Contract
ქ. თელავი , 2019 წ.
საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება
ერთის მხრივ, --------- „----------------“ (ს/კ ---------------------- ) (შემდგომში „მყიდველი“) მდებარე საქართველო,
------------------------------------, წარმოდგენელი დირექტორის ------------------------------ სახით და მეორეს მხრივ, სს „აკურა” (ს/კ 231165583) (შემდგომში „გამყიდველი“), მდებარე საქართველო, თელავის რაიონი, სოფ. აკურა, წარმოდგენილი დირექტორის xxxxx xxxxxxxxxx სახით
თითოეული წოდებული მხარედ, ხოლო ერთობლივად მხარეები, ვაფორმებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდგომში „ხელშეკრულება“) შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მყიდველის მიერ გამყიდველის საკუთრებაში არსებული 50000 ლიტრი აბსოლუტური ალკოჰოლის შემცველი ღვინის ახალგაზრდა საბრენდე სპირტი „ღვინის დისტილატი“ (სპირტის შემცველობა 67,0-75,0%-მდე) (შემდგომში „ნივთი“) შესყიდვა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
2. მხარეთა უფლება-მოვალეობები
2.1 მყიდველი უფლებამოსილია:
2.1.1 მოსთხოვოს გამყიდველს ნივთის მიღება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
2.1.2 მოსთხოვს გამყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერი და ჯეროვანი შესრულება.
2.2 მყიდველი ვალდებულია:
2.2.1 განახორციელოს ნივთის ღირებულების გადახდა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
2.2.2 შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მოახდინოს ნივთის მიღება და გატანა, ნივთის ღირებულების სრულად გადახდიდან.
2.2.3 მოახდინოს ნივთის შემოწმება მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე;
2.2.4 შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად და ჯეროვნად.
2.3 გამყიდველი უფლებამოსილია:
2.3.1 მოსთხოვოს მყიდველს ნივთის ღირებულების ანაზღაურება;
2.3.2 არ მოახდინოს ნივთის მიწოდება იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი არ მოახდენს ანგარიშსწორებას წინასწარ;
2.3.3 მყიდველის მიერ ხელშეკრულებს 2.2.3 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების 5.4 პუნქტის შესაბამისად;
2.3.4 მოსთხოვს მყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერი და ჯეროვანი შესრულება.
2.4 გამყიდველი ვალდებულია:
2.4.1 მიაწოდოს მყიდველს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
2.4.2 შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად და ჯეროვნად.
3. ნივთის მიღების პირობები
3.1.მყიდველმა ნივთი უნდა მიიღოს და გაიტანოს, საკუთარი სახსრებით შემდეგი მისამართიდან: საქართველო, ქ. xxxxxx, xxx. აკურა ( სს „აკურა“, ს.კ. 231165583);
3.2 გამყიდველი უზრუნველყოფს ნივთის მიწოდებას მყიდველისთვის, ღირებულების გადახდის შემდგომ მყიდველის შესაბამისი შეტყობინების (მოთხოვნის) მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, აღნიშნულ ვადაში მყიდველის მიერ ნივთის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ჩაუბარებლობის შემთხვევაში, გამყიდველი იხსნის პასუხისმგებლობას ნივთის დაზიანებაზე.
3.3 ნივთის მიწოდებისას მხარეთა უფლებამოსილ პირებს შორის ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.
4. ხელშეკრულების ღირებულება და ანაზღაურების პირობები
4.1 1 (ერთი) ლიტრი. ნივთის ღირებულება შეადგენს ------------------ ( ) ლარს, ნივთის
სრული ღირებულება შეადგენს ------------------- (---------------------------------------) ლარს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
4.2 მყიდველი მოახდენს ნივთის ღირებულების გადახდას წინასწარ ნივთის მიღებამდე არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. დასაშვებია ნივთის ეტაპობრივი გატანა და ანგარიშსწორება. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი არ მოახდენს ნივთის (50000 ლიტრის.) ღირებულების სრულად გადახდას ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, გამყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და ელექტრონულ აუქციონში გადახდილი ბეს თანხა არ დაუბრუნდება მყიდველს.
4.3 ელექტრონულ აუქციონში გადახდილი ბეს თანხა მყიდველს ჩაეთვლება ნივთის ღირებულების საბოლოო ანგარიშსწორებისას.
5. პასუხისმგებლობა ხელშეკრულებისპირობებისშეუსრულებლობა
5.1 ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის, არაჯეროვნად ან/და ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები.
5.2 იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველმა არ მიაწოდა მყიდველს ნივთი, გამყიდველს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა მისაწოდებელი ნივთის ღირებულების 0,01% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5.3 იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველმა მიაწოდა მყიდველს ნივთი ხელშეკრულების პირობების დარღვევით, გამყიდველს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა მოთხოვნილი ნივთის ღირებულების 0,01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5.4. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველის მიერ დაირღვევა ხელშეკრულების 2.2.3 პუნქტი, მყიდველს დაეკისრება პირგასამტეხლო გასატანი ნივთის ღირებულების 0,01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5.5 საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს ხელშეკრულების მხარეებს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებისაგან.
5.6 დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მხარეების მიერ უნდა მოხდეს წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის განმავლობაში.
6. ფორს-მაჟორი
6.1 ფორს-მაჟორი - სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყრების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა, ემბარგოს დაწესება, ასიგნებების მკვეთრი შემცირება და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორს-მაჟორად არ ითვლება მყიდველის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული.
6.2 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას.
6.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
6.4 იმ შემთხვევაში, თუ ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო იცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
7. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
7.1 ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე და მოქმედებს 2019 წლის მდე.
7.2 ხელშეკრულების ვადის გასვლა არ წარმოადგენს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველს.
8. ხელშეკრულების შეწყვეტა ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს:
ა) მხარეთა შეთანხმებით;
ბ) ხელშეკრულების ვადის გასვლის შემთხვევაში;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ერთი მხარე არღვევს ხელშეკრულების პირობებს. დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
9. კონფიდენციალური ინფორმაცია
მხარეებივალდებულნი არიან არგაამჟღავნონ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში მიღებული ინფორმაცია მესამე პირებთან და არ გამოიყენონ იგი პირადი სარგებლობისათვის. ეს ვალდებულება არ წყდება ხელშეკრულების ვადის გასვლის, შეწყვეტისა თუ სხვა გარემოების დროს.
10.მარეგულირებელი კანონმდებლობა
ხელშეკრულება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
11. დავების გადაწყვეტა
11.1 ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავები წყდება ურთიერთშეთანხმების გზით.
11.2 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეები მიმართავენ საქართველოს სასამართლოს.
12. სხვა პირობები
12.1 მყიდველი ხელს აწერს რა წინამდებარე ხელშეკრულებას, ეთანხმება საქართველოს საგადასახადო
კოდექსის 194 მუხლის „დ“ პუნქტს, რომლის მიხედვითაც იგი ვალდებულია აღნიშნული ქართული ღვინის ახალგაზრდა საბრენდე სპირტიდან აწარმოოს 220820 სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული
პროდუქცია, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნულ სააუქციონო ფასს დაემატება აქციზის განაკვეთი.
12.2 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, 2 (ორ) ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება მხარეებთან.
12.3 წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილი მხარეთა მიერ.
12.4 ხელშეკრულების ცალკეული პირობის ან მუხლის სრული ან ნაწილობირივი ბათილობა არ ახდენს გავლენას ხელშეკრულების სხვა პირობებზე.
13. მხარეთარეკვიზიტები და ხელმოწერები
მყიდველი | გამყიდველი | |
--- ---------------------- | სს „აკურა“ | |
ს/კ ------------------ | ს/კ 231165583 | |
მისამართი: --. აკურა. | მისამართი: თელავი რაიონი, სოფ. | |
bankis kodi -------------- | bankis kodi CRTUGE22 | |
ანგ #: GE--------------------------- | ანგ #: XX00XX0000000000000000 | |
დირექტორი | დირექტორი | |
---------------------- | xxxxx xxxxxxxxx |