CVP: 92312212 - სასწავლო სახელმძღვანელოების მომზადებასთან დაკავშირებული მომსახურებები)
ხელშეკრულება №14
(CVP: 92312212 - სასწავლო სახელმძღვანელოების მომზადებასთან დაკავშირებული მომსახურებები)
ქ. თბილისი ------- ნოემბერი 2020 წ.
ერთი მხრივ, სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ (შემდგომში-
,,ლიცენზიატი“), წარმოდგენილი დირექტორის xxxxx xxxxxxxxxx სახით
და
მეორე მხრივ, საავტორო უფლების მფლობელი შპს „გამომცემლობა მერიდიანი“ (საიდენტიფიკაციო N200004850), შემდგომში - „საავტორო უფლების მფლობელი“) წარმოდგენილი დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxxxxx (პირადი N01023006925) სახით (ერთობლივად „მხარეები”),
ვხელმძღვანელობთ რა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანების 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შორის 2017 წლის 05 აპრილს გაფორმებული №01 ლიცენზიის ხელშეკრულების ფარგლებში ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდგომში - ხელშეკრულება) შემდეგი პირობებით:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
2.1. წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს საავტორო უფლების მფლობელისთვის, ლიცენზიატის მიერ ჰონორარის სახით გრიფმინიჭებული მე-11 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოს (მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული) ტირაჟის ღირებულების 10%-ის გადახდა.
2.2. ამ მუხლის 2.1. პუნქტით გათვალისწინებული საავტორო ჰონორარის ოდენობა შეადგენს 198.6 (ას ოთხმოცდათვრამეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარს.
მუხლი 2. მხარეთა უფლება-მოვალეობები
2.1. საავტორო უფლების მფლობელი უფლებამოსილია:
ა) მოსთხოვოს ლიცენზიატს გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოს (მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული) ტირაჟის შესაბამისად საავტორო ჰონორარის გადახდა საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით;
ბ) მოსთხოვოს ლიცენზიატს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
2.2. ლიცენზიატი ვალდებულია:
ა) საავტორო უფლების მფლობელს, საავტორო ჰონორარის სახით გადაურიცხოს გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოს (მოსწავლის წიგნი) ტირაჟის შესაბამისი ღირებულების 10% .
ბ) დაიცვას და შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულების მოთხოვნები და პირობები.
2.3. მხარეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
მუხლი 3. ანგარიშსწორების წესი
3.1. ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, საავტორო უფლების მფლობელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
3.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საავტორო ჰონორარი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
მუხლი 4. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
4.1. ხელშეკრულებების შესრულების ვადა განისაზღვრება 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო მოქმედების ვადა განისაზღვრება 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით;
4.2. წინამდებარე ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა ან მასში ცვლილების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შეთანხმებით.
მუხლი 5. ფორს-მაჟორი
ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობისას, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადავადდება აღნიშნული გარემოებების აღმოფხვრისათვის საჭირო ვადით.
მუხლი 6. დამატებითი პირობები
6.1. წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეთა შორის წარმოშობილი დავა გადაწყდება ურთიერთშეთანხმების გზით, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
6.2. ხელშეკრულება შედგენილია 2 (ორი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომლის თითო ეგზემპლარი გადაეცემა ხელშეკრულების თითოეულ მხარეს.
მუხლი 7. რეკვიზიტები
ლიცენზიანტი
სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“
მის: ქ. თბილისი, მ. xxxxxxxxx ქ. N1, შენობა-ნაგებობა N1,
მე-2 სართ.
ს/კ 202294980, სახ. ხაზინა: ა/ა 200122900
კოდი: 220101222
ს ა ა ვტ ოურფოლ ე ბ იმ სფ ლ ობ ე ლ ი