ, ამ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ბანკი განახორციელებს იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის საკუთრებაში მიღებას ან რეალიზაციას და ბანკის (როგორც იპოთეკარის ან/და მოგირავნის) მიერ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის საკუთრებაში მიღების მომენტისთვის იპოთეკის ან/და
გირავნობის საგნის ღირებულება იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობაზე ნაკლები ან თუ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარავად, უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის ღირებულების ან იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის ტოლი ოდენობით.
8.20.1 ბანკს უფლება აქვს მოითხოვოს აღსრულების მიქცევა კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (კლიენტის კუთვნილ ნებისმიერ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე) მიუხედავად იმისა უზრუნველყოფილია, თუ არა კლიენტის ვალდებულება (ბანკის მოთხოვნა) სანივთო უფლებით (იპოთეკით, გირავნობით).
8.21 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი წინასწარ არ განაცხადებს წერილობით უარს, ჩაითვლება, რომ კლიენტი თანახმაა ბანკის მიერ განხორციელებულ წამახალისებელ აქციებში მონაწილეობასა და ამ აქციების პირობებზე, მათ შორის პირობაზე, რომ წამახალისებელ აქციაში გამარჯვების შემთხვევაში, მოხდება ამ ინფორმაციის და კლიენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება ბანკის სხვადასხვა არხების საშუალებით.
8.22 ბანკის მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, კლიენტს (მომხმარებელს) უფლება აქვს ბანკს მიმართოს პრეტენზიით ზეპირი, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. პრეტენზიის ზეპირი ფორმით დასაფიქსირებლად მომხმარებელს შეუძლია მიმართოს სს
„თიბისი ბანკის’’ სატელეფონო სერვისცენტრს - ტელეფონის ნომერზე: 032 2 272727. პრეტენზიის სტანდარტული წერილობითი ფორმის მიღება შესაძლებელია ბანკის ფილიალებსა და სერვისცენტრებში. ელექტრონული ფორმით პრეტენზიის დაფიქსირება შესაძლებელია ინტერნეტბანკის ან ბანკის ვებგვერდის (xxx.xxxxxxx.xx) საშუალებით. კლიენტის მიერ დაფიქსირებული პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადაა, განმცხადებლის მომართვისა და იდენტიფიკაციიდან არაუგვიანეს ერთი თვე. პრეტენზიებს განიხილავს სს „თიბისი ბანკის“ მომხმარებელთა მხარდაჭერის განყოფილება. პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, კლიენტს ეცნობება წერილობით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით (ელექტრონული, ციფრული, სატელეფონო ან სხვა). პრეტენზიის განხილვის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბანკის სატელეფონო სერვისცენტრში - ტელეფონის ნომერზე: 032 2 272727.
9. ინტერნეტ-ბანკი
9.1 მომსახურების აღწერა
9.1.1 ინტერნეტ-ბანკით მომსახურება გულისხმობს ბანკში გამოუცხადებლად კლიენტის მიერ ბანკის სპეციალური ინტერნეტ-გვერდის xxxxx://xxx.xxxxxxxxx.xx გამოყენებით ბანკის მიერ განსაზღვრული:
9.1.1.1 საბანკო ინფორმაციის მიღებას;
9.1.1.2 სხვადასხვა საბანკო მომსახურებით (სერვისით) სარგებლობისთვის რეგისტრაციას;
9.1.1.3 ლიმიტების ფარგლებში სხვადასხვა საბანკო ოპერაციის განხორციელებას;
9.1.1.4 საკონტაქტო ინფორმაციის (მათ შორის, ტელეფონის ნომრის, ელ. ფოსტის მისამართის და ა.x.) შეცვლას;
9.1.1.5 კლიენტის მონაცემების (სამეწარმეო სტატუსი, ფაქტობრივი მისამართი და ა.შ) შეცვლას;
9.1.1.6 საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ან/და საანაბრო (სადეპოზიტო) ანგარიშ(ებ)ის გახსნას ან/და დახურვას;
9.1.1.7 სხვადასხვა საბანკო (მათ შორის საკრედიტო) პრუდუქტის მიღების სურვილის დაფიქსირებას (ბანკისთვის განაცხადის წარდგენას).
9.1.1.8 რეგისტრირებულ მომსახურებაში/პროდუქტში ცვლილებების შეტანის ან/და გაუქმების მოთხოვნის დაფიქსირებას;
9.1.1.9 ბანკის მიერ კლიენტისთვის შეთავაზებებული სხვადასხვა საბანკო (მათ შორის საკრედიტო) პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღებას და სურვილისამებრ, შეთავაზებული საბანკო (მათ შორის საკრედიტო) პროდუქტის მიღებას (დადასტურებას).
9.1.2 ინტერნეტ-ბანკის საშუალებით კლიენტს შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა საბანკო ოპერაცია ან/და ქმედება (მათ შორის საკრედიტო პროდუქტის მიღება (დადასტურება)) ამ ხელშეკრულებაში მოცემული და ოპერაციის/ქმედების განხორციელების დროისთვის, ბანკის მიერ დადგენილი წესების, მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად.
9.1.3 ინტერნეტ-ბანკის საშუალებით კლიენტისათვის ბანკის მიერ შეთავაზებული საბანკო (მათ შორის საკრედიტო) პროდუქტის მისაღებად (დასადასტურებლად), ბანკი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ, კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნით, დააწესოს დამატებითი მექანიზმები (მოთხოვნები), რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კლიენტი ვერ მოახდენს შეთავაზებული საბანკო (მათ შორის საკრედიტო) პროდუქტის მიღებას (დადასტურებას).
9.1.4 ინტერნეტ-ბანკით მომსახურების მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა მიმართოს განაცხადით ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტის შესაბამისად ან ინტერნეტ-ბანკის მომხმარებლად დარეგისტრირდეს ამ ხელშეკრულების 9.1.1 ქვეპუნქტში მითითებულ ინტერნეტ-გვერდზე ამ ხელშეკრულების 9.1.6 ქვეპუნქტში აღწერილი სატელეფონო კოდისა და მისი მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტურ შეტყობინებით ბანკისგან მიღებული პაროლის გამოყენებით.
9.1.5 დაკარგული/დავიწყებული მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის აღდგენა შესაძლებელია ამ ხელშეკრულების 9.1.4 ქვეპუნქტში აღწერილი წესით.
9.1.6 კლიენტისათვის გადაცემული სპეციალური სატელეფონო კოდის მეშვეობით ხდება კლიენტის იდენტიფიკაცია სხვადასხვა საბანკო მომსახურების გაწევის წინ. სატელეფონო კოდის გამოყენებით კლიენტს უფლება აქვს დისტანციურად (ბანკის ფილიალში გამოუცხადებლად) განახორციელოს ამ ხელშეკრულების მე-9 და მე-14 პუნქტებში აღწერილ საბანკო პროდუქტებზე (ელექტრონული სერვისებზე) რეგისტრაცია.
9.1.6.1 იმ შემთხვევაში, თუ სატელეფონო კოდი კლიენტის მიზეზით გახდება ცნობილი მესამე პირისთვის, ბანკი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხიმგებლობისაგან ამით გამოწვეულ შედეგ(ებ)ზე.
9.1.6.2 სატელეფონო კოდის დაკარგვის, ან გამჟღავნების შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ბანკს ამის შესახებ.
9.2 კლიენტის იდენტიფიკაცია
9.2.1 კლიენტს დალუქული კონვერტით გადაეცემა ინტერნეტ-ბანკით სარგებლობისთვის საჭირო მონაცემები (შემდგომში „საიდენტიფიკაციო მონაცემები“), რომელთა გამოყენებითაც ხდება კლიენტის იდენტიფიკაცია ბანკის ინტერნეტ-გვერდზე შესვლის დროს. ზემოხსენებული მონაცემების ინტერნეტ-გვერდის სპეციალურ - „შემსვლელ“ გრაფაში შეტანის გარეშე არ გაიცემა ინფორმაცია ანგარიშის შესახებ, არ შესრულდება საბანკო ოპერაციები და რეგისტრაცია მომსახურებებზე (სერვისებზე).
9.2.2 კლიენტის ინფორმაციისა და ოპერაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ბანკი უფლებამოსილია შექმნას დამატებითი მექანიზმები კლიენტის იდენტიფიკაციისთვის, მათ შორის გარკვეული სახის მომსახურების გასაწევად მოითხოვოს ბანკის მიერ კლიენტისთვის გადაცემული მოწყობილობების მეშვეობით შექმნილი (გენერირებული) ან/და სხვა სახის კოდების (მათ შორის ამ ხელშეკრულების 9.1.6 ქვეპუნქტში აღწერილი სატელეფონო კოდის) გამოყენება.
9.2.3 ბანკი და კლიენტი ვალდებულნი არიან დაიცვან საიდენტიფიკაციო მონაცემების კონფიდენციალობა.
9.2.4 საიდენტიფიკაციო მონაცემების დაკარგვის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბანკს განცხადებით (ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ფორმით) ახალი საიდენტიფიკაციო მონაცემების მინიჭების შესახებ.
9.2.5 ბანკი ვალდებულია კლიენტის მიერ საიდენტიფიკაციო მონაცემების დაკარგვის თაობაზე შეტყობინების საფუძველზე უზრუნველყოს კლიენტის ანგარიშებზე ინტერნეტ-ბანკით მომსახურების შეჩერება, კლიენტის მხრიდან ახალი განკარგულებების მიღებამდე.
9.2.6 კლიენტის მიერ ბანკში ახალი ანგარიშის გახსნისას, ინტერნეტ-ბანკით მომსახურება განხორციელდება ავტომატურად, არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით.
9.2.7 კლიენტი წინასწარ აცხადებს, რომ მხოლოდ შესაბამისი სერვისების (მომსახურებების) პირობების დეტალურად შესწავლის შემდეგ დარეგისტრირდება ამ სერვისების მომხმარებლად და რომ ამ ხელშეკრულების 9.2.1 ქვეპუნქტში აღნიშნული საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით რეგისტრაციის ნების გამოხატვა ჩაითვლება მის თანხმობად იმ მომსახურების ყველა პირობაზე, რომლის მომხმარებლადაც დარეგისტრირდება კლიენტი ბანკის ინტერნეტ-გვერდის მეშვეობით.
9.2.8 კლიენტის პრეტენზიები ინტერნეტ-ბანკით მომსახურებასთან დაკავშირებით მიიღება ოპერაციის განხორციელებიდან 45 (ორმოცდახუთი) დღის განმავლობაში.
9.2.9 კლიენტი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ ინტერნეტ-ბანკის საშუალებით ბანკისთვის გაგზავნილ ნებისმიერ შეტყობინებას/დავალებას (მათ შორის საგადახდო დავალებას), ნებისმიერ განაცხადს/მოთხოვნას (მათ შორის ანგარიშის გახსნის/დახურვის ან/და კრედიტის წინსწრებით დაფარვის, რეგისტრირებული მომსახურების/პროდუქტების გაუქმების ან/და მათში ცვლილებების შეტანის, ბანკის მიერ შეთავაზებული საბანკო (მათ შორის საკრედიტო) პრუდუქტის მიღების (დადასტურების), კლიენტის მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ და სხვა ნებისმიერ განაცხადს/მოთხოვნას) აქვს ანგარიშის განკარგვაზე უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული (წერილობითი ფორმით შესრულებული და ხელმოწერილი) ქაღალდზე დაბეჭდილი საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა;
9.2.10 კლიენტი ბანკს უფლებას აძლევს ინტერნეტ-ბანკით კავშირისას:
9.2.10.1 კლიენტისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია მისი ანგარიშების შესახებ;
9.2.10.2 კლიენტის დავალებით შეასრულოს ინტერნეტ-ბანკით მომსახურების ფარგლებში ბანკის მიერ დაშვებული ოპერაციები ან/და ქმედებები.
9.3 კლიენტი ვალდებულია:
9.3.1 ინტერნეტ-ბანკთან კავშირის დასამყარებლად გამოიყენოს მხოლოდ „ინტერნეტ-ბრაუზერის“ ისეთი თანამედროვე ვერსია, რომელიც მონაცემთა მინიმუმ 128 (ას ოცდარვა) ბიტიან დაშიფვრას უზრუნველყოფს;
9.3.2 უსაფრთხოდ შეინახოს ინტერნეტ-ბანკით სარგებლობისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია, საიდენტიფიკაციო მონაცემები და ბანკის მიერ მისთვის გადაცემული/მიწოდებული მოწყობილობები (“Digipass Token“, “Digipass Nano“ და სხვა), ჩაწერილი (ინსტალირებული) პროგრამული მოდულები/აპლიკაციები, ასევე ამ მოწყობილობებთან, ჩაწერილ (ინსტალირებულ) პროგრამულ მოდულებთან/აპლიკაციებთან დაკავშირებული ყველა სახის კოდი და არ დაუშვას მათი აღმოჩენა ნებისმიერი მესამე პირის განკარგულებაში;
9.3.3 ინტერნეტ-ბანკში პირველად შესვლისთანავე შეცვალოს პაროლი (Password) და დაიცვას მისი კონფიდენციალობა;
9.3.4 ხშირად ცვალოს პაროლი, არ გაანდოს პაროლი, კოდი და/ან ბანკის მიერ მისთვის გადაცემული/მიწოდებული მოწყობილობის (“Digipass Token“, “Digipass Nano“ და სხვა), ჩაწერილი (ინსტალირებული) პროგრამული მოდულების/აპლიკაციების, საიდენტიფიკაციო კოდი მესამე პირს, არ შეინახოს ეს მონაცემები კომპიუტერის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის (მაგალითად მობილური ტელეფონის აპარატის) მეხსიერებაში, არ დაუშვას ბანკის მიერ მისთვის გადაცემული მოწყობილობების ან/და ამ მოწყობილობების საშუალებით შექმნილი (გენერირებული) ან/და სხვა სახის კოდების აღმოჩენა ნებისმიერი მესამე პირის განკარგულებაში;
9.3.5 ინტერნეტ-ბანკის უშუალო გამოყენებამდე დარწმუნდეს, რომ მისამართის ველში ნამდვილად წერია ამ ხელშეკრულების 9.1.1 ქვეპუნქტში მითითებული მისამართი და ამ მისამართის ნამდვილობა (აუთენტიკურობა/ორიგინალობა) გადაამოწმოს უსაფრთხოების სერთიფიკატით;
9.3.6 პაროლის, რომელიმე კოდის ან მოწყობილობის დაკარგვის ან გამჟღავნების (ნებისმიერი მესამე პირის განკარგულებაში აღმოჩენის) შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბანკს ამის შესახებ;
9.3.7 არ ენდოს ელ. ფოსტის მისამართზე მიღებულ შეტყობინებებს, რომელთა ავტორებიც ბანკის სახელით ითხოვენ პირადი ან/და საბანკო მონაცემების მიწოდება/განახლებას.
9.4 ბანკს უფლება აქვს:
9.4.1 ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით კლიენტისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია მისი ანგარიშების შესახებ;
9.4.2 კლიენტის დავალებით შეასრულოს ბანკის მიერ ინტერნეტ-ბანკით მომსახურების ფარგლებში დაშვებული ოპერაციები;
9.4.3 რისკების შემცირების მიზნით კლიენტის აქტიურ ოპერაციებზე (გადარიცხვები, კონვერტაციები) ცალმხრივად დააწესოს შეზღუდვები და დაადგინოს ასეთი ოპერაციების ზღვრულად დასაშვები პარამეტრები (ერთჯერადი გადარიცხვის მაქსიმალური თანხა, გარკვეულ პერიოდში ჯამურად გადარიცხული თანხის მაქსიმალური ოდენობა, გადარიცხვების მაქსიმალური რაოდენობა, ერთი მომხმარებლის მიერ შესრულებული ოპერაციების დადასტურების აუცილებლობა სხვა მომხმარებლის მიერ და სხვა).
10. ავტომატური გადარიცხვები
10.1 მომსახურების აღწერა
10.1.1 ავტომატური გადარიცხვებით მომსახურება გულისხმობს კლიენტის ანგარიშებიდან კომუნალური მომსახურების საფასურის გადასახდელად ან სხვა დანიშნულებით ბანკის მიერ თანხების გადარიცხვას კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე, ავტომატური გადარიცხების შესახებ კლიენტის განაცხადში მითითებული ფიქსირებული თანხის ან კლიენტის მომსახურე პირის მიერ კლიენტის დავალიანების შესახებ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
10.1.2 მხარეები თანხმდებიან, რომ ავტომატური გადარიცხვების შესასრულებლად ბანკის მიერ შექმნილ ელექტრონულ საგადახდო საბუთებს აქვთ ქაღალდზე დაბეჭდილი და ანგარიშის განკარგვის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებული საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა.
10.1.3 ამ ხელშეკრულების საფუძველზე ბანკი საბანკო ოპერაციებს განახორციელებს ამ ხელშეკრულებაში, ავტომატური გადარიცხვების სერვისზე რეგისტრაციის განაცხადსა და ბანკის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო მასალაში მოცემული მოთხოვნების და პირობების გათვალისწინებით.
10.1.4 ავტომატური გადარიცხვების მომსახურების მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა მიმართოს განაცხადით ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტის შესაბამისად.
10.1.5 კლიენტი ვალდებულია:
10.1.5.1 ავტომატური გადარიცხვების სერვისზე რეგისტრაციის შესახებ განაცხადში მიუთითოს ერთი ან რამდენიმე ანგარიში (რომელთაგან ერთი აუცილებლად იქნება სალარე);
10.1.5.2 დამხმარე ანგარიშად აუცილებლად დაარეგისტრიროს უცხოურ ვალუტაში გახსნილი საკუთარი ანგარიში იმ შემთხვევაში, თუ ავტომატური გადარიცხვებით ხდება უცხოურ ვალუტაში დაფიქსირებული თანხის (ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში) გადახდა;
10.1.5.3 განაცხადში მითითებულ ანგარიშებზე ყოველთვის იქონიოს ავტომატური გადარიცხვებისთვის საკმარისი ნაშთი;
10.1.5.4 გადაიხადოს მომსახურების საფასური გადარიცხვის მომენტისთვის ბანკში მოქმედი ტარიფების შესაბამისად.
10.1.6 კლიენტი უფლებამოსილია:
10.1.6.1 ბანკის საინფორმაციო მასალაში დაფიქსირებული სერვისების საშუალებით მიიღოს ინფორმაცია მისი ანგარიშებიდან ავტომატური გადარიცხვების განხორციელების შესახებ;
10.1.6.2 შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები სერვისზე რეგისტრაციის თავდაპირველ განაცხადში დაფიქსირებულ მონაცემებში;
10.1.6.3 უარი განაცხადოს სერვისით სარგებლობაზე.
10.1.7 ბანკი ვალდებულია:
10.1.7.1 უზრუნველყოს კლიენტი ავტომატური გადარიცხვებით ბანკის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო მასალაში მოცემული პირობების დაცვით.
10.1.8 ბანკი უფლებამოსილია:
10.1.8.1 არ განახორციელოს ავტომატური გადარიცხვა (ანგარიშსწორება) კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე არასაკმარისი თანხის არსებობისას;
10.1.8.2 არ განახორციელოს ავტომატური გადარიცხვა (ანგარიშსწორება) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ბანკის წინაშე დავალიანების არსებობისას;
10.1.8.3 მის მიერ გავრცელებული საინფორმაციო მასალით (მათ შორის ბუკლეტებით, ბროშურებით, ბანკის ინტერნეტ-გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსებით და სხვა) განსაზღვროს ავტომატური გადარიცხვების შესრულებისა და კლიენტთან დაკავშირებული ან სხვა ნებისმიერი მიზეზით რომელიმე ავტომატური გადარიცხვის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში კლიენტისთვის შეტყობინების გარეშე ავტომატური გადარიცხვებით მომსახურების ცალმხრივად სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის წესი.
11. სატელეფონო მომსახურება
11.1 მომსახურების აღწერა
11.1.1 სატელეფონო მომსახურება გულისხმობს კლიენტის მიერ ბანკში გამოუცხადებლად სატელეფონო კავშირის გამოყენებით ბანკის მიერ განსაზღვრული:
11.1.1.1 საბანკო ინფორმაციის მიღებას;
11.1.1.2 სხვადასხვა საბანკო სერვისით სარგებლობისთვის რეგისტრაციას და ცვლილებების შეტანას რეგისტრირებულ მონაცემებში;
11.1.1.3 ლიმიტების ფარგლებში სხვადასხვა საბანკო ოპერაციის განხორციელებას;
11.1.1.4 საკონტაქტო ინფორმაციის (მათ შორის, ტელეფონის ნომრის, ელ. ფოსტის მისამართის და ა.x.) შეცვლას;
11.1.1.5 საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ან/და საანაბრო (სადეპოზიტო) ანგარიშ(ებ)ის გახსნას ან/და დახურვას.
11.1.1.6 სხვადასხვა საბანკო (მათ შორის საკრედიტო) პრუდუქტის მიღების ან/და გაუქმების სურვილის დაფიქსირებას (ბანკისთვის განაცხადის წარდგენას).
11.1.1.7 განაცხადის წარდგენას ბანკომატში დაკავებული თანხის დაბრუნების შესახებ.
11.1.2 სატელეფონო მომსახურება ვრცელდება კლიენტის ყველა საბანკო ანგარიშზე. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს არ სურს სატელეფონო მომსახურების მიღება მის რომელიმე ანგარიშთან დაკავშირებით, ის ვალდებულია წერილობით ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით განუცხადოს ბანკს ამის შესახებ.
11.1.3 სატელეფონო მომსახურების მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა მიმართოს განაცხადით ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტის შესაბამისად.
11.2 კლიენტის იდენტიფიკაცია
11.2.1 ბანკი კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნებისთვის გამოიყენებს ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრულ კითხვებს (როგორც პერსონალური მნიშვნელობის, ასევე დაკავშირებული კლიენტის პროდუქტებთან/ოპერაციებთან). კლიენტის იდენტიფიკაცია ხდება, როგორც სატელეფონო მომსახურების, ასევე ნებისმიერი სხვა საბანკო მომსახურების გაწევის წინ / სხვადასხვა საბანკო პროდუქტებზე (ელექტრონული სერვისებზე) რეგისტრაციისას. იდენტიფიცირების პროცედურის გავლის გარეშე, კლიენტი ვერ მიიღებს ამ ხელშეკრულების 11.1.1 ქვეპუნქტში აღწერილ მომსახურებას (ამ ხელშეკრულების 11.3.3 ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა). ბანკთან ყოველი სატელეფონო კავშირისას (სატელეფონო მომსახურების მიღების ყოველ ჯერზე) კლიენტმა უნდა გაიაროს იდენტიფიცირების პროცედურა (სწორედ უნდა უპასუხოს სატელეფონო სერვისცენტრის ოპერატორის მიერ დასმულ (ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრულ) შეკითხვებს).
11.2.2 ბანკი უფლებამოსილია უარი უთხრას სატელეფონო მომსახურებაზე პირს, რომელიც არ, ან ვერ გაივლის იდენტიფიცირების პროცედურას.
11.2.3 იმ შემთხვევაში თუ ბანკს გაუჩნდება ეჭვი, რომ ინფორმაციის მიღებას, ან ოპერაციის განხორციელებას ცდილობს არა კლიენტი, არამედ მესამე პირი, ბანკს უფლება აქვს უარი თქვას სატელეფონო დავალებების შესრულებაზე.
11.2.4 კლიენტის მიერ ბანკში ახალი ანგარიშის გახსნისას სატელეფონო მომსახურება განხორციელდება არსებული პროცედურების გამოყენებით. ამ შემთხვევაში ბანკსა და კლიენტს შორის არ გაფორმდება ახალი ხელშეკრულება და ახალ ანგარიშზე გავრცელდება ამ ხელშეკრულების პირობები.
11.2.5 კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნით, ბანკი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ, დააწესოს დამატებითი მექანიზმები (მოთხოვნები), რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კლიენტი ვერ მოახდენს წინამდებარე ხელშეკრულების 11.1.1 ქვეპუნქტში აღწერილი მომსახურების მიღებას.
11.3 კლიენტის განცხადებები, დავალებები და თანხმობები
11.3.1 კლიენტი ბანკს ავალებს და უფლებას აძლევს ბანკთან ტელეფონით დაკავშირებისას, იდენტიფიკაციის შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ:
11.3.1.1 მიაწოდოს მას ინფორმაცია მისი ანგარიშების შესახებ;
11.3.1.2 მისი დავალებით შეასრულოს ბანკის მიერ სატელეფონო მომსახურების ფარგლებში დაშვებული ოპერაციები.
11.3.2 ამ ხელშეკრულებით კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ მასთან განხორციელებული ნებისმიერი სატელეფონო საუბარი (მათ შორის მისი ნებისმიერი მოთხოვნა/განცხადება საბანკო ინფორმაციის მიღების, სერვისით სარგებლობისთვის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის, საბანკო (მათ შორის საკრედიტო) პროდუქტის მიღების ან/და ოპერაციის განხორციელების შესახებ) დაფიქსირდეს (ჩაიწეროს) ბანკის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში და დავის შემთხვევაში ასეთ ჩანაწერს ჰქონდეს მტკიცებულებითი ძალა (გამოყენებული იქნეს მტკიცებულებად). სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მიიჩნევა ბანკის საკუთრებად და მისი შექმნიდან სამი წლის გასვლამდე ბანკი ვალდებულია, ბანკისთვის მისაღები ფორმით გადასცეს ის კლიენტს მისი წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა (ბანკის ეს ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ 2011 წლის 1 იანვრიდან განხორციელებულ ჩანაწერებზე).
