გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები (დანართი N1)
გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები (დანართი N1)
1. დეფინიციები
თუ გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ან მისი კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებაში შემდეგ ტერმინებსა და გამოთქმებს ექნებათ შემდეგი მნიშვნელობები:
1.1. ანგარიში – ბანკში არსებული კლიენტის საბანკო ანგარიში.
1.2. გენერალური საკრედიტო ხაზი – გენერალური საკრედიტო ხაზი (ლიმიტი) წარმოადგენს გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბანკო პროდუქტების ჯამური თანხობრივი მოცულობის მაქსიმალურ ლიმიტს, რომლის ფარგლებშიც, გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, კლიენტი ერთჯერადად ან მრავალჯერადად, ეტაპობრივად ან პერიოდულად ისარგებლებს ამ საბანკო პროდუქტებით, მათ შორის, ერთი ან რამდენიმე არსებული საბანკო პროდუქტის სრულად ან ნაწილობრივ რეფინანსირებისთვის, გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებითვე გათვალისწინებული პირობებით და ვადებში. ამასთან, მხარეები აცნობიერებენ და თანხმდებიან, რომ: (ა) საბანკო პროდუქტებით მრავალჯერადი სარგებლობისას, მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში ასათვისებელი საბანკო პროდუქტების მოცულობის გაანგარიშებისას, მხედველობაში არ მიიღება ხელშეკრულებიდან გამომდინარე კლიენტის მიერ ათვისებული საბანკო პროდუქტების ის მოცულობა/ნაწილი, რომელიც ბანკის მიმართ უკვე შესრულებულია, (ბ) ერთი ან რამდენიმე არსებული საბანკო პროდუქტის სრულად ან ნაწილობრივ რეფინანსირებისას (მათ შორის, არსებული საბანკო პროდუქტის ფარგლებში თანხის ათვისება ან/და ახალი საბანკო პროდუქტის მიღება/გამოყენება) დასარეფინანსირებელი ვალდებულება არ მიიღება მხედველობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ლიმიტის გაანგარიშებისას და (გ) იმ შემთხვევაში, თუ გენერალური საკრედიტო ხაზი დამტკიცებულია ერთ რომელიმე ვალუტაში და ერთი ან რამდენიმე საბანკო პროდუქტის გაცემა/მიწოდება ხდება სხვა ვალუტაში, მაშინ მოქმედებს დანართი N1-ის 3.4.4. ქვეპუნქტი.
1.3. გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება –
მხარეთა შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება (მისი დანართების ჩათვლით), რომლის დანართსაც წარმოადგენს წინამდებარე სპეციფიკური პირობები.
1.4. გრაფიკი – შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულების, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე
გაცემული კრედიტის თანხის ან დოკუმენტალური ოპერაციების წარმოების შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი აკრედიტივის თანხის ან/და საგარანტიო თანხის და მასზე/მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და სხვა გადასახდელების (მათ შორის ინკასოს შემთხვევაში, საკომისიოს) დაბრუნების/გადახდის გრაფიკი, რომელიც განთავსდება ინტერნეტ-ბანკში ან/და დაერთვება საბანკო პროდუქტით სარგებლობის შესახებ შესაბამის ხელშეკრულებას ან/და მიეწოდება კლიენტს ხელშეკრულებით განსაზღვრული კომუნიკაციის რომელიმე საშუალებით. თუ კლიენტისთვის, რომელიმე ზემოაღნიშნული ფორმით ხელმისაწვდომი არ გახდა გრაფიკი ან/და კლიენტს სურს გრაფიკის მიღება (მათ შორის, დამატებით), იგი უფლებამოსილია მიმართოს ბანკს და მოითხოვოს გრაფიკის გაცემა.
1.5. დამატებითი პირობები/დანართი N2 – გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი N2-ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული პირობები, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების ჩათვლით.
1.6. დანართი – ხელშეკრულების დანართი (კონტექსტის შესაბამისად), რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად.
1.7. დანართი N3 - გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი N3-ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული პირობები, კლიენტის მიერ გარემოს დაცვის, ჯანდაცვის და შრომითი და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების ჩათვლით.
1.8. დოკუმენტალური ოპერაციები – xxxxxxx xxxxxxxx, დოკუმენტალური ინკასო, დოკუმენტალური აკრედიტივი ან/და სხვა დოკუმენტალური ოპერაციები, რომელსაც ბანკი სთავაზობს/შესთავაზებს კლიენტს.
1.9. დოკუმენტალური ოპერაციების წარმოების პირობები/დანართი N4 – გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი N4-ით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრული პირობები, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების ჩათვლით). ამასთან, ტერმინ - გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი N4-ის ქვეშ მოიაზრება დანართი N4 ან/და დოკუმენტალური ოპერაციების წარმოების სტანდარტული პირობები კონტექსტის შესაბამისად.
1.10. კანონმდებლობა – საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტები და საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში შემავალი საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი სასამართლოს, არბიტრაჟის, სამთავრობო ორგანოს, მარეგულირებელი ორგანოს (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, საქართველოს ეროვნული ბანკის) ან სხვა მსგავსი ორგანოს ნებისმიერი მოთხოვნა, ინსტრუქცია/მითითება, დირექტივა, ბრძანება ან გადაწყვეტილება.
1.11. კლიენტი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომლის სახელი/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო მონაცემები და სხვა სახის ინფორმაცია მოცემულია გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების
1.2. პუნქტში.
1.12. კრედიტი (ან საბანკო კრედიტი ან სესხი) – გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების და შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე და პირობების შესაბამისად კრედიტი/საბანკო კრედიტი (ლიმიტი) წარმოადგენს თანხობრივი მოცულობის მაქსიმალურ ლიმიტს, რომლის ფარგლებშიც, საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, კლიენტი უფლებამოსილია ერთჯერადად ან ეტაპობრივად მოითხოვოს კრედიტის თანხის ათვისება (მათ შორის უკვე ათვისებული კრედიტის თანხის სრულად ან ნაწილობრივ რეფინანსირებისთვის) და ვალდებულია წარმოქმნილი დავალიანება დაფაროს გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით და საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ვადებში. ამასთან, მხარეები აცნობიერებენ და თანხმდებიან, რომ: (ა) კრედიტის თანხით სარგებლობისას, მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში ასათვისებელი კრედიტის თანხის მოცულობის გაანგარიშებისას, მხედველობაში არ მიიღება საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კლიენტის მიერ ათვისებული კრედიტის თანხის ის მოცულობა/ნაწილი, რომელიც ბანკის მიმართ უკვე შესრულებულია, (ბ) ათვისებული კრედიტის თანხის სრულად ან ნაწილობრივ რეფინანსირებისას დასარეფინანსირებელი ვალდებულება არ მიიღება მხედველობაში საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ლიმიტის გაანგარიშებისას და (გ) იმ შემთხვევაში, თუ კრედიტი დამტკიცებულია ერთ რომელიმე ვალუტაში და შესაბამისი კრედიტის თანხის ან მისი ნაწილის გაცემა/მიწოდება ხდება სხვა ვალუტაში, მაშინ გამოიყენება დანართი N1-ის 3.4.3. ქვეპუნქტის პირობები.
1.13. კრედიტის თანხა – დაბრუნების, ფასიანობის,
უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ან/და საკრედიტო ხელშეკრულების ან/და საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ან/და ოვერდრაფტის ხელშეკრულების პირობების
შესაბამისად ბანკის მიერ კლიენტისათვის გამოყოფილი (ათვისებული ან ასათვისებელი) ფულადი სახსრები.
1.14. კრედიტის/საკრედიტო ხაზის მომსახურე ანგარიში – ბანკში არსებული მიზნობრივი ანგარიში, რომელიც ბანკის მიერ გამოიყენება კლიენტის კრედიტთან ან/და საკრედიტო ხაზთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციების წარმოებისთვის.
1.15. მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება/ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება – გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე და მის შესაბამისად (ა) ბანკსა და კლიენტს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, ოვერდრაფტის ხელშეკრულება ან/და დოკუმენტალური ოპერაციების წარმოების შესაბამისი ხელშეკრულება; (ბ) ბანკსა და კლიენტს, ან ბანკსა და მესამე მხარეს შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულება, უზრუნველყოფის ხელშეკრულება, თავდებობის ხელშეკრულება ან/და დოკუმენტები, რომელთა დადება ან/და გაცემა გათვალისწინებულია გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით ან/და ხდება მის საფუძველზე; ან/და (გ) ბანკსა და კლიენტს, ან ბანკსა და მესამე მხარეს შორის დადებული სხვა სახის ხელშეკრულებები, რომლებიც დადებულია კლიენტის მიერ გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით განსაზღვრული საბანკო პროდუქტებით სარგებლობისათვის, ან მათ უზრუნველსაყოფად.
1.16. მესამე პირი – ნებისმიერი პირი გარდა
კლიენტისა ან/და ბანკისა.
1.17. მხარე/მხარეები – კლიენტი ან/და ბანკი,
კონტექსტის შესაბამისად.
1.18. ოვერდრაფტი – გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების და შესაბამისი ოვერდრაფტის ხელშეკრულების საფუძველზე და პირობების შესაბამისად ოვერდრაფტი (ლიმიტი) წარმოადგენს ბანკის მიერ კლიენტის ანგარიშზე მოკლე ვადით დაწესებული სადებეტო ნაშთის თანხობრივი მოცულობის მაქსიმალურ ლიმიტს, რომელიც კლიენტს საშუალებას აძლევს მის ანგარიშზე დაწესებული სადებეტო ნაშთის ფარგლებში მრავალჯერადად გამოიყენოს ანგარიშზე რიცხულ თანხაზე მეტი თანხა (მათ შორის უკვე ათვისებული კრედიტის თანხის სრულად ან ნაწილობრივ რეფინანსირებისთვის), ხოლო წარმოქმნილი დავალიანება პირველ რიგში ავტომატურად დაიფარება ანგარიშზე შემოსული თანხით. ამასთან, მხარეები აცნობიერებენ და თანხმდებიან, რომ: (ა) კრედიტის თანხით
სარგებლობისას, მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში ასათვისებელი კრედიტის თანხის მოცულობის გაანგარიშებისას, მხედველობაში არ მიიღება ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კლიენტის მიერ ათვისებული კრედიტის თანხის ის მოცულობა/ნაწილი, რომელიც ბანკის მიმართ უკვე შესრულებულია, (ბ) ათვისებული კრედიტის თანხის სრულად ან ნაწილობრივ რეფინანსირებისას დასარეფინანსირებელი ვალდებულება არ მიიღება მხედველობაში ოვერდრაფტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ლიმიტის გაანგარიშებისას და (გ) იმ შემთხვევაში, თუ ოვერდრაფტი დამტკიცებულია ერთ რომელიმე ვალუტაში და შესაბამისი კრედიტის თანხის ან მისი ნაწილის გაცემა/მიწოდება ხდება სხვა ვალუტაში, მაშინ გამოიყენება დანართი N1-ის 3.4.4. ქვეპუნქტის პირობები.
