სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N 71
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N 71
ქ. ბათუმი ოქტომბერი 2019 წელი
ერთის მხრივ სსიპ -ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი (შემდგომში ,,შემსყი- დველი”) წარმოდგენილი მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პაატა მუხაშავრიას სახით და მეორეს მხრივ, შპს „ეკონათება“ მისი დირექტორის შორენა თავდგირიძის სახით (შემდგომში
,,მიმწოდებელი”), vdebT winamdebare xelSekrulebas Semdgeze:
1.ხელშეკრულების საგანი
1.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის საჭიროებისათვის სამეურნეო და ელექტრო საქონლის მოწოდება ( CPU 24900000; 31100000; 31200000; 31300000; 44400000; 44500000 ) წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
2. ხელშეკრულების ღირებულება
2.1. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 898,00 (რვაასოთხმოცდათვრამმეტი) ლარს.
2.2. ხელშეკრულების ღირებულებაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადი, რომლის გადახდა ეკისრება `მიმწოდებელს“.
3. საქონლის მიწოდების პირობები
3.1. „მიმწოდებლის“ მიერ მიწოდებული საქონლის ხარისხსა და ვარგისიანობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „მიმწოდებელს“.
4. შესყიდვის ობიექტის მიღება–ჩაბარების წესი
4.1. შესყიდვის ობიექტის მიღება საქონლის მიწოდებისთანავე ფორმდება `მიღება-ჩაბარების“ აქტით, რის საფუძველზეც „მიმწოდებელი“ „შემსყიდველს“ წარუდგენს საგადასახადო ანგარიშ– ფაქტურას ან/და სასაქონლო ზედნადებს, საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებში.
5. ანგარიშსწორების ფორმა და ვადები
5.1. „მიმწოდებელთან“ ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში.
5.2. ანგარიშსწორებისსაფუძველია მხარეების უფლებამოსილი პირების მიერ გაფორმებული
„მიღება–ჩაბარების” აქტი, საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურა ან/და სასაქონლო ზედნადები.
5.3. „მიმწოდებელთან“ ანგარიშსწორება ხორციელდება 5.2. პუნქტში განსაზღვრული პირობის დასრულების შემდეგ 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
5.4. „მიღება–ჩაბარების” აქტის, საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების წარმოდგენის გარეშე არ მოხდება თანხის გადახდა.
6. მხარეთა ვალდებულებები
6.1. „მიმწოდებელი“ ვალდებულია:
6.1.1. მიაწოდოს ,,შემსყიდველს” უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო საქონელი.
6.1.2. დროულად განიხილოს ,,შემსყიდველის” მიერ წამოჭრილი პრობლემები, რომელიც დაკავშ- ირებულია ხელშეკრულების შესრულებასთან.
6.2. „შემსყიდველი“ ვალდებულია:
6.2.1. უზრუნველყოს მიმწოდებლისათვის“ თანხის გადახდა მიღება–ჩაბარების აქტის, საგადასა- ხადო ანგარიშ–ფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის გან- მავლობაში.
6.2.2. დროულად განიხილოს „მიმწოდებლის“ მიერ წამოჭრილი პრობლემები, რომლებიც დაკა- ვშირებულია ხელშეკრულების შესრულებასთან.
7. მხარეთა უფლებები
7.1. "მიმწოდებელს" უფლება აქვს:
7.1.1. ხელშეკრულების ფარგლებში მოითხოვოს დროული და სრული დაფინანსება.
7.2. "შემსყიდველს" უფლება აქვს:
7.2.1. აწარმოოს მიწოდებული პროდუქციის ხარისხისა და შესაბამისობის კონტროლი;
7.2.2. განაცხადოს უარი უხარისხო საქონლის მიღებაზე.
8. ფორს-მაჟორი
8.1. ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟო- რული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და მიმწო- დებლისათვის ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას.
8.2. ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდვე- ლისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეულ იქნეს საქონლის მიწოდე- ბაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით, ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და სხვა.
8.3. ფორს–მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობებისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს–მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
9. ხელშეკრულების პირობების და ფასების გადასინჯვა
9.1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით.
9.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
9.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დად- გომის შემთხვევაში,დაუშვებელიასახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ჯამური ღირე- ბულების 10%–ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
10. დავების გადაწყვეტა
10.1. მხარეთა შორის წარმოქმნილი ყველა დავა გადაწყდება ურთიერთშეთანხმების გზით.
10.2. თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, დავა გადაწყდება სასამართლოს გზით. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
11.1. თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნონ ერთმანეთს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ ათი დღის ვადაში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის (შეთანხმების) გზით.
12. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
12.1.ფორს–მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუს- რულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეებს ეკისრებათ პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,03 %-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
12.2. საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს მხარეს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან
12.3. იმ შემთხვევაში, თუ ვადების გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 1%-ს, მხარეს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება.
13. ხელშეკრულების შეწყვეტა
13.1. ხელშეკრულება შეიძლება შეწყვეტილ იქნეს:
13.1.1. ურთიერთვალდებულებების შესრულებით;
13.1.2. მხარეთა შეთანხმებით;
13.1.3 საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
14. დამატებითი პირობები
14.1 მომსახურების გაწევის ვადაა 2019 წლის 23 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 ოქტომბრამდე პერიოდი.
14.2 ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2019 წლის 20 დეკემბრამდე
15. დასკვნითი დებულებები
15.1.თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულება ბათილია, მიუხედავად ბათილობის საფუძვლისა, ეს არ გამოიწვევს მთელი ხელშეკრულების ბათილობას. ამ შემთხვევაში ხელშეკრულების დარჩენილი დებულებები მოქმედებს ბათილი დებულების გარეშე.
15.2. მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე ხელშეკრულებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები.
15.3. ხელშეკრულება შედგენილია 5 გვერდზე, 3 (სამ) ეგზემპლარად და თითოეულ მათგანს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.
15.4.ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი ინახება `მიმწოდებელთან” 2 ეგზემპლარი
`შემსყიდველთან”.
შემსყიდველი: მიმწოდებელი:
სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო
უნივერსიტეტი მისამართი: ბათუმი,
ზ. xxxxxxxxxx/x.ფშაველას 19/32 საიდენტიფიკაციოკოდი: 245628496 mimRebis banki: saxelmwifo xazina
mimRebis dasaxeleba: xazinis erTiani angariSi bankis kodi TRESGE 22
‚ ¤ ´ ¤ fi · – «
შპს „ ეკონათება “
მისამართი: ქ. ბათუმი, xxxxxxxxxxxx 36 საიდენტიფიკაციო კოდი: ʋ445471132
საბანკო რეკვიზიტები: ს.ს. ,,საქართველოს xxxxxx xxxxxxxxxxx: XXXXXX00
ანგარიშსწორების ანგარიში: XX00XX0000000000000000
დირექტორი x. xxxxxxxxxx
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
პ. მუხაშავრია
ოქტომბერი 2019 წელი
ssip - baTumis xelovnebis სასწავლო უნივერსიტეტი
forma #3
№ | საქონლის დასახელება | ზომის ერთეული | რაოდ. | ერთ. ფასი | საქონლის ფასი | CPU |
1 | ძაბვის მარეგულირებელი (ტრანსფორმატორი) | ცალი | 2 | 100,00 | 200,00 | 31172500 |
2 | ელექტრო კაბელი 2 * 1.5 | მეტრო | 36 | 1,00 | 36,00 | 31321210 |
3 | ავტომატური ამომრთველი | ცალი | 1 | 6,00 | 6,00 | 31211310 |
4 | წებო 200მლ. | ცალი | 1 | 5,00 | 5,00 | 24910000 |
5 | საკეტის გული 68MM XXXX | ცალი | 12 | 8,00 | 96,00 | 44522000 |
6 | საკეტის გული 70MM კლასიკი | ცალი | 2 | 15,00 | 30,00 | 44522000 |
7 | ელ. დამაგრძელებელი - 3 მ-ი | ცალი | 3 | 7,00 | 21,00 | 31224810 |
8 | ელ. დამაგრძელებელი - 5 მ-ი | ცალი | 2 | 17,00 | 34,00 | 31224810 |
9 | ელ. დამაგრძელებელი - 5 მ-ი უდამიწებო | ცალი | 3 | 10,00 | 30,00 | 31224810 |
10 | ელ. დამაგრძელებელი - 3 მ-ი დამიწებიანი | ცალი | 4 | 5,00 | 20,00 | 31224810 |
11 | ჩანგალი | ცალი | 5 | 2,00 | 10,00 | 31224100 |
12 | ონკანი | ცალი | 5 | 12,00 | 60,00 | 44411100 |
13 | ელ. სამკაპი | ცალი | 5 | 3,00 | 15,00 | 31224100 |
14 | კარის საკეტი 58MM | ცალი | 9 | 25,00 | 225,00 | 44521110 |
15 | საკეტის გული 68MM | ცალი | 10 | 5,00 | 50,00 | 44522000 |
16 | დამიწებიანი დამაგრძელებელი 4-იანი | ცალი | 3 | 5,00 | 15,00 | 31224810 |
17 | 3 კაფა გადამყვანი უკაბელო | ცალი | 3 | 5,00 | 15,00 | 31224100 |
18 | გამანაწილებელი 3-იანი | ცალი | 4 | 5,00 | 20,00 | 31213000 |
19 | ჩანგალი- უდამიწებო | ცალი | 10 | 1,00 | 10,00 | 31224100 |
898,00 |
შემსყიდველი: მიმწოდებელი:
სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო
უნივერსიტეტი
ადმინისტრაციის
შპს „ ეკონათება“
დირექტორი x. xxxxxxxxxx
ხელმძღვანელი
პ. მუხაშავრია