ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები კრედიტის ხელშეკრულება N [---]
ხელშეკრულების დადების თარიღი: [---]
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები კრედიტის ხელშეკრულება N [---]
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი:
• კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი = ფიქსირებული(ფიქსირებულ პროცენტში გაცემული სესხებისთვის) ან ინდექსირებული(რეფინანსირების/EURIBOR-ის/SOFR-ის ინდექსზე მიბმული სესხებისათვის)
• კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი = მინიმალური 19% - დან (ფიქსირებულ პროცენტში გაცემული სესხებისთვის) ან [ინდექსის სახელწოდება] + [რიცხვი] % (რეფინანსირების/ინდექსის განაკვეთზე მიბმული სესხებისათვის)
• კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი = მინიმალური 22.8 % -იდან
განაკვეთი ითვლება დაშვებით, რომ ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი ინდექსი უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში (რეფინანსირების/ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში)
ფინანსური ხარჯები
• ყოველთვიური შენატანი (ძირითადი თანხა +პროცენტი) = [---] ყოველთვიურად ან თანდართული გრაფიკის შესაბამისად
• შენატანები შეიცვლება საჯარო ინდექსის ცვლილების შესაბამისად (რეფინანსირების/ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში)
• 1ვადის ბოლოს შენატანი = [---]
• სანოტარო ხარჯი = 0 ლარიდან
• ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურების ხარჯი = 0 ლარიდან
• სესხის მონიტორინგის ჯამური საკომისიო = 0.50 ლარიდან
• დაზღვევის საკომისიო = 0.85% დან
• კრედიტის გაცემის საკომისიო = 2.5% დან
• მიმდინარე ანგარიშის ყოველთვიური მომსახურების საკომისიო = 1 ლარი
1 ფინანსური ხარჯი შეიცვლება კონკრეტულ კლენტთან მიმართებაში.
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია
• კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა = 500-იდან 40 000 ლარი
• მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა = [---]
• კრედიტის ვადა = 7 - 36 თვე
• საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა = 7 - 36 თვე
• წინანსწრებით დაფარვის საკომისიო შეადგენს გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის 2%-ს, თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე ვადა 1%-ს, თუ დარჩენილია 6-დან 12 თვემდე ვადა 0.5%- ს, ხოლო 0-დან 6 თვემდე ვადის შემთხვევაში -0%-ს (ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში)
• წინანსწრებით დაფარვის საკომისიო შეადგენს გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის 0.5%-ს, ხოლო 0-დან 6 თვემდე ვადის შემთხვევაში -0%-ს. (ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში).
• ვადაგადაცილების ჯარიმა = დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.27%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში) და ერთჯერადი პირგასამტეხლო 20 (ოცი) ლარის (ან მისი ექვივალენტის) ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებაზე. ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.
• ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში – არანაკლებ ერთი თვით ადრე წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ინტერნეტბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინებით.
ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთიანი სესხი (გარდა ინფლაციით ინდექსირებულისა) მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს! საჯარო ინდექსის ცვლილებამ შესაძლოა შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს! ინდექსის მაჩვენებლის წლის განმავლობაში შესაძლო 5 პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი = [რიცხვი] %. (ლარში გაცემული ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში)
ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთიანი სესხი (გარდა ინფლაციით ინდექსირებულისა) მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს! საჯარო ინდექსის ცვლილებამ შესაძლოა შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს! ინდექსის მაჩვენებლის წლის განმავლობაში შესაძლო 3 პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი = [რიცხვი]
%. (უცხოურ ვალუტით გაცემული ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში)
ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი მიბმულია SOFR-ის/ EURIBOR-ის ინდექსზე ან საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე. (ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში)
ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სესხთან დაკავშირებული სასესხო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ წინამდებარე სესხის უზრუნველყოფის საშუალებ(ებ)ის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების (მათ შორის, ქონების რეალიზაციის ან/და დასაკუთრების გზით) განხორციელებით. (2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით განსაზღვრული გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე გაცემული კრედიტის შემთხვევაში.)
უცხოური ვალუტით აღებული სესხი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს! ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს! ლარის შესაძლო 15%–იანი წლიური გაუფასურების შემთხვევაში გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს = [რიცხვი] %-ს. (უცხოური ვალუტით გაცემული კრედიტის შემთხვევაში)
• მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ფინანსური ორგანიზაციის პრეტენზიების სამსახურში ზეპირი, წერილობითი, სტანდანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
• გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – xxxx://xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე – 032 2 406 406
საკრედიტო ხელშეკრულება N [---]
სერვის ცენტრი : [---] თარიღი: [---]
1. საკრედიტო ხელშეკრულების მხარეები
• საკრედიტო ხელშეკრულება იდება ბანკსა და კლიენტს შორის დადებული, საკრედიტო ხელშეკრულების მე- 3 მუხლში მითითებული საკრედიტო ლიმიტის გენერალურ ხელშეკრულების (შემდგომში - გენერალური ხელშეკრულება) საფუძველზე და მასში მითითებული თანხის ფარგლებში.