1.19. ოვერდრაფტის ხელშეკრულება – დანართი N1-ის
3.2.1.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულება.
1.20. პირგასამტეხლო (ჯარიმა) – კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ფინანსური ან/და სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად.
1.21. პირი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს.
1.22. საბანკო დღე - დღე (შაბათის, კვირის და/ან კანონმდებლობით კომერციული ბანკებისათვის განსაზღვრული ოფიციალური დასვენების დღეების გარდა), როდესაც საქართველოში კომერციული ბანკები ღიაა და წარმართავენ თავიანთ საქმიანობას.
1.23. საკომისიო – ხელშეკრულების ფარგლებში და მათ შესაბამისად, ბანკის მიერ შესაბამისი საბანკო პროდუქტით სარგებლობისათვის კლიენტისათვის დაწესებული გადასახადი, რომლის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად.
1.24. საკრედიტო ხაზი – გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების და შესაბამისი საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე და პირობების შესაბამისად საკრედიტო ხაზი (ლიმიტი) წარმოადგენს თანხობრივი მოცულობის მაქსიმალურ ლიმიტს, რომლის ფარგლებშიც, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, კლიენტი უფლებამოსილია პერიოდულად მოითხოვოს კრედიტის თანხის ათვისება (მათ შორის უკვე ათვისებული კრედიტის თანხის სრულად ან ნაწილობრივ რეფინანსირებისთვის) და ვალდებულია წარმოქმნილი დავალიანება დაფაროს გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით და საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული
პირობებით და ვადებში. ამასთან, მხარეები აცნობიერებენ და თანხმდებიან, რომ: (ა) კრედიტის თანხით სარგებლობისას, მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში ასათვისებელი კრედიტის თანხის მოცულობის გაანგარიშებისას, მხედველობაში არ მიიღება საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების გამომდინარე კლიენტის მიერ ათვისებული კრედიტის თანხის ის მოცულობა/ნაწილი, რომელიც ბანკის მიმართ უკვე შესრულებულია, (ბ) ათვისებული კრედიტის თანხის სრულად ან ნაწილობრივ რეფინანსირებისას დასარეფინანსირებელი ვალდებულება არ მიიღება მხედველობაში საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ლიმიტის გაანგარიშებისას და (გ) იმ შემთხვევაში, თუ საკრედიტო ხაზი დამტკიცებულია ერთ რომელიმე ვალუტაში და შესაბამისი კრედიტის თანხის ან მისი ნაწილის გაცემა/მიწოდება ხდება სხვა ვალუტაში, მაშინ გამოიყენება დანართი N1-ის 3.4.4. ქვეპუნქტის პირობები.
1.25. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება – დანართი N1-ის 3.2.1.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულება.
1.26. საკრედიტო ხელშეკრულება – დანართი N1-ის
3.1.1.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულება.
1.27. საპროცენტო სარგებელი – გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების, საკრედიტო ხელშეკრულების, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების, ოვერდრაფტის ხელშეკრულებისა ან/და დოკუმენტალური ოპერაციების წარმოების შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე და მათი პირობების შესაბამისად კრედიტით, საკრედიტო ხაზით, ოვერდრაფტით ან/და დოკუმენტალური ოპერაციებით სარგებლობისათვის დაწესებული ბანკისათვის გადასახდელი სარგებელი, რომელიც, როგორც წესი, დაიანგარიშება შესაბამისი ათვისებული თანხის (ხოლო დოკუმენტალური ოპერაციის შემთხვევაში, ამგვარი ოპერაციის მოცულობის თანხის) ფიქსირებული ან ცვალებადი პროცენტული მაჩვენებლით და რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ხელშეკრულებით.
1.28. სპეციფიკური პირობები/დანართი N1 – დანართ N1-ით განსაზღვრული პირობები, მასში შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩათვლით.
1.29. შვილობილი კომპანია – პირთან მიმართებაში, ნებისმიერი სხვა კომპანია, რომლის წილის, აქციების ან/და ხმების არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) %-ს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს, ან რომელსაც სხვაგვარად მართავს აღნიშნული პირი.
1.30. ხელშეკრულება – (ა) გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება; (ბ) გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი N1 (სპეციფიკური პირობები); (გ) გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი N2 (დამატებითი პირობები), ასეთის არსებობის შემთხვევაში; (დ) ნებისმიერი დამატებითი დანართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც დაიდება მომავალში კლიენტის მიერ გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით განსაზღვრული საბანკო პროდუქტებით სარგებლობასთან მიმართებაში, მათში პერიოდულად შეტანილი ცვლილებების და დამატებების ჩათვლით. და (ე) მასთან დაკავშირებული სხვა
ხელშეკრულება/ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულება.
1.31. DEBT/ფულადი ვალდებულება – კლიენტის ნებისმიერი სახის ფულადი ვალდებულება, რომელსაც ერიცხება საპროცენტო სარგებელი.
1.32. DSCR/ბანკის წინაშე არსებული ფულადი ვალდებულების მომსახურების კოეფიციენტი - გადასახადების და საპროცენტო სარგებლის გადახდამდე, ასევე აქტივებზე ამორტიზაციის და ცვეთის დარიცხვამდე არსებული კლიენტის მოგება (დაკორექტირებული კლიენტის საკუთარი სახსრებით დაფინანსებული კაპიტალური დანახარჯებით, დივიდენდებით, მოგების გადასახადით და ცვლილებებით საბრუნავ კაპიტალში) გაყოფილი ბანკის წინაშე არსებული ფულადი ვალდებულების მიმდინარე ნაწილის მოსამსახურებლად საჭირო ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის ჯამზე.
1.33. EBITDA - მოგების გადასახადის და საპროცენტო სარგებლის გადახდამდე, ასევე აქტივებზე ამორტიზაციის და ცვეთის დარიცხვამდე არსებული კლიენტის მოგება.
1.34. EQUITY/კაპიტალი - კლიენტის მთლიანი აქტივების საერთო ღირებულებას გამოკლებული კლიენტის მთლიანი ვალდებულებების (ფულადი და არაფულადი) საერთო ღირებულება (მათ შორის დამფუძნებლის/აქციონერისპარტნიორის ფულადი მოთხოვნები, რომლებიც სუბორდინიერებულია კლიენტის წინაშე ბანკის მოთხოვნების მიმართ).
1.35. CAPEX/კაპიტალური დანახარჯები - კლიენტის ისეთი დანახარჯები, რომელიც ზრდის მისი ძირითადი საშუალებების ღირებულებას.
1.36. Current Assets/მიმდინარე აქტივი - კლიენტის ყველა ის აქტივი, რომელიც ნებისმიერი 12 (თორმეტი) თვიანი პერიოდის განმავლობაში არ წარმოადგენს რეალიზაციის/განკარგვის ობიექტს.
1.37. Current Liabilities/მიმდინარე ვალდებულებები - კლიენტის ნებისმიერი ვალდებულება მესამე პირის წინაშე, რომელიც არ წარმოადგენს გრძელვადიან ვალდებულებას, ამასთან, გრძელვადიან ვალდებულებას წარმოადგენს ვალდებულება,
რომელთა მოქმედების ვადა აღემატება 12
(თორმეტი) თვეს.
2. მხარეთა უფლებამოსილება და განცხადება
2.1. ხელშეკრულების დადების/ხელმოწერისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებამოსილების მიზნით მხარეთა მიერ მოპოვებულია ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა თუ მინდობილობა.
2.2. კლიენტის განცხადებით მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული ბანკის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ ბანკისათვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული. ამასთანავე, მისთვის ცნობილია, რომ ყალბი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის მიწოდება, ასევე ხელშეკრულებით დადგენილი კრედიტის მიზნობრიობის დარღვევა კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს დასჯად ქმედებას.
3. საბანკო პროდუქტებით სარგებლობის პირობები, პროცედურები და წესი
გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დადება/ხელმოწერა არ გულისხმობს ბანკის მიერ კლიენტისათვის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე საბანკო პროდუქტით (კრედიტი, საკრედიტო ხაზი, ოვერდრაფტი, დოკუმენტალური ოპერაციები) ან მისი ნაწილით სარგებლობის უფლების მინიჭებას. კლიენტისათვის ამგვარი უფლებამოსილების მინიჭების საკითხს ბანკი განიხილავს კლიენტის მიმართვის საფუძველზე ბანკში იმ მომენტისათვის არსებული პროცედურებისა და წესების დაცვით (მიმართვა წარდგენილ უნდა იქნას წერილობითი ფორმით). ამასთან, ბანკი უფლებამოსილია კლიენტის მიერ შესაბამისი საბანკო პროდუქტით ფაქტიურად სარგებლობამდე (მათ შორის, კრედიტის თანხით ფაქტიურ სარგებლობამდე) ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განუცხადოს კლიენტს ნებისმიერი საბანკო პროდუქტით ან მისი ნაწილით სარგებლობაზე.
3.1. კრედიტი
3.1.1. xxxxxxx და მის ფარგლებში კრედიტის თანხის
გაცემის წესი
3.1.1.1. ბანკის ან/და მისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ კრედიტის დამტკიცების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ბანკი და კლიენტი გააფორმებენ დამატებით ხელშეკრულებას („საკრედიტო ხელშეკრულება”), რომლითაც განისაზღვრება
კრედიტით სარგებლობის კონკრეტული პირობები;
3.1.1.2. კრედიტის ფარგლებში კრედიტის თანხის გაცემა მოხდება კლიენტის მიერ წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე, შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში, იმ პირობით, რომ დაკმაყოფილებული იქნება გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით ან/და საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა ბანკისათვის მისაღები ფორმით;
3.1.1.3. საკრედიტო ხელშეკრულებით ან/და მისი დანართებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კრედიტის თანხა შესაძლოა გაიცეს ერთიანად ან რამდენიმე ტრანშად (ნაწილად) ამავე საკრედიტო ხელშეკრულებით ან/და მისი დანართებით გათვალისწინებულ ვადებში და პირობებით.