11.3.3 ბანკს უფლება აქვს ნებისმიერ დროს კლიენტის მიერ ბანკში დაფიქსირებული ტელეფონის ნომერზე კლიენტთან განახორციელოს სატელეფონო ზარი მომსახურების გაწევის ან/და პროდუქტ(ებ)ით (მათ შორის საკრედიტო პროდუქტ(ებ)ით) სარგებლობის შეთავაზებისა და რეგისტრაციის მიზნით.
11.3.4 კლიენტი უფლებამოსილია:
11.3.4.1 ნებისმიერ დროს მოთხოვოს ბანკს მომსახურების გაწევის ან/და პროდუქტ(ებ)ით სარგებლობის შეთავაზებისა და რეგისტრაციის მიზნით მასთან სატელეფონო ზარების განხორციელების შეწყვეტა. აღნიშნული მოთხოვნის დასაფიქსირებლად კლიენტმა უნდა განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მოქმედება:
11.3.4.1.1 ბანკის ფილიალში ვიზიტი;
11.3.4.1.2 სატელეფონო სერვის-ცენტრში მოთხოვნის დაფიქსირება;
11.3.4.1.3 ინტერნეტ ბანკის საშუალებით ბანკისთვის შეტყობინების გაგზავნა შესაბამისი პერსონალური პარამეტრების გვერდიდან
11.3.5 ბანკი ვალდებულია ხელშეკრულების 11.3.4 ქვეპუნქტში მითითებული კლიენტის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, შეწყვიტოს მომსახურების გაწევის ან/და პროდუქტ(ებ)ით სარგებლობის შეთავაზებისა და რეგისტრაციის მიზნით კლიენთან სატელეფონო ზარების განხორციელება.
12. პლასტიკური ბარათი
12.1 მომსახურების აღწერა
12.1.1 პლასტიკური ბარათით მომსახურება გულისხმობს ბანკის მიერ გამოშვებული ,,ვიზა’’ (VISA) ან ,,მასთერქარდ’’ (MasterCard) პლასტიკური ბარათის (შემდგომში "ბარათის"), მეშვეობით, ბიზნეს-ბარათის გარდა, კლიენტის ან მის მიერ წერილობით დასახელებული პირის (შემდგომში “ბარათის მფლობელის”) მიერ საბანკო ოპერაციების განხორციელებას.
12.1.2 ამ ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტს შეუძლია მიიღოს ერთი, ან რამდენიმე ბარათი, რომელთა ტიპი განისაზღვრება კლიენტის მიერ ყოველ კონკრეტულ ბარათთან დაკავშირებით ხელმოწერილი განაცხადით, რომელიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
12.1.3 ბარათის გაცემისას კლიენტის მობილური ტელეფონის ნომერი, კლიენტის თანხმობის შემთხვევაში რეგისტრირდება ბანკის SMS სერვისზე (სერვისით სარგებლობის წესები და პირობები მოცემულია ბანკის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო მასალაში).
12.1.4 ბარათით სარგებლობის წესები დეტალურად მოცემულია ,,ვიზა’’ (VISA) და ,,მასთერქარდ’’ (MasterCard) საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების პროცედურების შესაბამისად ბანკის მიერ შედგენილ საინფორმაციო მასალაში, რომელიც განთავსებულია ბანკის ინტერნეტ- გვერდზე. ,,ვიზა’’ (VISA) და ,,მასთერქარდ’’ (MasterCard) საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების პროცედურები და წესები წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
12.1.5 ბარათის მფლობელი არის პირი, რომლის სახელზეც გაცემულია ბარათი (შესაძლებელია იყოს კლიენტი ან მის მიერ დასახელებული პირი). ბარათის მფლობელის იდენტიფიკაცია ხდება ბარათის ზედაპირზე მითითებული სახელით, გვარით, მასზე დატანილი ხელმოწერის ნიმუშითა და საიდუმლო პერსონალური საიდენტიფიკაციო კოდით (პინ-კოდი).
12.1.6 ბარათით სარგებლობის პერიოდი განისაზღვრება ბარათზე მითითებული ვადის მიხედვით. ბარათის მოქმედების ვადა იწურება ბარათზე მითითებული თვის ბოლო დღის გასვლის შემდეგ.
12.1.7 ბარათით სარგებლობისათვის კლიენტი ვალდებულია ბანკს გადაუხადოს მომსახურების საკომისიო ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების შესავაბამისად.
12.1.8 კლიენტს უფლება აქვს ჰქონდეს რამდენიმე საბარათე ანგარიში და სარგებლობდეს ერთ საბარათე ანგარიშთან დაკავშირებული რამდენიმე ბარათით (ამ პუნქტის მიზნებისთვის საბარათე ანგარიშად განიხილება ერთობლიობა სხვადასხვა ვალუტაში გახსნილი იმ ანგარიშებისა, რომლებსაც აქვთ ერთი ნომერი).
12.1.9 ბანკი უფლებამოსილია პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებით პერიოდულად განახორციელოს წამახალისებელი პროექტები/პროგრამები, რაც გულისხმობს პლასტიკური ბარათ(ებ)ის (მათ შორის ფეი სტიკერების) სს „თიბისი ბანკის“ პოს ტერმინალში გატარების შედეგად ბარათ(ებ)ზე ქულების დარიცხვასა და ამ ქულების განაღდების შესაძლებლობას.
12.1.10 პლასტიკურ ბარათზე დაგროვილი ქულების განაღდება გულისხმობს ბანკის პარტნიორი კომპანიის სავაჭრო/მომსახურების ობიექტ(ებ)ში ნივთის ან მომსახურების შეძენას ბარათზე დაგროვილი/დარიცხული ქულების რაოდენობის შესაბამისად.
12.1.11 კლიენტი აცნობიერებს, რომ ამ ხელშეკრულების 12.1.9 პუნქტში მითითებული წამახალისებელი პროექტის/პროგრამის განხორციელება, აგრეთვე წამახალისებელი პროექტის/პროგრამის ფარგლებში კლიენტის კუთვნილ პლასტიკურ ბარათებზე ქულების დარიცხვა და განაღდება არ წარმოადგენს ბანკის ვალდებულებას და შესაბამისად არ წარმოშობს კლიენტის უფლებას მოსთხოვოს ბანკს რაიმე სახის ვალდებულების შესრულება წამახალისებელ პროექტთან/პროგრამასთან დაკავშირებით.
12.1.12 მიმდინარე წამახალისებელი პროექტის/პროგრამის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის პროექტში/პროგრამაში მონაწილე პლასტიკური ბარათ(ებ)ის, ამ ბარათ(ებ)ზე ქულების დარიცხვისა და განაღდების წესები და პროცედურები, აგრეთვე პარტნიორი კომპანიების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სპეციალურ ვებ-გვერდზე (პორტალზე). აღნიშნული ვებ-გვერდის მისამართი წარმოდგენილია ამ ხელშეკრულებაში მითითებულ ბანკის ინტერნეტ-გვერდზე.
12.1.13 წინამდებარე ხელშეკრულების 12.1.12 პუნქტში მითითებულ პორტალზე განთავსებული წესები და პროცედურები წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
12.1.14 კლიენტი აცხადებს და ადასტურებს, რომ გაცნობილია ამ ხელშეკრულების 12.1.12 პუნქტში მითითებულ წესებსა და პროცედურებს, ეთანხმება სრულად და აღიარებს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
12.1.15 ბანკი უფლებამოსილია პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებულ წამახალისებელ პროექტ(ებ)ში/პროგრამაში/ებში, წესებსა და პროცედურებში, ცვლილებები და დამატებები შეიტანოს, მათ შორის, შეცვალოს პროექტის/პროგრამის დასახელება, ქულების დარიცხვისა და განაღდების სქემა, აგრეთვე შეწყვიტოს წამახალისებელი პროექტის/პროგრამის მოქმედება ერთპიროვნულად, საკუთარი შეხედულებისამებრ ბანკის ინტერნეტ-გვერდზე ან/და პორტალზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსებით.
12.1.16 ბანკი უფლებამოსილია პლასტიკური ბარათ(ებ)ის (სადებეტო/საკრედიტო ბარათების/ფეი სტიკერების) მფლობელ(ებ)ის ჩართვა მიმდინარე წამახალისებელ პროექტში/პროგრამაში განხორციელოს ავტომატურად. ამასთან, კლიენტი უფლებამოსილია უარი განაცხადოს პროექტში/პროგრამაში მონაწილეობაზე ბანკის ფილიალის, სატელეფონო სერვისცენტრისა და ინტერნეტ ბანკის საშუალებით.
12.2 ბარათთან დაკავშირებული პროცედურები
12.2.1 ბარათით ოპერაციების წარმოებისათვის ბანკი გახსნის შესაბამის საბარათე ანგარიშ(ებ)ს.
12.2.2 კლიენტი/ბარათის მფლობელი უფლებამოსილია გამოიყენოს საბარათე ანგარიშზე არსებული თანხა ბარათის მომსახურების საკომისიოების და მინიმალური ნაშთის (არსებობის შემთხვევაში) გამოკლებით. თანხის გადახარჯვის შემთხვევაში კლიენტი/ბარათის მფლობელი ვალდებული იქნება ბანკს გადაუხადოს გადახარჯვასთან დაკავშირებული საკომისიოები.
12.2.3 რისკების შემცირების მიზნით ბარათისა და საბარათე ანგარიშის გამოყენება შეიძლება დამატებით შეიზღუდოს ბანკის მიერ შესაბამისი ლიმიტების დაწესების გზით.
12.2.4 კლიენტის წერილობითი თანხმობით/განაცხადით დასაშვებია საბარათე ანგარიშთან დაკავშირებული დამატებითი ბარათების დამზადება და გაცემა. დამატებითი ბარათი მზადდება კლიენტის მიერ დასახელებული სხვა პირისთვის (ბარათის მფლობელისთვის) და განაცხადს ხელს აწერს როგორც კლიენტი, ისე მის მიერ დასახელებული სხვა პირი (ბარათის მფლობელი).
12.2.5 ბანკს უფლება აქვს დააკავშიროს სხვადასხვა ვალუტის ანგარიში ერთ პლასტიკურ ბარათთან ან რამდენიმე ბარათი ერთ საბანკო ანგარიშთან. ვალუტების პრიორიტეტულობას განსაზღვრავს კლიენტი. ინფორმაცია პლასტიკური ბარათის ანგარიშზე/ანგარიშებზე არსებული ნაშთის/ნაშთების შესახებ საბარათე სისტემაში მითითებულია პრიორიტეტულ ვალუტაში, იმ დღეს მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის შესაბამისად.
12.2.6 ბარათის მისაღებად (მიუხედავად იმისა ძირითადია ის, თუ დამატებითი) კლიენტმა ბანკს უნდა წარუდგინოს შესაბამისი განაცხადი, შეიტანოს ან ჩარიცხოს ანგარიშზე მინიმალური ნაშთი(არსებობის შემთხვევაში) და ბარათის წლიური მომსახურების საკომისიო ბანკის მიერ განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად.
12.2.7 საბარათე ანგარიშზე ამ ხელშეკრულების 12.2.6 ქვეპუნქტში დასახელებული თანხ(ებ)ის ჩარიცხვის შემდეგ, xxxxxx მიერ განსაზღვრულ ვადაში, ბანკი დაამზადებს და კლიენტს ან ბარათის მფლობელს გადასცემს ბარათს და პინ-კოდს ან SMS-კოდს, რომლითაც შესაძლებელია პინ-კოდის მიღება, შესაბამის დოკუმენტაციასთან ან/და საინფორმაციო მასალასთან ერთად.
12.2.8 იმ შემთხვევაში, თუ ბარათის დამზადებიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში კლიენტი ან ბარათის მფლობელი არ ჩაიბარებს ბარათს, ბანკს უფლება ექნება გაანადგუროს ბარათი და ამ შემთხვევაში:
12.2.8.1 კლიენტს არ უბრუნდება მის მიერ გადახდილი საკომისიოები;
12.2.8.2 ბარათზე რიცხული მინიმალური ნაშთი(არსებობის შემთხვევაში) და სხვა თანხები კლიენტს დაუბრუნდება ამ ხელშეკრულების 12.4.6.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით;
12.2.8.3 ავტომატურად გაუქმდება სატარიფო პაკეტი მის ყველა პირობასთან ერთად, თუ საბარათე ანგარიში ძირითადი ანგარიშია სატარიფო პაკეტისთვის და კლიენტს/ბარათის მფლობელს არ აქვს სხვა ალტერნატიული ანგარიში, რომლის დაფიქსირებაც შესაძლებელია სატარიფო პაკეტის ძირითად ანგარიშად (მიმდინარე/საბარათე).
12.2.9 იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშის მფლობელი (კლიენტი) და ბარათის მფლობელი არ არის ერთი და იგივე პირი ანუ დამატებით ბარათთან დაკავშირებით:
12.2.9.1 ანგარიშის მფლობელს (კლიენტს) დამოუკიდებლად შეუძლია: ახალი დამატებითი ბარათის მიღება, ვალუტების პრიორიტეტების ცვლილების მოთხოვნა, დამატებითი საბარათე ანგარიშ(ებ)ის გახსნა, დამატებითი ბარათის გაუქმება, საბარათე ანგარიშის დახურვა, დამატებითი ბარათის დაბლოკვა/განბლოკვა, ბანკომატის მიერ დაკავებული დამატებითი ბარათის მიღება;
12.2.9.2 ბარათის მფლობელს დამოუკიდებლად შეუძლია: დამატებითი ბარათის მიღება, დამატებითი ბარათის დაბლოკვა, განბლოკვა (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი ბარათი დაიბლოკა პინ-კოდის არასწორად აკრეფის გამო), ბანკომატის მიერ დაკავებული დამატებითი ბარათის მიღება (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი ბარათის მფლობელს დამატებითი ბარათი ბანკომატში დარჩა ან დამატებითი ბარათი დაკავებული იქნა ბანკომატის გაუმართავობის გამო);
12.2.9.3 ანგარიშის მფლობელს (კლიენტს) და ბარათის მფლობელს მხოლოდ ერთობლივად შეუძლიათ ახალი დამატებითი ბარათის დამზადების მოთხოვნა.
12.3 საბარათე ანგარიშზე რიცხული თანხები, არასანქცირებული და ავტომატური ოვერდრაფტი
12.3.1 მინიმალური ნაშთი(არსებობის შემთხვევაში) არის თანხა, რომელიც დაბლოკილია საბარათე ანგარიშზე ბარათის მოქმედების ვადის განმავლობაში. მინიმალური ნაშთის ოდენობა განისაზღვრება ბარათის ტიპის მიხედვით, ,,ვიზა’’ (VISA) და ,,მასთერქარდ’’ (MasterCard) საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების რეკომენდაციების გათვალისწინებით ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ტრანზაქციის შედეგად საბარათე ანგარიშზე არსებული თანხა აღმოჩნდება მინიმალურ ნაშთზე ნაკლები, კლიენტი ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ შეიტანოს ან ჩარიცხოს საბარათე ანგარიშზე თანხა, რომელიც საკმარისი იქნება მინიმალური ნაშთის (არსებობის შემთხვევაში) შესავსებად.
12.3.2 საბარათე ანგარიშზე რიცხული თანხების განკარგვა დასაშვებია ბანკის მიერ დადგენილი ლიმიტების ფარგლებში, ხოლო მინიმალური ნაშთის (არსებობის შემთხვევაში) თავისუფალი განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ ანგარიშთან დაკავშირებული ყველა ბარათის გაუქმების შემთხვევაში ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
12.3.3 იმ შემთხვევაში, ბარათით ანგარიშსწორება განხორციელდება საბარათე ანგარიშის ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, მაშინ ბარათის მფლობელის ანგარიშიდან მოხდება თანხის ჩამოწერა და კონვერტაცია. კონვერტაცია ბანკის ქსელში მოხდება ანგარიშსწორების დღისთვის ბანკის მიერ დადგენილი დღის ფიქსირებული კომერციული კურსით, ხოლო ქსელის გარეთ ,,ვიზას’’ (VISA) ან
,,მასთერქარდის’’ (MasterCard) მიერ დაწესებული კურსით. ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის „დღის ფიქსირებული კომერციული კურსი“ გულისხმობს, კომერციულ კურსს დადგენილს ყოველი დღის 10:00 საათზე;
12.3.4 არასანქცირებული ოვერდრაფტი არის ბანკის თანხმობის (ნებართვის) გარეშე საბარათე ანგარიშზე წარმოშობილი უარყოფითი ნაშთი (დავალიანება), გარდა ამ ხელშეკრულების 12.3.6 ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
12.3.5 არასანქცირებული ოვერდრაფტის წარმოშობის შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ შეავსოს თანხა მინიმალური ნაშთის (არსებობის შემთხვევაში) ან ნულოვანი ნაშთის ოდენობამდე.
12.3.6 ავტომატური ოვერდრაფტი არის კლიენტის მიერ ბანკისგან მიღებული საკრედიტო რესურსი, რომლის ათვისების უფლებასაც კლიენტი მოიპოვებს ბანკის მიერ მისი საკრედიტო პოლიტიკის შესაბამისად დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
12.3.7 ავტომატური ოვერდრაფტით სარგებლობის შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იქნება დააბრუნოს ათვისებული (კრედიტის სახით მიღებული) თანხა ბანკის მიერ ავტომატური ოვერდრაფტის დაფარვისთვის გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
12.3.8 არასანქცირებული ან ავტომატური ოვერდრაფტით სარგებლობისათვის კლიენტი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს საპროცენტო სარგებელი, რომლის წლიური განაკვეთი განისაზღვრება არასანქცირებული ან ავტომატური ოვერდრაფტის წარმოშობის მომენტისთვის ბანკის მიერ არასანქცირებული ან ავტომატური ოვერდრაფტით სარგებლობისთვის დადგენილი ტარიფების შესაბამისად, კალენდარული წლის 365 (სამას სამოცდახუთი) დღეზე გაანგარიშებით. არასანქცირებული ოვერდრაფტით სარგებლობის შემთხვევაში, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება წლიური 48%-ის ოდენობით. საპროცენტო სარგებელი (პროცენტი) ოვერდრაფტს დაერიცხება წარმოშობის თარიღიდან მისი სრულად დაფარვის (ფაქტობრივად გადახდის) თარიღამდე.
12.3.9 იმ შემთხვევაში, თუ ბარათი დაკავშირებულია რამდენიმე სხვადასხვა ვალუტიან ანგარიშთან და ერთ-ერთი ვალუტის ანგარიშზე დაშვებულია საკრედიტო/ოვერდრაფტის ლიმიტი, აღნიშნულ ბარათზე დაკავშირებულ რომელიმე ანგარიშზე თანხის შეტანისას/ჩარიცხვისას არ მოხდება თანხის კონვერტაცია. ანგარიშებს შორის კონვერტაცია საკრედიტო/ოვერდრაფტის ლიმიტის დაფარვის მიზნითკლიენტმა თავად უნდა განახორციელოს.
12.3.10 იმ შემთხვევაში, თუ ბარათი დაკავშირებულია რამოდენიმე სხვადასხვა ვალუტიან ანგარიშთან და ერთ-ერთი ვალუტის ანგარიშზე არსებობს არასანქცირებული ოვერდრაფტი, აღნიშნულ ბარათზე დაკავშირებულ რომელიმე ანგარიშზე ნაშთის არსებობის შემთხვევაში ან
თანხის შეტანისას/ჩარიცხვისას მოხდება თანხის კონვერტაცია და არასანქცირებული ოვერდაფტის დაფარვა (კონვერტაცია განხორციელდება საბანკო ოპერაციის განხორციელების დღეს სს „თიბისი ბანკი“-ს მიერ დადგენილი კომერციული კურსით).
12.3.11 კლიენტის მიერ ბარათით ATM, POS, E-Commerce_ით და ბანკში ტერმინალით ოპერაციის შესრულებისთანავე ბანკი ახორციელებს თანხის ბლოკირებას შესრულებული ტრანზაქციის თანხის შესაბამისად. ბლოკირებისას კონვერტაციის საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ბანკის მიერ დადგენილი „დღის ფიქსირებული კომერციული კურსი“. GEL/USD/EUR_სგან განსხვავებულ ვალუტაში ქსელის გარეთ შესრულებული ოპერაციებისათვის დამატებით გამოიყენება ,,ვიზას’’ (VISA) ან ,,მასთერქარდის’’ (MasterCard) მიერ დაწესებული კურსი.
12.3.12 თუ კლიენტის მიერ პლასტიკური ბარათის მეშვეობით განხორციელებული დავალების თანხა აღემატება დავალებაში მითითებული ვალუტის შესაბამის ანგარიშზე არსებულ ნაშთს, (ან ანგარიშზე საერთოდ არ არის განთავსებული ნაშთი), მიუხედავად ამისა დავალებით მოთხოვნილი თანხა სრულად ჩამოიჭრება დავალების(ტრანზაქციის) თანხის შესაბამისი ვალუტის ანგარიშიდან (აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში). შესაბამისი ვალუტის ანგარიშიზე წარმოიქმნება უარყოფითი ნაშთი არასაკმარისი თანხის ნაწილში, რომელიც იფარება პირველი პრიორიტეტული ვალუტის ანგარიშიდან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ პრიორიტეტული ვალუტის ანგარიშზე არ არის საკმარისი ნაშთი, უარყოფითი ნაშთის დაფარვა განხორციელდება რიგით მომდევნო პრიორიტეტული ვალუტის ანგარიშიდან. თუ არცერთი ვალუტის ანგარიშზე არ არის ჯამურად საკმარისი თანხა, წარმოქმნილი არასანქცირებული ნაშთის გადასაფარად, ხორციელდება თანხის შეგროვება სხავადსხვა ვალუტების ანგარიშებიდან, ზემოაღნიშნული თანმიმდევრობით.
12.4 ბარათის და საბარათე ანგარიშის მოქმედების შეჩერება ან გაუქმება
12.4.1 ბარათის მოქმედება შეჩერდება ბარათის მფლობელის სურვილის დაფიქსირების, ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში. ბარათის მფლობელი ვალდებულია ბარათის დაკარგვის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით ან ტელეფონით (ნომერზე +99532 2272727) შეატყობინოს ბანკს. ბანკი უზრუნველყოფს ბარათის მოქმედების შეჩერებას ბარათის მფლობელის მიერ განსაზღვრული მეთოდის მიხედვით ბარათის მონაცემების შეტანით:
12.4.1.1 ლოკალურ სტოპ-სიაში, რომელიც მაქსიმუმ 1 (ერთ) საბანკო დღეში უზრუნველყოფს ბარათის ბლოკირებას მხოლოდ ავტორიზებული ტრანზაქციებისთვის;
12.4.1.2 საერთაშორისო სტოპ-სიაში, რომელიც უზრუნველყოფს ბარათის სრულ ბლოკირებას (არაავტორიზებული ტრანზაქციებისთვის) მაქსიმუმ 14 (თოთხმეტ) საბანკო დღეში.
12.4.1.3 ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის „სტოპ-სია“ არის, იმ ბარათების საერთაშორისო ან ლოკალური სია, რომლებზედაც შეზღუდულია ტრანზაქციების განხორციელება და ვრცელდება მომსახურების განსაკუთრებული რეჟიმი;
12.4.1.4 ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის „ავტორიზაცია“ („ავტორიზებული ტრანზაქცია“) გულისხმობს, ტრანზაქციის დადასტურებას პინ კოდით და/ან ბარათის უკანა მხარეს განთავსებული უსაფრთხოების კოდით და/ან ამ რეკვიზიტების ერთობლიობით და/ან ბანკის მიერ დადგენილი სხვა მექანიზმით, რომელიც გადაეცემა უშუალოდ კლიენტს/ბარათის მფლობელს და რომლის კონფიდენციალობაზეც პასუხისმგებელია კლიენტი/ბარათის მფლობელი;
12.4.1.5 ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის „არაავტორიზებული ტრანზაქცია“ გულისხმობს, ტრანზაქციას, რომელიც არ არის შესრულებული კლიენტის/ბარათის მფლობელის ნებართვით და არ არის ავტორიზებული.
12.4.2 ბარათის მფლობელის მიერ ამ ხელშეკრულებით ან ბარათით სარგებლობის წესებით განსაზღვრული რომელიმე პირობის დარღვევის შემთხვევაში ბანკს ნებისმიერ დროს შეუძლია შეაჩეროს ან დაბლოკოს როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ბარათების მოქმედება.
12.4.3 ბარათზე მითითებული ვადის განმავლობაში ბარათის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ბლოკირებული ბარათით განხორციელებული არაავტორიზებული ტრანზაქციებით წარმოშობილი ზიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბლოკირება არ განხროციელდა საერთაშორისო სტოპ-სიაში შეტანით.
12.4.4 ბარათის მფლობელი უფლებამოსილია გაასაჩივროს საერთაშორისო სტოპ-სიაში შეტანის გზით ბლოკირებული ბარათით განხორციელებული ტრანზაქცია.
12.4.5 ბარათის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს ბარათის სტოპ-სიაში შეტანის საკომისიო.