• თუ უშუალოდ საკრედიტო ხელშეკრულებით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული, საკრედიტო ხელშეკრულების მიზნებისთვის გენერალური ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტერმინებს ექნებათ იგივე მნიშვნელობა, რაც გააჩნიათ გენერალურ ხელშეკრულებაში.
• გენერალური ხელშეკრულების პირობები სრულად ვრცელდება საკრედიტო ხელშეკრულებაზე. ამასთან, მათ შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს.
2. საკრედიტო ხელშეკრულების საგანი
2.1. საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ბანკი გასცემს კლიენტზე xxxxxxx xxxxxxx საკრედიტო ხელშეკრულების მე-3 მუხლში მითითებული პირობებით.
2.2. საკრედიტო ხელშეკრულების ხელმოწერა არ გულისხმობს ბანკის მიერ კლიენტისათვის საბანკო კრედიტით ან მისი ნაწილით სარგებლობის უფლების მინიჭებას და საბანკო კრედიტის თანხის ფაქტობრივ გაცემამდე (თუ უშუალოდ საკრედიტო ხელშეკრულებით ან/და გენერალური ხელშეკრულებით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული) ბანკი უფლებამოსილია, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უარი განუცხადოს კლიენტს საბანკო კრედიტით ან მისი ნაწილით სარგებლობაზე/ათვისებაზე (მათ შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მხარეები თანხმდებიან, რომ თუ კლიენტის რომელიმე ანგარიშზე იარსებებს რაიმე სახის საჯარო- სამართლებრივი შეზღუდვა (მათ შორის ინკასო ან/და ყადაღა) ან/და კლიენტს ექნება რაიმე სახის ვალდებულება ბანკის წინაშე, ბანკი უფლებამოსილი იქნება: ა) არ ჩაურიცხოს კლიენტს საბანკო კრედიტის თანხა, როგორც სრულად, ისე ნაწილობრივ; ან/და ბ) დაბლოკოს კლიენტის ნებისმიერ ანგარიშზე არსებული თანხა (მათ შორის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ჩარიცხული თანხა); ან/და გ) კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე, ჩამოჭრას მის ნებისმიერ ანგარიშზე არსებული თანხა და მიმართოს ბანკის წინაშე არსებული ვალდებულების შესასრულებლად (სრულად ან ნაწილობრივ). ამასთან, თუ ანგარიშზე არსებული თანხა და კლიენტის მიმართ არსებული ბანკის მოთხოვნა სხვადასხვა ვალუტაშია, ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს კონვერტაცია ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსით, ხოლო კონვერტირებული თანხა მიმართოს კლიენტის ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ დასაფარად.
3. xxxxxxx xxxxxxxx პირობები
• გენერალური ხელშეკრულების: | |
ნომერი: | [---] |
დადების თარიღი: | [---] |
კრედიტის მოცულობა და ვალუტა: | [---] |
კრედიტის მთლიანი თანხიდან, xxxxxxxx მიერ მისაღები თანხის ოდენობა: | [---] |
კრედიტის თანხაზე დასარიცხი წლიური საპროცენტო სარგებლის მოცულობა: | მინიმალური 19% - დან %. |
კრედიტის გაცემის პირობები: | საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ასევე, მხარეები თანხმდებიან, რომ თუ საქართველოს კანონმდებლობით ან/და ბანკის გადაწყვეტილებით მოთხოვნილი იქნება კლიენტის გადახდისუნარიანობის შესწავლა, ბანკის მიერ საბანკო კრედიტის გაცემა მოხდება მას შემდეგ, რაც ბანკის მიერ დადგენილი წესების/პროცედურებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად მოხდება კლიენტის გადახდისუნარიანობისა და კლიენტის მიერ ბანკისათვის მიწოდებული ინფორმაციის (მათ შორის საბანკო კრედიტის განაცხადში დაფიქსირებულის) დამუშავება/გადამოწმება, იმ პირობით, რომ აღნიშნული ინფორმაციის დამუშავების/გადამოწმების შედეგები მისაღები იქნება ბანკისთვის. ამასთან, მხარეები ადასტურებენ, რომ, თუ ნებისმიერი მიზეზით, ზემოაღნიშნული ინფორმაციის დამუშავება/გადამოწმება ვერ დასრულდება საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში, ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს საბანკო კრედიტის გაცემაზე ან გააგრძლოს აღნიშნული 7 დღიანი ვადა არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღემდე, საკუთარი შეხედულებისამებრ. |
კრედიტის მოქმედების ვადა: | განისაზღვრება გრაფიკით, რომელიც თან ერთვის საკრედიტო ხელშეკრულებას. |
კრედიტის დაფარვის თარიღი: | გრაფიკის შესაბამისად, რომელიც თან ერთვის საკრედიტო ხელშეკრულებას. |