3.1.2. საპროცენტო სარგებელი, საკომისიო და მათი დაანგარიშებისა და დარიცხვის წესი
3.1.2.1. საპროცენტო სარგებლის და საკომისიოს მინიმალური და მაქსიმალური ოდენობა (ან/და გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა ოდენობა/ფორმა) განისაზღვრება გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით, ხოლო კონკრეტულ კრედიტზე საპროცენტო სარგებლის და საკომისიოს ოდენობის ასახვა მოხდება შესაბამის საკრედიტო ხელშეკრულებაში;
3.1.2.2. საპროცენტო სარგებელი იანგარიშება გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით ან/და შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულებით (მისი დანართების ჩათვლით) განსაზღვრული კრედიტით სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად, წელიწადში 365 (სამას სამოცდახუთ) დღეზე გაანგარიშებით;
3.1.2.3. საკომისიოს ოდენობა იანგარიშება გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით ან/და შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულებით (მისი დანართების ჩათვლით) გათვალისწინებული ფორმითა და პერიოდულობით. მათ შორის, თუ გათვალისწინებულია წლიური საკომისიო, მაშინ მისი დაანგარიშება მოხდება საპროცენტო სარგებლის დაანგარიშებისათვის გათვალისწინებული წესით, ხოლო სხვა შემთხვევაში, გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით ან/და შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულებით (მისი დანართების ჩათვლით) გათვალისწინებული წესით;
3.1.2.4. საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებლის) დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ან/და შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულების (მისი დანართების ჩათვლით) მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებითი ან
კლიენტის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე.
3.1.3. პირგასამტეხლო (ჯარიმა) კრედიტით სარგებლობის პირობების დარღვევისათვის და მისი დარიცხვის წესი
3.1.3.1. პირგასამტეხლოს ოდენობა კრედიტით სარგებლობის პირობების დარღვევისათვის განისაზღვრება გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით ან/და შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულებით;
3.1.3.2. პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაში, მიუხედავად გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ან/და შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულების (მისი დანართების ჩათვლით) მოქმედებისა ან შეწყვეტისა, შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების იძულებითი ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე;
3.1.3.3. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს კლიენტს გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით ან/და შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების (გადასახდელების) შესრულებისაგან/გადახდისაგან.
3.2. საკრედიტო ხაზი/ოვერდრაფტი
3.2.1. საკრედიტო ხაზის/ოვერდრაფტის მოცულობა და მის ფარგლებში კრედიტის თანხის გაცემის წესი
3.2.1.1. ბანკის ან/და მისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ საკრედიტო ხაზის/ოვერდრაფტის დამტკიცების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ბანკი და კლიენტი გააფორმებენ დამატებით შესაბამის ხელშეკრულებას („საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება”/„ოვერდრაფტის ხელშეკრულება”), რომლითაც განისაზღვრება ამგვარი საკრედიტო ხაზით/ოვერდრაფტით სარგებლობის კონკრეტული პირობები;
3.2.1.2. საკრედიტო ხაზის/ოვერდრაფტის ფარგლებში კრედიტის თანხის გაცემა მოხდება კლიენტის მიერ პერიოდულად წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე, შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში, იმ პირობით, რომ დაკმაყოფილებული იქნება გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით ან/და შესაბამისი საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით/ოვერდრაფტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა ბანკისათვის მისაღები ფორმით;
3.2.1.3. xxxxx უფლებამოსილია განაცხადოს უარი საკრედიტო ხაზის/ოვერდრაფტის ფარგლებში კრედიტის თანხების გაცემაზე იმ შემთხვევაში
თუკი დარღვეულია გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით ან/და ბანკთან გაფორმებული სხვა ნებისმიერი, ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებული, ხელშეკრულებით დადგენილი პირობები და მოთხოვნები, ან/და კლიენტის მიერ არ ხდება საკრედიტო ხაზით/ოვერდრაფტით სარგებლობა 180 (ასოთხმოცი) კალენდარული დღის, ან შესაბამისი საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით/ოვერდრაფტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში;
3.2.1.4. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით/ოვერდრაფტის ხელშეკრულებით ან/და კონკრეტული კრედიტის თანხის გაცემის წინაპირობად სხვაგვარად არ იქნება განსაზღვრული, კრედიტის თანხის დაბრუნება უნდა მოხდეს საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების/ოვერდრაფტის ხალშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღამდე;
3.2.1.5. კლიენტი უფლებამოსილია, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ცალმხრივად მოითხოვოს შეთანხმებული საკრედიტო ხაზის/ოვერდრაფტის მაქსიმალური მოცულობის შემცირება. ამგვარი შემცირების შემთხვევაში, საკრედიტო ხაზის/ოვერდრაფტის მაქსიმალური მოცულობის კვლავ გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ ბანკის წერილობითი თანხმობით.
3.2.2. საპროცენტო სარგებელი და საკომისიო საკრედიტო ხაზის/ოვერდრაფტის ფარგლებში ათვისებულ/აუთვისებელ კრედიტის თანხებზე და მათი დარიცხვის წესი
3.2.2.1. საკრედიტო ხაზის/ოვერდრაფტის ფარგლებში ათვისებულ თითოეულ კრედიტის თანხას დაერიცხება საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით/ოვერდრაფტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებელი;
3.2.2.2. საპროცენტო სარგებლის და საკომისიოს დაანგარიშება და დარიცხვა მოხდება დანართი N1- ის 3.1.2. ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. ამასთან, საპროცენტო სარგებლის და საკომისიოს დარიცხვა მოხდება შესაბამისი კრედიტის თანხის გაცემიდან სრულად დაბრუნების თარიღამდე.
3.2.3. პირგასამტეხლო (ჯარიმა) კრედიტის თანხით სარგებლობის პირობების დარღვევისათვის და მისი დარიცხვის წესი
3.2.3.1. პირგასამტეხლოს ოდენობა საკრედიტო ხაზის/ოვერდრაფტის ფარგლებში ათვისებული თითოეული კრედიტის თანხით სარგებლობის პირობების დარღვევისათვის განისაზღვრება გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით ან/და შესაბამისი საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით/ოვერდრაფტის ხელშეკრულებით;
3.2.3.2. პირგასამტეხლოს დაანგარიშება და დარიცხვა მოხდება დანართი N1-ის 3.1.3. ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესითა და პირობებით.
3.3. დოკუმენტალური ოპერაციები
3.3.1. ბანკი განიხილავს კლიენტის კონკრეტულ მოთხოვნას დოკუმენტალური ოპერაციების წარმოების შესახებ.
3.3.2. ბანკის უფლებამოსილი ორგანოს მიერ კლიენტის დავალებით და მის სასარგებლოდ დოკუმენტალური ოპერაციის წარმოების თაობაზე საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ბანკი და კლიენტი გააფორმებენ დანართს N4 და შესაბამის დამატებით ხელშეკრულებას დოკუმენტალური ოპერაციების წარმოების თაობაზე, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი მომსახურების კონკრეტული პირობები, პროცედურები და წესი.
3.4. საბანკო პროდუქტებით სარგებლობის დამატებითი პირობები
3.4.1. კლიენტი ცალსახად და გამოუთხოვადად აცხადებს თანხმობას კრედიტის თანხის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს და სხვა გადასახდელების გადახდის შემდეგ თანმიმდევრობაზე: პირველ რიგში იფარება საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული საპროცენტო სარგებელი, შემდეგ კრედიტის თანხა და ბოლოს სხვა გადასახდელები.
3.4.2. მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის ფორმირებისთვის გამოყენებული საჯარო ინდექსის (ასეთის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება რეფინანსირების განაკვეთი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, LIBOR განაკვეთი ან/და სხვა) გაუქმების/ოფიციალურად გამოქვეყნების შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევაში, ბანკი განსაზღვრავს ახალ საჯარო ინდექსს და მასთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიებს/ფორმულებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის შესაბამისადაც მოხდება საპროცენტო სარგებლის ფორმირება, რის თაობაზეც შეატყობინებს კლიენტს ხელშეკრულებით განსაზღვრული კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებით. ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის ფორმირებისთვის გამოყენებული საჯარო ინდექსის გაუქმების/ოფიციალურად გამოქვეყნების შეწყვეტის ან/და შეჩერების შემთხვევაში: (ა) ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი, არსებული საჯარო ინდექსით იქნება ფორმირებული იმ მომენტამდე, რა მომენტშიც ხელშეკრულების პირობების შესაბამისად უნდა მომხდარიყო არსებული საჯარო ინდექსის განახლება; (ბ) ბანკის მიერ ახალი საჯარო ინდექსის გათვალისწინებით განისაზღვრება/შეიცვლება საპროცენტო
სარგებლის ფორმირებისთვის დადგენილი საჯარო ინდექსის დანამატი საპროცენტო კოეფიციენტი. ამასთან, ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის ფორმირებისთვის გამოყენებული საჯარო ინდექსის ოფიციალურად გამოქვეყნების შეჩერების შემდგომ მისი ოფიციალურად გამოქვეყნების განახლების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია საპროცენტო სარგებლის ფორმირების მიზნით, განაგრძოს საპროცენტო სარგებლის ფორმირება შესაბამისი საჯარო ინდექსით ან ბანკისგან დამოუკიდებელი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, აღადგინოს არსებული საჯარო ინდექსი. თუ კანონმდებლობით ან/და კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ განისაზღვრება საჯარო ინდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული სავალდებულოდ შესასრულებელი წესი/პირობა, მაშინ უპირატესობა მიენიჭება აღნიშნულ წესს/პირობას, ხოლო თუ განისაზღვრება სარეკომენდაციო წესი/პირობა, ბანკი უფლებამოსილი იქნება სრულად ან ნაწილობრივ იმოქმედოს აღნიშნული სარეკომენდაციო წესის/პირობის შესაბამისად.
3.4.3. თუ გენერალური საკრედიტო ხაზი დამტკიცებულია ერთ რომელიმე ვალუტაში და შესაბამისი კრედიტის თანხის ან/და დოკუმენტალური ოპერაციის, ან მათი ნაწილის გაცემა/მიწოდება ხდება სხვა ვალუტაში, მაშინ გამოიყენება გაცემის/მიწოდების მომენტში მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი.
3.4.4. თუ გენერალური საკრედიტო ხაზი დამტკიცებულია ერთ რომელიმე ვალუტაში და შესაბამისი კრედიტის თანხის ან/და დოკუმენტალური ოპერაციის, ან მათი ნაწილის გაცემა/მიწოდება ხდება სხვა ვალუტაში, სავალუტო კურსის ცვლილების გამო გენერალური საკრედიტო ხაზის მოცულობის გადაჭარბება არ ჩაითვლება წინამდებარე გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დარღვევად და კლიენტი ვალდებულია სრულად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
3.4.5. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი პროდუქტებით მომსახურებაზე (მათ შორის, კრედიტის თანხების გაცემაზე) ან მის ნაწილზე, თუკი კლიენტის ქონებაზე ან/და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე (მათ შორის, ანგარიშზე) აღრიცხულია (რეგისტრირებულია) რაიმე სახის შეზღუდვა, მათ შორის საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა, რომელიც საფრთხეს უქმნის კლიენტის მიერ ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას.
