Contract
ფიზიკური პირების საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საერთო პირობები (შემდგომში - საერთო პირობები)
1. ტერმინთა განმარტებები:
თუ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ან მისი კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ხელშეკრულებაში ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებაში ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1. ავტორიზაცია - პროცედურა, რომლის შესაბამისადაც ბანკი ადგენს კლიენტის ვინაობას/იდენტიფიკაციას
წვდომის კოდის გამოყენებით და რომლის საფუძველზეც ბანკი გაუწევს კლიენტს საბანკო მომსახურებას.
1.1.1. წვდომის კოდი - ნებისმიერი სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საბანკო მომსახურების უსაფრთხო განხორციელების მიზნით, მათ შორის:
1.1.1.1. ერთჯერადი კოდი - შემთხვევითი წესით დაგენერირებული ციფრების კომბინაცია, რომელიც გამოიყენება
დისტანციური საბანკო მომსახურების გაწევისას ოპერაციების შესასრულებლად;
1.1.1.2. PIN კოდი - პერსონალური საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელსაც ბანკი გადასცემს კლიენტს ბარათთან
ერთად;
1.1.1.3. ავთენტიფიკაციის ელემენტი - რომელიც მოიცავს შემდეგი ტიპის ელემენტებს:
1.1.1.3.1. ცოდნის კატეგორიის ელემენტი - პაროლი ან პასკოდი ან ნებისმიერი ისეთი მონაცემი/ინფორმაცია რომელიც მხოლოდ კლიენტმა იცის და რომელიც ბანკს შეუძლია გამოიყენოს ძლიერი ავთენტიფიკაციისთვის;
1.1.1.3.2. ფლობის კატეგორიის ელემენტი - ნებისმიერი ისეთი მონაცემი, რომელსაც მხოლოდ კლიენტი ფლობს, მათ შორის, ერთჯერადი კოდი, ასევე მობილური მოწყობილობა ან/და ინტერნეტ ბრაუზერი, რომელსაც კლიენტმა მიანიჭა სანდო მოწყობილობის სტატუსი და რომელიც ბანკს შეუძლია გამოიყენოს ძლიერი ავთენტიფიკაციისთვის;
1.1.1.3.3. უნიკალურობის კატეგორიის ელემენტი - კლიენტის თითის ანაბეჭდი, სახე ან ნებისმიერი სხვა უნიკალური მახასიეთებელი, რომელიც ბანკს შეუძლია გამოიყენოს ძლიერი ავთენტიფიკაციისთვის.
1.1.2. ძლიერი ავთენტიფიკაციით ავტორიზაცია - ავტორიზაცია, რომელიც შესრულებულია ძლიერი ავთენტიფიკაციით;
1.1.3. ძლიერი ავთენტიფიკაცია - წესი, რომელიც გულისხმობს კლიენტის მიერ ავტორიზაციისას ან/და დისტანციური საბანკო მომსახურების მიღებისას ან/და ოპერაციის მათ, შორის გადახდის ოპერაციის დადასტურებისას ავთენტიფიკაციის ელემენტებიდან მინიმუმ ორი კატეგორიის ელემენტის გამოყენებას;
1.1.4. გადახდის ოპერაციის ავტორიზაცია/საგადახდო დავალების ავტორიზაცია - კლიენტის მიერ ბანკის მიმართ გაცემული თანხმობა საგადახდო დავალების შესრულებაზე, რომლის საფუძველზე სრულდება გადახდის ოპერაცია.
1.1.5. არაავტორიზებული გადახდის ოპერაცია/არაავტორიზებული საგადახდო დავალება - საგადახდო დავალება/გადახდის ოპერაცია რომელიც არ არის შესრულებული გადახდის ოპერაციის ავტორიზაციის ან/და საგადახდო დავალების ავტორიზაციის საფუძველზე.
1.2. ამონაწერი - ინფორმაცია ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ.
1.3. ანგარიში - ბანკში არსებული კლიენტის ნებისმიერი ტიპის ანგარიში, მათ შორის:
1.3.1. ერთვალუტიანი ანგარიში – ანგარიში, რომელზეც ფულადი თანხა აისახება ერთ კონკრეტულ ვალუტაში;
1.3.2. მიმდინარე ანგარიში – სტანდარტული მიმდინარე ანგარიში ან/და უნივერსალური მიმდინარე ანგარიში, რომელზეც აისახება კლიენტის ფულადი თანხა და რომელსაც კლიენტი გადახდების განსახორციელებლად ან სხვა მიზნით იყენებს;
1.3.3. მოთხოვნამდე დეპოზიტის საანაბრე ანგარიში - ანგარიში, რომელზეც განთავსებულ ფულად სახსრებს, ბანკი არიცხავს მხარეთა შორის შეთანხმებულ პროცენტს და რომელზეც თანხის შეტანა, ჩარიცხვა, გადარიცხვა და გატანა შესაძლებელია მოთხოვნისთანავე;
1.3.4. მულტისავალუტო ანგარიში – ანგარიში, რომელზეც ფულადი თანხა აისახება რამდენიმე ვალუტაში ცალ- ცალკე და რომელიც წარმოადგენს ერთ ანგარიშს;
1.3.5. სტანდარტული მიმდინარე ანგარიში - მიმდინარე ანგარიში, რომელზეც არ არის მიბმული ბარათი და რომლითაც შესაძლებელია ოპერაციების შესრულება;
1.3.6. უნივერსალური მიმდინარე ანგარიში - მიმდინარე ანგარიში, რომელზეც მიბმულია ბარათი და რომელზეც შესაძლებელია ოპერაციების შესრულება.
1.4. არასანქცირებული ლიმიტი - კლიენტის ანგარიშზე არსებული უარყოფითი ფულადი ნაშთი (ანგარიშის
გამინუსება), რომელიც: (ა) წარმოშობილია ბანკის თანხმობის/ნებართვის გარეშე; ან/და (ბ) დაშვებულია
xxxxxx მიერ, კლიენტის შესაბამისი დავალიანების დასაფარად; ან/და (გ) წარმოშობილია კლიენტსა და ბანკს შორის შეთანხმებული ოვერდრაფტის ლიმიტის გადახარჯვის შედეგად. არასანაქცირებული ლიმიტის თანხის კლიენტის მიერ გადახდის პირობებს განსაზღვრავს ბანკი, ბანკში დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად.
1.5. ბანკი - სააქციო საზოგადოება საქართველოს ბანკი, რომლის რეკვიზიტებია: (ა) საიდენტიფიკაციო ნომერი: 204378869; (ბ) საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ფორმა: კომერციული ბანკი; (გ) რეგისტრაციის ნომერი: 06/5-07; (დ) სათავო ოფისის მისამართი: გაგარინის 29ა, თბილისი, საქართველო; (ე) ვებ-გვერდის მისამართი: xxx.xxxxxxxxxxxxx.xx; (ვ) ელექტრონული ფოსტის მისამართი: xxxxxxxxxxxxxxx@xxx.xx; (ზ) საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: (x000) 000 0000 000.
1.6. ბანკომატი - თვითმომსახურების მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც კლიენტს შეუძლია ანგარიშიდან ნაღდი ფულის გატანა, ასევე, კანონმდებლობითა და ბანკის მიერ განსაზღვრული სხვა ოპერაციების შესრულება.
1.7. ბარათი - საგადახდო ინსტრუმენტი, რომლითაც (მათ შორის ბარათის საიდენტიფიკაციო მონაცემ(ებ)ით
შესაძლებელია გადახდის ოპერაციის ინიციირება.
1.7.1. ძირითადი ბარათი - ერთ უნივერსალურ ანგარიშთან, ერთზე მეტი ბარათის დაკავშირებისას, ბარათი,
რომელიც პირველად დაუკავშირდა უნივერსალურ ანგარიშს;
1.7.2. დამატებითი ბარათი - ერთ უნივერსალურ ანგარიშთან, ერთზე მეტი ბარათის დაკავშირებისას, ნებისმიერი სხვა ბარათი გარდა ძირითადი ბარათისა, რომელსაც ბანკი გასცემს დამატებით კლიენტზე, კლიენტისათვის ან/და კლიენტის მიერ დასახელებულ მესამე პირისათვის გადასაცემად;
1.7.3. სადებეტო ბარათი - ბარათი, რომელიც ბარათის მფლობელს საშუალებას აძლევს განკარგოს ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი დადებითი ნაშთი (თანხები) და ბარათზე დაშვებული ოვერდრაფტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
1.7.4. საკრედიტო ბარათი - ბარათი, რომელიც ბარათის მფლობელს საშუალებას აძლევს ოპერაციები
განახორციელოს ბანკის მიერ მინიჭებული საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში, გარდა ოვერდრაფტისა;
1.7.5. ციფრული ბარათი - ბანკის მიერ გამოშვებული პლასტიკური ბარათების ელექტრონული ვერსია, რომელზეც, კონტექსტის შესაბამისად, ვრცელდება შესაბამისი ტიპის პლასტიკური ბარათის სტანდარტული პირობები;
1.7.6. წინასწარი გადახდის ბარათი - ბარათი, რომელიც ბარათის მფლობელს საშუალებას აძლევს განკარგოს მხოლოდ ბარათზე წინასწარ ჩარიცხული თანხა (ნომინალური ოდენობის ელექტრონული ფული), (მაგალითად, სასაჩუქრე ბარათი);
1.8. ბარათის მფლობელი - ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს და იყენებს ბარათს.
1.9. ბარათის საიდენტიფიკაციო მონაცემ(ებ)ი - მოიცავს (ა) ბარათის ნომერს; (ბ) ბარათის მოქმედების ვადას; (გ)
ბარათის მფლობელის სახელს და გვარს; და (დ) ბარათის საიდენტიფიკაციო კოდს (CVC2 ან CVV2).
1.10. განაცხადი – ბანკის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლითაც კლიენტი მიმართავს ბანკს, განაცხადში განსაზღვრული პირობების შესაბამისად საბანკო მომსახურების მიღების მოთხოვნით.
1.11. განცხადებები და გარანტიები – საერთო პირობების მე-6 მუხლში მოცემული კლიენტის განცხადებები და გარანტიები.
1.12. დავალება - საბანკო მომსახურების ფარგლებში კლიენტის მიერ ბანკისთვის მიცემული ნებისმიერი დავალება ან/და მითითება, მათ შორის, შეუზღუდავად:
1.12.1. საგადახდო დავალება – კლიენტის ან მიმღების მიერ გადახდის ოპერაციის შესრულებაზე ბანკისათვის
მიცემული დავალება.
1.13. დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება – (ა) ბანკსა და კლიენტს, ან ბანკს/კლიენტსა და მესამე პირს შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, საკრედიტო ხელშეკრულება, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, ოვერდრაფტის ხელშეკრულება, საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, აკრედიტივის ხელშეკრულება, Stand-by აკრედიტივის ხელშეკრულება, ინკასოს ხელშეკრულება, დაზღვევის ხელშეკრულება, ნებისმიერი ტიპის უზრუნველყოფის ხელშეკრულება ან/და დოკუმენტები, რომელთა დადება ან/და გაცემა გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან/და ხდება მის საფუძველზე; ან/და (ბ) ბანკსა და კლიენტს, ან ბანკს/კლიენტსა და მესამე პირს შორის დადებული სხვა სახის ხელშეკრულებები, რომლებიც დადებულია ხელშეკრულების პირობების შესაბამისად კლიენტის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული საბანკო მომსახურებით სარგებლობისათვის ან/და მის უზრუნველსაყოფად.
1.14. დამატებითი პირობები – მხარეთა მიერ საერთო პირობების დანართით №ა ან/და დამატებითი პირობების თაობაზე გაფორმებული ნებისმიერი სხვა დანართით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებული პირობები;
1.15. დამატებითი ბარათის მფლობელი - კლიენტის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც ფლობს და იყენებს
დამატებით ბარათს.
1.16. დანართი – ხელშეკრულების დანართ(ებ)ი ან/და განაცხად(ებ)ი (კონტექსტის შესაბამისად), რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების ერთიან და განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად.
1.17. დისტანციური საბანკო მომსახურება - გულისხმობს: (1) საბანკო მომსახურებას, რომელსაც ბანკი გაუწევს კლიენტს შემდეგი საბანკო პროდუქტების ფარგლებში: (ა) ინტერნეტ ბანკი; (ბ) მობილ ბანკი; (გ) BOG sCoolApp; (დ) ტელეფონ ბანკი; (ე) ბანკომატი; (ვ) თვითმომსახურების ტერმინალი; (ზ) SMS ბანკი; (თ) xxxxx xxxxx; (ი) SMS ლინკი; (კ) მომსახურების დისტანციური არხი და (2) შემდეგი ვებ-გვერდებით გასაწევ მომსახურებას: (ა) xxxxxx.xx; და (ბ) xxxxxxx.xxx.xx.
1.18. ვებ-გვერდი – ინტერნეტ გვერდი, რომელსაც ფლობს ბანკი.
1.19. თვითმომსახურების ტერმინალი - თვითმომსახურების მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც კლიენტს
შეუძლია ბანკის მიერ განსაზღვრული ტიპის ოპერაციების შესრულება.
1.20. კანონმდებლობა – მოიცავს: (ა) საქართველოს მოქმედ კანონებს; (ბ) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს და (გ) საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში მოქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
1.21. კლიენტი - პირი, რომლის სახელი, საიდენტიფიკაციო მონაცემები და სხვა სახის ინფორმაცია მოცემულია შესაბამის განაცხადში ან/და რომელიც სარგებლობს საბანკო მომსახურებით.
1.22. კონვერტაცია - ერთი ვალუტის სანაცვლოდ, სხვა ვალუტის შეძენა.
1.23. ლიმიტი - კლიენტის მიერ საბანკო მომსახურებით სარგებლობისას ან/და ოპერაციის განხორციელებისას,
ბანკის მიერ დადგენილი ფინანსური, რაოდენობრივი ან სხვა სახის შეზღუდვა.
1.24. მესამე პირი – ნებისმიერი პირი გარდა კლიენტისა და ბანკისა.
1.25. მიმღები - პირი, რომლის სასარგებლოდაც სრულდება გადახდის ოპერაცია.
1.26. მომსახურების დისტანციური არხი - ბანკის ელექტრონული კომერციით მომსახურების ფარგლებში არსებული დისტანციური საბანკო მომსახურება.
1.27. მხარე/მხარეები - კონტექსტის შესაბამისად მოიცავს (ა) ბანკს; (ბ) კლიენტს; ან/და (გ) დამატებითი ბარათის მფლობელს.
1.28. ოვერდრაფტი - ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმებული თანხობრივი საკრედიტო ლიმიტი, რომლითაც კლიენტს შეუძლია მრავალჯერადად ისარგებლოს, კერძოდ ოვერდრაფტის მოქმედების ვადის განმავლობაში არაერთგზის გახარჯოს და შეავსოს გახარჯული ლიმიტი სრულად ან/და ნაწილობრივ.
1.29. xxxxxx xxxxxxxxxxxxx - ბანკის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, ბანკის მიერ კლიენტის დისტანციურად იდენტიფიკაციის მეთოდი, რომლის ფარგლებშიც ბანკი ამუშავებს კლიენტის პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის, შეუზღუდავად, ბიომეტრიულ ფოტოს).
1.30. ოპერაცია - საბანკო მომსახურების ფარგლებში, ბანკის მიერ კლიენტის დავალებით შესრულებული ნებისმიერი სახის ქმედება, მათ შორის შეუზღუდავად:
1.30.1. გადახდის ოპერაცია − კლიენტის ან მიმღების მიერ ინიციირებული ფულადი თანხის ჩარიცხვის, გადარიცხვის ან გატანის ოპერაცია, განაღდების ოპერაცია.
1.30.2. განაღდების ოპერაცია – ბარათით ანგარიშიდან თანხის გატანის ოპერაცია.
1.31. პირგასამტეხლო – კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ფინანსური ან/და სხვა ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შეუსრულებლობისათვის ბანკისათვის გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით.
1.32. პირდაპირი დებეტი - ისეთი გადახდის ოპერაცია, რომელიც ინიციირებულია მიმღების მიერ საგადახდო ინსტრუმენტთან დაკავშირებული ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის მიზნით, საგადახდო ინსტრუმენტის მფლობელის მიერ მიმღებისთვის, მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის ან ბანკისთვის გაცემული წინასწარი თანხმობის საფუძველზე;
1.33. პირი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული ერთეული, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს.
1.34. საბანკო დღე - დღე როდესაც საქართველოში კომერციული ბანკები ღიაა და წარმართავენ თავიანთ საქმიანობას, გარდა შაბათის, კვირის ან/და კანონმდებლობით კომერციული ბანკებისათვის განსაზღვრული ოფიციალური დასვენების დღეებისა.
1.35. საბანკო მომსახურება - მომსახურება, რომელსაც საბანკო პროდუქტის ფარგლებში ბანკი უწევს ან/და სთავაზობს კლიენტს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
1.36. საბანკო პროდუქტი – საერთო პირობების მე–3 მუხლით განსაზღვრული საბანკო პროდუქტები, რომლითაც კლიენტი სარგებლობს ან შეუძლია რომ ისარგებლოს წინამდებარე საერთო პირობების შესაბამისად და რომელთა სტანდარტული პირობები თანდართულია ვებ-გვერდზე საერთო პირობებზე დანართ(ებ)ის) სახით
1.37. საგადახდო ინსტრუმენტი - ინსტრუმენტი, მათ შორის, ბარათი ან ტექნოლოგიური მოწყობილობა, რომლის საშუალებით შესაძლებელია განხორციელდეს გადახდის ოპერაციის ინიციირება.
1.38. საკომისიო – კლიენტის მიერ საბანკო პროდუქტით სარგებლობისათვის ან საბანკო მომსახურების გაწევის სანაცვლოდ კლიენტის მიერ ბანკისთვის გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობა განისაზღვრება: (ა) საერთო პირობების დანართით №1; (ბ) საერთო პირობების დამატებითი პირობებით; (გ) კრედიტთან დაკავშირებული საერთო პირობების დანართით №13; (დ) ბანკსა და კლიენტს შორის დადებული დამატებითი შეთანხმებით; ან/და (ე) ბანკის მიერ კლიენტისთვის გაგზავნილი შეტყობინებით. ამასთან, საკომისიოს დარიცხვისა და გადახდის პირობები განისაზღვრება ბანკში დადგენილი პირობების შესაბამისად.
1.39. სანდო ბენეფიციარი - მიმღები, რომელსაც კლიენტის თანხმობით მიენიჭა სანდო ბენეფიციარის სტატუსი, რის შედეგადაც სანდო ბენეფიციართან ოპერაციის შესრულებისას სავალდებულოდ არ მოითხოვება ოპერაციის დადასტურება ძლიერი ავთენტიფიკაციით.
1.40. სერვის-ცენტრი - ბანკის სერვის-ცენტრი, რომელიც ფუნქციონირებს კლიენტების მომსახურების მიზნით.
1.41. უკონტაქტო აპლიკაცია - ბარათზე, ტელეფონზე ან სხვა მოწყობილობაზე ჩაწერილი აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ბარათის მფლობელს შეუძლია წამკითხავ მოწყობილობასთან ბარათის ფიზიკური კონტაქტის გარეშე შეასრულოს ოპერაციები აღნიშნული ბარათით.
1.42. უნივერსალური იდენტიფიკატორები - ცენტრალური იდენტიფიკაციის სისტემაში კლიენტის დარეგისტრირების შემდგომ ბანკის მიერ კლიენტისათვის მიწოდებული მონაცემები, რომელთა საშუალებით კლიენტს შეუძლია ისარგებლოს დისტანციური საბანკო მომსახურებით, რომელიც, მათ შორის, მოიცავს:
1.42.1. მომხმარებლის სახელი – უნიკალური პარამეტრი: (ა) რომელიც საჭიროა ავტორიზაციის განხორციელებისათვის; (ბ) რომელსაც ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემა ავტომატურ რეჟიმში აგენერირებს; და (გ) რომელიც კლიენტს შეუძლია შეცვალოს დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით;
1.42.2. პაროლი - ციფრების, ასოებისა და სიმბოლოების ერთობლიობა: (ა) რომელიც საჭიროა ავტორიზაციის განხორციელებისათვის; და (ბ) რომელსაც ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემა ავტომატურ რეჟიმში აგენერირებს და გ) რომელიც პირველი გამოყენების შემდეგ კლიენტმა უნდა შეცვალოს.
1.43. ფინანსური ელექტრონული ფოსტა - კლიენტის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტა, რომელიც რეგისტრირდება ბანკის სისტემაში უნიკალურ ელექტრონულ ფოსტად, ამავე ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნილი ერთჯერადი კოდის დადასტურების შემდეგ, და რომელზეც ბანკი აგზავნის საბანკო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ასევე, წვდომის კოდს.
1.44. ფინანსური ნომერი - კლიენტის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც რეგისტრირდება ბანკის ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში უნიკალურ ნომრად, ამავე ნომერზე გაგზავნილი ერთჯერადი კოდის დადასტურების შემდეგ და რომელზეც ბანკი აგზავნის საბანკო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მათ შორის წვდომის კოდებს.
1.45. ფულადი გზავნილი - ფულადი თანხის გადაცემის ისეთი ოპერაცია, რომლისთვისაც სავალდებულო არ არის ანგარიშის გახსნა და ა) რომელიც სრულდება კლიენტის ან/და მესამე პირის მიერ, მიმღებისთვის ან/და მიმღების სახელით მოქმედი სხვა პროვაიდერისთვის გადასაცემად ან ბ) რომელიც უზრუნველყოფს ფულადი თანხის ხელმისაწვდომობას მიმღებისთვის.
1.46. ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემა - ბანკის სისტემა, რომელშიც რეგისტრირდება კლიენტის ავტორიზაციის მეთოდი და კლიენტის უნივერსალური იდენტიფიკატორები, რომელთა გამოყენებითაც კლიენტი შეძლებს დისტანციური საბანკო მომსახურებით სარგებლობას.
1.47. ხელშეკრულება – (ა) კლიენტის მიერ ბანკისათვის წარდგენილი განაცხადი; (ბ) წინამდებარე საერთო პირობები, მათ შორის მისი დანართები; (გ) მხარეთა შორის დადებული დამატებითი პირობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში და (დ) ნებისმიერი დამატებითი დანართი ან/და განაცხადი, რომელიც დაიდება მომავალში, მათში პერიოდულად შეტანილი ცვლილებების და დამატებების ჩათვლით.
1.48. ჯგუფის კომპანია - BANK OF GEORGIA GROUP PLC (კომპანიის ნომერი: 10917019), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული კომპანია ან ყველა საწარმო და ორგანიზაცია რომელშიც BANK OF GEORGIA GROUP PLC პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს აქციებს ან წილებს.