ვადაგადაცილებაზე. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ ბანკი უფლებამოსილია, კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ, კლიენტისთვის არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე გაზარდოს ამ პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს მოცულობა, არაუმეტეს გაზრდის მომენტისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით არ იქნება დადგენილი მაქსიმალური ოდენობა, ბანკი უფლებამოსილია კლიენტისთვის წინასწარ გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე, გაზარდოს პირგასამტეხლოს მოცულობა შემდეგი პირობების დაცვით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ერთჯერადი ჯარიმის ოდენობა - დარჩენილი სრული ძირითადი თანხის არაუმეტეს 10%-მდე, ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე - დარჩენილი სრული ძირითადი თანხის არაუმეტეს 1%-მდე. ასევე, ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, მხარეები ადასტურებენ, რომ ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ბანკის მიერ დადგენილი შიდა პროცედურებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეამციროს ამ პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს მოცულობა, რაც არ საჭიროებს კლიენტის დამატებით ინფორმირებას.
მხარეები ადასტურებენ, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა წარმოადგენს ბანკის უფლებას და არა ვალდებულებას.
• ინფორმაცია ინდექსის შესახებ: | ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი მიბმულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთზე, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე xxx.xxx.xxx.xx. ინდექსის ცვლილების შემთხვევაში, ბანკი აცნობებს კლიენტს მის ვებ-გვერდზე - xxx.xxxxx.xx - შესაბამისი ინფორმაციის განთავსების გზით. ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთი შეადგენს [---] %-ს, ხოლო უშაულოდ ბანკის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი [---] %-ს. |
• ინფორმაცია ინდექსის შესახებ: | ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი მიბმულია SOFR-ის ინდექსზე. SOFR-ის ინდექსი წარმოადგენს საპროცენტო განაკვეთს, რომელიც გამოქვეყნებულია ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ. დროის კონკრეტულ მომენტში SOFR-ის მოქმედი საპროცენტო განაკვეთის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია შემდეგ ვებ- |
გვერდზე: xxxxx://xxx.xxxxxxxx.xxx/xxxxxx-xxxx/xxx-xxxxx- benchmark-administration/term-sofr.html. მხარეები თანხმდებიან, რომ: ა) ხელშეკრულების დადების მომენტისთვის SOFR-ის საპროცენტო განაკვეთი შეესაბამება {LiborDate} არსებულ SOFR-ის 3 (სამი) თვიან საშუალო ინდექსს (შემდგომში - SOFR-ის 3 თვიანი ინდექსი), კრედიტის თანხის შესაბამის უცხოურ ვალუტაში; ბ) SOFR-ის ინდექსის განახლება მოხდება ყოველი კვარტლის ბოლო სამუშაო დღეს და მისი მოცულობა შეადგენს განახლების დღეს არსებულ SOFR-ის 3 თვიან ინდექსს, მაგრამ არანაკლებ 0%-ს; გ) SOFR-ის ინდექსის განახლებით გამოწვეული საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესახებ ბანკი აცნობებს კლიენტს, ცვლილებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, მხარეთა შორის შეთანხმებული საკომუნიკაციო ერთ ან რამდენიმე არხის საშუალებით. ბანკი უფლებამოსილია, კლიენტისთვის არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე, შეცვალოს: ა) SOFR-ის ინდექსის განახლების პერიოდი; ბ) უშულოდ SOFR-ის ინდექსის გაანგარიშების პერიოდი (ნაცვლად SOFR-ის 3 თვიანი ინდექსისა, გამოიყენოს განსხვავებული პერიოდი); გ) ხელშეკრულებით განსაზღვრული ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის ტიპი, ფიქსირებული, ცვლადი ან/და შერეული საპროცენტო განაკვეთით. ასეთ შემთხვევაში, საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს ბანკის ნომინალური საპროცენტო განაკვეთისა და პროცენტის ტიპის ცვლილების დღისთვის არსებული SOFR-ის 3 თვიანი ინდექსის (ან იმ მომენტისთვის მოქმედი SOFR-ის სხვა პერიოდის ინდექსის) ჯამს. SOFR-ის ინდექსის შემთხვევაში |
• ინფორმაცია ინდექსის შესახებ: | მხარეები თანხმდებიან, რომ: ა) ხელშეკრულების დადების მომენტისთვის EURIBOR-ის საპროცენტო განაკვეთი შეესაბამება {EURIBORDate} არსებულ EURIBOR-ის 3 (სამი) თვიან საშუალო ინდექსს (შემდგომში - EURIBOR-ის 3 თვიანი ინდექსი), კრედიტის |
თანხის შესაბამის უცხოურ ვალუტაში; ბ) EURIBOR-ის ინდექსის განახლება მოხდება ყოველი კვარტლის ბოლო სამუშაო დღეს და მისი მოცულობა შეადგენს განახლების დღეს არსებულ EURIBOR- ის 3 თვიან ინდექსს, მაგრამ არანაკლებ 0%-ს; გ) EURIBOR-ის ინდექსის განახლებით გამოწვეული საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესახებ ბანკი აცნობებს კლიენტს, ცვლილებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, მხარეთა შორის შეთანხმებული საკომუნიკაციო ერთ ან რამდენიმე არხის საშუალებით.