3.4.6. საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს დარიცხვის (გადახდის) მომენტში, კანონმდებლობით (მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტრუქციებით) დადგენილია საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს განაკვეთები, რომელთა
მოცულობა უფრო დაბალია, ვიდრე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს განაკვეთები, ასეთ შემთხვევაში მოქმედებს კანონმდებლობით (მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტრუქციებით) დადგენილი საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი (ამგვარის არსებობის შემთხვევაში).
3.4.7. კლიენტი ვალდებულია კრედიტის თანხის ან/და სხვა მსგავსი დავალიანების, მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (მათ შორის, მიუღებელი სარგებლის), საკომისიოსა და პირგასამტეხლოს, აგრეთვე ნებისმიერი სხვა სახის დავალიანების ვადამდე შესრულებამდე, მათ შორის სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან რეფინანსირებამდე, ხოლო საკრედიტო ხაზის და ოვერდრაფტის შემთხვევაში, მხოლოდ სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან რეფინანსირებამდე, აღნიშნულის თაობაზე 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღით ადრე წერილობით მიმართოს ბანკს. ამასთან, თუ საკრედიტო ხელშეკრულებით, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით ან/და ოვერდრაფტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხის მოცულობა არ აღემატება 2000000 (ორი მილიონი) ლარს ან მის ექვივალენტს სხვა ვალუტაში (ბანკისათვის წერილობით მიმართვის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებული კურსით), ბანკი ზემოთ აღნიშნული ვალდებულებების დაფარვას უზრუნველყოფს წერილობით მიმართვის დღეს ან თუ წერილობით მიმართვა განხორციელდა არასამუშაო დროს, არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია ზემოთ აღნიშნული ვალდებულებების დაფარვა უზრუნველყოს დანართი N1-ის 5.2. პუნქტით გათვალისიწნებული წესით.
3.4.8. კრედიტის თანხის ვადამდე დაფარვისას, ხოლო საკრედიტო ხაზის და ოვერდრაფტის შემთხვევაში, კლიენტის მოთხოვნით საკრედიტო ხაზის ან/და ოვერდრაფტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ან/და ოვერდრაფტის ხელშეკრულების შეწყვეტისას, კლიენტი ვალდებულია ბანკის მიერ მოთხოვნილ ვადაში (ხოლო თუ ბანკის მიერ ასეთი ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ დაუყოვნებლივ), ბანკისთვის მისაღები ფორმით, წარუდგინოს ბანკს კრედიტის თანხის დაფარვისთვის გამოყენებული ფულადი სახსრების წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. კლიენტის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიიჩნევა, რომ კრედიტის თანხის
დაფარვა მოხდა/ხდება სხვა საფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული ფულადი სახსრებით, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ანიჭებს ბანკს უფლებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით დააკისროს კლიენტს ათვისებული კრედიტის თანხის სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან რეფინანსირების საკომისიო.
3.4.9. კრედიტით, საკრედიტო ხაზით და ოვერდრაფტით სარგებლობა (მათ შორის, ცვლილებისა და დამატებების შეტანა) შეიძლება ასევე განხორციელდეს კლიენტთან გაფორმებული საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით. ამასთან, დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით შესაბამისი საბანკო პროდუქტის დატკიცების შესახებ შეტყობინების, საბანკო პროდუქტის პირობების გაცნობის, მათში ცვლილებისა და დამატებების შეტანის და მათი დადასტურების წესი და პირობები განთავსებულია ვებგვერდზე xxx.xxxxxxxxxxxxx.xx
3.4.10. დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით კრედიტით, საკრედიტო ხაზით და ოვერდრაფტით სარგებლობის შემთხვევაში, შესაბამისი საბანკო პროდუქტის თაობაზე ხელშეკრულებას (საკრედიტო ხელშეკრულება, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება და ოვერდრაფტის ხელშეკრულება) წარმოადგენს კრედიტით, საკრედიტო ხაზით ან/და ოვერდრაფტით ან მისი ნაწილით სარგებლობის უფლების მინიჭების მოთხოვნის თაობაზე კლიენტის მიმართვის განაცხადი ან/და ბანკის ან/და მისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი საბანკო პროდუქტის კონკრეტული პირობები, რომელიც კლიენტს გასაცნობად და დასადასტურებლად მიეწოდება დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით.
3.4.11. თუ კლიენტთან გაფორმებული საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობები (გარდა კრედიტის, საკრედიტო ხაზის და ოვერდრაფტის საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებისა) წინააღმდეგობაში მოდის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების პირობებთან, უპირატესობა ენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
3.4.12. თუ კრედიტის, საკრედიტო ხაზის ან/და ოვერდრაფტის პირობები ეწინააღმდეგება გენერალური საკრედიტო ხაზის პირობებს, უპირატესობა ენიჭება კრედიტის, საკრედიტო ხაზის ან/და ოვერდრაფტის პირობებს და აღნიშნული პირობები ჩაითვლება გენერალური საკრედიტო ხაზის პირობებად.
3.4.13. xxxxx უფლებამოსილია განაცხადოს უარი კრედიტის თანხების გაცემაზე, თუ კლიენტის მიერ სრულად არ იქნა ათვისებული კრედიტის თანხა შესაბამისი საკრედიტო ხელშეკრულებით, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით ან/და ოვერდრაფტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და პირობებით ან კლიენტის მიერ მოხდა
ხელშეკრულების ან/და ბანკთან გაფორმებული სხვა ნებისმიერი ხელშეკრულების, რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ ვალდებულებასთან, პირობების დარღვევა.
3.4.14. კლიენტი ცალსახად და გამოუთხოვადად აცხადებს თანხმობას კრედიტის თანხის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს და სხვა გადასახდელების გადახდის შემდეგ თანმიმდევრობაზე: პირველ რიგში იფარება საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული საპროცენტო სარგებელი, შემდეგ კრედიტის თანხა და ბოლოს სხვა გადასახდელები.
3.4.15. კრედიტის თანხის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს დაანგარიშება და გადახდა უნდა მოხდეს ხელშეკრულებით ან/და გრაფიკით დადგენილი წესით და შესაბამისად. ამასთან, გრაფიკსა და ხელშეკრულების დებულებებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში ხელშეკრულების დებულებებს მიენიჭება უპირატესობა. ამასთან, შეუსაბამობად არ მიიჩნევა გრაფიკით განსაზღვრული დებულებების/მონაცემების არარსებობა ხელშეკრულებაში. ასეთ შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება გრაფიკით განსაზღვრულ დებულებებს/მონაცემებს. კლიენტის მიერ ბანკის მიმართ წარდგენილი ზეპირი ან წერილობითი განცხადების საფუძველზე მხარეთა შეთანხმებით კრედიტის თანხა და საპროცენტო სარგებელი შეიძლება წინსწრებით დაიფაროს ხელშეკრულებით ან/და გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებზე ადრეც.
3.4.16. კრედიტის თანხის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს და პირგასამტეხლოს გადახდა უნდა განხორციელდეს იმავე ვალუტაში რა ვალუტაშიც დამტკიცებულია კრედიტი, ხოლო აღნიშნული მიზნით თანხის კონვერტაციის აუცილებლობის შემთხვევაში კონვერტაცია უნდა განხორციელდეს კლიენტის ხარჯზე კონვერტაციის თარიღისათვის ბანკში დაწესებული კომერციული კურსით ან კლიენტთან შეთანხმებული კურსით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3.4.17. xxxxxxxx მიერ გადახდილი ნებისმიერი თანხა ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულ ვალდებულებად, თუ ისინი გადახდილია ხელშეკრულებით დადგენილ თარიღში, ხოლო თუ ეს თარიღი ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ დაფარვა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა.
3.4.18. ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული ბანკისთვის გადასახდელი ნებისმიერი საკომისიო, თანხა, საზღაური ან/და გადასახდელი მითითებული და განსაზღვრულია გადასახადების (მათ შორის
შეუზღუდავად, ნებისმიერ იურისდიქციაში განსაზღვრული წყაროსთან დაკავების ვალდებულების ან/და არაპირდაპირი გადასახადის) გარეშე და არ მოიცავს მათ.
3.4.19. მიუხედავად ნებისმიერი საწინააღმდეგო დებულებისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული ბანკის ნებისმიერი სხვა უფლების შეუზღუდავად, ბანკი უფლებამოსილია უარი განუცხადოს კლიენტს კრედიტის თანხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის კლიენტისთვის ხელმისაწვდომად გახდაზე, გაცემაზე ან შენარჩუნებაზე, თუ (ა) კანონმდებლობა უკანონოს ან შეუძლებელს ხდის ბანკის მიერ კრედიტის თანხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის კლიენტისთვის ხელმისაწვდომად გახდას, გაცემას ან შენარჩუნებას/ქონას, და/ან (ბ) კრედიტის თანხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის კლიენტისთვის ხელმისაწვდომად გახდა, გაცემა ან შენარჩუნება/ქონა ეწინააღმდეგება ან შეუსაბამოა კანონმდებლობას და/ან კანონმდებლობით განსაზღვრულ ნებისმიერ აკრძალვას/შეზღუდვას.
3.4.20. იმ შემთხვევაში, თუ უზრვენლყოფის/იპოთეკის საგნის რეალური ფართობი არ შეესაბამება საჯარო რეესტრი ეროვნულ სააგენტოს მონაცემს, კლიენტი ვალდებულია კრედიტის თანხის გაცემიდან/ათვისებიდან ან საკრედიტო ხაზის/ ოვერდრაფტის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში იპოთეკის საგანზე უზრუნველყოს ამზომველის მიერ აზომვითი ნახაზის მომზადება და დააზუსტოს იპოთეკის საგნის რეალური ფართობი საჯარო რეესტრი ეროვნულ სააგენტოში.
4. კლიენტის ძირითადი ვალდებულებები ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით:
4.1. მიზნობრიობა. კლიენტი ვალდებულია დაიცვას ხელშეკრულებით დადგენილი კრედიტის/საკრედიტო ხაზის/ოვერდრაფტის (ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა საბანკო პროდუქტების) მიზნობრიობა (ამგვარის არსებობის შემთხვევაში).
4.2. დაზღვევა. კლიენტი ვალდებულია ბანკის წერილობით ან ზეპირი მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში და პირობებით, ხოლო ასეთი ვადის არ არსებობისას, ბანკის მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, დააზღვიოს ამავე მოთხოვნით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევები (მათ შორის, უზრუნველყოფის საშუალებები) ბანკის სასარგებლოდ (ანუ დაზღვევის ბენეფიციარს უნდა წარმოადგენდეს ბანკი ან/და ბანკის მიერ დასახელებული პირი) ისე, რომ (ა) სადაზღვევო ანაზღაურებით შესაძლებელი იყოს ბანკის (ან/და ბანკის მიერ დასახელებული პირის) მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება, და (ბ) დაზღვევის ერთჯერადი ან ჯამური ვადა არ უნდა იყოს ბანკის მოთხოვნების მოქმედების ვადაზე ნაკლები.