12.4.6 ბანკს უფლება აქვს დახუროს საბარათე ანგარიში:
12.4.6.1 კლიენტის წერილობითი განაცხადის ბანკის მიერ მიღების ან ბარათის მოქმედების ვადის ამოწურვიდან 30 (ოცდაათი) დღის გასვლის შემდეგ, თუ ამ ხნის განმავლობაში კლიენტი არ წარუდგენს ბანკს წერილობით მოთხოვნას ბარათის მოქმედების გაგრძელების შესახებ. ასეთ შემთხვევებში, საბარათე ანგარიში ჩაითვლება დახურულად და კლიენტს დაუბრუნდება თანხები ყველა ბარათის (მათ შორის დამატებითი ბარათ(ებ)ის) ბანკისათვის გადაცემიდან არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღის ვადაში და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სრულად დაიფარება ბანკის მიმართ არსებული ყველა სახის დავალიანება. იმ შემთხვევაში თუ საბარათე ანგარიში ძირითადი ანგარიშია სატარიფო პაკეტისათვის და სხვა ალტერნატიული ანგარიში, რომლის მითითებაც შესაძლებელია ძირითად ანგარიშად (მიმდინარე/ საბარათე) კლიენტს არ აქვს, ბარათთან ერთად ავტომატურად გაუქმდება სატარიფო პაკეტიც მის ყველა პირობასთან ერთად;
12.4.6.2 ბანკსა და ,,ვიზას’ (VISA) და ,,მასთერქარდს’’ (MasterCard) შორის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში (ამ შემთხვევაში ბანკი ვალდებულია 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში შეატყობინოს ბარათის მფლობელს საბარათე ანგარიშის დახურვის შესახებ).
12.4.7 ბარათით განხორციელებულ ტრანზაქციებს ბანკი აკონტროლებს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის – მონიტორინგის მოდულის მეშვეობით, რაც ნიშნავს იმას, რომ ბანკს უფლება აქვს დროებით შეაჩეროს ბარათის მოქმედება საეჭვო ტრანზაქციების დაფიქსირებისას (მონიტორინგი). ბარათის მფლობელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს მისი ბარათის მონიტორინგზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაც ფიქსირდება განაცხადით.
12.5 მხარეთა ვალდებულებები და უფლებები
12.5.1 კლიენტი/ბარათის მფლობელი ვალდებულია:
12.5.1.1 გადაცემის მომენტში შეამოწმოს იმ კონვერტის მთლიანობა, რომელშიც მოთავსებულია პინ-კოდი ან SMS-კოდი, რომლითაც შესაძლებელია პინ-კოდის მიღება
12.5.1.2 შეინახოს ბარათით განხორციელებული ყველა ოპერაციის დამადასტურებელი საბუთი ასეთი ოპერაციის განხორციელებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში და საჭიროების შემთხვევაში წარუდგინოს ისინი ბანკს.
12.5.1.3 ბარათის გამოყენებით შესრულებული ოპერაციების (ტრანზაქციების) არცნობის შემთხვევაში წერილობით მიმართოს ბანკს ოპერაციის განხორციელებიდან (ტრანზაქციიდან) 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივრები თანხის დაბრუნებაზე არ მიიღება. კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს ,,ვიზას’’ (VISA) და ,,მასთერქარდის’’ (MasterCard) მიერ პრობლემის გამოძიებასთან დაკავშირებით დაწესებული დამატებითი მომსახურებების საფასური.
12.5.1.4 არ დაუშვას ბარათის ან პინ-კოდის ან SMS-კოდის, რომლითაც შესაძლებელია პინ-კოდის მიღება, მესამე პირებისთვის გადაცემა (გამჟღავნება);
12.5.1.5 აანაზღაუროს ბანკის მიერ გაწეული ის დანახარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ,,ვიზას’’ (VISA) და ,,მასთერქარდის’’ (MasterCard) მიერ ბარათის დამატებითი სახის ფასიან მომსახურებებთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
12.5.2 ტრანზაქციის (ოპერაციის) გასაჩივრების შედეგად თანხის დაბრუნების შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია მაქსიმუმ 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში უზრუნველყოს კლიენტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა.
12.5.3 ბანკი უფლებამოსილია:
12.5.3.1 უზრუნველყოს სავაჭრო ან მომსახურების ობიექტის მიერ (მათ შორის კაზინო, ტოტალიზატორი და სხვა) მინიმალური ნაშთის (არსებობის შემთხვევაში) ზევით ჩარიცხული თანხის საბარათე ანგარიშზე ასახვა ჩარიცხვიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში.
12.5.3.2 დაბლოკოს ბარათი ან/და საბარათე ანგარიში (შეაჩეროს ოპერაციები) იმ შემთხვევაში, თუ გაჩნდება ეჭვი, რომ ბარათის გამოყენებით ან საბარათე ანგარიშზე ხორციელდება ან/და განხორციელდა არასანქცირებული ან/და მართლსაწინააღმდეგო ოპერაცია.
12.5.4 ბანკი არ არის პასუხისმგებელი:
12.5.4.1 ბარათის მფლობელსა და მომსახურების ობიექტებს შორის წარმოქმნილ სადავო სიტუაციებზე.
12.5.4.2 ბარათის არასანქცირებული გამოყენებისათვის იმ ფაქტების გამო, რომლებიც კლიენტის/ბარათის მფლობელის მიზეზით არის გამოწვეული, მათ შორის, კლიენტის/ბარათის მფლობელის მიერ ბარათზე მონიტორინგის გაუქმების მოთხოვნის მოქმედების პერიოდში;
12.5.4.3 ისეთ ოპერაციებზე, რომლებიც შესრულებულია დაკარგული/მოპარული ბარათით, თუ ბარათის მფლობელმა არ უზრუნველყო დაკარგული/მოპარული ბარათის დროული ბლოკირება ან ოპერაციებზე, რომლებიც შესრულებულია მესამე პირის მიერ, თუ ტრანზაქცია ავტორიზებულია.
12.5.5 კლიენტის/ბარათის მფლობელის რომელიმე ანგარიშზე საინკასო დავალების ან ყადაღის დადების აქტის არსებობის შემთხვევაში კლიენტის/ბარათის მფლობელის ანგარიშზე დაშვებული საკრედიტო ლიმიტი ან/და ოვერდრაფტი ჩაითვლება ავტომატურად გაუქმებულად. საინკასო დავალების შესრულების ან გაუქმების (უკან გათხოვის) ან ყადაღის გაუქმების (უკან გათხოვის) შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება ცალმხრივად აღადგინოს საკრედიტო ლიმიტი ან/და ოვერდრაფტი.
12.5.6 ამ ხელშეკრულების 12.5.5 ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება ყველა ტიპის პლასტიკურ ბარათზე ისევე, როგორც რომელიმე პლასტიკურ ბარათთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკრედიტო პროდუქტზე.
12.5.7 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი მუშაობს საწარმოში/ორგანიზაციაში, რომელიც ჩართულია ბანკის სახელფასო პროექტში, ამ ხელშეკრულებით კლიენტი/ბარათის მფლობელი საწარმოს/ორგანიზაციის დირექტორს (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირს) ანიჭებს უფლებას, კლიენტის/ბარათის მფლობელის სახელით:
12.5.7.1 ხელი მოაწეროს და წარუდგინოს ბანკს განაცხადი სახელფასო პლასტიკური ბარათის დამზადების/განახლების ან/და ოვერდრაფტის/საკრედიტო ლიმიტის დაშვების შესახებ ან/და საგადახდო დავალება, რომლის საფუძველზეც განხორციელდება კლიენტის/ბარათის მფლობელის სახელფასო ანგარიშზე ეროვნულ ვალუტაში ჩარიცხული თანხის კონვერტაცია (კონვერსია) უცხოურ ვალუტაში ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად;
12.5.7.2 ბანკისგან მიიღოს (ჩაიბაროს) და კლიენტს/ბარათის მფლობელს გადასცეს სახელფასო პლასტიკური ბარათი, პინ-კოდი ან SMS-კოდი, რომლითაც შესაძლებელია პინ-კოდის მიღება ან/და სატელეფონო კოდი.
12.5.8 კლიენტის/ბარათის მფლობელის დამსაქმებელი საწარმოს/ორგანიზაციის დირექტორს (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირს უფლება აქვს ამ ხელშეკრულების 12.5.7 ქვეპუნქტში აღწერილი უფლებამოსილება გადასცეს საწარმოს/ორგანიზაციის ბუღალტერს ან/და სხვა პირს).
13. მომსახურება მოკლე ტექსტური შეტყობინებებით (SMS სერვისი)
13.1 მომსახურების აღწერა
13.1.1 SMS სერვისი არის დისტანციური საბანკო მომსახურება, რომლის საშუალებითაც კლიენტის მიერ ბანკისთვის წარდგენილ განაცხადში დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომრის მეშვეობით ექნება საშუალება: მიიღოს ინფორმაცია საკუთარ საბანკო ანგარიშებზე შესრულებული ოპერაციების შესახებ, მოითხოვოს და მიიღოს საჭირო საბანკო ინფორმაცია ან განაცხადში დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი SMS კოდით დადასტურების მეშვეობით, შეასრულოს გარკვეული ტიპის საბანკო ოპერაციები ბანკის მიერ განსაზღვრული ლიმიტების და წესების შესაბამისად. კლიენტს, რომელიც მიმართავს ბანკს მომსახურების (სერვისის/პროდუქტის) მიღებისთვის ან/და სარგებლობს ზემოაღნიშნული მომსახურებით (სერვისით/პროდუქტით), ავტომატურად უაქტიურდება მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მომსახურების სერვისი, რისთვისაც აუცილებელია, კლიენტის ტელეფონის ნომერი დარეგისტრირებული იყოს ბანკის პროგრამაში. ამ მომსახურების გაუქმებისთვის ან მობილური ტელეფონის ნომრის ცვლილებისთვის აუცილებელია ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მოქმედების შესრულება.
13.1.2 კლიენტს, რომელიც მიმართავს ბანკს მომსახურების (სერვისის/პროდუქტის) მიღებისთვის ან/და სარგებლობს ზემოაღნიშნული მომსახურებით (სერვისით/პროდუქტით), ავტომატურად უაქტიურდება მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მომსახურების სერვისი, რისთვისაც აუცილებელია, კლიენტის ტელეფონის ნომერი დარეგისტრირებული იყოს ბანკის პროგრამაში. ამ მომსახურების გაუქმებისთვის ან მობილური ტელეფონის ნომრის ცვლილებისთვის აუცილებელია ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მოქმედების შესრულება:
13.1.2.1 ბანკის ფილიალში ვიზიტი;
13.1.2.2 სატელეფონო სერვის-ცენტრში დარეკვა;
13.1.2.3 ინტერნეტ ბანკის საშუალებით ბანკისთვის შეტყობინების გაგზავნა შესაბამისი პერსონალური პარამეტრების გვერდიდან.
13.1.3 მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მომსახურებაზე ვრცელდება ამ ხელშეკრულების პირობები ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისების გათვალისწინებით.
13.1.4 ამ ხელშეკრულების მე-13 მუხლში მოცემული პირობები გამოიყენება კლიენტის უკლებლივ ყველა საბანკო ანგარიშთან მიმართებით. კლიენტის მიერ ბანკში ახალი ანგარიშის გახსნისას მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მომსახურება განხორციელდება ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ამ შემთხვევაში ბანკსა და კლიენტს შორის არ გაფორმდება ახალი ხელშეკრულება და ახალ ანგარიშზე გავრცელდება ამ ხელშეკრულების პირობები.
13.1.5 კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ სს „თიბისი ბანკი“ უფლებამოსილია კლიენტის მოკლე ტექსტური შეტყობინებებით (SMS სერვისით) მომსახურების მიზნებისთვის საჭირო ინფორმაცია (მ.შ. კლიენტის პერსონალური ინფორმაცია), მიაწოდოს სს „თიბისი ბანკთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ სატელეკომუნიკაციო (მობილურ) ოპერატორ(ებ)ს, რომლებიც თავის მხრივ კისრულობენ ვალდებულებას, დაიცვან ბანკის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა.
13.2 მხარეთა ვალდებულებები და უფლებები
13.2.1 კლიენტი ვალდებულია:
13.2.1.1 მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგზავნოს ბანკის მიერ მითითებულ ნომერზე ბანკის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო მასალაში აღწერილი ფორმატით;
13.2.1.2 არ დაუშვას მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის აპარატის ან/და სიმ-ბარათის მოხვედრა მესამე პირის განკარგულებაში;
13.2.1.3 მობილური ტელეფონის აპარატის, სიმ-ბარათის ან/და ნომრის შეცვლის ან/და დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს ტელეფონით (ნომერზე +99532 2272727), წერილობით, ინტერნეტ-ბანკით ან ბანკი-კლიენტით.
13.2.1.4 ანგარიშ(ებ)ზე იქონიოს სერვისით მომსახურების საკომისიოსთვის საკმარისი თანხა.
13.2.2 კლიენტი უფლებამოსილია
13.2.2.1 ნებისმიერ დროს მოთხოვოს ბანკს მისთვის სარეკლამო შინაარსის (საქონლის ან/და მომსახურების შეთავაზების შემცველი) მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის შეწყვეტა. აღნიშნული მოთხოვნის დასაფიქსირებლად კლიენტმა უნდა განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მოქმედება:
13.2.2.1.1 ბანკის ფილიალში ვიზიტი;
13.2.2.1.2 სატელეფონო სერვის-ცენტრში დარეკვა;
13.2.2.1.3 ინტერნეტ ბანკის საშუალებით ბანკისთვის შეტყობინების გაგზავნა შესაბამისი პერსონალური პარამეტრების გვერდიდან.
13.2.3 ბანკი ვალდებულია:
13.2.3.1 კლიენტის მიერ ტელეფონის ნომრის შეცვლის, მობილური ტელეფონის აპარატის ან/და სიმ-ბარათის დაკარგვის თაობაზე ზეპირი (ტელეფონით), წერილობითი ან ინტერნეტ-ბანკის/ბანკი-კლიენტის მეშვეობით კლიენტისგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე უზრუნველყოს მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მომსახურების შეჩერება მომსახურების აღდგენის თაობაზე კლიენტის განცხადების მიღებამდე. კლიენტის მიერ ბანკისთვის ზეპირი (სატელეფონო) განცხადების წარდგენის შემთხვევაში, კლიენტის იდენტიფიკაცია განხორციელდება ხელშეკრულების 11.2 პუნქტში მითითებული წესის შესაბამისად.
13.2.3.2 ხელშეკრულების 13.2.2.1 ქვეპუნქტში მითითებული კლიენტის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, შეწყვიტოს კლიენტთან სარეკლამო შინაარსის (საქონლის ან/და მომსახურების შეთავაზების შემცველი) მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.
13.2.4 ბანკი უფლებამოსილია:
13.2.4.1 არ შეასრულოს კლიენტის დავალება კლიენტის ანგარიშზე საკმარისი თანხის არარსებობის ან/და კლიენტის მიერ ბანკისთვის არასწორი (ამ ხელშეკრულების ან ბანკის მიერ გავრცელებული საინფორმაციო მასალის პირობებთან შეუსაბამო) შეტყობინების გაგზავნის ან ბანკის მიმართ კლიენტის დავალიანების არსებობის შემთხვევაში;
13.2.4.2 კლიენტს გაუზავნოს სარეკლამო შინაარსის (საქონლის ან/და მომსახურების შეთავაზების შემცველი) და ინფორმაციული ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებები;
13.2.4.3 კლიენტს გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება კრედიტის (სესხის, ოვერდრაფტის, საკრედიტო ლიმიტის ან/და სხვა საკრედიტო პროდუქტის) ოდენობის, დაფარვის თარიღის, დავალიანების ან/და შესრულებული ავტომატური გადარიცხვის შესახებ (ბანკი არ არის ვალდებული კლიენტს გაუგზავნოს ასეთი შეტყობინება და ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა ბანკის შეტყობინებას, კლიენტი ვალდებულია დროულად დაფაროს კრედიტი (სესხი, ოვერდრაფტი, საკრედიტო ლიმიტი ან/და სხვა საკრედიტო პროდუქტი) და გადაიხადოს სხვა გადასახდელები (საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო, საკომისიო და სხვა).
13.2.4.4 კლიენტს გაუგზავნოს ნებისმიერი ტიპის მოკლე ტექსტური შეტყობინება (როგორც ფასიანი, ისე უფასო). იმ შემთხვევაში თუ კლიენტი არ სარგებლობს ფასიანი მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისით, ბანკის ინიციატივით გაგზავნილ მოკლე ტექსტური შეტყობინების საფასურს კლიენტი არ იხდის.
13.3 მხარეები თანხმდებიან, რომ xxxxxxxx მიერ განაცხადში დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი SMS კოდით საბანკო ოპერაციების დადასტურებას, გააჩნია წერილობითი ფორმით შესრულებული, ქაღალდზე დაბეჭდილი, xxxxxxxx მიერ ხელმოწერით დადასტურებული, საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა. შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან, რომ საბანკო ოპერაციების კლიენტის მიერ SMS კოდით დადასტურების საკითხი არ შეიძლება გახდეს მხარეთა შორის დავის წარმოშობის წინაპირობა.
13.4 კლიენტის მიერ SMS კოდით დადასტურებული საბანკო ოპერაციის შესრულების შემდეგ, კლიენტს უფლება აქვს მოსთხოვოს ბანკს, მის მიერ შესრულებული საბანკო ოპერაცი(ებ)ის ამსახველი, ქაღალდზე დაბეჭდილი ინფორმაციის (საგადახდო დავალების) ასლის მისთვის გადაცემა.
13.5 ბანკი იძლევა გარანტიას, xxxxxxxx მიერ SMS კოდით დადასტურებული, საბანკო ოპერაციის ელექტრონული დოკუმენტის (საგადასახადო დავალების), საიმედოდ დაცვის შესახებ.
14. მომსახურება მობილური ბანკით
14.1 მომსახურების აღწერა
14.1.1 მობილური ბანკით მომსახურება გულისხმობს კლიენტის მიერ ბანკში გამოუცხადებლად მის კუთვნილ მობილური ტელეფონის აპარატში ჩაწერილი (ინსტალირებული) პროგრამული მოდულის/აპლიკაციის (შემდგომში „პროგრამის“) ან მობილურის ინტერნეტბრაუზერში გახსნილი ინტერნეტბანკის მობილური ვერსიის გამოყენებით ბანკის მიერ განსაზღვრული:
14.1.1.1 საბანკო ინფორმაციის მიღებას;
14.1.1.2 სხვადასხვა საბანკო მომსახურებით (სერვისით) სარგებლობისთვის რეგისტრაციას და ცვილებების შეტანას რეგისტრირებულ მონაცემებში);
14.1.1.3 ლიმიტების ფარგლებში სხვადასხვა საბანკო ოპერაციის განხორციელებას;
14.1.1.4 ბანკის მიერ კლიენტისთვის შეთავაზებებული სხვადასხვა საბანკო (მათ შორის საკრედიტო) პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღებას და სურვილისამებრ, შეთავაზებული საბანკო (მათ შორის საკრედიტო) პროდუქტის მიღებას (დადასტურებას).
14.1.2 მობილური ბანკით მომსახურების მიღებისთვის კლიენტმა საკუთარი მობილური ტელეფონის აპარატის მეხსიერებაში ბანკის საინფორმაციო მასალაში მითითებული ინტერნეტ-გვერდიდან (ან სხვა აპლიკაციიდან) უნდა გადაწეროს და გაააქტიუროს სპეციალური კომპიუტერული პროგრამა (შემდგომში „პროგრამა“), ან მობილურის ბრაუზერიდან შევიდეს ინტერნეტბანკის მობილურ ვერსიაზე.
14.1.3 მობილური ბანკით მომსახურებაზე ვრცელდება ამ ხელშეკრულების პირობები ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისების გათვალისწინებით.
14.1.4 ამ ხელშეკრულების მე-14 მუხლში მოცემული პირობები გამოიყენება კლიენტის უკლებლივ ყველა საბანკო ანგარიშთან მიმართებით.
14.1.5 მობილური ბანკის საშუალებით კლიენტს შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა საბანკო ოპერაცია ან/და ქმედება (მათ შორის საკრედიტო პროდუქტის მიღება (დადასტურება)) ამ ხელშეკრულებაში მოცემული და ოპერაციის/ქმედების განხორციელების დროისთვის, ბანკის მიერ დადგენილი წესების, მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად.
14.1.6 მობილური ბანკის საშუალებით კლიენტისათვის ბანკის მიერ შეთავაზებული საბანკო (მათ შორის საკრედიტო) პროდუქტის მისაღებად (დასადასტურებლად), ბანკი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ, კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნით, დააწესოს დამატებითი მექანიზმები (მოთხოვნები), რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კლიენტი ვერ მოახდენს შეთავაზებული საბანკო (მათ შორის საკრედიტო) პროდუქტის მიღებას (დადასტურებას).
14.2 კლიენტის იდენტიფიკაცია
14.2.1 კლიენტი საბანკო მომსახურებით (სერვისით) სარგებლობისთვის რეგისტრაციას/ავტორიზაციას ახორციელებს ამ ხელშეკრულების
9.1.6 ქვეპუნქტში აღნიშნული კოდის ან ინტერნეტ-ბანკის მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით.
14.2.2 ამ ხელშეკრულების 9.1.6 ქვეპუნქტში აღნიშნული კოდის პირველივე გამოყენების შემდეგ კლიენტი ვალდებულია შეცვალოს ის ახალი პაროლით მობილური ბანკით სარგებლობისთვის (შემდგომში „პაროლით“).
14.2.3 კლიენტი ვალდებულია დაიცვას მის მიერ შექმნილი პაროლის კონფიდენციალობა და არ დაუშვას მისი მოხვედრა მესამე პირის განკარგულებაში.
14.2.4 მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის აპარატის სხვა პირისთვის გადაცემის წინ კლიენტი ვალდებულია, წაშალოს მობილური ტელეფონის აპარატის მეხსიერებაში ჩაწერილი პროგრამა.
14.2.5 კოდის გამჟღავნების ან მობილური ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია, დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ბანკს ამის შესახებ.
14.2.6 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მიზეზით სატელეფონო კოდი ან პაროლი ცნობილი გახდა მესამე პირისთვის, ბანკი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხიმგებლობისაგან ამით გამოწვეულ შედეგებზე.
14.2.7 ბანკი ვალდებულია კლიენტის მიერ კოდის ან მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამჟღავნების ან ტელეფონის დაკარგვის თაობაზე ზეპირი (ტელეფონით), წერილობითი, ან ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით შეტყობინების საფუძველზე უზრუნველყოს კლიენტის ანგარიშებზე მობილური ბანკით მომსახურების შეჩერება კლიენტის მხრიდან ახალი დავალების მიღებამდე. ზეპირი შეტყობინების შემთხვევაში კლიენტის იდენტიფიკაცია მოხდება ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრულ კითხვების (როგორც პერსონალური მნიშვნელობის, ასევე დაკავშირებული კლიენტის პროდუქტებთან/ოპერაციებთან) მეშვეობით.
14.2.8 კლიენტის მიერ ბანკში ახალი ანგარიშის გახსნისას მობილური ბანკით მომსახურება განხორციელდება კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულების 14.2.2 ქვეპუნქტის შესაბამისად შექმნილი პაროლის ან ინტერნეტ-ბანკის მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით. ამ შემთხვევაში ბანკსა და კლიენტს შორის არ გაფორმდება ახალი ხელშეკრულება და ახალ ანგარიშზე გავრცელდება ამ ხელშეკრულების პირობები.
14.3 კლიენტის განცხადებები, დავალებები და თანხმობები
14.3.1 კლიენტი წინასწარ აცხადებს, რომ მხოლოდ შესაბამისი ელექტრონული სერვისების პირობების დეტალურად შესწავლის შემდეგ დარეგისტრირდება ამ სერვისების მომხმარებლად და რომ ამ ხელშეკრულების 9.1.6 ქვეპუნქტში დასახელებული კოდით, ინტერნეტ- ბანკის მომხმარებლის სახელითა და პარლოლით ან ამ ხელშეკრულების 14.2.2 ქვეპუნქტის შესაბამისად მის მიერ შექმნილი პაროლის გამოყენებით რეგისტრაციის ნების გამოხატვა პროგრამის მეშვეობით ჩაითვლება მის თანხმობად იმ სერვისის პირობებზე, რომლის მომხმარებლადაც დარეგისტრირდება კლიენტი.
14.3.2 ამ ხელშეკრულებით კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ მისი ნებისმიერი მოთხოვნა (დავალება) საბანკო ინფორმაციის მიღების, სერვისით სარგებლობისთვის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის ან ოპერაციის განხორციელების შესახებ დაფიქსირდეს ბანკის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში და დავის შემთხვევაში ასეთ ჩანაწერს ჰქონდეს მტკიცებულებითი ძალა (გამოყენებული იქნეს მტკიცებულებად). მხარეთა შეთანხმებით ასეთი ჩანაწერები მიიჩნევა ბანკის საკუთრებად და მისი შექმნიდან სამი წლის გასვლამდე ბანკი ვალდებულია ბანკისთვის მისაღები ფორმით, გადასცეს ის კლიენტს მისი წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა;
14.3.3 კლიენტი მის მიერ მობილური ბანკით განხორციელებული კომუნალური გადახდებისას ვალდებულია დაიცვას აბონენტის ნომრის ჩაწერის ფორმატი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია გააუქმოს ტრანზაქცია და დააბრუნოს გადახდილი თანხა კლიენტის ანგარიშზე.
15. მომსახურება ანაბრით
15.1 მომსახურების აღწერა
15.1.1 ანაბრით მომსახურება გულისხმობს კლიენტის (შემდგომში “მეანაბრის”) განაცხადის საფუძველზე xxxxxx მიერ მეანაბრისთვის საანაბრო ანგარიშის გახსნას და ანგარიშზე რიცხული თანხისთვის საპროცენტო სარგებლის დარიცხვას.
15.1.2 მეანაბრეს შეუძლია ისარგებლოს ვადიანი და მოთხოვნამდე ანაბრებით და მათი სახესხვაობებით (მოდიფიკაციებით).
15.1.3 ანაბრით მომსახურების მისაღებად მეანაბრეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საანგარიშსწორებო (მიმდინარე, საბარათე, სარეალიზაციო ან სხვა მსგავსი) ანგარიში.
