Contract
ფორმა 1
თარიღი ხელშეკრულება ქ. თბილისი
ნების თავისუფალი გამოვლინების და ურთიერთმისაღები პირობების გათვალისწინებით, აღნიშნულ ხელშეკრულებას დებენ, ერთი მხრივ შპს ,,ახალი ქსელები“ (ს/კ211326732), წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxx xxxxxx სახით, შემდგომში „მიმწოდებლი“ და მეორე მხრივ, იურიდიული ან ფიზიკური პირი, შემდგომში “მომხმარებლად” წოდებული.
“მომხმარებელი” (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), ტელეფონის ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მისამართი
ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას ადგილობრივი სატელეფონო მომსახურების გაწევაზე "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ", "დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ",`ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის და მოქმედი სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. მომსახურების მიმწოდებელი ახორციელებს „მომხმარებლისათვის” ტელეფონის დადგმას და ციფრული სატელეფონო სადგურის საშუალებით, ძირითად და გაფართოვებულ საკომუნიკაციო მომსახურებას, დანართი 1-ის შესაბამისად, რისთვისაც მომხმარებელი იხდის დანართი 1-ით განსაზღვრულ საფასურს.
1.2. მომსახურების „მიმწოდებელი” „მომხმარებელს” ანიჭებს სააბონენტო ნომრებს
1.3. „მომხმარებლის“ მიერ განცხადების წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში რიგითობის წესით, მომსახურების „მიმწოდებელი“ აკმაყოფილებს განცხადებას, მათ შორის, განცხადებას პორტირების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მომსახურების
„მიმწოდებელი“ განმცხადებელს წარუდგენს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და ხელშეკრულება ჩაითვლება შეწყვეტილად.
2. მომსახურების სახე და ღირებულება
2.1. ტელეფონის დადგმის (მოწყობის), სააბონენტო და მომსახურების საფასურს „მომხმარებელი“ გადაუხდის „მიმწოდებელს“ დანართ#1 მითითებული ტარიფებით.
2.2 ტელეფონის დადგმის პირობები და საფასური, ძირითადი და დამატებითი მომსახურების სახეები, აგრეთვე, მათი ტარიფები მოცემულია დანართის სახით, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია.
3. ანგარიშსწორება
3.1 მომხმარებელს მომსახურების საფასურის გადახდა შეუძლია მომსახურების ოფისებში, ონლაინ გადარიცხვის გზით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან თანხის ჩარიცხვის გზით, ან ბანკის ფილიალის საშუალებით.
4. მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა
4.1 მხარეთა უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა:
ა) განისაზღვრება: საქართველოს კონსტიტუციით, სამოქალაქო კანონმდებლობით, “მეწარმეთა შესახებ”, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”, “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონებით, “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების
წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტით და სხვა მოქმედი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, რომლებიც არეგულირებს ურთიერთობას მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის.
ბ) “მიმწოდებელი” არ აგებს პასუხს არაპირდაპირ, მათ შორის იმ ზარალზე, რომელიც შეიძლება მიადგეს “მომხმარებელს” ან მის, როგორც ინტელექტუალურ, ასევე მატერიალურ ფასეულობას გარე ქსელიდან მესამე პირის მიერ ორგანიზებულ წინასწარ განსაზღვრულ (ან შემთხვევით) ჩარევის შედეგად.
4.2 “მიმწოდებელი” ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით უზრუნველყოს ტელეფონების ჩართვა და ხარისხიანი მომსახურების გაწევა დანართ #2-ში მითითებული ტელეფონის დაზიანების აღდგენის ვადების დაცვით.
4.3 “მომხმარებელი” ვალდებულია:
4.3.1. დაუბრკოლებლად დაუშვას „მიმწოდებლის“ წარმომადგენელი ტექნიკური მოწყობილობის განთავსების ადგილზე.
4.3.2. ხელშეკრულების 2.1. პუნქტში მითითებული ქსელის მოწყობის საფასური, რომელიც განისაზღვრება დანართ #1-ში და პირველი თვის სააბონენტო გადასახადი გადაიხადოს მომსახურების ჩართვის დღეს, არაუგვიანეს 23:59 საათისა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეჩერდება მომსახურების მიწოდება.
4.3.3. წინა თვის წუთობრივი და მიმდინარე თვის სააბონენტო გადასახადი გადაიხადოს მიმდინარე თვის 6 რიცხვამდე. გადაუხდელობის შემთხვაში, მომსახურების ცალმხრივად (გამავალი ზარის) შეზღუდვის შესახებ მომხმარებელი გაფრთხილებული იქნება გათიშვამდე სამი დღით ადრე ავტომოპასუხის მეშვეობით. თუ ვერ მოხდა მომხმარებელთან დაკავშირება, მიმწოდებელი განახორციელებს სამ გამაფრთხილებელ ზარს, აგრეთვე, ავტომპასუხე შეატყობინებს საცნობარო- საინფორმაციო სამსახურის ნომერს, სადაც უფასოდ შეეძლება გაიგოს ყველა საჭირო ინფორმაცია.