4.2.1. ამასთან, კლიენტი იღებს ვალდებულებას:
4.2.1.1. დაზღვევის მომენტიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინოს ბანკს;
4.2.1.2. თუ დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტის ერთჯერადი მოქმედების ვადა ნაკლებია ბანკის მოთხოვნების მოქმედების ვადაზე, დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე წარუდგინოს ბანკს დაზღვევის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტი განახლებული ვადით;
4.2.1.3. დაიცვას დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების პირობები, მათ შორის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს და სადაზღვევო კომპანიას.
4.3. ბანკის მოთხოვნების უზრუნველყოფა.
კლიენტი ვალდებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული ბანკის მოთხოვნების (ან მათი ნაწილის) შესრულების, ასევე სასამართლოს (მათ შორის საარბიტრაჟო სასამართლო), აღსრულების, უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებული, თუ უზრუნველყოფილი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერი სხვა ხარჯების სრულად და ჯეროვნად უზრუნველსაყოფად:
4.3.1. თუ უზრუნველყოფის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული უზრუნველყოფის საგანი ან უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (მათ შორის, იმ ქონებაზეც, რომელიც არ წარმოადგენს უზრუნველყოფის საგანს);
4.3.2. თუ კლიენტის ან/და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის მიმართვის საფუძველზე ბანკი წერილობით უარს განაცხადებს უზრუნველყოფაზე, მხარეები თანხმდებიან, რომ უზრუნველყოფის ამგვარი გაუქმება ჩაითვლება მხარეთა შორის შეთანხმებულად და ბანკის მოთხოვნები კლიენტის მიმართ დარჩება ძალაში სრული ოდენობით;
4.3.3. დაუყოვნებლივ მიაწოდოს ბანკს ინფორმაცია უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის ცვლილების შესახებ.
4.4. ინფორმაციის წარდგენა. კლიენტი ვალდებულია ქვემოთ მითითებულ ვადებში, ან/და ბანკის წერილობითი მოთხოვნით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ბანკისათვის მისაღები ფორმით მიაწოდოს ბანკს დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელიც:
4.4.1. ასახავს კლიენტის საერთო აქტივებს/ქონებას, ფინანსურ მდგომარეობას (მათ შორის ბალანსი და მოგება-ზარალის უწყისი), საქმიან ოპერაციებს, ამონაწერებს საბანკო ანგარიშებიდან (მათ შორის, სხვა საბანკო-საფინანსო ინსტიტუტებში არსებული ანგარიშებიდან) და ანგარიშგებას (საგადასახადო ანგარიშგების ჩათვლით), მათ შორის:
4.4.1.1. ყოველი კალენდარული კვარტლის შემდგომი თვის ბოლო რიცხვამდე – ინფორმაცია საერთო აქტივების/ქონების შესახებ, მოგება-ზარალის უწყისი და ბალანსი კალენდარული კვარტლის ბოლო დღის მდგომარეობით;
4.4.1.2. ყოველი მომდევნო კალენდარული წლის მე-4 თვის ბოლო რიცხვამდე – გასული კალენდარული წლის ფინანსური დოკუმენტაცია (ბალანსი და მოგება- ზარალის ანგარიში) კალენდარული წლის ბოლო დღის მდგომარეობით, რომელიც ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნეს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დამოწმებული სახით ასეთის არსებობის შემთხვევაში;
4.4.1.3. დაუყოვნებლივ – იმ შესაძლო, პოტენციური ან/და არსებული ადმინისტრაციული, სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) ან/და სხვა მსგავსი დავების ან სამართალწარმოების შესახებ, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს, კლიენტის აქტივებთან/ქონებასთან, უზრუნველყოფის საშუალებებთან, კლიენტის გადახდისუნარიანობასთან/გაკოტრებასთან დაკავშირებულ დავებს ან სამართალწარმოებას.
4.4.2. აუცილებელია ბანკის მიერ კანონმდებლობის
მოთხოვნათა დასაცავად და შესასრულებლად;
4.4.3. მოთხოვნილია ბანკის მიერ გონივრულობის ფარგლებში კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით.
4.5. გარემოს დაცვის, ჯანდაცვის და შრომითი და სოციალური დაცვის უზრუნველყოფა. xxxxxxxx მიერ გარემოს დაცვის, ჯანდაცვის და შრომითი და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით:
4.5.1. კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, შრომითი და სოციალური დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის ან ასეთის საშიშროების შესახებ. აღნიშნულთან ერთად კლიენტი ვალდებულია ბანკს აცნობოს იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული დარღვევების აღმოსაფხვრელად, ასევე, ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში შეუთანხმოს ბანკს ან/და გაითვალისწინოს ბანკის მოთხოვნები და რეკომენდაციები აღნიშნული დარღვევების აღმოსაფხვრელად;
4.5.2. მხარეები თანხმდებიან შეასრულონ დანართი N3-ით (ასეთის არსებობისას) ნაკისრი/მინიჭებული უფლება-მოვალეობები.
4.6. სხვა ვალდებულებები. კლიენტი ვალდებულია
4.6.1. xxxxxx წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე:
4.6.1.1. კლიენტმა, როგორც იურიდიულმა პირმა ან სხვა ორგანიზაციულმა წარმონაქმნა, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს არ დაუშვას ძირითადი საქმიანობის სფეროს შეცვლა, რეორგანიზაცია (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა) ან ლიკვიდაცია
4.6.1.2. არ დაუშვას საკუთარი აქტივების/ქონების ან მისი/მათი ნაწილის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება ან/და სხვაგვარად დატვირთვა ნებისმიერი მესამე პირის სასარგებლოდ, რითაც საფრთხე შეექმნება ხელშეკრულების პირობების შესრულებას.
4.6.1.3. არ განკარგოს ნებისმიერი სახით საკუთარი აქტივები/ქონება (ან მისი/მათი ნაწილი) ან/და შეიძინოს ნებისმიერი მესამე პირის ნებისმიერი სახის აქტივები/ქონება ან მისი/მათი ნაწილი გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამგვარი ქმედება გახორციელებულია კლიენტის ჩვეულებრივი საწარმოო საქმიანობის ფარგლებში;
4.6.1.4. არ განახორციელოს ინვესტიციები, დაიკისროს რაიმე ვალდებულებები ან/და გაწიოს ხარჯები, მათ შორის კაპიტალური დანახარჯები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამგვარი ინვესტიციების, ან/და ხარჯების გაწევა ან/და ვალდებულებების აღება შეესაბამება ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული კრედიტის ან/და სხვა საბანკო პროდუქტების მიზნობრიობას ან/და გახორციელებულია კლიენტის ჩვეულებრივი საწარმოო საქმიანობის ფარგლებში;
4.6.1.5. არ დაიკისროს რაიმე დამატებითი საბალანსო ან გარესაბალანსო კრედიტები, სესხები ან/და მსგავსი ვალდებულებები;
4.6.1.6. დივიდენდების გაცემა კლიენტს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის მხრიდან ადგილი არა აქვს ხელშეკრულების ან/და ბანკთან გაფორმებული სხვა ნებისმიერი ხელშეკრულების ან/და სხვა შეთანხმებების დარღვევას, რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ ვალდებულებებთან ან/და დივიდენდის გაცემით არ იქმნება ამგვარი დარღვევის საშიშროება.
4.6.2. საკუთარი და მისი შვილობილი კომპანიების ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პროცედურების სრული დაცვით, ხოლო ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, (ა) ამგვარი ანგარიშების წარმოება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს (International Financial Reporting Standards), და (ბ) ფინანსური ანგარიშების შემოწმება უნდა მოხდეს ბანკისათვის მისაღები აუდიტორის/აუდიტორული კომპანიის მიერ.
4.6.3. ისარგებლოს მხოლოდ ბანკის პროდუქტებით ან/და მომსახურებით, მათ შორის, საბანკო ბრუნვის და საბანკო ანგარიშებზე ნაშთის 100
(ასი) % აწარმოოს/იქონიოს მხოლოდ ბანკის მეშვეობით. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, კლიენტი უფლებამოსილია სავალუტო გარიგება დადოს სხვა ბანკებში ან შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებში იმგვარად, რომ საბანკო ბრუნვის და საბანკო ანგარიშებზე ნაშთის 100 (ასი) % აწარმოოს/იქონიოს მხოლოდ ბანკის მეშვეობით, მათ შორის, კლიენტმა შეიძლება ასეთი გარიგება დადოს ბლუმბერგის Bmatch პლატფორმაზე.
4.6.4. უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა ან/და სხვა პირობების დაცვა.
5. მხარეთა პასუხისმგებლობა
5.1. მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი), ხოლო ზიანის (ზარალის) ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან/გადახდისაგან.
5.2. ამასთან, კლიენტი პასუხს აგებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით ბანკისათვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე (ზარალზე). მათ შორის, დანართი N1-ის 3.4.7. პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია კლიენტს დარღვეული ვადის პერიოდზე დაარიცხოს შესაბამისი საპროცენტო სარგებლის (როგორც მიყენებული ზიანის/ზარალის) დამატებითი მოცულობა ან შესაბამისი ვალდებულების დაფარვა უზრუნველყოს წერილობით მიმართვიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღისა. ზიანის (ზარალის) ანაზღაურება კლიენტს არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან/გადახდისაგან.
5.3. მიუხედავად დანართი N1-ის 5.1. და 5.2. პუნქტებით განსაზღვრული გარანტიებისა, კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და შესაბამისად ბანკის უფლებებისა და მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, კლიენტი აცხადებს წინასწარ თანხმობას ბანკის სრულ უფლებამოსილებაზე:
5.3.1. რამდენიმე ვადამოსული დავალიანების არსებობისას, განსაზღვროს საბანკო პროდუქტების და მათ ფარგლებში არსებული გადასახდელების თანმიმდევრობა და რიგითობა;
5.3.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი გადასახდელის სრულად და ჯეროვნად დაფარვამდე, მასთან არსებული წესების დაცვით, შესაბამისი გადასახდელის მოცულობით, უაქცეპტოდ დაბლოკოს კლიენტის ნებისმიერი სახის ანგარიში;
5.3.3. კლიენტის ნებისმიერი სახის ანგარიშიდან (მათ შორის საანაბრე ანგარიშიდან) უაქცეპტოდ
ჩამოწეროს ყველა გადასახდელი, ხოლო თუ გადასახდელი და ანგარიშზე რიცხული თანხა სხვადასხვა ვალუტაშია, ბანკმა თავად განახორციელოს კონვერტაცია გადახდის თარიღისათვის ბანკში მოქმედი კომერციული კურსით ან კლიენტთან შეთანხმებული კურსით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო კონვერტაციის მომსახურების ღირებულება ასევე უაქცეპტოდ ჩამოწეროს კლიენტის ანგარიშიდან, კონვერტირებული თანხა კი მიმართოს შესაბამისი გადასახდელის დასაფარად.
