xe lSe krule ba# q. რუსთავი
სატელეფონო მომსახურების
xe lSe krule ba# q. რუსთავი
ნების თავისუფალი გამოვლინების და ურთიერთმისაღები პირობების გათვალისწინებით, აღნიშნულ ხელშეკრულებას დებენ, ერთი მხრივ შ.პ.ს. ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” (სიჯისი), (ს/კ204876081), წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxx xxxxxxxxxxx სახით, შემდგომში ”მიმწოდებელი” და მეორე მხრივ, იურიდიული ან ფიზიკური პირი, შემდგომში ”მომხმარებლად” ან ”აბონენტად” წოდებული.
მომხმარებელი (სახელი, გვარი პირადი ნომერი), ტელეფონის ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მისამართი
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას მიაწოდოს მომხმარებელს ციფრული სატელეფონო სადგურის საშუალებით სატელეფონო მომსახურება სააბონენტო ნომერზე
2. მომსახურების მოწყობის პირობები
2.1 მომხმარებლის ქსელში ჩართვისათვის და შემდგომი მომსახურებისათვის სავალდებულოა:
ა) მომხმარებელს არ ჰქონდეს ტელევიზიის, სატელეფონო ან/და ინტერნეტის მომსახურების დავალიანება.
2.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება მომხმარებელს მიეწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 05
სამუშაო დღის ვადაში.
3. მომსახურების ტარიფი და გადახდის პირობები
3.1 მომსახურების გაწევის ვალდებულება დგება აბონენტის მხრიდან ხელმოწერილი წინამდებარე ხელშეკრულების რეგისტრაციიდან.
3.2 ერთი ტელეფონის დადგმის/გადართვის/გადაფორმების/აღდგენის/ მისამართის შეცვლის ღირებულება ფიზიკური პირისათვის და საბიუჯეტო/არასაბიუჯეტო ორგანიზაციისათვის შეადგენს ( ) ლარს.
ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი ერთ სატელეფონო ხაზზე ფიზიკური პირისათვის და საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის შეადგენს 4 (ოთხი) ლარს, ინდ.მეწარმის შემთხვევაში სააბონენტო გადასახადია 5 (ხუთი) ლარი, ხოლო არასაბიუჯეტო ორგანიზაციისათვის 10.00 (ათი) ლარს.
3.3 მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას, აბონენტი ახდენს ყოველთვიურად. შენიშვნა: N 1 ერთი სააბონენტო თვე ემთხვევა კალენდარულ თვეს.
შენიშვნა: N2 მომსახურების ტარიფი შეიძლება შეიცვალოს (შემცირდეს/გაიზარდოს) მომსახურების თვითღირებულების ცვლილებათა შესაბამისად. აღნიშნული ცვლილებების, ან/და ხელშეკრულებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ, ამასთან, საქ. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N3 დადგენილების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აბონენტს ეგზავნება ინდივიდუალური შეტყობინება.
3.4 აბონენტთა დამატებითი მომსახურება ( დეტალური ინფორმაცია, პაროლი, ზარის გადამისამართება და ა.შ.) ხორციელდება მიმწოდებელის მიერ დადგენილი ტარიფების მიხედვით, რომლის ნახვაც შესაძლებელია ვებ–გვერდზე (ix.gverdi xxx.xxx.xx). დეტალური ინფორმაცია შესრულებული სატელეფონო კავშირის შესახებ გაიცემა მხოლოდ აბონენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენის შემთხვევაში, ხოლო საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის, ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი წერილის წარდგენის შემთხვევაში.
3. 5 საქალაქთაშორისო, საერთაშორისო სხვა ადგილობრივი ოპერატორების ქსელში და მობილური კავშირისთვის გამოიყენება წუთობრივი ანაზღაურება იმ კომპანიების ტარიფების შესაბამისად, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება კავშირი. ადგილობრივი სატელეფონო კავშირები შიდა ქსელში უფასოა.
