ერთის მხრივ, შპს „სპორტმშენსერვისი“ (მის: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა, ახალი სპორტის სასახლე, საბანკო რეკვიზიტები: ანგ. #GE08KS0000000360800806, კოდი - TEBAGE22, სკ-204878542) შემდგომში წოდებული
ხელშეკრულება # 61 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
(გამარტივებული შესყიდვა)
ქ. თბილისი 10 aprili 2019 წ.
ერთის მხრივ, შპს „სპორტმშენსერვისი“ (მის: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა, ახალი სპორტის სასახლე, საბანკო რეკვიზიტები: ანგ. #XX00XX0000000000000000, კოდი - TEBAGE22, სკ-204878542) შემდგომში წოდებული
„შემსყიდველად” და მეორეს მხრივ, შპს საბა “კონსტრაქშენ” (მის.: ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. #128, საბანკო რეკვიზიტები: xxx. XX00XX0000000000000000, კოდი - XXXXXX00, ს/კ 440886098 შემდგომში წოდებული
„მიმწოდებლად”, წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxx xxxxxxxxxx სახით, ერთად წოდებული როგორც
„მხარეები“, ვმოქმედებთ რა, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის, შპს „სპორტმშენსერვისის“ (ს/ნ 204878542) საკუთრებაში არსებულ “ოლიმპიურ აუზზე“ ჩასატარებელი საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის N680 განკარგულების, სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 15 მარტის N1500 განკარგულების, შპს „სპორტმშენსერვისი“-სთვის (ს/ნ 204878542) სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ თანხმობის გაცემის თაობაზე“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 02 მარტის MES 4 19 00385054 წერილის საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას:
მუხლი 1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1 „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ (შემდგომში _ „ხელშეკრულება“) _ შემსყიდველსა
და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.
1.2 „ხელშეკრულების ღირებულება“_ საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის, ამ ხელშეკრულების 3.1. პუნქტის გათვალისწინებით;
1.3 „დღე“, „კვირა“, „თვე“ _ კალენდარული დღე, კვირა, თვე.
1.4 „შემსყიდველი” – ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას, კერძოდ: შპს „სპორტმშენსერვისი“;
1.5 „მიმწოდებელი” – პირი, რომელიც ახორციელებს სამუშაოს ამ ხელშეკრულების ფარგლებში, კერძოდ, შპს
„საბა კონსტრაქშენ“;
1.6 „სამუშაო” – ხელშეკრულების მე-2 მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების საგანი.
1.7 ,,ტექნიკური დოკუმენტაცია” – მხარეთა მიერ შეთანხმებული ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც მხარეთა მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით დანართის სახით თან დაერთვება ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
1.8 „საბანკო გარანტია” – ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის, სახელშეკრულებო ღირებულების 5% გამოუხმობადი და უპირობო საბანკო გარანტია.
1.9 „ეტაპი“ – სამუშაოების ან აღჭურვილობის ნაწილი, რომელიც მიმწოდებლის მიერ მიეწოდება შემსყიდველს სამუშაოების განხორციელების განმავლობაში, სამუშაოების საბოლოო დასრულებამდე.
მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი
2.1. შპს „სპორტმშენსერვისი“-ს ბალანსზე არსებულ „ოლიმპიური აუზზე“ (საკადასტრო კოდი: 01.72.14.009.354), 1200 ლუქსის სიმძლავრის განათების მოწყობის, სახანძრო სისტემის მოწყობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების და
აღნიშნული სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების შესყიდვა (CPV- 45212200,45223200) ხელშეკრულების დანართი #1-ს შესაბამისად;
2.2 საპროექტო და სამშენებლო სამშენებლო სამუშაოების კონკრეტული ტექნიკური დეტალები დანართების სახით დაერთვება ამ ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
მუხლი 3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1 ხელშეკრულების საერთო ღირებულებაა 1 550 000 (ერთი მილიონ ხუთასორმოცდაათი ათასი) ლარი. საბოლოო სახელშეკრულებო ფასი განისაზღვრება დანართი 1-ით მოთხოვნილი წესით მომზადებული საპროეტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიღების შემდეგ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საერთო ღირებულებას;
3.2 სახანძრო დაცვის სისტემების მოწყობის ღირებულებაა 73 344 (სამოცდაცამეტი ათას სამას ორმოცდაოთხი)
ლარი.