6. კომუნიკაცია მხარეებს შორის
6.1. მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. მხარისათვის გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება მას შეიძლება მიეწოდოს პირადად ან გაეგზავნოს კურიერის (მათ შორის, საერთაშორისო კურიერის) ან საფოსტო გზავნილის (მათ შორის, დაზღვეული წერილის) საშუალებით. ოპერატიულობის მიზნით და ქვემოთ მოცემული დებულებების გათვალისწინებით, გარდა კლიენტისთვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულებების ვადამდე სრულად შესრულების მოთხოვნის წარდგენისა ან ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ შეტყობინებისა, დასაშვებია მეორე მხარისათვის შეტყობინების მიწოდება ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით (მათ შორის, მობილ-ბანკით, ინტერნეტ-ბანკით) გაგზავნის გზით, იმ პირობით, რომ მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, ამგვარი მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში მას წარედგინება შეტყობინება წერილობითი ფორმითაც.
6.2. შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია ადრესატის მიერ (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტით, ქვითრით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით და ა.შ.). თუ შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული ადრესატის მიერ, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება მიიჩნევა სათანადო წესის შესაბამისად გაგზავნილად და მიღებულად:
6.2.1. კურიერის ან დაზღვეული საფოსტო გზავნილის მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში – ჩაბარების დადასტურების თარიღის დღეს;
6.2.2. ელექტრონული ფოსტის, ან/და სხვა ელექტრონული საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში – გაგზავნის თარიღიდან მეორე საბანკო დღეს.
6.3. შეტყობინება მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემებზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას.
6.4. მხარეები ურთიერთობას განახორციელებენ ხელშეკრულებით განსაზღვრულ მისამართებზე/საკონტაქტო მონაცემებზე (ან სხვა ნებისმიერ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემზე, რომელსაც ერთი მხარე აცნობებს მეორეს წერილობით). მხარე ვალდებულია აღნიშნული მისამართის ან მათი რომელიმე მონაცემის ცვლილების შესახებ დროულად აცნობოს მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ურთიერთობა (შეტყობინების გაგზავნა და სხვა) ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად.
6.5. იმ შემთხვევაში თუ, წინამდებარე ხელშეკრულებაში,
ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტში ან/და მასთან დაკავშირებით კლიენტის მიერ ბანკისადმი წარდგენილ განაცხადში, მითითებულია კლიენტის მხრიდან საკონტაქტო პირი (შემდგომში - საკონტაქტო პირი), ბანკი უფლებამოსილია წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში (მათ შორის და არა მხოლოდ, კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში და საკრედიტო დავალიანების კლიენტისგან ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ამოღების მიზნით) ნებისმიერი სახის და შინაარსის კომუნიკაცია (მათ შორის და არა მხოლოდ, საკრედიტო დავალიანების მოცულობისა და კრედიტთან დაკავშირებული სხვა პირობების შესახებ) განახორციელოს შეუზღუდავად, როგორც თავად xxxxxxxxx, ისე საკონტაქტო პირთან. კლიენტი ადასტურებს, რომ მას მოპოვებული აქვს ყველა ნებართვა და თანხმობა საკონტაქტო პირისგან, მისი პერსონალური მონაცემების ბანკისთვის გადაცემის და მათი დამუშავების თაობაზე და საკონტაქტო პირი ინფორმირებულია წინამდებარე პუნქტში განსაზღვრული ბანკის უფლებამოსილების შესახებ.
7. კონფიდენციალურობა
7.1. მხარეები ვალდებული არიან, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაიცვან მეორე მხარისაგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
7.2. კონფიდენციალურობის შესახებ ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება ინფორმაციას ან ინფორმაციის გამჟღავნებას:
7.2.1. რომელიც კანონმდებლობის დარღვევის გარეშე იყო ცნობილი ინფორმაციის მიმღები მხარისათვის ინფორმაციის გამამჟღავნებელი მხარის მიერ შესაბამისი ინფორმაციის გამჟღავნებამდე;
7.2.2. რომლის გამჟღავნებაც მოხდება მხარეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და შესასრულებლად (მათ შორის, რომელიმე მხარის მიერ სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) წესით მისი უფლებების განსახორციელებლად);
7.2.3. რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან.
7.3. მიუხედავად დანართი N1-ის 7.1. პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისა, კლიენტი ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას, კლიენტის დამატებითი წინასწარი ან შემდგომი თანხმობის ან აქცეპტის გარეშე:
7.3.1. კლიენტის შესახებ ინფორმაცია გადასცეს მის შვილობილ კომპანიებს ან სხვა აფილირებულ პირებს კლიენტისათვის სხვადასხვა ტიპის მომსახურების შეთავაზების მიზნით, იმ პირობით და იმის გათვალისწინებით, რომ:
7.3.1.1. ამგვარი ინფორმაცია შემოიფარგლება მხოლოდ იმ ინფორმაციით, რაც აუცილებელია ამგვარი მომსახურების შესათავაზებლად ან/და ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად;
7.3.1.2. ინფორმაციის მიმღები პირები დაიცავენ ზემოაღნიშნულ დებულებებს ინფორმაციის კონფიდენციალობასთან დაკავშირებით.
7.3.2. ძიებების რაოდენობის შეუზღუდავად, მოიძიოს ინფორმაცია კლიენტის შესახებ სს კრედიტინფო საქართველოს (ს/ნ 204470740) ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტის, რომელიც შეიძლება ფუნქციონირებდეს ან დაარსდეს საქართველოს ან ნებისმიერი სხვა იურისდიქციის ქვეშ, მონაცემთა ბაზაში და კლიენტის პოზიტიური ან/და ნეგატიური ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია, ნებისმიერი ცვლილების/დამატების ჩათვლით, გადასცეს სს კრედიტინფო საქართველოს ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტს (სს კრედიტინფო საქართველოსთვის ნეგატიური ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის გადაცემის დეტალური პირობები განთავსებულია ვებ გვერდზე: xxx.xxxxxxxxxx.xx), რაც იწვევს კლიენტის აღრიცხვას სს კრედიტინფო საქართველოს ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტის მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია: (ა) კლიენტზე მონაცემთა შეგროვება, გადამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია მიმდინარე, შესრულებული, შეუსრულებელი, ვადაგადაცილებული საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსური ვალდებულების სტატუსთან; და (ბ) მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის ანალიტიკური გადამუშავება (მათ შორის პირის კრედიტუნარიანობის /გადახდისუნარიანობის შემოწმების ან/და სხვა კანონიერი მიზნით). კლიენტისათვის ცნობილია, რომ: (ა) სს
კრედიტინფო საქართველო წარმოადგენს საკრედიტო ბიუროს და ის უფლებამოსილია მიღებული ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები დაამუშავოს/გადაამუშავოს და გადასცეს მესამე პირებს, პირის
კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შეფასების, შემოწმების ან/და სხვა კანონიერი მიზნით; (ბ) სს კრედიტინფო საქართველოსათვის ან ნებისმიერი სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე სუბიექტისთვის გადასაცემი და მისგან მისაღები ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, აგრეთვე კლიენტის მსხვილი
აქციონერების/დამფუძნებლების და
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსური ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ საპროცენტო სარგებელს, მოქმედების ვადას, პირის მიერ საკრედიტო/სასესხო თუ სხვა სახის ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის ოდენობასა და უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო (მათ შორის, საარბიტრაჟო სასამართლო) სამართალწარმოებისა და სააღსრულებო წარმოების შედეგს, აგრეთვე მონაცემთა ბაზისთვის საჭირო სხვა მონაცემებს;
7.3.3. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან ან/და ნებისმიერი სხვა იდენტური ან მსგავსი ფუნქციის მქონე დაწესებულებიდან (კერძო ან საჯარო) გამოითხოვოს, მიიღოს და შეინახოს კლიენტის შესახებ დაცული ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები და საიდენტიფიკაციო დოკუმენტები) და აღნიშული ინფორმაციის მონაცემთა ბაზები (მათ შორის ელექტრონული ბაზები), ასევე შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება ან/და პროცედურა რაც დაკავშირებულია ზემოაღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებასთან;
7.3.4. კლიენტის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, ინფორმაცია ხელშეკრულების შესახებ) მიაწოდოს:
7.3.4.1. ხელშეკრულების და შესაბამისი უზრუნველყოფის ხელშეკრულებების/გარიგებების მხარეებს/უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეებს;
7.3.4.2. მესამე პირებს: (ა) კლიენტის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად ბანკის უფლებების განხორციელების მიზნით, ან/და კლიენტის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით ან (ბ) რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხელშეკრულებიდან
გამომდინარე ბანკის მოთხოვნების შეძენით/სინდიცირებით ან/და კლიენტის ვალდებულებების გადაკისრებით.
7.3.5. საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ფარგლებში/მიზნებისთვის, დაფინანსების მოპოვების ფარგლებში/მიზნებისთვის, მესამე პირებისგან აუდიტორული, საკონსულტაციო, საშემფასებლო, კვლევითი ან სხვა მსგავსი მომსახურების მიღების
ფარგლებში/მიზნებისთვის ან/და ბანკის მიერ მესამე პირების წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მათ შორის ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ან/და ანგარიშგების ფარგლებში) მიზნით, კლიენტის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები ან/და საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია ან/და კლიენტთან გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება) მიაწოდოს ნებისმიერ მესამე პირს (მათ შორის საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, ბანკის გარე აუდიტორებს, კონსულტანტებს, მრჩევლებს, კვლევით ორგანიზაციებს ან მსგავსი ფუნქციის მქონე სხვა მესამე პირებს), ამასთან ასეთი გადაცემული ინფორმაციის/ხელშეკრულების კონფიდენციალურობის დაცვას უზრუნველყოფს, შესაბამისი ინფორმაციის/ხელშეკრულების მიმღები მესამე პირი.
8. დავები
8.1. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა (მათ შორის, ხელშეკრულების არსებობასთან, ინტერპრეტაციასთან, შესრულებასთან, აღსრულებასთან ან/და ნამდვილობასთან/ბათილობასთან დაკავშირებით) წყდება მხოლოდ საქართველოს სასამართლოების მიერ და მხოლოდ კანონმდებლობის გამოყენებით. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
9. ხელშეკრულების მოქმედება და შეწყვეტა
9.1. გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი დადების/ხელმოწერის მომენტიდან და ძალაშია მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე (მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების მოქმედების ვადა აღემატება გენერალური საკრედიტო ხაზის
ხელშეკრულებით განსაზღვრულ გენერალური საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადას).