4.4. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების “მიმწოდებელი” სხვა მომსახურების მიმწოდებლებისგან მიიღებს მომხმარებელთა ჩამონათვალს, რომელიც გაფრთხილებულ იქნა დავალიანების გამო მოსალოდენელი შეზღუდვის შესახებ, მომხმარებელს შეეზღუდება მომსახურების ის სახე, რომლის დავალიანებაც ერიცხება (ანუ საერთაშორისო, საქალაქთაშორისო, ინტერნეტი, მობილურით მომსახურების დავალიანების შემთხვევაში შესაბამისი კოდით მომსახურება). აღნიშნული დავალიანების 6 რიცხვამდე გადაუხდელობის შემთხვევაში, მომსახურება შეეზღუდება ცალმხრივად (გამავალი ზარები).
4.5 მომხმარებლის მიერ, 4.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ან ნომრის ორმხრივი (გამავალი, შემომავალი) ზარის გათიშვის შემთხვევაში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს საგანგებო - ექსტრემალურ ნომრებზე გამავალი ზარით.
4.6. ყველა ის მომხმარებელი, რომელსაც 4.3. და 4.4 პუნქტის თანახმად მომსახურება შეეზღუდა ცალმხრივად 6 რიცხვში, 90 დღის განმავლობაში შეზღუდვის აღდგენისთვის არსებულ დავალიანებასთან (წუთობრივი და სააბონენტო გადასახადი) ერთად დამატებით იხდის აღდგენის ღირებულებას – 1 (ერთი) ლარს. აღნიშნულ ვადაში დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში,
„მომხმარებელს“ მომსახურება უწყდება (ხელშეკრულების შეწყვეტა) და ტექნიკური საშუალება იხსნება. მოხსნილი ფასიანი ნომრის უფასოდ აღდგენა ყოფილ მომხმარებელს შეეძელება მომსახურების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამ პერიოდში სატელეფონო ნომერი არ გაიცა ახალ მომხმარებელზე.
4.7 მომსახურების შეწყვეტის შემდეგ, “მიმწოდებელი“ უფლებამოსილია სატელეფონო ნომერი გასცეს სხვა მომხმარებელზე. ხელახალი დადგმა მოხდება ტექნიკური საშუალების არსებობის შემთხვევაში, მომხმარებლის სახელზე რიცხული დავალიანებისა და მიმწოდებლის მიერ დაწესებული ხელახალი დადგმის საფასურის გადახდის შემდეგ.
4.8 ”მომხმარებელი” ვალდებულია მითითებული საკონტაქტო მონაცემების ან ელექტრონული ფოსტის შეცვლის შემთხვევაში აცნობოს მომსახურების “მიმწოდებელს” საინფორმაციო სამსახურში 11 00 00 (ფიქსირებული ქსელიდან) 0800 0050 50(თბილისი) 0800 00 50 51 (ქუთაისი) (მობილური
ტელეფონიდან), ზარები უფასოა.
4.9 მომსახურების მიწოდება ნაწილობრივ ან სრულად შეჩერდება იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების მიღებისას, ისევე როგორც სააბონენტო მოწყობილობით სარგებლობისას მომხმარებელი ზიანს აყენებს მიმწოდებელს, სხვა მომხმარებლებს ან მესამე პირებს, მომხმარებლისთვის გამოყოფილი საიდენტიფიკაციო კოდის/სააბონენტო მოწყობილობის გამოყენებით ხდება ქსელში უნებართვო ჩართვა, მომსახურების გადაყიდვა, მომსახურების მიღება ხორციელდება მესამე პირთა პირადი ცხოვრების ან მათი სიმშვიდის შემლახავი, მუქარის შემცველი, მათთვის მატერიალური ზიანის მიმყენებელი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი ან სხვა ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისათვის, მათ შორის, არასერთიფიცირებული აპარატურით სარგებლობისთვის, ან სპამის ორგანიზებისათვის. მომსახურებით სარგებლობისას აწარმოებს დაუშვებელი პროდუქციის, კომპიუტერული ვირუსის, თაღლითური ან მავნე პროგრამების გავრცელებას ან გადამისამართებას ან ახორციელებს სხვა, მათ შორის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, მოგების მიღების მიზნით ან მომხმარებელი სხვაგვარად არღვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში მომსახურების მიწოდება ნაწილობრივ ან სრულად შეჩერდება ზემოაღნიშნული ქმედების ეფექტურად და დროულად აღსაკვეთად.