3.3 საპროექტო სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების ღირებულებაა - 73.000 (სამოცდაცამეტიათასი) ლარი. მუხლი 4. მხარეთა ვალდებულებები და უფლებები
4.1 მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოები (გარდა სახანძრო დაცვის სისტემების საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო სამუშაოებისა, აღნიშნულის მიმწოდებლისთვის გადაცემას უზრუნველყოფს შემსყიდველი უსასყიდლოთ) დაასრულოს ამ ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან არაუგვიანეს 21 კალენდარული დღის ვადაში, რის დამადასტურებლადაც მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს სსიპ - xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაბარებული წერილის ასლი, აღნიშნული პროექტის დაჩქარებული წესით ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნის თაობაზე. ამასთან, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს გამოსაყენებელი მასალების დეტალური ტექნიკურ-ხარისხობრივი მონაცემები. სსიპ xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს: ა) საპროექტო დოკუმენტაციის (კონსტრუქციული, გეოლოგიური ნაწილის და ელექტრო სამონტაჟო საპროექტო ნაწილში-განათების გათვალისწინებით) ექსპერტიზა; ბ) ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა (ფასების გათვალისწინებით);
ბ) უზრუნველყოს სახანძრო დაცვის სისტემების სამუშაოების შესრულება წინამდებარე ხელშეკრულებაზე თანდართული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;
გ) უზრუნველყოს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის წერილობით წარმოდგენა და ასევე, წერილობითი შეთანხმება შემსყიდველთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 21 კალენდარული დღის ვადაში, რომელიც გახდება წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი და განიხილება მასთან მთლიანობაში;
დ) უზრუნველყოს საპროექტო, არქიტექტურული, საინჟინრო და სხვა მომსახურებების შესრულება, რომლებიც მოითხოვება პროექტის განხორციელებისთვის და განსაზღვრულია ტექნიკური დავალებით (დანართი 1).
ე) უზრუნველყოს ყველა საჭირო ნებართვის (აუცილებლობის შემთხვევაში) მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება/წარმოდგენა, რასაც მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა ამგვარი სამუშაოების განხორციელებისას, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
ვ) სამშენებლო სამუშაოები დაასრულოს არაუგვიანეს 2019 წლის 20 ივლისისა, ხოლო აუზის სარემონტო და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების სამონტაჟო სამუშაოები დაასრულოს არაუგვიანეს 2019 წლის 18 მაისისა და აღნიშნულის თაობაზე შემსყიდველს აცნობოს წერილობითი ფორმით (შემსყიდველის კანცელარიის მეშვეობით). დასრულებული სამუშაოების მიღება მოხდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე და აღნიშნული დასკვნა უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: ა) შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა #2) ექსპერტიზა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, როგორც მოცულობით, ისე ღირებულების ნაწილში. ბ) შესრულებული სამუშაოების (მათ შორის კონსტრუქციული ნაწილის) შესაბამისობის დადგენა საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებთან, გ) კონსტრუქციული ნაწილის მდგრადობის დადგენა.
ზ) განიხილოს შემსყიდველის პრეტენზიები და მიაწოდოს მოტივირებული პასუხი ყველა საკითხზე;
თ) უზრუნველყოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება სამშენებლო ნორმების და წესების დაცვით, რომელთა დეტალური აღწერილობა მოცემული იქნება ამ ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.3 პუნქტში მითითებულ შეთანხმებებში;
ი) სამუშაოების შესრულების ამსახველი დოკუმენტაცია (ფორმა #2) და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარუდგინოს შემსყიდველს ექსპერტიზის დასკვნებთან ერთად (ამასთან დაჩქარებული წესით ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი);
კ) უზრუნველყოს უსაფრთხოების ზომების დაცვა;
ლ) გამოსაყენებელი სამშენებლო მასალების, ინვენტარის და ა.შ. ფერის, დიზაინის და მსგავსი პარამეტრების საკითხი შეათანხმოს შემსყიდველებთან (აღნიშნული შეთანხმება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ წერილობით) დავაკორექტირე;
მ) ხელი შეუწყოს შემსყიდველებს ინსპექტირების განხორციელებისას;
ნ) უზრუნველყოს ამ ხელშეკრულებით (დანართებითურთ) მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებების განხორციელება.