1.49. SMS ლინკი - შესაბამისი ინტერნეტ-ბმული, რომელსაც ბანკი უგზავნის კლიენტს მის ფინანსურ ნომერზე ან/და ფინანსურ ელექტრონულ ფოსტაზე და რომლის მეშვეობითაც კლიენტისთვის ხელმისაწვდომი ხდება საბანკო მომსახურების ფარგლებში ბანკის მიერ კლიენტისთვის შეთავაზებული/გაგზავნილი შესაბამისი დოკუმენტის (მათ შორის ნებისმიერი ხელშეკრულების, გარიგების ან/და განაცხადის) ელექტრონული ვერსია, რომელსაც კლიენტს შეუძლია რომ დაეთანხმოს ელექტრონულად.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. ბანკი უწევს კლიენტს საბანკო მომსახურებას და სანაცვლოდ კლიენტი ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები და გადაუხადოს ბანკს საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. საბანკო პროდუქტების ჩამონათვალი
3.1. ანგარიში - რომლის პირობები განსაზღვრულია საერთო პირობების დანართით №2;
3.2. ავტომატური გადახდები – რომლის პირობები განსაზღვრულია საერთო პირობების დანართით №3;
3.3. მუდმივი საგადასახადო დავალება - რომლის პირობები განსაზღვრულია საერთო პირობების დანართით №4;
3.4. ბარათი - რომლის პირობები განსაზღვრულია საერთო პირობების დანართით №5;
3.5. SMS ბანკი - რომლის პირობები განსაზღვრულია საერთო პირობების დანართით №6;
3.6. ინტერნეტ ბანკი - რომლის პირობები განსაზღვრულია საერთო პირობების დანართით №7;
3.7. მობილ ბანკი - რომლის პირობები განსაზღვრულია საერთო პირობების დანართით №8;
3.8. იმეილ ბანკი - რომლის პირობები განსაზღვრულია საერთო პირობების დანართით №9;
3.9. Pay Sticker - რომლის პირობები განსაზღვრულია საერთო პირობების დანართით №11;
3.10. ბარათის დაცვის მომსახურება - რომლის პირობები განსაზღვრულია საერთო პირობების დანართით №12;
3.11. კრედიტი - რომლის პირობები განსაზღვრულია საერთო პირობების დანართით №13;
3.12. ელვა - რომლის პირობები განსაზღვრულია საერთო პირობების დანართით №15;
3.13. ელექტრონული ყულაბა - რომლის პირობები განსაზღვრულია საერთო პირობების დანართით №16;
3.14. კურიერ სერვისი - რომლის პირობები განსაზღვრულია საერთო პირობების დანართით №17-ით;
3.15. ტელეფონ ბანკი - რომლის პირობები განსაზღვრულია საერთო პირობების დანართით №18;
3.16. ბარათის ადგილზე მიტანის სერვისი - რომლის პირობები განსაზღვრულია საერთო პირობების დანართით
№19;
3.17. Digipass – რომლის პირობები განსაზღვრულია საერთო პირობების დანართით №20;
3.18. ელექტრონული სავაჭრო პლატფორმის გამოყენებით კონვერტაცია - რომლის პირობები განსაზღვრულია
საერთო პირობების დანართით №21;
3.19. ანგარიშთა პაკეტი - რომლის პირობები განსაზღვრულია საერთო პირობების დანართით №23;
3.20. BMatch-ის გამოყენებით კონვერტაცია - რომლის პირობები განსაზღვრულია საერთო პირობების დანართით
№24;
3.21. ინდივიდუალური სეიფი - რომლის პირობები განსაზღვრულია საერთო პირობების დანართით №25;
3.22. BOG sCoolApp - რომლის პირობები განსაზღვრულია საერთო პირობების დანართით №26;
3.23. ესქრო მომსახურება - რომლის პირობები განსაზღვრულია საერთო პირობების დანართით №27.
ამ მუხლში განსაზღვრული საბანკო პროდუქტების დასახელებები წარმოადგენენ სახელშეკრულებო ტერმინებს ხელშეკრულების, მისი დანართებისა და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებების განმარტების მიზნებისთვის:
4. ხელშეკრულების პირობების მოქმედება კლიენტის მიმართ
4.1. იმისთვის, რომ კლიენტმა შეძლოს საბანკო პროდუქტ(ებ)ით სარგებლობა, კლიენტმა უნდა მიმართოს ბანკს შესაბამისი განაცხადით და ბანკმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კლიენტისთვის შესაბამისი საბანკო მომსახურების გაწევის თაობაზე.
4.2. კლიენტის მიერ საკუთარი უნივერსალური იდენტიფიკატორების გამოყენებით ბანკის დისტანციური საბანკო მომსახურებით სარგებლობის დაწყება განიხილება, როგორც კლიენტის განაცხადი შესაბამისი დისტანციური საბანკო მომსახურების მიღებისთვის, რომლითაც კლიენტი ეთანხმება დისტანციურ საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებულ შესაბამის საბანკო პროდუქტის პირობებს.
4.3. საერთო პირობების მოქმედება ვრცელდება ბანკის ყველა იმ არსებულ და მომავალ კლიენტზე, რომელიც განაცხადით დათანხმებულია/დაეთანხმება წინამდებარე პირობებს ან/და მის დანართებს, როგორც ფიზიკური პირი, გარდა მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა.
4.4. კლიენტი, ნებისმიერი საბანკო პროდუქტით ან/და ნებისმიერი სხვა საბანკო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, ავტომატურად, სრულად ეთანხმება წინამდებარე საერთო პირობებს და შესაბამის საბანკო პროდუქტთან ნებისმიერ სხვა საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებულ სტანდარტულ პირობებს/ინფორმაციას, რომელიც განთავსებულია ბანკის ვებ-გვერდზე - https://bankofgeorgia.ge.
4.5. იმ შემთხვევაში თუ კლიენტი არ სარგებლობს საერთო პირობების დანართებით განსაზღვრული რომელიმე საბანკო პროდუქტით, მასზე არ ვრცელდება საერთო პირობების შესაბამისი საბანკო პროდუქტის მარეგულირებელი პუნქტ(ებ)ი და შესაბამისი დანართები. აღნიშნული დანართები/პუნქტ(ებ)ი
კლიენტისათვის ამოქმედდება ბანკის მიერ მისთვის კონკრეტული საბანკო პროდუქტით სარგებლობის უფლების მინიჭებასთან ერთად.
4.6. ხელშეკრულება (მათ შორის საერთო პირობები და მისი დანართები) განთავსებულია ვებ-გვერდზე ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი ვერსიების სახით. კლიენტის მიმართ მოქმედებს ხელშეკრულების იმ ენაზე შედგენილი ვერსია, რომელ ენაზეც გაფორმებულია კლიენტის მიერ ბანკისთვის წარდგენილი შესაბამისი განაცხადი ან/და შესაბამისი დანართი. იმ შემთხვევაში თუ ერთსა და იმავე საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით გაფორმებულია ერთზე მეტი განაცხადი/დანართი ორ ან ყველა ზემოაღნიშნულ ენაზე, ხელშეკრულების სხვადასხვა ენაზე შედგენილ ვერსიებს შორის შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, ინტერპრეტაციისას ვერსიებს შორის უპირატესობის იერარქია განისაზღვრება შემდეგნაირად: (ა) პირველ რიგში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების ქართულ ენაზე შედგენილ ვერსიას; (ბ) შემდეგ ინგლისურ ენაზე შედგენილ ვერსიას და (გ) ბოლოს სხვა ენაზე შედგენილ ვერსიას. აღნიშნული ნორმები ვრცელდება, ასევე კლიენტსა და ბანკს შორის ურთიერთობაზე ან/და ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების, თუ ნებისმიერი სხვა დოკუმენტის შედგენასა თუ ინტერპრეტაციაზე.
5. კლიენტისთვის მისაწოდებელი სხვა ინფორმაცია
5.1. ბანკის საზედამხედველო ორგანოა საქართველოს ეროვნული ბანკი, რომლის ვებ-გვერდის მისამართია: https://nbg.gov.ge; ხოლო იურიდიული მისამართია: 0114 თბილისი, საქართველო, სანაპიროს ქუჩა №2. საქართველოს ეროვნული ბანკი არც ერთ შემთხვევაში არ აგებს პასუხს ბანკის მიერ ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაზე.
5.2. კლიენტს შეუძლია გაეცნოს მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდსა: https://nbg.gov.ge/cp და სატელეფონო ცხელ ხაზზე: 032 2 406 406.
5.3. კლიენტისთვის ცნობილია, რომ „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2022 წლის პირველი იანვრიდან, ბანკში გახსნილ/არსებულ კლიენტის ყველა დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა, დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად, დამატებით საზღაურის გადახდის გარეშე, დაზღვეულია დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ და ანაზღაურდება 30,000 (ოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში. კლიენტს შეუძლია დამატებით ინფორმაციას გაეცნოს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდზე: https://diagency.ge.
5.4. კლიენტს შეუძლია გაეცნოს ვალუტის კურსების შესახებ ინფორმაციას ვებ-გვერდზე - https://bankofgeorgia.ge.
5.5. ბანკის მიერ საგადახდო საბანკო მომსახურების გაწევის პირობები მოცემულია წინამდებარე საერთო პირობებში და ვებ-გვერდზე - https://bankofgeorgia.ge. ამასთან, ვებ-გვერდზე განთავსებულ პირობებსა და წინამდებარე საერთო პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება - წინამდებარე საერთო პირობებს.
5.6. კონკრეტული ოპერაციის შესახებ ინფორმაციის მიღება კლიენტს შეუძლია სერვის-ცენტრის ან/და ტელეფონ ბანკის საშუალებით (ზოგიერთი ოპერაციის შესახებ გარკვეული ინფორმაციის მიღება კლიენტს ასევე შეუძლია დისტანციური საბანკო მომსახურების მეშვეობითაც). ასევე, ოპერაციის ტიპიდან გამომდინარე ბანკს შეუძლია მიაწოდოს კლიენტს შესაბამისი ამონაწერი, ცნობა, ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტბი, ბანკის მიერ განსაზღვრული ფორმით და პირობებით.
5.7. ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული, ბანკისთვის გადასახდელი, ნებისმიერი საკომისიო, თანხა, საზღაური ან/და გადასახდელი მითითებულია გადასახადების გარეშე (მათ შორის შეუზღუდავად, ნებისმიერი იურისდიქციით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულების ან/და არაპირდაპირი გადასახადის გარეშე) და არ მოიცავს მათ.
5.8. ბანკის ჩანაწერები, მათ შორის შეუზღუდავად, სატელეფონო ჩანაწერები, ე.წ. ელექტრონული ლოგები, წარმოადგენს კლიენტის ბანკთან ურთიერთობის დამადასტურებელ საბუთს. კლიენტი აღიარებს ბანკის მიერ განხორციელებულ ჩანაწერებს როგორც იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტები შეიძლება არ წარმოადგენდეს ორიგინალს და იყოს ასლის სახით.
5.9. კლიენტი ადასტურებს და მისთვის ცნობილია, რომ:
5.9.1. მის მიერ ბანკში სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ განაცხადის შევსება ავტომატურად არ იწვევს იმ საკონტაქტო არხების ცვლილებას, რომელიც მოცემულია კონკრეტული საბანკო მომსახურების მოთხოვნის განაცხადში;
5.9.2. ბანკი უფლებამოსილია, კლიენტის ხელმოწერის ნიმუშად გამოიყენოს კლიენტის მიერ განაცხადზე
დაფიქსირებული ხელმოწერა;
5.9.3. ბანკის, ისევე როგორც ჯგუფის კომპანიების საქმიანობა რეგულირდება ფულის გათეთრების და მსგავსი დანაშაულის აღკვეთის შესახებ კანონმდებლობით. აქედან გამომდინარე, სანამ ბანკი გაუხსნის კლიენტს
ანგარიშს, ბანკი ან/და ჯგუფის კომპანიები კანონის შესაბამისად ვალდებულნი არიან მოახდინონ კლიენტის ან/და მისი შემოსავლის წყაროს იდენტიფიცირება. თუ კლიენტი არ გასცემს პასუხს განაცხადში მოცემულ ყველა კითხვას ან არ მიაწვდის ბანკს ყველა სახის მოთხოვნილ ინფორმაციას, ბანკი უფლებამოსილია არ მიიღოს კლიენტის განაცხადი;
5.9.4. განსაკუთრებულ შემთხვევებში, დანაშაულის აღმკვეთი ღინისძიებების შედეგად, შესაძლებელია დაგვიანდეს კლიენტის დავალებების განხორციელება ან თანხების მიღება და თუ ეს შესაძლებელი იქნება, ბანკი კლიენტს განუმარტავს დაგვიანების გამომწვევ მიზეზებს;
6. საბანკო მომსახურების ზოგადი პირობები
6.1. საგადახდო დავალების მიცემის და შესრულების ზოგადი პირობები:
6.1.1. საგადახადო დავალების შესრულებისთვის, სავალდებულოა, რომ კლიენტმა განახორციელოს საგადახდო დავალების ავტორიზაცია, რომელიც შეიძლება შესრულდეს შემდეგი მეთოდებით:
6.1.1.1. საგადახდო დავალებაზე კლიენტის მატერიალურად შესრულებული ხელმოწერით (მათ, შორის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით).
6.1.1.2. დისტანციური საბანკო მომსახურების გამოყენებით, რა დროსაც საგადახდო დავალების ავტორიზაცია
შესრულებულია, თუ საგადახდო დავალება დადასტურდა:
6.1.1.2.1. ძლიერი ავთენტიფიკაცით;
6.1.1.2.2. SMS ლინკით;
6.1.1.2.3. SMS კოდით;
6.1.1.2.4. ერთჯერადი კოდით;
6.1.1.2.5. წვდომის კოდით;
6.1.1.2.6. დისტანციური საბანკო მომსახურების პირობებით დადგენილი სხვა წესით, მათ შორის დისტანციური საბანკო მომსახურების ფარგლებში, ძლიერი ავთენტიფიკაციით ავტორიზირებული კლიენტის მიერ ოპერაციის დადასტურებით;
6.1.1.3. საგადახდო ინსტრუმენტის, მათ შორის ბარათის გამოყენებით, რა დროსაც საგადახდო დავალების ავტორიზაცია შესრულებულია, თუ საგადახდო დავალება სრულდება:
6.1.1.3.1. საგადახდო ინსტრუმენტის, ბარათის ფიზიკური გამოყენებით;
6.1.1.3.2. PIN კოდის გამოყენებით;
6.1.1.3.3. საგადახდო ინსტრუმენტის, მათ შორის ბარათის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა ან/და ერთჯერადი კოდის
საფუძველზე;
6.1.1.3.4. ბარათის პირობების შესაბამისად საგადახდო აპლიკაციაში დამატებული ბარათით.
6.1.2. საგადახდო ინსტრუმენტის, მათ შორის ბარათის გამოყენებით შესასრულებელი საგადახდო დავალების ავტორიზაცია შესაძლებელია შესრულდეს მიმღების წინაშე, შესაბამისი საგადახდო ინსტრუმენტის, მათ შორის მიმღების ვებ-გვერდზე, აპლიკაციაში ან/და მსგავსი შინაარსის ინტერნეტ პლატფორმაზე ბარათის მიბმით/დამახსოვრებით, რა შემთხვევაშიც, კლიენტის მიერ მიმღებისთვის გაზიარებული საგადახდო ინსტრუმენტის, მათ შორის ბარათის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე, მიმღები აინიციირებს საგადახდო დავალების შესრულებას.
6.1.3. კლიენტის ან მიმღების მიერ ბანკისთვის მიცემული საგადახდო დავალების მიღების დროდ ითვლება მომენტი, როდესაც ბანკი დაუდასტურებს საგადახდო დავალების მიღებას კლიენტს/მიმღებს.
6.1.4. საგადახდო დავალება ჩაითვლება მომდევნო საბანკო დღეს მიღებულად, იმ შემთხვევაში თუ:
6.1.4.1. საგადახდო დავალება ინიციირებულია არასაბანკო დღეს;
6.1.4.2. საგადახდო დავალება ინიციირებულია საბანკო დღის 18:00 საათის შემდეგ გამავალ გადარიცხვაზე უცხოურ ვალუტაში;
6.1.4.3. საგადახდო დავალება ინიციირებულია საბანკო დღის 17:35 საათის შემდეგ გამავალ გადარიცხვაზე ეროვნულ ვალუტაში, რომლის ოდენობა არ აღემატება 10,000 (ათი ათასი) ლარს; და
6.1.4.4. საგადახდო დავალება ინიციირებულია საბანკო დღის 17:55 საათის შემდეგ გამავალ გადარიცხვაზე ეროვნულ ვალუტაში, რომლის ოდენობა აღემატება 10,000 (ათი ათასი) ლარს;
6.1.5. თუ კლიენტმა გასცა საგადახდო დავალება, რომელიც უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს/დღეებში ან განსაზღვრული პერიოდის/პერიოდების ბოლოს ან კლიენტის მიერ ანგარიშზე თანხის განთავსების დღეს ან კლიენტის მიერ განსაზღვრულ გარკვეული მოვლენის დადგომის დღეს, საგადახდო დავალების მიღების მომენტად ითვლება აღნიშნული შეთანხმებული დღე. თუ ეს დღე დაემთხვა არასაბანკო დღეს, საგადახდო დავალება მიღებულად ითვლება მომდევნო საბანკო დღეს.
6.1.6. ბანკი საგადახდო დავალებას შეასრულებს საგადახდო დავალების ბანკის მიერ მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, იმ
შემთხვევაში თუ საგადახდო დავალების შესრულებაში მონაწილეობს უცხოური საგადახდო ან შეტყობინებების გაცვლის სისტემა საგადახდო დავალების შესრულებაზე არ მოქმედებს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადახდო დავალების შესრულების ვადები.
6.1.7. საგადახდო დავალება შესაძლებელია ვერ შესრულდეს საგადახდო დავალების მიღებისთანავე, მაგრამ ბანკი შესაბამის ფულად თანხას სრული მოცულობით კლიენტს ანგარიშ(ებ)იდან ჩამოაჭრის ასეთი საგადახდო დავალების მიღებისთანავე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
6.1.8. საგადახდო დავალება, სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს „გადახდის ოპერაციის შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვარის №8/04 ბრძანებით დადგენილ რეკვიზიტებს, იმისთვის რათა ბანკმა შეძლოს მისი სათანადო შესრულება.
6.1.9. ელექტრონული საგადახდო დავალება აუცილებელია მოიცავდეს მინიმუმ შემდეგ რეკვიზიტებს:
6.1.9.1. ანგარიშის ნომერს, საიდანაც უნდა შესრულდეს საგადახდო დავალება;
6.1.9.2. ფულადი თანხის ოდენობას და ვალუტას;
6.1.9.3. მიმღების ანგარიშის ნომერს ან/და მიმღების სხვა მაიდენტიფიცირებელ მონაცემს;
6.1.9.4. ბანკის მიერ განსაზღვრულ სხვა დამატებით რეკვიზიტებს, საგადახდო დავალების ტიპის შესაბამისად.
6.1.10. საგადახდო დავალების შესრულებისათვის სავალდებულოა კლიენტმა და ბანკმა ხელი მოაწერონ აღნიშნულ საგადახდო დავალებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგადახდო დავალება წარმოდგენილია ელექტრონული ფორმით.
6.1.11. ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს საგადახდო დავალების მიღებაზე ან/და უარი განაცხადოს
საგადახდო დავალების შესრულებაზე, იმ შემთხვევაში თუ:
6.1.11.1. საგადახდო დავალება არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან/და ბანკში დადგენილ წესებსა და პროცედურებს (მათ შორის საერთაშორისო გადარიცხვების/უცხოური საგადახდო ან შეტყობინებების გაცვლის სისტემის გავლით შესრულებულ საგადახდო დავალების შემთხვევაში, შუამავალ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილ პირობებს);
6.1.11.2. საგადახდო დავალება შეიცავს არაზუსტ ინფორმაციას;
6.1.11.3. საგადახდო დავალების შესრულებისათვის ანგარიშზე არსებული თანხა, საკომისიოს ჩათვლით, არ არის საკმარისი, ან კლიენტს გახარჯული აქვს ანგარიშზე დაშვებული ოვერდრაფტის ფულადი ლიმიტი, რომელიც აუცილებელია საგადახდო დავალების შესასრულებლად;
6.1.11.4. ბანკს რაიმე მიზეზით არ მიუღია საგადახდო დავალება;
6.1.11.5. საგადახდო დავალების საფუძველზე ოპერაციის შესრულებისთვის აუცილებელი ფულადი თანხა ან მისი ნაწილი დაბლოკილია, მათ შორის იმ შემთხვევაში თუ ფულადი თანხა ბანკის მიერ არის დაბლოკილი;
6.1.11.6. საგადახდო დავალების საფუძველზე ოპერაციის მოცულობა გადააჭარბებს ანაგრიშ(ებ)ზე ან გადარიცხვებზე
ბანკის მიერ დაწესებულ ლიმიტს;
6.1.11.7. ანგარიშზე არსებული ფულადი თანხა დაექვემდებარება საჯარო სამართლებრივ შეზღუდვას;
6.1.11.8. ბანკს აქვს ეჭვი, რომ ადგილი აქვს თაღლითობას ან უკანონო ქმედებას კლიენტის ან მესამე პირის მხრიდან;
6.1.11.9. თუ საგადახდო დავალების შესრულება გამოიწვევს წინამდებარე საერთო პირობებით განსაზღვრული
სანქციებთან დაკავშირებული პირობების დარღვევას;
6.1.11.10. თუ არსებობს სხვა ისეთი ხარვეზი/გარემოება რომელიც შეუძლებელს გახდის საგადახდო დავალების
შესრულებას.
6.1.12. კლიენტი პასუხისმგებელია საგადახდო დავალებაში მითითებული მონაცემების სისწორეზე.
6.1.13. ბანკის მიერ საგადახდო დავალების მიღებაზე ან/და მის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აღნიშნული საგადახდო დავალება არ ჩაითვლება მიღებულად.
6.1.14. ბანკის მიერ საგადახდო დავალების მიღებაზე ან/და საგადახდო დავალების შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აღნიშნულ ინფორმაციას ბანკი კლიენტს აწვდის სმს შეტყობინების სახით ან/და ბანკის მიერ განსაზღვრული სხვა ფორმით ან/და ბანკი ხელმისაწვდომს ხდის აღნიშნულ ინფორმაციას კლიენტისთვის დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით.
6.1.15. კლიენტს არ აქვს უფლება, გამოითხოვოს საგადახდო დავალება, თუ იგი მიღებულია ბანკის მიერ გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ საგადახდო დავალების ავტორიზაცია შესრულდა მიმღების წინაშე და საგადახდო დავალება უნდა შესრულდეს სამომავლო თარიღით, მათ შორის განმეორებითად, კლიენტი უფლებამოსილია:
6.1.15.1. მიმღებთან გამოითხოვოს საგადახდო დავალება, მათ შორის საგადახდო ინსტრუმენტის (მათ შორის
ბარათის) შესახებ ინფორმაციის მიმღებთან წაშლით/გამოთხოვნით გზით; ან
6.1.15.2. მისცეს ბანკს დავალება არ შეასრულოს მიმღების მიერ ინიციირებული გადახდის ოპერაცია.
6.1.16. იმ შემთხვევაში თუ კანონმდებლობით და ბანკის შიდა პოლიტიკა/პროცედურების მიხედვით დაშვებული იქნება საგადახდო დავალების გამოთხოვა, ბანკი უფლებამოსილია, საგადახდო დავალების გამოთხოვისთვის დააწესოს საკომისიო.
6.1.17. საგადახდო დავალება შეიძლება გაიცეს უშუალოდ კონვერტაციის შესასრულებლად ან/და საგადახდო დავალება შესრულდეს კონვერტაციით, შემდეგი პირობების დაცვით:
6.1.17.1. კონვერტაციისას ანგარიშზე კლიენტს შეუძლია ერთი ვალუტით მეორე ვალუტა შეიძინოს, იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშზე კლიენტს განთავსებული აქვს ასეთი ოპერაციის შესასრულებლად საჭირო ფულადი თანხა სრულად.
6.1.17.2. კონვერტაცია შესრულდება კონვერტაციის დროს ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსის შესაბამისად, თუ კანონმდებლობით ან/და მხარეთა შეთანხმებით სხვა პირობა არ არის დადგენილი.
6.1.17.3. ბანკი უფლებამოსილია კლიენტის მიერ კონვერტაციის შესახებ დავალების მიღების მომენტიდან, კლიენტის ანგარიშზე დაბლოკოს წვდომა ფულადი თანხის იმ ოდენობაზე, რომელიც აუცილებელია კონვერტაციის შესასრულებლად (მათ შორის კონვერტაციისთვის გათვალისწინებული საკომისიოს ექვივალენტი ფულადი თანხა).
6.2. დისტანციური საბანკო მომსახურების პირობები:
6.2.1. კლიენტს შეუძლია ისარგებლოს დისტანციური საბანკო მომსახურებით (გარდა SMS ბანკის, იმეილ ბანკის და SMS ლინკისა) საკუთარი უნივერსალური იდენტიფიკატორების კლიენტის ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციის საფუძველზე.
6.2.2. უნივერსალური იდენტიფიკატორების რეგისტრაცია/მიღება ან/და აღდგენა/ჩანაცვლება კლიენტმა შეიძლება განახორციელოს სერვისცენტრში ან/და ბანკომატში (ბარათის გამოყენებით), ინტერნეტ ბანკში (მხოლოდ ვებ- გვერდიდან https://ibank.bog.ge), მობილ ბანკში, ან/და ონლაინ იდენტიფიკაციით. ბანკის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, უნივერსალური იდენტიფიკატორების რეგისტრაცია/მიღება ასევე შესაძლებელია თვითმომსახურების ტერმინალის (ბარათის გამოყენებით) ან/და ვებ-გვერდის https://bankofgeorgia.ge მეშვეობით.