9.2. ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და პირობებით შესაძლებელია ხელშეკრულების ვადამდე სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა:
9.2.1. ბანკის მიერ:
9.2.1.1. თუ კლიენტი სრულად და ჯეროვნად არ შეასრულებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ნებისმიერ ვალდებულებას;
9.2.1.2. ნებისმიერი ისეთი გარემოების დაწყებისას ან დადგომისას, რითაც საფრთხე შეექმნება: (ა) კლიენტის ან/და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის აქტივებს/ქონებას ან/და მის საქმიანობას, ან/და (ბ) კლიენტის ან/და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებას;
9.2.1.3. კლიენტის მიერ არ ხდება საბანკო პროდუქტებით სარგებლობა 1 (ერთი) კალენდარული წლის, ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში;
9.2.1.4. თუ კლიენტი სრულად და ჯეროვნად არ შეასრულებს ბანკთან გაფორმებული სხვა ნებისმიერი ხელშეკრულებით ან/და სხვა დოკუმენტით, რომელიც დაკავშირებულია ფინანსურ ვალდებულებებთან, ნაკისრ ვალდებულებებს;
9.2.1.5. თუ ადგილი ექნება კლიენტის აქტივების/ქონების ან მისი/მათი ნაწილის დაყადაღებას, რამაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე;
9.2.1.6. კლიენტის აქციონერის, პარტნიორის თუ სხვა სახის დამფუძნებლის (მათ შორის, ბენეფიციარი მფლობელის) მიერ აქციის, წილის ან კლიენტის კაპიტალში/ქონებაში სხვა სახის მიმოქცევადი უფლების განკარგვა (გასხვისება, დატვირთვა და ა.შ.) მოხდება ბანკთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების გარეშე;
9.2.1.7. თუ ნებისმიერმა სხვა კრედიტორმა კლიენტს მიმართა მასთან გაფორმებული გარიგების ვადამდე შეწყვეტით ან/და მოსთხოვა ვალდებულების (მათ შორის ფინანსური) ვადამდე შესრულება, რამაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
9.2.1.8. ქვეყანაში ინფლაციის დონის, სამომხმარებლო ფასების, სამეწარმეო აქტიურობის ინდექსების, ან/და სხვა გლობალური ან/და რეგიონალური ხასიათის სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორების უარყოფითად ცვლილების გათვალისწინებით, რომელმაც შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს კლიენტის ფინანსურ მდგომარეობაზე ან/და საფრთხეს უქმნის კლიენტის მიერ ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას.
9.2.2. გენერალური საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადის ამოწურვისას, იმ პირობით, რომ მხარეებს სრულად
აქვთ შესრულებული ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ;
9.2.3. კლიენტის მიერ დანართი N1-ის 9.3. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და პირობებით;
9.2.4. მხარეთა წერილობითი შეთანხმებით;
9.2.5. ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით
გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
9.3. კლიენტი უფლებამოსილია შეწყვიტოს გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, იმ პირობით, რომ კლიენტს არ გააჩნია ხელშეკრულებიდან გამომდინარე რაიმე სახის შეუსრულებელი/შესასრულებელი ვალდებულება ბანკის მიმართ.
9.4. მხარე, რომელიც მიიღებს ხელშეკრულების ცალმხრივად სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი, რომელიც არ უნდა იყოს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეზე ნაკლები. ამასთან, თუ ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულება შესაძლებელია ან უნდა შეწყდეს უფრო მოკლე ვადებში, ხელშეკრულება შეიძლება უფრო მოკლე ვადებშიც შეწყდეს.
9.5. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის დადგომისას:
9.5.1. ბანკი თავისუფლდება ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტის წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისაგან;
9.5.2. ბანკი უფლებამოსილია ხელშეკრულების შეუწყვეტლად, ან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოსთხოვოს კლიენტს ფინანსური ვალდებულებების ვადამდე შესრულება (მათ შორის, კრედიტის, საკრედიტო ხაზის, ოვერდრაფტის ან/და სხვა მსგავსი დავალიანების თანხის, მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის (მათ შორის, როგორც მიუღებელი სარგებლის), საკომისიოსა და პირგასამტეხლოს, აგრეთვე ნებისმიერი სხვა სახის დავალიანების ჩათვლით), რა შემთხვევაშიც ვალდებულების წინსწრებით შესრულების ან/და სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან რეფინანსირებისათვის კლიენტს არ ეკისრება რაიმე დამატებითი გადასახდელის გადახდა.
9.6. ხელშეკრულების შეწყვეტა არ ათავისუფლებს კლიენტს კრედიტის, საკრედიტო ხაზის, ოვერდრაფტის ან/და სხვა მსგავსი დავალიანების, დარიცხული საპროცენტო სარგებლის (მათ შორის, როგორც მიუღებელი სარგებლის), საკომისიოს, პირგასამტეხლოს,
აგრეთვე ნებისმიერი სხვა ვალდებულების შესრულებისგან, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური დავალიანების იძულებითი ან ნებაყოფლობითი შესრულების მომენტამდე.
10. ცვლილებები და დამატებები
10.1. ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დაიშვება წერილობითი ფორმით მხარეთა შეთანხმებით. ამასთან, მხარეები ადასტურებენ, რომ კლიენტთან გაფორმებული საბანკო მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე დადებული გარიგება წარმოადგენს წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებას და მასზე სრულად გავრცელდება ხელშეკრულების (მათ შორის მისი დანართების) პირობების მოქმედება.
10.2. მიუხედავად დანართი N1-ის 10.1. პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისა, ბანკი უფლებამოსილია:
10.2.1. შეამციროს გენერალური საკრედიტო ხაზის ან/და მისი შემადგენელი საკრედიტო ხაზის, ოვერდრაფტის ან/და სხვა მსგავსი საბანკო პროდუქტის მოცულობა;
10.2.2. შეამციროს ხელშეკრულებით დადგენილი საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს ოდენობა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში;
10.2.3. გაზარდოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვადა/ვადები, იმ პირობით, რომ ამგვარი ცვლილების შედეგად გადახდის ვადა/ვადები უნდა შეიცვალოს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალანდარული დღით;
10.2.4. შეცვალოს ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები.
10.3. ბანკის მიერ დანართი N1-ის 10.2. პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში:
10.3.1. თუ ასეთი გადაწყვეტილება აუარესებს კლიენტის მდგომარეობას, მაშინ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შესახებ ბანკი ცვლილების ძალაში შესვლის თარიღამდე არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე ატყობინებს კლიენტს .
10.3.2. თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია კლიენტის სასარგებლოდ (მათ შორის საპროცენტო სარგებლის შემცირებისას), ან/და არ აუარესებს კლიენტის მდგომარეობას, მაშინ ასეთი გადაწყვეტილება არ საჭიროებს კლიენტის დამატებით თანხმობას ან აქცეპტს და ამ სახით შეცვლილი პირობები ამოქმედდება ბანკის მიერ განსაზღვრული თარიღიდან. ამასთან, ბანკი ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში შეატყობინოს კლიენტს დანართი N1-ის მე-6 მუხლით დადგენილი წესით ან/და ბანკის სერვის ცენტრებში ან/და სხვა
მომსახურების წერტილებში (მათ შორის ვებ- გვერდზე - bankofgeorgia.ge) შესაბამისი განცხადების განთავსებით.
10.4. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები (მათ შორის დანართი N1-ის 10.2. და 10.3. პუნქტების შესაბამისად განხორციელებული ცვლილებები და დამატებები) წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
11. ხელშეკრულების პირობების მოქმედება კლიენტების მიმართ
11.1. ხელშეკრულების მიზნებისათვის, „კლიენტის” დეფინიციაში მოცემულ პირებზე ხელშეკრულების პირობები გავრცელდება სრულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი პირის სამართლებრივი სტატუსიდან (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი. ასევე, ფიზიკური პირის ასაკი) გამომდინარე კონკრეტული პირობა ვერ გავრცელდება ამგვარ პირზე.
11.2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მხარეს
წარმოადგენს ერთზე მეტი კლიენტი:
11.2.1. დანართი N1-ის მე-11 მუხლის სხვა დებულებებით დადგენილი პასუხისმგებლობის შეუზღუდავად, თითოეული ასეთი კლიენტისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა/შესაბამისი ხელშეკრულების დადება/ხელმოწერა შესაძლოა მოხდეს ინდივიდუალურად, ერთობლივად ან/და ცალკეული ჯგუფების მიხედვით;
11.2.2. თითოეული ასეთი კლიენტი წარმოადგენს ბანკის მიმართ სოლიდარულ მოვალეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე;
11.2.3. თითოეული კლიენტის სოლიდარული პასუხისმგებლობა ვრცელდება მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან მიმართებაშიც, მიუხედავად იმისა, წარმოადგენს თუ არა ეს კლიენტი ამგვარი მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების მხარეს;
11.2.4. თითოეული კლიენტის სოლიდარული პასუხისმგებლობა ძალაშია მიუხედავად მათ მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად ბანკის სასარგებლოდ რაიმე ფორმით გაცემული დამატებითი ვალდებულების (მათ შორის, თავდებობის ან/და გარანტიის) არსებობა/არარსებობისა;
11.2.5. ერთ-ერთი კლიენტის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია შესაბამისი მოთხოვნა/მოთხოვნები წაუყენოს ნებისმიერ
კლიენტს და მის მიმართ ისარგებლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან/და კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით;
12. სანქციებთან დაკავშირებული პირობები
12.1. მხარეები აღიარებენ, ადასტურებენ და თანხმდებიან, რომ თუ: (i) კლიენტზე გავრცელდება გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (Foreign, Commonwealth & Development Office) (რომლის მიერ დადგენილი სანქციები ადმინისტრირდება ფინანსური სანქციების იმპლემენტაციის სამსახურის მიერ (OFSI)), ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურის (OFAC) ან/და ევროპის კავშირის (EU) ან/და გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს (UNSC) ან/და მათი ნებისმიერი სამართალმემკვიდრის (შემდგომში - სანქციების ორგანო) მიერ დაწესებული ნებისმიერი სანქცია ან/და ნებისმიერი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი შეზღუდვა, მოთხოვნა ან/და აკრძალვა, ან/და (ii) კლიენტი ან/და პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს ან ფლობს კლიენტს (შემდგომში - კლიენტის მაკონტროლებელი პირი), ან/და ქვეყანა/ტერიტორია, რომლის რეზიდენტიც არის კლიენტი ან რომელშიც დაფუძნებულია/რეგისტრირებულია ან მდებარეობს ან ოპერირებს კლიენტი, მოხვდება ნებისმიერი სანქცირებული ქვეყნების/ტერიტორიების ან/და სანქცირებული პირების სიაში (მასში დროდადრო შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით), რომელიც გამოცემულია/წარმოებულია სანქციების ორგანოს მიერ, ბანკისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებების შეუზღუდავად, ბანკი უფლებამოსილია:
12.1.1. იმოქმედოს სანქციების ორგანოს მიერ დაწესებული შესაბამისი სანქციის მიხედვით და განახორციელოს სანქციების ორგანოს მიერ განსაზღვრული ან/და შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი და ყველა ქმედება, ან/და
12.1.2. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს, შეაჩეროს ან/და უარი თქვას კლიენტისთვის ნებისმიერი და ყველა მომსახურების გაწევაზე, მათ შორის, შეუზღუდავად, დახუროს კლიენტის ანგარიშები ბანკში ან/და შეაჩეროს/გააუქმოს/უარი თქვას ნებისმიერი გადარიცხვის ან/და დავალების შესრულებაზე.
12.2. კლიენტი აქვე ბანკის წინაშე და მის სასარგებლოდ აცხადებს, იძლევა გარანტიას და კისრულობს ვალდებულებას, რომ:
12.2.1. კლიენტი ან/და კლიენტის მაკონტროლებელ პირი არ არის/იქნება სანქციების ორგანოს მიერ გამოცემულ/წარმოებულ ნებისმიერ სანქცირებული პირების სიაში (მასში დროდადრო შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით);
12.2.2. კლიენტი ან/და კლიენტის მაკონტროლებელ პირი არ ახორციელებს/განახორციელებს და არ აქვს განხორციელებული რაიმე ისეთი ქმედება, გარიგება ან/და ოპერაცია, რომელმაც შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოიწვიოს კლიენტის ან/და კლიენტის მაკონტროლებელ პირის მიერ სანქციების ორგანოს მიერ დაწესებული ნებისმიერი სანქციის ან/და სანქციების ორგანოს მიერ განსაზღვრული ან/და შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი შეზღუდვის, მოთხოვნის ან/და აკრძალვის დარღვევა ან/და თავიდან არიდება/გვერდის ავლა.
12.3. კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბანკს ნებისმიერი ისეთი გარემოების ან/და მოვლენის არსებობის/დადგომის შესახებ, რომელმაც შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოიწვიოს კლიენტის ან/და კლიენტის მაკონტროლებელი პირის მიერ სანქციების ორგანოს მიერ დაწესებული ნებისმიერი სანქციის ან/და სანქციების ორგანოს მიერ განსაზღვრული ან/და შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი შეზღუდვის, მოთხოვნის ან/და აკრძალვის დარღვევა ან/და თავიდან არიდება/გვერდის ავლა ან/და რომელმაც შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოიწვიოს კლიენტის ან/და კლიენტის მაკონტროლებელი პირის სანქციების ორგანოს მიერ გამოცემულ/წარმოებული ნებისმიერი სანქცირებული პირების სიაში შეტანა/შეყვანა.
12.4. კლიენტი ვალდებულია:
12.4.1. არ შეიძინოს რუსეთის ფედერაციიდან ექსპორტირებული ან/და რუსული წარმოშობის ნავთობი ან/და ნავთობპროდუქტები იმ ზღვრულ ნასყიდობის ფასზე მაღალ ფასად, რომელიც დადგენილია სანქციების ორგანოს მიერ, ან/და
12.4.2. არ განახორციელოს ისეთი რუსეთის ფედერაციიდან ექსპორტირებული ან/და რუსული წარმოშობის ნავთობით ან/და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა ან/და მათი გაყიდვა, ექსპორტი, რე-ექსპორტი, იმპორტი, მიწოდება, ტრანსპორტირება ან/და ნებისმიერი ამგვარი ქმედების/საქმიანობის რაიმე ფორმით ხელშეწყობა, რომლის შეძენაც მოხდა სანქციების ორგანოს მიერ დადგენილ ზღვრულ ნასყიდობის ფასზე მაღალ ფასად.
12.5. კლიენტი აქვე ბანკის წინაშე და მის სასარგებლოდ აცხადებს, იძლევა გარანტიას და კისრულობს ვალდებულებას, რომ:
12.5.1. კლიენტი არ ახორციელებს/განახორციელებს რუსეთის ფედერაციიდან ექსპორტირებული ან/და რუსული წარმოშობის ნავთობის ან/და
ნავთობპროდუქტების შეძენას იმ ზღვრულ ნასყიდობის ფასზე მაღალ ფასად, რომელიც დადგენილია სანქციების ორგანოს მიერ;
12.5.2. კლიენტი არ ახორციელებს/განახორციელებს ისეთი რუსეთის ფედერაციიდან ექსპორტირებული ან/და რუსული წარმოშობის ნავთობით ან/და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას ან/და მათ გაყიდვას, ექსპორტს, რეექსპორტს, იმპორტს, მიწოდებას, ტრანსპორტირებას ან/და ნებისმიერი ამგვარი ქმედების/საქმიანობის რაიმე ფორმით ხელშეწყობას, რომლის შეძენაც მოხდა სანქციების ორგანოს მიერ დადგენილ ზღვრულ ნასყიდობის ფასზე მაღალ ფასად.
12.6. კლიენტი ვალდებულია, ბანკის მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ, ბანკისთვის მისაღები ფორმით, ბანკს მიაწოდოს ნებისმიერი და ყველა ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია კლიენტის მიერ:
12.6.1. რუსეთის ფედერაციიდან ექსპორტირებული ან/და რუსული წარმოშობის ნავთობით ან/და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობასთან, ან/და
12.6.2. რუსეთის ფედერაციიდან ექსპორტირებული ან/და რუსული წარმოშობის ნავთობის ან/და ნავთობპროდუქტების შეძენასთან, გაყიდვასთან, ექსპორტთან, რე-ექსპორტთან, იმპორტთან, მიწოდებასთან ან/და ტრანსპორტირებასთან, ან/და ნებისმიერი ამგვარი ქმედების/საქმიანობის რაიმე ფორმით ხელშეწყობასთან.
12.7. კლიენტის მიერ ზემოთ მოცემული ნებისმიერი განცხადების, გარანტიის ან/და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ბანკისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებების შეუზღუდავად, ბანკი უფლებამოსილია:
12.7.1. იმოქმედოს სანქციების ორგანოს მიერ დაწესებული შესაბამისი სანქციის მიხედვით და განახორციელოს სანქციების ორგანოს მიერ განსაზღვრული ან/და შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი და ყველა ქმედება, ან/და
12.7.2. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს, შეაჩეროს ან/და უარი თქვას კლიენტისთვის ნებისმიერი და ყველა მომსახურების გაწევაზე, მათ შორის, შეუზღუდავად, დახუროს კლიენტის ანგარიშები ბანკში ან/და შეაჩეროს/გააუქმოს/უარი თქვას ნებისმიერი გადარიცხვის ან/და დავალების შესრულებაზე.
12.8. ბანკის მოქმედება სანქციების ორგანოს მიერ დაწესებული შესაბამისი სანქციის მიხედვით ან/და სანქციების ორგანოს მიერ განსაზღვრული ან/და შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი ქმედების განხორციელება ან/და კლიენტისთვის მომსახურების შეწყვეტა, შეჩერება ან/და მომსახურების გაწევაზე უარის თქმა, არ ჩაითვლება ბანკის მიერ კლიენტის წინაშე არსებული/ნაკისრი რაიმე ვალდებულების რაიმე ფორმით დარღვევად და ბანკს არ დაეკისრება რაიმე
სახის პასუხისმგებლობა სანქციების ორგანოს მიერ დაწესებული შესაბამისი სანქციის მიხედვით მოქმედებისთვის ან/და სანქციების ორგანოს მიერ განსაზღვრული ან/და შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული ან/და მოთხოვნილი ნებისმიერი ქმედების განხორციელებისთვის ან/და კლიენტისთვის მომსახურების შეწყვეტისთვის, შეჩერებისთვის ან/და მომსახურების გაწევაზე უარის თქმისთვის.
12.9. კლიენტი ვალდებულია ბანკს აუნაზღაუროს ნებისმიერი და ყველა სახის ზიანი (ზარალი), რომელიც ბანკს წარმოეშობა კლიენტის მიერ ზემოთ მოცემული ნებისმიერი განცხადების, გარანტიის ან/და ვალდებულების დარღვევის შედეგად.
13. სხვა პირობები
13.1. მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა ხელშეკრულების შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა- სიტყვითი მნიშვნელობიდან.
13.2. ერთ-ერთი მხარის მხრიდან ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევასთან დაკავშირებით მეორე მხარის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების გამოუყენებლობა არ გავრცელდება ხელშეკრულების ან/და კანონმდებლობის ნებისმიერ შემდგომ დარღვევაზე.
13.3. ხელშეკრულების რომელიმე მუხლის, პუნქტის ან/და ქვეპუნქტის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან/და მისი სხვა მუხლის, პუნქტის ან/და ქვეპუნქტის ბათილობას.
13.4. ხელშეკრულებაში მხოლობით რიცხვში გამოყენებული სიტყვები, კონტექსტის შესაბამისად, გულისხმობს მრავლობითს და პირიქით.
13.5. ხელშეკრულების დანართები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დანომრილია მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს ხელშეკრულების ინტერპრეტაციისათვის ან/და ნამდვილობისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება. ამასთან, დანართის ამა თუ იმ ნუმერაციით არსებობა არ გულისხმობს, რომ აუცილებელი წესით არსებობს წინა ნუმერაციით დანომრილი დანართი. მხარეები დამატებით თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების დანართები ხელშეკრულების დადების მიზნებისთვის არ წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობებს.
13.6. ხელშეკრულება მისი ვალდებულებებითა და უფლებებით ვრცელდება და სავალდებულოა მხარეთა უფლებამონაცვლეების თუ
მემკვიდრეებისათვის/ სამართალმემკვიდრეებისათვის თუ ხელშეკრულება ან/და კანონმდებლობა სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
13.7. კლიენტს უფლება არა აქვს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მესამე პირს გადასცეს ან გადააბაროს მასზე ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულება ან მინიჭებული უფლება. ამასთან, ეს დებულება არ გულისხმობს დათქმას, რომ კლიენტმა პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულებები და არ გამორიცხავს ბანკის უფლებას მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება, მიუხედავად იმისა თანახმაა თუ არა კლიენტი.
13.8. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში
აღწერილია ხელშეკრულებაზე ხელმომწერი უფლებამოსილი წარმომადგენლის ვინაობა და მონაცემები, თითოეული მხარე უფლებამოსილია
ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხელმოწერასთან ერთად, უთითებს სახელს, გვარს და საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს.
13.9. ხელშეკრულებით განსაზღვრული ტერმინები გამოყოფილია მკაფიოდ, გამუქებული სიტყვებით ან/და სიმბოლოებით.
13.10. ხელშეკრულების ინტერპრეტაციისას უპირატესობა ენიჭება ქართულ ენაზე შედგენილ ტექსტს.
13.11. ხელშეკრულების იდენტური ეგზემპლარი გადაეცემა მხარეებს.