4.2 შემსყიდველი ვალდებულია:
ა) უზრუნველყონ ექსპერტიზის დასკვნისა და ინსპექტირების განმხორციელებელი პირის დადებითი დასკვნის შემთხვევაში სამუშაოების მიღება და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;
ბ) განახორციელონ ამ ხელშეკრულებით მათზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.
4.3. სამუშაოთა მიღება-ჩაბარების შემდეგ აუნაზღაუროს მიმწოდებელს შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში.
მუხლი 5. განხორციელებული სამუშაოების ხარისხი და გარანტია
5.1 შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა განისაზღვრება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტიდან: ა)კონსტრუქციული ნაწილი-10 წელი
ბ)პროჟექტორები-3 წელი გ) ნათურები-1წელი
დ)სარემონტო-სამშენებლო და სხვა სამუშაოები 3 წელი.
5.2 ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულებისას ფერი, დიზაინი და ა.შ. უნდა შეთანხმდეს შემსყდველთან;
5.3 მიმწოდებელი პასუხისმგებელია შეასრულოს სამუშაო უსაფრთხო და ეკოლოგიურად მისაღები გზით და მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა.
მუხლი 6. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
6.1 შემსყიდველს ან მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელონ კონტროლი მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, მათ შორის სამუშაოების ხარისხის პერიოდული კონტროლი.
6.2 შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს ინსპექტირება ხელშეკრულების შესრულებაზე, რისთვისაც, დირექტორის ბრძანებთ განისაზღვრება უფლებამოსილი პირი.
6.3 შემსყიდველის შესაბამისი წარმომადგენელები (მათ შორის შესაძლებელია მოწვეული ექსპერტი) უფლებამოსილი არიან ჩაატარონ ხარისხის კონტროლი და თუ აღმოჩნდება წუნით შესრულებული სამუშაო, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის წერილობითი შეტყობინებით დადგენილ გონივრულ ვადებში გამოასწოროს წუნი ან თუ მიმწოდებელი ვერ შეძლებს წუნის გამოსწორებას და შემსყიდველს გადახდილი აქვს ამ წუნდებული სამუშაოს ღირებულება, მიმწოდებელი ვალდებულია მოახდინოს წუნდებული სამუშაოს ღირებულების დაბრუნება.
6.4 თუ ხელშეკრულების 5.2 და 6.3. პუნქტებით გათვალისწინებული წუნის აღმოფხვრისათვის დადგენილი ვადა სცილდება სამუშაოს საგარანტიო ვადას, მიმწოდებლის მიერ წუნის გამოსწორება, ხოლო წუნის გამოსწორების შეუძლებლობის შემთხვევაში თანხის დაბრუნება უნდა განხორციელდეს საგარანტიო ვადის გასვლამდე.
6.5 კონტროლის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს შემსყიდველი აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით აღნიშნული შემსყიდველი.
მუხლი 7. სამუშაოს მიღება-ჩაბარების წესი
7.1 შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღიცხვო სამუშაოს მიღება წარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის სახით. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობითი ფორმით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელისმოწერით, ინსპექტირების განმახორციელებელი პირის დადებითი დასკვნისა და სსიპ - xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ამავე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად გაცემული დასკვნ(ებ)ის წარმოდგენის საფუძველზე;
7.2 შესრულებული სამშენებლო სამუშაოს მიღება წარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის სახით. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობითი ფორმით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელისმოწერით, ინსპექტირების განმახორციელებელი პირის დადებითი დასკვნისა სსიპ - xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ამავე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად გაცემული დასკვნ(ებ)ის წარმოდგენის საფუძველზე;
7.3 იმ შემთხვევაში, თუ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს, რაც არ ჩაითვლება მიმწოდებლის მხრიდან ვადის გადაცილებად.
7.4 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიღებას აწარმოებს შპს „სპორტმშენსერვისის“ დირექტორის ბრძანებით განსაზღრული პირი.
მუხლი 8. ანგარიშსწორება
8.1 ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი.
8.2 ანგარიშსწორების ფორმა _ უნაღდო, წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად.