4.10 „მიმწოდებელი“ ვალდებულია არ გასცეს მომხმარებელის პერსონალური ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში _ სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.
4.11. „მიმწოდებელი“ უფლებამოსილია „მომხმარებლის“ მოთხოვნის შემთხვევაში, მიწოდებულ ანგარიშს თან დაურთოს ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის შესაბამისი მომსახურების გაწევის დროს, დროის ხანგრძლივობის (წუთობრივად), შემომავალი და გამავალი ზარების ნომრების შესახებ.
4.12 4.11. პუნქტში მითითებული საანგარიშო პერიოდის ინფორმაცია არის უფასო.
4.13 არასაანგარიშსწორებო პერიოდის ინფორმაცია „მომხმარებლისათვის“ ზარების შესახებ არის ფასიანი.
4.14 მიმწოდებელი ვალდებულია ,,მომხმარებელს" ინდივიდუალური შეტყობინებით, სულ ცოტა 1 (ერთი) თვით ადრე, მიაწოდოს ინფორმაცია მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ (მათ შორის მომსახურების ტარიფების ცვლილების შესახებ), რაც ზრდის მომხმარებელზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე და იმავდროულად, მისი უფლების შესახებ, შეწყვიტოს მომსახურების ხელშეკრულება ყოველგვარი დამატებითი ხარჯების (მაგალითად, ცალმხრივად სააბონენტი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო ჯარიმა) გაწევის გარეშე, ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და პირობებით;
4.15 თუ მომხმარებელი არ გამოხატავს ნებას ხელშეკრულების შეწყვეტაზე სათანადო ფორმით, მომსახურების მიწოდება გაგრძელდება ახალი პირობებით.
4.16 მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია არ დაიცვას 4.14 პუნქტით გათვალისწინებული ვადა იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ მომხმარებლისთვის დაწესებული მომსახურების ახალი პირობები აუმჯობესებს მომხმარებლის უფლებრივ მდგომარეობას ან/და გამოწვეულია ისეთი საკანონდებლო ცვლილებებით ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ახალი რეგულაციებით, რომელთა ძალაში შესვლის თარიღის გამო შეუძლებელია ამ ვადის დაცვა.
4.17 მომწოდებელი უფლებამოსილია, ჩაატაროს საკუთარი ქსელში გადაუდებელი სარემონტო თუ პროფილაქტიკური სამუშაოები, რომელსაც შესაძლებელია მოყვეს მომსახურების შეჩერება, შეზღუდვა, გაუარესება ან შეფერხებები და რომელიც ემსახურება მომსახურების ხარისხის შენარჩუნებას ან გაუმჯობესებას ან ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ან გამიზნულია ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
4.18 მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურებ(ებ)ის არასრულად ან/და ხარვეზებით მიწოდების შემთხვევაში, მათ შორის, მიწოდებული მომსახურების ხარისხის პარამეტრების, მომსახურების ხელშეკრულებითა და მისი დანართებით განსაზღვრულ მომსახურების ხარისხის პარამეტრებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადებისა და მის
საფუძველზე მიმწოდებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს მიუწოდებელი /უხარისხო მომსახურების საფასურის (რაც გამოითვლება მიუწოდებელი / უხარისხო მომსახურების საანგარიშო თვის სააბონენტო გადასახდელის პროპორციულ თანხის, მიუწოდებელი/ უხარისხო მომსახურების მიწოდების პერიოდზე ნამრავლით) გამოქვითვა მომხმარებლის მიერ გადასახდელი მომდევნო თვის საფასურიდან, ან ამ თანხის მომხმარებლისთვის უკან დაბრუნება, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების არასრულად/ხარვეზებით მიწოდების გამო წყვეტს მიმწოდებელთან დადებულ ამ ხელშეკრულებას.
„მომსახურების შეწყვეტის ან შეფერხების დრო ითვლება მომხმარებლის მიერ, ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმწოდებლის შეტყობინების მომენტიდან მის აღმოფხვრამდე დროის მონაკვეთით. მომხმარებელი უფლებამოსილია მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია მიიღოს ცხელი ხაზის საშუალებით.
5. მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების და პრეტენზიების წარდგენის და დავის გადაწყვეტის პროცედურა
5.1 “მიმწოდებლის” სახელზე შემოსული “მომხმარებლის” საჩივარი სატელეფონო მომსახურების გადასახადთან დაკავშირებით მიიღება ამ მომსახურების განხორციელებიდან სამი წლის განმავლობაში.
5.2 მომხმარებელს დარღვეული ან სადავოდ გამხდარი უფლებისა, აგრეთვე, კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით უფლება აქვს წარმოადგინოს საჩივარი უფასო მუდმივმოქმედი 24-საათიანი ცხელი ხაზით, ვებ-გვერდით (xxx.xx.xx) ან ელექტრონული ფოსტით, საფოსტო მისამართზე (xxxx@xx.xx) ან სერვისცენტრში საჩივრის წარდგენის გზით, მომსახურების გაწევიდან სამი წლის მანძილზე.