15.2 ანაბრისთვის საპროცენტო სარგებლის დარიცხვა
15.2.1 ანაბარისთვის საპროცენტო სარგებლის დარიცხვა ხდება წელიწადში 365 დღეზე გადაანგარიშებით მხარეთა მიერ ყოველ კონკრეტულ ანაბართან დაკავშირებით ხელმოწერილი ანაბრის ხელშეკრულებისა და ბანკის მიერ გავრცელებული საინფორმაციო მასალის (მათ შორის ბუკლეტები, ბროშურები, ბანკის ინტერნეტ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია და სხვა) შესაბამისად.
15.2.2 ანაბრისთვის დასარიცხი საპროცენტო სარგებლის გამოანგარიშება იწყება თანხის ანგარიშზე შეტანის ან ჩარიცხვის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.
15.3 ბანკის ვალდებულებები და უფლებები
15.3.1 ბანკი ვალდებულია:
15.3.1.1 მიიღოს ანაბარი და დაარიცხოს მას საპროცენტო სარგებელი ამ ხელშეკრულების შესაბამისად;
15.3.1.2 ანაბრის ვადის გასვლის ან მეანაბრის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა (ანაბრის ტიპის შესაბამისად) ანაბრის თანხა და დარიცხული სარგებელი გადასცეს მეანაბრეს იმავე ვალუტაში.
15.3.2 ბანკი უფლებამოსილია:
15.3.2.1 განკარგოს საანაბრო ანგარიშზე რიცხული თანხა საკუთარი სახელითა და შეხედულებისამებრ;
15.3.2.2 კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოდენობითა და პერიოდულობით ბიუჯეტის სასარგებლოდ გადარიცხოს საშემოსავალო გადასახადი ანაბარზე დარიცხული საპროცენტო სარგებლისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
15.3.2.3 კანონმდებლობის ან ბანკთან დადებული ნებისმიერი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების მიზნით, მეანაბრის შემდგომი თანხმობის, ან ნებართვის გარეშე, ასეთი ვალდებულების წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს უაქცეპტო წესით ჩამოწეროს თანხები მეანაბრის ნებისმიერი საანაბრო ანგარიშიდან ან/და დახუროს (შეწყვიტოს) ანაბარი;
15.3.2.4 კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე გაუხსნას კლიენტს საანგარიშსწორებო (მიმდინარე, საბარათე, სარეალიზაციო და სხვა მსგავსი) ან/და მოთხოვნამდე ანაბრის სადეპოზიტო ანგარიში ნებისმიერ ვალუტაში იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ კლიენტს არ აქვს ასეთი ანგარიში ან/და საჭიროა ასეთი ანგარიშის დამატებით გახსნა (ამ შემთხვევაში ეს ხელშეკრულება ან/და კლიენტის მიერ ხელმოწერილი ნებისმიერი განაცხადი, რომლითაც ის უერთდება ამ ხელშეკრულებას ჩაითვლება კლიენტის განაცხადად საანგარისშწორებო (მიმდინარე, საბარათე, სარეალიზაციო და სხვა მსგავსი) ან/და მოთხოვნამდე ანაბრის სადეპოზიტო ანგარიშის გახსნის შესახებ);
15.3.2.5 კლიენტის საანგარიშსწორებო (მიმდინარე, საბარათე, სარეალიზაციო და სხვა) ან/და მოთხოვნამდე ანაბრის ანგარიშზე ანაბრის გახსნის ან/და ანაბრისთვის თანხის დამატების დანიშნულებით შეტანილი ან/და ჩარიცხული თანხა ავტომატურად (მეანაბრის დამატებითი
თანხმობის გარეშე) გადარიცხოს მეანაბრის ან/და თანხის შეტანის/ჩარიცხვის საბუთში მითითებული ნებისმიერი პირის საანაბრო (სადეპოზიტო) ანგარიშზე;
15.3.2.6 კლიენტის ვადიანი ანაბრის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დანიშნულებით მიღებული თანხა (იმ შემთხვევაში, თუ ჩარიცხვის საბუთში მითითებულია საანაბრო ანგარიშის ნომერი) თავდაპირველად ჩარიცხოს კლიენტის მიმდინარე (საანგარიშსწორებო ან/და მოთხოვნამდე ანაბრის ანგარიშზე და შემდეგ გადარიცხოს კლიენტის საანაბრო ანგარიშზე ამ ხელშეკრულების 3.2 პუნქტის გათვალისწინებით.
15.4 ვადიანი (“ვადიანი”, “ვადიანი +”, “ჩემი მიზანი”, “საბავშვო”, “ოქროს”, „საპენსიო“) ანაბრის განსაკუთრებული პირობები
15.4.1 ვადიანი ანაბრის შემთხვევაში საპროცენტო სარგებელი დაერიცხება საანაბრო ანგარიშზე არსებულ ნაშთს.
15.4.2 ვადიანი ანაბრისთვის დარიცხული საპროცენტო სარგებელი მეანაბრის მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება წინასწარ, ყოველთვიურად ან ანაბრის ვადის გასვლის (ამოწურვის) შემდეგ მეანაბრესა და ბანკს შორის გაფორმებული ანაბრის ხელშეკრულების შესაბამისად.
15.4.3 იმ შემთხვევაში, თუ მეანაბრე აირჩევს საპროცენტო სარგებლის ყოველთვიურად ჩარიცხვას, დარიცხული სარგებლის ჩარიცხვა მეანაბრის მიერ მითითებულ ანგარიშზე მოხდება ყოველი თვის იმ რიცხვში, რომელშიც გაიხსნა ანაბარი.
15.4.4 იმ შემთხვევაში, თუ მეანაბრის განაცხადში აღნიშნული თანხა ანგარიშზე არ იქნება შეტანილი ან ჩარიცხული განაცხადის გაკეთებიდან ერთი დღის ვადაში, ბანკისა და მეანაბრის შეთანხმება (ხელშეკრულება) ანაბრის გახსნის შესახებ ჩაითვლება ავტომატურად გაუქმებულად.
15.4.5 იმ შემთხვევაში, თუ მეანაბრე ანაბრის ვადის გასვლამდე მოითხოვს მისთვის ანაბრის დაბრუნებას, ანაბრისთვის სარგებლის დარიცხვა მოხდება ბანკის მიერ განსაზღვრული, განსხვავებული (შემცირებული) საპროცენტო განაკვეთის მიხედვით.
15.4.6 ამ ხელშეკრულების 15.4.5 ქვეპუნქტში აღწერილ შემთხვევაში მეანაბრე ვალდებული იქნება, გადაუხადოს ბანკს პირგასამტეხლო, რომელიც ტოლი იქნება სხვაობისა ანაბარზე სტანდარტულად დასარიცხ და ამ ხელშეკრულების 15.4.5 ქვეპუნქტის შესაბამისად დარიცხულ საპროცენტო სარგებლის ოდენობებს შორის.
15.4.7 ანაბრის ვადის გასვლის შემდეგ ანაბრის ვადა ავტომატურად გაგრძელდება ანაბრის ხელშეკრულებაში მითითებული ვადით მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში. ანაბრის ვადის ავტომატური გაგრძელებისას (პროლონგაციისას) ყოველი ახალი ანაბრის გახსნის თარიღი დაემთხვევა წინა ანაბრის ვადის გასვლის თარიღს, ხოლო საპროცენტო სარგებელი საშემოსავლო გადასახადის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდის შემდეგ დაემატება ანაბრის ძირითად თანხას (მოხდება კაპიტალიზაცია) ან ჩაირიცხება მეანაბრის სხვა ანგარიშზე მეანაბრის სურვილის შემთხვევაში. ანაბრის ვადის ავტომატურად გაგრძელების შეთხვევაში ანაბარზე გავრცელდება ბანკის მიერ ვადის გაგრძელების დროს ამ სახის ანაბრისთვის დადგენილი პირობები.
15.4.8 ბანკს უფლება აქვს ანაბრის ვადის გასვლის შესახებ მეანაბრეს აცნობოს მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) მეშვეობით (ხელშეკრულების 13.2.4.2 ქვეპუნქტის შესაბამისად) ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით. მეანაბრეს შეტყობინება გაეგზავნება მის მიერ ანაბრის გახსნის მომენტში ბანკისთვის წარდგენილ განაცხადში დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე. კლიენტი ვალდებულია შეატყობინოს ბანკს ამ ნომრის შეცვლის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი პასუხს არ აგებს დამდგარ შედეგებზე.
15.4.9 “საბავშვო” და „საპენსიო“ ანაბრების საპროცენტო სარგებლის განაკვეთი ფიქსირებულია ანაბრის გახსნიდან ერთი წლის განმავლობაში. ამ ვადის გასვლისთანავე ანაბრის საპროცენტო სარგებლის განაკვეთი შეიცვლება იმ მომენტისთვის ბანკის მიერ “საბავშვო”და „საპენსიო“ ანაბრებისთვის დადგენილი საპროცენტო სარგებლის განაკვეთების შესაბამისად. ანაბრის გახსნიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ განხორციელებულ დამატებით შენატანებს (ტრანშებს) საპროცენტო სარგებელი დაერიცხება ანაბრის გახსნიდან ერთი წლის გასვლის მომენტისთვის ბანკის მიერ “საბავშვო” და „საპენსიო“ ანაბრებისთვის დადგენილი საპროცენტო განაკვეთების შესაბამისად.
15.4.10 “ვადიანი +” ანაბრის ყოველ დამატებით შენატანს (ტრანშს) საპროცენტო სარგებელი დაერიცხება ანაბრის ვადის გასვლამდე დარჩენილი ვადის შესაბამისი “ვადიანი” ანაბრისთვის ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო სარგებლის განაკვეთის შესაბამისად.
15.5 მოთხოვნამდე ანაბრის განსაკუთრებული პირობები
15.5.1 შემნახველი ანაბრის შემთხვევაში საპროცენტო სარგებელი დაერიცხება ყოველი საოპერაციო დღის ბოლოს საანაბრო ანგარიშზე არსებულ ნაშთს.
15.5.2 ანაბრის “ჩემი სეიფი” შემთხვევაში საპროცენტო სარგებელი დაერიცხება კალენდარული თვის პირველი რიცხვიდან იმავე თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით პერიოდში ყოველი საოპერაციო დღის ბოლოს საანაბრო ანგარიშზე დაფიქსირებულ ნაშთებს შორის უმცირესს.
15.5.3 მოთხოვნამდე ანაბრისთვის (შემნახველი ანაბრისთვის და ანაბრისთვის “ჩემი სეიფი”) დარიცხული საპროცენტო სარგებელი მეანაბრის მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება თვეში ერთხელ, ყოველი კალენდარული თვის ბოლო დღეს. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული თვის ბოლო დღე დაემთხვევა დასვენების ან უქმე დღეს საპროცენტო სარგებლის ჩარიცხვა მოხდება მომდევნო სამუშაო დღეს.
15.5.4 მოთხოვნამდე ანაბრის საანაბრო ანგარიშზე თანხის შეტანა/ჩარიცხვა და ამ ანგარიშიდან თანხის გატანა/გადარიცხვა (მხოლოდ მეანაბრის ანგარიშებზე) შეუზღუდავია.
15.5.5 ბანკი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეცვალოს მოთხოვნამდე ანაბრის საპროცენტო სარგებლის განაკვეთი ან/და საპროცენტო სარგებლის დარიცხვის მეთოდი, რის შესახებაც ბანკი, მეანაბრის ინფორმირებას უზრუნველყოფს ცვლილებამდე 1 (ერთი) თვით ადრე ფილიალებისა და სერვისცენტრების ოფისებში ან ინტერნეტ-გვერდზე xxx.xxxxxxx.xx შესაბამისი ინფორმაციის განთავსების მეშვეობით.
16. საკრედიტო პროდუქტების ზოგადი პირობები
16.1 ამ ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტს/ბარათის მფლობელს შეუძლია ისარგებლოს შემდეგი საკრედიტო პროდუქტებით: მარტივი სამომხმარებლო და სტუდენტური სესხებით, სწრაფი განვადებით, პლასტიკურ ბარათზე დაშვებული საკრედიტო ლიმიტით ან ოვერდრაფტით, განვადების ბარათით, საკრედიტო ბარათით „ერთგული“ და სხვა საკრედიტო პროდუქტებით.
16.2 ამ ხელშეკრულების 16.1 პუნქტში ჩამოთვლილი თითოეული საკრედიტო პროდუქტი აღწერილია ამ ხელშეკრულების შესაბამის ნაწილში. ამ მუხლით განისაზღვრება საკრედიტო პროდუქტების ზოგადი პირობები, ხოლო კონკრეტული პირობები განისაზღვრება და რეგულირდება, მხარეთა შორის გაფორმებული შესაბამისი საკრედიტო პროდუქტის ხელშეკრულებით. სხვა ტიპის საკრედიტო პროდუქტები, როგორც წესი, გაიცემა ბანკსა და კლიენტს შორის დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რაც არ გამორიცხავს რომელიმე საკრედიტო პროდუქტის გაცემას პირდაპირ ამ ხელშეკრულების საფუძველზე.
16.3 საკრედიტო პროდუქტის მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა მიმართოს განაცხადით (ზოგიერთი პროდუქტის მიღება დასაშვებია კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ტელეფონით, ინტერნეტით, ელექტრონული ფოსტით და ა.შ.) გაკეთებული განაცხადის საფუძველზე). ბანკი განიხილავს კლიენტის განაცხადს და მიიღებს გადაწყვეტილებას საკრედიტო პროდუქტის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ (ბანკი არ არის ვალდებული განმარტოს უარის თქმის მიზეზი).
16.3.1 კლიენტი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს ბანკის ნებისმიერი დისტანციური არხის / კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით, დააფიქსიროს მოთხოვნა კლიენტსა და ბანკს შორის გაფორმებული საკრედიტო პროდუქტის ხელშეკრულების (მათ შორის დისტანციური არხების საშუალებით მიღებული საკრედიტო პროდუქტის ხელშეკრულების) ასლის გადაცემასთან დაკავშირებით, ხოლო ამ უკანასკნელის მისაღებად, უნდა გამოცხადდეს ბანკის ფილიალში/სერვისცენტრში.
16.4 საკრედიტო პროდუქტის მიღების შემდეგ კლიენტი (მსესხებელი) ვალდებული იქნება დააბრუნოს ის და გადაიხადოს საპროცენტო სარგებელი ბანკთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად.
16.5 კლიენტის ფულადი ვალდებულები, როგორ წესი, სრულდება მის ანგარიშ(ებ)ზე აკუმულირებული თანხებით.
16.6 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს არ აქვს საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში, საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ განაცხადი იმავდროულად ჩაითვლება განაცხადად საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშის გახსნის შესახებ და საკრედიტო პროდუქტის გაცემამდე გაიხსნება კლიენტის საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში.
16.7 კლიენტის/ბარათის მფლობელის მიერ საკრედიტო პროდუქტის დასაფარავად ბანკისთვის გადაცემული ან ბარათის მფლობელის/კლიენტის ანგარიშზე არსებული თანხით პირველ რიგში დაიფარება სადაზღვევო პრემია, შემდეგ პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ საპროცენტო სარგებელი და ბოლოს კრედიტის ძირითადი თანხა. კლიენტი ბანკს უფლებას ანიჭებს:
16.7.1 შეცვალოს ამ ხელშეკრულების 16.7 პუნქტში მოცემული წესი;
16.7.2 ბანკმა თავად განსაზღვროს კლიენტის ვალდებულებების შესრულების რიგითობა (პრიორიტეტულობა), ანუ ცალმხრივად გადაწყვიტოს, თუ რა ოდენობით (მოცულობით) და რომელ საკრედიტო პროდუქტთან დაკავშირებული დავალიანება დაიფაროს კლიენტის მიერ მისთვის გადაცემული ან/და კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე განთავსებული თანხ(ებ)ით, რაც ნიშნავს იმას, რომ კლიენტი ბანკს ანიჭებს კლიენტის სახელით კლიენტის ვალდებულებათა შესრულების რიგითობის (პრიორიტეტულობის) განსაზღვრის უფლებამოსილებას.
16.8 ყოველთვიურად გადასახდელი თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში კლიენტი/ბარათის მფლობელი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის, რომელიც შესაძლებელია შედგებოდეს ფიქსირებული პირგასამტეხლოსა და ყოველდღიური პირგასამტეხლოსგან და რომელთა ოდენობაც განისაზღვრება ვადაგადაცილების წარმოშობის მომენტში ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.
16.9 საკრედიტო პროდუქტს არ დაერიცხება პირგასამტეხლო, თუ თანხის შეტანის (გადახდის) თარიღი დაემთხვევა არასაბანკო დღეს. ამ შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იქნება გადასახდელი თანხა შესაბამის ანგარიშზე შეიტანოს (გადაიხადოს) მომდევნო საბანკო დღეს.
16.10 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი/ბარათის მფლობელი ბანკთან შეთანხმებულ ვადაში არ დაფარავს საკრედიტო პროდუქტის ათვისების გზით მის მიერ ბანკისგან მიღებულ კრედიტს, მისთვის დარიცხულ სარგებელს, პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაზღვევო პრემიას ან დროულად არ გადაიხდის ბანკის მიერ განსაზღვრულ რომელიმე საკომისიოს, ბანკს უფლება ექნება:
16.10.1 საკუთარი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს კლიენტის/ბარათის მფლობელის საბანკო ანგარიშების დაყადაღებით და/ან ნებისმიერი აქტივის რეალიზაციის ხარჯზე (ეს უფლება არ ზღუდავს ბანკის მიერ ამ ხელშეკრულების 3.2 პუნქტის საფუძველზე წარმოშობილი უფლების გამოყენებას), მიუხედავად იმისა უზრუნველყოფილია, თუ არა კლიენტის ვალდებულება (ბანკის მოთხოვნა) სანივთო უფლებით (იპოთეკით, გირავნობით). ამასთან, ბანკი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ, გადახდა/აღსრულება პირველ რიგში მიაქციოს კლიენტის იმ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, რომელიც არ წარმოადგენს კლიენტის ვალდებულებების უზრუნველყოფის საგანს;
16.10.2 ნებისმიერ დროს მოსთხოვოს კლიენტს/ბარათის მფლობელს საკრედიტო ლიმიტის ათვისებით წარმოშობილი დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად მასთან იპოთეკის ან გირავნობის ხელშეკრულების დადება (ამ შემთხვევაში კლიენტი/ბარათის მფლობელი ვალდებული იქნება ბანკის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა ბანკთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დატვირთავს ან დააგირავებს ბანკისთვის მისაღებ ქონებას, რომლის ღირებულებაც არ უნდა იყოს ათვისებული საკრედიტო პროდუქტის, მისთვის დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლოს ჯამზე ნაკლები და უზრუნველყოს ბანკის უფლებების რეგისტრაცია შესაბამის რეესტრში. ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმებისა და მათ საფუძველზე წარმოშობილი უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯებს გაიღებს კლიენტი/ბარათის მფლობელი);
16.10.3 მოითხოვოს გირავნობის ან/და იპოთეკის საგნის მისთვის გადაცემა და ნივთის მისთვის გადაცემის შემდეგ პირდაპირი მიყიდვის ან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა წესით გაასხვისოს გირავნობის ან/და იპოთეკის საგანი და რეალიზაციისთვის საჭირო ხარჯების დაფარვის შემდეგ მიღებული თანხა მიმართოს კრედიტის დასაფარავად. თუკი გირავნობის ან/და იპოთეკის საგნის გაყიდვით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს მსესხებლის დავალიანებას, ბანკს უფლება ექნება აღსრულება მიაქციოს კლიენტის/მსესხებლის ნებისმიერ ქონებაზე (კლიენტის კუთვნილ ნებისმიერ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე).
16.11 კლიენტის/მსესხებლის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი თანხის, საპროცენტო სარგებლის, პირგასამტეხლოს ან სადაზღვევო პრემიის დროულად გადაუხდელობის ან სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება ცალმხრივად შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედება და მოსთხოვოს კლიენტს/მსესხებელს საკრედიტო პროდუქტის დაბრუნება მისთვის დარიცხულ გადასახდელებთნ (საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და სხვა) ერთად.
16.12 იპოთეკური კრედიტის, სამომხმარებლო კრედიტის ან/და ავტო-კრედიტის (ამ ხელშეკრულების 16.12-16.17 პუნქტების მიზნებისთვის შემდგომში “კრედიტის”) დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული გადახდების ვადაზე ადრე განხორციელება (მათ შორის კრედიტის წინსწრებით სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნება ან/და რეფინანსირება) შესაძლებელია მხოლოდ სავარაუდო გადახდის თარიღამდე 5 (ხუთი) კალენდარული დღით ადრე კლიენტის/მსესხებლის მიერ შესაბამისი წერილობითი (მატერიალური ან ელექტრონული) განცხადების ბანკისთვის წარდგენის შემდეგ.
16.13 კრედიტის ნაწილის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში, ბანკს უფლება ექნება ცალმხრივად შეცვალოს კრედიტის დაფარვის გრაფიკი (შეადგინოს ახალი გრაფიკი) და ამ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებული იქნება კრედიტი დაფაროს ბანკის მიერ შედგენილი ახალი გრაფიკის მიხედვით. ახალი გრაფიკი შედგება ერთ-ერთი შემდეგი პრინციპით: 1) გადასახდელი თანხა (ნარჩენი ძირითადი თანხა (კრედიტის ნაშთი)) თანაბრად გადანაწილდება კრედიტის სრულად დაფარვამდე დარჩენილ ვადაზე; ან 2) შემცირდება კრედიტის სრულად დაფარვამდე დარჩენილი ვადა, ხოლო გრაფიკით გათვალისწინებული პერიოდულობით გადასახდელი თანხა, უცვლელი დარჩება.
16.14 კრედიტის წინსწრებით დაფარვის შესახებ განცხადების ბანკისთვის წარდგენის შემთხვევაში, კლიენტი/მსესხებელი ვალდებული იქნება წარუდგინოს ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად იძლევა კრედიტის რეფინანსირების ფაქტის დადგენის შესაძლებლობას ან უარყოფს კრედიტის რეფინანსირების ფაქტს.
16.15 იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კრედიტის პირობებით გათვალისწინებულია რეფინანსირების საკომისიო და ბანკს გაყუჩნდება ეჭვი, რომ ხდება რეფინანსირება, ბანკს უფლება ექნება კრედიტის წინასწრებით დაფარვის შესახებ კლიენტის/მსესხებლის განცხადების მიღების შემდეგ ნებისმიერ დროს დამატებით მოსთხოვოს კლიენტს/მსესხებელს კრედიტის რეფინანსირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტის მისთვის წარდგენა მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) საბანკო დღისა.
16.16 კრედიტის რეფინანსირებად ჩაითვლება ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტის (კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის ან/და სხვა პირის) მიერ პირდაპირ ან/და ირიბად, უშუალოდ ან/და სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით გაცემული თანხით სს “თიბისი ბანკისგან” მიღებული კრედიტის წინსწრებით (შეთანხმებულ ვადაზე ადრე) დაფარვა პირდაპირ ან/და ირიბად, უშუალოდ ან/და სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით.
16.17 მხარეები თანხმდებიან, რომ:
16.17.1 ბანკი არ არის ვალდებული დაამტკიცოს რეფინანსირების ფაქტი და მას უფლება აქვს, კრედიტის რეფინანსირების შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი წყაროთი მიღების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება კლიენტისთვის/მსესხებლისთვის შესაბამისი საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ რეფინანსირების არარსებობის ფაქტის მტკიცების ვალდებულება ეკისრება კლიენტს/მსესხებელს;
16.17.2 წინსწრებით დაფარვისა და რეფინანსირების საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება კლიენტთან/მსესხებელთან დადებული ხელშეკრულებ(ებით;
16.17.3 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი/მსესხებელი სასამართლოსთვის მიმართვის გზით დაამტკიცებს რეფინანსირების არარსებობის ფაქტს, ბანკი ვალდებული იქნება, დაუბრუნოს მას მხოლოდ უაქცეპტო წესით ჩამოწერილი საკომისიო ან/და პირგასამტეხლო, ხოლო კლიენტი/მსესხებელი უარს აცხადებს ბანკის ქმედებებით (ბანკის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით) მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე.
16.18 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მიერ საკრედიტო პროდუქტით სარგებლობისთვის ბანკი მოითხოვს მისთვის სადაზღვევო პოლისის წარდგენას, კლიენტი/ბარათის მფლობელი ვალდებული იქნება:
16.18.1 დაზღვევის ხელშეკრულება დადოს ბანკისათვის მისაღებ პირთაგან რომელიმესთან, ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული პირობებისა და ტარიფების შესაბამისად;
16.18.2 დაზღვევა განახორციელოს ბანკის მიერ მოთხოვნილი პირობების დაცვით.
16.18.3 უზრუნველყოს სადაზღვევო პოლისში ერთადერთ ბენეფიციარად ბანკის დასახელება.
16.19 იმ შემთხვევაში თუ კლიენტი/ბარათის მფლობელი არ გადაიხდის სადაზღვევო პრემიას ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და ვადებში დავალიანება ჩაითვლება ვადაგადაცილებულად.
16.20 კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე, დაზღვევის უწყვეტობის/განგრძობადობის უზრუნველყოფის და/ან დაზღვევასთან დაკავშირებით კლიენტის ვალდებულების სრულად ან ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში, მსესხებელი აცხადებს წინასწარ თანხმობას ბანკის სრულ უფლებამოსილებაზე:
16.20.1 იმოქმედოს კლიენტის სახელით და მისივე ხარჯით, შესაბამისად, ამ მიზნით, კლიენტის სახელითა და მის ხარჯზე გამოვიდეს მესამე პირებთან (მათ შორის, სადაზღვევო კომპანიებთან) ურთიერთობებში, განახორციელოს მზღვეველის ცვლილებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედება, შეწყვიტოს ნებისმიერ მზღვეველთან არსებული სადაზღვევო ურთიერთობა/ხელშეკრულება, რომელიც დაკავშირებულია ბანკის მომსახურებასთან, დაამუშაოს (მათ შორის გასცეს შესაბამისი პერიოდულობით სადაზღვევო კომპანიაზე) კლიენტის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის მიზნით, დადოს ან/და ხელი მოაწეროს ნებისმიერ გარიგებას, შეტყობინებას, განცხადებას ან/და სხვა ნებისმიერ დოკუმენტს. ბანკის აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება არ არის დამოკიდებული კლიენტის მხრიდან რაიმე სახის დამატებით თანხმობაზე, ნებართვაზე ან/და მინდობილობაზე და წინამდებარე უფლებამოსილება არ შეიძლება შეიზღუდოს მესამე პირებთან (მათ შორის სადაზღვევო კომპანიებთან) ურთიერთობებში, ბანკის მიერ წინამდებარე უფლებამოსილების განხორციელების, შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იქნება გადაიხადოს სადაზღვევო პრემია ან/და მასთან დაკავშირებული სხვა საკომისიო, ბანკის მიერ შერჩეული სადაზღვევო კომპანიის მიერ დადგენილი ოდენობით.
16.21 კლიენტი/ბარათის მფლობელი თანახმაა, რომ ბანკმა ამ ხელშეკრულების 3.2 პუნქტით გათვალისწინებული წესით ყოველთვიურად ჩამოწეროს სადაზღვევო პრემიის თანხა მზღვეველის (სადაზღვევო კომპანიის) სასარგებლოდ კლიენტის/ბარათის მფლობელის ნებისმიერი ანგარიშიდან.
16.22 კლიენტი ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას, კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე კლიენტის თავდებ(ებ)ს ან/და ნებისმიერ პირს, რომელის ქონებითაც უზრუნველყოფილია კლიენტის ვალდებულებ(ებ)ის შესრულება, მიაწოდოს ინფორმაცია ბანკის მიმართ კლიენტის ვალდებულებ(ებ)ის შესახებ და/ან ამ პუნქტში ჩამოთვლილთაგან ნებისმიერ პირს, მოთხოვნის შემთხვევაში, გადასცეს ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ის ასლ(ებ)ი (მათ შორის, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება).
16.23 კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ სს „თიბისი ბანკი“ უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით და საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთან (შემდგომში “ბიუროსთან”) დადებული ხელშეკრულების შესაბამისად: ა) კლიენტისათვის საბანკო მომსახურების ეფექტური და შეუფერხებელი გაწევის მიზნით, ბ) საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ კლიენტის განაცხადის/მოთხოვნის დამუშავების მიზნით, გ) კლიენტის მიმდინარე საკრედიტო პროდუქტ(ებ)ის მონიტორინგის მიზნით, დ) ბანკის მიერ ცალმხრივად (კლიენტის განცხადების გარეშე) კლიენტისათვის საკრედიტო პროდუქტის შეთავაზების მიზნით და ამ მიზანთა განსახორციელებლად, ნებისმიერ დროს, კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე, გადასცეს ბიუროს კლიენტის ნებისმიერი მონაცემი (როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური) და/ან ბიუროს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გაეცნოს კლიენტის შესახებ დაცულ ნებისმიერ ინფორმაციას (დაამუშაოს კლიენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია იმ მოცულობითა და ოდენობით, რაც საჭიროა კონკრეტული მიზნის მისაღწევად). კლიენტი წინამდებარე თანხმობის გაცხადებით აცნობიერებს და ადასტურებს, რომ სს „თიბისი ბანკი“-სათვის მინიჭებული უფლებამოსილება არ არის ვადით შეზღუდული, რაც ბანკს უფლებას ანიჭებს, ზემოაღნიშნული მიზნ(ებ)ის მისაღწევად, ნებისმიერ დროს გადაამოწმოს ბიუროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში კლიენტის შესახებ დაცული ნებისმიერი ინფორმაცია (იმ მოცულობითა და ოდენობით, რაც საჭიროა კონკრეტული მიზნის მისაღწევად). ამასთან, კლიენტი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია მისი უფლებების შესახებ, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია ბიუროსაგან მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათში ცვლილებების/დამატებების შეტანა და მოსთხოვოს ბანკს მონაცემთა შემდგომი დამუშავების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიენტი ბანკში სარგებლობს მიმდინარე საკრედიტო პროდუქტ(ებ)ით.
16.24 ბანკს უფლება აქვს კრედიტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ან/და კლიენტის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების (მათ შორის კრედიტის დაბრუნების) მიზნით მოითხოვოს და მიიღოს კლიენტის შესახებ მესამე პირთ(ებ)ან თუ ადმინისტრაციულ ორგანო(ებ)ში არსებული ნებისმიერი სახის პერსონალური ინფორმაცია.
16.25 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი დაარღვევს ბანკთან დადებული რომელიმე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ან ეს საჭირო იქნება ბანკის საქმიანი რეპუტაციის ან/და კანონიერი ინტერესის დასაცავად, ბანკს უფლება ექნება სასამართლოს/არბიტრაჟს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადასცეს ან/და გამოიყენოს ინფორმაცია კლიენტის შესახებ ისვე, როგორც კლიენტის მიერ ხელმოწერილი ნებისმიერი დოკუმენტი.
16.26 ბანკს უფლება აქვს:
16.26.1 მის წინაშე წარმოშობილი ნებისმიერი ვალდებულების შესრულების მიზნით, ასეთი ვალდებულების წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე (უაქცეპტო წესით) ჩამოწეროს თანხა კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან. იმ შემთხვევაში,
თუ დავალიანება დაფიქსირებულია ანგარიშზე არსებული თანხის ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, ეკვივალენტი განისაზღვრება ბანკის მიერ თანხის ჩამოწერის მომენტისათვის დადგენილი კურსით;
16.26.2 კლიენტის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, შსს მომსახურების სააგენტოსთვის ან/და სხვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის გადასახდელი მომსახურების საფასური ან/და კრედიტის გაცემასთან დაკავშირებული სხვა სახის გადასახდელი (მათ შორის სადაზღვევო პრემია) კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე (უაქცეპტო წესით) გადარიცხოს კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან შესაბამისი პირის ანგარიშზე;
16.26.3 იმ პირისთვის თანხის გადახდის მიზნით, ვისგანაც კლიენტი ბანკის მიერ გაცემული კრედიტით შეიძენს ნივთს ან მიიღებს მომსახურებას, კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე (უაქცეპტო წესით) ჩამოწეროს შესაბამისი თანხა, დააკონვერტიროს ეროვნულ ვალუტაში, ჩარიცხოს კლიენტის სალარე ანგარიშზე და გადარიცხოს შესაბამისი პირის ანგარიშზე.
16.26.4 ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულების (ნებისმიერი საკრედიტო პროდუქტის) გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელი თანხის 14 (თოთხმეტი) დღიანი ვადაგადაცილების შემთხვევაში, ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ მიაწოდოს კლიენტთან დაკავშირებულ შემდეგ პირებს: კლიენტის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების მესაკუთრეებს/თავდებ პირებს და საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ კლიენტის ნებისმიერ განაცხადში დაფიქსირებულ პირებს (ოჯახის წევრებს, რეკომენდატორებს, საკონტაქტო პირებს და სხვა). ამასთან, ბანკი უფლებამოსილია, მხოლოდ კლიენტის ადგილსამყოფელის/საკონტაქტო ინფორმაციის დადგენის მიზნით, დაუკავშირდეს კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე დაფიქსირებული თანხების შემომტან/გადმომრიცხავ პირ(ებ)ს - გადამხდელ(ებ)ს, რასთან დაკავშირებითაც კლიენტი წინასწარ აცხადებს თანხმობას.
16.26.5 ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულების (ნებისმიერი საკრედიტო პროდუქტის) გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელი თანხის 14 (თოთხმეტი) დღიანი ვადაგადაცილების შემთხვევაში, მოახდინოს მსესხებლის, თანამსესხებლის და/ან კლიენტის თავდებ(ებ)ის საბანკო ანგარიშ(ებ)ის ბლოკირება - ანგარიშებზე/ანგარიშებიდან შეზღუდოს აქტიური ოპერაციები (თანხის გატანა, გადარიცხვა, კონვერტაცია და სხვა). ანგარიშ(ებ)ზე შესაძლებელი იქნება, მხოლოდ ჩარიცხვის/თანხის შეტანის ოპერაციების განხორციელება.
17. საკრედიტო ურთიერთობის ან/და ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის პირობები
17.1 ბანკს უფლება ექნება შეწყვიტოს კლიენტთან არსებული საკრედიტო ურთიერთობა ან/და ნებისმიერი, რამდენიმე ან ყველა დამატებითი ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლიენტს კრედიტის ძირითადი თანხის დაბრუნება მისთვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იმ შემთხვევაში თუ დადგება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი გარემოება:
17.1.1 კლიენტი დაარღვევს ამ ხელშეკრულებით, ამ ხელშეკრულების საფუძველზე დადებული ნებისმიერ დამატებითი ხელშეკრულებით ან ბანკთან გაფორმებული ნებისმიერი დოკუმენტით ნაკისრ რომელიმე ვალდებულებას;
17.1.2 კლიენტი დაარღვევს ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებისთვის თანდართული გრაფიკის მიხედვით თანხის გადახდის ვალდებულებას;
17.1.3 არ შესრულდება (დაირღვევა) რომელიმე წინაპირობა, დამატებითი პირობა ან/და ბანკის მიერ კლიენტისთვის წაყენებული მოთხოვნა;
17.1.4 კლიენტი იკისრებს ნებისმიერ ვალდებულებას ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
17.1.5 კლიენტი არამიზნობრივად გამოიყენებს რომელიმე დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ საკრედიტო პროდუქტს (დაარღვევს მიზნობრიობას);
17.1.6 მნიშვნელოვნად შემცირდება კლიენტის კაპიტალი;
17.1.7 განხორციელდება მნიშვნელოვანი ცვლილება კლიენტის საკუთრებაში ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
17.1.8 მოხდება ნებისმიერი ცვლილება კლიენტის, მისი თავდების, ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების ნებისმიერი მხარის ან/და გარანტის დამფუძნებლებში, მენეჯმენტში ან აღმასრულებელ/სამეთვალყურეო ორგანოში ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
17.1.9 კლიენტის აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი (ოცი პროცენტი ან მეტი) გასხვისდება ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
17.1.10 გაუარესდება კლიენტის, მისი თავდების, ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების ნებისმიერი მხარის ან/და გარანტის ქონებრივი ან/და ფინანსური მდგომარეობა ან შეიქმნება ასეთი გარემოების დადგომის საფრთხე;
17.1.11 ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების მხარე ან მისი უფლებამონაცვლე დაარღვევს შესაბამისი ხელშეკრულების რომელიმე პირობას;
17.1.12 განადგურდება, დაზიანდება ან/და ღირებულება შეუმცირდება ამ ხელშეკრულების უზრუნველყოფის ობიექტ(ებ)ს, რისთვისაც ბანკს არ ეკისრება პასუხისმგებლობა;
17.1.13 კლიენტის მიმართ დაიწყება სააღსრულებო წარმოება;
17.1.14 კლიენტის რომელიმე საბანკო ანგარიშს ან კლიენტის კუთვნილ ქონებას (ნებისმიერ ნივთს ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს) დაედება ყადაღა ან კლიენტის ან მისი ქონების მიმართ გამოყენებული იქნება სარჩელის, გადაწყვეტილების აღსრულების ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ნებისმიერი ღონისძიება;
17.1.15 რაიმე უფლებით, ვალდებულებით ან/და შეზღუდვით (მათ შორის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებით, ყადაღით და სხვა) დაიტვირთება ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დაგირავებული ან იპოთეკით დატვირთული ან/და კლიენტის კუთვნილი ნებისმიერი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე;
17.1.16 კლიენტის, მისი თავდების, ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების ნებისმიერი მხარის ან/და გარანტის მიმართ დადგება ლიკვიდაციის ან გადახდისუუნაროდ გამოცხადების საფრთხე ან თუ ზემოთ ჩამოთვლილ პირთაგან რომელიმე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას ლიკვიდაციის შესახებ;
17.1.17 ნებისმიერი უფლებამოსილი ორგანო ჩამოართმევს კლიენტს ნებისმიერ აქტივს ან მის მნიშვნელოვან ნაწილს, ან მოახდენს ასეთი აქტივის ნაციონალიზაციას ან მოხდება სხვაგვარი ექსპროპრიაცია;
17.1.18 კლიენტის მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ან/და ბანკისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია აღმოჩნდება მნიშვნელოვნად არასწორი ან მცდარი (სინამდვილესთან შეუსაბამო);
17.1.19 კლიენტი ჩაიდენს ბანკის მოტყუებისკენ მიმართულ ნებისმიერ ქმედებას;
17.1.20 დადგება ნებისმიერი ისეთი გარემოება, რომლის არსებობამაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს კლიენტის, მისი თავდების ან/და ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შესრულება ან კლიენტის მიერ თანხის დროულად გადახდა.
17.2 კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს ამ ხელშეკრულების 17.1.1-17.1.20 ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების დადგომის შესახებ.
17.3 ამ ხელშეკრულების 17.1 პუნქტში აღწერილ შემთხვევაში (მიუხედავად კლიენტის ბრალისა ამ ხელშეკრულების 17.1 პუნქტში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების დადგომაში) კლიენტი ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ (ან ბანკის მიერ მითითებულ ვადაში)
დაუბრუნოს ბანკს კრედიტის ძირითადი თანხა მისთვის დარიცხულ სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შეასრულოს ბანკის წინაშე ნაკისრი ყველა ფინანსური ვალდებულება.
17.4 ამ ხელშეკრულების 17.1 პუნქტში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების დადგომის შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე (უაქცეპტოდ) გადაიყვანოს კლიენტი გამკაცრებული მონიტორინგის რეჟიმში, რაც გულისხმობს ბანკის სრულ უფლებამოსილებას, მიავლინოს მისი წარმომადგენელი კლიენტთან (კლიენტის კუთვნილ ნებისმიერ სათავსოში) და რეალური შემოსავლების მონიტორინგის საფუძველზე უშუალოდ კლიენტისგან (მათ შორის მისი სალაროდან) მიიღოს ბანკისთვის გადასახდელი თანხა ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ.
17.5 ამ ხელშეკრულების 17.4 პუნქტში აღწერილ შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ბანკის წარმომადგენლის დაშვება იპოთეკისა და გირავნობის ნებისმიერი საგნის ან/და კლიენტის კუთვნილი ნებისმერი აქტივის (ქონების) შესამოწმებლად ან/და კლიენტის ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად, რაც არ გამორიცხავს ბანკისთვის ამ ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ნებისმიერი უფლების გამოყენების შესაძლებლობას.
18. საკრედიტო ლიმიტი
18.1 საბარათე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის დაშვება გულისხმობს პლასტიკური ბარათის მფლობელისთვის საკრედიტო რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებას, საკრედიტო ლიმიტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში.
18.2 საბარათე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის დასაშვებად ბარათის მფლობელი ბანკს მიმართავს განაცხადით. განაცხადში აღინიშნება საკრედიტო ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა, რომლის მიღებაც სურს ბარათის მფლობელს; საკრედიტო ლიმიტის ვალუტა, ვადა, რომლის განმავლობაშიც ბარათის მფლობელი მზად არის დააბრუნოს ათვისებული საკრედიტო ლიმიტი; სარგებლის წლიური საპროცენტო განაკვეთი (ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად) და სხვა ინფორმაცია.
18.3 ბარათის მფლობელის განაცხადის მიღების შემდეგ ბანკი განიხილავს საკრედიტო ლიმიტის დაშვების საკითხს და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ბარათის მფლობელს აძლევს უფლებას, ისარგებლოს მის ანგარიშზე დაშვებული საკრედიტო ლიმიტით ბანკის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, რის შესახებაც ბარათის მფლობელს ინფორმაცია მიეწოდება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი ფორმით. ამასთან, კლიენტი ვალდებულია განაცხადის ბანკისთვის მიწოდებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის გასვლის შემდეგ დაუკავშირდეს ბანკის სატელეფონო სერვისცენტრს (ნომერზე +99532 2272727) მის საბარათე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის დაშვების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
18.4 ათვისებული საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისათვის ბარათის მფლობელი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს სარგებელი, რომლის წლიური განაკვეთი დგინდება ლიმიტის ათვისების მომენტისთვის ბანკის მიერ საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის დადგენილი ტარიფების შესაბამისად, კალენდარული წლის 365 (სამას სამოცდახუთი) დღეზე გაანგარიშებით. სარგებელი (პროცენტი) ათვისებულ საკრედიტო ლიმიტს დაერიცხება წარმოშობის თარიღიდან მისი სრულად დაფარვის (ფაქტობრივად გადახდის) თარიღამდე.
18.5 საკრედიტო ლიმიტის ან მისი ნაწილის ათვისების მომენტიდან ბარათის მფლობელს წარმოეშობა ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ბანკისთვის გადახდის ვალდებულება. ყოველთვიურად გადასახდელი თანხა, როგორც წესი, მოიცავს: სადაზღვევო პრემიის თანხას, ათვისებული საკრედიტო ლიმიტის ნაწილს და ათვისებულ საკრედიტო ლიმიტზე დარიცხულ სარგებელს.
18.6 ყოველთვიურად გადასახდელი თანხა გადახდილი უნდა იქნეს:
18.6.1 პლასტიკურ ბარათზე დაშვებული საკრედიტო ლიმიტის, ოვერდრაფტისა და განვადების ბარათის შემთხვევაში - ყოველი თვის იმ რიცხვამდე, რომელსაც ბარათის მფლობელი მიუთითებს განაცხადში შესაბამისი საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ;
18.6.2 „ერთგული“ საკრედიტო ბარათის შემთხვევაში – ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
18.7 ბანკს უფლება აქვს:
18.7.1 იმ გარემოებ(ებ)ის მნიშვნელოვნად შეცვლის შემთხვევაში, რომელთა არსებობის გამოც ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება საკრედიტო ლიმიტის დაშვების/გაზრდის შესახებ, ბარათის მფლობელის მიერ ამ ხელშეკრულებით ან საკრედიტო ლიმიტის დაშვების/გაზრდის განაცხადით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ან/და ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის შემთხვევაში ბარათის მფლობელისთვის წინასწარ შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეაჩეროს/გააუქმოს ბარათის მოქმედება ან გააუქმოს/შეამციროს/შეწყვიტოს საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის უფლება ან/და ბარათის მფლობელისთვის შეტყობინებით მოითხოვოს ბარათის მფლობელის მიერ ათვისებული თანხის (კრედიტის) დაბრუნება მისთვის დარიცხულ სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად ბარათის მფლობელის მიერ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღისა.
18.7.2 საკუთარი ინიციატივით, ბარათის მფლობელისთვის წინასწარ შეტყობინების გარეშე ბარათის მფლობელის საბარათე ანგარიშზე დაუშვას საკრედიტო ლიმიტი. საკუთარი ინიციატივით ან ბარათის მფლობელის განაცხადის საფუძველზე საკრედიტო ლიმიტის დაშვების შესახებ ხელშეკრულების შეცვლის გარეშე ცალმხრივად გაზარდოს საბარათე ანგარიშზე უკვე დაშვებული ლიმიტი ან საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა, რომელზედაც გავრცელდება საკრედიტო ლიმიტის დაშვების შესახებ ხელშეკრულების ძირითადი პირობები, რაზეც ბარათის მფლობელი თანხმობას აცხადებს საკრედიტო ლიმიტის დაშვების/საკრედიტო ლიმიტის ცვლილების შესახებ განაცხადის ხელმოწერით;
18.8 საბარათე ანგარიშზე საკრედიტო ლიმიტის დაშვებისთვის, უკვე დაშვებული ლიმიტის ვადის გაგრძელებისთვის, საკრედიტო ლიმიტის მოცულობის გაზრდისთვის ან საკრედიტო ლიმიტთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებისთვის ბარათის მფლობელი იხდის საკომისიოს ბანკის მიერ განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად.
18.9 „ერთგული“ საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით საშეღავათო პერიოდი გულისხმობს, რომ თუ კლიენტი ამ პერიოდში დაფარავს წინა დაანგარიშების პერიოდში ათვისებულ თანხას, მაშინ ათვისებულ კრედიტს არ დაერიცხება საპროცენტო სარგებელი. სხვა შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია ყოველთვიურად დასაფარი მინიმალური თანხა შეიტანოს ბანკში დაანგარიშების (ბილინგის) თარიღიდან არაუმეტეს 25-ე დღეს. იმ შემთვევაში თუ დანგარიშების თარიღი ემთხვევა არასამუშაო დღეს, დავალიანების დაანგარიშება მოხდება მომდევნო სამუშაო დღეს.
18.10 განვადების ბარათზე დაშვებული საკრედიტო ლიმიტის ათვისების ყოველ ჯერზე თითოეული შესრულებული ტრანზაქციისთვის დგება 10 (ათ) თვიანი გადახდის გრაფიკი, რომლის მიხედვითაც კლიენტი ვალდებულია დაფაროს ათვისებული თანხა დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან ერთად. ათვისებული (გამოყენებული) თანხის დაბრუნების პარალელურად, კლიენტს შეუძლია თავიდან აითვისოს განვადების ბარათზე დაშვებული საკრედიტო ლიმიტი. ყოველ მომდენო თვეს გადასახდელი თანხის ოდენობა შესაძლებელია განსხვავდებოდეს წინა თვეს გადასახადელი თანხის ოდენობისგან.
18.11 მხარეები თანხმდებიან, რომ კლიენტის კუთვნილი „თიბისი პრაიმ ქარდი“ შეიცვლება „ერთგული“ საკრედიტო ბარათით, შესაბამისი პლასტიკური საკრედიტო ბარათის შეცვლის/გამოცვლის და ახალი ხელშეკრულების გაფორმების ან/და „თიბისი პრაიმ ქარდთან“ დაკავშირებულ საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის გარეშე. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით მხარეები აზუსტებენ, რომ პლასტიკური საკრედიტო ბარათი, რომელიც სახელდებულია/მოხსენიებულია, როგორც „თიბისი პრაიმ ქარდი“ მიიჩნევა „ერთგული“ საკრედიტო ბარათად და მასზე სრულად ვრცელდება კლიენტთან გაფორმებული „თიბისი პრაიმ ქარდთან“ დაკავშირებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების პირობები წინამდებარე ხელშეკრულებასთან
ერთად. შესაბამისად, ამ ხელშეკრულებაში ხსენებული „ერთგული“ საკრედიტო ბარათი მოიაზრებს იმ საკრედიტო ბარათსაც, რომელიც პლასტიკურ ბარათზე სახელდებულია/მოხსენიებულია, როგორც „თიბისი პრაიმ ქარდი“.
18.12 კლიენტი უფლებამოსილია „ერთგული“ საკრედიტო ბარათზე დაშვებული საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში, ისარგებლოს ბარათის განვადების ფუნქციით, რაც გულისხმობს ბანკის პარტნიორი კომპანიის სავაჭრო/მომსახურების ობიექტ(ებ)ში ნივთის/მომსახურების შეძენის შესაძლებლობას გადახდის განვადებით. ამასთან, პარტნიორი კომპანიების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ბანკის ინტერნეტ-გვერდზე: xxxxxxx.xx. ბანკი უფლებამოსილია შექმნას ნებისმიერი სხვა საიტი, სადაც განათავსებს პარტნიორი კომპანიების შესახებ ინფორმაციას, ასეთ შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია და ინტერნეტ გვერდის მისამართი განთავსდება ბანკის ვებ გვერდზე: xxxxxxx.xx.
18.13 წინამდებარე ხელშეკრულების 18.12. პუნქტში აღნიშნული განვადებით სარგებლობა შესაძლებელია „ერთგული“ საკრედიტო ბარათის მხოლოდ სს „თიბისი ბანკის“ პოს ტერმინალში გატარებით. განვადების განხორციელება აგრეთვე შესაძლებელი იქნება ინტერნეტ ბანკის, სატელეფონო სერვისცენტრის, ფილიალისა და ელექტრონული კომერციის საშუალებით (ბანკის მიერ ასეთი სერვისის უზრუნველყოფის/არსებობის შემთხვევაში). ამასთან, განვადების განხორციელება ინტერნეტ ბანკის, სატელეფონო სერვისცენტრისა და ფილიალის საშუალებით გულისხმობს, კლიენტის მიერ ნივთის/მომსახურების შეძენას საკრედიტო ბარათის საშუალებით, ხოლო შემდეგ
- საკრედიტო ბარათით გადახადილი თანხის განვადებით დაფარვის ინიცირებას ინტერნეტ ბანკისა და სატელეფონო სერვისცენტრის საშუალებით ან ფილიალში შესაბამისი განცხადების წარდგენით. კლიენტი აცნობიერებს, რომ საკრედიტო ბარათის საშულებით ნივთის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი თანხის განვადებით დაფარვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ბანკი ერთპიროვნულად და უფლებამოსილია მოსთხოს კლიენტს შესაბამის დოკუმენტაციაზე ხელმოწერა ან/და სხვა აუცილებელი ქმედებ(ებ)ის განხორციელება ასეთის საჭიროებისას
18.14 „ერთგული“ საკრედიტო ბარათის საშუალებით განვადების ფუნქციით სარგებლობის კონკრეტული პირობები ასახულია შესაბამის ხელშეკრულებაში, რომელიც გაფორმდება მხარეებს შორის.