8.3. ამ ხელშეკრულებით გათვალსწინებული სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, შემსყიდველი უზრუნველყოფს მიმწოდებლისთვის ავანსის სახით თანხის გადარიცხვას სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 50%-ისა, აღნიშნულის თაობაზე მიმწოდებლის მიერ შესაბამისი წერილობითი მოთხოვნისა და უპირობო და გამოუხმობი გარანტიის (მოთხოვნილ თანხაზე) წარმოდგენის შემდეგ, წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. აღნიშნული საავანსო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს არა უადრეს 2019 წლის 01 ნოემბრისა;
8.4 დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხის ანაზღაურება, მოხდება მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულების მე-7 მუხლით განსაზღვრული სამუშაოების მიღების შემდეგ, ამავე მუხლით განსაზღვრული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა;
მუხლი 9. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
9.1 თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზის შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
მუხლი 10. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
10.1 წინამდებარე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოთა დასრულების ვადის გადაცდენის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო მთლიანი სამუშაოს ღირებულების 0.2% ოდენობით.
10.2 წინამდებარე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოთა დასრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაერიცხება ერთჯერადად პირგასამტეხლო 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით;
10.3 წინამდებარე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოთა შესრულების გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადების გადაცდენის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაერიცხება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო მთლიანი სამუშაოს ღირებულების 0.2% ოდენობით;
10.4 წინამდებარე ხელშეკრულების 6.4 პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო შესაბამისად წუნდებული სამუშაოს ღირებულების 0.2% ოდენობით.
10.5 პირგასამტეხლოს თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს და შემსყიდველებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
10.5 ამ მუხლის 10.1, 10.2 და 10.3 პუნქტებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს განმავლობაში მოქმედების შემთხვევა უფლებას აძლევს შემსყიდველებს შეწყვიტონ ეს ხელშეკრულება მე-11 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 11. ხელშეკრულების შეწყვეტა
11.1 შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების ნებისმიერ ეტაპზე მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების (მათ შორის, ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების, ასევე, ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე გამოვლენილ წუნთან/დარღვევებთან დაკავშირებით განსახორციელებლი მოქმედებების და მე-10 მუხლის 10.1, 10.2 და 10.3 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების) სრულად და ჯეროვნად შესრულებას, ან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით დარღვევას. ვალდებულების/ხელშეკრულების დარღვევის თაობაზე, რის შესახებაც შემსყიდველი წერილობით აცნობებს მიმწოდებელს. ამასთან, სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე ხელშეკრულების შეწყვეტის კონკრეტული დეტალები განისაზღვრება ამ ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.10 პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებებში, რაც წინამდებარე მუხლთან ერთად განიხილება ხელშეკრულების შეწყვეტის მექანიზმად.
11.2 ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. შემსყიდველის
მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და მისი ბრალეულობით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შედგება შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტი, რომლის შესაბამისადაც მიმწოდებელს აუნაზღაურდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯები. აღნიშნული თანხები მიმწოდებელს უნდა აუნაზღაურდეს ხსენებული მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს აამოქმედოს ამ ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.4 პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.
11.3 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ანთავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისგან.
მუხლი 12. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
12.1 ნებისმიერი ცვლილება წინამდებარე ხელშეკრულებაში განხორციელდება წერილობით მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
12.2 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
12.3 წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, მათ შორის ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისათვის, გარდა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
მუხლი 13. დავების გადაწყვეტა
13.1 ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეთა შორის წარმოქმნილი უთანხმოება წყდება მოლაპარაკების გზით.
13.2 თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადაო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის
მიზნით შეუძლია დადგენილი წესის შესაბამისად მიმართოს ამ მუხლით გათვალისწინებულ სამართლებრივ ზომებს.
13.3. წინამდებარე ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე ან მასთან ან მის საგანთან ან ფორმულირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან მოთხოვნა ჩამოყალიბებულია და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
13.4. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან ან მის საგანთან ან ფორმულირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან მოთხოვნა საბოლოოდ გადაწყდება საქართველოს სასამართლოს მიერ;
მუხლი 14. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
14.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
14.2 წინამდებარე ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.4 პუნქტი, მე-10 მუხლის 10.3 პუნქტი, მე-5 და მე-6 მუხლები ასევე მოქმედებენ ამ ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტით განსაზღვრული ვადების შესაბამისად.
მუხლი 15. ხელშეკრულების შესრულების გარანტია
15.1 მიმწოდებლის მხრიდან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის შედეგად წარმოქმნილი რისკის თავიდან ასაცილებლად, მიმწოდებელმა შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია (გამოუხმობი და უპირობო) საერთაშორისო ან საქართველოში მომუშავე ფინანსური/სადაზღვევო ორგანიზაციისგან სახელშეკრულებო ღირებულების 5% ოდენობის თანხაზე;
15.2 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების ღირებულების 5%-იანი საბანკო გარანტია გამოიყენება იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რაც გამოწვეული იქნება ხელშეკრულების 11.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში.
15.3 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება 2019 წლის 01 ოქტომბრის ჩათვლით.
15.4 იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას ან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია დაუბრუნოს მიმწოდებელს გარანტია.
15.5 მიმწოდებლის ბრალეულობით ან ბრალეულობის გარეშე საბანკო გარანტიის შეწყვეტის შემთხვევაში (ასეთი გარემოების საფრთხის დადგომისთანავე), მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ახალი საბანკო გარანტია, იდენტური პირობებისა და ვადის გათვალისწინებით წინა საბანკო გარანტიისა და ახლად წარმოდგენილი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადებში ყოველგვარი წყვეტის გარეშე.
მუხლი 16. საავანსო საბანკო გარანტია
16.1 წინასწარ ავანსის სახით გადარიცხული თანხის დაქვითვა განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტისა და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე, შემსყიდველის მიერ გადახდის უწყისის დამოწმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
16.2 შემსყიდველის მიერ გადახდილი სრული საავანსო გარანტიის დაბრუნება განხორციელდება სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ. აღნიშნული საავანსო გარანტიის დაბრუნების თაობაზე გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რის შედეგადაც საავანსო გარანტიისთვის წარმოდგენილი დოკუმენტი უბრუნდება მიმწოდებელს.
16.3 მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების ღირებულების საავანსო თანხის გარანტია, შემსყიდველის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული (საავანსო თანხის შესაბამისი) შესასრულებელი სამუშაოს განხორციელებას საავანსო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე.
მუხლი 17. ფორს-მაჟორი
16.1 წინამდებარე ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული მდგომარეობით.
16.2 ფორსმაჟორული მოვლენა არის მოვლენა ან გარემოება, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი შემსყიდველის ან/და მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან, რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი რომელიც არ ექვემდებარება დაზარალებული მხარის მიერ კონტროლს, არ არის გამოწვეული ამ მხარის ბრალეულობით ან დაუდევრობით და რომლის თავიდან აცილება მხარეს არ შეეძლო გონივრული წინდახედულობის შედეგად, იმის გათვალისწინებით, რომ მოვლენა ან გარემოება შემოიფარგლება შემდეგით:
ა) ამბოხება, ომი, გარეშე მტრების აქტი, საომარი მოქმედებები (მიუხედავად იმისა, გამოცხადებულია თუ არა ომი), ტერორიზმის აქტები, სამოქალაქო ომი, აჯანყება, რევოლუცია, სამხედროების აჯანყება ან ძალაუფლების უზურპაცია, რეკვიზიცია ან იძულებითი შესყიდვა რომელიმე სახელმწიფო თუ კომპეტენტური ორგანოს მიერ;
ბ) მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი ან სხვა ფიზიკური ხასიათის სტიქიური უბედურებები, მაგრამ არა ამინდის პირობები, მიუხედავად მათი სიმძიმის ხარისხისა;
გ) გაფიცვა ეროვნულ დონეზე ან საწარმოო დავები ეროვნულ დონეზე, ან იმ მუშაკების გაფიცვა თუ შრომითი დავები, რომლებიც არ მუშაობენ დაზარალებულ მხარესთან, მის ქვეკონტრაქტორებთან ან მიმწოდებლებთან, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ სამუშაოების არსებით ნაწილზე, მაგრამ არა რომელიმე საწარმოო დავა, რომელიც დამახასიათებელია სამუშაოების შესრულებისთვის ან წინამდებარე ხელშეკრულებისათვის.
16.3. არც ერთ მხარეს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ან არასათანადო შესრულებისათვის, თუ მას ამაში ხელს უშლის ან აბრკოლებს ფორსმაჟორული გარემოებები.
16.4. ფორსმაჟორის შემთხვევაში მხარემ, რომელსაც წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისი ვალდებულებების შესრულებაში ხელს უშლის ან აბრკოლებს ფორსმაჟორული გარემოებები, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ მეორე მხარეს და მიაწოდოს მას სრული მონაცემები ფორსმაჟორული გარემოებისა და იმ მიზეზის შესახებ, რომლის გამოც ფორსმაჟორული გარემოება ხელს უშლის ან აბრკოლებს მას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისი ვალდებულებების შესრულებაში. აღნიშნულმა მხარემ ყველა გონივრული ღონე უნდა იხმაროს, რათა შეამსუბუქოს ფორსმაჟორული გარემოების ზემოქმედება მის ან მათ მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე და შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისი ან მათი ვალდებულებები.
16.5. ფორსმაჟორული გარემოების დასრულების შემდეგ დაზარალებულმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა დაიწყოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისი ვალდებულებების შესრულება (ასეთი შესაძლებლობის ფაქტობრივად არსებობის შემთხვევაში).
16.6. ფორსმაჟორული გარემოება არ ათავისუფლებს მხარეს პასუხისმგებლობისაგან იმ ვალდებულებასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოიშვა აღნიშნული გარემოების დადგომამდე და არ მოქმედებს იმ გადახდის დროული განხორციელების ვალდებულებაზე, რომლის გადახდის ვადა ფორსმაჟორული გარემოების დაწყებამდე დადგა.
მუხლი 18. დასკვნითი დებულებები
17.1. თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულება ან მისი გამოყენება მიჩნეული იქნება ძალადაკარგულად ან აღუსრულებლად, დანარჩენი დებულებები ძალაში დარჩება და იქნება აღსრულებადი. წინამდებარე ხელშეკრულების არც ერთ დებულებაზე არ დაიშვება უარის თქმა მხარეთა წერილობითი შეთანხმების გარეშე. რომელიმე დებულებაზე უარის თქმა რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში არ ჩაითვლება ამ დებულებაზე უარის თქმად ყველა დანარჩენ შემთხვევაში, თუ ეს საგანგებოდ არ იქნება დადგენილი წერილობითი ფორმით. რომელიმე დებულებაზე უარის თქმა არ იმოქმედებს წინამდებარე ხელშეკრულების სხვა დებულებებზე და არ შეცვლის მათ.
17.2. წინამდებარე ხელშეკრულება მოქმედებს მხოლოდ მხარეების და მათი უფლებამონაცვლეებისა და სამართალმემკვიდრეების სასარგებლოდ, თუ წინამდებარე ხელშეკრულებაში სხვა რამ არ იქნა გათვალისწინებული. არაფერი წინამდებარე ხელშეკრულებაში არ ქმნის და მომავალშიც არ წარმოქმნის სახელშეკრულებო ურთიერთობებს ან რაიმე უფლებებს ან მიზეზს რომელიმე მესამე პირის სასარგებლოდ მოქმედებისათვის შემსყიდველის ან
მიმწოდებლის საზიანოდ.
17.3. წინამდებარე ხელშეკრულების ყველა დებულება, რომელიც შეიცავს ვალდებულებებს, რომლებიც მოქმედებს ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ძალაში დარჩება ხელშეკრულების დასრულების ან შეწყვეტის შემდეგაც.
მხარეები:
შპს „სპორტმშენსერვისი“ დირექტორი: x. xxxxxxxxxxxx
შპს „საბა კონსტრაქშენ“ დირექტორი: x. xxxxxxxxx
დანართი #1
ტექნიკური დავალება
შპს „სპორტმშენსერვისის“ ბალანსზე რიცხულ „ოლიმპიური აუზზე“ 2019 წლის 11-18 აგვისტოს დაგეგმილ, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის წყალბურთში, საფინალო ეტაპის ჩატარებისათვის შესაბამისი სამუშაოების ჩატარებისთვის.
შპს „სპორტმშენსერვისის“ სარგებლობაში არსებული ოლიმპიური აუზისთვის (მის. ქ. თბილისი, ახალი დიღომი, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია, საკადასტრო კოდი: 01.72.14.009.354), განათების სისტემებისა და აუზის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად და შემდგომში ამავე დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვა.
საპროექტო სამუშაოების შესასრულებელი დავალება:
განათების პროექტი უნდა მომზადდეს 50 მეტრიანი აუზისთვის შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით: 1200 ლუქსის სიკაშკაშის ინტენსივობა, განათების სამ რეჟიმიანი(სავარჯიშო რეჟიმი, ტრანსლაციის გარეშე რეჟიმი და ტურნირებისთვის ტრანსლაციის რეჟიმით) სისტემის მოწყობით.
