Contract
ხელშეკრულება
კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ
ქ. თბილისი [-თარიღი-]
ერთი მხრივ, სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“, საიდენტიფიკაციო ნომერი: 404500857, წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxx xxxxxxxxx-ის მიერ, და მეორე მხრივ, [-კომპანიის სახელწოდება-], საიდენტიფიკაციო ნომერი: [-ნომერი-], წარმოდგენილი მისი [-პოზიცია-] [-სახელი, გვარი-]-ის მიერ, შემდგომში ერთად მოხსენიებული, როგორც „მხარეები“, ხოლო ცალ-ცალე - „მხარე“, თანხმდებიან და დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ (შემდგომში „ხელშეკრულება“) შემდეგზე:
ტერმინთა განმარტებები
წინამდებარე „ხელშეკრულებაში“ გამოყენებული ტერმინები ატარებენ შემდეგ შინაარსს:
„ინფორმაციის გამცემი მხარე“ - მხარე, რომელიც „ხელშეკრულების“ საფუძველზე, „ინფორმაციის მიმღებ მხარეს“ გადასცემს „კონფიდენციალურ ინფორმაციას“;
„ინფორმაციის მიმღები მხარე“ - მხარე, რომელიც „ხელშეკრულების“ საფუძველზე, „ინფორმაციის გამცემი მხარისაგან“, იღებს „კონფიდენციალურ ინფორმაციას“;
„კანონმდებლობა“ - საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში მოქცეული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების ერთობლიობა;
„კონფიდენციალური ინფორმაცია“ – „ინფორმაციის მიმღები მხარის“ მიერ „ინფორმაციის გამცემი მხარისგან“ პირდაპირ ან არაპირდაპირ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ ქონებრივი, ფინანსური, კომერციული, სამართლებრივი, ტექნოლოგიური და სხვა სახის ინფორმაცია, საბუღალტრო მონაცემები, გამოგონებები და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სხვა ობიექტები, ასევე, სავაჭრო საიდუმლოებები, მიმწოდებელის (1.7. პუნქტის მიხედვით) სამუშაო მეთოდოლოგია, ნოუ-ჰაუ და ინფორმაცია, რომელიც ასეთად არის მიჩნეული „მხარის“ მიერ და ამის შესახებ ეცნობა მეორე „მხარეს“ ან გონივრულობის პრინციპიდან გამომდინარე, დამდგარი ფაქტობრივი გარემოებებისა და ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით, „ინფორმაციის მიმღებ მხარეს“ დამოუკიდებლად შეეძლო ევარაუდა ინფორმაციის კონფიდენციალური ხასიათის შესახებ. „კონფიდენციალურ ინფორმაციას“ ასევე მიეკუთვნება მომსახურების გაწევის ფარგლებში მიმწოდებლის (1.7. პუნქტის მიხედვით) მიერ შემუშავებული სქემები, ფორმულები, გაანგარიშებები, სამუშაო ფაილები და სხვა მსგავსი ინფორმაცია/მონაცემ(ებ)ი თუ „მხარეები“ წერილობით სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. „კონფიდენციალურ ინფორმაციას“ არ განეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც არის/გახდება საჯარო „ინფორმაციის მიმღები მხარისგან“ დამოუკიდებლად;
„მესამე პირი“ - ნებისმიერი პირი, რომელიც არ წარმოადგენს „ხელშეკრულების“ მხარეს;
„დამკვეთი მხარე (დამკვეთი)“ – „მხარეთა“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მომსახურების/საქონლის შემკვეთი მხარე (ასეთი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში);
„მიმწოდებელი მხარე (მიმწოდებელი)“ – „მხარეთა“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მომსახურების/საქონლის მიმწოდებელი მხარე (ასეთი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში).