6.2.3. სერვის-ცენტრში ან ბანკომატის მეშვეობით კლიენტის ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე კლიენტს ავტომატურად გაუაქტიურდება მობილ ბანკის, ტელეფონ ბანკის, მომსახურების დისტანციური არხის და საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებული დისტანციური საბანკო მომსახურებები, ხოლო ინტერნეტ ბანკის (მხოლოდ ვებ-გვერდიდან: https://ibank.bog.ge) ან მობილ ბანკის მეშვეობით ცენტრალიზებულ იდენტიფიკაციის სისტემაში კლიენტის რეგისტრაციის შემთხვევაში კლიენტს ავტომატურად გაუაქტიურდება ყველა დისტანციური საბანკო მომსახურება, გარდა SMS ბანკის, იმეილ ბანკის და SMS ლინკის.
6.2.4. დისტანციური საბანკო მომსახურების მისაღებად სავალდებულია კლიენტმა გაიაროს ავტორიზაცია. ავტორიზაციის მეთოდს ბანკი არჩევს ყოველი შესაბამისი დისტანციური საბანკო მომსახურების გაწევისას.
6.2.5. დისტანციური საბანკო მომსახურებით სარგებლობის პერიოდში კლიენტს შეუძლია, ხოლო ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია, ნებისმიერ დროს, ბანკში დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, შეცვალოს უნივერსალური იდენტიფიკატორები, დისტანციური საბანკო მომსახურების მეშვეობით ან სერვის-ცენტრში.
6.2.6. კლიენტმა სავალდებულოდ უნდა გამოცვალოს პაროლი, რომელსაც მას ბანკი გადასცემს, მაშინვე როგორც კი
კლიენტი პირველად ისარგებლებს აღნიშნული პაროლით.
6.2.7. კლიენტს შეუძლია:
6.2.7.1. ინტერნეტ ბანკის და მობილ ბანკის მეშვეობით შეცვალოს მომხმარებლის სახელი და პაროლი.
6.2.7.2. ინტერნეტ ბანკის მეშვეობით შეცვალოს ფინანსური ნომერი.
6.2.7.3. ბანკომატისა, ინტერნეტ ბანკის (მხოლოდ ვებ-გვერდიდან https://ibank.bog.ge) და მობილ ბანკის მეშვეობით, ასევე, სერვის-ცენტრში აღადგინოს პაროლი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, თუ პაროლის აღდგენიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, კლიენტი არ გამოიყენებს აღდგენილ პაროლს, აღდგენილი პაროლი ავტომატურად გაუქმდება, თუ ბანკი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
6.2.8. ბანკი საკუთარი შეხედულებით განსაზღვრავს პაროლისა და მომხმარებლის სახელის შეცვლის/აღდგენის წესებსა და პირობებს და იმ ოპერაციების ჩამონათვალს, რომლის დროსაც სავალდებულოა ერთჯერადი კოდის გამოყენება ან/და ძლიერი ავთენტიფიკაციით დადასტურება.
6.2.9. დისტანციური საბანკო მომსახურების ფარგლებში ოპერაცია ყოველთვის შეიძლება ვერ შესრულდეს დავალების გაცემისთანავე. ზოგიერთი საკითხის დამუშავებას შეიძლება დასჭირდეს გარკვეული დრო, რიგ შემთხვევებში კი განხორციელდეს მათი ბანკისთვის წარდგენიდან 2 (ორი) საბანკო დღის ვადაში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6.2.10. ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კლიენტი ვალდებულია დაეხმაროს ბანკს ან/და სამართალდამცავ ორგანოებს დისტანციური საბანკო მომსახურების არა-ავტორიზებული გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანის/ზარალის ანაზღაურებაში.
6.2.11. კლიენტი აღიარებს და თანახმაა არ გამოიყენოს დისტანციური საბანკო მომსახურება კანონსაწინააღმდეგო მიზნებისთვის ან ისე, რომ შელახოს ბანკის ან მესამე პირის უფლებები.
6.2.12. ბანკი ეცდება შეატყობინოს კლიენტს მისთვის დისტანციური საბანკო მომსახურების გაწევის დროებით შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე, ელექტრონული შეტყობინებების ან სხვა საშუალების გამოყენებით. თუმცა კლიენტის მიერ აღნიშნული შეტყობინების არ მიღება არ გამოიწვევს ბანკის პასუხისმგებლობას.
6.2.13. კლიენტისგან შესაბამისი მოთხოვნის მიღების საფუძველზე ბანკი უზრუნველყოფს ნებისმიერი დავალების შესრულების დაუყოვნებლივ შეჩერებას ან/და გაუქმებას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6.2.14. ნებისმიერი ოპერაცია, მათ შორის გადახდის ოპერაცია, რომელიც შესრულდება დისტანციური საბანკო მომსახურების ფარგლებში, კლიენტის სარგებლობაში არსებული უნივერსალური იდენფიტიკატორების გამოყენებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი და ვის სარგებლობაში არსებული მოწყობილობიდან განხორციელდება ოპერაციის/გადახდის ოპერაციის ინიციირება, არის ავტორიზირებული ოპერაცია/გადახდის ოპერაცია.
6.2.15. ბანკი არ იქნება პასუხისმგებელი იმ შემთხვევაში, თუ ბანკი ვერ გაუწევს კლიენტს დისტანციურ საბანკო მომსახურებას ბანკისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მათ შორის ბანკის სისტემის ან დისტანციური საბანკო მომსახურების პროგრამული უზრუნველყოფის შეფერხების მიზეზით.
6.2.16. კლიენტი უფლებასმოსილებას ანიჭებს ბანკს შეასრულოს კლიენტის მიერ ბანკისთვის ყველა ზეპირად ან ელექტრონული ფორმით მიცემული დავალება, რომელსაც კლიენტი გასცემს დისტანციური საბანკო მომსახურების მეშვეობით.
6.2.17. კლიენტი თანახმაა და უფლებასმოსილებას ანიჭებს ბანკს, კლიენტის მიერ დისტანციური საბანკო მომსახურების მეშვეობით ბანკისთვის მიცემული დავალების საფუძველზე, გაუხსნას კლიენტს შესაბამისი ანგარიში, ბანკში დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად.
6.2.18. კლიენტის მიერ დისტანციური საბანკო მომსახურების მეშვეობით ხელშეკრულების/შეთანხმების/დავალების პირობებზე გაცემულ თანხმობა აქვს იგივე სამართლებრივი ძალა, რაც შესაბამის ხელშეკრულებაზე/შეთანხმებაზე კლიენტის მატერიალურად შესრულებულ ხელმოწერას და აღნიშნული ხელშეკრულება/შეთანხმება ძალაში შევა დისტანციური საბანკო მომსახურების მეშვეობით კლიენტის თანხმობის ბანკის მიერ მიღების მომენტიდან.
6.2.19. კლიენტს, მომსახურების დისტანციური არხში ძლიერი ავთენტიფიკაციით ავტორიზაციის გავლის შემდეგ, შესაძლებლობა აქვს ბარათის მეშვეობით შეასრულოს გადახდის ოპერაცია (ბარათით ან ბარათის საიდენტიფიკაციო მონაცემ(ებ)ით ბანკის ელექტრონული კომერციით მომსახურების ფარგლებში საქონლის/მომსახურების საფასურის უნაღდო ანგარიშსწორების წესით გადახდა).
6.3. დოკუმენტის SMS კოდით დადასტურების პირობები:
6.3.1. ბანკში დადგენილი პროცედურების შესაბამისად, ბანკი უფლებამოსილია შესთავაზოს კლიენტს, ნებისმიერი ოპერაციის, დავალების ან/და საბანკო მომსახურების ფარგლებში ბანკის მხრიდან შეთავაზებული ნებისმიერი დოკუმენტის (მათ შორის ხელშეკრულების) (ამ პუნქტის მიზნებისათვის შემდგომში ერთობლივად SMS კოდით დასადასტურებელი დოკუმენტი) კლიენტის მატერიალური ხელმოწერის ნაცვლად SMS კოდის საშუალებით დადასტურება, ამ პუნქტში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
6.3.2. SMS კოდით დასადასტურებელი დოკუმენტის ჩამონათვალს/სახეებს ბანკი განსაზღვრავს საკუთარი შეხედულებით.
6.3.3. ბანკი, კლიენტის მიერ დასახელებულ/წინასწარ განსაზღვრულ ფინანსურ ნომერზე ან/და სხვა მობილური ტელეფონის ნომერზე, კლიენტს გაუგზავნის: (ა) შესაბამის SMS კოდს; და (ბ) შესაბამისი SMS კოდით დასადასტურებელი დოკუმენტის მონაცემებს, რომლის შინაარსს და ფორმას განსაზღვრავს ბანკი საკუთარი შეხედულებით.
6.3.4. კლიენტის მიერ SMS კოდის ბანკისათვის მიწოდებით (SMS კოდს კლიენტი ბანკის შესაბამის თანამშრომელს მიაწვდის ზეპირად) კლიენტი ადასტურებს, რომ ის სრულად გაეცნო შესაბამის SMS კოდით დასადასტურებელ დოკუმენტს, ეთანხმება მასში მოცემული პირობების/ინფორმაციის სისწორეს და სურს აღნიშნული SMS კოდით დასადასტურებელი დოკუმენტის გაფორმება/დადება.
6.3.5. კლიენტის მიერ SMS კოდის ბანკისათვის მიწოდების შემთხვევაში, ბანკი შეიყვანს SMS კოდს პროგრამულ უზრუნველყოფაში და დაასრულებს SMS კოდით დასადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებასთან/დადებასთან დაკავშირებულ პროცესს.
6.3.6. SMS კოდით დასადასტურებელი დოკუმენტის კლიენტის მიერ SMS კოდით დადასტურებას აქვს იგივე სამართლებრივი ძალა რაც კლიენტის მიერ მატერიალურ დოკუმენტზე შესრულებულ მატერიალურ ხელმოწერას;
6.3.7. SMS კოდით დასადასტურებელი დოკუმენტის SMS კოდით დადასტურებისას, კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკი კლიენტს მიაწვდის შესაბამისი SMS კოდით დასადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
6.3.8. ბანკი არ არის პასუხისმგებელი იმ შესაძლო ზიანზე/ზარალზე, რომელიც შესაძლოა დადგეს SMS კოდის კლიენტის მიერ ბანკისთვის არასწორად მითითებულ ფინანსურ ნომერზე ან/და სხვა მობილურ ტელეფონის ნომერზე გაგზავნის შედეგად.
6.4. დოკუმენტის SMS ლინკით დადასტურების პირობები:
6.4.1. ბანკი უფლებამოსილია შესთავაზოს კლიენტს, კლიენტის მიერ ოპერაციის ან/და დავალების შესრულების, საბანკო მომსახურების გაწევის ან/და ბანკსა და კლიენტს შორის ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების (მათ შორის მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებების) ფარგლებში, ბანკის მხრიდან კლიენტისთვის შეთავაზებული/გაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტის (მათ შორის ნებისმიერი ხელშეკრულების ან/და განაცხადის) (ამ პუნქტის მიზნებისათვის შემდგომში ერთობლივად SMS ლინკით დასადასტურებელი დოკუმენტი) კლიენტის მიერ დოკუმენტის ხელმოწერის ნაცვლად, SMS ლინკის საშუალებით დადასტურება, ბანკში დადგენილი პროცედურებისა და ამ პუნქტში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
6.4.2. ბანკი საკუთარი შეხედულებით განსაზღვრავს SMS ლინკით დასადასტურებელი დოკუმენტების
ჩამონათვალს/სახეებს;
6.4.3. ბანკი, საკუთარი შეხედულებით, კლიენტის მიერ დასახელებულ/წინასწარ განსაზღვრულ ფინანსურ ნომერზე ან/და ფინანსურ ელექტრონულ ფოსტაზე, კლიენტს გაუგზავნის SMS ლინკს, რომლის მეშვეობითაც კლიენტს შესაძლებლობა აქვს, სრულად გაეცნოს მისთვის შეთავაზებულ SMS ლინკით დასადასტურებელ დოკუმენტს, დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს მას.
6.4.4. კლიენტის მიერ SMS ლინკით დასადასტურებელ დოკუმენტზე დათანხმების შემთხვევაში კლიენტი ადასტურებს, რომ ის სრულად გაეცნო ბანკის მხრიდან შეთავაზებულ შესაბამის SMS ლინკით დასადასტურებელ დოკუმენტს, ეთანხმება მასში მოცემული პირობების/ინფორმაციის სისწორეს და სურს SMS ლინკით დასადასტურებელი დოკუმენტით განსაზღვრული ოპერაციის ან/და დავალების შესრულება ან/და საბანკო მომსახურების ან/და ბანკსა და კლიენტს შორის გასაფორმებელი ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების ფარგლებში ბანკის მხრიდან შეთავაზებული დოკუმენტის (მათ შორის ხელშეკრულების ან/და განაცხადის) გაფორმება/დადება;
6.4.5. SMS ლინკით დასადასტურებელი დოკუმენტის კლიენტის მიერ SMS ლინკით დადასტურებას აქვს იგივე სამართლებრივი ძალა რაც კლიენტის მიერ მატერიალურ დოკუმენტზე მატერიალურად შესრულებულ ხელმოწერას;
6.4.6. SMS ლინკით დადასტურებისას, კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკი კლიენტს მიაწვდის შესაბამისი
SMS ლინკით დასადასტურებელი დოკუმენტის მატერიალურ ასლს;
6.4.7. ბანკი არ არის პასუხისმგებელი იმ შესაძლო ზიანზე/ზარალზე, რომელიც შესაძლოა დადგეს SMS ლინკის კლიენტის მიერ ბანკისთვის არასწორად მითითებულ ფინანსურ ნომერზე ან/და ფინანსურ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის შედეგად.
6.5. საბანკო მომსახურების დამატებითი პირობები:
6.5.1. თუ კლიენტი არასრულწლოვანია და იგი ბანკში წარმოდგენილია კანონიერი წარმომადგენლის მიერ, კანონიერი წარმომადგენელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, პასუხისმგებელია, დისტანციური საბანკო მომსახურების ფარგლებში, კლიენტის მიერ შესრულებულ ნებისმიერ ოპერაციაზე, ასევე, წინასწარ აცხადებს თანხმობას საკომისიოს, პირგასამტეხლოს და სხვა გადასახდელების გადახდის თაობაზე, რომელიც შეიძლება წარმოეშვას კლიენტს მის მიერ საბანკო მომსახურებით სარგებლობის ფარგლებში და ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია, რომ ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, შეტყობინების გაგზავნის გარეშე, შეზღუდოს ან/და შეცვალოს საბანკო მომსახურების ფარგლებში არასრულწლოვანი კლიენტისთვის ნებადართული ოპერაციების ჩამონათვალი ან/და დააწესოს ოპერაციების ლიმიტები.
6.5.2. თუ ბანკში კლიენტის სახელზე ფიქსირდება ნებისმიერი სახის საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა და ამავდროულად კლიენტი სარგებლობს ოვერდრაფტით ან/და საკრედიტო ბარათით, მიუხედავად იმისა თუ რა ფიქსირდება დავალიანების ან/და ანგარიშზე არსებული თანხების შესახებ ცნობაში ან/და სხვა სახის დოკუმენტში, ოვერდრაფტის ან/და საკრედიტო ბარათთან მიმართებაში საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა გავრცელდება იმ თანხაზე, რომელიც განთავსდება შესაბამისი ოვერდრაფტის ან/და საკრედიტო ბარათის ანგარიშზე, საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის დაფიქსირების შემდგომ.
6.5.3. ანგარიშზე არასანქცირებული ლიმიტის დაშვების შემთხვევაში კლიენტს დაერიცხება კლიენტის მიერ გამოყენებული არასანქცირებული ლიმიტის წლიური 24%, თუ კლიენტის მიერ არ ხდება კლიენტსა და ბანკს შორის შეთანხმებული ოვერდრაფტის ლიმიტის გადახარჯვა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არასანქცირებული ლიმიტის დაშვება (ანგარიშის მინუსში გადაყვანა) ხორციელდება ოვერდრაფტის ლიმიტის გადახარჯვის
ფარგლებში, კლიენტს გამოყენებული არასანქცირებული ლიმიტის თანხაზე დაერიცხება ის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც განსაზღვრულია ოვერდრაფტისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ბანკსა და სახელფასო პროგრამაში ჩართულ ბანკის კლიენტ-მესამე პირს შორის, რომელშიც დასაქმებულია კლიენტი, შეთანხმებულია კლიენტის მიერ ოვერდრაფტით სარგებლობის შემთხვევაში ოვერდრაფტზე დასარიცხი საპროცენტო განაკვეთი, სახელფასო პროგრამის ფარგლებში კლიენტის მიერ აღებულ ბარათთან დაკავშირებულ ანგარიშზე არასანქცირებული ლიმიტის დაშვების შემთხვევაში კლიენტს დაერიცხება კლიენტის მიერ გამოყენებული არასანქცირებული ლიმიტის ის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც კლიენტის მიერ ბარათის შეკვეთის მომენტში შეთანხმებულია ბანკსა და ბანკის კლიენტ მესამე პირს შორის, მაგრამ არაუმეტეს წლიური 24%-ისა.
6.5.4. სხვადასხვა ვებ-გვერდებიდან (მათ შორის სათამაშო დაწესებულებებიდან) თანხის კლიენტის ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში, აღნიშნული თანხის ასახვა განხორციელდება ჩარიცხვიდან 3 (სამი) საბანკო დღის განმავლობაში, მიუხედავად წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული დათქმისა კლიენტი უფლებამოსილია გაანაღდოს მოგებული თანხა ჩარიცხვისთანვე ან განახორციელოს გადახდა პოს-ტერმინალის საშუალებით.
7. მხარეთა უფლება-მოვალეობები
7.1. ბანკი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებით და ცალმხრივად, (მათ შორის, შეუზღუდავად, ხელშეკრულებით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში) კლიენტის დამატებითი თანხმობის/აქცეპტის გარეშე:
7.1.1. იმოქმედოს კლიენტის დავალების, მათ შორის საგადახდო დავალების შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი დავალება ეწინააღმდეგება კლიენტის მიერ ბანკისთვის მანამდე მიცემულ ნებისმიერ სხვა დავალებას;
7.1.2. დააწესოს გარკვეული ლიმიტები ოპერაციებზე, მათ შორის დისტანციური საბანკო მომსახურების ფარგლებში შესასრულებელ ოპერაციებზე, და აღნიშნული ლიმიტები პერიოდულად შეცვალოს საკუთარი შეხედულებით;
7.1.3. საკუთარი შეხედულებით, დაუკავშირდეს კლიენტს და შეამოწმოს ოპერაციის ან დავალების ავტორიზაცია ან საგადახდო დავალების ავტორიზაცია იმ შემთხვევაში, თუ ინიციირებული ოპერაციის ან დავალების ან საგადახდო დავალების ღირებულება აღემატება ბანკის მიერ დაწესებულ ლიმიტებს და ასევე, შეაჩეროს ასეთი ოპერაციის/დავალების განხორციელება მანამ სანამ არ შეამოწმებს მის ავტორიზაციას;
7.1.4. ჩამოჭრას დავალების შესასრულებლად საჭირო თანხა კლიენტის ანგარიშიდან;
7.1.5. ჩამოჭრას კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან ნებისმიერი თანხა, რომელიც ბანკმა გადაიხადა ან გაიღო ნებისმიერი დავალების შესასრულებლად, რაც მოიცავს ანგარიშების მართვის და კლიენტის დავალების შესაბამისად შესრულებული ოპერაციის ხარჯებს;
7.1.6. ბანკში მოქმედი ტარიფების შესაბამისად, კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან, ხოლო კლიენტთან შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, შეთანხმებული თანმიმდევრობით, ჩამოჭრას საკომისიო. თუ საკომისიო და ანგარიშზე არსებული ფულადი თანხა სხვადასხვა ვალუტაშია, ბანკი თავად განახორციელებს კონვერტაციას გადახდის თარიღისათვის ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსით, რომლის ღირებულებაც ასევე უაქცეპტოდ/კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე ჩამოიწერება კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან, ხოლო კონვერტირებული თანხა მიემართება საკომისიოს დასაფარად;
7.1.7. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე არ ირიცხება საკომისიოს სრულად და ჯეროვნად გადასახდელად საჭირო ოდენობის ფულადი თანხა, საკომისიოს ნაწილი ჩამოწეროს ანგარიშ(ებ)ზე არსებული თანხის ოდენობით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - ანგარიშ(ებ)ზე თანხის მოხვედრისთანავე.
7.1.8. უარი განუცხადოს კლიენტს საბანკო მომსახურების გაწევაზე, თუ კლიენტმა საერთოდ ან დროულად არ შეავსო, ხელი არ მოაწერა ან/და დაადასტურა, ან ბანკს არ დაუბრუნა/მიაწოდა განაცხადი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია საბანკო მომსახურებით სარგებლობისათვის, ბანკისათვის მისაღები ფორმით და შინაარსით;
7.1.9. განაცხადის ან/და სხვა დოკუმენტების შესწავლის შემდეგ, არ მიიღოს აღნიშნული დოკუმენტები და უარი თქვას კლიენტის მიერ მოთხოვნილი საბანკო მომსახურების მიწოდებაზე/გაწევაზე მიზეზის გაცხადების გარეშე;
7.1.10. კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და ბანკში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად, კლიენტის მიერ მოთხოვნილი ოპერაციების დამუშავებისა და განხორციელების მიზნით ბანკის მიერ გასაწევი ფინანსური და ადამიანური რესურსების გათვალისწინებით, დააწესოს საკომისიოს განსხვავებული ოდენობა, მათ შორის საკომისიოს განსხვავებული ოდენობა დააწესოს კლიენტისთვის წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე, განსხვავებული საკომისიოს დაწესების შემთხვევაში კლიენტის მიმართ მოქმედებს შეტყობინებით განსაზღვრული ან/და დამატებით შეთანხმებული საკომისიო;
7.1.11. დააწესოს დამატებითი პირობები კლიენტის მიერ მოთხოვნილი კრედიტის (ან საბანკო კრედიტი ან სესხი) გაცემასთან დაკავშირებით;
7.1.12. ნებისმიერ დროს შეცვალოს ვებ-გვერდზე განთავსებული ეს საერთო პირობები და მისი დანართები და ნებისმიერი სხვა საბანკო მომსახურების სტანდარტული პირობები წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ბანკის მიერ განსაზღვრული სხვა ფორმით;
7.1.13. სრულად ან ნაწილობრივ გააუქმოს ან/და დროებით შეწყვიტოს საბანკო პროდუქტით მომსახურება ნებისმიერ დროს, რის თაობაზეც ბანკი აცნობებს კლიენტს, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, თუმცა ბანკის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა არ ჩაითვლება მის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევად;
7.1.14. ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება–მოვალეობები სრულად ან ნაწილობრივ გადაანდოს/გადასცეს მესამე პირს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთ გადანდობას/გადაცემას შესაძლოა მოჰყვეს ბანკის მხრიდან ხელშეკრულების პირობების შესრულების გარანტიის შესუსტება;
7.1.15. კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან ჩამოჭრას მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული თანხები და მიმართოს შესაბამისი მოთხოვნის დასაფარად;
7.1.16. კანონმდებლობის შესაბამისად, დაბლოკოს/დაჯავშნოს კლიენტის ნებისმისმიერი ანგარიში ან/და კლიენტის ნებისმიერი სახის ანგარიშიდან, მათ შორის ნებისმიერი ტიპის დეპოზიტის ანგარიშიდან, უაქცეპტოდ/კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე ჩამოჭრას ყველა ვალდებულება/გადასახდელი, ხოლო თუ ვალდებულება/გადასახდელი და ანგარიშზე რიცხული თანხა სხვადასხვა ვალუტაშია, ბანკმა თავად განახორციელოს კონვერტაცია გადახდის თარიღისათვის მასთან მოქმედი კომერციული კურსით, ხოლო კონვერტაციის მომსახურების ღირებულება ასევე უაქცეპტოდ/კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე ჩამოწეროს ანგარიშიდან, კონვერტირებული თანხა კი მიმართოს შესაბამისი ვალდებულების/გადასახდელის დასაფარად. ვალდებულების/გადასახდელის სრულად შესრულებამდე, ბანკი უფლებამოსილია, ბანკში დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად, განსაზღვროს საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს ან/და სხვა სახის ფინანსური ხარჯის ოდენობა, ან/და კლიენტის ანგარიშზე დაუშვას არასანქცირებული ლიმიტი;
7.1.17. კლიენტის ინტერესების დაცვის მიზნით, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ან შეწყვიტოს დისტანციური საბანკო
მომსახურების გაწევა კლიენტისთვის, თუ ბანკს აქვს ეჭვი, რომ ირღვევა უსაფრთხოების ნორმები ან/და ადგილი აქვს დისტანციური საბანკო მომსახურების თაღლითური ან/და არაუფლებამოსილი გამოყენებას ან/და ასეთი შეჩერება მიზანშეწონილია სხვა მიზეზების გამო. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დისტანციური საბანკო მომსახურების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, ბანკი შეატყობინებს კლიენტს აღნიშნულის თაობაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომუნიკაციის საშუალებებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიენტისთვის შეჩერების/შეწყვეტის საფუძვლის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება დაუშვებელია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ობიექტურად დასაბუთებული მიზეზებით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
7.1.18. კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ ინტერესების დაცვის მიზნით, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ან შეწყვიტოს ან დაბლოკოს/დაჯავშნოს საგადახდო ინსტრუმენტი, მათ შორის ბარათი ან/და საკრედიტო ლიმიტის მქონე საგადახდო ინსტრუმენტი, თუ ბანკს აქვს ეჭვი, რომ ირღვევა უსაფრთხოების ნორმები ან/და ადგილი აქვს საგადახდო ინსტრუმენტის თაღლითურ ან/და არაუფლებამოსილ გამოყენებას ან/და ასეთი შეჩერება მიზანშეწონილია სხვა მიზეზების გამო ან/და თუ კლიენტს ბანკის წინაშე აქვს ვადაგადაცილებული ვალდებულება ან/და მნიშვნელოვნად გაზრდილია კლიენტის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის რისკი. ასეთ შემთხვევაში, ბანკი შეატყობინებს კლიენტს აღნიშნულის შესახებ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომუნიკაციის საშუალებებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიენტისთვის შეჩერების/შეწყვეტის საფუძვლის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება დაუშვებელია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ობიექტურად დასაბუთებული მიზეზებით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრულ;.