5.3 “მიმწოდებელი” მოქალაქეების მიღებას აწარმოებს მიმწოდებლის სერვის ცენტრში ორშაბათი– პარასკევი 10-დან 18-სთ-მდე.
5.4 „მიმწოდებელი” ვალდებულია საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს საჩივრის რეგისტრაციდან არა უგვიანეს მე- 15 დღეს.
5.5 “მიმწოდებლის” გადაწყვეტილება უნდა იყოს ყოველმხრივ სრული, ობიექტური და დასაბუთებული. იგი სავალდებულო წესით უნდა შეიცავდეს იმ პროცედურების აღწერილობას, რომლის გამოყენებითაც მოხდა საჩივრის და მოთხოვნის შესწავლა და მითითებული გარემოებების გამოკვლევა.
5.6 ტელეფონის დაზიანების შემთხვევაში, „მომხმარებელი“ საინფორმაციო სამსახურს ატყობინებს დაზიანების შესახებ სატელეფონო ან წერილობითი განაცხადის მეშვეობით. საინფორმაციო სამსახურის ოპერატორის მიერ არსებული წესების დაცვით ხორციელდება მუშაობა დაზიანების აღმოფხვრაზე.
5.7 საინფორმაციო სამსახურის ტელეფონების ნომრებია: ფიქსირებული ქსელიდან 11 00 00, მობილური ტელეფონიდან 0800 0050 50 (თბილისი), 0800 00 50 51 (ქუთაისი), ზარები უფასოა.
5.8 “მიმწოდებლის” საინფორმაციო სამსახურში “მომხმარებელს” შეუძლია უფასოდ მიიღოს ინფორმაცია მისთვის საინტერესო საკითხებზე, როგორიცაა: მიმწოდებლის ტარიფების, ტელეფონზე არსებული დავალიანების, დამატებითი მომსახურეობის სახეებზე, მათი ჩართვის წესებზე და სხვა.
5.9 “მიმწოდებელი” ვალდებულია განუმარტოს “მომხმარებელს” მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს საჩივრის განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომები.
6. ფორს-მაჟორი
6.1 მხარეები თავისუფლდებიან ვალდებულების შესრულებისგან ისეთი გადაულახავი ფორსმაჟორული გარემოების შემთხვევაში, როგორიცაა ომი, ხანძარი, სტიქიური უბედურებები, სახელწიფო გადატრიალება, სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემული აქტი და სხვა პირობები, რომლებიც აფერხებენ და შეუძლებელს ხდიან მხარეების მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების შესრულებას.
7. პორტირების წესი
7.1. „მიმწოდებლის“ ქსელში ნომრის პორტირებისას წინამდებარე ”ხელშეკრულება” ძალაში შევა მის პირველ გვერდზე მითითებული თარიღიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ “მიმწოდებელი” დონორი ოპერატორისგან მიიღებს ნომრის პორტირებაზე შესაბამის დასტურს.
7.2.“მიმწოდებლიდან” პორტირების შემთხვევაში მიმღებ ოპერატორს ”მიმწოდებლისგან” ეცნობება პორტირების მსურველი მომხმარებლის ბალანსზე არსებული დავალიანების ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული დაბრკოლებების შესახებ.
8. მომსახურების ხარისხი
8.1 მომსახურება ხელმისაწვდომია დღე-ღამის 24 საათის განმავლობაში, უწყვეტად გარდა გადაუდებელი სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების მიმდინარეობისა და შეესაბამება კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ, აგრეთვე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2006 წლის 23 მარტის რეგლამენტით დადგენილ ტექნიკურ ნორმებს, სტანდარტებს და ოპერატორის ლიცენზიის პირობებს 8.2, და 8.3 პუნქტებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევების გათვალისწინებით.
8.2 ქსელის აგებულების თავისებურებებიდან გამომდინარე მომსახურება და მისი ხარისხი დამოკიდებულია სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლების, მათ შორის, საქალაქთაშორისო ან საერთაშორისო სატელეფონო მომსახურების ოპერატორების მოწყობილობების და მათი ფუნქციონირების ხარისხზე, რომელიც სცილდება მიმწოდებლის პასუხისმგებლობის ფარგლებს.
8.3 მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი მომსახურების შეფერხებების ან ნაკლოვანებებისათვის, იმ შემთხვევაში თუ მომსახურების მისაღებად მომხმარებელი იყენებს გაუმართავ, დაზიანებულ ან დადგენილ ტექნიკურ ნორმებთან შეუსაბამო სააბონენტო მოწყობილობას ან თუ ეს უკანასკნელი მოდიფიცირებულია ან გარემონტებულია მწარმოებლის არაავტორიზებული წარმომადგენლის მიერ და მასთან შეთანხმების გარეშე.