18.15 კლიენტი, რომელიც ფლობს „თიბისი პრაიმ ქარდით“ სახელდებულ „ერთგული“ საკრედიტო ბარათს, უფლებამოსილია ისარგებლოს ბარათის განვადების ფუნქციით, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელების გარეშე. ამასთან, კლიენტთან გაფორმებული „თიბისი პრაიმ ქარდთან“ დაკავშირებულ საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების პირობები სრულად გავრცელდება „ერთგული“ საკრედიტო ბარათით განვადების ფუნქციით სარგებლობის სამართლებრივ და ფაქტობრივ ურთიერთობებზე, თუ წინამდებარე ხელშეკრულებით „ერთგული“ საკრედიტო ბარათით განვადების პირობები განსხვავებულად არ რეგულირდება. „ერთგული“ საკრედიტო ბარათ(ებ)ით სარგებლობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმები და პირობები განსაზღვრულია აგრეთვე ბანკის მიერ გავრცელებულ საინფორმაციო მასალაში და ამ ხელშეკრულებაში მითითებულ ბანკის ინტერნეტ-გვერდებზე.
18.16 კლიენტი აცხადებს და ადასტურებს, რომ გაცნობილია „ერთგული“ საკრედიტო ბარათის განვადების ფუნქციით სარგებლობის პირობებს, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულებასთან ერთად ასახულია ბანკის ინტერნეტ-გვერდებსა და ბანკის მიერ გავრცელებულ სხვა საინფორმაციო მასალაში. ამასთან, xxxxxxxx მიერ „ერთგული“ საკრედიტო ბარათის საშუალებით ნივთის/მომსახურების გადახდის განვადებით შეძენა ადასტურებს განვადების პირობებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობას, რასაც კლიენტი სრულად ეთანხმება.
18.17 ნივთის/მომსახურების განვადებით შეძენისას პოს ტერმინალზე აისახება განვადების თანხა. კლიენტი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს განვადების თანხის სრულად დაფარვისთვის განსახორციელებელი შენატანების ჯერადობა ნივთის/მომსახურების შეძენის მომენტში ბანკის მიერ დადგენილი მინიმალური და მაქსიმალური პერიოდის ფარგლებში. ამასთან, ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, კლიენტი ბანკს ანიჭებს ერთპიროვნულ უფლებამოსილებას განსაზღვროს გადახდის გრაფიკის მინიმალური და მაქსიმალური პერიოდი.
18.18 წინამდებარე ხელშეკრულების 18.17 პუნქტის შესაბამისად განვადების თანხის სრულად დაფარვის სასურველი პერიოდის განსაზღვრის შემდეგ კლიენტის მიერ პოს ტერმინალზე „ერთგული“ ბარათის პინ კოდის/პაროლის აკრეფა და შესაბამისი ღილაკით დადასტურება გულისხმობს გარიგების (ნივთის/მომსახურების განვადებით შეძენას, ნასყიდობის ხელშეკრულების) დადებას, რასაც კლიენტი სრულად ეთანხმება.
18.19 წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად „ერთგული“ საკრედიტო ბარათის საშუალებით ნივთის/მომსახურების განვადებით შეძენის დროს პოს ტერმინალის მეშვეობით ამობეჭდილ ქვითარზე სხვა ტექნიკურ ინფორმაციასთან ერთად აისახება ნივთის/მომსახურების შეძენის დრო/თარიღი, განვადების თანხა, განვადების საკომისიო და გადახდის გრაფიკი. ნივთის/მომსახურების გადახდის განვადებით შეძენის სხვა პირობები რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებით და საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებით.
18.20 მხარეები აცხადებენ და ადასტურებენ, რომ „ერთგული“ საკრედიტო ბარათის საშუალებით ნივთის/მომსახურების განვადებით შეძენის დროს პოს ტერმინალის მეშვეობით ამობეჭდილ ქვითარს აქვს გარიგების/ხელშეკრულების იდენტური სრული იურიდიული ძალა. ამასთან, კლიენტი აცნობიერებს, რომ აღნიშნულ ქვითარზე ასახულ პირობებს მხარეები დაეყრდნობიან მათი უფლება-მოვალეობის განსაზღვრის მიზნით.
18.21 კლიენტი ვალდებულია ქვითარზე ასახული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელი სხვა მიმდინარე საკრედიტო დავალიანებასთან ერთად დაფაროს დაანგარიშების თარიღიდან არაუგვიანეს 25-ე დღეს (დაფარვის თარიღი).
18.22 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი წინამდებარე ხელშეკრულების, საკრედიტო ბარათთან დაკავშირებული შესაბამისი ხელშეკრულებით და ქვითარზე ასახული პირობების შესაბამისად არ დაფარავს გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ გადასახდელს სხვა მიმდინარე საკრედიტო დავალიანებასთან ერთად, შესაბამისი პერიოდისთვის არსებულ სრულ დავალიანებაზე გავრცელდება საკრედიტო ბარათის ის პირობები, რომელიც არ ვრცელდება განვადებაზე (მათ შორის, გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელის დაფარვა განხორციელდება საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკრედიტო ლიმიტის დაფარვისთვის განსაზღვრული წესით). მხარეები თანხმდებიან ასევე, რომ ასეთ დაუფარავ/გადაუხდელ თანხაზე/დავალიანებაზე გავრცელდება ის პირგასამტეხლოსა და ჯარიმის თანხები (ასეთის არსებობისას), რაც გათვალისწინებულია საკრედიტო ლიმიტის ათვისების (რომელიც არ არის ათვისებული განვადების საშუალებით) დროს წარმოშობილი სამართლებრივ-ფაქტობრივი ურთიერთობებისთვის,
18.23 კლიენტი უფლებამოსილია შესაბამისი სავაჭრო/მომსახურების ობიექტის დღის დახურვამდე მოითხოვოს გარიგების (გადახდის
განვადებით ნივთის/მომსახურების შეძენის/ნასყიდობის) გაუქმება. ამასთან, აღნიშნული უფლება კლიენტს აქვს, თუ შესაბამის სავაჭრო/მომსახურების ობიექტს წარუდგენს ნივთის/მომსახურების შეძენის დამადასტურებელ ქვითარს (რომელიც იდენტური უნდა იყოს სავაჭრო/მომსახურების ობიექტში არსებული ქვითრისა), შეძენილ ნივთს ან/და მომსახურებით მიღებულ სარგებელს (თუ შესაძლებელია).
18.24 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი ამ ხელშეკრულების 18.23 პუნქტის შესაბამისად არ მოითხოვს გარიგების გაუქმებას სავაჭრო/მომსახურების ობიექტში, აღნიშნული მოთხოვნის წარდგენის უფლება კლიენტს აქვს უშუალოდ ბანკში, არაუგვიანეს ნივთის/მომსახურების შეძენის თარიღიდან 10 (ათი) კალენდარული დღისა.
18.25 კლიენტი აცნობიერებს, რომ წინამდებარე ხელშეკრულების 18.24 პუნქტში მითითებული უფლების რეალიზება შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბანკი მოიპოვებს სავაჭრო/მომსახურების ობიექტის წერილობით თანხმობას გარიგების (გადახდის განვადებით ნივთის/მომსახურების შეძენის/ნასყიდობის) გაუქმებასთან დაკავშირებით. ამასთან, კლიენტი ვალდებულია ბანკს/სავაჭრო/მომსახურების ობიექტს წარუდგინოს ნივთის/მომსახურების შეძენის დამადასტურებელი ქვითარი (რომელიც იდენტური უნდა იყოს სავაჭრო/მომსახურების ობიექტში არსებული ქვითრისა), შეძენილი ნივთი ან/და მომსახურებით მიღებული სარგებელი (თუ შესაძლებელია).
18.26 „ერთგული“ საკრედიტო ბარათის მოქმედების ან/და საკრედიტო ლიმიტის ვადის გასვლა არ ათავისუფლებს კლიენტს წინამდებარე ხელშეკრულებით და შესაბამისი საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან, მათ შორის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელისა და სხვა მიმდინარე საკრედიტო დავალიანების გადახდისაგან.
18.27 ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ცალმხრივად განახორციელოს „ერთგული“ საკრედიტო ბარათის გაუქმება და ავტომატური ჩანაცვლება სხვა ანალოგიური ან მსგავსი საკრედიტო პროდუქტით. ამასთან, ავტომატური ჩანაცვლება გულისხმობს „ერთგული“ საკრედიტო ბარათთან დაკავშირებული კლიენტის ვალდებულებების ბანკის მიერ ცალმხრივად გადაფარვას და სხვა ანალოგიურ ან მსგავს საკრედიტო პროდუქტზე შესაბამისი საკრედიტო ლიმიტის დაშვებას. ავტომატური ჩანაცვლების შესახებ კლიენტს ეცნობება და საჭიროების შემთვევაში, მოეთხოვება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება, კლიენტი უფლებამოსილია უარი განაცხადოს/არ მოიწონოს „ერთგული“ საკრედიტო ბარათის სხვა ანალოგიური ან მსგავსი პროდუქტით ჩანაცვლება, ასეთ შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია „ერთგული“ საკრედიტო ბარათის მფლობელისთვის შეტყობინებით მოითხოვოს კლიენტის მიერ ათვისებული თანხის (კრედიტის) დაბრუნება მისთვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად ბარათის მფლობელის მიერ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღისა.
18.28 ბანკი უფლებამოსილია, კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად გააუქმოს „ერთგული“ საკრედიტო ბარათის განვადების ფუნქცია ან/და უარი უთხრას კლიენტს აღნიშნული ბარათების საშუალებით განვადების ფუნქციით სარგებლობაზე და, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებები შეიტანოს შესაბამის ხელშეკრულებებში ან/და გააუქმოს ასეთი ხელშეკრულებები.
18.29 ბანკი უფლებამოსილია წინამდებარე ხელშეკრულების 12.1.9 პუნქტში აღნიშნულ პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებულ წამახალისებელ პროექტ(ებ)ში/პროგრამაში ჩართოს სს „თიბისი ბანკის“ საკრედიტო ბარათები (მათ შორის საკრედიტო ბარათი ერთგული). შესაბამისად, საკრედიტო ბარათებზე სრულად ვრცელდება 12.1.9-12.1.16 პუნქტებით გათვალისწინებული რეგულაციები.
18.30 კლიენტი აცნობიერებს, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით, ამ ხელშეკრულების შემადგენელი სხვა ნებისმიერი ხელშეკრულებითა და საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადასახდელებთან ერთად ვალდებულია გადაიხადოს ბანკის მიმართ წარმოშობილი ნებისმიერი ვადამოსული დავალიანება, მათ შორის, გადაუხდელი საკრედიტო დავალიანება, მასზე დარიცხული პროცენტ(ებ)ი, პირგასამტეხლო/ები, ჯარიმა/ები, საკომისიო/ები (აგრეთვე ბარათის მომსახურების საკომისის თანხები) და სხვა ნებისმიერ ფინანსურ ხარჯ(ებ)ი.
18.31 ერთგული ბარათის საკრედიტო ლიმიტი შედგება სრული საკრედიტო ლიმიტისა და თანხის განაღდების ლიმიტისგან. ამასთან, სრული საკრედიტო ლიმიტი მოიცავს თანხის განაღდების ლიმიტს. კლიენტი უფლებამოსილია განახორციელოს თანხის განაღდება თანხის განაღდების ლიმიტის ფარგლებში.
18.32 კლიენტი ბანკს ანიჭებს ერთპიროვნულ უფლებამოსილებას განსაზღვროს თანხის განაღდების ლიმიტი სრული საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში.
18.33 ნივთის/მომსახურების გადახდის განვადებით შეძენისას განვადების თანხა ჩაითვლება კლიენტის მიერ ათვისებულად სრული საკრედიტო ლიმიტიდან.
18.34 ბანკი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ, საკრედიტო ბარათთან დაკავშირებული საკრედიტო დავალიანება და ნებისმიერი ფინანსური ხარჯი (მათ შორის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს თანხები, წლიური საპროცენტო განაკვეთი და ა.შ.) ჩამოწეროს/ჩამოჭრას სრული საკრედიტო ლიმიტიდან, მათ შორის, თანხის განაღდების ლიმიტიდან.
19. სალომბარდო სესხი
19.1 სალომბარდო სესხი არის ბანკის მიერ გაცემული სესხი, რომელიც უზრუნველყოფილია კლიენტის (შემდგომში ”მსესხებლის”) ან/და მესამე პირის კუთვნილი მოძრავი ნივთებით (ძვირფასეულობით).
19.2 სალომბარდო სესხის ვადის ამოწურვამდე ან სალომბარდო სესხის დაფარვის ვადის დადგომიდან უზრუნველყოფის საგნების (დაგირავებული ძვირფასეულობის) რეალიზაციამდე ნებისმიერ დროს იმ მომენტისთვის სალომბარდო სესხისთვის დარიცხული საპროცენტო სარგებლისა და პროლონგაციის საკომისიოს მსესხებლის მიერ გადახდის შემთხვევაში სალომბარდო სესხის ვადა გაგრძელდება მხარეთა შორის შეთანხმებული ვადით.
19.3 ბანკს უფლება აქვს ნებისმიერ დროს:
19.3.1 მსესხებლისთვის შეტყობინებით გააუქმოს ამ ხელშეკრულების 19.2 პუნქტში აღწერილი პირობა;
19.3.2 გადააფასოს სალომბარდო სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ნივთები (შეამციროს შეფასება) და მსესხებელს მოსთხოვოს სალომბარდო სესხის ვადაზე ადრე (წინსწრებით) დაფარვა ფასთა შორის სხვაობის ტოლი ოდენობით ან დამატებითი უზრუნველყოფის წარმოდგენა (ძვირფასეულობის დაგირავება).
19.4 ამ ხელშეკრულების 19.3 პუნქტში აღწერილი რომელიმე უფლების ბანკის მიერ განხორციელების შემთხვევაში მსესხებელი ვალდებული იქნება ბანკის მიერ მითითებულ ვადაში შეასრულოს ბანკის მოთხოვნა.
19.5 მიუხედავად სახელწოდებისა ”სალომბარდო სესხი” ბანკს შეუძლია გამოიყენოს ამ ხელშეკრულების 16.10 პუნქტში აღწერილი უფლებები მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი რომელიმე ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში.
20. ბარათის უსაფრთხოების სერვისი
20.1. ბარათის უსაფრთხოების სერვისი წარმოადგენს ბანკის პროდუქტს, რომლის მიზანია, დაიცვას კლიენტები - ბანკის ბარათის მფლობელები, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ ბანკომატების, პოს-ტერმინალებისა და ინტერნეტის მეშვეობით მესამე პირის მიერ ბარათის არალეგალური გამოყენებით გამოწვეული ზარალისგან.
20.2. მომსახურების ფარგლებში ბანკი ბარათის მფლობელს უნაზღაურებს ბარათის არალეგალური გამოყენებით განკარგულ თანხებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და კლიენტზე შესაბამისი ლიმიტების ფარგლებში.
20.3. ბარათის უსაფრთხოების სერვისის მიღების აუცილებელი წინაპირობაა ბანკის პლასტიკური ბარათის ქონა (ფლობა).
20.4. ამ მუხლში აღნიშნული სერვისის მისაღებად ბარათის მფლობელი აფიქსირებს თავის სურვილს ბანკის წარმომადგენელთან ბანკის სერვისცენტრში/ფილიალში, სადაც ავსებს შესაბამის განაცხადს ან ბანკის სატელეფონო სერვისცენტრის მეშვეობით, სადაც ხორციელდება შესაბამისი რეგისტრაცია.
20.5. ბარათის უსაფრთხოების სერვისის ლიმიტის ოდენობა და ლიმიტებით გათვალისწინებული მომსახურების საკომისიოები მითითებულია: ბანკის ვებგვერდზე, ლიფლეტებში, ბუკლეტებში, ბროშურებში, სერვისის მიღებასთან დაკავშირებულ განაცხადში და სხვადასხვა სახის საინფორმაციო არხებში/მასალაში.
20.6. ბარათის უსაფრთხოების სერვისის საკომისიოს ოდენობა განისაზღვრება ბარათის უსაფრთხოების სერვისის ლიმიტის ოდენობის ტიპის მიხედვით.
20.7. ბარათის უსაფრთხოების სერვისი ძალაში შედის ბარათის მფლობელის ანგარიშიდან წლიური საკომისიოს ჩამოჭრის შემდეგ.
20.8. ბარათის უსაფრთხოების სერვისის საკომისიო ყოველწლიურად უაქცეპტოდ ჩამოიჭრება შესაბამის ბარათზე მიბმული ანგარიშებიდან. საკომისიოს მიზნებისთვის ვადა გამოითვლება ბარათის უსაფრთხოების სერვისის რეგისტრაციის დღიდან ბარათის მოქმედების ვადის ბოლომდე.
20.9. ბარათის უსაფრთხოების სერვისის შესაბამისი მომსახურება შეჩერებულად ჩაითვლება, თუ კლიენტის ანგარიშიდან რაიმე მიზეზით არ განხორციელდა ყოველწლიური მომსახურების საკომისიოს ჩამოჭრა. მომსახურება გააქტიურდება ბარათის მფლობელის ანგარიშიდან საკომისიოს ჩამოჭრის დღიდან.
20.10. ბარათის უსაფრთხოების სერვისის შეჩერების პერიოდში შესაბამის ბარათზე განხორციელებული არალეგალური ოპერაციები არ ანაზღაურდება.
20.11. ბარათის უსაფრთხოების სერვისი ავტომატურად წყდება ბარათის არალეგალური გამოყენების შემთხვევის დაფიქსირებისთანავე ან ნებისმიერი მიზეზით ბარათის მოქმედების შეწყვეტისას.
20.12. ბარათის ვადაზე ადრე გაუქმების, დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, უქმდება ბარათთან დაკავშირებული ბარათის უსაფრთხოების სერვისიც.
20.13. ბარათის უსაფრთხოების სერვისი ძალაშია ბანკის პლასტიკური ბარათის მოქმედების ვადით, გარდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
20.14. ერთ ბარათზე ვრცელდება მხოლოდ ერთი ბარათის უსაფრთხოების სერვისის ლიმიტის ოდენობა. დაუშვებელია ერთ ბარათზე ბარათის უსაფრთხოების სერვისის რამდენიმე ლიმიტის გავრცელება.
20.15. ბარათის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბანკს ბარათის არალეგალური გამოყენების ნებისმიერი შემთხვევის შესახებ, დამატებით წერილობითი განცხადებით მიმართოს ბანკს შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღისა, სადაც აღწერილი იქნება ბარათის არალეგალური გამოყენების ფაქტ(ებ)ი და გარემოებები;
20.16. ბანკის მიერ ბარათის მფლობელის განცხადების განხილვის ვადაა:
20.16.1. ლოკალურ ოპერაციებისათვის განკუთვნილ ქსელში განხორციელებული ოპერაციებისთვის 20 (ოცი) კალენდარული დღე;
20.16.2. ყველა სხვა ოპერაციისათვის 50 (ორმოცდაათი) კალენდარული დღე.
20.17. ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს, ხოლო ბარათის მფლობელი ვალდებულია წარმოადგინოს, ბარათის არალეგალური გამოყენების ფაქტის შესახებ დამატებითი წერილობითი ინფორმაცია შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოსგან (ან უცხო ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსაგან) ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, რაც ბანკს ხელს შეუწყობს ბარათის არალეგალური გამოყენებით განკარგული თანხების ბარათის მფლობელისთვის ანაზღაურებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაში. იმ შემთხვევაში, თუ ბანკს არ წარედგინება აღნიშნული დოკუმენტაცია/ინფორმაცია ბანკი თავისუფლდება ბარათის უსაფრთხოების სერვისით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.
20.18. ბანკი არ ანაზღაურებს:
20.18.1. თუ ბარათის არალეგალური გამოყენებით განკარგული თანხების მოცულობა აღემატება კლიენტთან შეთანხმებული ლიმიტის მოცულობას;
20.18.2. თუ ბარათი არალეგალურად გამოყენებულ იქნა ბარათის მფლობელის ნებართვით მესამე პირის მიერ ან/და ბარათის მფლობელის ახლობლის ან ოჯახის წევრის მიერ;
20.18.3. საქართველოს კანონით ,,საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ დადგენილ შემთხვევებში;
20.18.4. თუ ბარათის მფლობელმა არ უზრუნველყო დაკარგული/მოპარული ბარათის დროული ბლოკირება;
20.18.5. თუ ფიქსირდება ბარათის მფლობელის მიერ თაღლითობის ან განზრახ ბრალეულობის ფაქტი.
20.19. ბანკი იტოვებს უფლებას უარი განაცხადოს ბარათის უსაფრთხოების სერვისით მომსახურების გაწევაზე, იმ შემთხვევაში თუ ერთი კლიენტის მიერ ერთი კალენდარული წლის მანძილზე სამ სხვადასხვა ბარათზე დაფიქსირდა არალეგალური/საეჭვო ტრანზაქციის ანაზღაურების მოთხოვნა.
20.20. ბანკი იტოვებს უფლებას ნებისმიერი მიზეზით ვადამდე ადრე შეწყვიტოს ბარათის უსაფრთხოების სერვისის მომსახურება. აღნიშნულის შესახებ კლიენტს ეცნობება მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით (ხელშეკრულების 13.2.4.2 ქვეპუნქტის შესაბამისად), ბანკში დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე. ამ შემთხვევაში ბანკი ბარათის მფლობელს უწევს ხელშეკრულების ამ მუხლით გათვალიწინებულ მომსახურებას მხოლოდ მიღებული საკომისიოს ვადაში.
20.21. იმ შემთხვევაში, თუ ბარათის ან/და მასზე არსებული ფულადი ნაშთის არალეგალური გამოყენება დაზღვეულია ნებისმიერი მესამე პირის მიერ, ბარათის არალეგალური გამოყენებით განკარგული თანხების ანაზღაურების მოთხოვნით ბარათის მფლობელმა პირველ რიგში უნდა მიმართოს აღნიშნულ მესამე პირს. ამასთან, ბანკი ვალდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში აანაზღაუროს ბარათის არალეგალური გამოყენებით განკარგული თანხები, ამ პირობებით დადგენილი წესებისა და ლიმიტების შესაბამისად, თუ დამზღვევი პირის მიერ განხორციელებული ანაზღაურების ფარგლებში სრულად არ ანაზღაურდა ბარათის არალეგალური გამოყენებით დამდგარი ფულადი ზარალი. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ დამზღვევი პირი უარს აცხადებს ანაზღაურებაზე, ბარათის მფლობელი ვალდებულია ბანკისგან ბარათის არალეგალური გამოყენებით განკარგული თანხების ანაზღაურების მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ბანკს დამზღვევი პირის მიერ ზემოხსენებული უარის თქმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის შემდეგაც ბანკის მიერ ამ პირობებით დადგენილი წესების შესაბამისად განხორციელდება ბარათის არალეგალური გამოყენებით განკარგული თანხების ანაზღაურება.
20.22. ბანკის მიერ ბარათის მფლობელისთვის შესაბამისი ლიმიტების ფარგლებში მესამე პირის მიერ პლასტიკური ბარათის არალეგალურად გამოყენებული თანხების ანაზღაურების შემდეგ, ბარათის მფლობელი ვალდებულია გააუქმოს კონკრეტული პლასტიკურ ბარათი. წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი ცალმხრივად აუქმებს ბარათის უსაფრთხოების სერვისს
21. ნომინალური მფლობელობის ანგარიში
21.1. მომსახურების აღწერა
21.1.1. მომსახურებაში იგულისხმება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და კლიენტის (შემდგომში „ანგარიშის მფლობელი“) განაცხადის საფუძველზე ბანკის მიერ კლიენტისთვის ნომინალური მფლობელობის ერთობლივი ანგარიშის ან ნომინალური მფლობელობის სეგრეგირებული ანგარიშის გახსნა (შემდგომში “ნომინალური მფლობელობის ანგარიში“). ნომინალური მფლობელობის ანგარიში გაიხსნება მხოლოდ მიმდინარე ანგარიშის სახით.
21.1.2. ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე შეიძლება განთავსდეს და/ან ამ ანგარიშიდან გადაირიცხოს მხოლოდ ანგარიშის მფლობელი პირის კლიენტის სახსრები, რომელსაც ეს პირი ფლობს და განკარგავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი საკუთარი სახსრებისაგან განცალკევებით.
21.1.3. ბანკის მოთხოვნის შემთხვევებში, ნომინალური ანგარიშის მფლობელი პირი ვალდებულია ბანკს წარუდგინოს ინფორმაცია მისი კლიენტის (კლიენტების) და/ან მათი ბენეფიციარი მფლობელების შესახებ.
21.1.4. ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შინაარსსა და დანიშნულებაზე პასუხს აგებს ანგარიშის ნომინალური მფლობელი.
21.1.5. აკრძალულია ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე არსებული თანხების განკარგვა უშუალოდ ანგარიშის ნომინალური მფლობელის კლიენტის მიერ წარმოდგენილი დავალების საფუძველზე.
21.1.6. ნომინალური მფლობელობის ანგარიში შეიძლება გადაფორმდეს სხვა პირზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
21.1.7. ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ვრცელდება მიმდინარე ანგარიშისთვის, ბანკში დაწესებული სტანდარტული ტარიფები.