7.1.19. შეცვალოს დისტანციური საბანკო მომსახურების მიღებისათვის განკუთვნილი ელექტრონული/ციფრული მოწყობილობების ან/და ამ მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფისთვის დადგენილი მოთხოვნები.
7.2. კლიენტი ვალდებულია:
7.2.1. საბანკო მომსახურებით სარგებლობისათვის:
7.2.1.1. ყურადღებით/დეტალურად გაეცნოს ხელშეკრულებას და დაიცვას მისი მოთხოვნები;
7.2.1.2. შეავსოს ან/და ხელი მოაწეროს/დაეთანხმოს განაცხადს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და სხვა სახის დოკუმენტს, რომელიც საჭიროა შესაბამისი საბანკო მომსახურების გასაწევად.
7.2.2. მისცეს ბანკს ნებისმიერი დავალება სწორად და სრულად, ზუსტად მიუთითოს დავალების, მათ შორის საგადახდო დავალების აუცილებელი რეკვიზიტები ან/და ბანკის მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია დავალების შესასრულებლად.
7.2.3. დისტანციური საბანკო მომსახურებით სარგებლობისას კლიენტი ვალდებულია არ დატოვოს უყურადღებოდ შესაბამისი მოწყობილობა, რომლიდანაც იგი სარგებლობს დისტანციური საბანკო მომსახურებით და არ დაუშვას მესამე პირის მიერ აღნიშნული მოწყობილობით სარგებლობა, ვიდრე კლიენტი არ დაასრულებს დისტანციური საბანკო მომსახურებით სარგებლობას და არ დარწმუნდება რომ მესამე პირების მიერ მისი გამოყენება შეუძლებელია.
7.2.4. არ ისარგებლოს საბანკო მომსახურებით, თუ ამას შედეგად მოჰყვება, (ა) ანგარიშზე ხელმისაწვდომი თანხის გადახარჯვა (0-ის ნიშნულის ქვემოთ ჩამოსვლა) ან (ბ) ლიმიტის გადაჭარბება. კლიენტის მიერ აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კლიენტის შესაბამის ანგარიშზე, დაეშვება არასანქცირებული ლიმიტი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რომლის გადახდის ვალდებულება კლიენტს წარმოეშვება დაუყოვნებლივ.
7.2.5. გადაიხადოს საკომისიო, გადახდის დროისათვის ბანკში დადგენილი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტარიფების შესაბამისად, ბანკის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით და თარიღში, თუ მხარეთა დამატებითი შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამასთან, თუ გადახდის ოპერაციის (ასევე მასში ცვლილების) ან ოპერაციის გაუქმების, ან თანხის უკან დაბრუნების განხორციელებაში მონაწილეობს უცხოური საგადახდო ან შეტყობინებების გაცვლის სისტემა (შემდგომში - უცხოური შუამავალი), უცხოურ შუამავალს შეუძლია დააწესოს დამატებითი საკომისიო, რომელსაც გადაიხდის კლიენტი, მათ შორის გადარიცხული/გადახდილი თანხის ოდენობიდან, მიუხედავად იმისა გადახდის ოპერაცია ან ოპერაცია შესრულდა თუ არა მიმღების მიერ სრული თანხის ჩარიცხვის გარანტიით. კლიენტს ასევე შესაძლოა დაეკისროს შემომავალი არაგარანტირებული ტიპის (SHA ან/და BEN) ჩარიცხვ(ებ)ისთვის საკომისიოს გადახდა (რომელიც დამატებით შესაძლოა მოითხოვოს უცხოურმა შუამავალმა ან/და ბანკმა და რომელსაც ბანკი დააკავებს ჩარიცხული თანხიდან), არაუმეტეს 30 ერთეულისა - აშშ დოლარისა და ევროს შემთხვევებში ან/და არაუმეტეს 100 ლარისა სხვა ვალუტების შემთხვევებში (ჩარიცხული ფულადი თანხის ოდენობიდან გამომდინარე).
7.2.6. თავად გადაიხადოს კანონმდებლობით ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით (ასეთის კლიენტზე გავრცელების შემთხვევაში) განსაზღვრული ყველა გადასახადი/გადასახდელი, რომელიც შეიძლება წარმოეშვას საბანკო მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებით.
7.2.7. იმ შემთხვევაში თუ კანონმდებლობის შესაბამისად ბანკს ეკისრება რაიმე სახის საგადასახადო ვალდებულება კლიენტის საგდასახადო ვალდებულების გამო, დაუყოვნებლივ აუნაზღაუროს ბანკს ყველა ამგვარი ვალდებულება.
7.2.8. კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვასთან ერთად უზრუნველყოს ყველა იმ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის დაცვა, რომლის კანონდებლობაც შესაძლებელია ნებისმიერი მიზეზით ვრცელდებოდეს მასზე.
7.2.9. დაუყოვნებლივ წერილობითი ფორმით აცნობოს ბანკს:
7.2.9.1. ბანკისთვის წარდგენილ/გაგზავნილ უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტსა ან/და ინფორმაციაში განხოციელებული ნებისმიერი სახის ცვლილების ან/და გაუქმების შესახებ. ამ პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების ვალდებულება ერთმნიშვნელოვნად ვრცელდება ბანკისთვის წარდგენილ ყველა იმ დოკუმენტზე, რომლის საფუძველზე: (ა) კლიენტს გაცემული აქვს მისი სახელით მოქმედების უფლებამოსილება ან/და (ბ) კლიენტი წარმოდგენილია მიმნდობის/მარწმუნებლის თუ მინდობილი პირის/რწმუნებულის სახით. შესაბამისი ცვლილების ან/და გაუქმების შესახებ შეტყობინების მიღებამდე განხორციელებული ქმედებების შედეგად დამდგარ ზიანზე/ზარალზე ბანკი არ აგებს პასუხს;
7.2.9.2. კლიენტის მიერ ნებისმიერი სახის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის დაკარგვის ან/და, გაუქმების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო ან დამდგარ ზიანზე/ზარალზე ბანკი არ აგებს პასუხს;
7.2.9.3. განაცხადში მითითებული/ბანკისათვის ნებისმიერი ფორმით გადაცემული ინფორმაციის/მონაცემების ცვლილების შესახებ, მათ შორის ნებისმიერი საკონტაქტო ინფორმაციის, ფინანსური ნომრის, ფინანსური ელექტრონული ფოსტის, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის ცვლილების შესახებ. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, ბანკი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ განაცხადში დაფიქსირებული ან ბანკისათვის ნებისმიერი ფორმით გადაცემული ინფორმაცია არ შეესაბამება კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და ამის გამო კლიენტი ვერ მიიღებს საბანკო მომსახურებას, ან დაირღვევა კლიენტის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ცვლილებების შესახებ შესაბამისი შეტყობინების განხორციელებამდე ბანკის კომუნიკაცია მის ხელთ არსებულ ნებისმიერ საკონტაქტო მონაცემზე ჩაითვლება სათანადოდ გაგზავნილად კლიენტისათვის და ბანკი არ აგებს პასუხს კლიენტის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესაძლო დარღვევაზე, ან მისგან წარმოშობილ ზიანზე/ზარალზე;
7.2.10. უნივერსალური იდენტიფიკატორები, ავთენტიფიკაციის ელემენტები, მათ შორის ერთჯერადი კოდები, წვდომის კოდები, PIN კოდები არ გაუზიაროს ან/და გაანდოს ან/და ნებისმიერი ფორმით გადასცეს ნებისმიერ მესამე პირს, მათ შორის ისეთ ნებისმიერ ონლაინ პლატფორმაზე/აპლიკაციაში, ან ტექნიკურ მოწყობილობაში, ინფორმაციის შეყვანის გზით, რომელიც არ არის ბანკის მართვაში ან/და ბანკის მიერ დაშვებული არ არის მათი საშუალებით ოპერაციის შესრულება ან/და ავტორიზაცია.
7.2.11. დაუყოვნებლივ წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, ან სატელეფონო კომუნიკაციის გზით, აცნობოს
ბანკს:
7.2.11.1. არაავტორიზებული გადახდის ოპერაციის ან არაავტორიზებული/არასწორად შესრულებული ოპერაციის
შესახებ.
7.2.11.2. საგადახდო ინსტრუმენტის, მათ შორის ბარათის დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან არაუფლებამოსილი გამოყენების ფაქტის შესახებ;
7.2.11.3. დისტანციური საბანკო მომსახურების არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოყენების შესახებ.
7.2.12. გადაიხადოს მის მიერ გადასახდელი ყველა გადასახდელი, მათ შორის გადასახდელები, რომლებიც შესაძლოა გათვალისწინებული იყოს მომდევნო საბანკო დღისთვის, იმ შემთხვევაში თუ საოპერაციო თარიღი არ ემთხვევა საბანკო დღეს და ოპერაცია განხორციელდება მომდევნო საბანკო დღის თარიღით.
7.2.13. საბანკო მომსახურებით სარგებლობის ფარგლებში, ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ წარმოუდგინოს ბანკს, მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
7.2.14. პერიოდულად გაეცნოს ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას, მათ შორის განცხადებებს და ამ საერთო პირობებსა და მის დანართებში და ასევე, სხვა საბანკო მომსახურების სტანდარტულ პირობებში შეტანილ ცვლილებებსა და დამატებებს.
7.2.15. ბანკისათვის განაცხადის წარდგენიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ ისარგებლოს მის მიერ მოთხოვნილი საბანკო მომსახურებით (თუ უშუალოდ საბანკო მომსახურების პირობებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული). იმ შემთხვევაში თუ კლიენტი აღნიშნული ვადის განმავლობაში არც ერთხელ არ ისარგებლებს მოთხოვნილი საბანკო მომსახურებით, ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად შეუწყვიტოს ან/და შეუჩეროს კლიენტს შესაბამის საბანკო მომსახურების გაწევა. ერთ–ერთი საბანკო მომსახურების გაწევის შეწყვეტა ან/და შეჩერება არ იწვევს სხვა საბანკო მომსახურების შეწყვეტას ან/და შეჩერებას.
7.3. კლიენტი უფლებამოსილია:
7.3.1. ხელშეკრულებით განსაზღვრული საბანკო მომსახურებით სარგებლობისთვის მიმართოს ბანკს განაცხადით (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში). ბანკის მიერ განაცხადის განხილვა მოხდება იმ პირობით, თუ კლიენტის მიერ განაცხადის შევსების დროს დაკმაყოფილებული იქნება ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა.
7.3.2. ნებისმიერ დროს, შესაბამისი განაცხადით მოსთხოვოს ბანკს საბანკო პროდუქტის/მომსახურების შეწყვეტა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს კონკრეტული საბანკო პროდუქტიდან/მომსახურებიდან გამომდინარე არ გააჩნია რაიმე სახის შეუსრულებელი ვალდებულება (ფინანსური თუ ნებისმიერი სხვა სახის) ბანკის წინაშე.
8. კლიენტის განცხადებები და გარანტიები
8.1. კლიენტი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:
8.1.1. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების დროისათვის არის ქმედუნარიანი;
8.1.2. ხელშეკრულების, მისი დანართის ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადებისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილების მიზნით მის მიერ მოპოვებულია ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა თუ მინდობილობა;
8.1.3. კლიენტის ქმედება არ არის/იქნება მიმართული ბანკის მოტყუებისაკენ. ხელშეკრულების, მისი დანართის ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების მიზნით ან/და ბანკის მიერ საბანკო მომსახურების გაწევის ფარგლებში, კლიენტის მიერ ბანკისთვის წარდგენილი/გადაცემული ინფორმაცია/მონაცემები ზუსტი, უტყუარი და სრულია. ამასთანავე, კლიენტისთვის ცნობილია, რომ ბანკისთვის ყალბი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის მიწოდება, ასევე მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენება კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს დასჯად ქმედებას;
8.1.4. ოპერაციის შესრულებით არ დაირღვევა: (ა) სხვა რომელიმე ხელშეკრულების პირობები, რომლის მხარესაც კლიენტი წარმოადგენს; (ბ) კლიენტის სარგებლობაში არსებული რომელიმე ლიცენზიის პირობები; (გ) კლიენტის სხვა ვალდებულებები (ამგვარის არსებობის შემთხვევაში); (დ) კანონმდებლობა; (ე) რაიმე სახის ნებისმიერი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დებულება, წესი, განკარგულება, გადაწყვეტილება,ბრძანება, მითითება, დადგენილება; ან (ვ) სახელმწიფოს, სახელმწიფო ან
მარეგულირებელი, სასამართლო ან საარბიტრაჟო ორგანოს მიერ დაწესებული რაიმე შეზღუდვა, რომლის დაცვაზეც კლიენტია პასუხისმგებელი;
8.1.5. ხელშეკრულება, მისი დანართი ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება იდება/დაიდება მის მიერ ნებაყოფლობით, ბანკის ან/და მესამე პირის მხრიდან მის მიმართ ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომის ან/და რაიმე სხვა გარემოების გამოყენების გარეშე;
8.1.6. ხელშეკრულების, მისი დანართის ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ის არ მონაწილეობს არც ერთ დავაში (მოსარჩელის, მოპასუხის, მესამე პირის ან სხვა სახით), რითაც შესაძლოა საფრთხე შეექმნას მის აქტივებს/ქონებას ან/და მის მიერ ხელშეკრულების, მისი დანართის ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობების შესრულებას;
8.1.7. ხელშეკრულების, მისი დანართის ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადებისა და მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში კლიენტი:
8.1.7.1. იცავს და დაიცავს ნებისმიერი ხელშეკრულების ან/და სხვა გარიგების პირობებს, ან/და სხვა ვალდებულებებს, რომელთა შეუსრულებლობამაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს კლიენტის მიერ ხელშეკრულებით, მისი დანართის ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე;
8.1.7.2. არ ჩაიდენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას (ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის და სხვა), მათ შორის, შეუზღუდავად: ტერორისტულ აქტს, ნარკოტიკულ დანაშაულს, დანაშაულს საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ, დანაშაულს კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ, დანაშაულს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წეს(ებ)ის წინააღმდეგ, დანაშაულს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ, დანაშაულს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ, დანაშაულს სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ და ფულად-საკრედიტო სისტემაში.
8.1.7.3. არ აწარმოებს ან/და ვაჭრობს/ივაჭრებს კანონმდებლობით აკრძალული საქონლით ან/და პროდუქტით, მათ შორის: (ა) იარაღით; (ბ) რადიოაქტიული მასალით; (გ) ასბესტოს ბოჭკოთი და (დ) ცხოველებითა და მცენარეებით (მათ შორის, აკრძალული მეთოდებით არ აწარმოებს თევზჭერას);
8.1.7.4. არ არღვევს/არ დაარღვევს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ სანქციებთან დაკავშირებულ პირობებს.
8.1.8. მისთვის ცნობილია, რომ ბანკის პოლიტიკა მკაცრად კრძალავს ბანკის დირექტორის, უფლებამოსილი პირის, წარმომადგენლის, თანამშრომლის, სხვა პერსონალის ან მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის მონაწილეობას იმგვარ ქმედებებში, რაც გულისხმობს ღირებულების მქონე რაიმე ნივთის/არამატერიალური ქონებრივი სიკეთის შეთავაზებას ან მიღებას (პირდაპირ თუ არაპირდაპირ), ამა თუ იმ პირის, ბანკის, მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის ან მისი კლიენტის მიერ სარგებლის მიღების, ბიზნესის არაკეთილსინდისიერად მოპოვების ან შენარჩუნების ან/და სხვაგვარი ბიზნეს უპირატესობის მიღების მიზნით;
8.1.9. მას (მათ შორის არც მის წარმომადგენელს) ან მასთან დაკავშირებულ პირს:
8.1.9.1. პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გადაუხდია ან მიუღია (ან ჩართულა რაიმე გარიგებაში, რომლის მიხედვითაც უნდა გადაიხადოს ან მიიღოს), ნებისმიერი უკანონო ან/და დაფარული გადასახადი, ქრთამი ან ანაზღაურება, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ხელშეკრულებას, მის დანართს ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებას; ან/და
8.1.9.2. არ განუხორციელებია რაიმე ქმედება (ფარული შეთანხმების ჩათვლით), რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა ხელშეკრულების, მისი დანართის ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დადებაზე, რომლის მიზანია ფასების ხელოვნური რეგულირება ან/და არაკონკურენტული გარემოს შექმნა; ან/და
8.1.9.3. არ შეუთავაზებია ან მიუღია ღირებულების მქონე რაიმე ნივთი/არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რასაც შეიძლება გავლენა მოეხდინა ბანკის, მისი დირექტორის, უფლებამოსილი პირის, წარმომადგენლის, თანამშრომლის, სხვა პერსონალის ან მასთან დაკავშირებული პირის ან/და მისი აფილირებული პირის ქმედებებზე, ასევე რომელიმე ზემოაღნიშნული პირის მხრიდან არ ჰქონია ადგილი მუქარას მისი ქონების ან რეპუტაციის მიმართ, ბიზნეს უპირატესობის არაკეთილსინდისიერად მოპოვების, ან ბიზნესის წარმოების მიზნით; ან/და
8.1.9.4. სხვაგვარად არ ყოფილა ჩაბმული კორუფციულ საქმიანობაში.
8.2. ბანკის პოლიტიკის ან ნებისმიერი ზემოაღნიშნული დებულების დარღვევა გამოიწვევს კლიენტისათვის ხელშეკრულებით, მისი დანართით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი საბანკო მომსახურების (მათ შორის, კრედიტი, საკრედიტო ხაზი, ოვერდრაფტი, გარანტიები, აკრედიტივები და სხვა სახის დოკუმენტალური ოპერაციები) ან მისი ნაწილით სარგებლობის უფლების შეწყვეტას ან/და ხელშეკრულების, მისი დანართის ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების შეწყვეტას. ამასთან, ამგვარი შეწყვეტა არ გამორიცხავს კლიენტის ან/და მისი
წარმომადგენლის, ან მასთან დაკავშირებული პირის კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას და შესაბამის სანქციებს (მათ შორის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც).
8.3. კლიენტის აღნიშნული განცხადებები და გარანტიები ძალაშია მხარეთა მიერ ხელშეკრულების, მისი დანართის ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე, მიუხედავად ხელშეკრულების, მისი დანართის ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა.
8.4. კლიენტი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ბანკს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან და გარანტიებთან ან/და გამოიწვიოს მათი დარღვევა. ასევე, ნებისმიერი ისეთი გარემოების დაწყების ან დადგომის შესახებ, რითაც საფრთხე შეექმნება კლიენტის აქტივებს/ქონებას ან/და მის მიერ ხელშეკრულებით, მისი დანართით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებას.
8.5. მხარეები აცხადებენ და აცნობიერებენ, რომ ბანკი მხოლოდ კლიენტის ზემოაღნიშნული განცხადებების და გარანტიების საფუძველზე და მათზე დაყრდნობით დებს/დადებს და შეასრულებს ხელშეკრულებით, მისი დანართით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
8.6. კლიენტი ყველანაირი საშუალებით უზრუნველყოფს, რომ მასთან დაკავშირებულმა პირებმა (ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს დამატებითი ბარათის მფლობელ(ებ)ს) ხელშეკრულების მთლიანი ვადის განმავლობაში არ ჩაიდინონ ისეთი ქმედება, რომელიც გამოიწვევს განცხადებების და გარანტიების დარღვევას.
8.7. განცხადებების და გარანტიების დარღვევის შემთხვევაში (არ იზღუდება ბანკის უფლება მოითხოვოს ზიანის/ზარალის ანზღაურება, რომელიც გამოწვეული იქნება განცხადებების და გარანტიების ამგვარი დარღვევით), თუ კლიენტი ვერ შეძლებს ამ დარღვევის აღმოფხვრას, დარღვევის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) საბანკო დღის განმავლობაში, კლიენტი თანახმაა ბანკს აუნაზღაუროს და დაიცვას ბანკი ნებისმიერი ზარალისგან (ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს შედეგობრივ ზარალს), საჩივრისგან, ხარჯისგან (ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს იმ ხარჯებს, რომლებსაც ბანკი გაიღებს საკუთარი უფლებების განსახორციელებლად), იურიდიული პროცესისგან და ნებისმიერი სხვა ვალდებულებისგან, რომელიც ამგვარი დარღვევის შედეგად შეიძლება წარმოიშვას;
9. მხარეთა პასუხისმგებლობა
9.1. მხარეთა პასუხისმგებლობის სპეციფიკური პირობები:
9.1.1. გადახდის ოპერაციის შეუსრულებლობის ან/და არასწორად ან/და ვადის დარღვევით შესრულების შედეგად დამდგარ ზიანზე/ზარალზე:
9.1.1.1. ბანკი არ არის პასუხისმგებელი, თუ გადახდის ოპერაციის შეუსრულებლობა ან/და არასწორად ან ვადის დარღვევით შესრულება გამოწვეულია:
9.1.1.1.1. ფორს-მაჟორის პირობების გამო;
9.1.1.1.2. კლიენტის მიერ საგადახდო დავალების რეკვიზიტების არასწორად/არასრულად მითითების გამო;
9.1.1.1.3. კლიენტის მიერ საგადახდო დავალების შესრულებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებების/პირობების შეუსრულებლობის გამო;
9.1.1.2. ბანკი არ არის პასუხისმგებელი:
9.1.1.2.1. თუ გასულია კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები, რომლის ფარგლებში
კლიენტი უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის/ზარალის ანაზღაურება;
9.1.1.2.2. თუ ბანკი დაასაბუთებს, რომ მიმღების პროვაიდერს მიღებული აქვს გადახდის ოპერაციის თანხა;
9.1.2. კლიენტს სრულად ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ზიანზე/ზარალზე, რომელიც შეიძლება დადგეს
არაავტორიზებული გადახდის ოპერაციიდან გამომდინარე, თუ ზიანი/ზარალი გამოწვეულია:
9.1.2.1. კლიენტის თაღლითური ან/და დანაშაულებრივი ქმედებით;
9.1.2.2. საერთო პირობებით განსაზღვრული ნებისმიერი ვალდებულების კლიენტის მიერ განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით დარღვევით. ამ შემთხვევაში არ მოქმედებს ამ მუხლის 9.4.2. ქვეპუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა;
9.1.2.3. კლიენტის მიერ საერთო პირობებით განსაზღვრული დისტანციური საბანკო მომსახურების გამოყენების განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით წესების დარღვევით;
9.1.2.4. კლიენტის მიერ საგადახდო ინსტრუმენტის, მათ შორის ბარათის ამ საგადახდო ინსტრუმენტისათვის
დადგენილი პირობების დარღვევით გამოყენებით;
9.1.2.5. კლიენტი არ დაიცავს მისთვის გაცემული საგადახდო ინსტრუმენტის, მათ შორის ბარათის უსაფრთხოების ზომებს ან/და არ უზრუნველყოფს ამ საგადახდო ინსტრუმენტის პერსონიფიცირებული მახასიათებლების, მათ შორის ბარათის საიდენტიფიკაციო მონაცემების დაცვას;
9.1.2.6. კლიენტი, საგადახდო ინსტრუმენტის, მათ შორის ბარათის დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან უკანონო გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი აღმოჩენიდან დაუყოვნებლივ არ შეატყობინებს ამის თაობაზე ბანკს ან ბანკის მიერ განსაზღვრულ პირს;
9.1.2.7. თუ გასულია კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები, რომლის ფარგლებში
კლიენტი უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის/ზარალის ანაზღაურება.