ბანკი უფლებამოსილია, კლიენტისთვის არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე, შეცვალოს: ა) EURIBOR-ის ინდექსის განახლების პერიოდი; ბ) უშულოდ EURIBOR-ის ინდექსის გაანგარიშების პერიოდი (ნაცვლად EURIBOR-ის 3 თვიანი ინდექსისა, გამოიყენოს განსხვავებული პერიოდი); გ) ხელშეკრულებით განსაზღვრული ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის ტიპი, ფიქსირებული, ცვლადი ან/და შერეული საპროცენტო განაკვეთით. ასეთ შემთხვევაში, საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს ბანკის ნომინალური საპროცენტო განაკვეთისა და პროცენტის ტიპის ცვლილების დღისთვის არსებული EURIBOR-ის 3 თვიანი ინდექსის (ან იმ მომენტისთვის მოქმედი EURIBOR-ის სხვა პერიოდის ინდექსის) ჯამს.
ევროს ვალუტის შემთხვევაში
• დაზღვევის პირობები | • საკრედიტო ხელშეკრულებაზე ხელმოწერით [---] ადასტურებს,რომ xxxxxx განახორციელოს მისი/მათი სიცოცხლის დაზღვევა საბანკო კრედიტის მოქმედების ვადის განმავლობაში (მაგრამ არაუმეტეს იმ პერიოდამდე, როდესაც xxxxxxx შეუსრულდება 72 წელი). მხარეები თანხმდებიან, რომ კლიენტი დაზღვეული იქნება შემდეგ სადაზღვევო კომპანიაში: [---] (საიდენტიფიკაციონომერი: [---] ).დაზღვევის დეტალური პირობები მოცემულია ვეგ- გვერდზე: xxxxx://xxx.xx/0xXxX0X ზემოაღნიშნულ კლიენტ(ებ)ზე სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტის მოცულობა განისაზღვრება შემდეგნაირად: [---] მხარეები თანხმდებიან, რომ ჩარიცხული სადაზღვევო თანხით შემცირდება კლიენტ(ებ)ის ვალდებულება ბანკის წინაშე და თუ აღნიშნული სადაზღვევო თანხით სრულად არ ფარება კლიენტ(ებ)ის ვალდებულება ბანკის წინაშე, საბანკო კრედიტის ვადა დარჩება უცვლელი, ხოლო გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელების ოდენობა შემცირდება შესაბამისი პროპორციით. (დაზღვევის პირობების შემთხვევაში) |
4. საკრედიტო ხელშეკრულების არსებითი პირობები
4.1. xxxxxxx xxxxxxxx გადახდა მოხდება საკრედიტო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. გრაფიკი შესაძლოა ითვალისწინებდეს სხვა ტიპის გადასახადელსაც. გრაფიკი თან ერთვის საკრედიტო ხელშეკრულებას (დანართი 1) და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. იმ შემთხვევაში, თუ საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, საბანკო კრედიტის გაცემა ხდება ნაწილ-ნაწილ (ტრანშებად), ყოველი მომდევნო ტრანშის გაცემის შემდეგ შესაძლებელია შედგეს ახალი (დამატებითი) გადახდის გრაფიკი, თუმცა xxxxxxxx მიერ აღნიშნულ გრაფიკზე ხელმოწერის არარსებობა არ შეიძლება გახდეს უარის თქმის საფუძველი კლიენტის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. ამასთან, თუ საკრედიტო ხელშეკრულებით ან/და მხარეთა დამატებითი შეთანხმებით სხვა პირობა არ იქნება განსაზღვრული, ყოველი ათვისებული ტრანშის ყოველთვიური გადახდის თარიღი იქნება იგივე, რაც განსაზღვრულია საწყისი გადახდის გრაფიკით.