22. სახელფასო პროექტი
22.1. მომსახურების აღწერა:
22.1.1. მომსახურება სახელფასო პროექტით გულისხმობს კლიენტის მოთხოვნით კლიენტის საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშიდან კლიენტის მიერ დასაქმებული პირების (შემდგომში “დასაქმებულების”) ანგარიშებზე თანხის გადარიცხვის ოპერაციებს სპეციალური სისტემის - სახელფასო პროგრამული მოდულის (შემდგომში “მოდულის”) გამოყენებით.
22.1.2. სურვილის შემთხვევაში კლიენტს უფლება აქვს გადაიხადოს დასაქმებულებისთვის ბარათების დამზადებისა და მათ ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების განაღდების საკომისიოები.
22.1.3. ბანკის მიერ სახელფასო პროგრამული მოდულით კლიენტის ანგარიშებიდან გადარიცხვის ოპერაციები წარმოებს კლიენტის მიერ ბანკთან წინასწარ შეთანხმებული სპეციალური პროგრამის საშუალებით (დისკეტის, კომპაქტ-დისკის, პროგრამის, ინტერნეტ-ბანკი, Excel ფაილის ან db გაფართოების მქონე ფაილის გამოყენებით).
22.1.4. კლიენტის სურვილით ბანკი განახორციელებს დასაქმებულთა ანგარიშებზე გადარიცხული თანხის კონვერსიას (გადატანას სალარე ანგარიშიდან სავალუტო ანგარიშზე) ბანკის მიერ დადგენილი კურსით.
22.1.5. სახელფასო პროექტთან და მოდულთან დაკავშირებულ ურთიერთობას კლიენტი ბანკთან დაამყარებს თავად, ან მის მიერ დანიშნული პირის მეშვეობით, რომლისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება გაფორმდება ბანკის მიერ კლიენტისთვის შეთავაზებული ფორმით.
22.1.6. სახელფასო პროექტში ჩართვისა და მოდულით მომსახურების მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა მიმართოს განაცხადით ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტის შესაბამისად.
22.1.7. სახელფასო პროექტით სარგებლობისას, კლიენტის ანგარიშიდან დასაქმებულის ანგარიშზე 6 (ექვსი) თვის განმავლობაში თანხის (ხელფასის) ჩაურიცხველობის (ბრუნვის არარსებობის) შემთხვევაში, დასაქმებულს გაუუქმდება ყველა ის შეღავათი, რომლითაც დასაქმებული სარგებლობდა სახელფასო პროექტის ფარგლებში. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ სახელფასო პროექტით სარგებლობისას, 6 (ექვსი) თვის განმავლობაში კლიენტის ანაგარიშიდან დასაქმებულთა ანგარიშებზე არ განხორციელდება თანხების (ხელფასების) ჩარიცხვა, დასაქმებულთა შეღავთიანი ტარიფების/პირობების გაუქმებასთან ერთად, ასევე გაუქმდება კლიენტის მომსახურება სახელფასო პროექტით და ყველა ის შეღავათი, რომლითაც კლიენტი სარგებლობდა აღნიშნული მომსახურების ფარგლებში.
22.2. კლიენტი ვალდებულია:
22.2.1. მხარეთა მიერ წინასწარ შეთანხმებული ელექტრონული ფაილის სახით ბანკისთვის მისაღები ელექტორონული ინფორმაციის მატარებლის (კომპაქტური დისკი ან სხვა) მეშვეობით გადასცეს ბანკს ინფორმაცია დასაქმებულების ანგარიშებზე ჩასარიცხი თანხების შესახებ;
22.2.2. ანაზღაურებების დასაქმებულთა ანგარიშებზე გადარიცხვის სურვილის არსებობისას წარუდგინოს ბანკს საგადახდო დავალება დასაქმებულთა ანგარიშებზე ჩასარიცხი ანაზღაურებების ჯამური თანხის მითითებით და ამ ხელშეკრულების 22.2.1 ქვეპუნქტში აღნიშნული ელექტრონული ფაილიდან ამობეჭდილი დასაქმებულთა რეესტრი (სია) ანგარიშების ნომრების, თანხებისა და იმ ვალუტის მითითებით რა ვალუტაშიც უნდა მოხდეს დასაქმებულთა ანგარიშზე ჩარიცხული ანაზღაურების კონვერსია ბანკის მიერ დადგენილი კურსით;
22.2.3. დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ბანკს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის (ორგანიზაციიდან წასვლის) შესახებ;
22.2.4. გადაუხადოს ბანკს სახელფასო პროექტის ფარგლებში დასაქმებულებისთვის დამზადებული პლასტიკური ბარათებით მომსახურების საკომისიო სრულად (ბარათების მოქმედების ვადის ამოწურვამდე), თუ სახელფასო პროგრამული მოდულით მომსახურების მიღების დაწყების მომენტიდან ერთი წლის განმავლობაში კლიენტი უარს იტყვის ბანკისგან ამ მუხლით ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიღებაზე;
22.2.5. გადაუხადოს ბანკს კლიენტის დასაქმებულებისთვის სახელფასო პროექტის ფარგლებში დამზადებული ბარათების მეშვეობით თანხის განაღდების საკომისიო იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია კლიენტის განაცხადით სახელფასო პროექტში ჩართვის თაობაზე;
22.2.6. ბანკს წარუდგინოს დასაქმებულთა პირადობის დამადასტურებელი საბუთების (პირადობის მოწმობების ან პასპორტების) და გადასახადის გადამხდელის მოწმობების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლები, რომელთა დედნებთან შესაბამისობა დამოწმებულია მის მიერ (კლიენტის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწერით);
22.2.7. დროულად მიაწოდოს კლიენტის დასაქმებულებს ბანკის მომსახურებისა და პროდუქტების შესახებ უტყუარი, გასაგები და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი სრული ინფორმაცია, რომელიც დასაქმებულებს (მომხმარებლებს) არ უბიძგებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში;
22.2.8. კლიენტის დასაქმებულებს (მომხმარებლებს) მიაწოდოს ინფორმაცია სავალუტო რისკის შესახებ, როდესაც დასაქმებულების (მომხმარებლების) შემოსავლები არ არის ჰეჯირებული სავალუტო კურსის ცვლილების მიმართ, ასევე უცხოური ვალუტით დეპოზიტის განთავსების/კრედიტის მიღების შემთხვევაში მიაწოდოს დასაქმებულებს (მომხმარებლებს) ინფორმაცია მსგავსი პირობების მქონე პროდუქტზე ეროვნული ვალუტით;
22.2.9. ხელშეკრულების გაფორმებამდე თითოეულ დასაქმებულს (მომხმარებელს) გააცნოს ხელშეკრულებაში მოცემული ფინანსური ხარჯები და თანხმობის შემდეგ გააფორმოს მასთან ხელშეკრულება;
22.2.10. ბანკისგან მიიღოს და კლიენტის დასაქმებულებს გადასცეს პლასტიკური ბარათები დალუქულ კონვერტებში მოთავსებულ პინ- კოდებთან, SMS-კოდებთან, რომლითაც შესაძლებელია პინ-კოდის მიღება, ინტერნეტ-ბანკის კოდებთან, ფეი სტიკერებთან და სხვა საბუთებთან ერთად და უზრუნველყოს პლასტიკური ბარათების ხელმოწერა მათი მფლობელების მიერ.
22.3. ბანკი ვალდებულია:
22.3.1. ამ ხელშეკრულების 22.2.2 ქვეპუნქტში აღწერილი დავალების მიღებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში გადარიცხოს თანხები დასაქმებულების ანგარიშებზე.
22.4. ამ ხელშეკრულების ხელმოწერით კლიენტი და ბანკი თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულების 22.2.5-22.2.10 ქვეპუნქტებში აღწერილი ვალდებულებების სრულყოფილად შესრულების მიზნით, ბანკის წარმომადგენელი კლიენტის დასაქმებულებთან ურთიერთობაში იქნება ან თავად კლიენტი ან სახელფასო პროექტში ჩართვის შესახებ განაცხადის ხელმოწერით, xxxxxxxx მიერ დასახელებული (დანიშნული) კლიენტის დასაქმებული, რომელიც უშუალოდ შეასრულებს ამ ხელშეკრულების 22.2.5-22.2.10 ქვეპუნქტებში აღწერილ ქმედებებს ბანკის სახელით. კლიენტი ან მის მიერ დანიშნული დასაქმებული ვალდებული იქნება:
22.4.1. პირადად გადაიღოს (შექმნას) დასაქმებულების პირადობის დამადასტურებელი საბუთების ასლები და დაამოწმოს ამ ასლების დედნებთან შესაბამისობა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული დებულებით („კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“) და “უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
22.4.2. პირადად დაესწროს თითოეული დასაქმებულის მიერ სახელფასო პროექტის მონაწილის განაცხადის ხელმოწერის პროცესს და ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წერილობით ან xxxxxx მიერ მოთხოვნილი სხვა საშუალებებიტ დაუდასტუროს ბანკს (და ბანკის მიერ დასახელებულ ნებისმიერ პირს) ის, რომ სახელფასო პროექტის მონაწილის განაცხადს ნამდვილად მასში მითითებულმა პირმა მოაწერა ხელი;
22.4.3. დამოწმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი)კალენდარული დღისა გადასცეს ბანკს დასაქმებულების პირადობის დამადასტურებელი საბუთების დამოწმებული ასლები;
22.4.4. ბანკისგან მიიღოს და კლიენტის დასაქმებულებს გადასცეს პლასტიკური ბარათები დალუქულ კონვერტებში მოთავსებულ პინ- კოდებთან, SMS-კოდებთან, რომლითაც შესაძლებელია პინ-კოდის მიღება, ინტერნეტ-ბანკის კოდებთან, ფეი სტიკერებთან და სხვა საბუთებთან ერთად და უზრუნველყოს პლასტიკური ბარათების ხელმოწერა მათი მფლობელების მიერ;
22.4.5. კეთილსინდისიერად, ჯეროვნად და სრულფასოვნად განახორციელოს ამ ხელშეკრულების 22.2.5-22.2.10 ქვეპუნქტებში აღწერილი მოქმედებები.
22.5. კლიენტის მიერ მისი ახალი დასაქმებულის სახელფასო პროექტში ჩართვის შემთხვევაში კლიენტი კვლავ ჩაითვლება ბანკის წარმომადგენლად ამ ხელშეკრულების 22.5-22.2.10 ქვეპუნქტებში აღწერილი შეზღუდული უფლებლებამოსილებით, ხოლო ამ ხელშეკრულების 22.4 პუნქტის შესაბამისად დასახელებული (დანიშნული) პირი ვალდებული იქნება შეასრულოს ამ ხელშეკრულების 22.2.5-22.2.10 ქვეპუნქტებში აღწერილ ქმედებები კლიენტის ახალ დასაქმებულთან მიმართებით.
23. ელექტრონული ხელმოწერა
23.1. მომსახურების აღწერა
23.1.1. მომსახურებაში იგულისხმება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად და ბანკის მიერ განსაზღვრული საბანკო ოპერაცი(ებ)ის წარმოების/შესრულების მიზნით კლიენტის მიერ ელექტრონული ფორმით ხელმოწერის შესრულება.
23.1.2. საბანკო ოპერაციების შესასრულებლად, კლიენტის მიერ ელექტრონული ფორმით შესრულებულ ხელმოწერას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გააჩნია წერილობითი ფორმით შესრულებული ქაღალდზე დაბეჭდილი საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა.
23.1.3. მხარეები თანხმდებიან, რომ ელექტრონული ფორმით შესრულებულ საბუთებს აქვთ ქაღალდზე დაბეჭდილი და კლიენტის მიერ ხელმოწერით დადასტურებული საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა, შესაბამისად დოკუმენტის ელექტრონული ფორმით შესრულების საკითი არ შეიძლება გახდეს მხარეთა შორის დავის წარმოშობის წინაპირობა.
23.1.4. საბანკო ოპერაციის შესრულების შემდეგ კლიენტს უფლება აქვს მოსთხოვოს ბანკს მის მიერ ელექტრონული ფორმით შესრულებული საბანკო ოპერაცი(ებ)ის ტოლფასი იურიდიული ძალის მქონე, ქაღალდზე დაბეჭდილი, დოკუმენტის ასლის მისთვის გადაცემა.
23.1.5. ბანკი იძლევა გარანტიას, xxxxxxxx მიერ შესრულებული ელექტრონული დოკუმენტის საიმედოდ დაცვის შესახებ. ელექტრონული ხელმოწერის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბანკის ინტერნეტ-გვერდზე - xxx.xxxxxxx.xx.
24. დისტანციური საბანკო მომსახურება (Mail Banking)
24.1. მომსახურების აღწერა
24.1.1. დისტანციურ საბანკო მომსახურება - Mail Banking-ი (შემდგომში „მომსახურება“) გულისხმობს, ბანკის მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე და დადგენილი პირობებით, საბანკო ოპერაციების შესრულება კლიენტის მიერ ელ. ფოსტით, ინტერნეტ-ბანკით და სხვა საშუალებებით ბანკისთვის გაგზავნილი დავალების შესაბამისად.
24.1.2. მომსახურების შეთავაზება ხდება ბანკის მხოლოდ იმ კლიენტებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ ბანკის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს;
24.1.3. xxxxx xxxxxx არ აგებს xxxxxxxx მიერ ბანკისთვის მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაციის (ელ. ფოსტის, ინტერნეტ-ბანკის) შესაბამისად გაგზავნილი შეტყობინების ან სხვა ნებისმიერი ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტაციის სხვა პირის მიერ მიღებით გამოწვეულ შედეგ(ებ)ზე.
24.1.4. xxxxx xxxxxx არ აგებს xxxxxxxx მიერ ბანკისთვის მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაციის (ელ. ფოსტის, ინტერნეტ-ბანკის) საშუალებიდან სხვა პირის მიერ გამოგზავნილი შეტყობინების ან სხვა ნებისმიერი ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტაციის ბანკის მიერ მიღებით და შესაბამისად ქმედების განხორციელებით/ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავებით გამოწვეულ შედეგ(ებ)ზე.
24.1.5. ელექტრონული კომუნიკაციის (ელ. ფოსტის, ინტერნეტ-ბანკის) საშუალებით ბანკისთვის გაგზავნილ ნებისმიერ შეტყობინებას/დავალებას აქვს კლიენტის მიერ დადასტურებული (წერილობითი ფორმით შესრულებული და ხელმოწერილი) ქაღალდზე დაბეჭდილი საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა;
24.1.6. კლიენტისგან მიღებული დავალების შესრულება/არშესრულების საკითხზე ბანკი გადაწყვეტილებას იღებს წინამდებარე ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
24.1.7. ბანკის მიერ დადგენილი კრიტერიუმები (რომლის დაკმაყოფილებაც აუცილებელია მომსახურების მისაღებად) მომსახურების ტარიფები და დეტალური ინფორმაცია (მომსახურების აღწერა), განთავსებულია ბანკის ინტერნეტ-გვერდზე - xxx.xxxxxxx.xx.
25. კლიენტის ინფორმირება საგადახდო მომსახურების განხორციელებისას
25.1. წინამდებარე მუხლი არეგულირებს კლიენტისათვის საგადახდო მომსახურების და გადახდის ოპერაციების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების საკითხებს. საგადახდო მომსახურებაზე კლიენტის ინფორმირებასთან დაკავშირებით წინამდებარე მუხლსა და ხელშკერულების სხვა დებულებებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ამ მუხლის დებულებებს.
25.2. საგადახდო მომსახურების შესახებ ინფორმაციის/ხელშეკრულების პირობების ნაწილი, რაც არ არის მოცემული წინამდებარე ხელშეკრულებაში, განთავსებულია ბანკის ინტერნეტ-გვერდზე (xxx.xxxxxxx.xx) (შემდგომში - ვებგვერდი) და წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
25.3. წინამდებარე ხელშეკრულებით მხარეთა შორის შეთანხმებულია და რეგულირებულია საგადახდო მომსახურების განხორციელებაზე კლიენტის ინფორმირებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები (საკითხების დეტალური აღწერა განთავსებულია ბანკის ვებგვერდზე):
25.3.1. ბანკის მონაცემები: დასახელება, სათავო ოფისის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, ფილიალების მისამართები, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ვებგვერდის მისამართი, ბანკის ლიცენზიის ნომერი, ინფორმაცია საზედამხედველო ორგანოს შესახებ (დასახელება, ვებგვერდის მისამართი), ზედამხედველი ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხი;
25.3.2. ინფორმაცია საგადახდო მომსახურების შესახებ:
25.3.2.1. გასაწევი საგადახდო მომსახურების ძირითადი მახასიათებლების აღწერა;
25.3.2.1 საგადახდო დავალების სათანადოდ შესრულებისათვის აუცილებელი რეკვიზიტები, რომელიც კლიენტმა უნდა მიაწოდოს ბანკს;
25.3.2.2 გადახდის ოპერაციის შესრულებისათვის საჭირო გადამხდელის მიერ თანხმობის გაცემის ან თანხმობის გამოთხოვის ფორმა და პროცედურები;
25.3.2.3 ბანკის მიერ დადგენილი საგადახდო დავალების მიღების დროის მონაკვეთი და დროის ის მომენტი, რომლის შემდეგაც ბანკი წყვეტს საგადახდო დავალების მიღებას. ასევე დროის ის მომენტი, რის შემდგომაც მიღებული საგადახდო დავალება ითვლება მომდევნო სამუშაო დღეს მიღებულად;
25.3.2.4 საქართველოს ტერიტორიაზე საგადახდო მომსახურების განხორციელებისათვის საჭირო მაქსიმალური დრო;
25.3.2.5 საგადახდო ინსტრუმენტისათვის განსაზღვრული ხარჯვის ლიმიტი;
25.3.2.6 ინფორმაცია მომსახურების საკომისიოს და გაცვლითი კურსის შესახებ;
25.3.2.7 კლიენტის მიერ ბანკისათვის გადასახდელი ყველა სახის საკომისიო და მათი გამოთვლის პრინციპი, გარდა ფიქსირებული საკომისიოსი;
25.3.2.8 საორიენტაციო გაცვლითი კურსი და ვალუტის გაცვლის საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ საგადახდო მომსახურების გაწევა დაკავშირებულია თანხის კონვერტაციასთან;
25.3.3 მხარეთა შორის შეთანხმებული კომუნიკაციის საშუალებების ტექნიკური აღჭურვილობის მიმართ უსაფრთხოების მოთხოვნები;
25.3.4 ინფორმაცია უსაფრთხოების ღონისძიებებისა და არაავტორიზებული ან არასწორად შესრულებული ოპერაციის შესახებ;
25.3.4.1 კლიენტის მიერ საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენების დროს უსაფრთხოების პირობების აღწერა და ამ პირობების დაცვის მნიშვნელობა, მათ შორის, ამ პირობების დაუცველობით გამოწვეული შესაძლო შედეგი. ასევე, კლიენტის მიერ ინსტრუმენტის დაკარგვის, მოპარვის, სხვის მიერ უკანონოდ მითვისების ან არასანქცირებული გამოყენების დროს პროვაიდერისთვის ინფორმაციის მიწოდების გზები;
25.3.4.2 გარემოებები, რომელთა დადგომის შემთხვევაშიც ბანკს უფლება აქვს დაბლოკოს/შეაჩეროს საგადახდო ინსტრუმენტი;
25.3.4.3 არაავტორიზებული გადახდის ოპერაციის შემთხვევაში გადამხდელის ფულადი პასუხისმგებლობის მოცულობა;
25.3.4.4 არაავტორიზებული ან არასწორად შესრულებული ოპერაციის შესახებ კლიენტის მიერ ბანკისათვის (ან ბანკის მიერ განსაზღვრული სხვა პირისათვის) ინფორმაციის მიწოდების ფორმა და ვადა, ასევე, ბანკის პასუხისმგებლობა არაავტორიზებულ გადახდის ოპერაციაზე;
25.3.4.5 ბანკის პასუხისმგებლობა გადახდის ოპერაციის შეუსრულებლობის, არასწორად ან/და ვადის დარღვევით შესრულების შემთხვევაში;
25.3.4.6 არაავტორიზებული ან არასწორად შესრულებული ოპერაციის შემთხვევაში, ბანკის მიერ მომხმარებლისთვის თანხის უკან დაბრუნების პირობები.
25.4 საგადახდო ინსტრუმენტთან დაკავშირებით მხარეთა ვალდებულებები და აღნიშნული ვალდებულებების განზრახ ან დაუდევრობით შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობის ზომები განთავსებულია ბანკის ვებგვერდზე.
25.5 ბანკი წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული საგადახდო მომსახურებ(ებ)ის შესახებ ერთჯერადად უსასყიდლოდ აწვდის ინფორმაციას კლიენტს.
25.6 კლიენტს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების პირობების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ხელშეკრულების დადებამდე ქაღალდის ვერსიით ან/და ვებგვერდზე განთავსებული ფორმით.
25.7 კლიენტს შეუძლია ბანკის ვებგვერდზე გადაამოწმოს უცხოური ვალუტების გაცვლითი კურსების ისტორია საგადახდო ოპერაციის განხორციელების დღიდან 180 დღის განმავლობაში.
25.8 კონკრეტული გადახდის ოპერაციის შესახებ მისაღები ინფორმაცია განთავსებულია ბანკის ვებგვერდზე.
25.9 საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული ურთიერთობა ხორციელდება ქართულ ენაზე, თუ მხარეები დამატებით არ შეთანხმდებიან სხვა ენაზე ურთიერთობის განხორციელების თაობაზე.
25.10 წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში კლიენტი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესახებ ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ხელშეკრულების ტექსტის მეშვეობით.
25.11 წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში კლიენტი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
25.12 ბანკს უფლება აქვს ამ მუხლით რეგულირებულ საგადახდო მომსახურების ნაწილში ცვლილებები (დამატებები) შეიტანოს ცვლილების (დამატებების) განხორციელებამდე 1 (ერთი) თვით ადრე ბანკის ინტერნეტ-გვერდზე xxx.xxxxxxx.xx ან/და ბანკის ფილიალებისა და სერვის ცენტრების შენობებში შესაბამისი ინფორმაციის განთავსების მეშვეობით.
25.13 25.12 პუნქტით გათვალისწინებული 1 თვით ადრე ინფორმაციის განთავსების ვალდებულება არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ხორციელდება საგადახდო მომსახურების საკომისიოს ოდენობის ცვლილება კლიენტის სასარგებლოდ, ასევე იმ ახალ საგადახდო მომსახურებაზე რომელიც არ ანაცვლებს და/ან არ ცვლის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგადახდო
მომსახურებ(ებ)ას. ბანკს უფლება აქვს ამ პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება, ძალაში შეიყვანოს ინტერნეტ-გვერდზე მისი განთავსებისთანავე.
25.14 25.12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების პირობებში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება ჩაითვლება კლიენტთან შეთანხმებულად, თუ კლიენტი ცვლილების ძალაში შესვლამდე არ შეატყობინებს ბანკს, რომ არ ეთანხმება დაგეგმილ ცვლილებას.
25.15 ამ ხელშეკრულების 25.12 პუნქტში აღწერილ შემთხვევაში კლიენტს უფლება ექნება ბანკის ინტერნეტ-გვერდზე ან/და ბანკის ფილიალებისა და სერვის-ცენტრების შენობებში ინფორმაციის განთავსებიდან 1 (ერთი) თვის გასვლამდე ნებისმიერ დროს უარი განაცხადოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების მიღებაზე. ბანკისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ამ პუნქტით მინიჭებული უფლების განხორციელების (გამოყენების) შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იქნება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტობინების ბანკისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა გადაუხადოს ბანკს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული საკომისიო, საპროცენტო სარგებელი, დარიცხული პირგასამტეხლო და სხვა გადასახდელი.
25.16 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ ისარგებლებს ამ ხელშეკრულების 25.15 პუნქტში აღწერილი უფლებით, ბანკის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი ცვლილება (დამატება) ჩაითვლება კლიენტის მიერ მიღებულად/შეთანხმებულად, ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად (25.12 პუნქტით გათვალისწინებული 1 თვიანი ვადის გასვლისთანავე).
25.17 კლიენტის მოთხოვნით ბანკის საგადახდო მომსახურების მიწოდების შეწყვეტა განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
25.18 ბანკს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეწყვიტოს საგადახდო მომსახურების მიწოდება (წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული), შეწყვეტამდე 1 (ერთი) კალენდარული თვით ადრე კლიენტისთვის შეტყობინებით.
25.19 საგადახდო მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში საგადახდო მომსახურებისთვის რეგულარულად გადასახდელი საკომისიოს გადახდა განხორციელდება მხოლოდ გაწეული საგადახდო მომსახურების პერიოდის პროპორციულად. თუ საგადახდო მომსახურების საკომისიო კლიენტის მიერ გადახდილია წინასწარ, მაშინ ბანკი კლიენტს აუნაზღაურებს ზედმეტად გადახდილ თანხას.
26. Priority Pass-ით მომსახურება
26.1. მომსახურების აღწერა
26.1.1. Priority Pass წარმოადგენს აეროპორტებში VIP მოსაცდელების (ე.წ. „ლაუნჯების“) პროგრამას, რომელიც პარტნიორი კომპანიების (VIP ლაუნჯების ოპერატორების) მეშვეობით ემსახურება პროგრამაში ჩართულ წევრებს (კლიენტებს), ხოლო PP ბარათი - PPL-თან შეთანხმებით ბანკის მიერ კლიენტის სახელზე გაცემული Priority Pass ბარათი, რომელიც ადასტურებს პირის მონაწილეობას პროგრამაში და რომლის წარდგენის შემთხვევაში კლიენტს მიეცემა უფლება, შესაბამისი პროცედურებისა და წესების დაცვის პირობით შევიდეს დასვენების ზონაში. ამ მუხლის მიზნებისთვის პროგრამა გულისხმობს PPL-ის (PRIORITY PASS LIMITED მისამართი: ინგლისი, SW6 5NJ, ლონდონი, ფულჰემ როუდ 520) მიერ ორგანიზებული და დანერგილი პროგრამას, რომელიც მის მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, შევიდნენ დასვენების ზონებში და სათანადო პროცედურებისა და წესების დაცვის პირობით ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით.