9.1.3. კლიენტი უფლებამოსილია, ბანკს მოსთხოვოს არაავტორიზებული საგადახდო დავალების საფუძველზე შესრულებული გადახდის ოპერაციის თანხის ანაზღაურება ან/და არასწორად შესრულებული გადახდის ოპერაციის კორექტირება, თუ საგადახდო დავალების ავტორიზაციის გარეშე შესრულებული გადახდის ოპერაციის შესრულების თარიღიდან არ გასულა 13 (ცამეტი) თვეზე მეტი და კლიენტმა არაავტორიზებული გადახდის ოპერაციის ან არასწორად განხორციელებული გადახდის ოპერაციის შესახებ ბანკს ამგვარი გადახდის ოპერაციის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან უმოკლეს ვადაში შეატყობინა, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, ხოლო პირდაპირი დებეტის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის წესით დადგენილ ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადები არ მოქმედებს თუ ბანკმა შეთანხმებული ფორმით კლიენტს არ მიაწოდა გადახდის ოპერაციის სტატუსის შესახებ ინფორმაცია ან/და შეთანხმებული ფორმით არ უზრუნველყო ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
9.1.4. ბანკი აუნაზღაურებს/დაუბრუნებს კლიენტს ბანკომატის მიერ დაკავებულ თანხას კლიენტის შესაბამისი განაცხადიდან 3 (სამი) საბანკო დღის განმავლობაში.
9.1.5. თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული კანონმდებლობით, ზემოთ მოცემული დებულებების მიუხედავად, იმ შემთხვევაში თუ გადახდის ოპერაცია შესრულებულია ბარათით და გადახდის ოპერაციის მიმღების პროვაიდერი (ექვაირერი) არის უცხოურ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, კლიენტი უფლებამოსილია, ბანკს მოსთხოვოს გადახდის ოპერაციის თანხის ანაზღაურება თუ:
9.1.5.1. შესრულებულია არაავტორიზებული გადახდის ოპერაცია; და
9.1.5.2. კლიენტი ასეთი გადახდის ოპერაციის აღმოჩენიდან გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, მაგრამ არაუგვიანეს თანხის ანგარიშიდან ჩამოჭრიდან 75 დღისა, შეატყობინებს ბანკს აღნიშნულის შესახებ; და
9.1.5.3. გადახდის ოპერაციის შესრულებასთან დაკავშირებით ცალსახად იკვეთება მესამე პირის თაღლითობა ან/და კლიენტის მიერ შეტყობინებული შემთხვევა შინაარსობრივად ან/და გარემოებებით მსგავსია ბანკის მიერ ბოლო 180 (ას ოთხმოცი) დღის განმავლობაში განხილული იმ შემთხვევისა/შემთხვევებისა, რომლის/რომელთა ფარგლებშიც კლიენტს აუნაზღაურდა გადახდის ოპერაციის თანხა.
9.1.6. კლიენტი უფლებამოსილი არ არის ბანკისგან მიიღოს ანაზღაურება საგადახდო დავალების ავტორიზაციის შედეგად შესრულებულ გადახდის ოპერაციაზე, რომელიც ინიციირებული იყო მიმღების მიერ ან მისი მეშვეობით, თუ:
9.1.6.1. გასულია კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა ასეთი გადახდის ოპერაციის ანაზღაურების მოთხოვნისთვის ან/და
9.1.6.2. დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა:
9.1.6.2.1. კლიენტმა უშუალოდ ბანკის წინაშე შეასრულა საგადახდო დავალების ავტორიზაცია;
9.1.6.2.2. მომავალი გადახდის ოპერაციის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესახებ ინფორმაცია ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმით კლიენტისთვის მიწოდებულია ან მისთვის ხელმისაწვდომია ბანკის ან მიმღების მიერ ამ გადახდის ვალდებულების თარიღამდე არანაკლებ 4 (ოთხი) კვირით ადრე.
9.1.7. კლიენტს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა, კლიენტის ინტერნეტ პროვაიდერისა ან/და ნავიგატორის მეშვეობით დისტანციურ საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებისას.
9.2. ბანკის პასუხისმგებლობის შეზღუდვის პირობები:
9.2.1. თუ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, კლიენტი თანხმაა და აცხადებს, რომ საბანკო მომსახურების გაწევის ფარგლებში, ბანკი სრულად თავისუფლდება კლიენტის წინაშე ნებისმიერი პასუხისმგებლობისაგან (მათ შორის, შეუზღუდავად, ნებისმიერი პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზიანის/ზარალის ან/და დაკარგული მოგების, ბიზნესის, შემოსავლის ან დაგეგმილი დანაზოგების ანაზღაურების ვალდებულებისგან), რომელიც გამოწვეულია ბანკის ბრალეული ქმედების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
9.2.2. კლიენტი აცნობიერებს და თანხმდება მასზედ, რომ იმ შემთხვევაში თუ გადახდის ოპერაციაში მონაწილეობს უცხოური საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, კომერციული ბანკი ან/და შეტყობინების გაცვლის სისტემა (შემდგომში წინამდებარე პუნქტის მიზნებისთვის - უცხოური აგენტი), აღნიშნული გადახდის ოპერაციის შესრულებისას ბანკი პასუხისმგებელია კლიენტის წინაშე მხოლოდ ისეთ ზიანზე/ზარალზე, რომელიც გამოწვეულია ბანკის მიერ გადახდის ოპერაციის უხეში გაუფრთხილებლობით ან განზრახ არასწორად შესრულებით და ბანკი არც ერთ შემთხვევაში არ აგებს პასუხს კლიენტის წინაშე ისეთ
ზიანზე/ზარალზე, რომელიც გამოწვეულია ამგვარი უცხოური აგენტის ქმედების ან/და უმოქმედობის შედეგად: (ა) გადახდის ოპერაციის შესრულების დაგვიანებით ან/და მისი ნაწილობრივ ან სრულად შეუსრულებლობით ან/და (ბ) კლიენტზე ნებისმიერი დამატებითი ხარჯის/საკომისიოს ან/და სანქციის დაკისრებით.
9.2.3. საბანკო მომსახურება შესაძლებელია გულისხმობდეს საბანკო მომსახურების ან მისი ნაწილის მესამე პირის მხრიდან გაწევას. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, ბანკი პასუხს არ აგებს საბანკო მომსახურების ფარგლებში ზემოაღნიშნული მესამე პირის მიერ კლიენტისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე/ ზარალზე და კლიენტმა ნებისმიერი პრეტენზია (არსებობის შემთხვევაში) უნდა წარუდგინოს საბანკო მომსახურების გამწევ ზემოაღნიშნულ მესამე პირს.
9.2.4. ბანკი არ არის პასუხისმგებელი სატელეკომუნიკაციო კომპანიების მიერ SMS-ების დაგვიანებით ან შეფერხებით გაგზავნის გამო წარმოშობილ ზიანზე/ზარალზე.
9.2.5. ზემოაღნიშნული დებულებები ზარალის ანაზღაურების და ვალდებულებების შეზღუდვის შესახებ გავრცელდება ბანკის აღმასრულებელ პირებზე, დირექტორებზე, თანამშრომლებზე, წარმომადგენლებსა და აგენტებზეც, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზარალი გამოწვეულია ბანკის ან ზემოაღნიშნული პირების დაუდევრობით, სამსახურებრივი გულგრილობით ან გამიზნული ქმედებით ან ხელშეკრულების პირობების დარღვევით.
9.2.6. დისტანციური საბანკო მომსახურების გაწევისას ბანკი არ არის პასუხისმგებელი:
9.2.6.1. კლიენტის მოწყობილობების ან პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართავობის შედეგად ბანკის მიერ
კლიენტის რაიმე სახის დავალების არაჯეროვან შესრულებაზე;
9.2.6.2. კლიენტის მოწყობილობების ან პროგრამული უზრუნველყოფის ვირუსით დაინფიცირებაზე ან მათზე მესამე პირის მხრიდან რაიმე სხვა სახის გარე ზემოქმედებაზე/შეღწევაზე, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს დისტანციური საბანკო მომსახურებით სარგებლობასთან;
9.2.6.3. იმ ზარალზე/ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ან შესაძლებელია იყოს გამოწვეული:
9.2.6.3.1. კლიენტის პროგრამული უზრუნველყოფის ან ნებისმიერი სახის მოწყობილობის ბანკის სისტემასთან შეუთავსებობით;
9.2.6.3.2. დისტანციური საბანკო მომსახურებით სარგებლობისას კლიენტის პერსონალური მონაცემების/დოკუმენტების, პროგრამული უზრუნველყოფის ან ნებისმიერი სახის მოწყობილობების დაზიანებით/განადგურებით;
9.2.6.3.3. ნებისმიერი პირის მიერ, გარდა კლიენტისა, წვდომის კოდების/უნივერსალური იდენტიფიკატორების გამოყენებით, მათ შორის წვდომის კოდების/უნივერსალური იდენტიფიკატორების ისეთ ვებსივრცეში (მათ შორის, შეუზღუდავად ვებ-გვერდი, აპლიკაცია და ა.შ.) გამოყენებით, რომელიც არ არის ბანკის მართვაში ან/და ისეთ ვებსივრცეში გამოყენებით, რომელშიც ბანკის მიერ არ არის დაშვებული წვდომის კოდების/უნივერსალური იდენტიფიკატორების გამოყენება;
9.2.6.3.4. კლიენტსა და ბანკს შორის სატელეფონო ან ინტერნეტით კავშირში მესამე პირის ჩართვით/შეღწევით;
9.2.6.3.5. დისტანციური საბანკო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სისტემის არასათანადო მუშაობით, მათ შორის, ტექნიკური შეფერხებით, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს ბანკის მხრიდანაც.
9.3. ბანკის პასუსხისმგებლობის შესახებ სხვა პირობები:
9.3.1. იმ შემთხვევაში თუ კანონმდებლობით განსაზღვრულია გადახდის ოპერაციის შესრულება ძლიერი ავთენტიფიკაციით და გადახდის ოპერაციის შესრულებისას ბანკის მიერ არ არის შესრულებული ძლიერი ავთენტიფიკაციის მოთხოვნები, კლიენტი არ არის პასუხისმგებელი იმ ზიანზე/ზარალზე, რომელიც დადგა ასეთი გადახდის ოპერაციის შესრულების შედეგად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ადგილი აქვს კლიენტის თაღლითურ ან/და დანაშაულებრივ ქმედებას. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ოპერაციაში მონაწილე მიმღების მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ უზრუნველყოფს ძლიერი ავთენტიფიკაციის მხარდაჭერას, პასუხისმგებელობა სრულად ეკისრება მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერს.
9.4. კლიენტის პასუხისმგებლობის შეზღუდვის პირობები:
9.4.1. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი/ზარალი გამოწვეულია კლიენტის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედებით, კლიენტი არ არის პასუხისმგებელი მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული ან უკანონოდ გამოყენებული საგადახდო ინსტრუმენტის, ასევე მის მიერ საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების ზომების ან პერსონიფიცირებული უსაფრთხოების საშუალებების დაუცველობით გამოწვეული არაავტორიზებული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის/ზარალისთვის:
9.4.1.1. თუ კლიენტმა ოპერაცია განახორციელა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად
ბანკის მიერ შეტყობინების მიღების შემდეგ; ან
9.4.1.2. თუ ბანკმა არ უზრუნველყო შეტყობინების კლიენტისთვის მიწოდება.
9.4.2. კლიენტი პასუხისმგებელია მოპარული ან დაკარგული საგადახდო ინსტრუმენტით ან მისი უკანონო მითვისებით ან არაუფლებამოსილი გამოყენებით გამოწვეული, არაავტორიზებული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის/ზარალისთვის არა უმეტეს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით. ამასთან, კლიენტი სრულად არის პასუხისმგებელი, იმ შემთხვევაში თუ საგადახდო ინსტრუმენტის დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან არაუფლებამოსილი გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში განზრახ ან და უხეში გაუფრთხილებლობით დაუყოვნებლივ არ შეატყობინებს ბანკს აღნიშნულის შესახებ.
9.5. ზიანის/ზარალის ანაზღაურების და პასუხისმგებლობის ზოგადი პირობები:
9.5.1. იმის გათვალისწინებით, რომ ბანკი მოქმედებს კლიენტის დავალებით, საბანკო მომსახურების გაწევისას (მათ შორის, შეუზღუდავად, დისტანციურ საბანკო მომსახურების გაწევისას), კლიენტი იღებს ვალდებულებას, რომ სრულად აუნაზღაურებს ბანკს:
9.5.1.1. კლიენტის განზრახი ან/და ბრალეული ან/და უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედების გამო მესამე პირის მიერ (რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს დამატებითი ბარათის მფლობელებს) წამოწყებული სასამართლო დავის შედეგად მიყენებულ ზიანს/ზარალს მათ შორის, შეუზღუდავად სასამართლო ხარჯებს და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ბანკის მიერ გადასახდელ კომპენსაციას;
9.5.1.2. ისეთ ზიანს/ზარალს, რომელიც წარმოიშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბანკო მომსახურების გაწევის შედეგად, ან ისეთ ზიანს/ზარალს, რომელიც წარმოიქმნა ამგვარი საბანკო მომსახურების მეშვეობით განხორციელებული ოპერაციის შედეგად;
9.5.2. კლიენტი აგრეთვე აცხადებს თანხმობას და ადასტურებს, რომ საერთო პირობების 9.5.1. ქვეპუნქტში განსაზღვრული ზარალის ანაზღაურების პირობები ძალაში დარჩება და კლიენტისთვის მავალდებულებელი იურიდიული ძალა ექნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხდება აღნიშნული საბანკო მომსახურების ნაწილობრივ ან მთლიანად გაუქმება.
9.5.3. კლიენტი აცხადებს თანხმობას და ადასტურებს, რომ მას შესაძლოა მოუწიოს ზიანის/ზარალის ანაზღაურების შესახებ დამატებითი ხელშეკრულებების, განცხადებების ან სხვა მსგავსი დოკუმენტების ხელმოწერა და მათი შესრულება, განსაკუთრებით კი ისეთ ოპერაციებთან დაკავშირებით, რომლებიც წვდომის კოდ(ებ)ის გამოყენებით განხორციელდა. ამგვარი დამატებითი ხელშეკრულებები, განცხადებები და მსგავსი საშუალებები დაემატება და არ გამორიცხავს აქ მოყვანილ პირობებს ზარალის ანაზღაურების შესახებ.
9.5.4. მხარეები სრულად აგებენ პასუხს დამდგარ ზიანზე/ზარალზე იმ შემთხვევაში თუ ასეთი ზიანი/ზარალი გამოწვეულია მათ მიერ, საგადახდო ინსტრუმენტთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი წესების განზრახ ან დაუდევრობით დარღვევის შედეგად.
9.6. ზიანის/ზარალის ანაზღაურების აღსრულების პირობები:
9.6.1. კლიენტის მიერ ბანკის წინაშე შესასრულებელი ნებისმიერი ვადამოსული ან ვადამოუსვლელი ვალდებულების/გადასახდელის (მათ შორის ბანკსა და კლიენტს შორის არსებული ნებისმიერი სახის სახელშეკრულებო (მათ შორის ამ ხელშეკრულებით მისი დანართით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ან სხვა ნებისმიერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული) ან/და არასახელშეკრულებო ურთიერთობიდან (დელიქტიდან) გამომდინარე, ასევე ბანკის მიერ მესამე პირისგან შეძენილი მოთხოვნის საფუძველზე წარმოშობილი) სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და შესაბამისად ბანკის უფლებებისა და მოთხოვნების რეალიზების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ, კლიენტის შემდგომი/დამატებითი თანხმობის ან/და აქცეპტის ან/და ინფორმირების გარეშე:
9.6.1.1. არ შეასრულოს კლიენტის წინაშე არსებული ნებისმიერი ვალდებულება, მათ შორის არ გადაუხადოს კლიენტს მისთვის გადასახდელი ნებისმიერი თანხა, რაც შესაბამისი მოცულობით ჩაითვლება (გაიქვითება) კლიენტის მიერ ბანკისათვის შესასრულებელი ვალდებულების/ გადასახდელის ანგარიშში. ბანკი უფლებამოსილია გაქვითოს ვალდებულებები იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მოთხოვნის (შესაბამისად ბანკის ან კლიენტის მოთხოვნის) შესრულების ვადა არ იქნება დამდგარი გაქვითვის განხორციელების მომენტისათვის; ან/და
9.6.1.2. კანონმდებლობის შესაბამისად, დაბლოკოს/დაჯავშნოს კლიენტის ნებისმისმიერი ანგარიში ან/და კლიენტის ნებისმიერი სახის ანგარიშიდან, მათ შორის ნებისმიერი ტიპის დეპოზიტის ანგარიშიდან, უაქცეპტოდ/კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე ჩამოჭრას ყველა ვალდებულება/გადასახდელი, ხოლო თუ ვალდებულება/გადასახდელი და ანგარიშზე რიცხული თანხა სხვადასხვა ვალუტაშია, ბანკმა
თავად განახორციელოს კონვერტაცია გადახდის თარიღისათვის მასთან მოქმედი კომერციული კურსით, ხოლო კონვერტაციის მომსახურების ღირებულება ასევე უაქცეპტოდ/კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე ჩამოწეროს ანგარიშიდან, კონვერტირებული თანხა კი მიმართოს შესაბამისი ვალდებულების/გადასახდელის დასაფარად. ვალდებულების/გადასახდელის სრულად შესრულებამდე, ბანკი უფლებამოსილია, ბანკში დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად, განსაზღვროს საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს ან/და სხვა სახის ფინანსური ხარჯის ოდენობა, ან/და კლიენტის ანგარიშზე დაუშვას არასანქცირებული ლიმიტი; ან/და
9.6.1.3. რამდენიმე დავალიანების არსებობისას, საკუთარი შეხედულებით განსაზღვროს ბანკის წინაშე არსებული ვადამოსული ან ვადამოუსვლელი ვალდებულებების/გადასახდელების თანმიმდევრობა და რიგითობა, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა, როდესაც კლიენტი უფლებამოსილია აირჩიოს საკრედიტო პროდუქტიდან გამომდინარე ვალდებულებების/გადასახდელების დაფარვის თანმიმდევრობა და რიგითობა.
9.7. ფორს-მაჟორის პირობები:
9.7.1. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორს-მაჟორი წარმოადგენს: სტიქიურ კატასტროფას, ხანძრის, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას, მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლას, პროგრამული უზრუნველყოფის დაზიანებას, საომარ მოქმედებას, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელსაც ბანკი ვერ აკონტროლებს, რომლებიც: (ა) არ არის გამოწვეული ბანკის შეცდომით ან/და დაუდევრობით; ბ) წარმოიშვა ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ; და (გ) პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ბანკის შესაძლებლობაზე სრულად ან/და ჯეროვნად შეასრულოს მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (შემდგომში - ფორს-მაჟორი).
9.7.2. ფორს-მაჟორის მოქმედების განმავლობაში არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, გარდა ფინანსური ვალდებულებებისა.
9.7.3. მხარე, რომელსაც დაუდგა ფორს-მაჟორი, ვალდებულია გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) საბანკო დღისა, აცნობოს მეორე მხარეს შესაბამისი ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის და მისი/მათი სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს უფლებას დაეყრდნოს ფორს- მაჟორის არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს.
9.7.4. შეტყობინებაში მითითებული ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ი, თუ ისინი არ წარმოადგენენ საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტებს (გარემოებებს) ან მეორე მხარეს ეჭვი შეაქვს მათ ნამდვილობაში, შესაბამისი მხარის მიერ ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის თაობაზე ცნობის მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის არსებობა უნდა დადასტურდეს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარე დაკარგავს უფლებას დაეყრდნოს ფორს- მაჟორის არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს.
9.7.5. თუ ფორს-მაჟორის მოქმედება, შესაბამისი მხარის მიერ ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის თაობაზე ცნობის მიღების თარიღიდან, ან ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის არსებობის დადასტურების თაობაზე კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეზე მეტ ხანს გრძელდება, აღნიშნული 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღიანი ვადის გასვლიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარულ დღის ვადაში მხარეები უნდა შეთანხმდნენ ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში თითოეული მხარე უფლებამოსილია ხელშეკრულება და შესაბამისი საბანკო მომსახურებები შეწყვიტოს ცალმხრივად.
10. მხარეთა შორის ანგარიშსწორების პირობები
10.1. მხარეები ერთმანეთს შორის ანგარიშსწორებას ახდენენ ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
10.2. თუ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შესაბამისი ფინანსური ვალდებულების გადახდის კონკრეტული ვადა, მხარეები ვალდებული არიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ნებისმიერი სახის ფინანსური ვალდებულება შეასრულონ (გადაიხადონ) ფინანსური ვალდებულების წარმოშობის თარიღიდან (ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დღიდან, პირგასამტეხლოს მოთხოვნის დღიდან და სხვა) დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, თუ ვალდებულების შესრულების (გადახდის) დღე დაემთხვევა არასამუშაო დღეს, ამ დღის ნაცვლად გამოიყენება მომდევნო საბანკო დღე.
10.3. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორების ოდენობა ანგარიშდება უცხოურ ვალუტაში, მხარეებმა ანგარიშსწორება უნდა შეასრულონ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში. გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის შესაბამისად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
10.4. უნაღდო ანგარიშსწორებისას თანხები უნდა ჩაირიცხოს შესაბამისი მხარის ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე ან მხარეთა მიერ დამატებით შეთანხმებულ სხვა საბანკო ანგარიშზე.
11. მხარეთა შორის კომუნიკაციის პირობები
11.1. თუ ხელშეკრულებაში სხვაგვარად არ არის განსაზღვრული ან კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ბანკი ყველა შეტყობინებას და ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ სხვა სახის ინფორმაციას კლიენტისთვის ხელმისაწვდომს გახდის ხელშეკრულებით განსაზღვრული ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით, მათ შორის შეუზღუდავად: (ა) ინფორმაციის/შეტყობინების ვებ-გვერდზე: https://bankofgeorgia.ge ან/და სერვისცენტრებში განთავსების გზით; (ბ) კურიერის (მათ შორის, საერთაშორისო კურიერის) ან საფოსტო გზავნილის (მათ შორის, დაზღვეული წერილის) მეშვეობით; (გ) ელექტრონული ფოსტის მეშვეობით; (დ) მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით; (ე) ტექნიკური საშუალებით - დისტანციური საბანკო მომსახურების გამოყენებით; (ვ) კლიენტის მიერ განაცხადში მითითებულ მისამართზე ინფორმაციის/შეტყობინების გაგზავნით; (ზ) სატელეფონო ან/და სხვა ტექნიკური საშუალებით კომუნიკაციის გზით ან/და თ) ბანკის მიერ განსაზღვრული ნებისმიერი სხვა კომუნიკაციის წესით.