4.2. თუ კლიენტს გააჩნია რამდენიმე სახის ვადამოსული დავალიანება ბანკის წინაშე, როგორც უშუალო საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ისე ნებისმიერი სხვა სახის გარიგებიდან (მათ შორის საკრედიტო ხელშეკრულებიდან) გამომდინარე, აღნიშნული ვალდებულებების შესრულების რიგითობას ცალმხრივად განსაზღვრავს ბანკი. თუ კლიენტს ბანკის წინაშე გააჩნია ერთზე მეტი ვადამოსული/ვადაგადაცილებული საკრედიტო დავალიანება, მათი დაფარვის რიგითობის არჩევა შესაძლებელი იქნება ბანკის სერვის-ცენტრში, სამუშაო დღის 16:00 საათამდე. გრაფიკში მითითებულ გადასახდელების გადახდა უნდა მოხდეს გრაფიკში მითითებულ თარიღებში, სამუშაო დღის 23:59 საათის ჩათვლით, საბანკო კრედიტთან დაკავშირებულ კრედიტის მომსახურე ანგარიშზე თანხის განთავსებით ან/და სამუშაო დღის 21:59 საათის ჩათვლით სხვა არამომსახურე ანგარიშზე თანხის განთავსების გზით. თუ გრაფიკში მითითებული გადახდის თარიღი ემთხვევა არასამუშაო დღეს, გადახდა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არასამუშაო დღეს ნებისმიერ დროს განხორციელებული გადახდები აღირიცხება მომდევნო სამუშაო დღეს. ამ პუნქტის მიზნებისთვის არასამუშაო დღეებში იგულისხმება შაბათი, კვირა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეები.
4.3. xxxxxxxx მიერ გადახდილი ან/და მის ანგარიშზე არსებული თანხით, მათ შორის საბანკო კრედიტის სრულად ან ნაწილობრივ წინასწარ, ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, პირველ რიგში იფარება დარიცხული ჯარიმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დარიცხული მომსახურების საკომისიოები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული საპროცენტო სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ბოლოს გადასახდელი ძირი. ამასთან, კლიენტის ანგარიშზე xxxxxxx xxxxxxxx სრულად დასაფარად საკმარისი თანხის განთავსებით, ავტომატურად არ მოხდება საბანკო კრედიტის წინსწრებით დაფარვა, თუ ამას პირდაპირ არ ითვალისწინებს საკრედიტო ხელშეკრულება ან/და არ მოითხოვს კლიენტი.
4.4. კლიენტის მიერ საბანკო კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის მოთხოვნისა და კლიენტის ანგარიშზე საკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია დაფაროს საბანკო კრედიტი არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში, თუმცა საბანკო კრედიტზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვა შეწყდება: ა) იმავე დღეს, თუ საბანკო კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის მოთხოვნა მიღებულია სამუშაო დღეს; ბ) მომდევნო სამუშაო დღეს, თუ საბანკო კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვის მოთხოვნა მიღებულია არასამუშაო დღეს.
4.5. კლიენტის მიერ, საკრედიტო ხელშეკრულებაში ან/და გენერალურ ხელშეკრულებაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის ფარგლებშიც ფორმდება საკრედიტო ხელშეკრულება მითითებული რაიმე სახის საკონტაქტო მონაცემების შეცვლისას, ბანკისათვის შეტყობინების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია აუნაზღაუროს ბანკს ამ ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ყველა სახის ზიანი.
4.6. ბანკს უფლება აქვს ცალმხრივად შეცვალოს საკრედიტო ხელშეკრულებაში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობები, მომსახურების (ყველა სახის მომსახურების საკომისიოს/გადასახადის, მათ შორის სმს და დისტანციური მომსახურების გადსახადის ოდენობა) ტარიფები კლიენტთან დამატებითი შეთანხმების გარეშე. პირგასამტეხლოების/ჯარიმების, საკომისიოს ოდენობის (მომსახურების ტარიფების) ცვლილების შესახებ ინფორმაცია ცვლილებების ძალაში შესვლამდე 1 (ერთი) თვით ადრე პირადად ეცნობება კლიენტს სმს-ის, ელექტრონული ფოსტის ან/და კურიერის მეშვეობით. ამასთან, თუ საკრედიტო ხელშეკრულების რაიმე
პირობის ცვლილება აუმჯობესებს კლიენტის მდგომარეობას, ბანკი თავისუფლდება შეტყობინების ვალდებულებისგან.
4.7. კლიენტი ადასტურებს, რომ საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სრულად გაეცნო მის გაფორმებაზე გადაწყვეტილების მისაღებად ყველა საჭირო ინფორმაციას, საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დათვლისთვის გამოყენებული ყველა ფინანსური ხარჯის მოცულობას და დაანგარიშების წესს, შესაძლო სავალუტო რისკებს, მათ შორის იმას, რომ: ა) კლიენტის შემოსავლისა და საბანკო კრედიტის ვალუტის სხვაობა წარმოადგენს დამატებით რისკს; ბ) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა გაიზარდოს საბანკო კრედიტზე გადასახდელი თანხა; გ) საბანკო კრედიტის გადაუხდელობამ შესაძლოა გამოიწვიოს კლიენტის ანგარიშების დაყადაღება ან/და კლიენტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია საბანკო კრედიტის (მათ შორის მასზე დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოს და ნებისმიერი სხვა გადასახდელის) დასაფარად.
4.8. კლიენტის მიერ პრეტენზიის დაფიქსირება შესაძლებელია როგორც ბანკის სერვისცენტრებში, ისე ვებ გვერდის xxxxx://xxxxxxxxx.xx/xxxxxxx/, ბანკის ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდის xxxxx://xxx.xxxxxxxx.xxx/XxxxxXxxx ან/და ბანკის სატელეფონო ცენტრის (ნომერი: 032 2424242) მეშვეობით, ზეპირი, წერილობითი, სტანდანდარტული წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით. სტანდარტული წერილობითი პრეტენზიის ფორმა ხელმისაწვდომია ბანკის ნებისმიერ სერვის- ცენტრში. პრეტენზიის განხილვის პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ვებ-გვერდზე xxxxx://xxxxxxxxx.xx/xxxxxxxxxx/. პრეტენზიას განიხილავს ბანკის მომხმარებელთა პოზიტიური გამოცდილების მართვის დეპარტამენტი. ბანკის მიერ პრეტენზიის გახილვა მოხდება საქართველოს კანონმდებლობისა და ბანკში დადგენილი პროცედურების შესაბამისად და კლიენტისათვის პასუხის დაბრუნება მოხდება ნებისმიერი ფორმით პრეტენზიის მიღებიდან მაქსიმუმ 1 (ერთი) თვის ვადაში, თუ კანონმდებლობით ან/და საერთაშორისო პრაქტიკით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კლიენტს ეცნობება მოთხოვნილი ფორმის მეშვეობით: წერილობით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით (ელექტრონული, ციფრული ან სხვა). პრეტენზიის განხილვი პროცედურასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბანკის ვებგვერდზე: xxxxx://xxxxxxxxx.xx/xxxxxxxxxx/ და ტელეფონის ნომერზე: 032 2424242.
4.9. ბანკი უფლებამოსილია, საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, კლიენტს მოსთხოვოს ნებისმიერი სახის დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა, რაც დაკავშირებული იქნება კლიენტის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე სრული ინფორმაციის მიღებასთან/მონიტორინგთან.
4.10. კლიენტის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების რაიმე პირობის დარღვევის გამო, ბანკი უფლებამოსილია მოსთხოვოს კლიენტს საბანკო კრედიტის ძირითადი თანხის, დარიცხული/დასარიცხი პროცენტის და ნებისმიერი გადასახდელის (მათ შორის პირგასამტეხლოს და გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელის) სრულად ან ნაწილობრივ, დაუყოვნებლივ, ვადაზე ადრე გადახდა.
4.11. ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედება, თუ კლიენტი დაარღვევს საკრედიტო ხელშეკრულების რაიმე პირობას. ბანკის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ, სრულად გადაიხადოს დარჩენილი ძირითადი თანხა და გრაფიკით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებელი და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები, ხოლო პირგასამტეხლოს გადახდა მოხდება მხოლოდ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისათვის.
4.12. საკრედიტო ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით. ამ შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ, სრულად გადაიხადოს დარჩენილი ძირითადი თანხა და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები, ხოლო და გრაფიკით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს გადახდა მოხდება მხოლოდ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისათვის.
4.13. იმ შემთხვევაში, თუ საბანკო კრედიტი უზრუნველყოფილია იპოთეკით ან/და გირავნობით, მხარეები თანხმდებიან, რომ მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის ბანკის საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით ან/და გირავნობით დატვირთული ნივთის ღირებულება
მთლიანად არ ფარავს ბანკის მოთხოვნას ან თუ ამ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით ან/და გირავნობით დატვირთული ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არაა საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად.
4.14. მხარეები თანხმდებიან, რომ თუ საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრულია საბანკო კრედიტის გამოყენების მიზნობრიობა, ბანკი უფლებამოსილია, საბანკო კრედიტის თანხა (სრულად ან ნაწილობრივ) კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე გადარიცხოს საკრედიტო ხელშეკრულებით (ან/და შესაბამისი განაცხადით) განსაზღვრული მესამე პირის (მიმღების) ანგარიშზე.
4.15. მხარეები ადასტურებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკრედიტო ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს ერთზე მეტი კლიენტი:
4.15.1. თითოეული ასეთი კლიენტი წარმოადგენს ბანკის მიმართ სოლიდარულ მოვალეს.
4.15.2. ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნა წაუყენოს ნებისმიერ (ერთ ან რამდენიმე) კლიენტს.
4.15.3. xxxxx უფლებამოსილია xxxxxxx xxxxxxxx თანხა ჩარიცხოს ერთი ან რამდენიმე კლიენტის ანგარიშზე, საკუთარი შეხედულებისამებრ (ასევე, თუ საბანკო კრედიტის თანხის ჩარიცხვა ხდება 1-ზე მეტი კლიენტის ანგარიშზე, ჩასარიცხი თანხის პროპორციასაც ცალმხრივად განსაზღვრავს ბანკი), თუ უშუალოდ საკრედიტო ხელშეკრულებით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.
4.15.4. თითოეული კლიენტი უფლებამოსილია წარმოადგინოს დანარჩენი კლიენტები ბანკთან ურთიერთობაში. მათ შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, დაფაროს საბანკო კრედიტი ვადაზე ადრე (როგორც სრულად, ისე ნაწილობრივ), დანარჩენი კლიენტების სახელით ხელი მოაწეროს საკრედიტო ხელშეკრულების პირობების ცვლილების დოკუმენტს (მათ შორის საკრედიტო ხელშეკრულების თავსართს, გადახდის გრაფიკს და ა.შ.), შეცვალოს გადახდის თარიღი და შეასრულოს ყველა სხვა მოქმედება, როგორც სოლიდარულმა მოვალემ.
4.16. თუ საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის მოცულობა დაკავშირებულია რაიმე სახის საჯარო ინდექსზე და თუ აღნიშნული ინდექსის ცვლილება გავლენას ახდენს საპროცენტო სარგებლის მოცულობაზე, ბანკი აცნობებს კლიენტს აღნიშნულის შესახებ სმს-ის, ელექტრონული ფოსტის ან/და ბანკის ვებ-გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების გზით, საჯარო ინდექსის ცვლილებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, თუმცა ბანკის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა არ ათავისუფლებს კლიენტს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
4.17. თითოეული კლიენტი უფლებამოსილია წარმოადგინოს დანარჩენი კლიენტ(ებ)ი ბანკთან ურთიერთობაში. მათ შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, დაფაროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნებისმიერი კლიენტის ვადამოსული ან/და ვადამოუსვლელი ვალდებულება (როგორც სრულად, ისე ნაწილობრივ), დანარჩენი კლიენტების სახელით ხელი მოაწეროს როგორც საკრედიტო ხელშეკრულების პირობების ცვლილების დოკუმენტს (მათ შორის საკრედიტო ხელშეკრულების თავსართს, გადახდის გრაფიკს და ა.შ.), შეცვალოს გადახდის თარიღი და შეასრულოს ყველა სხვა მოქმედება, როგორც სოლიდარულმა მოვალემ.
4.18. მხარეები თანხმდებიან, რომ საკრედიტო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია განხორციელდება ქართულ ენაზე.
4.19. კლიენტი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ არ არღვევს/არ დაარღვევს საქართველოში მოქმედ და საერთაშორისოდ აღიარებულ გარემოსდაცით, შრომის და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის შესახებ კანონმდებლობას და ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში დანერგავს გარემოს, შრომის, ჯანმრთელობისა და უსაფრთოებასთან დაკავშირებულ წესებსა და პროცედურებს. კლიენტის მიერ წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული გარანტიის დარღვევა წარამოდგენს საკრედიტო ხელშეკრულების მნიშვნელოვან დარღვევას და ბანკი უფლებამოსილი იქნება ნებისმიერ დროს მოსთხოვოს კლიენტს ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებების (როგორც ვადამოსულის, ისე ვადამოუსვლელის) დაუყოვნებლივ შესრულება.
5. კონფიდენციალურობა და კლიენტის პერსონალური მონაცემების დამუშავება
5.1. მხარეები თანხმდებიან, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი სახის ინფორმაცია არის კონფიდენციალური და მისი მესამე პირისათვის სრულად ან ნაწილობრივ გადაცემა დაუშვებელია მეორე მხარის წინასწარი თანხმობის გარეშე. ამასთან, აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ინფორმაციას:
5.1.1. თუ უშუალოდ საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მისი გადაცემა შესაძლებელია მესამე პირისთვის.
5.1.2. თუ ის ცნობილი იყო მხარისათვის საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებამდე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
5.1.3. რომლის მესამე პირისათვის გადაცემაც სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობით.
5.2. ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია, კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე:
5.2.1. სს „კრედიტინფო საქართველოს“ ან/და ნებისმიერ, მსგავსი ფუნქციის მქონე პირს მისცეს თანხმობა, რომ მათ ბანკის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მრავალჯერადად გადასცენ ისეთ მესამე პირს, რომელიც შესაბამისი გარიგების საფუძველზე თავადაც აწვდის სს „კრედიტინფო საქართველოს“ ან/და მსგავსი ფუნქციის მქონე პირს აღნიშნულ ინფორმაციას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.
5.2.2. სს „კრედიტინფო საქართველოსგან“ ან/და მსგავსი ფუნქციის მქონე პირისგან მრავალჯერადად მოიძიოს კლიენტის შესახებ არსებული ინფორმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს გააჩნია აქტიური საკრედიტო ვალდებულება ბანკის წინაშე, გადახდისუნარიანობის შეფასების მიზნებისათვის.
5.2.3. კლიენტისათვის ნებისმიერი სახის საბანკო მომსახურების (მათ შორის საკრედიტო, სადეპოზიტო და სხვა) შეთავაზების/გაწევის მიზნით, მრავალჯერადად გადაამოწმოს კლიენტის პერსონალური მონაცემები სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
5.2.4. კლიენტის შესახებ მის ხელთ არსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადასცეს მესამე პირს (მათ შორის ბანკის კრედიტორებს), თუ აღნიშნული გადაცემა აუცილებელია ბანკის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის, ბანკის მიერ მესამე პირების წინაშე სხვადასხვა გარიგებებით ნაკსრი ვალდებულებების შესრულებისათვის, კლიენტის მიმართ არსებული რაიმე სახის მოთხოვნის მესამე პირისათვის დასათმობად (მათ შორის აღნიშნულ მესამე პირთან მოლაპარაკების პროცესში), კლიენტის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ან/და კლიენტისათვის რაიმე სახის მომსახურების/პროდუქტის შეთავაზების ან/და რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
6. პრეტენზიები და დავები
6.1. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი სახის პრეტენზია ბანკმა კლიენტს უნდა წაუყენოს საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული საკომუნიკაციო ერთი ან რამდენიმე არხით. კლიენტი ვალდებულია პრეტენზიის მიღებიდან, შეტყობინებაში მითითებულ ვადაში სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს აღნიშნული პრეტენზია ან განაცხადოს მოტივირებული უარი მის დაკმაყოფილებაზე.
6.2. საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში წამოჭრილი ნებისმიერი დავა, პირველ ეტაპზე წყდება მოლაპარაკებით. მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში ან/და თუ რომელიმე მხარე ჩათვლის, რომ მოლაპარაკების დაწყება იქნება უშედეგო, თითოეული მხარე უფლებამოსილია მოლაპარაკების გარეშეც, პირდაპირ მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
6.3. მხარეები თანხმდებიან, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. ზოგადი პირობები
7.1. ბანკის საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი; მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N2 (თბილისის იუსტიციის სახლი).
7.2. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები კლიენტმა უნდა შეასრულოს პირადად. კლიენტი არ არის უფლებამოსილია საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები სრულად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირს, ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე, თუმცა აღნიშნული შეზღუდვა არ გამორიცხავს ბანკის უფლებამოსილებას, რომ ნებისმიერი შესრულება (როგორც ვადამოსული, ისე ვადამოუსვლელი მოთხოვნის) მიიღოს მესამე პირისგან.
7.3. იმ შემთხვევაში, თუ საკრედიტო ხელშეკრულების რაიმე პირობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვერ გავრცელდება კლიენტზე მისი სტატუსიდან გამომდინარე, აღნიშნული არ გამოიწვევს
საკრედიტო ხელშეკრულების სრულად ბათილობას და კლიენტზე გავრცელდება მხოლოდ ის პირობები, რომლებიც მისი სტატუსიდან გამომდინარე შესაძლებელია რომ გავრცელდეს მასზე.
7.4. ყველა საკითხი, რაც არ არის დარეგულირებული საკრედიტო ხელშეკრულებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7.5. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ ფლობს ქართულ ენას, საკრედიტო ხელშეკრულება შესაძლებელია დამატებით გაფორმდეს მისთვის გასაგებ უცხო ენაზეც, რა დროსაც, ქართულ და უცხოურ ენაზე შედგენილ ტექსტს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ქართულ ენაზე გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებას.
7.6. საკრედიტო ხელშეკრულების თითო იდენტური ეგზემპლარი გადაეცემათ მხარეებს.