პროჟექტორების ავარიულად გათიშვის თავიდან ასაცილებლად სისტემა მიერთებული უნდა იყოს უწყვეტი დენის წყაროზე და აგრეთვე, არსებულ გენერატორთან (სიმძლავრე -1000 კვტ.).
გასათვალისწინებელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია დამაბრმავებელი შუქი და ზედაპირის ბზინვარების ეფექტი(დასაშვები ნორმის ფარგლებში), დამკვირვებლის მიმართ დამაბრმავებელი შუქის არეკვლის კოეფიციენტის გათვალისწინება(დასაშვები ნორმის ფარგლებში) ასევე, მაქსიმალურად უნდა შემცირდეს წყლის მოძრავი ზედაპირიდან შუქის არეკვლის ეფექტი.
მთლიანად ანთებული სისტემის დროს, ძაბვა დროსელზე არ უნდა იყოს 400 ვოლტზე ნაკლები. განათების კონსტრუქცია უნდა განხორციელდეს გალვანიზირებული ან მაღალხარისხოვანი ანტიკოროზიული საღებავით დამუშავებული ფოლადის ანძებით(სავარაუდო სიმაღლე წინასწარი გათვლებით 38-41მ.), რომლებიც დამზადებული უნდა იყოს ქარხნული წესით, ქონდეს სერთიფიკატი,
1 | ტოპო გეგმა არსებული შენობების საინჟინრო ქსელების, საავტომობილო და საფეხმავლო გზების ჩვენბებით საკადასტრო საზღვრებიდან გარეთ მინიმუმ 10 მეტრის რადიუსში |
2 | შენობის არსებული პროექტის მიხედვით სარეაბილიტაციო ნაწილის ანაზომები სართულების მიხედვით |
3 | არქიტექტურული პროექტი |
4 | გეოლოგიური კვლევა. ჭაბურღილების სიღრმე და რაოდენობა განისაზღვროს საჭიროებისამებრ |
5 | სუსტი დენების და ელ. მომარაგების რეაბილიტაციის პროექტი |
6 | კონსტრუქციული პროექტი ანძების დასამონტაჟებლად(წარმოდგენილი უნდა იყოს ანგარიშები და 3D მოდელი) |
7 | არსებული განათებისთვის საჭირო სიმძლავრის დენის წყაროს მოძიება(დამკვეთთან შეთანხმებით) და არარსებობის შემთხვევაში, სათანადო სიმძლავრის უზრუნველყოფისთვის საჭირო პროექტის მომზადება |
8 | არსებული შენობის სარემონტო -სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობები და ღირებულება დაზუსტდეს დამკვეთთან დეფექტური აქტის საფუძველზე |
ქარის საწინააღმდეგო მედეგობაზე(ქარის მედეგი მინიმუმ 150 კმ/სთ. ძალის ქარისა). საჭირო საპროექტო სამუშაოების ჩამონათვალი:
9 | საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება |
10 | მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი, მათ შორის აუცილებელია დეტალურად სამუშაოების და მაქსიმალურად კონკრეტული ვადებით შედგენილი სამუშაოთა წარმოების გეგმა გრაფიკი |
11 | ესქპერტიზის დასკვნა გეოლოგიური კვლევის, კონსტრუქციული პროექტის კომპიუტერული მოდელირების საფუძველზე) |
12 | საპროეტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზა |
13 | აღნიშნული საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებისთვის და მშენებლობის ნებართვის აღებისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან, შემსყიდელისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და დროულად წარმოდგენა. |
ყველა ზემოთ აღნიშნული საპროექტო სამუშაოების მომზადებისას განხორციელდეს დამკვეთთან კომუნიკაცია/შეთანხმება და დოკუმენტაცია მომზადებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N52 (,,საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ“და N55 (ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ) დადგენილებების გათვალისწინებით.
მიმწოდებლის ვალდებულებაა განახორციელოს ზემოთ აღნიშნული მომზადებული საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, ფიზიკური სამუშაოები, ასევე, შემსყიდველის მიერ მათთვის წარმოდგენილი/გადაცემული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდება/მონტაჟის პროექტის შესაბამისად(არაუმეტეს რესურსული ხარჯთაღრიცხვის საერთო ღირებულებისა - 73344,00 ლარი) შესასრულებელი სამუშაოები.
შპს „სპორტმშენსერვისი“ დირექტორი: x. xxxxxxxxxxxx
შპს „საბა კონსტრაქშენ“ დირექტორი: x. xxxxxxxxx