Contract
საბანკო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება
(ფიზიკური პირისთვის)
1. ტერმინთა განმარტებები
აღნიშნული ხელშეკრულების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს, ტერმინებს აქვთ ის მნიშვნელობა, რომელიც მათ მინიჭებული აქვთ ამ მუხლში:
1.1 საბანკო პროდუქტები - წინამდებარე ხელშეკრულების 2.2 პუნქტში მითითებული საბანკო მომსახურებ(ებ)ის გაწევა ბანკის მიერ, რომელთა ინდივიდუალური პირობები განისაზღვრება წინამდებარე ან/და კლინტთან გაფორმებული/გასაფორმებელი სხვა ხელშეკრულებით;
1.2 კლიენტი - პირი, რომელიც სარგებლობს საბანკო პროდუქტებით და არის წინამდებარე ხელშეკრულების მხარე, გარდა ბანკისა;
1.3 საბანკო ანგარიში (შემდგომში - ანგარიში) - ბანკში პირის ფულადი სახსრების აღრიცხვის უნიკალური საშუალება, რომელიც კლიენტის საკუთრებაა და გახსნილია კანონმდებლობის საფუძველზე;
1.4 მიმდინარე ანგარიში - საბანკო ანგარიში, რომელზედაც აღირიცხება პირის ფულადი სახსრები და რომელსაც განკარგავს კლიენტი გადახდების განსახორციელებლად;
1.5 მულტისავალუტო ანგარიში - კლიენტის სახელზე ბანკში გახსნილ მიმდინარე ანგარიშთა ერთობლიობა, რომელიც აერთიანებს უცხოურ ვალუტაში გახსნილ ანგარიშებს;
1.6 xxxxxxx xxxxxx (შემდგომში - ბარათი) - ბანკის მიერ კლიენტისთვის დამზადებული საგადახდო ინსტრუმენტი, რომელიც ბანკის საკუთრებაა და რომელიც განკუთვნილია კლიენტის მიერ სხვადასხვა საბანკო ოპერაციების საწარმოებლად;
1.7 ბიზნეს ბარათი - საბანკო ბარათი, რომლის საშუალებითაც იურიდიული პირის ანგარიშიდან ბარათის მფლობელი/ბარათით მოსარგებლე განკარგავს იურიდიული პირის სახსრებს და აწარმოებს კანონმდებლობით ნებადართულ ოპერაციებს;
1.8 საკრედიტო საგადახდო დავალება (შემდგომში - საგადახდო დავალება ან დავალება) - კლიენტის მიერ ბანკისთვის წერილობით ან/და სხვა ელექტრონული ან/და დისტანციური საშუალებით მიცემული დავალება, საბანკო ოპერაციის ბანკის მიერ შესრულების შესახებ;
1.9 დისტანციური მომსახურება - კლიენტსა და ბანკს შორის ურთიერთობა ბანკში მოუსვლელად, სატელეფონო, ინტერნეტ ბანკის ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით, მათ შორის ელ.ფოსტის, xxx მომსახურებით, ბანკომატით;
1.10 ელექტრონული საგადახდო საბუთი - კლიენტის ან/და ბანკის მიერ ფორმირებული ელექტრონული საბუთი, რომელიც წარმოადგენს კლიენტის ანგარიშზე ოპერაციის შესრულების საფუძველს
1.11 უაქცეპტო წესით თანხის ჩამოწერა - ბანკის მიერ კლიენტის ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა კლიენტის თანხმობის, ნებართვის გარეშე.
1.12 საკომისიო - ბანკის მიერ, კლიენტისათვის, ნებისმიერი საბანკო პროდუქტით სარგებლობისათვის დაწესებული გადასახადი, მომსახურების საფასური, რომლის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება წინამდებარე, ან/და კონკრეტული საბანკო პროდუქტის ხელშეკრულებით.
1.13 ავტომატური გადარიცხვები - ბანკის მიერ კლიენტის ანგარიშიდან, კლიენტის დავალების საფუძველზე, განხორციელებული რეგულარული გადახდები/გადარიცხვები.
1.14 პროვაიდერი კომპანია - კლიენტის მიერ განსაზღვრული კომუნალური, საკომუნიკაციო ან სხვა სახის მომსახურების მიმწოდებელი კომპანია, რომლის გადასახადებსაც კლიენტი იხდის ავტომატური გადარიცხვებით;
1.15 ინტერნეტ ბანკი - მომსახურება, რომლის მეშვეობითაც, კლიენტი ბანკში მოუსვლელად, ბანკის სპეციალური ვებ-გვერდის საშუალებით აწარმოებს გარკვეული შინაარსის ოპერაციებს, ბანკის მიერ დადგენილი წესებით.
1.16 საბანკო დღე - დღე, როდესაც ბანკი ღიაა და ახორციელებს ჩვეულებრივ საქმიანობას;
1.17 საოპერაციო დღე − საბანკო დღის მონაკვეთი სამუშაო დღის დაწყებიდან იმავე დღის 16:30 საათამდე.
1.18 საბანკო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების დადების/დადასტურების შესახებ შეთანხმება - ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული ორმხრივი წერილობითი შეთანხმება, რომლითაც კლიენტი უერთდება წინამდებარე ხელშეკრულებას და ამ შეთანხმებაზე ხელმოწერით წინამდებარე ხელშეკრულება კლიენტის მიმართ იძენს სავალდებულო ძალას ისე, რომ კლიენტი ცალკე ხელს არ აწარეს წინამდებარე ხელშეკრულებას.
2.ხელშეკრულების საგანი
2.1 ბანკი უზრუნველყოფს კლიენტის მიერ საბანკო ოპერაციების განხორციელებას და გაუწევს მას საბანკო პროდუქტებით მომსახურებას, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, კლიენტი სრულად დაიცავს წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებს და საბანკო ოპერაციების წარმოების წესებს;
2.2 ბანკი კლიენტს მოემსახურება შემდეგი საბანკო პროდუქტებით:
2.2.1 მიმდინარე ანგარიში;
2.2.2 საბანკო პლასტიკური ბარათი (ბიზნეს ბარათი, ვირტუალური ბარათი (VISA, MasterCard))
2.2.3 ინტერნეტ ბანკი;
2.2.4 SMS მომსახურება;
2.2.5 ავტომატური გადარიცხვები;
2.3 წინამდებარე ხელშეკრულების 2.2 პუნქტში გათვალისწინებული მომსახურებების გარდა, ბანკს უფლება აქვს კლიენტს შესთავაზოს სხვა საბანკო (საკრედიტო/სადეპოზიტო) პროდუქტები, მისთვის მოსახერხებელი ნებისმიერი, მათ შორის დისტანციური საშუალებით;
2.4 წინამდებარე ხელშეკრულების 2.2 და 2.3 პუნქტში მითითებული საბანკო პროდუქტის მიღება კლიენტის მიერ ხდება შესაბამისი წერილობითი განაცხადის ბანკში წარდგენით ან/და გარკვეულ მომსახურებებზე განაცხადის ბანკისთვის დისტანციურად შევსებით
ბანკის მხრიდან კლიენტის განაცხადის და შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში;
2.5 ბანკის მიერ კლიენტის 2.4 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მხარეებმა შესაძლებელია ბანკის მოთხოვნით გააფორმონ სხვა დამატებითი ხელშეკრულება/შეთანხმება, რომელიც იქნება ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი და რომლითაც განისაზღვრება როგორც კონკრეტული საბანკო პროდუქტის ინდივიდუალური პირობები, ასევე მხარეთა დამატებითი უფლება-მოვალეობები;
2.6 წინამდებარე ხელშეკრულების 2.2.2 პუნქტში მითითებული ბიზნეს ბარათით მომსახურებით კლიენტი ისარგებლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის წარმოადგენს ინდივიდუალურ მეწარმეს;
2.7 წინამდებარე ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ მომსახურებებზე დადგენილი დებულებები მხოლოდ იმ შემთხვევაში ვრცელდება კლიენტზე თუ ის სარგებლობს შესაბამისი მომსახურებით;
2.8 საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებები, განაცხადები და დანართები წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;
3.საბანკო მომსახურების საფასური
3.1 ანგარიშის გახსნის, ანგარიშზე ოპერაციების წარმოებისა და სხვა მომსახურების (მათ შორის ინტერნეტ ბანკი, SMS ბანკი, ავტომატური გადარიცხვები და სხვ.) გაწევისთვის კლიენტი ბანკს უხდის საკომისიოს (მომსახურების საფასურს), რომლის ოდენობა განისაზღვრება ოპერაციის შესრულების ან/და მომსახურების გაწევის დროისთვის ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების ან/და xxxxxx მიერ კლიენტისთვის დადგენილი ინდივიდუალური ტარიფების შესაბამისად; ამასთან, კლიენტი ვალდებულია საბანკო ოპერაციის განხორციელებამდე სერვისცენტრებისა და ბანკის ოფიციალური ვებ-გვერდის xxx.xxxxxxxxx.xx მეშვეობით გაეცნოს შესაბამისი ოპერაციისთვის დადგენილ ტარიფებს;
3.2 ბანკის მიერ კლიენტის მოთხოვნით ოპერაციის შესრულების შეჩერების ან შეწყვეტის, ასევე, კლიენტის მიერ, ბანკისგან ნებისმიერი მომსახურების მიღების შეწყვეტის შემთხვევაში, კლიენტს არ უბრუნდება მის მიერ ბანკისთვის გადახდილი მომსახურების საფასური.
3.3 წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, საბანკო პროდუქტებით მომსახურებისთვის რეგულარულად გადასახდელი საკომისიოს გადახდა უნდა მოხდეს მხოლოდ გაწეული მომსახურების პერიოდის პროპორციულად. ამასთან, ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში ითვლება, რომ ბანკმა გასწია მომსახურება, მიუხედავად იმისა xxxxxxxx ისარგებლა თუ არა რომელიმე ან ყველა საბანკო მომსახურებით. თუ მომსახურების საკომისიო კლიენტის მიერ გადახდილია წინასწარ, მაშინ ბანკი ვალდებულია კლიენტს აუნაზღაუროს ზედმეტად გადახდილი თანხა.
4.მიმდინარე ანგარიში
4.1 კლიენტს ბანკში შეუძლია ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე მულტისავალუტო საბანკო ანგარიში;
4.2 კლიენტს ანგარიშ(ებ)იდან ოპერაციების საწარმოებლად გადაეცემა 22-სიმბოლოიანი საერთაშორისო სტანდარტით რეგისტრირებული (IBAN-Interntional Bank Account Number) ანგარიშის ნომერი;
4.3 კლიენტის ანგარიშ(ებ)ი იხსნება კლიენტის მიერ შესაბამისი განაცხადისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ან/და ბანკის მიერ მოთხოვნილი აუცილებელი დოკუმენტების საფუძველზე და მათი ბანკში წარდგენის შემდეგ. ამასთან, დოკუმენტების სისწორესა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია კლიენტი;
4.4 კლიენტი აცხადებს თანხმობას, ბანკმა დამატებითი ანგარიშ(ებ)ი გაუხსნას ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად, დისტანციურად გაკეთებული განაცხადის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, როდესაც კლიენტს უკვე აქვს გახსნილი ანგარიში ბანკში;
4.5 კლიენტის ანგარიშზე ფულადი სახსრები შეიძლება ჩაირიცხოს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით;
4.6 ბანკი უფლებამოსილია, კლიენტი ინდივიდუალური მეწარმის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდგომ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კლიენტის თანხმობით ბანკისათვის ამ კლიენტისთვის ანგარიშის გახსნის თაობაზე გაგზავნილი ელექტრონული მიმართვის საფუძველზე, გაუხსნას კლიენტს ანგარიში. აღნიშნული წესით გახსნილ ანგარიშზე, ბანკში კლიენტის მისვლამდე, და ბანკის მიერ დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოადგენამდე ამ ანგარიშზე შესაძლებელია მხოლოდ ჩარიცხვის (მათ შორის მიმდინარე ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ვადიან დეპოზიტის ანგარიშზე გადატანა) ოპერაციების განხორციელება. თუ ანგარიშის გახსნიდან 30 დღის განმავლობაში კლიენტის წარმომადგენელი არ წარადგენს ბანკის მიერ მოთხოვნილ დოკუმენტებს, ანგარიში იხურება და მასზე განთავსებული თანხები უბრუნდება კლიენტს;
4.7 კლიენტის ანგარიშებზე შეტანილი ან/და ჩარიცხული თანხ(ებ)ის ასახვას ან კლიენტის ანგარიშიდან თანხ(ებ)ის, მათ შორის 10,000 (ათი ათასი) ლარის/მისი ექვივალენტის უცხოურ ვალუტაში და მეტი ოდენობის თანხის, გადარიცხვას ბანკი უზრუნველყოფს, შესაბამისი კლიენტის დავალების ბანკის მიერ მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში.