11.2. თუ კონკრეტული საბანკო პროდუქტის პირობებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, კლიენტი ვალდებულია ბანკთან ნებისმიერი კომუნიკაცია განახორციელოს წერილობითი ფორმით. კლიენტს შეუძლია წერილობითი შეტყობინება მიაწოდოს ბანკს პირადად ან გაუგზავნოს კურიერის (მათ შორის, საერთაშორისო კურიერის) ან საფოსტო გზავნილის (მათ შორის, დაზღვეული წერილის) მეშვეობით. ოპერატიულობის მიზნით და ქვემოთ მოცემული დებულებების გათვალისწინებით, დასაშვებია კლიენტის მიერ ბანკისთვის შეტყობინების მიწოდება ელექტრონული ფოსტის, ინტერნეტ ბანკის გამოყენებით, ან ბანკის მიერ დადგენილი ნებისმიერი სხვა ოპერატიული საშუალებით გაგზავნით , იმ პირობით, რომ ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში (თუმცა არაუგვიანეს 5 (ხუთი) საბანკო დღისა), კლიენტი ვალდებულია შეტყობინება წარუდგინოს ბანკს წერილობითი ფორმითაც.
11.3. შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია ადრესატის მიერ (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტით, ქვითრით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით და ა.შ.). თუ შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული ადრესატის მიერ, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება მიიჩნევა სათანადო წესის შესაბამისად გაგზავნილად და მიღებულად:
11.3.1. კურიერის ან დაზღვეული საფოსტო გზავნილის მეშვეობით წერილობითი შეტყობინების ან დეპეშის გაგზავნის შემთხვევაში – (ა) თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ, გაგზავნიდან 3 (სამი) კალენდარულ დღეში, ან ჩაბარების დადასტურების თარიღის დღეს (რომელსაც უფრო ადრე ექნება ადგილი); (ბ) თუ შეტყობინება გაგზავნილია კლიენტის მიერ, ბანკის კანცელარიაში შეტყობინების დარეგისტრირების მომდევნო საბანკო დღეს;
11.3.2. ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ელექტრონული/ტექნიკური საშუალებით გაგზავნის (მათ შორის, როდესაც გამგზავნ მხარეს წარმოადგენს ბანკი - ვებ-გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების) შემთხვევაში – (ა) თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ, გაგზავნის თარიღიდან მეორე საბანკო დღეს; (ბ) თუ შეტყობინება გაგზავნილია კლიენტის მიერ, ბანკის მიერ შესაბამისი შეტყობინების მიღების დადასტურების ან შესაბამისი ქმედების განხორციელების თარიღიდან.
11.4. შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ: (ა) შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე, საკონტაქტო მონაცემებზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო; (ბ) ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან (გ) თავს აარიდებს მის მიღებას.
11.5. მხარეები ურთიერთობას განახორციელებენ ხელშეკრულებით (მათ შორის განაცხადში) ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მისამართებზე/საკონტაქტო მონაცემებზე (ან სხვა ნებისმიერ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემზე, რომელსაც ერთი მხარე აცნობებს მეორეს წერილობით). მხარე ვალდებულია აღნიშნული მისამართ(ებ)ის ან მათი რომელიმე მონაცემის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ურთიერთობა (შეტყობინების გაგზავნა და სხვა) ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად.
11.6. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს ერთზე მეტი კლიენტი, ან/და საბანკო პროდუქტით/მომსახურებით ერთდროულად სარგებლობს ერთზე მეტი კლიენტი (მაგ. ერთობლივი ანგარიში, დამატებითი ბარათი) ბანკის მიერ ერთ- ერთი კლიენტისათვის გაგზავნილი ნებისმიერი სახის შეტყობინება ჩაითვლება ყველა კლიენტისათვის გაგზავნილ შეტყობინებად, ხოლო ერთ–ერთი კლიენტის მიერ შეტყობინების მიღება ყველა კლიენტის მიერ შესაბამისი შეტყობინების მიღებად.
11.7. ხელშეკრულების დანართით ან/და განაცხადით შეიძლება გათვალისწინებული იყოს მხარეთა მიერ ერთმანეთისთვის შეტყობინების გაგზავნა კომუნიკაციის კონკრეტულად ერთ–ერთი ფორმით.
12. ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის პირობები
12.1. მხარეები ვალდებული არიან, როგორც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობის დამთავრების შემდეგაც, დაიცვან მეორე მხარისაგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის (შემდგომში, ამ მუხლის მიზნებისთვის - ინფორმაცია) კონფიდენციალურობა.
12.2. ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება ისეთ ინფორმაციას ან ისეთი ინფორმაციის გამჟღავნებას:
12.2.1. რომელიც კანონმდებლობის დარღვევის გარეშე იყო ცნობილი ინფორმაციის მიმღები მხარისათვის მეორე
მხარის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებამდე;
12.2.2. რომლის გამჟღავნება მოხდება მხარეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესასრულებლად (მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) წესით მისი უფლებების განსახორციელებლად);
12.2.3. რომლის მოპოვებაც შესაძლებელია საჯარო წყაროებიდან;
12.2.4. რომლის მესამე პირისთვის გამჟღავნება მოხდება მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, რა შემთხვევაშიც ინფორმაციის გამცემი მხარე სრულად აგებს პასუხს მესამე პირის მიერ მისთვის გადაცემული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე.
12.3. კლიენტი უპირობოდ აცხადებს თანხმობას და ადასტურებს, რომ:
12.3.1. ბანკმა მიაწოდოს კლიენტის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, შეუზღუდავად, ფულადი თანხების საერთაშორისო გადარიცხვების შესახებ, კლიენტის ანგარიშიდან გადარიცხული ფულადი თანხების მიმღების ან კლიენტის ანგარიშზე ჩარიხცული ფულადი თანხების შესახებ) შესაბამისი ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სამსახურებს (საქართველოში და საზღვარგარეთ), კლიენტისთვის წინასწარი შეტყობინების გაგზავნის გარეშე. ამგვარი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს იმ პირების სახელებს და პირადობის დამადასტურებელ მონაცემებს, რომლებთანაც კლიენტს ფინანსური კავშირი აქვს (მათ შორის, შეუზღუდავად დამატებითი ბარათის მფლობელ(ებ)ს);
12.3.2. კლიენტის შესახებ ინფორმაციის გადაცემა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო და დანაშაულის აღმკვეთი სამსახურებისთვის არ განიხილება კონფიდენციალურობის დარღვევად ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
12.3.3. ბანკი და ჯგუფის კომპანიები არ აგებენ პასუხს კლიენტის არანაირ პირდაპირ ან შედეგობრივ ზიანზე (ზარალზე) (რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს მიუღებელ შემოსავალს), რომელიც გამოწვეულია კლიენტის შესახებ ინფორმაციის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო და დანაშაულის აღმკვეთი სამსახურებისთვის გადაცემის შედეგად.
13. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები
13.1. წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის, ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
13.1.1. კლიენტის პერსონალური მონაცემები - კლიენტის შესახებ ბანკში ნებისმიერი ფორმით არსებული ნებისმიერი სახის პერსონალური მონაცემი ან/და საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, მათ შორის, შეუზღუდავად:
13.1.1.1. ინფორმაცია საბანკო ანგარიშებისა და ფინანსური ოპერაციების შესახებ;
13.1.1.2. კლიენტის მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო მონაცემები;
13.1.1.3. ამ ხელშეკრულების და ბანკს ან/და ჯგუფის კომპანიასა და კლიენტს შორის გაფორმებული ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების ან/და წინარე ხელშეკრულების პირობები და მასში დაფიქსირებული მონაცემები;
13.1.1.4. ბანკის ან/და ჯგუფის კომპანიის მიერ კლიენტისთვის ნებისმიერი მომსახურების გაწევის პროცესში დამუშავებული/მოპოვებული მონაცემები;
13.1.1.5. ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც ბანკმა:
13.1.1.5.1. პირდაპირ მიიღო კლიენტისგან;
13.1.1.5.2. მოიპოვა საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან;
13.1.1.5.3. მოიპოვა მესამე პირებისგან კლიენტისთვის მომსახურების გაწევის პროცესში;
13.1.1.5.4. შექმნა კლიენტის შესახებ მონაცემების ანალიზის შედეგად;
13.1.1.6. ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განიმარტება, როგორც პერსონალური მონაცემი;
13.1.2. კრედიტუნარიანობა - კლიენტის შესაძლებლობა მიიღოს ბანკის კრედიტი შესაბამისი პირობებით, რასაც ადგენს ბანკი მის მიერ შემუშავებული წესებისა და პროცედურების შესაბამისად;
13.1.3. პირდაპირი მარკეტინგი - ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან /და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან /და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან /და მხარდაჭერის მიზნით;
13.1.4. პროფაილინგი − მონაცემთა ავტომატური დამუშავების ნებისმიერი ფორმა, რომელიც გულისხმობს მონაცემ ების გამოყენებას ფიზიკურ პირთან დაკავშირებული გარკვეული პიროვნული მახასიათებლების შესაფასებ ლად, კერძოდ, იმ მახასიათებლების ანალიზსა და პროგნოზირებას, რომლებიც შეეხება ფიზიკური პირის მი ერ სამუშაოს შესრულების ხარისხს, მის ეკონომიკურ მდგომარეობას, ჯანმრთელობას, პირად ინტერესებს, ს ანდოობას, ქცევას, ადგილსამყოფელს ან გადაადგილებას;
13.1.5. წინამდებარე მუხლში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
13.2. კლიენტის პერსონალური მონაცემების დამუშავების ზოგადი პირობები:
13.2.1. კლიენტი აცხადებს თანხმობას, ბანკის უფლებაზე დაამუშაოს კლიენტის პერსონალური მონაცემები, როგორც უშუალოდ, ასევე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მეშვეობით, კლიენტისთვის მომსახურების გაწევის, ბანკისათვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების, კლიენტის გადახდისუნარიანობის შეფასების, საბანკო პროდუქტებით სარგებლობის პროცესის მონიტორინგის, საბანკო პროდუქტების / საბანკო მომსახურების გაუმჯობესების, ახალი პროდუქტის შეთავაზების, კვლევის ან/და სხვა ლეგიტიმური მიზნებისთვის. მათ შორის ბანკი უფლებამოსილია:
13.2.1.1. განახორციელოს ვიდეომონიტორინგი ბანკის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე (მათ შორის სერვის- ცენტრებში), ბანკის პარტნიორი კომპანი(ებ)ის კუთვნილ ობიექტ(ე)ბში, ან/და ინკასაციის პროცესში (მათ შორის ბანკომატის, თვითმომსახურების ტერმინალის ან/და სხვა ნებისმიერი საშუალებით), დანაშაულის თავიდან აცილების, მისი გამოვლენის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, ან/და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებისთვის;
13.2.1.2. ბანკის მიერ კლიენტისთვის სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით მომსახურების გაწევისას ან/და ინფორმაციის მიწოდებისას, მათ შორის ტელეფონბანკის მომსახურების გაწევისას, განახორციელოს კლიენტის სატელეფონო ზარის აუდიომონიტორინგი, ბანკის ლეგიტიმური ინტერესების დაკმაყოფილების, მათ შორის, მომსახურების გაუმჯობესებისა და იურდიული ძალის მქონე მტკიცებულების შექმნის მიზნით. სატელეფონო ზარის აუდიომონიტორინგის განხორციელების თაობაზე, ბანკი დამატებით მოახდენს კლიენტის ინფორმირებას ყოველი ზარის განხორციელების დაწყებისას;
13.2.1.3. შეინახოს კლიენტის ბანკთან არსებული მიმოწერა (როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული) და სატელეფონო ჩანაწერები. ამასთან, კლიენტი ადასტურებს, რომ წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული მონაცემები (ინფორმაცია) შესაძლოა ბანკის მიერ გამოყენებულ იქნეს მტკიცებულების სახით, იგი წარმოადგენს ბანკის საკუთრებას და აქვს იურიდიული ძალა;
13.2.1.4. დაუკავშირდეს კლიენტს, ბანკის სხვა კლიენტის (წინამდებარე პუნქტის მიზნებისთვის, შემდგომში - ბანკის დებიტორი) საკონტაქტო ინფორმაციის მოძიების მიზნით, თუ აღნიშნულ ბანკის დებიტორს ბანკის წინაშე აქვს შეუსრულებელი ვადაგადაცილებული ფინანსური ვალდებულება, იმ შემთხვევაში თუ:
13.2.1.4.1. ბანკთან არსებული ურთიერთობების ფარგლებში, ბანკის დებიტორი თავად მიუთითებს კლიენტს, როგორც საკუთარ საკონტაქტო პირს ბანკთან გაფორმებულ ნებისმიერ დოკუმენტში, განაცხადში ან/და ხელშეკრულებაში; ან
13.2.1.4.2. ბანკი საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით (მათ შორის, სოციალური ქსელების მეშვეობით) დაადგენს და მოიპოვებს კლიენტის და ბანკის დებიტორის საკონტაქტო ინფორმაციას.
13.2.1.5. პერიოდულად მოიძიოს კლიენტის პერსონალური მონაცემები, რომელიც შესაძლებელია დაცული იყოს
ჯგუფის კომპანიებში;
13.2.1.6. დაუკავშირდეს კლიენტს მის მიერ ბანკში დაფიქსირებულ საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით ნებისმიერ საკომუნიკაციო არხის მეშვეობით (მათ შორის ტელეფონზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე, სოციალურ ქსელში და ა.შ.). თუ კლიენტის საკონტაქტო არხები ნებისმიერი ფორმით გასულია კლიენტის მფლობელობიდან/სარგებლობიდან, ან არსებობს რაიმე სხვა გარემოება, რამაც გამოიწვია პერსონალური მონაცემების მესამე პირის მიერ მიღება/მესამე პირისთვის გამჟღავნება, ბანკი არ აგებს პასუხს შეტყობინებების გაგზავნის/ზარების განხორციელების შედეგად შესაძლო ან დამდგარ ზიანზე/ზარალზე;
13.2.1.7. გამოიყენოს ნებისმიერი საკომუნიკაციო არხი ავტომატური ხმოვანი შეტყობინების საშუალებით კლიენტისათვის ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდებისას, მათ შორის ფიქსირებული ტელეფონის ნომერი, იმ შემთხვევაში თუ კლიენტის მიერ ბანკისათვის გადაცემულ განაცხადში მითითებულია ფიქსირებული ტელეფონის ნომერი. ბანკი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან თუ
ავტომატური ხმოვანი შეტყობინების გაგზავნას, მათ შორის ფიქსირებული ტელეფონის ნომრის საშუალებით ინფორმაციის მიწოდებას, მოჰყვა კლიენტის პერსონალური მონაცემების მესამე პირისათვის გამჟღავნება;
13.2.1.8. კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვითა და ბანკში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად, კლიენტის მიერ ერთ საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით გადაცემული კლიენტის პერსონალური მონაცემები დაამუშაოს კლიენტის მიერ სხვა ნებისმიერი საბანკო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში ბანკის ლეგიტიმური ინტერესების განხორციელების მიზნით, ასევე იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა დამუშავების მიზანი თავსებადია თავდაპირველ მიზანთან;
13.2.1.9. დააკავშიროს მის ხელთ არსებული ინფორმაცია კლიენტის ანგარიშ(ებ)ის და კლიენტის მიერ გამოყენებული
საბანკო მომსახურების შესახებ დამატებითი ბარათის მფლობელების შესახებ ინფორმაციასთან;
13.2.1.10. დაამუშაოს კლიენტის მიერ მიწოდებული, მესამე პირის ნებისმიერი პერსონალური მონაცემები და კლიენტი ვალდებულია ბანკისთვის ინფორმაციის გადაცემამდე, კანონმდებლობით დადგენილი ფორმით, მოიპოვოს თანხმობა იმ პირების პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე, ვის შესახებაც ბანკს გადასცემს ინფორმაციას;
13.2.1.11. კლიენტთან დაკავშირებით მიიღოს კლიენტისთვის სამართლებრივი ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის შედეგის მქონე გადაწყვეტილება, მხოლოდ ავტომატიზებულად, პროფაილინგის საფუძველზე, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
13.2.1.12. იმ შემთხვევაში თუ ბანკს ჰყავს კლიენტი იურიდიული პირი, რომლის კანონიერი წარმომადგენელია კლიენტი, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს კლიენტის პერსონალური მონაცემები, როგორც აღნიშნული იურიდიული პირის წარმომადგენლის მონაცემები. ასეთ, შემთხვევაში, ბანკი კლიენტის მონაცემებს დაამუშავებს ბანკისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების, ბანკის ლეგიტიმური ინტერესების დაცვის ან/და ზემოაღნიშნული იურიდიული პირისთვის მომსახურების გაწევის, ასევე პირდაპირი მარკეტინგული ხასიათის შეთავაზებებისა და საბანკო მომსახურებების შესახებ ინფორმაციის/შეთავაზების მიწოდების მიზნით.
13.3. კლიენტის პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავების პირობები:
13.3.1. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ ბანკი უფლებამოსილია დაამუშაოს (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით) კლიენტის პერსონალური მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიზნებისთვის
13.3.2. კლიენტს აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით კლიენტის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა იმავე ფორმით, რომლითაც ხორციელდება პირდაპირი მარკეტინგი. ასეთ შემთხვევაში, ბანკი შეწყვეტს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის კლიენტის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა და კლიენტი აღარ მიიღებს მასზე მორგებულ შეთავაზებებს.
13.4. კლიენტის პერსონალური მონაცემების გადაცემის ზოგადი პირობები:
13.4.1. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ ბანკი უფლებამოსილია კლიენტის დამატებითი, წინასწარი ან შემდგომი თანხმობის ან აქცეპტის გარეშე, გადასცეს კლიენტის პერსონალური მონაცემები:
13.4.1.1. საკურიერო კომპანიას, კლიენტისათვის შესაბამისი კორესპონდენციის გაგზავნის/ჩაბარების მიზნით;
13.4.1.2. სადაზღვევო კომპანიას, კლიენტისთვის შესაბამისი სადაზღვევო მომსახურების მიღების მიზნით;
13.4.1.3. მიმღებს, ან სხვა პირს, რომელიც დაკავშირებულია/შესაძლებელია დაკავშირებული იყოს დავალების
შესრულებასთან, აღნიშნული დავალების წარმატებით შესრულების მიზნით;
13.4.1.4. სამართალდამცავ ორგანოებს ან სხვა პირს, ზარალის თავიდან აცილებისა ან/და ანაზღაურების მიზნით, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო ინტერესის სფეროში შემავალი ამოცანების (მათ შორის, დანაშაულის აცილების, დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების და ა.შ.) შესასრულებლად;
13.4.1.5. ნებისმიერ ადგილობრივ სახელმწიფო ორგანიზაციებს/სამსახურებს, ბანკის მიერ კანონმდებლობით
განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მიზნით;
13.4.1.6. აშშ-ს ან ადგილობრივ შესაბამის უფლებამოსილ ორგანიზაციებს/სამსახურებს, უცხოური ანგარიშების საგადასახადო შესაბამისობის აქტით (FATCA), აშშ-სა და საქართველოს შორის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით (IGA) და ანგარიშგების საერთო სტანდარტის (CRS) შესაბამისად ბანკის მიერ შემუშავებული პროცედურით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით;
13.4.1.7. საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, ბანკის მიერ დაფინანსების მოპოვების მიზნით;
13.4.1.8. ბანკისთვის მომსახურების გამწევ ორგანიზაციებს, ბანკის გარე აუდიტორებს, კონსულტანტებს, მრჩევლებს, კვლევით ორგანიზაციებს ან მსგავსი ფუნქციის მქონე პირებს (მათ შორის, სხვა სახელმწიფოში), აღნიშნული პირებისგან აუდიტორული, საკონსულტაციო, საშემფასებლო, კვლევითი ან სხვა მსგავსი მომსახურების მიღების მიზნით ან საბანკო მომსახურების გაუმჯობესების კვლევის ჩატარების მიზნით;
13.4.1.9. ჯგუფის კომპანიას, კლიენტისთვის ნებისმიერი საბანკო მომსახურების გაწევის მიზნით. ასეთ შემთხვევაში, ჯგუფის ნებისმიერი კომპანია გამოიყენებს კლიენტის პერსონალურ მონაცემებს, კანონმდებლობით დადგენილი ვადით ან იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნებიდან გამომდინარე;
13.4.1.10. ნებისმიერ მესამე პირს: (ა) რომელიც მომსახურებას უწევს ბანკს ან/და ჯგუფის კომპანიებს, კლიენტისთვის საბანკო მომსახურების გაწევის მიზნით; (ბ) ბანკის მიერ აღნიშნული მესამე პირის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, მათ შორის, ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ან/და ანგარიშგების მიზნით; (გ) ბანკის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ან/და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზაციის ან/და არსებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მათ შორის, კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისას კლიენტის მოძიების ან/და კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის და მონიტორინგის მიზნით;
13.4.1.11. ბანკის სხვა კლიენტებს ან/და მესამე პირებს, კლიენტისათვის ბანკის მიერ ან/და ბანკის სხვა კლიენტის მიერ მომსახურების გაწევის მიზნით, ბანკის მიერ განსაზღვრული ფორმითა და შინაარსით.
13.4.2. კლიენტი ადასტურებს რომ მისთვის ცნობილია რომ გადახდის ოპერაციის ან/და ანგარიშზე თანხის შეტანის ოპერაციის ან/და სხვა ოპერაციის, მათ შორის ბანკის წინაშე კლიენტის საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის დროულად და სწრაფად შესრულების მიზნით, თვითმომსახურების ტერმინალზე და bogpay.ge- ზე მესამე პირებისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია: (ა) კლიენტის ნებისმიერი მიმდინარე ანგარიშის (მათ შორის სადეპოზიტო ანგარიშის) არსებობის შესახებ; (ბ) კლიენტის საკრედიტო ვალდებულებების არსებობის და გადასახადის ოდენობების შესახებ; (გ) კლიენტის ანგარიშებზე არსებული ნებისმიერი სახის სამართლებრივი შეზღდუვის (მათ შორის შეუზღუდავად, საინკასო დავალების ან/და ყადაღის) არსებობის შესახებ; (დ) კლიენტის სარგებლობაში არსებული ბარათის ტიპის შესახებ. ამასთან, კლიენტი უფლებამოსილია ბანკის სერვის-ცენტრში ვიზიტით მოითხოვოს ამ პუნქტით განსაზღვრული მესამე პირებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეწყვეტა ამავე პუნქტში განსაზღვრულ არხებში.
13.5. კლიენტის პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო (სხვა სახელმწიფოში) გადაცემის პირობები:
13.5.1. კლიენტი აცხადებს თანხმობას, ბანკის უფლებამოსილებაზე კლიენტის დამატებითი, წინასწარი ან შემდგომი თანხმობის ან აქცეპტის გარეშე, გადასცეს კლიენტის პერსონალური მონაცემები ნებისმიერ უცხო ქვეყნის სახელმწიფოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებს/სამსახურებს ან/და ნებისმიერ უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ კომპანიას (მათ შორის, ისეთ შემთხვევებში, როდესაც ბანკი თავისი საჭიროების ფარგლებში იღებს მომსახურებას უფლებამოსილი პირისგან) კლიენტისათვის ნებისმიერი საბანკო მომსახურების გაწევის/გაუმჯობესების, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ან/და ბანკის სხვა ლეგიტიმური ინტერესების განხორციელების მიზნით.
13.5.2. კლიენტის პერსონალური მონაცემები შესაძლოა გადაეცეს ისეთ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები. ასეთ შემთხვევაში, ბანკი უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა გადაცემის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, რომელიც უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, კლიენტის პერსონალურ მონაცემების სათანადო დაცვას.
13.6. საკრედიტო საინფორმაციო ბიურო(ებ)თან ინფორმაციის მიმოცვლის პირობები:
13.6.1. კლიენტი აცნობიერებს, ადასტურებს და ეთანხმება, რომ:
13.6.1.1. ბანკი, უფლებამოსილია კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეაგროვოს და დაამუშაოს კლიენტის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, ყველა ის საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაცია, ასევე, ფულადი გზავნილიდან მიღებული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიურო(ები)სათვის (შემდგომში ამ პუნქტის მიზნებისთვის - ბიურო) ინფორმაციის მიწოდებასთან და ინფორმაციის მიღებასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;
13.6.1.2. ბანკი ვალდებულია, ბანკში არსებული კლიენტის საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაცია, ასევე ფულადი გზავნილიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია მიწოდოს ბიუროს, ამასთან აღნიშნული ინფორმაციის ბანკის მიერ ბიუროსათვის მიწოდებისათვის არ არის სავალდებულო კლიენტის თანხმობის არსებობა. იმ შემთხვევაში თუ კლიენტს არ სურს ფულადი გზავნილიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ბიუროსთვის, კლიენტი უფლებამოსილია ბანკის მიერ დადგენილი წესებითა და პროცედურის შესაბამისად, დააფიქსიროს უარი ფულადი გზავნილიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციის ბიუროსთვის გაზიარებაზე.
13.6.1.3. ბიუროსთვის გადაცემული ინფორმაცია მუშავდება კლიენტის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის გაანალიზების მიზნით და ხელმისაწვდომი იქნება ბიუროში ჩართული მომხმარებლებისათვის (სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირებისთვის) კანონმდებლობით დადგენილი წესით;
13.6.1.4. კლიენტისთვის ცნობილია, მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების შესახებ, რომელთა თანხმად, კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს ბიუროში დაცული ან/და ბიუროსთვის გადაცემული ინფორმაცია, თუ ის არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მისი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. კლიენტი, ასევე აცნობიერებს, რომ ბანკი დაამუშავებს კლიენტის პერსონალურ მონაცემებს მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით;
13.6.1.5. თუ კლიენტს აქვს საკრედიტო/სასესხო, გარესაბალანსო (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) ვალდებულებები ბანკის მიმართ, ბანკი უფლებამოსილია: (ა) აღნიშნული ვალდებულებების მოქმედების პერიოდში, კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე, როგორც არსებულ ვალდებულებებთან, ისე ახალ საკრედიტო/სასესხო, გარესაბალანსო (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) ვალდებულებებთან მიმართებაში კლიენტის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შეფასების მიზნით, ბიუროში გადაამოწმოს კლიენტის საკრედიტო, არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაცია; (ბ) ძიებების რაოდენობის შეუზღუდავად, ბიუროს მონაცემთა ბაზებში, მოიძიოს ინფორმაცია კლიენტის პოზიტიური ან/და ნეგატიური ვალდებულებების შესახებ, ნებისმიერი ცვლილების/დამატების ჩათვლით; (გ) გადასცეს ბიუროს ინფორმაცია კლიენტის ნეგატიური ვალდებულებების შესახებ, რაც გამოიწვევს კლიენტის აღრიცხვას ბიუროში, რომლის მიზანია: (გ.ა) კლიენტზე მონაცემთა შეგროვება, გადამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია მიმდინარე, შესრულებული, შეუსრულებელი, ვადაგადაცილებული საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსური ვალდებულების სტატუსთან; (გ.ბ) მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის ანალიტიკური გადამუშავება (მათ შორის პირის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შემოწმების ან/და სხვა კანონიერი მიზნით).
13.6.1.6. ბიურო უფლებამოსილია მიღებული კლიენტის პერსონალური მონაცემები დაამუშაოს/გადაამუშაოს და გადასცეს მესამე პირებს, კლიენტის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შეფასების, შემოწმების ან/და სხვა კანონიერი მიზნით.
13.6.1.7. ბიუროსთვის ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტისთვის გადასაცემი და მისგან მისაღები ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს კლიენტის პერსონალურ მონაცემებს, ასევე კლიენტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსური ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ საპროცენტო სარგებელს, მოქმედების ვადას, პირის მიერ საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის ოდენობასა და უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) სამართალწარმოებისა და სააღსრულებო წარმოების შედეგს, აგრეთვე მონაცემთა ბაზისთვის საჭირო სხვა მონაცემებს. (საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთვის ინფორმაციის გადაცემის დეტალური პირობები განთავსებულია ვებ გვერდზე: www.creditinfo.ge.).
13.7. კლიენტის პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კლიენტის მიერ გაცემული თანხმობის უკან გახმობის პირობები:
13.7.1. კლიენტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გაიხმოს მის მიერ წინამდებარე მუხლით გაცემული თანხმობა(ები). ამ შემთხვევაში, მისი მოთხოვნის შესაბამისად, კლიენტის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება შეწყდება თუ არ არსებობს მათი დამუშავების სხვა საფუძველი.
13.7.2. კლიენტის მიერ თანხმობ(ებ)ის გამოხმობა არ იწვევს თანხმობ(ებ)ის გახმობამდე, აღნიშნული თანხმობ(ებ)ის ფარგლებში წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.
13.8. კლიენტის პერსონალური მონაცემების გადაცემისას კონფიდენციალურობის დაცვის პირობები:
13.8.1. ბანკის მიერ სხვა პირისთვის გადაცემული კლიენტის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვას უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მიმღები მესამე პირი და ბანკი არ აგებს პასუხს ინფორმაციის მიმღები პირის მიერ აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დარღვევისთვის, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
14. კლიენტის სამომხმარებლო უფლებებთან დაკავშირებით დამატებითი პირობები
14.1. წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის, ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
14.1.1. სარეწი − ბანკის ჩვეულებრივი საქმიანობის განხორციელებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი უძრავი ან მოძრავი ობიექტი.
14.1.2. ხელშეკრულების სარეწის გარეთ დადება − მხარეთა მიერ ხელშეკრულების დადება/გაფორმება: (ა) სარეწის გარეთ, რაც მოითხოვს მხარეთა ფიზიკურ თანაყოფობას; ან (ბ) სარეწში ან ნებისმიერი დისტანციური კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით, დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც კლიენტმა ხელშეკრულების დადების შესახებ ინდივიდუალური შეთავაზება უშუალოდ მიიღო ბანკისგან სარეწის გარეთ, მხარეთა ფიზიკური თანაყოფობისას; ან (გ) ექსკურსიის დროს, რომელიც ბანკის მიერ იყო ორგანიზებული საქონლის ან მომსახურების გაყიდვის ხელშეწყობისთვის ან ასეთ შედეგს იწვევს. ამასთან, სანოტარო ბიუროში სანოტარო მოქმედებების შესრულების შედეგად დადებული ხელშეკრულება სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებად არ მიიჩნევა.
14.2. ბანკი ვალდებულია კლიენტს გაუწიოს საბანკო მომსახურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
14.3. საბანკო მომსახურების შესრულების ვადის გადაცილების ან ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, ბანკი გაწევს საბანკო მომსახურებას ან/და აღმოფხვრის ნაკლს დამატებით გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საბანკო მომსახურების ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს. იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.
14.4. დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კლიენტს უფლება აქვს:
14.4.1. მოითხოვოს საბანკო მომსახურების საფასურის/საკომისიოს ადეკვატური შემცირება;
14.4.2. უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის/ზარალის ანაზღაურება კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
14.5. დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ აშკარაა, რომ ამას არავითარი შედეგი არ ექნება, ან კლიენტმა ხელშეკრულების შესრულება საბანკო მომსახურების დროულად მიღებას დაუკავშირა.
14.6. თუ ბანკმა დროულად არ დაიწყო საბანკო მომსახურების გაწევა, ან საბანკო მომსახურების პროცესი უსაფუძვლოდ გაჭიანურდა, რაც საბანკო მომსახურების დათქმულ ვადაში გაწევას შეუძლებელს ხდის, ბანკი ვერ მოითხოვს ვერც საბანკო მომსახურების გაწევის ხარჯების ანაზღაურებას და ვერც საბანკო მომსახურების საფასურის/საკომისიოს ანაზღაურებას, თუ კლიენტი შეატყობინებს ბანკს, ხელშეკრულებით განსაზღვრული კომუნიკაციის საშუალებებით, რომ მან დაკარგა ინტერესი ხელშეკრულების ნაწილობრივი შესრულებისადმი.
14.7. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულება არის დისტანციური საბანკო მომსახურების გამოყენებით (მათ შორის კვალფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით) დადებული (წინამდებარე პუნქტის ფარგლებში შემდგომში - დისტანციურად დადებული), ან სარეწის გარეთ დადებული, კლიენტი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კლიენტს არ აქვს უფლება
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ცალმხრივად, საფუძვლის მითითების გარეშე, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, ხელშეკრულების დადებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში, ვინაიდან, მხარეთა შორის გაფორმებული წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს საფინანსო სფეროში დადებულ ხელშეკრულებას აღნიშნული კანონის მიზნებისთვის.
14.8. „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, იმისთვის, რომ ხელშეკრულება ჩაითვალოს დისტანციურად დადებულად, ხელშეკრულება დადებულ უნდა იქნეს დისტანციური მომსახურების მიწოდების ორგანიზებული სქემის მეშვეობით და არ მოითხოვს კლიენტისა და ბანკის წარმომადგენლის ფიზიკურ თანაყოფობას. ასევე, ზემოაღნიშნული კანონის მიზნებისთვის, ხელშეკრულება დისტანციურად დადებულად არ მიიჩნევა, თუ კლიენტი და ბანკი ხელშეკრულების პირობებზე სარეწში შეთანხმდნენ და ხელშეკრულება დისტანციურად დაიდო მხოლოდ ამის შემდეგ.
14.9. კლიენტი უფლებამოსილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებასთან დაკავშირებით პრეტენზია წარადგინოს ბანკის სერვისცენტრებში (ფილიალებში), რომელსაც ბანკი განიხილავს კლიენტთა პრეტენზიების მართვის პროცედურის შესაბამისად, (რომელიც განთავსებულია ვებ- გვერდზე: https://bankofgeorgia.ge) პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. პრეტენზიას განიხილავს ბანკის სერვისცენტრების მხარდაჭერისა და სერვისის სამსახური. ნებისმიერი ფორმით წარდგენილ პრეტენზიაზე პასუხის მიღებისათვის მაქსიმალური ვადა შეადგენს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს, თუ კანონმდებლობით ან/და საერთაშორისო პრაქტიკით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
14.10. იმ შემთხვევაში თუ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ბანკი არ დააკმაყოფილებს (მათ შორის, პასუხის გაუცემლობით) ან ნაწილობრივ დააკმაყოფილებს გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებულ ბანკისთვის
წარდგენილ კლიენტის საჩივარს - კლიენტს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას (შემდგომში − „კომისია“) მატერიალურად ან ელექტრონულად წარდგენილი საჩივრით. კომისია წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დამოუკიდებელ ორგანოს. კომისიის საქმიანობის წესს, მათ შორის საჩივრის წარდგენის წესსა და პროცედურას დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგი დოკუმენტით: საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ 2023 წლის 26 ივლისის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის საქმიანობის წესი“.
15. სანქციებთან დაკავშირებული პირობები
15.1. კლიენტი, ბანკის წინაშე და მის სასარგებლოდ აცხადებს, იძლევა გარანტიას და ამავდროულად კისრულობს ვალდებულებას, რომ:
15.1.1. კლიენტზე ან/და პირზე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს ან ფლობს კლიენტს (შემდგომში - კლიენტის მაკონტროლებელი პირი), ხელშეკრულების გაფორმების მომენტში არ ვრცელდება და მომავალში არ გავრცელდება, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (Foreign, Commonwealth & Development Office) (რომლის მიერ დადგენილი სანქციები ადმინისტრირდება ფინანსური სანქციების იმპლემენტაციის სამსახურის მიერ (OFSI)), ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურის (OFAC) ან/და ევროპის კავშირის (EU) ან/და გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს (UNSC) ან/და მათი ნებისმიერი სამართალმემკვიდრის (შემდგომში - სანქციების ორგანო) მიერ დაწესებული ნებისმიერი სანქცია ან/და ნებისმიერი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი შეზღუდვა, მოთხოვნა ან/და აკრძალვა;
15.1.2. კლიენტი ან/და კლიენტის მაკონტროლებელი პირი ან/და ქვეყანა/ტერიტორია, რომლის რეზიდენტიც არის კლიენტი ან რომელშიც დაფუძნებულია/რეგისტრირებულია ან მდებარეობს ან ოპერირებს კლიენტი, ხელშეკრულების გაფორმების მომენტში არ არის აღრიცხული და მომავალში არ მოხვდება ნებისმიერი სანქცირებული ქვეყნების/ტერიტორიების ან/და სანქცირებული პირების სიაში (მასში დროდადრო შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით), რომელიც გამოცემულია/წარმოებულია სანქციების ორგანოს მიერ, ბანკისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებების შეუზღუდავად;
15.1.3. კლიენტი ან/და კლიენტის მაკონტროლებელ პირი, ხელშეკრულების გაფორმებამდე არ ახორციელებდა, ხელშეკრულების გაფორმების მომენტში არ ახორციელებს და მომავალში არ განახორციელებს, რაიმე ისეთ ქმედებას, გარიგებას ან/და ოპერაციას, რომელმაც შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოიწვიოს კლიენტის ან/და კლიენტის მაკონტროლებელ პირის მიერ სანქციების ორგანოს მიერ დაწესებული ნებისმიერი სანქციის ან/და სანქციების ორგანოს მიერ განსაზღვრული ან/და შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი შეზღუდვის, მოთხოვნის ან/და აკრძალვის დარღვევა ან/და თავიდან არიდება/გვერდის ავლა;
15.1.4. კლიენტი ან/და კლიენტის მაკონტროლებელ პირი, ხელშეკრულების გაფორმებამდე არ ახორციელებდა, ხელშეკრულების გაფორმების მომენტში არ ახორციელებს და მომავალში არ განახორციელებს, რუსეთის ფედერაციიდან ექსპორტირებული ან/და რუსული წარმოშობის ნავთობის ან/და ნავთობპროდუქტების შეძენას იმ ზღვრულ ნასყიდობის ფასზე მაღალ ფასად, რომელიც დადგენილია სანქციების ორგანოს მიერ;
15.1.5. კლიენტი ან/და კლიენტის მაკონტროლებელ პირი, ხელშეკრულების გაფორმებამდე არ ახორციელებდა, ხელშეკრულების გაფორმების მომენტში არ ახორციელებს და მომავალში არ განახორციელებს, რუსეთის ფედერაციიდან ექსპორტირებული ან/და რუსული წარმოშობის ისეთი ნავთობით ან/და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას ან/და მათ გაყიდვას, ექსპორტს, რეექსპორტს, იმპორტს, მიწოდებას, ტრანსპორტირებას ან/და ნებისმიერი ამგვარი ქმედების/საქმიანობის რაიმე ფორმით ხელშეწყობას, რომლის შეძენაც მოხდა სანქციების ორგანოს მიერ დადგენილ ზღვრულ ნასყიდობის ფასზე მაღალ ფასად.
15.1.6. ბანკის მოთხოვნისთანავე, ბანკისთვის მისაღები ფორმით, კლიენტი დაუყოვნებლივ მიაწოდებს ბანკს
ნებისმიერ და ყველა ინფორმაციას ან/და დოკუმენტს, რომელიც დაკავშირებულია კლიენტის მიერ:
15.1.6.1. რუსეთის ფედერაციიდან ექსპორტირებული ან/და რუსული წარმოშობის ნავთობით ან/და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობასთან, ან/და
15.1.6.2. რუსეთის ფედერაციიდან ექსპორტირებული ან/და რუსული წარმოშობის ნავთობის ან/და ნავთობპროდუქტების შეძენასთან, გაყიდვასთან, ექსპორტთან, რე-ექსპორტთან, იმპორტთან, მიწოდებასთან ან/და ტრანსპორტირებასთან, ან/და ნებისმიერი ამგვარი ქმედების/საქმიანობის რაიმე ფორმით ხელშეწყობასთან.
15.1.7. კლიენტი დაუყოვნებლივ შეატყობინებს ბანკს ნებისმიერი ისეთი გარემოების ან/და მოვლენის არსებობის/დადგომის შესახებ, რომელმაც შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოიწვიოს კლიენტის ან/და კლიენტის მაკონტროლებელი პირის მიერ სანქციების ორგანოს მიერ დაწესებული ნებისმიერი სანქციის ან/და სანქციების ორგანოს მიერ განსაზღვრული ან/და შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული
ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი შეზღუდვის, მოთხოვნის ან/და აკრძალვის დარღვევა ან/და თავიდან არიდება/გვერდის ავლა ან/და რომელმაც შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოიწვიოს კლიენტის ან/და კლიენტის მაკონტროლებელი პირის სანქციების ორგანოს მიერ გამოცემულ/წარმოებული ნებისმიერი სანქცირებული პირების სიაში შეტანა/შეყვანა.
15.2. ბანკი უფლებამოსილია, ბანკისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებების შეუზღუდავად, იმოქმედოს სანქციების ორგანოს მიერ დაწესებული შესაბამისი სანქციის მიხედვით და განახორციელოს სანქციების ორგანოს მიერ განსაზღვრული ან/და შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი და ყველა ქმედება, ან/და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს, შეაჩეროს ან/და უარი თქვას კლიენტისთვის ნებისმიერი და ყველა მომსახურების გაწევაზე, მათ შორის, შეუზღუდავად, დახუროს კლიენტის ანგარიშები ბანკში ან/და შეაჩეროს/გააუქმოს/უარი თქვას ნებისმიერი გადარიცხვის ან/და დავალების შესრულებაზე, იმ შემთხვევაში, თუ:
15.2.1. კლიენტი დაარღვევს მის მიერ წინამდებარე საერთო პირობების 15.1. პუნქტში მოცემულ ნებისმიერ განცხადებასა და გარანტიას ან/და ნაკისრ ვალდებულებას:
15.2.2. მიუხედავად, ნებისმიერი ფაქტობრივი გარემოების არსებობისა ან/და ხელშეკრულებაში (მათ შორის წინამდებარე მუხლში) განსაზღვრული ნებისმიერი სხვა პირობის თუ დებულებისა, ბანკი, საკუთარი შეხედულებისამებრ, საჭიროდ/მიზანშეწონილად ჩათვლის, ასეთი ქმედების განხორციელებას, სანქციების ორგანოს მიერ განსაზღვრულ სანქციებთან ან/და მოთხოვნილ ქმედებებთან, შესაბამისობაში მოსვლის მიზნებისთვის.
15.3. ბანკის მოქმედება სანქციების ორგანოს მიერ დაწესებული შესაბამისი სანქციის მიხედვით ან/და სანქციების ორგანოს მიერ განსაზღვრული ან/და შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი ქმედების განხორციელება ან/და კლიენტისთვის მომსახურების შეწყვეტა, შეჩერება ან/და მომსახურების გაწევაზე უარის თქმა, არ ჩაითვლება ბანკის მიერ კლიენტის წინაშე არსებული/ნაკისრი რაიმე ვალდებულების რაიმე ფორმით დარღვევად და ბანკს არ დაეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა სანქციების ორგანოს მიერ დაწესებული შესაბამისი სანქციის მიხედვით მოქმედებისთვის ან/და სანქციების ორგანოს მიერ განსაზღვრული ან/და შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი ქმედების განხორციელებისთვის ან/და კლიენტისთვის მომსახურების შეწყვეტისთვის, შეჩერებისთვის ან/და მომსახურების გაწევაზე უარის თქმისთვის.
15.4. კლიენტი ვალდებულია ბანკს აუნაზღაუროს ნებისმიერი და ყველა სახის ზიანი/ზარალი, რომელიც ბანკს წარმოეშობა კლიენტის მიერ ზემოთ მოცემული ნებისმიერი განცხადების, გარანტიის ან/და ვალდებულების დარღვევის შედეგად.
16. საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და უცხო ქვეყნის საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის პირობები
16.1. უცხოური ანგარიშების საგადასახადო შესაბამისობის აქტთან (FATCA) და აშშ-სა და საქართველოს შორის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებასთან (IGA) შესაბამისობის პირობები:
16.1.1. FATCA-ს მიზანია დაკმაყოფილდეს აშშ-ს საგადასახადო კანონმდებლობით და IGA ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
16.1.2. იმ შემთხვევაში თუ:
16.1.2.1. კლიენტი აშშ-ს მოქალაქეა ან/და აშშ-ს გადასახადის გადამხდელი რეზიდენტია, კლიენტი ვალდებულია წარმოუდგინოს ბანკს აშშ-ს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მოთხოვნისა და დადასტურების ფორმა, რომელიც შემუშავებულია აშშ-ს შემოსავლების სამსახურის მიერ (ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: http://www.irs.gov/pub/irs-pdf/fw9.pdf) ან მისი შემცვლელი ფორმა (ფორმა W-9), რომელსაც ბანკი გადასცემს კლიენტს.
16.1.2.2. კლიენტი არ არის აშშ-ს მოქალაქე ან/და აშშ-ს გადასახადის გადამხდელი რეზიდენტი, მაგრამ დაბადებულია აშშ-ში, კლიენტ ვალდებულია წარმოუდგინოს ბანკს აშშ-ს საგადასახადო დაბეგვრისა და რეპორტინგის მიზნებისთვის ფიზიკური პირის უცხოური სტატუსის დადასტურების ფორმა, რომელიც შემუშავებულია აშშ-ს შემოსავლების სამსახურის მიერ (ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: http://www.irs.gov/pub/irs- pdf/fw8ben.pdf) შესაბამის ახსნა განმარტებასთან (აშშ-ს მოქალაქეობაზე უარის თქმის ან მისი ვერ მოპოვების მიზეზის შესახებ) ან აშშ-ს მოქალაქეობის დაკარგვის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, ან მისი შემცვლელი ფორმა (ფორმა W-8BEN), რომელსაც ბანკი გადასცემს კლიენტს.
16.1.2.3. (ა) კლიენტი არ არის აშშ-ს მოქალაქე ან/და აშშ-ს გადასახადის გადამხდელი რეზიდენტი, თუმცა ფლობს რეგისტრაციის/ფაქტობრივ მისამართს აშშ-ში ან/და ტელეფონის ნომერს, რომელიც აღრიცხულია/რეგისტრირებულია აშშ-ში; ან/და (ბ) კლიენტის წარმომადგენელს, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლებამოსილება ანგარიშის გახსნაზე, გააჩნია რეგისტრაციის/ფაქტობრივი მისამართი აშშ-ში; ან/და (გ) კლიენტი აძლევს ბანკს მუდმივ საგადახდო დავალებას აშშ-ში არსებულ ანგარიშებზე გადარიცხვის
განსახორციელებლად - კლიენტი ვალდებულია წარმოუდგინოს ბანკს აშშ-ს საგადასახადო დაბეგვრისა და რეპორტინგის მიზნებისთვის ფიზიკური პირის უცხოური სტატუსის დადასტურების ფორმა, რომელიც შემუშავებულია აშშ-ს შემოსავლების სამსახურის მიერ (ფორმა იხილეთ ლინკზე: http://www.irs.gov/pub/irs- pdf/fw8ben.pdf) ან მისი შემცვლელი ფორმა (ფორმა W-8BEN), რომელსაც ბანკი გადასცემს კლიენტს.
16.1.3. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი განაცხადის ხელმოწერიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში, ან ბანკის მიერ კლიენტისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში მითითებულ დამატებით ვადაში, კლიენტი არ წარმოუდგენს ბანკს ფორმა W-9-ს ან ფორმა W-8BEN-ს, ბანკი არ აგებს პასუხს აღნიშნული ფორმების წარმოუდგენლობის გამო აშშ-ს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად კლიენტისათვის დაკისრებულ პასუხისმგებლობაზე.
16.1.4. FATCA-ს მიზნებისა და IGA ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად:
16.1.4.1. კლიენტი აცხადებს, რომ კლიენტის მიერ ბანკისათვის გადაცემული ინფორმაცია უტყუარი და ზუსტია;
16.1.4.2. კლიენტი ვალდებულია:
16.1.4.2.1. აცნობოს ბანკს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცვლილება მის მიერ მოწოდებულ ზემოაღნიშნული ფორმებში ასახულ ინფორმაციაში, აღნიშნული გარემოებების წარმოქმნიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;
16.1.4.2.2. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი ბანკს გადასცემს მესამე პირის პერსონალურ მონაცემებს, აღნიშნული მონაცემების ბანკისთვის გადაცემამდე კანონმდებლობით დადგენილი ფორმით, მოიპოვოს და შეინახოს თანხმობა აღნიშნული პირებისგან მათი პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და ბანკისთვის გადაცემის თაობაზე.
16.1.5. კლიენტი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს ბანკს ის ზიანი/ზარალი, რომელიც შეიძლება დაეკისროს ბანკს, ამ მუხლში გათვალისწინებული კლიენტის ვალდებულებების დარღვევის გამო, FATCA-ს ან IGA ხელშეკრულების ფარგლებში.
16.2. CRS რეგულაციასთან შესაბამისობის პირობები:
16.2.1. წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის, ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
16.2.1.1. CRS რეგულაცია - „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის
25 იანვრის კონვენცია, მის შესაბამისად დადებული „ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმება (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმება და მათ საფუძველზე მიღებული ნებისმიერი ნორმატიული/სამართლებრივი აქტი.
16.2.1.2. CRS ანგარიშგებას დაქვემდებარებული პირი - კლიენტი, რომელიც CRS რეგულაციით განსაზღვრულ შესაბამისი იურისდიქციის ქვეყანაში ფიქსირდება/შესაძლოა ფიქსირდებოდეს საგადასახადო/გადასახადის გადამხდელ რეზიდენტად ან/და გააჩნია შესაბამისი იურისდიქციის გადასახადის გადამხდელის ნომერი, რის საფუძველზეც სავალდებულოა კლიენტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს CRS რეგულაციით განსაზღვრულ შესაბამისი იურისდიქციის ქვეყნების უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.
16.2.2. მხარეები თანხმდებიან, რომ CRS რეგულაციიდან დადგენილი მოთხოვნების ფარგლებში:
16.2.2.1. კანონმდებლობის საფუძველზე, CRS რეგულაციიდან გამომდინარე, ამავე რეგულაციით განსაზღვრულ შემთხვევებში ბანკი ვალდებულია, მოიპოვოს კლიენტის შესახებ CRS რეგულაციით განსაზღვრული ინფორმაცია და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვროს არის თუ არა კლიენტი CRS ანგარიშგებას დაქვემდებარებული პირი. კლიენტის ანგარიშგებას დაქვემდებარბულ პირად განსაზღვრის შემთხვევაში ბანკი ვალდებულია მოპოვებული და მის ხელთ არსებული კლიენტის შესახებ ინფორმაცია გადასცეს შესაბამის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოებს, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირს – შემოსავლების სამსახურს.
16.2.2.2. CRS რეგულაციის საფუძველზე კლიენტის შესახებ ინფორმაციის მოპოვება/დამუშავება ხდება იმ მიზნით, რომ დადგინდეს CRS რეგულაციით განსაზღვრულ შესაბამისი იურისდიქციის ქვეყანაში კლიენტის საგადასახადო/გადასახადის გადამხდელ რეზიდენტად ყოფნის ფაქტი და მისი გადასახადის გადამხდელის ნომერი, რის საფუძველზეც აღნიშნული ინფორმაცია და კლიენტის შესახებ ბანკში არსებული ინფორმაცია (მათ, შორის და არა მხოლოდ ინფორმაცია, რომ პირი, არის/აღარ არის ბანკის კლიენტი, ანგარიშის ნომერი, ანგარიშზე არსებული/ჩარიცხული თანხები) მიეწოდება შესაბამისი ქვეყნის/იურისდიქციის საგადასახადო ორგანოებს.
16.2.2.3. CRS რეგულაციის საფუძველზე ბანკის მიერ კლიენტის შესახებ იფორმაციის მოპოვებისას:
16.2.2.3.1. კლიენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც კლიენტი ბანკს აწვდის თვითდეკლარაციის ფორმის შევსების გზით, ბანკი ადგენს კლიენტი არის თუ არა CRS ანგარიშგებას დაქვემდებარებული პირი.
16.2.2.3.2. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მიერ მოწოდებულ და ბანკში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ კლიენტი არის CRS ანგარიშგებას დაქვემდებარებული პირი, ბანკი კლიენტის შესახებ ბანკში არსებულ ინფორმაციას მიაწვდის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოებს, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირს – შემოსავლების სამსახურს.
16.2.2.3.3. ბანკი არ არის ვალდებული და არ განსაზღვრავს CRS რეგულაციის მიზნებიდან გამომდინარე კლიენტის შესაბამის იურისდიქციაში საგადასახადო/გადასახადის გადამხდელ რეზიდენტობის სტატუსს. შესაბამისად, ბანკი არ არის ვალდებული კლიენტს მისცეს რაიმე სახის მითითება/რჩევა აღნიშნულთან დაკავშირებით. თუ კლიენტმა არ იცის ან/და არ შეუძლია განსაზღვროს საგადასახადო რეზიდენტობა, კლიენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს შესაბამისი კვალიფიკაციის საგადასახადო სპეციალისტს/ორგანოს.
16.2.2.3.4. ბანკი უფლებამოსილია კლიენტისგან მოიპოვოს ბანკის მიერ დადგენილი თვითდეკლარაციის სრულად/სათანადოდ შევსებული ფორმ(ებ)ი, ხოლო კლიენტი ვალდებულია სრულად შეავსოს და ბანკს გადასცეს თვითდეკლარაციის ფორმა.
16.2.2.3.5. ბანკი უფლებამოსილია უარი უთხრას კლიენტს ანგარიშის გახსნაზე, დახუროს არსებული ანგარიში, ან/და შეუზღუდოს ანგარიშით სარგებლობის უფლება, თუ კლიენტი უარს აცხადებს ბანკისთვის თვითდეკლარაციის ფორმის წარდგენაზე ან/და ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებაზე.
16.2.2.3.6. ბანკი უფლებამოსილია შეამოწმოს კლიენტის მიერ მისთვის წარდგენილი ინფორმაციის სისწორე/შესაბამისობა მის ხელთ არსებულ ან/და მოპოვებულ ინფორმაციასთან და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს კლიენტისგან კიდევ ერთხელ თვითდეკლარაციის ფორმის სრულად/სათანადოდ შევასება და ბანკისთვის წარდგენა;
16.2.2.3.7. კლიენტის მიერ თვითდეკლარაციის ფორმის შეუსვებლობის ან/და წარუდგენლობის შემთხვევაში ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მის ხელთ არსებული კლიენტის ინფორმაცია წარუდგინოს შესაბამის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოებს, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირს – შემოსავლების სამსახურს.
16.2.2.3.8. კლიენტის შესახებ ინფორმაცია, შესახებ ბანკისათვის მიწოდებული/ბანკის ხელთ არსებული/მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მიეწოდება შესაბამის საგადასახადო ორგანოებს მხოლოდ CRS რეგულაციით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.
16.2.3. კლიენტი აცხადებს/თანახმაა, რომ:
16.2.3.1. კლიენტის მიერ ბანკისათვის გადაცემული ინფორმაცია უტყუარი და ზუსტია;
16.2.3.2. მისთვის ცნობილია, რომ მის მიერ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაცია, ასევე კლიენტის ბანკის ხელთ არსებული ინფორმაცია, CRS რეგულაციის შესაბამისად, ზიარდება იმ ქვეყნის/იურისდიქციის საგადასახადო ორგანოებთან, სადაც კლიენტის მიერ მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, კლიენტი ფიქსირდება საგადასახადო/გადასახადის გადამხდელ რეზიდენტად.
16.2.3.3. დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს ნებისმიერი გარემოების ცვლილების შესახებ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერი სახის ცვლილება მის მიერ ბანკისათვის მიწოდებულ თვითდეკლარაციის ფორმაში ასახულ ინფორმაციაში და ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს ბანკს ახალი თვითდეკლარაციის ფორმა.
16.2.3.4. ბანკისთვის ინფორმაციის გადაცემამდე კანონმდებლობით დადგენილი ფორმით, მოიპოვოს თანხმობა იმ პირების პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე, ვის შესახებაც ბანკს გადასცემს ინფორმაციას.
16.2.3.5. აქვს კითხვარის/თვითდეკლარაციის ფორმის ბანკისათვის წარდგენის და მასზე ხელმოწერის უფლებამოსილება.
16.2.3.6. კლიენტი პასუხისმგებელია თვითდეკლარაციის ფორმით ბანკისთვის მიწოდებულ ინფორმაციის სიზუსტეზე და უტყუარობაზე, ამასთან კლიენტი სრულად აგებს პასუხს ნებისმიერ ზიანზე ან/და ზარალზე, რომელიც შეიძლება მიადგეს ბანკს კლიენტის ნებისმიერი ქმედებიდან გამომდინარე, CRS რეგულაციის მოთხოვნილი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არასათანადო შესრულების გამო.
17. კლიენტის მხრიდან მიუღებელი (არაეთიკური) ქცევის პირობები
17.1. დაუშვებელია, რომ კლიენტმა (ასევე, კლიენტის წარმომადგენელმა) ბანკის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე (ამ პუნქტის მიზნებისთვის, შემდგომში - ბანკის ტერიტორია), ან მის გარეთ დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის ტელეფონის, ელ. ფოსტის, კომუნიკაციის აპლიკაციების ან/და სხვა მეთოდების) გამოყენებით, ბანკის თანამშრომლის ან/და ბანკის ტერიტორიაზე მყოფი სხვა კლიენტისა თუ მესამე პირის მიმართ ჩაიდინოს ისეთი ქმედება, რომელიც თავისი შინაარსით, ან გამოხატულებით შეიცავს ან/და მიზნად ისახავს, ბანკის თანამშრომლის, სხვა კლიენტის ან მესამე პირის:
17.1.1. პირდაპირ ან ირიბ დისკრიმინაციას: რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან
რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნით;
17.1.2. შევიწროვებას, რომელიც გამოიხატება ზემოთ ხსენებული პირ(ებ)ის დევნაში, იძულებაში ან/და მათ მიმართ არასასურველ სიტყივიერ, არასიტყვიერ (ჟესტიკულაციურ) ან ფიზიკურ ქცევაში, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირ(ებ)ის ღირსების შელახვას და მისთვის/მათთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას;
17.1.3. სექსუალურ შევიწროვებას, რომელიც გამოიხატება ზემოთ ხსენებული პირ(ებ)ის მიმართ სექსუალური ხასიათის ნებისმიერ არასასურველ სიტყვიერ, არასიტყვიერ (ჟესტიკულაციურ) ან ფიზიკურ ქცევაში, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ზემოთ ხსენებული პირ(ებ)ის ღირსების შელახვას ან მისთვის/მათთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.
17.2. იმ შემთხვევაში თუ კლიენტი (ასევე, კლიენტის წარმომადგენლი) ჩაიდენს ამ საერთო პირობების 17.1 პუნქტში განსაზღვრული აკრძალულ ქმედებას, ბანკს, საკუთარი შეხედულებისამებრ, უფლება აქვს გამოიყენოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება, კერძოდ: (ა) უარი განუცხადოს კლიენტს ანგარიშის გახსნაზე ან/და დაუყოვნებლივ, უაქცეპტოდ/კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე, დახუროს კლიენტის ნებისმიერი ანგარიში; ან/და (ბ) ნებისმიერ დროს, უარი განუცხადოს კლიენტს ნებისმიერი საბანკო მომსახურებით ან/და საბანკო პროდუქტით სარგებლობაზე.
17.3. ბანკი, ასევე, უფლებამოსილია გამოიყენოს ამ საერთო პირობების 17.2. პუნქტში განსაზღვრული
კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება:
17.3.1. იმ შემთხვევაში თუ კლიენტის მრავალჯერადი ან/და არაგონივრული მოთხოვნების ან/და უსაფუძვლო მომართვიანობის დიდი რაოდენობის შედეგად, ბანკი კლიენტთან კომუნიკაციის ფარგლებში ან/და მისთვის მომსახურების გაწევისას, ხარჯავს არათანაზომიერად/არაპროპორციულად დიდ რესურსსა ან/და დროს, რის გამოც ფერხდება ბანკის ჩვეულებრივი საქმიანობა ან/და ბანკის მიერ სხვა კლიენტებისთვის მომსახურების სრულფასოვანი და ჯეროვანი გაწევა;
17.3.2. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, ბანკის შეხედულებით.
18. ხელშეკრულების მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის პირობები
18.1. ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთახმებული პირობებით.
18.2. ხელშეკრულებიდან გამომდინარე პრეტენზიები მხარეებმა შეიძლება ერთმანეთს წაუყენონ წერილობით ან/და ზეპირად. პრეტენზიის მიმღები მხარე პრეტენზიის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში მთლიანად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილებს წამოყენებულ პრეტენზიას, ან წერილობით ან/და ზეპირად აცნობებს მეორე მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და დავის წარმოშობის შესახებ.
18.3. ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოშობილი ნებისმიერი დავა (მათ შორის, ხელშეკრულების არსებობასთან, ინტერპრეტაციასთან, შესრულებასთან, აღსრულებასთან ან/და ნამდვილობასთან/ბათილობასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა) წყდება მხოლოდ საქართველოს სასამართლოების მიერ და მხოლოდ კანონმდებლობის გამოყენებით. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშრებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
19. ცვლილებები და დამატებები
19.1. ბანკი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, კლიენტის დამატებითი თანხმობისა და აქცეპტის გარეშე, ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების, ნებისმიერი საბანკო პროდუქტის ან/და საბანკო მომსახურების ნებისმიერი პირობა (მათ შორის და არა მხოლოდ ნებისმიერი საბანკო პროდუქტის მოცულობა, მოქმედების ვადა ან/და საპროცენტო განაკვეთის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს ან/და სხვა გადასახდელის ოდენობა ან/და მათი დარიცხვის ან/და გადახდის წესი), ვებ-გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსებით ან/და ბანკისათვის მისაღები სხვა ფორმით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
19.2. ბანკის მიერ ვებ-გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების გზით შეცვლილი ან/და განახლებული ხელშეკრულების პირობები ძალაში შედის და სავალდებულოა კლიენტისთვის შესასრულებლად, ინფორმაციის განთავსებიდან მომდევნო საბანკო დღიდან, თუ ბანკის მიერ ან/და კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამასთან, აღნიშნული ცვლილებები შესაძლებელია შეეხოს, როგორც პირთა გარკვეულ ჯგუფს, ისე კონკრეტულ პირს.
19.3. თუ ბანკი ცვლის ხელშეკრულების პირობებს კლიენტის სასარგებლოდ, ან/და ასეთი ცვლილება არ აუარესებს კლიენტის მდგომარეობას, ან/და ცვლილება/დამატება ეხება ახალ საგადახდო მომსახურებას, რომელიც არ ანაცვლებს ან/და არ ცვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგადახდო მომსახურებას, ბანკი არ არის ვალდებული შეტყობინოს კლიენტს ასეთი ცვლილების/დამატების შესახებ.
19.4. იმ შემთხვევაში თუ ბანკის მიერ შეცვლილი ხელშეკრულების პირობების ძალაში შესვლამდე ან/და კლიენტის მიმართ ამოქმედებამდე, კლიენტი შეატყობინებს ბანკს, რომ კლიენტი არ ეთანხმება ბანკის მიერ შეტანილი ცვლილებების მის მიმართ ამოქმედებას, ასეთი შეტყობინების ბანკის მიერ მიღების შემდეგ, ნებისმიერ მხარეს შეუძლია ცალმხრივად დაუყოვნებლივ შეწვყიტოს ხელშეკრულების მოქმედება ან/და საბანკო მომსახურების გაწევა.
19.5. ხელშეკრულებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება (მათ შორის ბანკის მიერ ცალმხრივად შეცვლილი პირობები) ან/და დამატება წარმოადგენს ხელშეკრულების დანართს და მის განუყოფელ ნაწილის.
19.6. მხარეები დამატებით თანხმდებიან, რომ მიუხედავად წინამდებარე ხელშეკრულების 19.1. პუნქტში განსაზღვრული ბანკის უფლებამოსილებისა, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე ხელშეკრულების ან/და ნებისმიერი საბანკო პროდუქტის პირობები, ასეთი ცვლილება ვადიან საბანკო მომსახურების პირობებთან მიმართებაში გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცვლილება განხორციელდება, საფუძვლიანი მიზეზით, მათ შორის, შეუზღუდავად: (ა) ხელშეკრულების პირობების კანონმდებლობასთან მისადაგების მიზნით; (ბ) ბანკის მიერ ზიანის/ზარალის თავიდან არიდების მიზნით; (გ) ბანკის მიერ სამართლებრივი, რეგულატორული, საკრედიტო ან/და საოპერაციო რისკების დაზღვევის მიზნით (დ) სანქციების ორგანოს მიერ დაწესებულ ნებისმიერ სანქციასთან ან/და ნებისმიერი სანქციით გათვალისწინებულ ან/და მოთხოვნილ ნებისმიერ შეზღუდვასთან, მოთხოვნასთან ან/და აკრძალვასთან ხელშეკრულების პირობების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, (ე) საბანკო მომსახურების მიწოდების ფარგლებში პირდაპირ ან ირიბად მონაწილე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ან/და მარეგულირებელი სუბიექტის მოთხოვნების ან/და რეგულატორული მოთხოვნების ბანკის მიერ შესრულების/დაცვის მიზნით; (ვ) ბანკის მიერ პროდუქტის ან პროცესის ცვლილებიდან/დანერგვიდან/შემოღებიდან გამომდინარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით; (ზ) საქართველოში კომერციული ბანკის საქმიანობისთვის რელევანტურ საბაზრო ცვლილებებთან მისადაგების მიზნით; (თ) ბანკის მიერ ხელშეკრულების საერთაშორისო ან ადგილობრივ დონეზე დამკვიდრებულ საუკეთესო პრაქტიკასთან მისადაგების მიზნით; (ი) კლიენტის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ან/და (კ) სხვა საფუძვლიანი მიზეზით, ნებისმიერ დროს.
20. ხელშეკრულების მოქმედების და შეწყვეტის ზოგადი პირობები
20.1. ხელშეკრულება ძალაში შედის კლიენტის მიერ შესაბამისი განაცხადით მომართვის საფუძველზე ბანკის მიერ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული საბანკო მომსახურების მიწოდების მომენტიდან და თუკი სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული ხელშეკრულებით ან/და კონკრეტული საბანკო პროდუქტის პირობებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოქმედებს უვადოდ.
20.2. გარდა ხელშეკრულებითა ან/და კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სპეციფიკური შემთხვევებისა, ხელშეკრულება შეიძლება, ასევე, სრულად ან ნაწილობრივ შეწყდეს:
20.2.1. კლიენტის მიერ ნებისმიერ დროს, ცალმხრივად და უმიზეზოდ, ბანკისთვის 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე;
20.2.2. ბანკის მიერ ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, დაუყოვნებლივ,
კლიენტისთვის გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე;
20.2.3. ნებისმიერი მხარის მიერ, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, იმ შემთხვევაში თუ მეორე მხარე სრულად და ჯეროვნად არ შეასრულებს მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ნებისმიერ ვალდებულებას ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში:
20.2.3.1. შემწყვეტი მხარის მიერ დამრღვევი მხარისთვის, დარღვევის გამოსწორებისთვის, მიცემული დამატებითი 15
(თხუთმეტი) დღიანი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ; ან
20.2.3.2. დაუყოვნებლივ, კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის შემთხვევებში, ან/და თუ დამრღვევი
მხარისთვის დამატებითი ვადის მიცემა უშედეგო იქნება;
20.2.4. მხარეთა წერილობითი შეთანხმებით;
20.3. კლიენტი აცნობიერებს და თანახმაა, რომ კლიენტის ინიციატივით ხელშეკრულება, არცერთ შემთხვევაში და არცერთი საფუძვლით, არ შეწყდება მანამ, სანამ კლიენტი არ შეწყვეტს ისეთ საბანკო მომსახურებას, რომელიც დაკავშირებულია კლიენტის ანგარიშ(ებ)თან (რაც შეუზღუდავად მოიცავს მუდმივ საგადასახადო დავალებას, განმეორებად ოპერაციებს და განგრძობად ავტორიზაციას, რომელიც კლიენტმა გასცა საქონლის ან მომსახურების მომწოდებელზე და რაც გულისხმობს მისი ანგარიშიდან თანხის რეგულარულად ჩამოჭრას).
20.4. ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა არ ათავისუფლებს კლიენტს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ან/და კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისაგან (გადახდისაგან) ამგვარი ვალდებულების შესრულების მომენტამდე.
20.5. თუ ბანკი ან/და კლიენტი გადაწყვეტენ შეწყვიტონ რომელიმე საბანკო პროდუქტთან დაკავშირებით საბანკო მომსახურების გაწევა, მაშინ აღნიშნული შეთანხმება ძალაში იქნება მხოლოდ შესაბამის საბანკო პროდუქტთან მიმართებაში.
20.6. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში:
20.6.1. ყველა ბარათი უნდა დაუბრუნდეს ბანკს;
20.6.2. გაუქმდება ყველა წვდომის კოდი;
20.6.3. კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაუხადოს ბანკს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი თანხა (რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს გადასახადებს, საკომისიოს, ოვერდრაფტებს/არასანქცირებულ ლიმიტებს, ანგარიშზე დარიცხულ თანხებს).
21. სხვა პირობები
21.1. მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების ყველა პირობა მათთვის მკაფიო და გასაგებია და ხელშეკრულება შედგენილია მათთვის გასაგებ ენაზე, ამასთან, ხელშეკრულების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მხარეებმა აღნიშნული ნება გამოავლინეს ხელშეკრულების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მხოლოდ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან.
21.2. თუ რომელიმე მხარე არ გამოიყენებს მისთვის მეორე მხარის მიერ სახელშეკრულებო პირობის დარღვევის საფუძველზე მინიჭებულ უფლებებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღნიშნული მხარე დაკარგავს მსგავსი უფლების მომავალში გამოყენების შესაძლებლობას.
21.3. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების რომელიმე პირობა აღმოჩნდება ბათილი, ეს არ გამოიწვევს ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების დანარჩენი პირობების გაბათილებას. ბათილი პირობის ნაცვლად, მხარეები გამოიყენებენ მასთან მაქსიმალურად მიმსგავსებულ იმ პირობას, რომელიც არ არის ბათილი.
21.4. ხელშეკრულებაში მხოლობით რიცხვში გამოყენებული სიტყვები გულისხმობს მრავლობითს და პირიქით, კონტექსტის შესაბამისად.
21.5. ხელშეკრულების დანართები, მუხლები, პუნქტები ან/და ქვეპუნქტები დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს ხელშეკრულების განმარტებისას მნიშვნელობა არ ენიჭება.
21.6. ხელშეკრულებაში გამუქებული ტექსტი გამოიყენება ტერმინების უკეთესად აღსაქმელად და ამ ფაქტს
ხელშეკრულების განმარტებისას მნიშვნელობა არ ენიჭება.
21.7. ხელშეკრულების პირობების მოქმედება სრულად ვრცელდება ხელშეკრულების ყველა დანართსა და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებაზე. ამასთან, თუ ხელშეკრულების პირობები ეწინააღმდეგება ხელშეკრულების დანართის ან მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობებს, ამგვარი დანართის ან მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობები იქნება უპირატესი იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელთან დაკავშირებითაც გაფორმებულია ამგვარი დანართი ან მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება.
21.8. ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების პირობები გავრცელდება და სავალდებულოა მხარეთა უფლებამონაცვლეების/სამართალმემკვიდრეებისათვის, თუ ხელშეკრულება ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
21.9. კლიენტს შეუძლია გადასცეს მესამე პირს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით (მათ შორის, მათი დანართით) გათვალისწინებული ნებისმიერი უფლება-მოვალეობები, მხოლოდ ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობით. ბანკის თანხმობის გარეშე, ნებისმიერი ასეთი გადაცემა ბათილია და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, გარდა კანონმდებლობით ცალსახად განსაზღვრული შემთხვევებისა.
21.10. ბანკს შეუძლია მიიღოს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება მესამე პირისგან, მიუხედავად იმისა თანახმაა თუ არა კლიენტი.