3.6 ყოველთვიური სააბონენტო, აგრეთვე საქალაქთაშორისო, საერთაშორისო და მობილრ ტელეფონზე განხორციელებული საუბრების გადასახადის დაფარვა სავალდებულოა მიმდინარე თვის დასრულებიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ დროის განმავლობაში დავალიანება არ დაიფარება, მას ტელეფონი ეთიშება ცალმხრივად. ტელეფონის ცალმხრივად გათიშვიდან ორი თვის შემდეგ დავალიანების თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ტელეფონი გაითიშება ორმხრივად. შემდგომი ერთი თვის ვადაში დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში წინამდებარე ხელშეკრლების მოქმედების ვადა წყდება.
3.7 დავალიანების მქონე აბონენტის მიერ მომსახურების ჩართვა შესაძლებელი იქნება თუ მის მიერ სრულად დაიფარება არსებული დავალიანება.
4. ხელშეკრულების ვადა
4.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან.
4.2. მხარეებს შორის ხელშეკრულება იდება 1 (ერთი) წლის ვადით.
4.3. თუ ერთ-ერთმა მხარემ ამ ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 10 დღისა, წერილობით არ მიმართა მიმწოდებელს ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით, ხელშეკრულება გაგრძელდება მომდევნო 1 (ერთი) წლის ვადით იგივე პირობებით.
4.4. მომხმარებელს აქვს უფლება, შეწყვიტოს ხელშეკრულება ვადის გასვლამდე. ამისათვის საჭიროა მიმწოდებელს წერილობით მიმართოს ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით და დაფაროს მის სახელზე რიცხული დავალიანება.
4.5. მიმწოდებელს ცალმხრივად ხელშკერულების შეწყვეტის უფლება აქვს ხელშეკრულების 8.2.1. პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში.
5. მომსახურების ხარისხი
5.1 სატელეფონო მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს არსებულ სტანდარტებს.
6. მხარეთა უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა
6.1 მხარეთა უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა, განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, სამოქალაქო კანონმდებლობით, საქართველოს კანონებით “მეწარმეთა შესახებ“ და სხვა მოქმედი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, რომლებიც ამ ხელშეკრულებით არეგულირებს ურთიერთობას მხარეებს შორის.
6.2. მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი, თუ მიწოდებული მომსახურების შეზღუდვა ან გათიშვა გამოწვეულია მომხმარებლის კუთვნილი აპარატურის გაუმართაობით.
6.3 ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 05 დღის განმავლობაში მიმწოდებელი უზრუნველყოფს აბონენტის ნომრის მიერთებას სატელეფონო სადგურთან. ხოლო უარის თქმის შემთხვევაში, განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ვიღებთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ვაცნობებთ განმცხადებელს.
6.4 სატელეფონო საუბრებზე აბონენტთა პრეტენზია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი მიიღება სატელეფონო საუბრის განხორციელებიდან 3 წლის განმავლობაში. აბონენტს განემარტება საჩივრის წარდგენისა და განხილვის წესი. პრეტენზია განიხილება ხუთი სამუშაო დღის ვადაში. აბონენტის მოთხოვნის შესაბამისად პასუხის გაცემა ხდება ზეპირი ან/და წერილობითი ფორმით.
7. მომხმარებლის უფლება-მოვალეობები:
7.1. მომხმარებელი ვალდებულია:
7.1.1. მომსახურების საფასური გადაიხადოს სრულად ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
7.1.2. დაუშვას მიმწოდებლის წარმომადგენელი თავის ტერიტორიაზე, როგორც მომსახურების მიწოდებისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების, დაზიანების აღმოფხვრის, ასევე სხვა საჭიროების შემთხვევაში.
7.1.3. მომსახურების შეწყვეტის ან შეფერხების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ (მაქსიმუმ ორი დღის ვადაში) აცნობოს ამის შესახებ მიმწოდებელს წერილობით ან ზეპირად მიმწოდებლის საინფორმაციო სამსახურს სატელეფონო შეტყობინებით.
7.2. მომხმარებელს უფლება აქვს:
7.2.1. მიიღოს უფასო კონსულტაციები და გამოიძახოს ტექნიკური ჯგუფი ადგილზე ტელეფონის ნომრით 0800200200 ან 0341 250000
8. მიმწოდებლის უფლება-მოვალეობები:
8.1. მიმწოდებელი ვალდებულია:
8.1.1. უზრუნველყოს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით მომსახურების მიწოდება;
8.1.2. შეასრულოს ხელშეკერულებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად, დროულად და ხარისხიანად.
8.1.3. მომსახურების შეწყვეტის ან შეფერხების შესახებ საინფორმაციო სამსახურში შეტყობინების მიღებისთანავე, შეამოწმოს მომსახურების შეწყვეტის, ან შეფერხების ტექნიკურ მიზეზები და უმოკლეს ვადებში აღმოფხვრას იგი.
8.1.4. მომხმარებლის განცხადება მომსახურების შეწყვეტის ან შეფერხების გამო, მიმდინარე თვის გადასახადის გადაანგარიშების შესახებ, გადასცეს საფინანსო სამსახურს, რომელიც ტექნიკური სამსახურის მიერ დაზიანების, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული რეგლამენტის (2006 წლის 17 მარტის დადგენილება #3) მე-18 მუხლით განსაზღვრულ ვადაზე მეტი ხნით დადასტურების შემთხვევაში, თანახმად ამავე რეგლამენტის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, მოახდენს გადაანგარიშებას, თუ მომხმარებლის მიერ შესრულებული იყო 7.1.3. პუნქტით დაკისრებული ვალდებულება.
8.2. მიმწოდებელს უფლება აქვს:
8.2.1 თუ მომხმარებელი სააბონენტო დავალიანებას არ დაფარავს ხელშეკრულებაში მითითებულ ვადაში, წინამდებარე ხელშკერულება ცალმხრივად შეწყვიტოს.
8.2.3. გადასცეს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები მესამე პირს, მომხმარებლის წინასწარი თანხმობის გარეშე.
9. ფორს-მაჟორი
9.1. მხარეები თავისუფლდებიან ვალდებულების შესრულებისგან ისეთი გადაულახავი ფორსმაჟორული გარემოების შემთხვევაში, როგორიცაა ომი, ხანძარი, სტიქიური უბედურებები, სახელწიფო გადატრიალება, სახელწიფო ორგანოს მიერ გამოცემული აქტი და სხვა პირობები, რომლებიც აფერხებენ და შეუძლებელს ხდიან მხარეების მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების შესრულებას.
10. სხვა პირობები
10.1. ყველა დავა მხარეებს შორის წყდება ურთიერთშეთანხმებით. უთანხმოების შემთხვევაში, მხარეებს უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს ან/და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის შესაბამისად.
10.2. წინამდებარე ხელშეკრულება მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით მხარეების სრული შეთანხმების შედეგია და მხარეთა შორის მანამადე არსებულ ზეპირ შეთანხმებებთან შედარებით უპირატესობა ენიჭება.
10.3. ხელშეკრულება შედგენილია ორ ეგზემპლარად და ინახება მხარეებთან.
მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები
დამკვეთი | შემსრულებელი |
შ.პ.ს. ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია” (სი-ჯი-სი) მის.: ქ.რუსთავი, მეგობრობის გამზირი #2. საიდენტიფიკაციო კოდი: 204876081 სს ”თიბისი ბანკის” ქვემო ქართლის ფილიალი ბანკის კოდი: XXXXXX00 ა/ა XX00XX0000000000000000 სს“ლიბერთი ბანკის“ რუსთავის ფილიალი ბანკის კოდი: LBRTGE22 ა/ა XX00XX0000000000000000 ”სიჯისის” წარმომადგენელი |
2