„კონფიდენციალური ინფორმაციით“ სარგებლობის პირობები
„მხარეები“ მიიღებენ ყველა ზომას, რათა დაიცვან „კონფიდენციალური ინფორმაცია“ და არ დაუშვან მასზე „მესამე პირთა“ წვდომა, გარდა „ინფორმაციის გამცემი მხარის“ წინასწარი თანხმობის არსებობის ან ამავე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
„ინფორმაციის მიმღებმა მხარემ“ უნდა მიიღოს მეორე „მხარის“ წერილობითი თანხმობა იმისათვის, რომ შეძლოს „ინფორმაციის გამცემი მხარისგან“ მოპოვებული „კონფიდენციალური ინფორმაციის“ გახმაურება. ინფორმაციის გახმაურებად ჩაითვლება მისი გავრცელება ნებისმიერ „მესამე პირზე“.
„კონფიდენციალური ინფორმაციის“ გამჟღავნება დასაშვებია, თუ:
ეს მოითხოვება კანონმდებლობით;
„კონფიდენციალური ინფორმაციის“ გამჟღავნება მოხდება ადვოკატების, იურისტების, კონსულტანტების, მზღვეველების ან/და სხვა პირისათვის, რომელიც ჩართულია ან ჩაერთვება „მხარეთა“ შორის წამოჭრილ დავაში;
„კონფიდენციალური ინფორმაციის“ გამჟღავნება მოხდება ქვეკონტრაქტორებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან მომსახურების გაწევაში. ასეთ შემთხვევაში, „ინფორმაციის მიმღები მხარე“ აცნობებს ქვეკონტრაქტორს ინფორმაციის კონფიდენციალური ხასიათის შესახებ.
მომსახურების/საქონლის „მიმწოდებელ მხარეს“ უფლება აქვს ნებისმიერი ფორმით მოახდინოს მომსახურების/ხელშეკრულების შესრულების მოხსენიება, მათ შორის „დამკვეთი მხარის“ საფირმო სახელის და სავაჭრო ნიშნის, ლოგოს მოხსენიება იმ სახით, რაც მიუთითებს „მიმწოდებლის“ შესაბამის პროფესიულ გამოცდილებაზე, მარკეტინგისა და ბიზნეს განვითარების მიზნებისთვის.
თუ ეს კანონმდებლობით არაა აკრძალული, „ინფორმაციის მიმღები მხარე“ ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს „ინფორმაციის გამცემ მხარეს“ მისი მხრიდან „კონფიდენციალური ინფორმაციის“ გამჟღავნების აუცილებლობის შესახებ და მიიღოს ნებისმიერი მართლზომიერი, კეთილსინდისიერი და გონივრული ზომა ასეთი ინფორმაციის მაქსიმალურად დაცვისთვის.
„ხელშეკრულების“ შეწყვეტის შემთხვევაში, ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც ექცევა „კონფიდენციალური ინფორმაციის“ ქვეშ უბრუნდება „ინფორმაციის გამცემ მხარეს“, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შემთხვევაში. ის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც კანონმდებლობით ან პროფესიული სტანდარტით მოითხოვება, რომ დარჩეს „მიმწოდებელ მხარესთან“, რჩება ამ უკანასკნელთან დედნის ან ასლის სახით.
„კონფიდენციალური ინფორმაციის“ დაცვის ვალდებულების დამრღვევ „მხარეს“ დაეკისრება ფაქტობრივად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესის მიხედვით.
„ხელშეკრულების“ მოქმედების ვადა
წინამდებარე „ხელშეკრულების“ მოქმედების ვადა განისაზღვრება მისი გაფორმებიდან 3 (სამი) წლის ვადით, თუ „მხარეთა“ შეთანხმებით იგი ვადამდე ადრე არ შეწყდება. იმ შემთხვევაში, თუ „მხარეთა“ შორის იმავე საგნის თაობაზე გაფორმებული სხვა ხელშეკრულება მოიცავს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ვალდებულებას, წინამდებარე „ხელშეკრულება“ ძალას კარგავს ასეთი ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან.
მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
წინამდებარე „ხელშეკრულება“ რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. „მხარეთა“ შორის წარმოშობილი დავა გადასაწყვეტად გადაეცემა საქართველოს შესაბამისი იურისდიქციის სასამართლოს.
-
სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“
[-კომპანიის დასახელება-]
____________________
xxxxx xxxxxxxxxx
დირექტორი
____________________
[-სახელი, გვარი-]