9. ხელშეკრულების ვადა
9.1 ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების ხელმოწერისა და მომსახურების ჩართვის დღიდან და მოქმედებს 2 (ორი) წლის ვადით. ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდება მომდევნო 2 წლის ვადით და იგივე პირობებით, თუ ვადის გასვლამდე 10 დღით ადრე ერთ-ერთი მხარე არ განაცხადებს წერილობით უარს მის გაგრძელებაზე.
9.2 ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა ხდება:
9.2.1 ”მომხმარებელს” უფლება აქვს, შეწყვიტოს ხელშეკრულება ვადის გასვლამდე. ამისათვის საჭიროა ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით წერილობით მიმართოს “მიმწოდებელს” და დაფაროს გაწეული მომსახურების საფასური შესაბამისი გადაანგარიშებით.
9.2.2 მიმწოდებელს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, მომხმარებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
9.3 ხელშეკრულების შეწყვეტა არ გულისხმობს, დავალიანების გადახდის მოთხოვნის უფლებაზე, ერთ- ერთი მხარის მიერ უარს თქმას.
10. სხვა პირობები
10.1 წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით წარმოშობილი ყველა დავა მხარეებს შორის გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. ურთიერთმოლაპარაკების გზით დავის გადაუწყვეტელობის შემთხვევაში, მხარეები დავის გადასაწყვეტად მიმართავენ სასამართლოს, გარდა ამ მუხლის 10.2 პუნქტით გათვალიწინებული შემთხვევისა ან/და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე პუნქტის შესაბამისად.
10.2 დავა, რომელიც წარმოიშობა ამ ხელშეკრულებით გათვალიწინებული მომსახურების
საფასურის გადაუხდელობის ან არაჯეროვანი გადახდის გამო და რომლის ღირებულება რამოდენიმე მოპასუხის მიმართ ერთობლივად აღემატება 2000 ლარს, განიხილება საქართველოში მოქმედი
„საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის“, ხოლო თუ დავის წარმოშობის დროისათვის არ იარსებებს ზემოაღნიშნული არბიტრაჟი, არბიტრაჟი შერჩეული იქნება მოსარჩელის მიერ იმ დროისათვის საქართველოში მოქმედი სხვა საარბიტრაჟო ინსტიტუტებისაგან. “საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის“ წესებით (ან იმ არბიტრაჟის წესებით, რომელიც ალტერნეტიულად იქნება შერჩეული) ერთი არბიტრის მიერ. საარბიტრაჟო განხილვის ადგილად განისაზღვროს საქართველო. საარბიტრაჟო განხილვა წარიმართოს ქართულ ენაზე. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერა წარმოადგენს შეთანხმებას დავის საარბიტრაჟო განხილვაზე, ზემოთ მოცემული პირობებით.
10.3 ხელშეკრულების მხარეები უპირობოდ თანახმანი არიან რომ ერთი და იგივე შინაარსის დავის წარმოშობის შემთხვევაში, დავები შესაძლოა გაერთიანდეს და მხარე გაერთიანებული დავის ფარგლებში გამოვიდეს ერთობლივად სხვა მოპასუხეებთან ერთად- მოპასუხედ ან მოსარჩელედ.
10.4 ხელშეკრულებაზე ხელმოწერით “მომხმარებელი“ თანხმობას აცხადებს „მიმწოდებელმა“ საინფორმაციო სამსახურს ან გამომცემლობას სატელოფონო ცნობარისათვის გადასცეს „მომხმარებლის“ სახელი და გვარი, ტექნიკური საშუალების განთავსების მისამართი და ტელეფონის ნომერი.
10.5 მომხმარებელი თანხმობას აძლევს მიმწოდებელს, განახორციელოს მის (მომხმარებლის) შესახებ არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც გულისხმობს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არა ავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას. ასევე გამოიყენოს დამუშავებული მონაცემები პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის, ასევე მესამე პირების მარკეტინგული, სარეკლამო, ინფორმაციული ან სხვა კომერციული დანიშნულების მქონე ინფორმაციის მიწოდების მიზნით - როგორც „მიმწოდებლის“, ისე მესამე პირთა სასარგებლოდ
10.6 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება მხარეებთან.
10.7 „მომხმარებელი“ რომელსაც სურს მისი ტელეფონი გადავიდეს სხვა პირის მფლობელობაში (შეიძლება ეს იყოს მოიჯარე, დამქირავებელი, ბინის ახალი მესაკუთრე ან მემკვიდრე) წერს შემდეგი შინაარსის განცხადებას : `მე -------------------- (სახელი, გვარი), პირადი # , მოგმართავთ
თხოვნით, რათა ჩემს სარგებლობაში არსებული ტელეფონი #---------, რომელიც ირიცხება შემდეგ მისამართზე -------------, გადავიდეს ---------------------- (სახელი, გვარი), პირადი #----------, იგივე მისამართზე და მომსახურების ხელშეკრულებაში მხარე შეიცვალოს შესაბამისად~;
10.8 ტელეფონოს ახალი მფლობელი (შეიძლება იგი იყოს მოიჯარე, დამქირავებელი, ბინის ახალი მესკუთრე ან მემკვიდრე) წერს შემდეგი შინაარშსის განცხადებას:
`გთხოვთ, --------------- (სახელი, გვარი)_ის ------------------ მისამართზე რიცხული ნომერი,
გადმომიფორმოთ ჩემს სახელზე ---------------- (სახელი, გვარი), პირადი # იგივე
მისამართზე---------------- , და შესაბამისი ცვლილებები ასახოთ მომსახურების ხელშეკრულებაში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ, ნომრის პირვანდელი მფლობელი (ან მისი მემკვიდრე სამკვიდრო ცნობის საფუძველზე) განაცხადებს აღნიშნულის გამო პრეტენზიას, თანახმა ვარ (ტელეფონის დადგმის ტექნიკური საშუალების შემთხვევაში) გადავიხადო ტელეფონის დადგმის საფასური და ვისარგებლო ახლად მინიჭებული ნომრით~;
10.9 მიმწოდებელი ვალდებულია ტელეფონის ნომრის გადაფორმების შესახებ განცხადების მიღებიდან ორი სამუშაო დღის ვადაში, გაუგზავნოს შეტყობინება მომსახურების მეორე მხარეს, ხელშეკრულებაში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე ან/და ტელეფონის ნომრის მისამართზე, აღნიშნული მოთხოვნის არსებობის შესახებ და ითხოვოს თანხმობა ხელშეკრულების მეორე მხარისაგან ერთი თვის განმავლობაში;
10.10 თუ შეტყობინების მიღებიდან 1 (ერთი) თვის მანძილზე მომხმარებელი არ განაცხადებს წერილობით უარს, ტელეფონის ნომრის გადაფორმების შესახებ, მესამე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მიმწოდებელი უფლებამოსილია დააკმაყოფილოს მესამე პირის მოთხოვნა მის სახელზე, იგივე მისამართზე ტელეფონის გადაფორმების თაობაზე.
10.11 სატელეფონო კოდის (ხელშეკრულების ნომრის) გამოყენებით „მომხმარებელს“ უფლება აქვს მიმწოდებლის საინფორმაციო სამსახურში დარეკვის გზით, ფიქსირებული ნომრიდან 11 00 00-ზე ან მობილური ტელეფონიდან 0800 00 50 50 (თბილისი ) /0800 00 50 51 (ქუთაისი) შეცვალოს მასთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების პირობა, რომელიც დაკავშირებულია მომსახურების პაკეტის ცვლილებასთან და იწვევს მომსახურების ფასისა და ტარიფის ცვლილებას.
10.12 თუ „მომხმარებლის“ საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) ემთხვევა რომელიმე მომსახურების ხელშეკრულების მხარის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, „მომხმარებელს“ უფლება ეძლევა სამივე ხელშეკრულების მიმართ ისარგებლოს ერთი სატელეფონო კოდით (ხელშეკრულების ნომრით);
10.13 თუ „მომხმარებელმა“ დაკარგა/არ ახსოვს საკუთარი სატელეფონო კოდი (ხელშეკრულების ნომერი), (რომელიც უნიკალურია და ეცნობება მხოლოდ ხელშეკრულების მხარეს ხელშეკრულების გაფორმების დროს და წინამდებარე მუხლის საუძველზე მისი კონფედენციალურად შენახვის ვალდებულება ეკისრება მომხმარებელს), მას შეუძლია დარეკოს ქოლცენტრში ფიქსირებული ტელეფონიდან 110000-ზე ან მობილური ტელეფონიდან 0800 00 5050 (თბილისი) 0800 00 50 51 (ქუთაისი), ქოლცენტრის ოპერატორი სატელეფონო კოდს გადაუგზავნის sms–ის სახით ხელშეკრულებაში მითითებულ მობილურ ნომერზე ან „მომხმარებელი“ მიდის პირადობის დამადასტურებელი საბუთით სერვის ცენტრში, სადაც სერვისცენტრის ოპერატორი „მომხმარებელს“ გადასცემს „მიმწოდებელთან“ გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების ასლს.
10.14 წინამდებარე ხელშეკრულების 10.1; 10.2; 10.3. და 10.4 მუხლებს მიენიჭოს უკუძალა და მათი მოქმედება განისაზღვროს ხელშეკრულების დადების მომენტიდან.
მომხმარებელი წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ადასტურებს, რომ გაეცნო ხელშეკრულების ძირითად წესებსა და პირობებს, ასევე (შერჩეული ან/და შეთავაზებული) მომსახურებების სააბონენტო პაკეტების სატარიფო გეგმებს და აქციების პირობებს (ასეთის არსებობისას), ეთანხმება და ელექტრონულად/ან ხელმოწერით ადასტურებს აღნიშნულ მომსახურების დოკუმენტაციას ინსტალაციისას მიმწოდებლის სააბონენტო ბმულზე: xxx.xx.xx საკონტაქტო ნომრით („სახელი“) და ამავე საკონტაქტო ნომერზე სმს შეტყობინების გზით მიღებული „ერთჯერადი კოდის“ საშუალებით შესვლით და შესაბამის ღილაკზე „დადასტურება“ დაჭერით, ასევე იღებს ყველა პირობას, რასაც ადასტურებს ხელმოწერით/ „ერთჯერადი კოდით“; ხელმოწერა/ “ერთჯერადი კოდით“ დასტური არის ხელშეკრულების სრულად გაცნობისა და მასში მოცემულ ყველა პირობაზე დათანხმების იდენტიფიცირებული დადასტურება.
11. მხართა რეკვიზიტები:
მიმწოდებელი: მომხმარებელი:
შპს “ახალი ქსელები”
ქ.თბილისი ა. პოლიტკოვსკაიას ქ.42 ს/კ 211 326 732 სს `თიბისი~ xxxxxx xxxxxxxxxxxxx xxxxxxx xxxx – XXXXXX00 a/a – XX00XX0000000000000000
ელ-ფოსტა: xxxx@xx.xx ვებ-გვერდი: xxx.xx.xx
დირექტორი xxxx xxxxx
დანართი 1.
„მიმწოდებლის“ მომსახურების ტარიფები (შეიცავს დღგ-ს):
მომსახურების მიღების თარიღის განსაზღვრა _ 15 დღე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები თანხმდებიან სხვა ვადაზე). II. ძირითადი მომსახურების ტარიფები:
1. ტელეფონის დადგმა (ტექნიკური საშუალების არსებობის შემთხვევაში) – ფიზიკური პირები -30 ლარი (ქვედა ქვიტირში – 60 ლარი), იურიდიული პირები-70 ლარი. სხვა შემთხვევაში, ფასი ჩასატარებელი სამუშაოების სასმეტო თანხიდან გამომდინარე.
2. არსებული ტელეფონების სერიულად მოწყობა 50 ლარი;
3. ბინის სექტორის აბონენტისათვის სატელეფონო მომსახურების ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი:
I პაკეტი _ 3 ლარი,
შიდა ქსელში სატელეფონო საუბრებზე უფასო სალიმიტო დრო -500 წუთი. ლიმიტს ზევით ყოველი 1 წუთის ღირებულება - 2 თეთრი. სხვა ოპერატორის ფიქსირებულ ქსელში 1 წუთის ღირებულება -6 თეთრი, მობილური ოპერატორის ქსელში ზარის ღირებულება - 1 წუთი – 28 თეთრი.
II პაკეტი - 5 ლარი,
შიდა ქსელში სატელეფონო საუბრები - ულიმიტო. სხვა ოპერატორის ფიქსირებულ ქსელში ზარის ღირებულება - 1 წუთი -6 თეთრი, მობილური ოპერატორის ქსელში ზარის ღირებულება - 1 წუთი – 22 თეთრი.
III პაკეტი - 6 ლარი,
შიდა ქსელში სატელეფონო საუბრები -ულიმიტო. სხვა ოპერატორის ფიქსირებულ ქსელში ზარის ღირებულება - 1 წუთი -6 თეთრი, მობილური ოპერატორის ქსელში ზარის ღირებულება - 1 წუთი-16 თეთრი.
4. საბიუჯეტო ორგანიზაციების სატელეფონო მომსახურების ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი
- 2 ლარი,
შიდა ქსელში სატელეფონო საუბრებზე უფასო სალიმიტო დრო -300 წუთი. ლიმიტს ზევით: ყოველი 1 წუთის ღირებულება - 2 თეთრი. სხვა ოპერატორის ფიქსირებულ ქსელში ზარის ღირებულება - 1 წუთი
-6 თეთრი, მობილური ოპერატორის ქსელში ზარის ღირებულება - 1 წუთი – 28 თეთრი.
5. არასაბიუჯეტო საწარმოს სატელეფონო მომსახურების ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი
- 10 ლარი,
შიდა ქსელში სატელეფონო საუბრებზე უფასო სალიმიტო დრო -300 წუთი. ლიმიტს ზევით: ყოველი 1 წუთის ღირებულება - 2 თეთრი. სხვა ოპერატორის ფიქსირებულ ქსელში ზარის ღირებულება - 1 წუთი
-6 თეთრი, მობილური ოპერატორის ქსელში ზარის ღირებულება - 1 წუთი – 28 თეთრი.
6. საბიუჯეტო ორგანიზაციების და არასაბიუჯეტო საწარმოს სერიულად მოწყობილი ნომრის მომსახურების ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი – 10 ლარი;
7. ტელეფონის ნომრის შეცვლა ( აბონენტის თხოვნით) -10 ლარი;
8. ტელეფონის გადაფორმება- 5 ლარი
9. „112“-ის მომსახურების საფასურის დარიცხვა განხორციელდება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 დეკემბრის №660 დადგენილებით გათვალისწინებული წესით.
მომსახურების სახე | ჩართვის გადასახადი (ლარი, თეთრი) | ყოველთვიური გადასახადი (ლარი, თეთრი) |
ინფორმაცია ტელეფონზე რიცხული დავალიანების შესახებ | უფასო | |
შემომავალი ზარების ამონაბეჭდის გაცემა _ ერთი თვის | 1.50 | |
გამავალი ზარების (ადგილობრივი ზარები) ამონაბეჭდის გაცემა - საანგარიშო პერიოდის - გასული პერიოდის (არაუმეტეს 3 წლისა) | უფასო 1.50 | |
კონფერენც-კავშირი | 10 | 2 |
პირდაპირი ცხელი ხაზი | 3 | 0.50 |
მაღვიძარა | უფასო | 0.30 |
გადამისამართება | 3 | 0.50 |
შემომავალი კავშირის შეზღუდვა | 1 | 0.20 |
ნომრის შემოკლებული აკრეფვა | 3 | 0.30 |
აბონენტის გამოძახების შეზღუდვა პაროლით | 0.50 | 0.20 |
სამმხრივი გამოძახება | 5 | 0.50 |
დაკავებული ხაზის გადამისამართება | 3 | 0.50 |
ავტომატური გადარეკვა | 2 | 0.50 |
გამოძახების ლოდინი | 3 | 0.50 |
შემომავალი ზარების ამომცნობი | 5 | 1 |
STOP ტელეფონი | 1 |
შპს „ახალი ქსელების“ ასს-ის ინდექსები (შიდა ქსელი):
თბილისი _ 213, 2186***-2189***, 2190***- 2191***, 221, 2245***- 2249***, 227, 232, 233, 2455***- 2459***, 252, 253,
254, 257, 258, 259,
265, 269, 270, 275, 276, 277, 279.
ქუთაისი _ 211***-2135*** 2138***-214***, 22, 24, 27, 29 ზესტაფონი – 24**** თერჯოლა 24**** ფოთი – 24****
24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი ცხელი ხაზი ტელ: ფიქსირებული ქსელიდან 11 00 00
მობილურიდან 800 00 50 50 (თბილისი)/ 0800 00 50 51 (ქუთაისი)
დირექტორი xxxx xxxxx მომხმარებელი:
დანართი 2
„მიმწოდებლის“ ადგილობრივი სატელეფონო ქსელის დაზიანების შესახებ განაცხადის აღრიცხვისა და დაზიანების აღდგენის ვადები
1. მომხმარებლისაგან ტელეფონის დაზიანების შესახებ განაცხადის მიღება წარმოებს საინფორმაციო სამსახურის მიერ 24 საათის განმავლობაში ნომერზე 11 00 00.
2. დაზიანების აღმოფხვრა წარმოებს: 10-დან 17 საათამდე (სამუშაო დღეებში);10-დან 15 საათამდე (შაბათ დღეს).
3. 16 საათის შემდეგ შემოსული დაზიანების აღდგენა ხორციელდება მეორე დღეს. შაბათს 14 საათის შემდეგ შემოსული დაზიანებები სწორდება ორშაბათს.
4. განაცხადი შესაძლო იყოს ზეპირი ან წერილობითი.
5. დაზიანების სახეები და დაზიანების აღმოფხვრის საკონტროლო ვადები:
# | დაზიანების ტიპი | დაზიანების აღდგენის საკონტროლო |
ვადა | ||
(დაზიანების შესახებ განაცხადის | ||
შემოსვლიდან) | ||
1 | საკომუტაციო დაზიანება (სასადგურო/კროსი) | სამი საათის განმავლობაში |
2 | სახაზო-სააბონენტო | სამუშაო დღეებში - იმავე დღეს, თუ |
განაცხადი შემოვიდა 15 საათამდე | ||
-შაბათს , თუ განაცხადი შემოვიდა 14 | ||
საათამდე | ||
3 | საკაბელო | კაბელის მოცულობის |
(50*2 – 1200*2) გათავალისწინებით- 24 | ||
საათიდან – 96 საათის განმავლობაში |