4.8 ბანკის მიერ ანგარიშ(ებ)იდან ფულადი სახსრების ჩამოწერა, როგორც წესი, ხორციელდება კლიენტის დავალების, მოთხოვნის, ნებართვის საფუძველზე, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით; კლიენტი აცნობიერებს, რომ ბანკი არ არის ვალდებული კლიენტის დავალების გარეშე ჩამოწეროს თანხები კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან კლიენტის რომელიმე ვალდებულების შესრულების მიზნით;
4.9 დაუშვებელია საგადახდო დავალების ნაწილობრივ შესრულება;
4.10 კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან ფულადი სახსრების ჩამოწერის მიზნით, ბანკი ოპერაციებს აწარმოებს ელექტრონული ან ქაღალდის საგადახდო საბუთების საფუძველზე, რომელსაც ბანკს წარუდგენს კლიენტი საოპერაციო დღის განმავლობაში; საოპერაციო დღის გასვლის შემდეგ ბანკის მიერ კლიენტისგან მიღებული დავალებები ითვლება მეორე საბანკო დღეს მიღებულად, რაც არ წარმოადგენს შეზღუდვას ბანკისთვის საგადახდო დავალების წარმოდგენის დღესვე შეასრულოს საგადახდო დავალება;
4.11 საგადახდო დავალებას ავსებს კლიენტი ან ბანკი. xxxxxx მიერ შევსებულ საგადახდო დავალებაზე ხელმოწერით, კლიენტი ადასტურებს საგადახდო დავალებაში მითითებული მონაცემების სიზუსტეს და ბანკისთვის მიცემული დავალების მის ნებასთან სრულ შესაბამისობას, რისთვისაც შემდგომი პასუხისმგებლობა ეკისრება კლიენტს;
4.12 საგადახდო დავალების დისტანციურად შევსებისას (ინტერნეტ ბანკის ან/და სხვა საშუალებით ბანკისთვის საბანკო ოპერაციის შესრულების დავალების მიცემა ან კლიენტის მიერ შესაბამისი ოპერაციის შესრულება, განიხილება როგორც საგადახდო დავალება), შევსებულ საგადახდო დავალებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კლიენტს და შესაბამისი საგადახდო დავალების ბანკის მიერ შესრულების დისტანციურად მოთხოვნისას, კლიენტი ადასტურებს საგადახდო დავალებაში მითითებული მონაცემების სიზუსტეს და ბანკისთვის მიცემული დავალების მის ნებასთან სრულ შესაბამისობას, რისთვისაც შემდგომი პასუხისმგებლობა ეკისრება კლიენტს;
4.13 კლიენტს უფლება აქვს გააუქმოს ბანკისთვის მიცემული საგადახდო დავალება, იმ შემთხვევაში თუ გადარიცხვა ჯერ არ შესრულებულა (რაც გულისხმობს, თანხის კლიენტის ანგარიშიდან ჩამოწერას) და აღნიშნული არ ეწინააღმდეგება იმ ვალდებულების არსს, რომლის შესასრულებლადაც ის გაიცა, ან საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას;
4.14 კლიენტი ინფორმირებულია, რომ xxxxxx მიერ საგადახდო დავალებაზე აღნიშვნის „საგადახდო დავალება არ ექვემდებარება გადამხდელის მიერ გაუქმებას ან გამოთხოვას“ გაკეთების შემთხვევაში, დავალება ხდება გამოუთხოვადი და კლიენტი არ აქვს უფლება გამოითხოვოს საგადახდო დავალება;
4.15 საგადახდო დავალების ბანკის მიერ უარყოფის ან/და შესრულების შეუძლებლობის თაობაზე, კლიენტი მიიღებს შეტყობინებას, კლიენტთან კომუნიკაციის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით;
4.16 კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან ფულადი სახსრების უაქცეპტო წესით ჩამოწერა ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:
4.16.1 ბანკის მიმართ არსებული გადასახდელების, ნებისმიერი საბანკო მომსახურების საკომისიოების ან/და ჯარიმის გადასახდელად;
4.16.2 ბანკის წინაშე არსებული საკრედიტო დავალიანების დასაფარავად ან ვალდებულების შესასრულებლად (იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება ან ვალდებულება დაფიქსირებულია ეროვნული ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, ეკვივალენტი დგინდება თანხის ჩამოწერის მომენტისათვის ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსით).
4.16.3 მოქმედი კანონმდებლობით ან/და კლიენტსა და ბანკს შორის დადებული ხელშეკრულებით, შეთანხმებით ან/და სხვა დოკუმენტით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში (მაგ.თავდებობა, საინკასო დავალება);
4.16.4 შეცდომით ან/და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ჩარიცხული/გაცემული/მიღებული ან/და საეჭვო თანხ(ებ)ის უკან დასაბრუნებლად;
4.17 ბანკი უფლებამოსილია არ მიიღოს ან არ შეასრულოს კლიენტის დავალება, იმ შემთხვევაში თუ:
4.17.1 შეუძლებელია კლიენტის, დავალების წარმომდგენის სრულფასოვანი იდენტიფიკაცია;
4.17.2 დავალება შედგენილია კანონმდებლობის ან ბანკში დადგენილი წესების მოთხოვნათა დარღვევით;
4.17.3 დავალებაში მითითებული მონაცემები არის არაზუსტი, რითაც შეუძლებელი ხდება ოპერაციის განხორციელება;
4.17.4 დავალებაში მითითებული თანხა, აღემატება კლიენტის ანგარიშზე დავალების წარდგენის დროისთვის არსებულ ხელმისაწვდომ ნაშთს, ან/და ბანკის მიერ დადგენილ ლიმიტებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
4.17.5 ბანკს გაუჩნდა ეჭვი კანონსაწინააღმდეგო ოპერაციის შესრულების მცდელობის შესახებ;
4.18 ანგარიშიდან ფულადი სახსრების გასატანად, გამოიყენება სალაროს გასავლის ორდერები;
5. საბანკო პლასტიკური ბარათი
5.1 პლასტიკური ბარათით (შემდგომში - „ბარათი“) მომსახურება გულისხმობს ბანკის მიერ გამოშვებული „ვიზა“ (VISA) ან
„მასტერქარდ“ (MasterCard) ბარათით კლიენტის მიერ საბანკო ოპერაციების განხორციელებას;
5.2 ბარათით ოპერაციის წარმოებისთვის ბანკი გახსნის შესაბამის საბარათე ანგარიშებს; დასაშვებია ერთ საბარათე ანგარიშზე რამდენიმე პლასტიკური ბარათის, ასევე რამდენიმე ანგარიშზე ერთი პლასტიკური ბარათის მიმაგრება. ოპერაციის განხორციელებისთვის ანგარიშებს შორის პრიორიტეტს ადგენს კლიენტი შესაბამისი განაცხადის შევსებისას; ოპერაციის განხორციელებისას პირველი რიგში გამოიყენება იმ ვალუტის ანგარიში რა ვალუტაშიც ახორციელებს კლიენტი ოპერაციას, და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ - კლიენტის მიერ დადგენილი პრიორიტეტის მიხედვით;
5.3 კლიენტს შეუძლია მიიღოს ერთი ან რამდენიმე ტიპის პლასტიკური ბარათი, რომელსაც კლიენტი ირჩევს ბანკში, კონკრეტულ ბარათთან დაკავშირებული განაცხადის შევსებისას;
5.4 ბარათის მფლობელი შეიძლება იყოს როგორც უშუალოდ კლიენტი, ასევე მის მიერ დასახელებული პირი (შემდგომში - „ბარათით მოსარგებლე“). ბარათზე დატანილია ბარათის მფლობელის/მოსარგებლის სახელი, გვარი, ხელმოწერის ნიმუში. აღნიშნული ინფორმაცია, პერსონალურ საიდენტიფიკაციო კოდთან ერთად, რომელიც ცალკე გადაეცემა ბარათის მფლობელს წარმოადგენს ბარათის მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას.
5.5 მომსახურებისა და სავაჭრო ობიექტებზე შესაძლოა მოთხოვნილ იქნას ბარათის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. იმ შემთხვევაში, თუ ბარათის მფლობელი არ წარადგენს პირადობის მოწმობას, ობიექტის მომსახურე პერსონალი უფლებამოსილია, შეაჩეროს ტრანზაქცია, რაზედაც ბანკი პასუხისმგებელი არ არის.
5.6 ყოველი ბარათის მფლობელს ენიჭება პერსონალური ოთხნიშნა კონფიდენციალური კოდი (PIN). პერსონალური კოდი გამოიყენება ფულის გამოტანისას ბანკომატებიდან ან სპეციალურ ტერმინალებში ბარათის მფლობელის იდენტიფიკაციისთვის.
5.7 ბარათი და PIN კოდი არ შეიძლება გადაეცეს სარგებლობისათვის სხვა პირს და გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ბარათის მფლობელის მიერ.
5.8 ძირითად ბარათთან ერთად, როგორც კლიენტის, ასევე მის მიერ დასახელებული პირისთვის შესაძლებელია დამატებითი ბარათის დამზადება;
5.8.1დამატებითი ბარათით ოპერაციების წარმოების შედეგებსა და სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც კლიენტს, ასევე უშუალოდ ბარათით მოსარგებლეს;
5.8.2დამატებითი ბარათით მოსარგებლესათვის შესაძლებელია შეზღუდული იყოს გარკვეული ტიპის საბანკო მომსახურებების მიღება ბარათის მეშვეობით, რაზეც ინფორმაციას დამატებითი ბარათით მოსარგებლე მიიღებს ბანკში მოთხოვნისთანავე;
5.9 გამოშვებული ბარათი სადებეტო ბარათია. ბარათის მფლობელი უფლებამოსილია გამოიყენოს თანხის ის ოდენობა, რომელიც შეტანილია/ჩარიცხულია ანგარიშზე. თანხას აკლდება ბარათის წლიური მომსახურების საკომისიო, მინიმალური ნაშთი, ხოლო თანხის გადახარჯვის შემთხვევაში - მასთან დაკავშირებული პროცენტები და პირგასამტეხლო, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
5.10 იმ შემთხვევაში თუ კლიენტის მიერ ოპერაცია სრულდება საბარათე ანგარიშისაგან განსხვავებულ ვალუტაში, ბანკი თანხის კონვერტაციას გააკეთებს ანგარიშსწორების დღეს ბანკის ქსელში არსებული კომერციული კურსის შესაბამისად, ხოლო ქსელის გარეთ „ვიზა“-ს (VISA) და „მასტერქარდ“-ის (MasterCard) მიერ განსაზღვრული კურსის შესაბამისად.
5.11 საბარათე ანგარიშის მოქმედების შეჩერება ან გაუქმება, ბარათის განახლება
5.11.1ბარათის მოქმედების შეჩერება შესაძლებელია ბარათის მფლობელის მოთხოვნით ან ბანკის მიერ 5.11.4 პუნქტის შესაბამისად;
5.11.2კლიენტი/ბარათით მოსარგებლე ვალდებულია ბარათის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წერილობით ან ტელეფონის (ტელეფონის ნომერზე x000 00 000 00 00) მეშვეობით აცნობოს ბანკს და მოითხოვოს ბარათის დაბლოკვა. ბარათის დაბლოკვა შესაძლებელია:
5.11.2.1 ბარათის ლოკალურ სტოპ სიაში ჩასმის გზით, რაც 1 (ერთი) საბანკო დღის ვადაში უზრუნველყოფს ბარათის ბლოკირებას. აღნიშნულ შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია განაახლოს (აიღოს ახალი) ბარათი, გარდა იმ შემთხვევისა როცა კლიენტი ბარათის დაბლოკვას ითხოვს მხოლოდ დროებითი ბლოკირებით;
5.11.2.2 ბარათის საერთაშორისო სტოპ სიაში ჩასმით, რაც უზრუნველყოფს ბარათის სრულ ბლოკირებას მაქსიმუმ 14 (თოთხმეტი) საბანკო დღის განმავლობაში, ამ შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია ბარათით შემდგომი სარგებლობისთვის განაახლოს ბარათი;
5.11.3 კლიენტი ვალდებულია ბარათის საერთაშორისო სტოპ სიაში ჩასმის ტელეფონის მეშვეობით მოთხოვნის შემთხვევაში, არაუგვიანს 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში წერილობით დაადასტუროს ბარათის საერთაშორისო სტოპ სიაში ჩასმის მოთხოვნა; წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკი ამოიღებს ბარათს საერთშორის სტოპ სიიდან და აღნიშნულიდან გამომდინარე ნებისმიერ ზიანსა და არასანქცირებულ ტრანზაქციებზე პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება კლიენტს;
5.11.4 ბანკი უფლებამოსილია შეაჩეროს ბარათის მოქმედება, იმ შემთხვევაში თუ გაუჩნდა ეჭვი ბარათით არასანქცირებული/არაავტორიზებული გადახდების შესახებ ან/და კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულებით ან/და ბარათით სარგებლობის წესებით განსაზღვრული რომელიმე პირობის დარღვევის შემთხვევაში;
5.11.5 ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ბარათის განახლებაზე მიზეზის მითითების გარეშე.
5.11.6 წინამდებარე ხელშეკრულების 5.11.2. და 5.11.3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებამდე შესრულებულ ნებისმიერ ტრანზაქციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კლიენტს, ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
5.11.7 კლიენტი ვალდებულია ბარათის საბოლოო ვადის ამოწურვამდე არაუგვიანს 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე მიმართოს ბანკს ბარათის განახლების მოთხოვნით და დროულად მიიღოს ბარათი; იმ შემთხვევაში, თუ ბარათის დამზადებიდან 40 (ორმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში კლიენტი ან ბარათის მფლობელი არ ჩაიბარებს ბარათს, ბანკს უფლება ექნება გაანადგუროს ბარათი;
5.11.8 ბანკსა და „ვიზას“ (VISA) ან/და „მასტერქარდს“ (MasterCard) შორის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია დახუროს საბარათე ანგარიში და აღნიშნულის თაობაზე შეატყობინოს კლიენტს;
5.11.9 საგადახდო ინსტრუმენტის (ბარათის) გამოყენების წესი:
5.11.9.1კლიენტი ვალდებულია:
ა) გამოიყენოს საგადახდო ბარათი ამ ბარათისთვის დადგენილი (წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული და ბანკის მიერ კლიენტისთვის მიწოდებული/ვებ-გვერდზე განთავსებული) პირობების შესაბამისად;
ბ) დაიცვას მისთვის გაცემული ბარათის უსაფრთხოების ზომები, უზრუნველყოს ამ ინსტრუმენტის პერსონიფიცირებული საშუალებების დაცვა;
გ) ბარათის დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან უკანონო გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში მისი აღმოჩენიდან უმოკლეს ვადაში შეატყობინოს ამის თაობაზე ბანკს.
5.11.9.2. ბანკი ვალდებულია:
ა) მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ბარათის დაცულობისა და მისი არამართლზომიერი გამოყენების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად;
ბ) არ გახადოს ბარათის პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლები და საშუალებები ხელმისაწვდომი სხვა პირებისათვის, გარდა ამ ბარათის მფლობელისა;
გ) ნათლად გააცნოს კლიენტს ბარათის უსაფრთხოების მოთხოვნები;
დ) უზრუნველყოს კლიენტის მიერ ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების ნებისმიერ დროს მიღება უშუალოდ კლიენტისგან/ბარათის მფლობელისგან ან მის მიერ წინასწარ განსაზღვრული პირისგან. კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკი ვალდებულია მიაწოდოს მას შეტყობინების მიღების დასტური, თუ შეტყობინების მიღებიდან გასული არ არის 18 თვეზე მეტი;
ე) კლიენტის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ბარათის შემდგომი გამოყენების აღკვეთა.
ვ) საკუთარ თავზე აიღოს საგადახდო ინსტრუმენტის ან/და მისი პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლებისა და საშუალებების გაგზავნასთან დაკავშირებული ყველა რისკი.
5.11.9.3 ბანკი პასუხს არ აგებს მის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების ზომაზე კლიენტის მიერ უარის თქმის შემთხვევაში დამდგარი შედეგისთვის. ასეთ შემთხვევაში უსაფრთხოების ზომაზე უარის თქმის შედეგად დამდგარი ზიანისთვის პასუხისმგებელია კლიენტი.
5.12 ბარათით წარმოებულ ოპერაციებზე პრეტენზიების წარდგენის წესი:
5.12.1კლიენტი ვალდებულია არაუგვიანს ყოველი თვის 5 (ხუთი) რიცხვისა მოითხოვოს და მიიღოს ამონაწერი საბარათე ანგარიშზე წინა თვეში წარმოებული ოპერაციების შესახებ და მისი მიღებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში წარადგინოს დასაბუთებული პრეტენზია საეჭვო ტრანზაქციასთან დაკავშირებით; წინამდებარე პუნქტით დადგენილ ვადაში ამონაწერის მიუღებლობის და პრეტენზიის წარუდგენლობის შემთხვევაში, ბარათით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია ითვლება კლიენტის მიერ დადასტურებულად და აღნიშული კლიენტის მიერ ბანკთან ურთიერთობაში შემდგომში არ შეიძლება გახდეს
სადავო. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული პრეტენზიისა და დავის გადაწყვეტის წესი განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულებით;
5.13 ბარათით სარგებლობის საკომისიო და საჯარიმო სანქციები
5.13.1კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს ბარათით სარგებლობასთან (დამზადებასთან, განახლებასთან, სტოპ სიაში ჩასმასთან და სხვა) და ბარათით ოპერაციების წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის საკომისიო, რომლის ოდენობა ბარათით განხორციელებულ ტრანზაქციებზე განისაზღვრება ბანკის მიერ, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელებულ ტრანზაქციებზე ასევე „ვიზა“-ს (VISA) და „მასტერქარდ“-ის (MasterCard) საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების მიერ განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად.
5.13.2კლიენტი ვალდებულია საბარათე ანგარიშზე ოპერაციები აწარმოოს მხოლოდ ხელმისაწვდომი ნაშთის ფარგლებში. ხელმისაწვდომი ნაშთის შეგნებულად ან შეცდომით გადამეტებით გახარჯულ თანხას ბანკი დაარიცხავს სარგებელს, ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების მიხედვით, გადახარჯვით გამოყენებული თანხის სარგებლობის ყოველი დღისათვის;
5.13.3კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეავსოს გადამეტებით გამოყენებული თანხა და მუდმივად იქონიოს საბარათე ანგარიშზე მინიმალური ნაშთი, რომლის ოდენობა განისაზღვრება ბარათის ტიპის მიხედვით;
5.13.4კლიენტი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მიიღოს ინფორმაცია საბარათე ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ;
5.13.5ნებისმიერი ტიპის ბარათით სარგებლობის წესები ექვემდებარება საერთაშორისო საგადასახადო სისტემის („ვიზა“ (VISA) და
„მასტერქარდ“ (MasterCard) პროცედურებს, რომლის შესახებ ინფორმაციის მიღება კლიენტს შეუძლია მოთხოვნისთანავე.
5.14 ვირტუალური ბარათი
5.14.1ვირტუალური ბარათი (Visa Virtual Card) არის მატერიალური ფორმის არმქონე ბარათი, რომელიც არსებობს მხოლოდ ელექტრონულ ფორმატში და წარმოადგენს კლიენტისთვის მიწოდებული რეკვიზიტების (ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა და უსაფრთხოების კოდი) ერთობლიობას, რომლის საშუალებით კლიენტს/ვირტუალური ბარათის მფლობელს შეუძლია, სახლიდან გაუსვლელად დღე-ღამის განმავლობაში, განახორციელოს გადახდები მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით, ინტერნეტ ვაჭრობისთვის.
5.14.2ვირტუალური ბარათით მომსახურების მისაღებად, კლიენტმა უნდა გახსნას ვირტუალური ბარათის ანგარიში ეროვნულ, აშშ დოლარისა და ევროს ვალუტაში. აღნიშნულ ანგარიშზე არსებული ნაშთის მიხედვით აწარმოებს კლიენტი შემდგომ ოპერაციებს; 5.14.3სავალდებულოა კლიენტს გააქტიურებული ჰქონდეს SMS მომსახურება (იხ. მუხლი 7);
5.14.4ვირტუალური ბარათის შექმნის, სარგებლობის, დახურვის წესებთან დაკავშირებულ და კლიენტისთვის სხვა საჭირო ინფორმაციას კლიენტი მიიღებს ბანკში მოთხოვნისთანავე;
5.15 ბიზნეს ბარათი
5.15.1 ბიზნეს ბარათით სარგებლობის შემთხვევაში, ბარათზე დატანილია ბარათის მფლობელის სახელწოდება, ასევე მოსარგებლის სახელი, გვარი, ხელმოწერის ნიმუში. აღნიშნული ინფორმაცია, პერსონალურ საიდენტიფიკაციო კოდთან ერთად, რომელიც ცალკე გადაეცემა ბარათით მოსარგებლეს წარმოადგენს ბარათის მფლობელის/მოსარგებლის იდენტიფიკაციის საშუალებას.
5.15.2კლიენტი ვალდებულია სრულად დაიცვას პლასტიკური ბარათით მომსახურების შესახებ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული წესები ასევე იმ შემთხვევაში თუ ის წარმოადგენ ბიზნეს ბარათით მოსარგებლე ან/და ბიზნეს ბარათის მფლობელ პირს;
5.15.3კლიენტი, როგორც ბიზნეს ბარათით მოსარგებლე სრულად აცნობიერებს რომ ბიზნეს ბარათი წარმოადგენს მისი მფლობელი პირის ბარათს და რომ ბარათით მოსარგებლე უფლებამოსილია საბარათე ანგარიშზე ოპერაციები აწარმოოს მხოლოდ მისთვის მინიჭებული ლიმიტისა და უფლებამოსილების ფარგლებში;
5.15.4 კლიენტისთვის, როგორც ბიზნეს ბარათით მოსარგებლესათვის შესაძლებელია შეზღუდული იყოს გარკვეული ტიპის საბანკო მომსახურებების მიღება ბარათის მეშვეობით, რაზეც ინფორმაციას ბარათით მოსარგებლე მიიღებს ბანკში მოთხოვნისთანავე;
5.16 სახელფასე პროექტი
5.16.1კლიენტისთვის ცნობილია, რომ იმ შემთხვევაში თუ ის დასაქმებულია ორგანიზაციაში და მისი დამსაქმებელი ჩართულია ბანკის სახელფასე პროექტში, ორგანიზაცია/დამსაქმებელი უფლებამოსილია კლიენტის სახელით წარადგინოს ბანკში განაცხადი კლიენტისთვის ბარათის დამზადების, განახლების ან/და კლიენტის საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ.
5.17 ბარათით მოსარგებლეზე სრულად ვრცელდება პლასტიკური ბარათით ოპერაციების წარმოების შესახებ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული დებულებები;
5.18 ნებისმიერი ტიპის ბარათით და საბარათე ანგარიშით მომსახურებაზე, ვრცელდება წინამდებარე ხელშეკრულების პირობები სრულად, წინამდებარე მუხლში მითითებულ თავისებურებათა გათვალისწინებით;
5.19 საბარათე ანგარიშზე ოპერაციების წარმოებაზე ვრცელდება მიმდინარე ანგარიშით ოპერაციების წარმოების წესები, წინამდებარე მუხლში მითითებულ თავისებურებათა გათვალისწინებით;
6.ინტერნეტ ბანკი
6.1 ინტერნეტი ბანკით მომსახურებით სარგებლობისთვის კლიენტი ვალდებულია ბანკში წარადგინოს განაცხადი ინტერნეტ ბანკის მომსახურების გააქტიურების თაობაზე, რის შემდეგაც ბანკის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კლიენტს ექნება შესაძლებლობა აწარმოოს გარკვეული შინაარსის ოპერაციები ბანკში მოუსვლელად ბანკის ოფიციალური ინტერნეტ-გვერდის xxx.xx.xx გამოყენების გზით. ინფორმაციას ინტერნეტ ბანკით მომსახურების სახეობების, მომსახურების საკომისიოს და იმ ოპერაციათა შესახებ, რომლის წარმოებაც შეუძლია კლიენტს ინტერნეტ ბანკის საშუალებით, კლიენტი მიიღებს ბანკში შესაბამისი მომსახურების გააქტიურებისას, სადაც თავად აირჩევს, რომელი სახის ინტერნეტ ბანკით სურს სარგებლობა. ინტერნეტ ბანკის საშუალებით განსახორციელებელი საბანკო ოპერაციების, ზუსტი ჩამონათვალი და შესრულების წესები განსაზღვრულია ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე - xxx.xxxxxxxxx.xx განთავსებულ ინტერნეტ ბანკით მომსახურების პირობებში, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
6.2 კლიენტს ინტერნეტ ბანკით სარგებლობისთვის დალუქული კონვერტით გადაეცემა ინტერნეტ ბანკით სარგებლობისთვის საჭირო მონაცემები (შემდგომში ამ მუხლის მიზნებისთვის - „საიდენტიფიკაციო მონაცემები“), კერძოდ, მომხმარებლის სახელი - USERNAME და პაროლი - PASSWORD, რომელთა გამოყენებითაც კლიენტი იდენტიფიცირდება ბანკის ინტერნეტ-გვერდზე შესვლის
დროს. კლიენტი ვალდებულია მისთვის კონვერტის გადაცემიდან 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში, შევიდეს ინტერნეტ ბანკის ინტერნეტ-გვერდზე და შეცვალოს ბანკის მიერ მისთვის გადაცემული პაროლი.
6.3 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი სარგებლობს სრული ინტერნეტ ბანკის მომსახურებით, მომხმარებლის სახელსა და პაროლთან ერთად მას გადაეცემა ელექტრონული მოწყობილობა დიჯიპასი, რომელზეც ყოველ 36 (ოცდათექვსმეტი) წამში ერთხელ გენერირდება (იცვლება) ციფრების კომბინაცია (კოდი). კლიენტს შესაძლებლობა ექნება გარკვეული ოპერაციები აწარმოოს მხოლოდ დიჯიპასზე დაგენერირებული კოდის გამოყენებით.
6.4 კლიენტი ვალდებულია:
6.4.1 უსაფრთხოდ შეინახოს ინტერნეტ ბანკით სარგებლობისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია, დოკუმენტი თუ მოწყობილობა, ბანკის მიერ მინიჭებული პაროლი (Password) და მის მიერ არჩეული მომხმარებლის სახელი (Username). ასევე დიჯიპასის შესაბამისი მოწყობილობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6.4.2 არ გაანდოს პაროლი და/ან მომხმარებლის სახელი მესამე პირს, არ შეინახოს ეს მონაცემები კომპიუტერში ან სხვა ნებისმიერ ტექნიკურ მოწყობილობაში, რომლითაც კლიენტი უკავშირდება ბანკის ინტერნეტ გვერდს. უსაფრთხოდ შეინახოს დიჯიპასის მოწყობილობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რათა არ მოხდეს გარეშე პირის წვდომა მასზე დაგენერირებულს პაროლზე. 6.4.3ბანკის მიერ მინიჭებული პაროლის დაკარგვის ან/და სავარაუდო გამჟღავნების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს შესაბამისი რეაგირებისთვის;
6.4.4 დიჯიპასით სარგებლობის შემთხვევაში, დაუყოვლებლივ აცნობოს ბანკს დიჯიპასის მოწყობილობის დაკარგვის ფაქტი.
6.4.5 დარწმუნდეს, რომ დაუკავშირდა ბანკის ორიგინალ ინტერნეტ-გვერდს და ინტერნეტ ბანკში ნებისმიერი შესვლისას მუშაობის დაწყებამდე მოახდინოს უსაფრთხოების სერთიფიკატის შემოწმება (უსაფრთხოების სერთიფიკატის შემოწმებით დასტურდება, რომ კლიენტი დაუკავშირდა სწორედ სს „ბანკი ქართუ“-ს ინტერნეტ გვერდს xxx.xxxxxxxxx.xx ან/და xxx.xx.xx ). მუდმივად ისარგებლოს
„ინტერნეტ ბრაუზერის“ განახლებული ვერსიით;
6.4.6 ინტერნეტ ბანკში მუშაობის დასრულებისას პროგრამიდან გამოვიდეს მხოლოდ „გამოსვლა“ ღილაკზე დაჭერით; 6.4.7ინტერნეტ ბანკის მომსახურებისთვის გადაიხადოს მომსახურების საფასური;
6.4.8 დიჯიპასით სარგებლობისას, ინტერნეტ ბანკის მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, შეავსოს ინტერნეტ ბანკის გაუქმების/შეცვლის განაცხადი და დაუბრუნოს ბანკს დიჯიპასის მოწყობილობა.
6.5 კლიენტის ნებისმიერი სახის პრეტენზია ინტერნეტ ბანკის მეშვეობით განხორციელებულ ოპერაციებთან და მომსახურებასთან დაკავშირებით მიიღება შესაბამისი ოპერაციის განხორციელებიდან ან/და შესაბამისი მომსახურების მიღებიდან 15 (თხუთმეტი) დღის განმავლობაში.
6.6 ბანკი უფლებამოსილია:
6.6.1 კლიენტის დავალებით შეასრულოს ბანკის მიერ ინტერნეტ-ბანკით მომსახურების ფარგლებში დაშვებული ოპერაციები;
6.6.2 რისკების შემცირების მიზნით კლიენტის ოპერაციებზე დააწესოს შეზღუდვები, მათ შორის დაადგინოს ოპერაციების ზღვრულად დასაშვები პარამეტრები.
6.6.3 ინტერნეტ ბანკის მეშვეობით ბანკის მიერ მიღებული მოთხოვნის/დავალების საფუძველზე, შეასრულოს მოთხოვნილი საბანკო ოპერაცია, წინამდებარე ხელშეკრულების და კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.
6.7 ინტერნეტ ბანკის მომსახურებაზე ვრცელდება წინამდებარე ხელშეკრულების პირობები სრულად, წინამდებარე მუხლში მითითებულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
7.SMS (მოკლე ტექსტური შეტყობინებით) მომსახურება
7.1 SMS მომსახურება არის დისტანციური საბანკო მომსახურება, რომლის მეშვეობითაც კლიენტს ეძლევა შესაძლებლობა ბანკში მოუსვლელად მიიღოს გარკვეული ტიპის ინფორმაცია და აწარმოოს გარკვეული შინაარსის საბანკო ოპერაციები. მათ შორის, კლიენტს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია საკუთარ საბანკო ანგარიშებზე შესრულებული ოპერაციების, ოპერაციის შესრულების მცდელობის და ანგარიშზე არსებული ნაშთების შესახებ;
7.2 SMS მომსახურების მისაღებად, კლიენტი ბანკში ავსებს განაცხადს, რომლითაც კლიენტი გამოხატავს სურვილს მიიღოს ბანკისაგან SMS მომსახურების სერვისი და რომლითაც განისაზღვრება SMS მომსახურების სხვა კონკრეტული პირობები. განცხადში კლიენტი აფიქსირებს მობილური ტელეფონის ნომერს, რომელიც რეგისტრირდება ბანკის პროგრამაში და რომლის მეშვეობითაც ხორციელდება წინამდებარე სერვისით მომსახურება.
7.3 SMS მომსახურების სერვისის ერთხელ გააქტიურების შემდეგ, SMS მომსახურების სერვისი გავრცელდება ყველა იმ ანგარიშზე, რომელსაც მომავალში გახსნის კლიენტი. ამ შემთხვევაში SMS მომსახურება განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
7.4 კლიენტი ვალდებულია:
7.4.1 დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს, ბანკში დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომრის ცვლილების, ასევე მობილური ტელეფონის აპარატის დაკარგვის თაობაზე;
7.4.2 არ დაუშვას მისი კუთვნილი მობილური აპარატის, სიმ ბარათის ან სხვა იმ მოწყობილობის მესამე პირთა ხელში მოხვედრა, რომელზეც კლიენტი იღებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით მომსახურებას; ბანკი არ არის პასუხისმგებელი იმ ინფორმაციის მესამე პირთა მიერ გაცნობაზე, რომელიც კლიენტს მიეწოდება SMS მომსახურების საშუალებით;
7.5 ბანკი უფლებამოსილია:
7.5.1 კლიენტის მიერ ტელეფონის ნომრის შეცვლის, მობილური ტელეფონის აპარატის ან/და სიმ ბარათის დაკარგვის თაობაზე კლიენტისგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე კლიენტს შეუჩეროს SMS მომსახურების სერვისი, მომსახურების აღდგენის შესახებ კლიენტის განცხადების მიღებამდე;
7.5.2 არ შეასრულოს კლიენტის მომსახურების პირობებთან შეუსაბამო, არასწორი დავალება, ასევე არ შეასრულოს კლიენტის დავალება კლიენტის ანგარიშზე არასაკმარისი ნაშთის არსებობის შემთხვევაში, ან ბანკის მიმართ კლიენტის დავალიანების არსებობის შემთხვევაში;
7.6 SMS მომსახურების სერვისზე ვრცელდება წინამდებარე ხელშეკრულების პირობები სრულად, წინამდებარე მუხლში მითითებულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
8.ავტომატური გადარიცხვები
8.1 ავტომატური გადარიცხვებით სარგებლობის მოთხოვნისას, კლიენტი ბანკს აძლევს დავალებას მისი ერთი ან რამდენიმე საბანკო ანგარიშიდან, კლიენტის მიერ განსაზღვრულ თარიღებში ჩამოწეროს ფულადი სახსრები და გადარიცხოს წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 პუნქტში მითითებული მომსახურებების მისაღებად, კლიენტის მიერ შესაბამის განაცხადში მითითებულ რეკვიზიტებზე.
8.2 ბანკი კლიენტს მოემსახურება შემდეგი ავტომატური გადარიცხვებით: 1
8.2.1 კომუნალური გადახდები, მობილური ტელეფონის ბალანსის შევსება;
8.2.2 თანხის გადარიცხვა ბანკის შიგნით:
8.2.2.1 ეროვნული ვალუტის გადარიცხვა კლიენტის პირად და/ან სხვა პირის/ორგანიზაციის ანგარიშებზე;
8.2.2.2 უცხოური ვალუტის გადარიცხვა კლიენტის პირად და/ან სხვა პირის/ორგანიზაციის ანგარიშებზე;
8.2.2.3 თანხის გადარიცხვა ანაბრის შესავსებად.
8.2.3 თანხის გადარიცხვა ბანკის გარეთ:
8.2.3.1 ეროვნული ვალუტის გადარიცხვა კლიენტის პირად ან სხვა პირის/ორგანიზაციის ანგარიშებზე;
8.3 კლიენტს უფლება აქვს, ყოველი ავტომატური გადარიცხვის დავალებისას, აირჩიოს დავალების შესრულების კონკრეტული ან ცვალებადი თარიღი, დავალების თანხა კი შეიძლება იყოს როგორც ფიქსირებული ისე ცვალებადი (მაგ: მითითებული პროვაიდერი კომპანიების მიმართ გადარიცხვის თარიღისთვის დაფიქსირებული დავალიანების ოდენობით).
8.4 კლიენტი ხელშეკრულების 8.2 პუნქტში მითითებული მომსახურებ(ებ)ის მისაღებად, ბანკში ავსებს განაცხადს, რომლითაც განისაზღვრება ბანკის მიერ ავტომატურად გადარიცხვისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფორმაცია, გადარიცხვის წესი და პირობები; კლიენტის მიერ ავტომატური გადარიცხვებით მომსახურებასთან დაკავშირებით შევსებული თითოეული განაცხადი წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
8.5 ბანკი, კლიენტის მიერ ხელშეკრულების 8.2.1 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, უაქცეპტო წესით/კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე, დავალიანების წარმოქმნისთანავე ან კლიენტის მიერ განსაზღვრულ თარიღში ჩამოწერს კლიენტის ანგარიშიდან თანხებს, ავტომატური გადარიცხვის სისტემაში ჩართული და კლიენტის მიერ განსაზღვრული პროვაიდერი კომპანიების მიმართ დაფიქსირებული დავალიანების დასაფარავად;
8.6 ხელშეკრულების 8.2.1 პუნქტით გათვალისწინებული ავტომატური გადარიცხვებით მომსახურება ხორციელდება მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.
8.7 ავტომატური გადარიცხვების პრიორიტეტულობის განსაზღვრა ხდება თითოეული მომსახურებით სარგებლობის დაწყების თარიღის მიხედვით. თუკი, რამდენიმე გადარიცხვის „თვის რიცხვი“ ან/და „დავალიანების წარმოშობის“ პერიოდულობა (კომუნალური და მობილური გადასახადების შემთხვევაში) ემთხვევა ერთი და იმავე დღეს, ბანკი განსაზღვრავს პრიორიტეტულობას, წინასწარი გათვლის გარეშე.
8.8 კლიენტმა კონკრეტული დავალებისთვის თავად უნდა განსაზღვროს გამოიყენოს თუ არა ბანკმა კლიენტის სხვა მიმდინარე ან/და საბარათე ანგარიშებზე (დამატებითი ანგარიშები) არსებული ნაშთები. კლიენტი თანახმაა ბანკმა გამოიყენოს ანგარიშებზე დაშვებული ოვერდრაფტის „ხელმისაწვდომი ნაშთი“. ასეთ შემთხვევაში გამოყენებული ოვერდრაფტის თანხას დაერიცხება შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი;
8.9 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი თანხმობას განაცხადებს ხელშეკრულების 8.8 პუნქტით გათვალისწინებულ ოპერაციის ბანკის მიერ განხორციელებაზე, ბანკი უფლებამოსილია, ავტომატური გადარიცხვის თარიღისთვის, კლიენტის ანგარიშზე ეროვნული ვალუტის არასაკმარისი ნაშთის არსებობისას, სხვა ვალუტის არსებული ნაშთიდან უაქცეპტო წესით ჩამოწეროს თანხა, გააკეთოს კონვერტაცია, კონვერტაციის დროისათვის ბანკში არსებული კომერციული კურსის შესაბამისად და მიმართოს თანხები ავტომატური გადარიცხვის დავალების შესასრულებლად. იგივე ქმედებას განახორციელებს ბანკი უცხოური ვალუტის ანგარიშზე ნაშთის არსებობის და იმავდროულად, ეროვნული ვალუტის ანგარიშზე არასაკმარისი ნაშთის არსებობის შემთხვევაში.
8.10 ბანკის მიერ ავტომატური გადარიცხვა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშზე (მათ შორის სხვა ნებისმიერ ვალუტაში გახსნილ ანგარიშზე) არის საკმარისი თანხა; xxxxxx მიერ თანხის ნაწილობრივ გადარიცხვა არ მოხდება.
8.11 ავტომატური გადრიცხვებით მომსახურება (ერთი, რამდენიმე ან ყველა ერთად) უქმდება კლიენტის მიერ ბანკში შესაბამისი განაცხადის შევსებით და აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სახის გადარიცხვის მცდელობისას, ბოლო წარმატებული ტრანზაქციიდან ზედიზედ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში ანგარიშზე არ იქნება თანხა გადარიცხვის განსახორციელებლად.
8.12 კლიენტი ვალდებულია:
8.12.1 ანგარიშებზე, რომლიდანაც ბანკმა უნდა განახორციელოს ავტომატური გადარიცხვები მუდმივად იქონიოს საკმარისი ნაშთი;
8.12.2 გადაიხადოს ავტომატური გადარიცხვებით მომსახურებისთვის დადგენილი საკომისიო (ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ კლიენტი მიიღებს მოთხოვნისთანავე;
8.13 ბანკი უფლებამოსილია:
8.13.1 არ განახორციელოს ავტომატური გადარიცხვა კლიენტის ანგარიშიდან (მათ შორის სხვა ნებისმიერ ვალუტაში გახსნილ ანგარიშიდან) არასაკმარისი ნაშთის არსებობისას
8.13.2 არ განახორციელოს ავტომატური გადარიცხვა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე ბანკის წინაშე დავალიანების არსებობის შემთხვევაში;
8.14 იმ შემთხვევაში, თუ ავტომატური გადარიცხვისთვის კლიენტის მიერ შერჩეული თარიღი დაემთხვევა კლიენტის მიერ ბანკის მიმართ შესასრულებელი ვალდებულებების შესრულების თარიღს, ბანკი იტოვებს უფლებას დროებით შეაჩეროს ან არ განახორციელოს ავტომატური გადარიცხვა, კლიენტის მიერ ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებების სრულ შესრულებამდე;
1
ავტომატური გადარიცხვების მომსახურების ჩართვა შესაძლებელია მხოლოდ ისეთი შინაარსის მქონე გადარიცხვებზე, რომელთაც ბანკის შიდა
ინსტრუქციის თანახმად არ ესაჭიროებათ გადარიცხვის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტები.
8.15 ბანკი ავტომატურ გადარიცხვებთან დაკავშირებული დავალების სტატუსის (მათ შორის, ინფორმაცია გადარიცხვის წარმატებით განხორციელების, წარუმატებელი მცდელობის, ავტომატური გადარიცხვებით მომსახურების გააქტიურების ან გაუქმების და სხვ.) შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ერთხელ გააგზავნის კლიენტის ბანკისთვის ცნობილ მობილური ტელეფონის ნომერზე. ბანკი არ არის პასუხისმგებელი კლიენტის მიერ აღნიშნული შეტყობინების მიუღებლობასა და ამით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე.
8.16 ბანკი არ არის პასუხისმგებელი შეუსრულებელი ან/და შეცდომით შესრულებული ავტომატური გადარიცხვის დავალებით გამოწვეულ ზიანზე, იმ შემთხვევაში თუ ზემოაღნიშნული გამოწვეულ იქნა კლიენტის ანგარიშებზე საკმარისი თანხის არარსებობის მიზეზით ან/და კლიენტმა ბანკს წარუდგინა მცდარი ინფორმაცია ან/და ზიანი გამოწვეულ იქნა მომსახურე პროვაიდერი კომპანიის რაიმე მიზეზით;
8.17 ავტომატური გადარიცხვებით მომსახურებაზე ვრცელდება წინამდებარე ხელშეკრულების პირობები სრულად, წინამდებარე მუხლში მითითებულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
9.მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
9.1 კლიენტი ვალდებულია:
9.1.1 ნებისმიერი სახის საბანკო მომსახურების გაწევისთვის ბანკს გადაუხადოს მომსახურების საკომისიო და სხვა ნებისმიერი გადასახადი, რაც აუცილებელია საბანკო მომსახურების მისაღებად;
9.1.2 დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს, მის მიერ წარდგენილ დოკუმენტებსა და ბანკისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, მათ შორის საკონტაქტო მონაცემების (იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და სხვ.) შეცვლის შესახებ; ასევე იქონიოს კომუნიკაციისთვის აუცილებელი მოწყობილობები და ქსელი (მათ შორის მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ინტერნეტი) გამართულ/ჩართულ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი არ აგებს პასუხს ამით გამოწვეულ შედეგებზე/ზიანზე;
9.1.3 დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს ბანკს, ანგარიშის განკარგვაზე, ანგარიშზე ოპერაციების წარმოებაზე, ანგარიშის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ან/და მათი უფლებამოსილების შეცვლის შესახებ და წარუდგინოს ბანკს შესაბამისი წერილობითი დოკუმენტები. აღნიშნული პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების ვალდებულება ერთმნიშვნელოვნად ვრცელდება ბანკისთვის წარდგენილ ყველა იმ დოკუმენტზეც, რომლითაც კლიენტს გაცემული აქვს მისი სახელით მოქმედების უფლებამოსილება; აღნიშნული დოკუმენტების ბანკში წარდგენამდე, ბანკის მიერ ანგარიშზე ოპერაციები სრულდება ადრე წარდგენილი საბუთებისა და ხელმოწერის ნიმუშის საფუძველზე;
9.1.4 ყოველი ანგარიშის გახსნისას წარუდგინოს ბანკს მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები კლიენტის საგადასახადო/სამეწარმეო სტატუსის შესახებ;
9.1.5 ანგარიშ(ებ)ზე ოპერაციების წარმოებისას, მიაწოდოს მას სრული, ამომწურავი და ზუსტი ინფორმაცია ოპერაციის/გადახდის დანიშნულების შესახებ და წარუდგინოს ბანკს, მის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი დოკუმენტი (გადარიცხვის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები);
9.1.6 ოპერაციის შესასრულებლად, წარუდგინოს ბანკს, მის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც სჭირდება ბანკს კლიენტის სრულყოფილი იდენტიფიცირებისთვის, ოპერაციის შინაარსის, დანიშნულების, გადარიცხვის სახეობის და განსახორციელებელი ოპერაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
9.1.7 მის ანგარიშზე თანხის შეცდომით ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 1 (ერთი) დღის ვადაში შეატყობინოს ბანკს, შეცდომით ჩარიცხული თანხის შესახებ და აღნიშნული თანხა დაუბრუნოს მას; წინააღმდეგ შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია გადაუხადოს ბანკს ჯარიმა აღნიშნული თანხის ან მისი ნაწილის გამოყენებისათვის გამოყენებული თანხის 0.2%-ის ოდენობით მისი სარგებლობის თითოეული დღისათვის; თანხის გადახდა არ ათავისუფლებს კლიენტს ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან;
9.1.8 ბანკის მიერ მისთვის გახსნილი ანგარიშები სამეწარმეო მიზნებისთვის გამოიყენოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაბამისი საგადასახადო/სამეწარმეო სტატუსი და აღნიშნულის თაობაზე ბანკი იქნება ინფორმირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია არ გამოიყენოს თავისი ანგარიშები სამეწარმეო საქმიანობისთვის;
9.1.9 ხელშეკრულების 9.1.3 პუნქტით გათვალისწინებული პირების შეცვლის შემთხვევაში, თავად უზრუნველყოს ბანკის მიერ წარმომადგენლებისთვის/მინდობილი პირისთვის გადაცემული ნებისმიერი დოკუმენტის, ასევე საბანკო მომსახურების განსახორცილებელად გადაცემული ნებისმიერი მატერიალური თუ არამატერიალური საშუალების გამორთმევა შემდგომი სარგებლობის მიზნით ან/და ბანკისთვის დასაბრუნებლად;
9.1.10 სრულად დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების პირობები.
9.2 კლიენტი უფლებამოსილია:
9.2.1 მიიღოს ამონაწერი ანგარიშზე არსებული ნაშთისა და განხორციელებული ოპერაციების შესახებ. ამონაწერის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში, კლიენტის მხრიდან ბანკისთვის პრეტენზიის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამონაწერში არსებული ინფორმაციის სისწორე ითვლება დადასტურებულად;
9.2.2 მისცეს ბანკს იმ სახის დავალებები ანგარიშზე ოპერაციების საწარმოებლად, რომელიც არ არის კანონმდებლობით აკრძალული; განახორციელოს ფულის გადარიცხვები, ვალუტის გაცვლა, ფულის განაღდება და სხვა ოპერაცია;
9.2.3 ანგარიშებზე ოპერაციების წარმოება სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე მიანდოს მესამე პირს;
9.2.4 ისარგებლოს ბანკის მიერ შეთავაზებული მომსახურებით;
9.3 ბანკი უფლებამოსილია:
9.3.1 მოსთხოვოს კლიენტს ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი ანგარიშის გახნის, კლიენტის სრულყოფილი იდენტიფიცირების, კლიენტის ანგარიშზე განხორციელებული/განსახორციელებელი ოპერაციის კანონდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
9.3.2 განახორციელოს კლიენტის ანგარიშზე ოპერაციები კანონმდებლობით დადგენილი წესით;
9.3.3 კლიენტის დავალებით ან/და მისი დავალების გარეშე წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით ჩამოწეროს თანხები კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან.
9.3.4 თავისი შეხედულებისამებრ უარი უთხრას კლიენტს ანგარიშით მომსახურებაზე;
9.3.5 არ შეასრულოს კლიენტის დავალება იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ წარმოადგენს ბანკის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას ან/და ბანკს გაუჩნდება ეჭვი ოპერაციის კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შესახებ;
9.3.6 უაქცეპტოდ ჩამოწეროს ანგარიშ(ებ)ზე შეცდომით ჩარიცხული თანხა და გადაახდევინოს კლიენტს ჯარიმა აღნიშნული თანხის/მისი ნაწილის გამოყენებისათვის გამოყენებული თანხის 0.2%-ის ოდენობით მისი სარგებლობის თითოეული დღისათვის, კლიენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 9.1.7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში;
9.3.7 დახუროს ბანკში გახსნილი კლიენტის ანგარიშები და შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, იმ შემთხვევაში თუ:
9.3.7.1 კლიენტის შესახებ, ბანკის ხელთ არსებული ან/და კლიენტის მიერ წარდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტური ან/და ელექტრონული სახით წარდგენილი) აღმოჩნდება მცდარი;
9.3.7.2 არ შესრულდება (დაირღვევა) რომელიმე წინაპირობა, დამატებითი პირობა ან/და ბანკის მიერ კლიენტისთვის წაყენებული მოთხოვნა;
9.3.7.3 კლიენტი არ ისარგებლებს საბანკო მომსახურებებით 1 (ერთი) წლის განმავლობაში;
9.3.7.4 კლიენტი დაარღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებსა და ვალდებულებებს;
9.3.7.5 არსებობს წინამდებარე ხელშეკრულების 9.3.9 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები;
9.3.7.6 ბანკი ნებისმიერ დროს 13.11 პუნქტით გათვალისწინებული წესით შეწყვიტავს წინამდებარე ხელშეკრულებას.
9.3.8 კლიენტს დისტანციური არხების გამოყენებით (მათ შორის ინტერნეტ ბანკი, xxxxxx xxxxx, ბანკომატი და სხვა) შეთავაზოს და გაუაქტიუროს სხვადასხვა საბანკო პროდუქტები და მომსახურებები.
9.3.9 ნაწილობრივ ან სრულად შეწყვიტოს კლიენტის და კლიენტთან დაკავშირებული პირების ანგარიშ(ებ)ზე ოპერაციების განხორციელება, შემდეგ შემთხვევებში და წესით:
9.3.9.1. ბანკს გაუჩნდება ეჭვი ერთი ან რამდენიმე ტრანზაქციის კანონიერებასთან დაკავშირებით ან მოთხოვნილი ოპერაცია წარმოადგენს საეჭვო ოპერაციას ან უჩვეულო გარიგებას. ტრანზაქციის საეჭვო ოპერაციად ან უჩვეულო გარიგებად მიჩნევისას ბანკი ითვალისწინებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს;
9.3.9.2. კლიენტის მიერ მოთხოვნილია ტრანზაქციის განხორციელება, რომელიც ეხება საყურადღებო ზონებში თანხის გადარიცხვას, ან სხვა საბანკო ოპერაციის განხორციელებას. საყურადღებო ანუ არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონად ითვლება შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს ინფორმაციაზე დაყრდნობით განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, სადაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი);
9.3.9.3. შესაბამის სისტემებზე ან წყაროებზე დაყრდნობით ბანკისთვის ცნობილი გახდა ფულის გათეთრებაში, სხვა ეკონომიკურ დანაშაულში, ტერორიზმში და სხვა მძიმე დანაშაულში კლიენტის, მისი წარმომადგენლის ან სხვა დაკავშირებული იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაწილეობის, მათი ბრალდების ან სხვაგვარი ეჭვის არსებობის შესახებ, ასევე თუ საბანკო ოპერაციის (გარიგების) მონაწილე რომელიმე პირი შეყვანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში. ამ შემთხვევაში შეზღუდვა მოქმედებს შესაბამისი სისტემებიდან და წყაროების მონაცემებიდან პირის ამორიცხვამდე, თუ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს (სასამართლო, ადმინისტრაციული ორგანოები და სხვა) გადაწყვეტილებით სხვა რამ არ დადგინდება;
9.3.9.4. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლის არსებობისას, ასევე როდესაც xxxxxx მიერ მიღებული გონივრული ზომების მიუხედავად ვერ ხერხდება კლიენტის, მისი ბენეფიციარი მესაკუთრის, ან ოპერაციაში მონაწილე მხარის და ოპერაციის შინაარსის იდენტიფიკაცია.
9.3.9.5. მხარეები თანხმდებიან, რომ: ბანკი არ არის ვალდებული დაამტკიცოს 9.3.9.1-9.3.9.4 პუნქტებში მითითებული გარემოების ნამდვილობა და მას უფლება აქვს, აღნიშნულ პუნქტებში მითითებული გარემოებების შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი წყაროთი მიღების შემთხვევაში ან საკუთარის შეხედულებით მიიღოს გადაწყვეტილება საბანკო ოპერაციების შესრულების ნაწილობრივ ან სრულად შეწყვეტის შესახებ; 9.3.9.1-9.3.9.4 პუნქტებში მითითებული გარემოებების არარსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრება კლიენტს; ბანკის მიერ კლიენტის შესახებ ინფორმაციის და მონაცემების გადაცემა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საწინააღმდეგო და დანაშაულის აღმკვეთი სამსახურებისთვის, ასევე საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი ფინანსური ინსტიტუტებისთვის, დაწესებულებებისთვის და ორგანიზაციებისთვის, არ განიხილება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის დარღვევად; იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი სასამართლოსთვის მიმართვის გზით ან სხვა უტყუარ მონაცემებზე დაყრდნობით დაამტკიცებს 9.3.9.1-9.3.9.4 პუნქტებში მითითებული გარემოებების არარსებობის ფაქტს, ბანკი ვალდებული იქნება, გააუქმოს წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული საბანკო ოპერაციების შესრულების შეზღუდვა. ამასთან, კლიენტი უარს აცხადებს წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვების დაწესების შედეგად ბანკის ქმედებებით (ბანკის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით) მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე.
9.4 ბანკი ვალდებულია:
9.4.1 დროულად და კლიენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ზუსტი დაცვით აწარმოოს საბანკო ოპერაციები და მათი წარმოებისას დაიცვას მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები;
9.4.2 კლიენტის მოთხოვნით მიაწოდოს მას ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია მისი ანგარიშის და ანგარიშზე გახორციელებული ოპერაციების შესახებ;
9.4.3 მოთხოვნისთანავე მიაწოდოს კლიენტს ინფორმაცია საბანკო მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფებისა და მომსახურების საკომისიოს შესახებსრულად დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების პირობები.
9.4.4 სრულად დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების პირობები;
9.4.5 კლიენტი ვალდებულია, აუნაზღაუროს ბანკს წინამდებარე ხელშეკრულების პირობების და კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შედეგად ბანკისთვის მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანი.
10. მხარეთა პასუხისმგებლობა
10.1 წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის, მხარეები პასუხს აგებენ წინამდებარე ხელშეკრულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
10.2 კლიენტს ეკრძალება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გამოყენება კანონთან შეუსაბამო მიზნით;
10.3 ბანკი არ არის პასუხისმგებელი:
10.3.1 ნებისმიერი სახით დამდგარ ზიანზე, მათ შორის მესამე პირის მიმართ, რომელიც გამოწვეულია კლიენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის შედეგად;
10.3.2 შედეგებზე (მათ შორის, კლიენტის მიერ ნებისმიერი პირის წინაშე ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარ შედეგებზე), თუ ეს გამოწვეულია:
10.3.2.1 კლიენტის დავალებით ოპერაციის განხორციელებით;
10.3.2.2 კლიენტის მიერ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაციის (მათ შორის საგადახდო დავალებაში ან ბანკში წარდგენილ სხვა ნებისმიერ საბუთში მითითებული ინფორმაციის) უზუსტობით ან/და უსწორობით;
10.3.2.3 კლიენტის მიერ განაცხადის ან/და განცხადების არასწორი ან/და არასრულყოფილი შევსებით;
10.3.2.4 კლიენტისთვის ამ ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებების კლიენტის მიერ გამოუყენებლობით;
10.3.2.5 კლიენტის ან სხვა ნებისმიერი პირის კუთვნილი კომპიუტერის ტელეფონის აპარატის ან/და სხვა მოწყობილობების (მათი ნაწილებისა და აქსესუარების), პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობით; ინტერნეტ-პროვაიდერის, ტელეკომუნიკაციების ოპერატორის ან/და ნებისმიერი სხვა პირის მიზეზით
10.3.2.6 კლიენტის მიერ ბანკისთვის მიწოდებულ მონაცემებში დაფიქსირებული მიმღები ან/და შუამავალი ბანკის ნებისმიერი ქმედებით ან/და ბანკისგან დამოუკიდებელი ნებისმიერი მიზეზით;
10.3.2.7 ნებისმიერი შეზღუდვით, რომელიც დაწესებულია იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელზეც მოქმედებს თანხის მიმღების (ადრესატის) მომსახურე ან/და შუამავალი ბანკი,რაც აფერხებს ან/და მთლიანად ან ნაწილობრივ ბლოკავს თანხის მიღებას;
10.3.2.8 გადარიცხვის ოპერაციის ან/და გადასარიცხი თანხის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის, ტერორიზმის დაფინანსების ან/და სხვა მიზნით ბლოკირებით;
10.3.2.9 საკორესპოდენტო ბანკის (რომლის მეშვეობითაც სრულდება გადარიცხვა), მიერ ოპერაციის შესრულებაზე უარის შედეგად ან/და ოპერაციის განხორციელების/დასრულების გაჭიანურებისათვის.
10.3.2.10 საგადახდო დავალების შეუსრულებლობისთვის ან არასწორად შესრულებისთვის, რომელიც გამოწვეულია კლიენტის მიერ წარმოდგენილ საგადახდო დავალებაში მითითებული არასწორი ინფორმაციით.
10.4. xxxxx xxxxxxxxxxxxxxx კლიენტის წინაშე კლიენტის მიერ ინიცირებული საგადახდო დავალების სწორად შესრულებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს 10.3.2.10 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, ან ბანკის მიერ სწორად იქნა მითითებული მიმღების რეკვიზიტები და მიმღების პროვაიდერს მიღებული აქვს გადახდის ოპერაციის თანხა (მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ბანკის მიერ გადარიცხულია საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა).
10.5. თუ ბანკმა სწორად შეასრულა კლიენტის საგადახდო დავალება, მაშინ მიმღების პროვაიდერი პასუხისმგებელია კლიენტის ან/და მიმღების მიმართ გადახდის ოპერაციის განხორციელების სისწორისთვის.
10.6. თუ ბანკმა 10.4 პუნქტის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ არასწორად განახორციელა საგადახდო დავალება, იგი ვალდებულია კლიენტს დაუბრუნოს არასწორად გადარიცხული თანხა და ამ ოპერაციასთან დაკავშირებული საკომისიო. როდესაც ბანკი არ ეთანხმება საგადახდო ოპერაციის მის მიერ არასწორად განხორციელების ბრალდებას, მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შეიძლება დაეკისროს მას არასწორად გადარიცხული თანხის უკან დაბრუნება (საკომისიოსთან ერთად). ამასთან, მხარეთა შეთანხმებით, კლიენტი უარს აცხადებს წინამდებარე პუნქტიდან გამომდინარე ბანკის ქმედებებით (ბანკის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ან/და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით) მისთვის მიყენებული ზიანის, მათ შორის მიუღებელი სარგებლის/ ანაზღაურების მოთხოვნაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდება ბანკის განზრახი მოქმედება, იმ მიზნით, რომ კლიენტს მიადგეს ზიანი, ამასთანავე თუ სასამართლოს მიერ დადგინდება მიზეზობრივი კავშირი ბანკის მოქმედებასა და კლიენტისთვის მიყენებულ ზიანს შორის.
10.7 თუ კლიენტი წარმოადგენს მიმღებს და ბანკი პასუხისმგებელია გადახდის ოპერაციის არასწორად განხორციელებისთვის ამ ხელშეკრულების 10.4-10.6 პუნქტების შესაბამისად, იგი ვალდებულია კლიენტს ანგარიშზე ჩაურიცხოს თანხა. ამასთან, მხარეთა შეთანხმებით, კლიენტი უარს აცხადებს წინამდებარე პუნქტიდან გამომდინარე ბანკის ქმედებებით (ბანკის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ან/და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით) მისთვის მიყენებული ზიანის, მათ შორის მიუღებელი სარგებელის, ანაზღაურების მოთხოვნაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდება ბანკის განზრახი მოქმედება, იმ მიზნით, რომ კლიენტს მიადგეს ზიანი, ამასთანავე თუ სასამართლოს მიერ დადგინდებაა მიზეზობრივი კავშირი ბანკის მოქმედებასა და კლიენტისთვის მიყენებულ ზიანს შორის.
10.8. კლიენტი უფლებამოსილია მოსთხოვოს ბანკს არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესაბამისი თანხის ანაზღაურება წინამდებარე პუნქტის დებულებების შესაბამისად, თუ არაავტორიზებული ოპერაციის შესრულების თარიღიდან არ გასულა 40 დღეზე მეტი ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესრულების თარიღიდან არ გასულა 180 დღეზე მეტი და კლიენტმა არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესახებ ბანკს შეატყობინა ამგვარი ოპერაციის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან დაუყოვნებლივ. გადახდის ოპერაცია ავტორიზებულად ითვლება, თუ არსებობს კლიენტის თანხმობა ოპერაციის განხორციელებაზე, თუკი საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კლიენტის თანხმობის გაცემის ფორმა და პროცედურა განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულებით, ასევე ბანკსა და კლიენტს შორის შესაძლო სხვა შეთანხმების საფუძველზე.
10.9 თუ კლიენტმა არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული გადახდის ოპერაციის შესახებ 10.8 პუნქტით დადგენილი შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ განაცხადა, ამ ვადის გასვლის შემდეგ ბანკი ვალდებულია, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს მომხმარებელს არაავტორიზებული ან არასწორად გადარიცხული თანხის დაბრუნებაში. წინამდებარე პუნქტი არ წარმოშობს კლიენტის მოთხოვნას ბანკის მიმართ: სასამართლოს მეშვეობით ბანკისგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თანხის დაბრუნება ან სხვა მოქმედების შესრულება.
10.10. ბანკი, წინამდებარე პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულია კლიენტს აუნაზღაუროს არაავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხა, გარდა ამ პუნქტის 10.12 ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. კლიენტისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება ამ პუნქტის 10.11 ქვეპუნქტის შესაბამისად.
10.11. კლიენტი პასუხისმგებელია მოპარული ან დაკარგული საგადახდო ინსტრუმენტით ან მისი უკანონო მითვისებით ან უკანონო გამოყენებით გამოწვეული, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული არაავტორიზებული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის არა უმეტეს 100 ლარისა, გარდა ამ პუნქტის 10.12 ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ამ პუნქტის
მიზნებისათვის ინტერნეტის მეშვეობით განხორციელებული ოპერაცია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულად ითვლება, თუ ის საქართველოში გამოშვებული საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენებით განხორციელდა და ინტერნეტგვერდი ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც არ არის იურიდიული პირი.
10.12 კლიენტი სრულად აგებს პასუხს არაავტორიზებულ გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებული იმ ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია მისი დანაშაულებრივი ქმედებით, ასევე მის მიერ ამ ხელშეკრულების 5.11.9 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების განზრახ ან დაუდევრობით შეუსრულებლობით.
11. პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები (ფორს-მაჟორი)
11.1 მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების სრული და ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის დაუძლეველი ძალის [ფორს-მაჟორი] მოქმედების პერიოდში, თუ მისი მიზეზით შეუძლებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება/ ან ჯეროვანი შესრულება.
11.2 „დაუძლეველი ძალის“ ქვეშ იგულისხმება გარემოებები, რომლებიც არ არსებობდნენ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დროს და რომელთა დადგომა და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ და გადაელახათ; კერძოდ: სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათი მხრიდან შეუძლებელია.
11.3 თუ ნებისმიერმა ზემოხსენებულმა გარემოებამ უშუალოდ იმოქმედა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადებზე, მაშინ ეს ვადები ამ გარემოების მოქმედების დროის შესაბამისად თანაბარზომიერად გაიზრდება.
11.4 მხარე, რომლისთვისაც ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო შეუძლებელი გახდა ვალდებულებების შესრულება, ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღისა ამ გარემოების დადგომიდან და/ ან დასრულებიდან, წერილობით აცნობოს მეორე მხარეს.
11.5 შეუტყობინებლობის და/ან დაგვიანებული შეტყობინების შემთხვევაში იგი კარგავს უფლებას, დაეყრდნოს ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს.
11.6 შეტყობინებაში მითითებული ფაქტები დადასტურებულ უნდა იქნეს კომპეტენტური ორგანოს მიერ. დადასტურება არ არის საჭირო, თუ აღნიშნული ფაქტები საყოველთაოდაა ცნობილი.
11.7 თუ დაუძლეველი ძალის მოქმედება გაგრძელდება ერთ თვეზე მეტხანს, მხარეები უფლებამოსილნი არიან შეცვალონ ხელშეკრულების პირობები. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას წყვეტს საერთო სასამართლო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12. კონფიდენციალურობის დაცვა
12.1 მხარეები ვალდებულნი არიან, არ გაახმაურონ კონფიდენციალური ინფორმაცია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში და მის დასრულების შემდეგაც, მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. კონფიდენციალური ინფორმაცია გულისხმობს ამ ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სახის შეთანხმებიდან გამომდინარე დოკუმენტურ ან სხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის: ბანკისა და კლიენტის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას, რომლითაც სარგებლობა შეზღუდული ან აკრძალულია მხარეთა შეთანხმებით/ან და კანონით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება:
12.1.1იმ ინფორმაციაზე, რომელიც არის ან გახდება მესამე პირებისათვის ხელმისაწვდომი მხარეთაგან დამოუკიდებლად;
12.1.2იმ ინფორმაციაზე, რომლის მოპოვებაც მოხდება სხვა წყაროებიდან;
12.1.3იმ ინფორმაციაზე, რომლის გამჟღავნებაც მოხდება რომელიმე მხარის მიერ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
12.2 კლიენტი ასევე ანიჭებს ბანკს უპირობო უფლებამოსილებას, ნებისმიერ დროს გაეცნოს მის (კლიენტის) შესახებ არსებულ ნებისმიერი სახის პერსონალურ ინფორმაციას (მონაცემები, ჩანაწერები ან/და საბუთები) ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოში. ამასთან, კლიენტი თანახმაა, ბანკმა მიიღოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან ბანკისთვის აუცილებელი კლიენტის პერსონალური მონაცემები, საჭირო მოცულობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნითა და ამ მიზნის განსახორციელებლად;
12.3 ბანკი უფლებამოსილია, კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე, წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი შეზღუდვის მიუხედავად, მასზე არსებული ნებისმიერი ინფორმაცია გადასცეს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს, მათ შორის სს „კრედიტინფო საქართველოს“ (ს.კ. 204470740), ამ ბიუროს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, რის შედეგადაც კლიენტი აღირიცხება საკრედიტო ბიუროს მონაცემთა ბაზაში. გადასაცემი ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს: კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, დავალიანების ნაშთს, სასამართლო და სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობასა და შედეგებს და კლიენტის ვალდებულებებთან დაკავშირებულ სხვ. ინფორმაციას. ამასთან, xxxxxxx თანახმაა, xxxxxx მასზე არსებული ნებისმიერი ინფორმაცია ნებისმიერ დროს მიიღოს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროდან, მოვალეთა რეესტრიდან ან/და ყველა საჯარო ან/და სპეციალური საძიებო მონაცემთა ბაზებიდან, რომლებთანაც ბანკს გააჩნია საჯარო ან/და სპეციალური წვდომა;
12.4 კლიენტი აცხადებს თანხმობას მის შესახებ ბანკში არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, ბანკმა გადასცეს ბანკის მიერ შერჩეულ მხოლოდ იმ მესამე პირს, რომელთანაც ბანკს გაფორმებული ექნება ხელშეკრულება კონფიდენციალობის დაცვის შესახებ და, თუ აღნიშნული მესამე პირი უზრუნველყოფს კლიენტის პერსონალური მონაცემების სათანადო დაცვას.
12.5 კლიენტი ვალდებულია წერილობით განაცხადოს უარი, მის მიერვე მიცემულ თანხმობაზე პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და გადაცემასთან დაკავშირებით და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება. ბანკი უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას და განადგურებას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.
13. დასკვნითი დებულებები
13.1 ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით. ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვლენების დადგომის ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
13.2 კლიენტი, თანახმაა მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და ელ.xxxxxx მეშვეობით მიიღოს ნებისმიერი მათ შორის სარეკლამო ხასიათის ინფორმაცია. კლიენტი ვალდებულია იმ შემთხვევაში, თუ შემდგომში აღარ ექნება სურვილი ინფორმაციის მიღების, წერილობით აცნობოს ბანკს და მოითხოვოს აღნიშნულის შეწყვეტა;
13.3 კლიენტი უფლებამოსილია, წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ბანკში წარადგინოს წერილობითი პრეტენზია ბანკის მიერ დადგენილი ფორმით. პრეტენზიის ფორმის მიღება შესაძლებელია როგორც ბანკის ნებისმიერი სერვისცენტრის საოპერაციო განყოფილებაში, ასევე ბანკის ვებგვერდის მეშვეობით. ასევე, მის პრეტენზიას განიხილავს ბანკის მომხმარებელთა უფლებების დამცველი 10 სამუშაო დღის განმავლობაში და შედეგი კლიენტს ეცნობება შეტყობინების ბანკისთვის მისაღები ნებისმიერი ფორმით. პრეტენზიის წარდგენის და განხილვის ინსტრუქცია იხილეთ ეროვნული ბანკის ინტერნეტ - გვერდზე xxx.xxx.xxx.xx/xx
13.4 მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. ბანკის მხრიდან, ოპერატიულობის მიზნით, დასაშვებია კლიენტისთვის შეტყობინების მიწოდება ინტერნეტ-ბანკის, მობილური ტელეფონის/სხვა მოწყობილობის მეშვეობით გადაცემული/მიღებული სმს შეტყობინების, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, დისტანციური, ან ბანკის მიერ შერჩეული სხვა ოპერატიული საშუალებით გზავნილის გზით, იმ პირობით რომ, კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ამგვარი მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში მას წარედგინება შეტყობინების წერილობითი ფორმაც.
13.5 წინამდებარე ხელშეკრულებით შეტყობინება, გარდა ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა ჩაბარებულად ითვლება:
13.5.1 ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს, თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია ადრესატის მიერ (მათ შორის ელექტრონული დოკუმენტით, ქვითრით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით და ა.შ.);
13.5.2 თუ შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული ადრესატის მიერ, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება სათანადო წესით გაგზავნილად და ადრესატის მიერ მიღებულად ჩაითვლება:
- კურიერის ან საფოსტო გზავნილის მეშვეობით წერილობითი შეტყობინების ან დეპეშის გაგზავნის შემთხვევაში - (ა) თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ, გაგზავნიდან 3 (სამი) კალენდარულ დღეში, ან ჩაბარების დადასტურების თარიღის დღეს (რომელსაც უფრო ადრე ექნება ადგილი); (ბ) თუ შეტყობინება გაგზავნილია კლიენტის მიერ, ბანკის კანცელარიაში შეტყობინების დარეგისტრირების მომდევნო სამუშაო დღეს;
- ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და სხვა ელექტრონული საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში - (ა) თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ, გაგზავნის თარიღიდან მე-2 (მეორე) სამუშაო დღეს; (ბ) თუ შეტყობინება გაგზავნილია კლიენტის მიერ ბანკის მიერ შესაბამისი შეტყობინების მიღების დადასტურების თარიღიდან;
13.5.3 თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ, იგი მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემებზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას, ან შეცვლილი იქნება კლიენტის საკონტაქტო მონაცემები
13.6 მხარეები ურთიერთობას განახორციელებენ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებ(ებ)ით განსაზღვრულ მისამართზე/ საკონტაქტო მონაცემებზე ან სხვა ნებისმიერ მისამართზე, საკონტაქტო მონაცემებზე, რომელთაც ერთი მხარე აცნობებს მეორეს წერილობით, აგრეთვე ბანკისთვის ცნობილ კლიენტის სხვა მისამართ(ებ)ზე. თითოეული მხარე ვალდებულია აღნიშნული მისამართ(ებ)ის ან მათი რომელიმე მონაცემის ცვლილების შემთხვევაში დროულად აცნობოს მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ურთიერთობა (შეტყობინების გაგზავნა და სხვა) ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად;
13.7 იმ საკითხების მოწესრიგებისას, რომლებიც ამ ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით;
13.8 წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ შესაძლო დავებს მხარეები მოაწესრიგებენ ურთიერთმოლაპარაკებების საფუძველზე. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განსახილველად გადაეცემა საქართველოს საერთო სასამართლოს. ამასთან, xxxxx უფლებამოსილია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიაქციოს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად;
13.9 ბანკს უფლება აქვს წინამდებარე ხელშეკრულების ან/და მის საფუძველზე/ფარგლებში გაფორმებულ/გასაფორმებელ სხვა შეთანხმების/ხელშეკრულების ტექსტში შეიტანოს ცვლილებები და დამატებები, მათ განხორციელებამდე/ამოქმედებამდე 1 (ერთი) თვით ადრე ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე xxx.xxxxxxxxx.xx ან ბანკის სერვისცენტრების შენობებში განთავსების გზით. შეტყობინება ასევე დასაშვებია წინამდებარე ხელშეკრულების 13.4 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ფორმით. კლიენტი უფლებამოსილია 1 (ერთი) თვის გასვლამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება/შეთანხმება და გადაუხადოს ბანკს ნებისმიერი სახის გადასახდელი/დავალიანება სრულად (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიენტს ბანკთან გაფორმებული სხვა ხელშეკრულების საფუძველზე, ამავე ხელშეკრულების ვადით გააჩნია მიმდინარე ანგარიშის შენარჩუნების ვალდებულება). წინააღმდეგ შემთხვევაში წინამდებარე ხელშეკრულება/შეთანხმება მასში შეტანილ ცვლილებებთან ერთად ჩაითვლება კლიენტის მხრიდან მიღებულად და გაგრძელდება იმავე პირობებით. ბანკს არ წარმოეშობა ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, როდესაც ხორციელდება მომსახურების საკომისიოს ოდენობის ცვლილება მომხმარებლის სასარგებლოდ, ასევე იმ ახალ მომსახურებაზე რომელიც არ ანაცვლებს და/ან არ ცვლის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგადახდო მომსახურებას (მომსახურებებს);
13.10 ბანკი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეცვალოს ნებისმიერი სახის საკომისიო და შეატყობინოს კლიენტს ბანკისთვის მოსახერხებელი ნებისმიერი, მათ შორის, დისტანციური საშუალებით, ბანკის ინტერნეტ-გვერდზე ან/და ბანკის სათავო ოფისისა და სერვისცენტრების შენობებში ინფორმაციის 1 (ერთი) თვით ადრე განთავსების გზით. შეტყობინება ასევე დასაშვებია წინამდებარე ხელშეკრულების 13.4 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ფორმით. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცვლილებაზე ვრცელდება 13.9 ქვეპუნქტის მესამე-მეხუთე წინადადებით გათვალისწინებული წესები;
13.11 კლიენტი ან ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება ან/და მის საფუძველზე/ფარგლებში გაფორმებული/გასაფორმებელი სხვა შეთანხმება/ხელშეკრულება. კლიენტი ვალდებულია შეწყვეტამდე 1 (ერთი) თვით ადრე აცნობოს ბანკს წერილობითი შეტყობინების წარდგენის გზით. კლიენტის მიერ ხელშეკრულების/შეთანხმების
შეწყვეტა არ გულისხმობს წინამდებარე ხელშეკრულების 10.3.9. პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვების გაუქმებას. ბანკი ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტაზე შეატყობინოს კლიენტს, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ბანკისთვის მოსახერხებელი ნებისმიერი, მათ შორის, დისტანციური საშუალებით, ხელშეკრულების შეწყვეტამდე 1 (ერთი) თვით ადრე. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია წერილობითი შეტყობინებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს ბანკის მიმართ არსებული ნებისმიერ სახის დავალიანება;
13.12 თუ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი მიჩნეულ იქნება ბათილად, ეს გავლენას ვერ მოახდენს ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე. ბათილი დებულების ნაცვლად გამოიყენება ის დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზანი;
13.13 წინამდებარე ხელშეკრულების სათაურებისა და ფრაზების ნუმერაციას აქვს მხოლოდ პირობითი ხასიათი. ნუმერაციის მიზანია დოკუმენტის სისტემურად გამართვა და ადვილად წაკითხვადობა, და აღნიშნული ვერ მოახდენს გავლენას წინამდებარე ხელშეკრულების პირობების ან/და მთლიანი ხელშეკრულების ინტერპრეტაციაზე;
13.14 ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად შეესატყვისება მხარეთა ნების ნამდვილობას;
13.15 წინამდებარე ხელშეკრულების დანართები წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს;
13.16 ბანკი და კლენტი თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულება ანაცვლებს ბანკსა და კლიენტს შორის 2015 წლის 17 მარტამდე დადებულ საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულებას (17/03/2015 წლამდე ბანკთან გაფორმებული საბანკო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის რეგულირების საგანი ემთხვევა/ემთხვეოდა წინამდებარე ხელშეკრულების საგანს, შემდგომში „საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულება“), შესაბამისად, წინამდებრე ხელშეკრულების დადებამდე მოქმედი საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების ყველა დანართი, დამატებითი შეთანხმება, მასთან დაკავშირებული და მის ფარგლებში გაფორმებული ყველა სხვა ხელშეკრულება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და მხარეთა მიერ ჩაითვლება წინამდებარე ხელშეკრულების დანართად, დამატებით შეთანხმებად, მის ფარგლებში და მასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებად. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ წინაამდებარე ხელშეკრულების წესებთან, პირობებთან და რეგულაციებთან წინააღმდეგობაში მოდის წინამდებრე ხელშეკრულების დადებამდე მოქმედი (ჩანაცვლებული) „საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების“ დანართის, დამატებითი შეთანხმების, მასთან დაკავშირებული და მის ფარგლებში გაფორმებული ყველა სხვა ხელშეკრულების წესები, პირობები და რეგულაციები, უპირატესობა ენიჭება და მოქმედებს წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ წესები, პირობები და რეგულაციები.
13.17 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, რომლის ტექსტი ქაღალდის ვერსია განთავსებულია ბანკის (სერვისცენტრ(ებ)ის) შენობაში, ხოლო ელექტრონული ვერსია - ბანკის ვებ-გვერდზე: xxx.xxxxxxxxx.xx. კლიენტის მიმართ წინამდებარე ხელშეკრულება სავალდებულო ძალას იძენს „საბანკო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების დადების/დადასტურების შესახებ შეთანხმების“ ხელმოწერის მომენტიდან. „საბანკო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების დადების/დადასტურების შესახებ შეთანხმება“ წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.