26.2. კლიენტი აცხადებს, რომ:
26.2.1. მისთვის ცნობილი და ნათელია, რომ ბანკი არ კისრულობს ვალდებულებას, უზრუნველყოს კლიენტის (მისი თანხმხლები პირის) დასვენების ზონაში, აეროპორტის ტერიტორიაზე (იგულისხმება ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ახორციელებს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებს, ოპერატორ(ებ)ის მიერ მოწყობილი და/ან ორგანიზებული და მართული ცალკე გამოყოფილი ადგილი, ოთახი და/ან სხვა სივრცე, რომელიც, როგორც წესი, განკუთვნილია პროგრამის მონაწილეთა მისაღებად შეშვება, აგრეთვე, დასვენების ზონაში კლიენტის (მისი თანმხლები პირის) მიერ დამატებითი მომსახურების მიღება. ბანკის ერთადერთი ვალდებულებაა, წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი ვადის განმავლობაში და/ან Visa Infinite ბარათის/Visa Platinum ბარათის მოქმედების და/ან იმ მომსახურების (რომლის საფუძველზეც კლიენტზე გაიცა PP ბარათი) მოქმედების განმავლობაში უზრუნველყოს პროგრამაში კლიენტის ჩართვა/გაწევრიანება მისთვის PP ბარათის გადაცემის გზით;
26.2.2. კლიენტი გაეცნო პროგრამის პირობებს, მათ შორის, ვებგვერდზე (xxx.xxxxxxxxxxxx.xxx –პროგრამის ოფიციალური ვებგვერდი, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია პროგრამის პირობების, მათ შორის საზღაურის, PP ბარათის გამოყენებისა და დასვენების ზონების შესახებ) არსებულ ინფორმაციას;
26.2.3. კლიენტისთვის ცნობილია და ნათელია, რომ ბანკს კლიენტის მიმართ არ აქვს და არ წარმოეშობა რაიმე სახის ვალდებულება PPL-ის და/ან ოპერატორის მიერ კლიენტის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე/არაჯეროვან შესრულებაზე. პროგრამაში მონაწილეობის პირობები მოცემულია ვებგვერდზე.
26.3. კლიენტი ვალდებულია, ბანკის შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან ბანკის მიერ მითითებულ ვადაში ან ამგვარი ვადის არარსებობის შემთხვევაში 5 (ხუთი) საბანკო დღეში, ბანკს წარუდგინოს ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტი, მათ შორის, კლიენტის ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე, ინფორმაცია დასვენების ზონაში კლიენტის (მისი თანმხლები პირის) შესვლის შესახებ.
26.4. მომსახურების ღირებულება განისაზღვრება PPL–ის მიერ. მომსახურების ღირებულების შესახებ ინფორმაცია შეიძლება მოძიებული იყოს ვებგვერდზე.
26.5. იმ შემთხვევაში, თუ PP ბარათის მიღების სურვილს გამოთქვამს Visa Platinum ბარათის მფლობელი კლიენტი, ბანკს უფლება აქვს, შეცვალოს მისი ანგარიშის მომსახურების საკომისიო. ამასთან, საკომისიო გადახდილი უნდა იყოს ბანკის მიერ დადგენილ ვადაში.
26.6. PPL-თან არსებული ხელშეკრულების, აგრეთვე, პროგრამის პირობების შესაბამისად, PPL-ის მიერ ბანკისათვის წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე ბანკი PPL-ს გადაუხდის მომსახურების ღირებულებას, რომელიც კლიენტმა უნდა აანაზღაუროს ამ მუხლით დადგენილი წესით.
26.7. კლიენტი კისრულობს ვალდებულებას, სრულად აუნაზღაუროს ბანკს ამ უკანასკნელის მიერ PPL-ისათვის გადახდილი მომსახურების ღირებულება. ამ მიზნით კლიენტი თანახმაა და წინამდებარე პირობებით ბანკს აძლევს დავალებას, ბანკში გახსნილი მისი ნებისმიერი ანგარიშიდან, მისი მხრიდან დამატებითი თანხმობის გარეშე ჩამოჭრას საზღაურის ანაზღაურებისათვის საჭირო თანხა.
26.8. კლიენტს უფლება აქვს, ბანკისაგან მოითხოვოს ინფორმაცია გადახდილი მომსახურების ღირებულების ოდენობის შესახებ.
26.9. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ PPL-ისათვის გადახდილია მომსახურების ღირებულება, ხოლო ანგარიშზე/ანგარიშებზე არ არის საკმარისი თანხა შესაბამისი მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად, კლიენტი კისრულობს ვალდებულებას, ბანკის შესაბამისი მოთხოვნიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ბანკის სასარგებლოდ შეასრულოს შესაბამისი ანგარიშსწორება.
26.10. თუ ბანკის და/ან PPL-ის მიერ სხვაგვარად არ იქნება განსაზღვრული, PP ბარათი გაიცემა 2 წლის ვადით.
26.11. იმ შემთხვევაში, თუ ვადის გასვლის ან სხვა საფუძვლის გამო გაუქმდება Visa Infinite ბარათი/ Visa Platinum ბარათი და/ან აღარ იარსებებს ის საფუძველი, რის შედეგადაც კლიენტზე გაიცა PP ბარათი, ბანკს წარმოექმნება უფლება, კლიენტის გაფრთხილების თუ თანხმობის გარეშე გააუქმოს PP ბარათი. ამასთან, მიუხედავად PP ბარათის ვადის გასვლის ან გაუქმებისა, კლიენტი ვალდებულია, შეასრულოს ამ მუხლის 26.4-26.7 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამასთან, თუ ამ მუხლით გათვალისწინებულ მომსახურებასთან დაკავშირებით ბანკს წარმოექმნება რაიმე ხარჯი, დაეკისრება თანხის (მათ შორის, ჯარიმის) გადახდა ან მიადგება რაიმე სახის (მათ შორის, არამატერიალური) ზიანი, კლიენტი ვალდებულია, ბანკს გადაუხადოს შესაბამისი თანხა და აუნაზღაუროს ზიანი.
27. მომსახურება "თი-ბოტი"
27.1 მომსახურების აღწერა.
27.1.1 საბანკო მომსახურება - „თი-ბოტი“ (შემდგომში „მომსახურება“) გულისხმობს, ბანკის მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე და დადგენილი პირობებით, საბანკო ოპერაციების შესრულებას კლიენტის მიერ ქართულ ენაზე, Messenger-ის პროგრამის საშუალებებით, ბანკისთვის გაგზავნილი დავალების შესაბამისად.
27.1.2 ბანკს უფლება აქვს რისკების შემცირების მიზნით კლიენტის მიერ „მომსახურების“ მეშვეობით განსახორციელებელ საბანკო ოპერაციებზე ცალმხრივად დააწესოს ლიმიტები/შეზღუდვები.
27.2 მხარეები თანხმდებიან, რომ ელექტრონული ფორმით (Messenger-ის სასაუბრო ველში) დაფიქსირებულ მოთხოვნას საბანკო ოპერაციის შესრულებაზე, აქვს მატერიალურ დოკუმენტზე ხელმოწერის ტოლფასი იურიდიული ძალა. xxxxxxx უფლება აქვს მოსთხოვოს ბანკს მის მიერ ელექტრონული ფორმით შესრულებული საბანკო ოპერაცი(ებ)ის ტოლფასი იურიდიული ძალის მქონე, ქაღალდზე დაბეჭდილი, დოკუმენტის ასლის მისთვის გადაცემა.
27.3 მომსახურების ეფექტურად განხორციელების მიზნით, საბანკო ოპერაციის შესრულებაზე მიცემული დავალება ავტომატურად გამოიწვევს კლიენტის მონაცემების ჩვენებას დაცულ არხში (web view), რა მიზნითაც მოხდება კლიენტის პერსონალური მონაცემების დამუშავება ბანკის მიერ.
27.5 კლიენტის იდენტიფიკაცია
27.5.1 კლიენტი “მომსახურებით“ სარგებლობისთვის რეგისტრაციას/ავტორიზაციას ახორციელებს მისი პირადი ნომერის დაფიქსირებით, რის საფუძველზეც იღებს შეტყობინებას ბანკში დარეგისტრირებულ მისი მობილური ტელეფონის ნომერზე, რომელიც წარმოადგენს ერთჯერად კოდს კლიენტის მიერ ოპერაციის დადასტურებისთვის.
27.5.2 ამ ხელშეკრულების 27.5.1 ქვეპუნქტში აღნიშნული კოდის პირველივე გამოყენების შემდეგ, კლიენტი ვალდებულია შეცვალოს ერთჯერადი პაროლი. პაროლის განახლება/აღდგენა შესაძლებელია სმს-ის საშუალებით.
27.5.6 კლიენტი ვალდებულია, დაიცვას მის მიერ შექმნილი პაროლის კონფიდენციალობა და არ დაუშვას მისი მესამე პირისთვის გადაცემა.
27.5.7 კლიენტი ვალდებულია უზრუნველყოს Messenger-ის ველში დაფიქსირებული მიმოწერის უსაფრთხოება და კონფიდენციალობა. წინამდებარე მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, ბანკი არ არის პასუხისმგებელი მოსალოდნელ შედეგზე.
27.5.8 ერთჯერადი კოდის გამჟღავნების შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს ამის შესახებ წერილობით, ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით ან ზეპირად (ქოლ-ცენტრში, ბანკში რეგისტრირებული მობილურის ნომრიდან განხორციელებული შეტყობინების მეშვეობით).
27.5.9 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის ბრალეულობით პაროლი ცნობილი გახდა მესამე პირისთვის, ბანკი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხიმგებლობისაგან.
27.6 კლიენტის განცხადებები, დავალებები და თანხმობები
27.6.1 კლიენტი აცხადებს, რომ მხოლოდ შესაბამისი “მომსახურების“ პირობების დეტალურად შესწავლის შემდეგ დარეგისტრირდება ამ სერვისის მომხმარებლად და რომ ამ ხელშეკრულების 27.5.1 პუნქტში დასახელებული კოდით მიწერილი პირადი ნომრითა და შექმნილი პაროლის გამოყენებით “მომსახურებით“ სარგებლობის ნების გამოხატვა (პროგრამის მეშვეობით) ჩაითვლება მის თანხმობად იმ პირობებზე, რომლის მომხმარებლადაც დარეგისტრირდება კლიენტი.
27.6.2 ამ ხელშეკრულებით კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ მისი ნებისმიერი მოთხოვნა (დავალება) საბანკო ინფორმაციის მიღების, “მომსახურებით“ სარგებლობისთვის რეგისტრაციის, ოპერაციის განხორციელების შესახებ, დაფიქსირდეს ბანკის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში და დავის შემთხვევაში ასეთ ჩანაწერს ჰქონდეს მტკიცებულებითი ძალა. მხარეთა შეთანხმებით ასეთი ჩანაწერები მიიჩნევა ბანკის საკუთრებად და შენახულ იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადით.
27.7 ბანკი იძლევა გარანტიას xxxxxxxx მიერ შესრულებული საბანკო ოპერაციის საიმედოდ დაცვის შესახებ. “მომსახურების“ შესახებ დეტალური ინფორმაცია და პირობები განთავსებულია ბანკის ინტერნეტ-გვერდზე xxx.xxxxxxx.xx.
28. ვებგვერდის საშუალებით წინასწარ დამტკიცებული საკრედიტო პროდუქტის მიღება
28.1. ამ ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტს/მსესხებელს შეუძლია სპეციალური ვებგვერდის - xxx.xxxxxxxxx.xx (შემდგომში „ვებგვერდი“) საშუალებით მიიღოს ინფორმაცია მის სახელზე ბანკის მიერ ცალმხრივად, კლიენტის განაცხადის (მოთხოვნის) გარეშე დამტკიცებული საკრედიტო პროდუქტის (შეთავაზების) შესახებ (არსებობის შემთხვევაში) და სურვილისამებრ მოახდინოს შეთავაზებების მიღება (დადასტურება) ბანკის მიერ წინასწარ დადგენილი პროცედურების სრულყოფილად გავლის შემდგომ.
28.2. საკრედიტო პროდუქტის მისაღებად კლიენტმა ვებგვერდზე უნდა დააფიქსიროს მისი პირადი ნომერი და xxxxxx მიერ წინასწარ დადგენილი პროცედურების შესაბამისად, უნდა გაიაროს ავტორიზაცია მობილური ტელეფონის ნომრის საშუალებით.
28.3. ბანკის მიერ კლიენტისათვის ცალმხრივად შეთავაზებული საკრედიტო პროდუქტის მიღებამდე, კლიენტის იდენტიფიკაციისთვის შესაძლოა ბანკმა საკუთარი შეხედულებისამებრ დააწესოს დამატებითი მექანიზმები (მოთხოვნები), რომლის დაუცველობის შემთხვევაში, კლიენტი ვერ მოახდენს შეთავაზებული საკრედიტო პროდუქტის მიღებას (დადასტურებას).
28.4. მხარეები თანხმდებიან, რომ დისტანციური/ელექტრონული საკომუნიკაციო არხების საშუალებით (ელექტრონული ფორმით) დადასტურებულ საკრედიტო პროდუქტის ხელშეკრულებას აქვს ქაღალდზე დაბეჭდილი და კლიენტის/მსესხებლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა, შესაბამისად ხელშეკრულების ელექტრონული ფორმით დადასტურების საკითხი არ შეიძლება გახდეს მხარეთა შორის დავის წარმოშობის წინაპირობა.
28.5. წინასწარ დამტკიცებული საკრედიტო პროდუქტის ვებგვერდის საშუალებით მიღების (დადასტურების) დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბანკის ვებგვერდზე - xxx.xxxxxxx.xx.
29. დაგროვების სერვისი „ჩემი ყულაბა“
29.1. დაგროვების სერვისი „ჩემი ყულაბა“ არის საბანკო მომსახურება, რომელიც კლიენტს აძლევს საშუალებას დააგროვოს დეპოზიტ(ებ)ზე თანხა წინასწარ განსაზღვრული დაგროვების სქემის (შემდგომ „დაგროვების სქემა“) შესაბამისად.
29.2. დაგორვების სერვისის „ჩემი ყულაბა“ გააქტიურების მიზნით კლიენტი უნდა გამოცხადდეს ბანკში და/ან ბანკისათვის მისაღები სხვა ფორმით (ინტერნეტ-ბანკის ან/და ბანკის მიერ განსაზღვრული სხვადისტანციური/ელექტრონული საკომუნიკაციო არხების საშუალებით გაკეთებული განაცხადის საფუძველზე) შეავსოს განაცხადი.
29.3. დაგორვების სერვისის „ჩემი ყულაბა“ გააქტიურება დასაშვებია მხოლოდ იმ ანგარიშ(ებ)ზე, რომელზეც რეგისტრირებულია ბარათი (,,ვიზა’’ (VISA) ან ,,მასთერქარდ’’ (MasterCard) სადებეტო პლასტიკური ბარათი).
29.4. დაგორვების სერვისის „ჩემი ყულაბა“ გააქტიურების თარიღი, ვადა, დაგროვების სქემა და სხვა დეტალები განისაზღვრება განაცხადით.
29.5. განაცხადით კლიენტი ირჩევს იმ დეპოზიტ(ებ)ს, რომელზეც სურს დაგორვების სერვისის „ჩემი ყულაბა“ გააქტიურება. xxxxxxxx მიერ გახსნილ ყველა ახალ ანგარიშზე ავტომატურად გააქტიურდება დაგორვების სერვისი „ჩემი ყულაბა“. ამასთან, xxxxxxx უფლებამოსილია ახალი ანგარიშის გახსნისას მოითხოვოს, რომ ამ ანგარიშზე არ იქნას გააქტიურებული მარტივი დაგორვების სერვისი „ჩემი ყულაბა“. თუ, კლიენტს გააქტიურებული აქვს რამდენიმე დაგროვების სქემა ყოველ ახალ გახსნილ ანგარიშზე ავტომატურად გაატიურდება ყველა არსებული დაგროვების სქემა.
29.6. დაგროვების სქემა შეიძლება იყოს ორი სახის: დაგროვების სქემა ფიქსირებული ერთეულით - თანხის დაგროვების მეთოდი, როდესაც ყოველი ტრანზაქციის შესრულების შემდეგ განაცხადში მითითებული ფიქსირებული ერთეულის შესაბამისი თანხა ტრანზაქციის ვა- ლუტით ავტომატურად იქნება გადატანილი შერჩეულ დეპოზიტზე და დაგროვების სქემა თანხის დამრგვალებით - თანხის დაგროვების მეთოდი, როდესაც ყოველი ტრანზაქციის შესრულების შემდეგ ტრანზაქციის თანხა დამრგვალდება უახლოეს ჯერადამდე ტრანზაქციის ვალუტით, ხოლო ტრანზაქციის თანხასა და დამრგვალებულ თანხას შორის სხვაობის გადატანა მოხდება კლიენტის მიერ შერჩეულ დეპოზიტ(ებ)ზე.
29.7. კლიენტი უფლებამოსილია ერთ ანგარიშზე და/ან სხვადასხვა ანგარიშზე გააქტიუროს რამდენიმე დაგროვების სქემა. ამასთან, რამდენიმე დაგროვების სქემის გააქტიურებისას, ანგარიშზე ყველა მათგანის შესასრულებლად საკმარისი ნაშთის არარსებობსის შემთხვევაში დეპოზიტზე დასაგროვებელი თანხის გადატანა მოხდება სქემით – დაგროვების სქემა ფიქსირებული ერთეულით.
29.8. ტრანზაქციის შესრულების შემდეგ დასაგროვებელი თანხის კლიენტის მიერ შერჩეულ დეპოზიტ(ებ)ზე გადატანა მოხდება სრულად. იმ შემთხვევაში თუ ტრანზაქციის შესრულების შემდეგ ანგარიშზე არსებული ნაშთი დასაგროვებელ თანხაზე ნაკლები იქნება, დასაგროვებელი თანხის ნაწილობრივად გადატანა და/ან ტრანზაქციის დამახსოვრება (მოგვიანებით გადატანა) არ მოხდება.
29.9. იმ შემთხვევაში თუ განაცხადი ითვალისწინებს ერთზე მეტ შერჩეულ დეპოზიტს – დასაგროვებელი თანხა (თანხა, რომელიც დაგროვების სქემის ფარგლებში გადატანილი უნდა იქნეს შერჩეულ დეპოზიტზე. კერძოდ: განაცხადში მითითებული ფიქსირებული ერთეულის შესაბამისი თანხა ტრაზაქციის ვალუტში ან/და ტრანზაქციის თანხასა და უახლოეს ჯერადამდე დამრგვალებულ თანხას შორის სხვაობა) პროპორციულად გადანაწილდება განაცხადით შერჩეულ დეპოზიტ(ებ)ზე, ხოლო განაცხადით განსაზღვრული რომელიმე შერჩეული დეპოზიტის დახურვის შემთხვევაში დასაგროვებელი თანხა პროპორციულად გადანაწილდება დარჩენილ (მოქმედ) შერჩეულ დეპოზიტ(ებ)ზე. ამასთან, თუ შერჩეული დეპოზიტის ვალუტა განსხვავებულია ტრანზაქციის ვალუტისგან, ბანკი უფლებამოსილია, კონვერტაცია გააკეთოს კონვერტაციის მომენტში ბანკში არსებული კომერციული კურსის შესაბამისად და კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხა გადაიტანოს შერჩეულ დეპოზიტზე. თუ კლიენტს არ აღმოაჩნდა საკმარისი თანხა ანგარიშზე იმ ვალუტაში, რომელშიც განხორციელდა ტრანზაქცია ბანკი უფლებამოსილია არ შეასრულოს დასაგროვებელი თანხის გადატანა შერჩეულ დეპოზიტზე.
29.10. იმ შემთვევაში თუ განაცხადით არ არის განსაზღვრული დაგორვების სერვისის „ჩემი ყულაბა“ ვადა, xxxxxx მიერ დაგორვების სერვისის გაუქმება მოხდება ყველა იმ ანგარიშის დახურვისთანავე, რომელზეც გააქტიურებულია ეს სერვისი და/ან ყველა იმ შერჩეული დეპოზიტის დახურვისთანავე, რომელზე თანხის დაგროვების მიზნითაც გააქტიურებულია დაგორვების სერვისი „ჩემი ყულაბა“.
29.11. დასაგროვებელი თანხის შერჩეულ დეპოზიტზე გადატანა მოხდება ტრანზაქციის დასრულებისა და ტრანზაქციის საბანკო ამონაწერში ასახვის შემდეგ სამუშაო დღეს.
29.12. ამ მუხლის მიზნებისთვის ტერმინი დეპოზიტი იგულისხმობს საბანკო ანგარიშს, რომელზეც აღირიცხება მოთხოვნამდე ან გარკვეული ვადით განთავსებული ფულადი სახსრები (მათ შორის საბავშვო დეპოზიტი), რომელზეც, ბანკში მოქმედი წესების თანახმად, დაშვებულია თანხის დამატება, ხოლო ტერმინი ტრანზაქცია - ბარათით, როგორც საგადახდო საშუალებით, საქონლის ან მომსახურების შეძენისთვის გამყიდველს/მომსახურების ობიექტს და ბარათის მფლობელს შორის განხორციელებული დებეტური ოპერაციას. ტერმინი ტრანზაქცია არ მოიცავს კონვერტაციას, კლიენტის ანგარიშებს შორის თანხის გადარიცხვასა და ბანკის სალაროდან თანხის გამოტანას გარდა შემთხვევებისა, როცა თანხის განაღდება ფილიალიდან ხდება პოს-ტერმინალის მეშვეობით.
30. დისტანციური საბანკო მომსახურება (TBC Wallet)
30.1 მომსახურების აღწერა
30.1.1 TBC Wallet-ით მომსახურება გულისხმობს კლიენტის მიერ ბანკში გამოუცხადებლად მის კუთვნილ მობილური ტელეფონის აპარატში ჩაწერილი (ინსტალირებული) პროგრამული მოდულის/აპლიკაციის (შემდგომში „პროგრამის“) გამოყენებით xxxxxx მიერ განსაზღვრული:
30.1.1.1 სწრაფი გადახდის ტერმინალებში (რომელთაც გააჩნიათ უკონტაქტო ტრანზაქციების მხარდაჭერა) ლიმიტების ფარგლებში სხვადასხვა საბანკო ოპერაციის განხორციელებას (პლასტიკური ბარათის გამოყენების გარეშე);
30.1.1.2 პროგრამის მეშვეობით განხორციელებული საბანკო ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მიღებას.
30.1.2 TBC Wallet-ის მობილური ტელეფონის აპარატში გააქტიურების პროცედურა, პროგრამით სარგებლობისთვის დაწესებული აუცილებელი მოთხოვნები და პროგრამის მოხმარების წესები, დეტალურად არის აღწერილი ბანკის ინტერნეტ-გვერდზე - xxx.xxxxxxx.xx განთავსებულ საინფორმაციო მასალაში.
30.1.3 TBC Wallet-ით მომსახურებაზე ვრცელდება ამ ხელშეკრულების პირობები.
30.2 კლიენტის იდენტიფიკაცია
30.2.1 კლიენტი საბანკო მომსახურებით (პროგრამით) სარგებლობისთვის ავტორიზაციას ახორციელებს ამ ხელშეკრულების 30.1.2 ქვეპუნქტში მითითებულ ვებგვერდზე განთავსებულ საინფორმაციო მასალაში მოხსენებული პას კოდის ან თითის ანაბეჭდის გამოყენებით.
30.2.2 პას კოდის / თითის ანაბეჭდის გამოყენება სავალდებულოა, როგორც პროგრამაში ავტორიზაციისათვის, ასევე რიგ შემთხვევებში, პროგრამის საშუალებით განხორციელებული საბანკო ოპერაციების დასადასტურებლად.
30.2.3 კლიენტი ვალდებულია დაიცვას მის მიერ შექმნილი პას კოდის კონფიდენციალობა და არ დაუშვას მისი მოხვედრა მესამე პირის განკარგულებაში.
30.2.4 მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის აპარატის სხვა პირისთვის გადაცემის წინ, კლიენტი ვალდებულია, წაშალოს მობილური ტელეფონის აპარატის მეხსიერებაში ჩაწერილი პროგრამა ან განახორციელოს მისი ანგარიშ(ებ)ის დეაქტივაცია ამავე პროგრამის მეშვეობით.
30.2.5 პას კოდის გამჟღავნების ან მობილური ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ბანკს სატელეფონო სერვის ცენტრში ნომერზე: x000 00 000 00 00 დარეკვით ან ბანკის ფილიალში ვიზიტით.
30.2.6 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მიზეზით პას კოდი ან მობილური ტელეფონი ხელმისაწვდომი გახდა მესამე პირისთვის, ბანკი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხიმგებლობისაგან ამით გამოწვეულ შედეგებზე.
30.2.7 ბანკი ვალდებულია კლიენტის მიერ პას კოდის გამჟღავნების ან ტელეფონის დაკარგვის თაობაზე ზეპირი (ტელეფონით) ან წერილობითი შეტყობინების საფუძველზე უზრუნველყოს კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე TBC Wallet-ით მომსახურების შეჩერება (დაბლოკვა) კლიენტის მხრიდან ახალი დავალების მიღებამდე. ზეპირი შეტყობინების შემთხვევაში, კლიენტის იდენტიფიკაცია მოხდება ბანკის მიერ დადგენილი წესების, მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად.