o ოვერდრაფტის წლიური საპროცენტო განაკვეთი -
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები
[-] | [-] წელი |
ოვერდრაფტის ხელშეკრულება # [-]
• ოვერდრაფტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი - ცვლადი
• ოვერდრაფტის საპროცენტო განაკვეთი:
o ოვერდრაფტის წლიური საპროცენტო განაკვეთი -
o -- % ოვერდრაფტის -- დღის ვადაში დაფარვის შემთხვევაში
o -- ოვერდრაფტის 1 წლის მანძილზე დაფარვის შემთხვევაში
o ოვერდრაფტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი:
o -- % ოვერდრაფტის -- დღის ვადაში დაფარვის შემთხვევაში
o -- % ოვერდრაფტის 1 წლის მანძილზე დაფარვის შემთხვევაში
o პირველ შემთხვევაში კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშება ხდება დაშვებით, რომ თანხის ათვისება ხდება სავაჭრო ობიექტიდან, ხოლო მეორე შემთხვევაში – ბანკომატიდან.
o მსესხებელის მიერ ნაკისრი ვალდებულების (მსესხებელი ვალდებულია, წინასწარ აცნობოს ბანკს და შეათანხმოს მასთან მესამე პირისგან/პირებისგან ფულადი ან/და ქონებრივი ვალდებულებ(ებ)ის აღების თაობაზე, იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერ დროს, მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ან მსესხებლის მიერ ვალდებულების აღებაზე ბანკის უკანასკნელი თანხმობის გაცემის შემდეგ, აღებული/ასაღები ვალდებულებ(ებ)ის ოდენობა, როგორც ცალკე, ისე ჯამურად აღემატება მსესხებლის მთლიანი აქტივების 20%-ს) დარღვევის შემთხვევაში კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი - [-];
o მსესხებელის მიერ ნაკისრი ვალდებულების (ბანკის მოთხოვნისთანავე კუთვნილ სავაჭრო ობიექტებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განათავსოს სს „ბანკი ქართუს“ ექსკლუზიური გამოყენების უფლებით პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორების საგადახდო საშუალება
- ელექტრონული ტერმინალი (პოს-ტერმინალი)) შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი - [-];
o ზემოაღნიშნული ვალდებულებების დარღვევის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში კრედიტზე დასარიცხი წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება ჯამურად
• ფინანსური ხარჯები:
o ოვერდრაფტის დაშვების საკომისიო - [-]
o თანხის ბანკომატში განაღდების საკომისიო -
o უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიო -
o ბარათის გაცემის საკომისიო
o ანგარიშის გახსნის/მომსახურების საკომისიოსანოტარო ხარჯი - [-] ლარი;
o ქონების ღირებულების შეფასების ხარჯი - [-] ლარი
o ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურების ხარჯი - [-] ლარი (მათ შორის, [-] ლარი -
იპოთეკის რეგისტრაცია, [-] ლარი - იპოთეკის მოხსნა);
o დაზღვევის ხარჯი - [-] ლარი;
o სავალუტო რისკის პრემია - იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის და მასზე დარიცხული
პროცენტების გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში (GEL/USD) იქნება [-]-ზე მეტი (ლარის გაუფასურება აშშ დოლართან მიმართებაში), გადაუხადოს ბანკს სავალუტო რისკის პრემია. სავალუტო რისკის პრემია იანგარიშება შემდეგი ფორმულით: X = A / C * (C1- [-]), სადაც: X - სავალუტო რისკის პრემია, A - მსესხებლის მიერ გადასახდელი თანხა (სესხი და პროცენტი), C - ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში (GEL/USD) წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დღეს, C1 - ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში (GEL/USD) გადახდის დღეს.[-]
o გადასახდელი, რომელსაც მომხმარებელი უხდის მესამე პირს საკრედიტო პროდუქტით სარგებლობის დასრულების დროს -
o ბანკის სხვა პროდუქტით სარგებლობასთან დაკავშირებული აუცილებელი გადასახდელები/შენატანები -
o ბანკის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობის შეუსრულებლობისთვის დაწესებული/მოთხოვნილი ხარჯი -
o ბანკის მიერ საფინანსო პროდუქტის რაიმე პირობით მიღებისთვის დაწესებული/მოთხოვნილი ხარჯები -
o სხვა მნიშვნელოვანი გადასახდელები, რომელთა შესახებ ბანკმა შეიტყო საკრედიტო/სადეპოზიტო ხელშეკრულების დადების მომენტისათვის-
o გადასახადები, რომლის დაკავებას და მომხმარებლის სასარგებლოდ ბიუჯეტში გადარიცხვას ახდენს ფინანსური ორგანიზაცია -
o მომხმარებლის მიერ საკრედიტო შუამავლისთვის გადახდილი საკომისიო, რომლის არსებობის შემთხვევაშიც კრედიტორმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის ინფორმირება.
o შენატანები განისაზღვრება ათვისებული თანხისა და დაფარვის ვადების შესაბამისად
• სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია
o ოვერდრაფტის ლიმიტია – [-] [-];
o გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა -
o ოვერდრაფტის ვადა – [-];
o ხელშეკრულების მოქმედების ვადა -
o ოვერდრაფტის ვადაზე ადრე დაფარვის საკომისიო
• შესაძლო პირგასამტეხლო და გაანგარიშების წესი:
o წინამდებარე ხელშეკრულების ვადის ბოლოს, ოვერდრაფტის თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, გამოყენებულ ოვერდრაფტის თანხას დაერიცხება პირგასამტეხლო წლიური 36.00 (ოცდათექვსმეტი) პროცენტის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამურმა მოცულობამ არ უნდა გადააჭარბოს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1,5-მაგ ოდენობას.
o ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (გარდა ისეთი ხარჯებისა, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს თითოეული დღისთვის. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული 0.27
პროცენტის მიზნებისათვის, გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ/დაკისრებულ პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსურ სანქციაში არ გაითვალისწინება სესხის ვადის გადაცილებისას (ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე) პირგასამტეხლოს სახით ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარის (ან უცხოური ვალუტით მისი ეკვივალენტის), აგრეთვე სესხის რეფინანსირების ან სესხის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში წინსწრებით დაფარვის საკომისიოს დაკისრება.
o ბანკი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, მათ შორის, საპროცენტო განაკვეთი და ნებისმიერი სახის საკომისიო, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ცვლილებებისა. საპროცენტო განაკვეთის ან/და ხელშეკრულების სხვა პირობების ცვლილების შემთხვევაში, გარდა მსესხებლის სასარგებლოდ განხორციელებული ცვლილებისა და ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის ცვლილებისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ცვლილებამდე ორი თვით ადრე, მსესხებლის/უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის/თავდების/სოლიდარული თავდების ინფორმირება მოხდება, მოკლე ტექსტური შეტყობინებით/სატელეფონო ზარით. ასევე, შესაძლებელია ინფორმირება როგორც წერილობითი, ასევე სხვა ტექნიკური საშუალებით (მაგ.: ინტერნეტ ბანკით შეტყობინება, ელ. ფოსტაზე შეტყობინება და ა.შ.).
o მსესხებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. სტანდარტული წერილობითი და ელექტრონული პრეტენზიების წარდგენა ხდება ბანკის მიერ დადგენილი ფორმით (xxx.xxxxxxxxx.xx, xxxxx://xxx.xxxxxxxxx.xx/xx/000/xxxxxxxxxxxx-xxxxx);
o ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სესხთან დაკავშირებული სასესხო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ წინამდებარე სესხის უზრუნველყოფის საშუალებ(ებ)ის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების (მათ შორის, ქონების რეალიზაციის ან/და დასაკუთრების გზით) განხორციელებით. (შენიშვნა: გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე გაცემული კრედიტის შემთხვევაში);
მოთხოვნის შემთხვევაში, ყოველთვიურ უფასო ამონაწერს მიიღებთ წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ ინტერნეტბანკით.
გაეცანით სასარგებლო ინფორმაციას ბანკის ვებ-გვერდზე xxx.xxxxxxxxx.xx.
გაეცანით მომხმარებლისთვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე 032 2 406 406.
ხელშეკრულება საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის (კრედიტის) დაშვების შესახებ
[-] [-] წელი
ერთი მხრივ, [-] (შემდგომში - ბანკი), წარმოდგენილი [-] სახით, მოქმედი [-] საფუძველზე, და მეორე მხრივ, ----
(-----, შემდგომში ''კლიენტი''/''მსესხებელი''), წარმოდგენილი [-] სახით, მოქმედი [-] საფუძველზე, შემდგომში ორივე ერთად „მხარეებად“ წოდებულნი, ვდებთ ამ ხელშეკრულებას და ვთანხმდებით შემდეგზე:
მუხლი 1. დეფინიციები და ინტერპრეტაციები:
აღნიშნული ხელშეკრულების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს, ტერმინებს აქვთ ის მნიშვნელობა, რომელიც მათ მინიჭებული აქვთ ამ მუხლში:
1.1. საკრედიტო პროდუქტები - კრედიტების, საკრედიტო ხაზის, ოვერდრაფტების, საბანკო გარანტიების გაცემა, აკრედიტივის გახსნა და სხვა საბანკო პროდუქტით მომსახურება ბანკის მიერ, რომელთა ინდივიდუალური პირობები განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულებებით;
1.2. კლიენტი/მსესხებელი - წინამდებარე ხელშეკრულების მხარე, გარდა ბანკისა;
1.3. ოვერდრაფტი - მოკლევადიანი დაკრედიტების ფორმა, რომლითაც ბანკი კლიენტს აძლევს უფლებას მის საბანკო ანგარიშზე რიცხული ნაშთების გადამეტებით განახორციელოს გადახდები, ანუ ბანკი უშვებს კლიენტის საბანკო ანგარიშზე სადებეტო (უარყოფითი) სალდოს არსებობას, ოვერდრაფტის შესახებ ბანკსა და კლიენტს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების (თანხობრივი მოცულობა, დაფარვის ვადა და საპროცენტო განაკვეთი) გათვალისწინებით;
1.4. საპროცენტო სარგებელი - ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ფულადი თანხით, ოვერდრაფტით სარგებლობისათვის დაწესებული ბანკისათვის გადასახდელი სარგებელი, რომელიც, როგორც წესი, დაიანგარიშება ათვისებული თანხის ფიქსირებული ან ცვალებადი პროცენტული მაჩვენებლით და რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ხელშეკრულებებით;
1.5. ოვერდრაფტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - ოვერდრაფტის ისეთი საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი, მომხმარებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით;
1.6. საბაზრო საპროცენტო განაკვეთი - კომერციული ბანკების/და ან ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემულ კრედიტებზე დასარიცხი საშუალო ან შეწონილი პროცენტის ოდენობა;
1.7. კრედიტის მთლიანი თანხა - საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი მთლიანი მისაღები თანხის შესაძლო მაქსიმალური ოდენობა;
1.8. გადასახდელი მთლიანი ჯამური თანხა - კრედიტის მთლიანი თანხის და ყველა ფინანსური ხარჯის ჯამი.
1.9. ფინანსური ხარჯი - ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია ბანკის მიერ და წარმოადგენს კლიენტის მიერ საკრედიტო პროდუქტის მიღების, შენარჩუნებისა და საკრედიტო პროდუქტით სარგებლობის დასრულებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს;
1.10. საკომისიო - ბანკის მიერ ოვერდრაფტით სარგებლობისათვის კლიენტისათვის დაწესებული გადასახადი, რომლის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად;
1.11. საკრედიტო დავალიანება - კლიენტის დავალიანება, რომელიც წარმოიშვა წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე;
1.12. პირგასამტეხლო - მხარეთა მიერ წერილობითი შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც გადახდილი უნდა იქნას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. მათ შორის: საურავი - სახელშეკრულებო სანქციაა, რომელიც მხარეს ეკისრება ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის; ჯარიმა - ფულადი სანქცია, რომელიც ერთჯერადად ეკისრება მხარეს სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის;
1.13. ვალდებულების უზრუნველყოფა - ქონებრივი და პიროვნული უზრუნველყოფის საშუალებები [გირავნობა/იპოთეკა, პირგასამტეხლო, თავდებობა, საბანკო გარანტია, შესრულებაზე უარი, ნივთის დაკავება], რომელთა წარმოშობის საფუძველია მხარეთა შეთანხმება და კანონი;
1.14. იპოთეკის საგანი - ნებისმიერი პირის კუთვნილი უძრავი ნივთი (მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.), ასევე აღნაგობის უფლება, რომელიც მასზე იპოთეკის უფლების კანონით დადგენილი წესით წარმოშობის
შემდეგ, უზრუნველყოფს წინამდებარე ხელშეკრულებ(ებ)იდან გამომდინარე, მოთხოვნებსა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლო და სასამართლოსგარეშე, ასევე აღსრულების [ნივთის რეალიზაციის] ხარჯებს;
1.15. გირავნობის საგანი - ნებისმიერი პირის კუთვნილი მოძრავი ნივთი, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე (წილი, მოთხოვნები, საავტორო უფლებები და ა.შ), რომელიც უზრუნველყოფს წინამდებარე ხელშეკრულებ(ებ)იდან გამომდინარე, მოთხოვნებსა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლო და სასამართლოსგარეშე, ასევე აღსრულების [ნივთის რეალიზაციის] ხარჯებს;
1.16. დაუძლეველი ძალა [ფორს-მაჟორი] - სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათი მხრიდან შეუძლებელია;
1.17. კონფიდენციალური ინფორმაცია - ამ ხელშეკრულებიდან ან/და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი სხვა სახის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დოკუმენტური ან სხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის: ბანკისა და კლიენტის შესახებ პერსონალური ინფორმაცია, რომლითაც სარგებლობა შეზღუდული ან აკრძალულია მხარეთა შეთანხმებით/ან და კანონით.
1.18. გადახარჯვა – მსესხებლის არაპირდაპირი თანხმობის საფუძველზე ავტომატურად დაშვებული იმ ოდენობის ოვერდრაფტი, რომელიც აღემატება მსესხებლის საბარათე ანგარიშზე არსებულ თანხას ან/და ცალსახად შეთანხმებული ოვერდრაფტის ან საკრედიტო ბარათის შემთხვევაში – საკრედიტო ლიმიტის ოდენობას;
მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი
2.1. წინამდებარე ხელშეკრულების საგანია ბანკის მიერ მსესხებლის საბანკო (საბარათე) ანგარიშზე N [-] ოვერდრაფტის დაშვება (კრედიტის გაცემა) და მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;
2.2. ოვერდრაფტი განახლებადია, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ვადამდე დაბრუნების შემთხვევაში მსესხებელს კვლავ შეუძლია მისი გატანა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
2.3. წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 3. ოვერდრაფტის ოდენობა, სარგებლობისა და დაფარვის პირობები, უზრუნველყოფა, საკომისიოები
3.1. ოვერდრაფტის მაქსიმალური ოდენობა (ლიმიტი): [-];
3.2. ოვერდრაფტის დაშვების თარიღი: [-] წელი;
3.3. ოვერდრაფტის დახურვის თარიღი: [-] წელი, გარდა წინამდებარე ხელშეკრულების 6.4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
3.4. ოვერდრაფტს ერიცხება ცვლადი საპროცენტო სარგებელი წლიური [-] პროცენტი (შემდგომში – პროცენტი), რაც თვეში შეადგენს წლიური საპროცენტო სარგებლის ერთ მეთორმეტედს, ამასთან პროცენტი დაერიცხება ფაქტობრივად გამოყენებულ ოვერდრაფტის თანხას, ოვერდრაფტით სარგებლობის დღეების მიხედვით.
3.5. საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ცვლადი
3.6. კრედიტის ტიპი:
3.7. ოვერდრაფტის ვადა:
3.8. ოვერდრაფტის ხელშეკრულების მოქმედების ვადა:
3.9. ოვერდრაფტის მთლიანი თანხა:
3.10. გადასახდელი მთლიანი ჯამური თანხა:
3.11. ოვერდრაფტის მთლიანი თანხიდან მისაღები თანხის ოდენობა:
3.12. დაფინანსებული საქონელი/მომსახურება და ანგარიშსწორების ფასი:
3.13. ოვერდრაფტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ლიმიტის სავაჭრო ობიექტებში განთავსებული სს "ბანკი ქართუს" ტერმინალების საშუალებით გახარჯვის შემთხვევაში (დამრგვალებული მეათედებამდე) --- () პროცენტს
3.14. ოვერდრაფტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ლიმიტის სს "ბანკი ქართუს" ბანკომატებიდან
ათვისების (განაღდების) შემთხვევაში (დამრგვალებული მეათედებამდე) ---- () პროცენტს.
3.15. ოვერდრაფტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ოვერდრაფტის -- დღის ვადაში დაფარვის შემთხვევაში-
3.16. ოვერდრაფტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ოვერდრაფტის 1 წლის მანძილზე დაფარვის შემთხვევაში
3.17. მსესხებელი იხდის საკომისიოს ოვერდრაფტის ლიმიტის დაშვებაზე [-] %-ს;
3.18. ფინანსური ხარჯები:
o თანხის ბანკომატში განაღდების საკომისიო -
o უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიო -
o ბარათის გაცემის საკომისიო -
o ანგარიშის გახსნის/მომსახურების საკომისიო
o სანოტარო ხარჯი - [-] ლარი;
o ქონების ღირებულების შეფასების ხარჯი - [-] ლარი;
o ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურების ხარჯი - [-] ლარი (მათ შორის, [-] ლარი - იპოთეკის რეგისტრაცია, [-] ლარი - იპოთეკის მოხსნა);
o დაზღვევის ხარჯი - [-];
o გადასახდელი, რომელსაც მომხმარებელი უხდის მესამე პირს საკრედიტო პროდუქტით სარგებლობის დასრულების დროს -
o ბანკის სხვა პროდუქტით სარგებლობასთან დაკავშირებული აუცილებელი გადასახდელები/შენატანები -
o ბანკის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობის შეუსრულებლობისთვის დაწესებული/მოთხოვნილი ხარჯი -
o ბანკის მიერ საფინანსო პროდუქტის რაიმე პირობით მიღებისთვის დაწესებული/მოთხოვნილი ხარჯები -
o სხვა მნიშვნელოვანი გადასახდელები, რომელთა შესახებ ბანკმა შეიტყო საკრედიტო/სადეპოზიტო ხელშეკრულების დადების მომენტისათვის-
o გადასახადები, რომლის დაკავებას და მომხმარებლის სასარგებლოდ ბიუჯეტში გადარიცხვას ახდენს ფინანსური ორგანიზაცია -
o მომხმარებლის მიერ საკრედიტო შუამავლისთვის გადახდილი საკომისიო, რომლის არსებობის შემთხვევაშიც კრედიტორმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის ინფორმირება.
o შენატანები განისაზღვრება ათვისებული თანხისა და დაფარვის ვადების შესაბამისად
3.19. მსესხებელი ვალდებულია, ოვერდრაფტის ვადის ბოლოს სრულად დაფაროს ოვერდრაფტის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი.
მუხლი 4. მხარეთა უფლება-მოვალეობები
4.1. მსესხებელი ვალდებულია:
4.1.1. ოვერდრაფტი დაფაროს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში;
4.1.2. სათანადოდ დაიცვას საკუთარი აქტივები და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
4.1.3. ბანკის წარმომადგენელი დაუშვას თავის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, აჩვენოს და შეამოწმებინოს სასაქონლო მარაგები, მათი ხარისხი და ოდენობა;
4.1.4. გამოიყენოს ოვერდრაფტი წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნობრიობით;
4.1.5. წინასწარ აცნობოს ბანკს და შეათანხმოს მასთან მესამე პირისგან/პირებისგან ფულადი ან/და ქონებრივი ვალდებულებ(ებ)ის აღების თაობაზე, იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერ დროს, მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ან მსესხებლის მიერ ვალდებულების აღებაზე ბანკის უკანასკნელი თანხმობის გაცემის შემდეგ, აღებული/ასაღები ვალდებულებ(ებ)ის ოდენობა, როგორც ცალკე, ისე ჯამურად აღემატება მსესხებლის მთლიანი აქტივების 20%-ს (ოც პროცენტს). ამასთან, 20%-იანი ზღვარის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება კლიენტის ვალდებულება/ვალდებულებები, რომელთა ოდენობა (ცალ-ცალკე ან ჯამურად) არ აღემატება ბანკის მიერ გაცემული საკრედიტო პროდუქტ(ებ)ის და წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის არსებული კლიენტის სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის ჯამურ ოდენობას;
4.1.6. უზრუნველყოს, რომ ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ მოხდეს კლიენტი იურიდიული პირის წილების/პაის/აქციების (გარდა ფასიანი ბაზრის შესახებ კანონით გათვალისწინებული საჯარო ფასიანი ქაღალდებისა) გასხვისება, აგრეთვე კლიენტი იურიდიული პირის მიმართ ლიკვიდაციის, ან რეორგანიზაციის პროცესის დაწყება; წინასწარ და დაუყონებლივ აცნობოს ბანკს მის მიერ მოქალაქეობის/რეზიდენტობის შეცვლის, რეგისტრაციის სხვა ქვეყანაში გადატანის, საქართველოს საგადასახადო რეგულაციებიდან გასვლის, სხვა ქვეყანაში ან ოფშორულ ზონაში რეგისტრაციის შესახებ, ან სხვა ნებისმიერი ისეთი გარემოების წარმოშობის შესახებ, რომელიც არსებითად ცვლის მის სამართლებრივ/გადასახადის გადამხდელის სტატუსს საქართველოს ტერიტორიაზე. რომელიმე მოცემული გარემოების დადგომის შემთვევაში, ბანკი უფლებამოსილი იქნება ვადაზე ადრე შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება თანმდევი სამართლებრივი შედეგებით.
4.1.7. გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადი, გადასახდელი და მოსაკრებელი, აგრეთვე წინამდებარე ხელშეკრულების დამოწმების, რეგისტრაციის, შესრულების და სხვა აუცილებელი ხარჯები. აღნიშნული წესი მოქმედებს მაშინაც, როდესაც წინამდებარე ხელშეკრულების დადების შემდგომ წესდება რაიმე გადასახადი, გადასახდელი და მოსაკრებელი, ან წარმოიშობა სხვა ხარჯები;
4.1.8. ბანკის მოთხოვნისთანავე კუთვნილ სავაჭრო ობიექტებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განათავსოს სს
„ბანკი ქართუს“ ექსკლუზიური გამოყენების უფლებით პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორების საგადახდო საშუალება - ელექტრონული ტერმინალი (პოს-ტერმინალი).
4.1.10. კლიენტი ვალდებულია აითვისოს ოვერდრაფტის ლიმიტი მხოლოდ ხელმისაწვდომი ნაშთის ფარგლებში. ხელმისაწვდომი ნაშთის შეგნებულად ან შეცდომით გადამეტებით თანხის გადახარჯვის შემთხვევაში დაუყონებლივ შეიტანოს (აღადგინოს) გახარჯული თანხა სრულად ანგარიშზე და შეატყობინოს ამის შესახებ ბანკს, ან ბანკის მხრიდან გადახარჯვის თაობაზე მიღებული შეტყობინებიდან დაყოვნების გარეშე აღადგინოს სრულად გადახარჯული თანხა ანგარიშზე
4.2. მსესხებელი უფლებამოსილია:
4.2.1. მოითხოვოს და გონივრულ ვადაში მიიღოს ამომწურავი და სრულყოფილი ინფორმაცია წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასესხო პროდუქტის შესახებ - კერძოდ, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ოვერდრაფტის დაშვებასთან დაკავშირებული ხარჯები, პირგასამტეხლოები და ა.შ..ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის შემთხვევაში მოითხოვოს ანგარიშიდან ამონაწერი ყოველთვიურად, ყოველგვარი დამატებითი გადასახდელების გარეშე. მოთხოვნილი ინფორმაციის მიღება, ტექნიკური მოწყობილობის შესაძლებლობის ფარგლებში, მოხდება მოხდება ხელშეკრულებით დადგენილი, ინფორმაციის მიღების წესით.
„მსესხებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. სტანდარტული წერილობითი და ელეტრონული პრეტენზიების წარდგენა ხდება ბანკის მიერ დადგენილი ფორმით (იხ. ბანკის ვებ-გვერდი - xxx.xxxxxxxxx.xx), ასევე, შესაძლებელია ელექტრონული პრეტენზიების მიღება ბანკის ელექტრონულ მისამართზე (xxxx@xxxxxxxxx.xx) გამოგზავნის გზით. პრეტენზიის ზეპირი ფორმით მიღება ხდება სატელეფონო მომსახურების ჯგუფის მიერ, ტელეფონის ნომრებზე: (000) 000 00 00; *8080. პრეტენზიის წერილობით დაფიქსირება შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრის საოპერაციო განყოფილებაში ასევე ბანკის ვებ-გვერდის საშუალებით (იხ. ბანკის ვებ-გვერდი - xxx.xxxxxxxxx.xx); დაფიქსირებულ პრეტენზიას/ებს განიხილავს სს „ბანკი ქართუს" მომხმარებელთა უფლებების დამცველი და პრეტენზიის/ების სრულყოფილად შესწავლის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს მომხმარებლის მიერ პრეტენზიის დაფიქსირებიდან და, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის იდენტიფიკაციიდან, 1 თვის ვადისა, პრეტენზიის განმცხადებელს, (გარდა ზეპირი ფორმის შემთხვევებისა) ეცნობება დაუყოვნებლივ წერილობით ან ელექტრონულად (მომხმარებელთან შეთანხმებით და/ან პრეტენზიის დაფიქსირების მეთოდის იდენტურად). ამასთან, პრეტენზიის განხილვის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სატელეფონო სერვისცენტრში ნომრებზე: (000) 000 00 00
; *8080
4.3. ბანკი უფლებამოსილია:
4.3.1. მოიძიოს ინფორმაცია კლიენტის შესახებ სს "კრედიტინფო საქართველოს" (ს/კ 204470740) (შემდგომში
„კრედიტინფო საქართველო“) საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში და ასევე კლიენტთან დამატებითი შეთანხმების გარეშე კლიენტის როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური (ნეგატიური ინფორმაცია გადაეცემა ვადაგადაცილებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ - ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო 60 დღის შემდეგ - იურიდიული პირების შემთხვევაში) ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია გადასცეს კრედიტინფო საქართველოს, რაც იწვევს კლიენტის აღრიცხვას კრედიტინფო საქართველოს საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში, რომელის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, გადამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადასახდელი/გადახდილი და გადაუხდელი სესხებისა და სხვა მიმდინარე, შესრულებული და შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან, ასევე ბაზაში არსებული ინფორმაციის ანალიტიკური გადამუშავება კრედიტუნარიანობის შეფასების მიზნებისთვის. კრედიტინფო საქართველოს, რომელიც წარმოადგენს საკრედიტო ბიუროს უფლება აქვს მიღებული ინფორმაცია დაამუშავოს/გადაამუშაოს და გადასცეს მესამე პირებს, მონაცემთა სუბიექტის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შეფასებისა და შემოწმების მიზნით. ბანკს უფლება აქვს კლიენტის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შემოწმების, მისთვის მომსახურების გაწევის, შეთავაზებისა და სხვა კანონიერი მიზნით, ძიებების რაოდენობის შეუზღუდავად მოიძიოს კლიენტის შესახებ ინფორმაცია საკრედიტო ისტორიის მონაცემთა ბაზაში და ასევე, გადასცეს მასთან არსებული ინფორმაცია კრედიტინფო საქართველოს, კლიენტის საკრედიტო ისტორიაში ნებისმიერი ცვლილების/დამატების შესახებ. გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე სესხის/ვალდებულების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ პროცენტს, მოქმედების ვადას, xxxxxxxx მიერ სესხთან/ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის ოდენობასა და უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო სამართალწარმოებისა და სააღსრულებო წარმოების შედეგს, აგრეთვე კლიენტის აქციონერებისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მონაცემთა ბაზისთვის საჭირო სხვა მონაცემებს;
4.3.2. კლიენტის ან მესამე პირის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, მიმართოს სასამართლოს ან/და შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს/პირს ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოქმნილი საკრედიტო დავალიანების სრულად დასაფარავად და მოითხოვის არსებული უზრუნველყოფის საგნის იძულებითი რეალიზაცია (ერთერთი, რამდენიმე ან ყველა ერთად) მისი შეხედულებისამებრ;
4.3.3. არ გასცეს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტი, წინამდებარე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იპოთეკის/გირავნობის ხელშეკრულებების კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, ყოველგვარი სამართლებრივი შეზღუდვის გარეშე რეგისტრაციამდე;
4.3.4. შეამოწმოს კლიენტის ფინანსური უწყისები და მატერიალური აქტივები ადგილზე ვიზიტით, რა დროსაც კლიენტი ვალდებულია დაუშვას ბანკის უფლებამოსილი წარმომადგენელი (დასაქმებული) მის ტერიტორიაზე და წარუდგინოს ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცია;
4.3.5. საკუთარი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს მოითხოვოს იპოთეკისა ან/და გირავნობის საგნ(ებ)ის ისევე, როგორც კლიენტის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებული ნებისმიერი აქტივის დათვალიერება;
4.3.6. კლიენტი იურიდიული პირის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების ან ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე რეორგანიზაციის, კლიენტი იურიდიული პირის წილების/პაის/აქციების (გარდა ფასიანი ბაზრის შესახებ კანონით გათვალისწინებული საჯარო ფასიანი ქაღალდებისა) გასხვისების შემთხვევაში, მოსთხოვოს კლიენტს ან/და მესამე პირ(ებ)ს დაუყოვნებლივ დაფაროს ბანკის წინაშე არსებული ნებისმიერი საკრედიტო დავალიანება, მასზე ფაქტობრივად დარიცხული პროცენტები და შესაძლო პირგასამტეხლო, იმისდამიუხედავად დამდგარია თუ არა საკრედიტო დავალიანების და მასზე დარიცხული პროცენტების (საკომისიოების) დაბრუნების (დაფარვის), ასევე სხვა საკრედიტო პროდუქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების სახელშეკრულებო ვადა;
4.3.7. თუ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეიცვლება საერთო ეკონომიკური ვითარება, ან გამოიცემა ნორმატიული/ინდივიდუალური აქტი საფინანსო, საკრედიტო ან სავალუტო პოლიტიკის შეცვლასთან
დაკავშირებით, ან საქართველოს ეროვნული ბანკის (ან სხვა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს) მიერ განხორციელდა ბანკისთვის დაწესებული სარეზერვო მოთხოვნების ცვლილება, მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთის ცვლილება (გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრედიტზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი მიბმულია რეფინანსირების განაკვეთის ოდენობაზე) ან/და სხვა სახის ნორმატივების, მოთხოვნების ან ლიმიტების ცვლილება, რომელიც გავლენას ახდენს ბანკის ფინანსურ მდგომარეობაზე, ან/და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული/მის საფუძველზე გაცემული საკრედიტო პროდუქტ(ებ)ისთვის მოხდება სტანდარტული (მინიმალური) სარეზერვო მოთხოვნისგან (მინიმალური რეზერვის ოდენობისგან) განსხვავებული რეზერვის დადგენა/ცვლილება/ზრდა, ბანკი უფლებამოსილია, წინამდებარე ხელშეკრულების
11.10 პუნქტით გათვალისწინებული წესის დაცვით, ცალმხრივად შეცვალოს ამ ხელშეკრულებით დადგენილი წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა;ამასთან, ბანკის მიერ ხელშეკრულებაში ცალმხრივად ცვლილების შეტანა დაუშვებელია თუ ცვლილება განპირობებულია ინფლაციის ზრდით, ეკონომიკური ვარდნით და/ან საბაზრო განაკვეთების ცვლილებით არაუმეტეს 5 პროცენტული პუნქტისა;
4.3.8. წინამდებარე ხელშეკრულების 4.1.5. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში 3.4. პუნქტით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი გაზარდოს წლიური 3.00 (სამი) პროცენტით;
4.3.9. წინამდებარე ხელშეკრულების 4.1.8. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში 3.4. პუნქტით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი გაზარდოს წლიური 3.00 (სამი) პროცენტით. მსესხებლის მიერ ამ პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია, საპროცენტო განაკვეთი განსაზღვროს წინამდებარე ხელშეკრულების 3.4. პუნქტში მითითებული საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად.
4.3.10. xxxxxxxx მიერ ხელმისაწვდომი ნაშთის შეგნებულად ან შეცდომით გადამეტებით გახარჯულ თანხას დაარიცხოს სარგებელი, ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების მიხედვით, გადახარჯვით გამოყენებული თანხის სარგებლობის ყოველი დღისათვის;
4.4. ბანკი ვალდებულია:
4.4.1. კანონმდებლობით დადგენილი წესით მსესხებელი გააფრთხილოს წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტისა და მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ;
4.4.2. კლიენტისაგან მიიღოს ნებისმიერი სახის პრეტენზია და მოახდინოს მასზე რეაგირება მოქმედი კანონმდებლობისა და ბანკის შიდა წესების შესაბამისად;
4.4.3. ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაუგზავნოს მსესხებელს შეტყობინება და მისცეს მას გონივრული ვადა დარღვეული ვალდებულების შესრულების მიზნით.
4.4.4. ხელშეკრულების 4.1.10 პუნქტით გათვალისწინებული გადახარჯვის ფაქტის დადგომიდან, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა აცნობოს კლიენტს გადახარჯვის ფაქტის შესახებ, გადახარჯვის თანხის ოდენობის, საპროცენტო განაკვეთის და ნებისმიერი ხარჯის, პროცენტის ან ჯარიმის შესახებ მითითებით, რაც შეიძლება დაერიცხოს დავალიანებას. კლიენტის ინფორმირება დასაშვებია 11.10.4 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 5. ოვერდრაფტის დაფარვის წესი
5.1. xxxxxx მიერ კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან თანხის ჩამოწერა ხდება კლიენტის დავალებით ან დავალების გარეშე, უაქცეპტო წესით, ბანკისათვის გადასახდელი თანხების დასაფარად, ასევე დაზღვევის, ნოტარიუსის, კრედიტის მიზნობრივი თანხების დასაფარად. კლიენტი აძლევს ბანკს უპირობო და გამოუთხოვად დავალებას მოახდინოს უაქცეპტო წესით თანხების ჩამოწერა ამ ხელშეკრულებაში მოცემული რიგითობის და წესის შესაბამისად. ამასთან, კლიენტი აცნობიერებს, რომ ბანკი არ არის ვალდებული კლიენტის დავალების გარეშე ჩამოწეროს თანხები კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან კლიენტის რომელიმე ვალდებულების შესრულების მიზნით;
5.2. ბანკს უფლება აქვს, მის წინაშე წარმოშობილი ნებისმიერი ვალდებულების შესრულების მიზნით, ასეთი ვალდებულების წარმოშობის შემდეგ, ნებისმიერ დროს (მათ შორის ვალდებულების შესრულების ბოლო დღეს) კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე უაქცეპტო წესით ჩამოწეროს თანხა კლიენტის იმ ვალუტის ანგარიშიდან, რომელ ვალუტაშიც განსაზღვრულია სესხით გათვალისწინებული გადახდები, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული მსესხებლის მიერ გაცემული დავალებით. იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება დაფიქსირებულია ანგარიშზე არსებული თანხის ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში ან იმავე ვალუტაში არსებული თანხა არ არის საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარად, ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს კონვერტაცია შესაბამის ანგარიშზე არსებული ვალუტიდან საკრედიტო დავალიანების სრულ ოდენობამდე შევსების/დაფარვის მიზნით, რა დროსაც ეკვივალენტი განისაზღვრება
xxxxxx მიერ თანხის ჩამოწერის მომენტისათვის დადგენილი კურსით; იმ შემთხვევაში თუ კლიენტის მიერ არ მოხდება სხვაგავარი მითითება თანხის ჩამოწერასთან დაკავშირებით, ბანკი იხელმძღვანელებს ზემოთმითითებული წესის შესაბამისად.
5.3.
5.4. კლიენტის მიერ კრედიტის დასაფარავად ბანკისთვის გადაცემული ან კლიენტის ანგარიშზე არსებული თანხით პირველ რიგში დაიფარება პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ საკომისიოებთან დაკავშირებული დავალიანება, შემდეგ საპროცენტო სარგებელი - სავალუტო რისკის პრემიასთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ბოლოს კრედიტის ძირითადი თანხა - სავალუტო რისკის პრემიასთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ კლიენტს სხვა რაიმე საფუძვლით ბანკის წინაშე ეკისრება გადახდის ვალდებულება (საპროცესო ხარჯები, სხვა სახელშეკრულებო/არასახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე გადასახდელი და სხვა), ასეთი ვალდებულება შესრულდება წინამდებარე პუნქტის პირველი წინადადებით განსაზღვრული ვალდებულებ(ებ)ის შესრულებამდე, პირველ რიგში. ხოლო ბანკის წინაშე შესასრულებელი ვალდებულებებისათვის თანხების ჩამოწერის შემდეგ, ბანკი უფლებამოსილია მოახდინოს დაზღვევის პრემიის თანხების, ნოტარიუსის საფასურის, კრედიტის უზრუნველყოფის გარიგებების რეგისტრაციის საფასურის და მიზნობრივად გადასარიცხი თანხების უაქცეპტო წესით ჩამოწერა და შესაბამისი პირებისათის მათი გადარიცხვა. კლიენტი ბანკს უფლებას ანიჭებს ცალმხრივად შეცვალოს ამ პუნქტში მოცემული ვალდებულების დაფარვის რიგითობის წესი; ამასთან. ერთზე მეტი მიმდინარე დავალიანების არსებობის შემთხვევაში, როდესაც კლიენტის ანგარიშზე განთავსებული თანხა არ არის საკმარისი ერთზე მეტი ვადამოსული/ვადაგადაცილებული ვალდებულების სრულად შესასრულებლად, xxxxxx მიერ მოხდება კლიენტისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინებით/სატელეფონო ზარით ვალდებულების დაფარვის რიგითობის ამორჩევის შესახებ შეტყობინების გაგზავნა. კლიენტი ვალდებულია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში ამოირჩიოს/დააფიქსიროს ვალდებულებ(ებ)ის დაფარვის რიგითობა მისთვის მოსახერხებელი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე საკომუნიკაციო საშუალებით. ბანკი უფლებამოსილია კლიენტის მხრიდან შესაბამისი პასუხის დაფიქსირებამდე დაბლოკოს, ანგარიშზე არსებული თანხა ან გადაიტანოს შიდა საბანკო/სასესხო ანგარიშზე ან/და ზემოაღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს კლიენტის ვადამოსული/ვადაგადაცილებული ვალდებულებების დაფარვის რიგითობის საკითხი.
5.5. ბანკი უფლებამოსილია, მსესხებლის ნებისმიერ მიმდინარე ანგარიშზე/ანგარიშებზე, ასევე სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხები (მათ, შორის დაარღვიოს სადეპოზიტო ხელშეკრულება ვადის გასვლამდე) უაქცეპტო წესით ჩამოწეროს და დაფაროს წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მსესხებლის ვადამოსული დავალიანება, ხელშეკრულების 5.2 პუნქტით გათვალისწინებული წესის დაცვით ბანკი არ არის უფლებამოსილი მსესხებლის ვადიანი სადეპოზიტო ანგარიშიდან, მისი ვადის გასვლამდე, დაფაროს წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მსესხებლის ვადამოსული დავალიანება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კრედიტი უზრუნველყოფილია დეპოზიტის ხელშეკრულებით.
5.6. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტთან გაფორმებული წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე გადახდის თარიღი დაემთხვა არასამუშაო დღეს, ამგვარი გადახდა უნდა განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს. ასეთ შემთხვევაში კლიენტის დავალიანებას არ დაერიცხება პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის.
მუხლი 6. ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა
6.1. ბანკს უფლება აქვს შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლიენტს ბანკისთვის ოვერდრაფტის ძირითადი თანხის დაბრუნება დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან, პირგასამტეხლოსთან და სხვა გადასახდელებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იმ შემთხვევაში თუ დადგება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი გარემოება:
6.1.1. წარმოიქმნა არაუზრუნველყოფილი (ნაწილობრივ უზრუნველყოფილი) საკრედიტო დავალიანება;
6.1.2. კლიენტი დაარღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით გაცემული ოვერდრაფტის ძირითადი თანხის ან/და საპროცენტო სარგებლის დაფარვის შეთანხმებულ გრაფიკს (ასეთი არსებობის შემთხვევაში) ზედიზედ ორჯერ მაინც (იმ შემთხვევაში თუ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტი დაბრუნება ნაწილ-ნაწილ ორზე მეტი გადახდის გზით), ან/და დაარღვევს ნებისმიერი საკრედიტო პროდუქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადას და არ დაფარავს მიმდინარე დავალიანებას სრულად ბანკის მიერ დამატებით მიცემულ ვადაში. გრაფიკით/ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილობრივ გადახდა არ ჩაითვლება გრაფიკის/ხელშეკრულების შესრულებად;
6.1.3. კლიენტის მიერ ოვერდრაფტი გამოიყენება არამიზნობრივად;
6.1.4. კლიენტი დროულად არ წარადგენს ბანკში ამ უკანასკნელის მიერ გამოთხოვილ დოკუმენტაციას და
მონაცემებს, მათ შორის ბუღალტრული და სტატისტიკური ანგარიშგებების ჩათვლით;
6.1.5. კლიენტმა ბანკში წარადგინა არასწორი ან არასრული საფინანსო - სამეურნეო და კორპორაციული მონაცემები, ან არ შეასრულა ბანკის მოთხოვნა ანგარიშებზე თანხის ბრუნვის შესახებ;
6.1.6. მნიშვნელოვნად გაუარესდა კლიენტის ფინანსური მდგომარეობა ან არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კლიენტის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდება;
6.1.7. კლიენტმა დაარღვია სადაზღვევო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირობები;
6.1.8. კლიენტი ან შესაბამისი ხელშეკრულების მხარე დაარღვევს მის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით (მათ შორის უზრუნველყოფის ხელშეკრულებებით) ნაკისრ ნებისმიერ ვალდებულებას;
6.1.9. არ შესრულდება (დაირღვევა) რომელიმე წინაპირობა, დამატებითი პირობა ან/და ბანკის მიერ კლიენტისთვის წაყენებული მოთხოვნა;
6.1.10. კლიენტის აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი (20 პროცენტი ან მეტი) გასხვისდება/უფლებრივად დაიტვირთება ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
6.1.11. კლიენტი იკისრებს ნებისმიერ ვალდებულებას ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, წინამდებარე ხელშეკრულების 4.1.5. პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით;
6.1.12. გაუარესდება კლიენტის, მისი თავდების, ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების ნებისმიერი მხარის ან/და გარანტის ქონებრივი ან/და ფინანსური მდგომარეობა ან შეიქმნება ასეთი გარემოების დადგომის საფრთხე;
6.1.13. კლიენტის მიმართ დაიწყება სასამართლო/საარბიტრაჟო დავა ან/დასააღსრულებო წარმოება. კლიენტის რომელიმე საბანკო ანგარიშს ან კლიენტის კუთვნილ ქონებას (ნებისმიერ ნივთს ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს) დაედება ყადაღა ან კლიენტის ან მისი ქონების მიმართ გამოყენებული იქნება სარჩელის, გადაწყვეტილების აღსრულების ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ნებისმიერი ღონისძიება; რაიმე უფლებით, ვალდებულებით ან/და შეზღუდვით (მათ შორის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებით, ყადაღით და სხვა) დაიტვირთება ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დაგირავებული ან იპოთეკით დატვირთული ნებისმიერი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე;
6.1.14. ნებისმიერი განცხადება ან გარანტია, რომელსაც ადასტურებდა მსესხებელი ან რაც კავშირშია წინამდებარე ხელშეკრულებასთან, აღმოჩნდება არსებითად არასწორი.
6.2. ამ ხელშეკრულების 7.1. პუნქტში აღწერილი ნებისმიერი გარემოების დადგომის შემთხვევაში (მიუხედავად მათ დადგომაში კლიენტის, მესამე პირის ან სხვა ნებისმიერი პირის ბრალეულობისა) კლიენტი ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ (ან ბანკის მიერ მითითებულ ვადაში) დაუბრუნოს ოვერდრაფტის ძირითადი თანხა, მასზე დარიცხულ სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შეასრულოს ბანკის წინაშე ნაკისრი ყველა ფინანსური ვალდებულება;
6.3. კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს ამ ხელშეკრულების 7.1. პუნქტებში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების დადგომის ან მისი დადგომის მოლოდინის შესახებ.
6.4. თუ წინამდებარე ოვერდრაფტის მოქმედების პერიოდის განმავლობაში, ნებისმიერი უწყვეტი 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, კლიენტის მიერ ათვისებული ოვერდრაფტის საერთო თანხა არ აღემატება ოვერდრაფტის ლიმიტის 20%-ს (ოცი პროცენტს), ბანკი უფლებამოსილია: (1) ცალმხრივად ვადამდე შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება, თუ აუთვისებელია მთლიანი ოვერდრაფტის ლიმიტი; ან (2) ცალმხრივად შეამციროს ოვერდრაფტის ლიმიტი, თუ კლიენტს ათვისებული აქვს ოვერდრაფტის ლიმიტის თანხის ნაწილი. კლიენტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, ოვერდაფტის ლიმიტის შემცირება/აუთვისებელი მთლიანი ოვერდრაფტის ლიმიტის გაუქმება დასაშვებია ნებისმიერ დროს. ოვერდრაფტის ლიმიტის შემცირება ხდება ლიმიტიდან ფაქტობრივად ათვისებული თანხის ოდენობამდე. ხელშეკრულების შეწყვეტის ან ოვერდრაფტის ლიმიტის შემცირების შესახებ ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება კლიენტს. წინამდებარე პუნქტის შესაბამისად ოვერდრაფტის ლიმიტის შემცირების შემდეგ, ოვერდრაფტის ლიმიტის გაზრდა ხდება მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე;
მუხლი 7. მხარეთა პასუხისმგებლობის ფარგლები
7.1. მსესხებელი ვალდებულია, ანაზღაუროს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი პირობის დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიყენებული ზიანი;
7.2. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის (როგორც იპოთეკარის ან/და მოგირავნის) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის საკუთრებაში მიღების მომენტისთვის იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის ღირებულება არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის ღირებულების ტოლი თანხის ოდენობით და დარჩენილ თანხაზე/ნაშთზე კლიენტის პასუხისმგებლობა ძალაში რჩება. საკუთრებაში მიღებული საგნის ღირებულება განისაზღვრება ბანკის მიერ ქონების საკუთრებაში მიღების მომენტისთვის ქონების სალიკვიდაციო ღირებულებით;
7.3. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის/გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის ოდენობით და დარჩენილ თანხაზე/ნაშთზე კლიენტის პასუხისმგებლობა ძალაში რჩება;
7.4. ბანკს უფლება აქვს მოითხოვოს აღსრულების მიქცევა კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (კლიენტის კუთვნილ ნებისმიერ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე), მიუხედავად იმისა უზრუნველყოფილია, თუ არა კლიენტის ვალდებულება (ბანკის მოთხოვნა) სხვა სანივთო უფლებით (იპოთეკით, გირავნობით);
7.5. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ოვერდრაფტის დაბრუნების ვადაგადაცილების შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს ბანკს საურავი ვადაგადაცილებული ოვერდრაფტის ძირითადი თანხის წლიური 36.00 (ოცდათექვსმეტი) პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე,ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამურმა მოცულობამ არ უნდა გადააჭარბოს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1,5-მაგ ოდენობას
7.6. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ოვერდრაფტზე დარიცხული პროცენტების დროულად და სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს ბანკს საურავი ვადაგადაცილებული პროცენტის თანხის წლიური 36.00 (ოცდათექვსმეტი) პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამურმა მოცულობამ არ უნდა გადააჭარბოს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1,5-მაგ ოდენობას.
7.7. ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (გარდა ისეთი ხარჯებისა, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის
0.27 პროცენტს თითოეული დღისთვის. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული 0.27 პროცენტის მიზნებისათვის, გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ/დაკისრებულ პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსურ სანქციაში არ გაითვალისწინება სესხის ვადის გადაცილებისას (ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე) პირგასამტეხლოს სახით ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარის (ან უცხოური ვალუტით მისი ეკვივალენტის), აგრეთვე სესხის რეფინანსირების ან სესხის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში წინსწრებით დაფარვის საკომისიოს დაკისრება.
მუხლი 8. კლიენტის განცხადებები და გარანტიები
8.1. კლიენტი აცხადებს და ადასტურებს, რომ:
8.1.1. აქვს წინამდებარე ხელშეკრულების დადებისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილება;
8.1.2. არ მონაწილეობდა და არ მონაწილეობს არც ერთ სასამართლო პროცესში (მოსარჩელის, მოპასუხის ან მესამე პირის სახით), რითაც საფრთხეს უქმნის კლიენტის ვალდებულებების შესრულებას, კლიენტის ქონებას ან/და აქტივებს;
8.1.3. ამ ხელშეკრულების დადებისას, იგი არ იმყოფება შეცდომის, მოტყუების, მის წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობის ან მუქარის გავლენის ქვეშ;
8.1.4. xxxxxxxxxx მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის ზუსტი, სრული, უტყუარი და ამომწურავი დეტალურად იცნობს და მისთვის მისაღებია დაკრედიტების (მათ შორის საკრედიტო პროდუქტების) ყველა პირობა;
8.1.5. კლიენტი სრულად არის გაცნობილი გენერალური ხელშეკრულების ტექსტს და მის პირობებს, მისთვის ცნობილია, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება გენერალური ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას;
8.1.6. დაუყოვნებლივ აცნობებს ბანკს მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების, საკონტაქტო ინფორმაციის, სტატუსის ან საქმიანობის სახის ნებისმიერი ცვლილების შესახებ, ასევე მის წინააღმდეგ სასამართლო/საარბიტრაჟო პროცესის დაწყების შესახებ.
8.1.7. წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებამდე სრულად გაეცნო საკრედიტო პროდუქტით სარგებლობასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო ფინანსურ ხარჯს, ინფორმირებულია კრედიტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკების და სავალუტო რისკების შესახებ და თანახმაა, გააფორმოს წინამდებარე საკრედიტო ხელშეკრულება.
8.1.8. გაცნობიერებული აქვს კრედიტის დაუბრუნებლობის სამართლებრივი შედეგები. კერძოდ, მსესხებლის მიერ ბანკთან შეთანხმებული გრაფიკის ან/და წინამდებარე ხელშეკრულების სხვა პირობების დარღვევის და ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია დააყადაღოს მსესხებლის კუთვნილი უძრავ/მოძრავი ქონება, მათ შორის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე და საბანკო ანგარიშები, მსესხებლის არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით განახორციელოს მსესხებლის კუთვნილი უძრავ/მოძრავი ქონების, მათ შორის არამატერიალური ქონებრივი სიკეთის რეალიზაცია.
8.1.9. ბანკს აძლევს უპირობო და გამოუთხოვად თანხმობას, წინამდებარე საკრედიტო ხელშეკრულების ასლები (თავსართთან და დანართთან ერთად) ან/და სხვა ნებისმიერი სახელშეკრულებო ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს თავდებისა და/ან იპოთეკის/გირავნობის საგნის მესაკუთრისათვის.
8.1.10. კლიენტი გამოხატავს თანხმობას და უფლებას აძლევს სს „ბანკი ქართუს“, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, დაამუშაოს წინამდებარე დოკუმენტში და ბანკში დაცული კლიენტის ინფორმაცია, ასევე, კლიენტის შესახებ ბიუროში დაცული ინფორმაცია გადახდისუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის. კლიენტი აცნობიერებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებს, რომ კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
8.1.11. კლიენტი ადასტურებს, რომ ბანკი შეაგროვებს/დაამუშავებს კლიენტის შესახებ ყველა იმ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდებასთან და ინფორმაციის მიღებასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია მუშავდება კლიენტის გადახდისუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის და ხელმისაწვდომი იქნება ბიუროში ჩართული სესხის გამცემი ორგანიზაცი(ებ)ისთვის და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირ(ებ)ისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8.2. ბანკს უფლება აქვს ბიუროსთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად:
8.2.1. კლიენტის შესახებ ბანკის ხელთ არსებული ინფორმაცია გადასცეს ბიუროს, რის საფუძველზეც კლიენტი აღირიცხება ბიუროს მონაცემთა ბაზაში;
8.2.2. გაეცნოს ბიუროს მონაცემთა ბაზაში აღრიცხულ ინფორმაციას კლიენტის შესახებ (მათ შორის, კლიენტის საკრედიტო ისტორიას).
8.3. კლიენტი ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს, კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე შეუზღუდავად (ნებისმიერი მოცულობითა და რაოდენობით):
8.3.1. მოითხოვოს და მიიღოს კლიენტის შესახებ ნებისმიერ პირთან თუ ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული ნებისმიერი სახის პერსონალური ინფორმაცია (მონაცემები, ჩანაწერები ან/და საბუთები). წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირ(ებ)ი აცხადებს/აცხადებენ თანხმობას, რომ სს „ბანკი ქართუმ“ კანონმდებლობით დადგენილი წესით, კლიენტისთვის საბანკო მომსახურების ეფექტური და შეუფერხებელი გაწევის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად, მათ შორის, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად შესასრულებლად) და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიიღოს, ბანკისთვის აუცილებელი, კლიენტის პერსონალური მონაცემები;
8.3.2. სასამართლოს, არბიტრაჟს ან/და მესამე პირს (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში) გადასცეს კლიენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის კლიენტის საბანკო ანგარიშების, შესრულებული ოპერაციების, ანგარიშებზე არსებული ნაშთების, კლიენტის ვალდებულებების შესახებ მონაცემები) და კლიენტთან გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება.
8.3.3. მიმდინარე ვალდებულებების მოქმედების პერიოდში განახორციელოს კლიენტის საკრედიტო, არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის გადამოწმება ბიუროში კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე მისი გადახდისუნარიანობის შეფასების მიზნებისათვის.
8.4. კლიენტი გარანტიას იძლევა და კისრულობს ვალდებულებას:
8.4.1. ბანკის წერილობითი თანხმობის გარეშე არ იკისროს ახალი ვალდებულებები/არ აიღოს ახალი ვალი და არ გახარჯოს ფულადი სახსრები ან სხვა ქონება, რითაც შეიძლება შემცირდეს მისი კუთვნილი ქონებრივი მასა და საფრთხის ქვეშ დადგეს წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულება;
8.4.2. ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, როგორც საკრედიტო პროდუქტების გაცემამდე ისე მისი გაცემის შემდეგ ნებისმიერ დროს, არაუმეტეს 10 (ათი) დღის ვადაში მიაწოდოს მას ანგარიში და ყველა დოკუმენტაცია დაკავშირებული მის ფინანსურ მდგომარეობასთან და საქმიან ოპერაციებთან;
8.4.3. დაუშვას ბანკის წარმომადგენლები მის კუთვნილ საწარმოში, ოფისში, ან იმ ტერიტორიაზე, სადაც იგი ახორციელებს საქმიანობას.
8.5 ბანკი უფლებამოსილია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, საპროცენტო განაკვეთის გაზრდის შესახებ აცნობოს კლიენტს, ხოლო არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფის მესაკუთრეს/თავდებს/სოლიდარულ თავდებს, ხოლო კლიენტის მიერ კრედიტის ვადაგადაცილებისა და სხვა ნებისმიერი ტიპის დავალიანების წარმოშობის, ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შეწყვეტის/დროებით შეჩერების შემთხვევაში აცნობოს უზრუნველყოფის მესაკუთრეს/თავდებს/სოლიდარულ თავდებს. ზემოაღნიშნულ პირებს, ასევე გენერალური ხელშეკრულების ყველა მონაწილე მსესხებელს ყოველი ცალკეული კრედიტის მიწოდებისას და არსებულ საკრედიტო ხელშეკრულებაში მნიშვნელოვანი პირობების ცვლილებამდე/მის შემდეგ მიაწოდოს ინფორმაცია. ასევე, შეატყობინოს კლიენტს ბანკის მიერ გაცემული სესხის მესამე პირზე გასხვისების შემთხვევაში.
8.6 ბანკი უფლებამოსილია საბანკო მომსახურების უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით, საკუთარი ინიციატივით გაუაქტიუროს კლიენტს SMS ბანკი - უფასოდ მომსახურების პირობით. ამავდროულად, ბანკს უფლება აქვს, კლიენტის მიერ ვალდებულებების სრულად დაფარვის შემდგომ, ნებისმიერ დროს გაუთიშოს კლიენტს საკუთარი ინიციატივით გააქტიურებული SMS ბანკი.
მუხლი 9. პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები [ფორს-მაჟორი]
9.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების სრული და ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის დაუძლეველი ძალის [ფორს-მაჟორი] მოქმედების პერიოდში, თუ მისი მიზეზით შეუძლებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება/ან ჯეროვანი შესრულება;
9.2. „დაუძლეველი ძალის“ ქვეშ იგულისხმება გარემოებები, რომლებიც არ არსებობდა წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დროს და რომელთა დადგომა და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ და გადაელახათ. კერძოდ: სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათი მხრიდან შეუძლებელია;
9.3. თუ ნებისმიერმა ზემოთნახსენებმა გარემოებებმა უშუალოდ იმოქმედეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადებზე, მაშინ ეს ვადები ამ გარემოებების მოქმედების დროის შესაბამისად, თანაბარზომიერად გაიზრდება;
9.4. მხარემ, რომლისთვისაც ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო შეუძლებელი შეიქნა ვალდებულებების შესრულება, ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღისა ამ გარემოებების დადგომიდან და/ ან დასრულებიდან, წერილობით აცნობოს მეორე მხარეს;
9.5. შეუტყობინებლობის და/ან დაგვიანებული შეტყობინების შემთხვევაში იგი კარგავს უფლებას, დაეყრდნოს
ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს;
9.6. შეტყობინებაში მითითებული ფაქტები დადასტურებულ უნდა იქნეს კომპეტენტური ორგანოს მიერ. დადასტურება არ არის საჭირო, თუ აღნიშნული ფაქტები საყოველთაოდაა ცნობილი;
9.7. თუ დაუძლეველი ძალის მოქმედება გაგრძელდება ერთ თვეზე მეტხანს, მხარეები უფლებამოსილნი არიან შეცვალონ ხელშეკრულების პირობები. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას წყვეტს საერთო სასამართლო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 10. კონფიდენციალურობის დაცვა
10.1. მხარეები ვალდებულნი არიან, არ გაახმაურონ კონფიდენციალური ინფორმაცია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში და მის დასრულების შემდეგაც მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. კონფიდენციალური ინფორმაცია გულისხმობს ამ ხელშეკრულებიდან ან/და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი სხვა სახის შეთანხმებიდან გამომდინარე დოკუმენტურ ან სხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის: ბანკისა და კლიენტის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას, რომლითაც სარგებლობა შეზღუდული ან აკრძალულია მხარეთა შეთანხმებით/ან და კანონით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება:
10.1.1. იმ ინფორმაციაზე, რომელიც არის ან გახდება გარეშე პირებისათვის ხელმისაწვდომი მხარეთაგან დამოუკიდებლად;
10.1.2. იმ ინფორმაციაზე, რომლის მოპოვებაც მოხდება სხვა წყაროებიდან;
10.1.3. იმ ინფორმაციაზე, რომლის გამჟღავნებაც მოხდება რომელიმე მხარის მიერ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
10.1.4. იმ ინფორმაციაზე, რომელიც ბანკმა გასცა ან/და მიიღო წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად.
10.2. კლიენტი აცხადებს თანხმობას მის შესახებ ბანკში არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან და ოვერდრაფტის ანგარიშთან/განხორციელებულ (განსახორციელებელ) ოპერაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ბანკმა გადასცეს სხვა კომერციულ ბანკს, ასევე ბანკის მიერ შერჩეულ მხოლოდ იმ მესამე პირს, რომელთანაც ბანკს გაფორმებული ექნება ხელშეკრულება კონფიდენციალობის დაცვის შესახებ და, თუ აღნიშნული მესამე პირი უზრუნველყოფს კლიენტის პერსონალური მონაცემების სათანადო დაცვას, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამის უფლებამოსილ პირს, მათ შორის ბანკის ფინანსური მდგომარეობის შემოწმების მიზნებისთვის აუდიტორს, საგადასახადო კონსულტანტს, მრჩეველს, შემფასებელს და მათ დამხმარე პირებს, ბანკსა და კლიენტის შორის სასამართლო დავის (სამოქალაქო ან ადმინისტრაციული), სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას, ადმინისტრაციული სამართალწარმოების, საარბიტრაჟო წარმოების ან მედიაციის არსებობის შემთხვევაში - სასამართლოს, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, არბიტრაჟს, მედიატორებს, შეუზღუდავად, მიუხედავად იმისა დახურულია თუ არა სხდომა/წარმოება (ხოლო თუ სამართლებრივი დავის მხარე არ არის კლიენტი, თუ სხდომა/წარმოება დახურულია ან სასამართლოს/სხვა ორგანოს/პირის კანონიერი დავალებით, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ბანკმა მოითხოვა სხდომის/წარმოების დახურვა/გასაიდუმლოება, მაგრამ უარი ეთქვა), ადვოკატ(ებ)ს, კონსულტანტ(ებ)ს და მათ დამხმარე პირებს, ასევე ბანკის მიერ კლიენტის მიმართ თავისი უფლება-მოვალებების მესამე პირებისთვის კანონისმიერი ან სახელშეკრულებო წესით დათმობის/გადაცემის მომზადების/დადების/შესრულების მიზნით.
მუხლი 11. დასკვნითი დებულებები
11.1. ხელშეკრულება მოქმედებას იწყებს მხარეების მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და წყდება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების ან წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვლენების დადგომის შემთხვევებში;
11.2. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ამ ხელშეკრულების არსებობის, ნამდვილობის და შეწყვეტის შესახებ დავის ჩათვლით, და რომელთაც მხარეები ვერ მოაგვარებენ მოლაპარაკების გზით, უნდა გადაეცეს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს საერთო სასამართლოს;
11.3. ბანკი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულებიდან ან/და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი სხვა სახის შეთანხმებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილება მიაქციოს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
11.4. მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობით ფორმას უთანაბრდება xxxxxx მიერ შეტყობინების გაგზავნა ინტერნეტ ბანკის მეშვეობით რა დროსაც ინტერნეტ ბანკით განხორციელებულ ხელმოწერას აქვს მატერიალური დოკუმენტისა და პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.. ოპერატიულობის მიზნით, დასაშვებია მეორე მხარისათვის შეტყობინების მიწოდება დეპეშით, ტელექსის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, ან ბანკის მიერ დადგენილი ნებისმიერი სხვა ოპერატიული საშუალებით გზავნილის გზით, იმ პირობით რომ, მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, ამგვარი მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში მას წარედგინება შეტყობინების წერილობითი ფორმაც;
11.5. წინამდებარე ხელშეკრულებით შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება:
11.5.1. ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს, თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია ადრესატის მიერ
(მათ შორის ელექტრონული დოკუმენტით, ქვითრით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით და ა.შ.);
11.5.2. თუ შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული ადრესატის მიერ, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება სათანადო წესით გაგზავნილად და ადრესატის მიერ მიღებულად ჩაითვლება:
11.5.2.1. კურიერის ან საფოსტო გზავნილის მეშვეობით წერილობითი შეტყობინების ან დეპეშის გაგზავნის შემთხვევაში - (ა) თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ, გაგაზავნიდან 3 (სამი) კალენდარულ დღეში, ან ჩაბარების დადასტურების თარიღის დღეს (რომელსაც უფრო ადრე ექნება ადგილი); (ბ) თუ შტყობინება გაგზავნილია მესაკუთრის/კლიენტის მიერ, ბანკის კანცელარიაში შეტყობინების დარეგისტრირების მომდევნო სამუშაო დღეს;
11.5.2.2. ინტერნეტ ბანკის მეშვეობით, xxxxxx მიერ შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში, შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება გაგზავნის თარიღიდან 3 (სამი) დღის ვადაში, მიუხედავად შეტყობინების ფაქტობრივად გაცნობის თარიღისა. კლიენტი ვალდებულია რეგულარულად, თვეში ერთხელ მაინც, გაეცნოს ინტერნეტ ბანკის მეშვეობით მიღებულ შეტყობინებებს.
11.5.2.3. ფაქსის, ტელექსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და სხვა ელექტრონული საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში - (ა) თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ, გაგზავნის თარიღიდან მე-2 (მეორე) სამუშაო დღეს; (ბ) თუ შეტყობინება გაგზავნილია კლიენტის მიერ ბანკის მიერ შესაბამისი შეტყობინების მიღების დადასტურების თარიღიდან;
11.6. თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ, იგი მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემებზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას;
11.7. მხარეები ურთიერთობას განახორციელებენ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებ(ებ)ით განსაზღვრულ მისამართზე/ საკონტაქტო მონაცემებზე ან სხვა ნებისმიერ მისამართზე, საკონტაქტო მონაცემებზე, რომელთაც ერთი მხარე აცნობებს მეორეს წერილობით, აგრეთვე ბანკისთვის ცნობილ კლიენტის სხვა მისამართ(ებ)ზე. თითოეული მხარე ვალდებულია აღნიშნული მისამართ(ებ)ის ან მათი რომელიმე მონაცემის ცვლილების შემთხვევაში დროულად აცნობოს მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარი მიერ აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ურთიერთობა (შეტყობინების გაგზავნა და სხვა) ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად;
11.8. იმ საკითხების მოწესრიგებისას, რომლებიც ამ ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით;
11.9. წინამდებარე ხელშეკრულების სათაურებისა და ფრაზების ნუმერაციას აქვს მხოლოდ პირობითი ხასიათი. ნუმერაციის მიზანია დოკუმენტის სისტემურად გამართვა და ადვილად წაკითხვადობა, და აღნიშნული ვერ მოახდენს გავლენას წინამდებარე ხელშეკრულების პირობების ან/და მთლიანი ხელშეკრულების ინტერპრეტაციაზე;
11.10. წინამდებარე ხელშეკრულების ცვლილება ხდება შემდეგი წესის დაცვით:
11.10.1 ბანკის მიერ კლიენტის სასარგებლოდ, ხელშეკრულების ცვლილება ცალმხრივად, კლიენტის თანხმობის ან/და მისთვის წინასწარ შეტყობინების გარეშე. კლიენტის სასარგებლოდ პირობების ცვლილებაში იგულისხმება საბანკო კრედიტის (ან ნებისმიერი საკრედიტო პროდუქტის) საპროცენტო განაკვეთის შემცირება, (მათ შორის,
რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებიდან გამომდინარე პროცენტის ოდენობის ცვლილება) ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი საკომისიოს, მომსახურების საფასურის, პირგასამტეხლოს თანხის და სხვა ნებისმიერი გადასახდელის შემცირება/გაუქმება, გადახდის ვადის გაგრძელება, საშეღავათო პერიოდის დაწესება ან მისი ვადის გაგრძელება, კლიენტის მიერ შესასრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულების/პირობის/დამატებითი პირობის (მთლიანად ან ნაწილობრივ) გაუქმება ან მისი შესრულებისთვის დადგენილი ვადის გაზრდა/დამატებითი ვადის მიცემა, კლიენტის განცხადების/მიმართვის/თანხმობის საფუძველზე გრაფიკის ან ხელშეკრულების სხვა პირობ(ებ)ის შეცვლა, ან ნებისმიერი ისეთი ცვლილების განხორციელება, რომელიც აუმჯობესებს კლიენტის მიერ საბანკო პროდუქტით სარგებლობის პირობებს. წინამდებარე პუნქტში მითითებული სახელშეკრულებო პირობების ნებისმიერ ცვლილებას კლიენტი შეიძლება დაეყრდნოს, მხოლოდ ბანკის მხრიდან, შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების ცვლილების, ოფიციალურად, წერილობით, დადასტურების შემთხვევაში. კლიენტს ნებისმიერ დროს აქვს უფლება მოსთხოვოს ბანკს ინფორმაცია, მის სასარგებლოდ სახელშეკრულებო პირობების ცვლილებაზე. ბანკი უფლებამოსილია 11.10.4 პუნქტით გათვალისწინებული წესით აცნობოს კლიენტს განხორციელებული ცვლილების თაობაზე., ბანკს, კლიენტის ან სხვა ნებისმიერი პირის მხრიდან, არ შეიძლება დაეკისროს რაიმე პასუხისმგებლობა კლიენტის სასარგებლოდ სახელშეკრულებო პირობების ცვლილებისთვის, მასთან დაკავშირებული გადასახდელის/სახელმწიფო გადასახადის და სხვა შედეგების გამო.
11.10.2 ბანკის მიერ ხელშეკრულბის პირობ(ებ)ის ცვლილება, გარდა 11.10.1 პუნქტში მითითებული კლიენტის სასარგებლოდ ხელშეკრულების ცვლილებისა, ხელშეკრულების ცვლილებამდე 1 (ერთი) თვით ადრე კლიენტის შეტყობინების გზით ხოლო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულების ცვლილებამდე 2 (ორი) თვით ადრე კლიენტის/უზრუნველყოფის მესაკუთრის/თავდების/სოლიდარული თავდების შეტყობინების გზით და შემდგომ ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობის ბანკის მიერ ცალმხრივად შეცვლით. ხელშეკრულების პირობის ცვლილების შესახებ, ინფორმირება მოხდება 11.10.4 პუნქტით გათვლისწინებული წესით.
11.10.3 წინამდებარე ხელშეკრულების 11.10.1-11.10.2 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა ხელშეკრულების ცვლილების სხვა შემთხვევაში, ასევე ბანკის მოთხოვნის/ბანკის თანხმობით, კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში 11.10.1-11.10.2 პუნქტით გათვალისწინებულ ცვლილებებზე, წინამდებარე ხელშეკრულების ცვლილება მხარეთა ორმხრივი წერილობითი შეთანხმების გზით.
11.10.4. მხარეთა შეთანხმებით, xxxxxx მიერ კლიენტისთვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ინფორმაციის/შეტყობინების მისაწოდებლად ბანკის მიერ გამოყენებულ იქნება მოკლე ტექსტური შეტყობინება ან/და სატელეფონო ზარი, ბანკში ან წინამდებარე ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ კლიენტის საკონტაქტო ნომერზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტული პუნქი ითვალისწინებს შეტყობინების ალტერნატიულ ფორმას ან ბანკი აირჩევს შეტყობინების/ინფორმაციის მიწოდების ფორმად 11.4 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე სხვა ფორმას). თუ მოკლე ტექსტური შეტყობინებიდან/სატელეოფონო ზარიდან ირკვევა, რომ კლიენტის მხრიდან უნდა შესრულდეს გარკვეული მოქმედებები შეტყობინების სრული ტექსტის და შეტყობინების/ინფორმაციის პირობების სრულად სანახავად, მაშინ კლიენტი ვალდებულია შეასრულოს შესაბამისი მოქმედებები, მათ შორის ნახოს შეტყობინება ინტერნეტ ბანკში, ბანკის ვებ გვერდზე, ან/და გამოცხადდეს ბანკის ოფისში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკი არ აგებს პასუხს კლიენტის არასაკმარის ინფორმირებულობაზე ან/და შეტყობინების სისრულესთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე. კლიენტი ვალდებულია იქონიოს მობილური ტელეფონი გამართულ/ჩართულ მდგომარეობაში, მათ შორის იგულისხმება ქართული და ლათინური შრიფტის/ფონტის წამკითხველი პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი არ აგებს პასუხს ამით გამოწვეულ შედეგებზე/ზიანზე; ამასთან, ბანკი არ აგებს პასუხს წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის, თუ მსესხებელთან, უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრესთან, თავდებთან/სოლიდარულ თავდებთან დაკავშირება/მისთვის ინფორმაციის მიწოდება ვერ ხერხდება ადრესატის მიერ საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილების გამო და/ან შეიცვალა უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრე და აღნიშნულის შესახებ მსესხებელს და/ან ადრესატს არ უცნობებია ბანკისთვის. წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული დათქმა ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინებით/სატელეფონო ზარით მიწოდების შესახებ, არ გამორიცხავს ინფორმაციის მიწოდებას როგორც წერილობითი, ასევე სხვა ტექნიკური საშუალებით (ინტერნეტ ბანკით, ელ. ფოსტით შეტყობინება და ა.შ.).
11.11 მხარეები თანხმდებიან, რომ თუ წინამდებარე ხელშეკრულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა განპირობებულია კანონის ან/და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე, ეს ცვლილებები მხარეებისათვის შესასრულებლად სავალდებულო გახდება, კანონმდებლობის შესაბამისად, ნორმატიული აქტების ძალაში შესვლის დღიდან, მიუხედავად იმისა გააფორმებენ თუ არა მხარეები შესაბამისი ცვლილებების დოკუმენტს. ასეთი გარემოებების დადგომის დროს, თუ ხდება კლიენტის სასარგებლოდ პირობების ცვლილება, ბანკს არ ეკისრება ვალდებულება მოახდინოს მეორე მხარისათვის ცვლილებების შესახებ შეტყობინების გაგზავნა.
11.12. თუ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი მიჩნეულ იქნება ბათილად, ეს გავლენას ვერ მოახდენს ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტების ნადვილობაზე. ბათილი დებულების ნაცვლად გამოიყენება ის დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზანი;
11.13. კლიენტს არ აქვს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების ან/და ვალდებულების მესამე პირისთვის გადაცემის უფლება ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის ან/და ბანკთან დადებული ხელშეკრულების გარეშე. ბანკი, როგორც ამ ხელშეკრულების კრედიტორი, უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, მესაკუთრის/კლიენტის თანხმობის გარეშე, გადასცეს ფინანსურ ორგანიზაციას წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები (მთლიანად ან ნაწილობრივ). ამასთანავე, მესაკუთრე/კლიენტი თანახმაა, ბანკმა წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები გადასცეს სხვა მესამე პირ(ებ)საც, რომლებიც არ წარმოადგენენ ფინანსურ ორგანიზაციას.(შენიშვნა: კლიენტი იურიდიული პირის შემთხვევაში)
11.14. ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად შეესატყვისება მხარეთა ნების ნამდვილობას;
11.15. წინამდებარე ხელშეკრულების დანართები წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს;
11.16. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 2 (ორი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება ბანკს, ხოლო ერთი გადაეცემა მსესხებელს.
ბანკი
[-]
ინფორმაცია
მხარეთა შესახებ
კლიენტი/მსესხებელი
[-]
საიდენტიფიკაციო ნომერი: 204891652
მისამართი: [-] ელ.ფოსტა: Xxxx@xxxxxxxxx.xx ინტერნეტ ბანკი: xxx.xx.xx
ტელეფონის ნომერი: რეგისტრაციის/ლიცენზირების ფორმა: კომერციული ბანკი
საზედამხედველო ორგანო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მის:
საიდენტიფიკაციო ნომერი: [-]
მისამართი:[-]
ელ. ფოსტა: [-]
ტელეფონის ნომერი: