წარმოდგენილი -------------------- სახით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და მიმწოდებლის (მისი დასახელება) სატენდერო წინადადების საფუძველზე, ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) NAT…. ჩატარების შედეგად დებენ წინამდებარე...
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტი ხელშეკრულება №
ქ. თბილისი 2018 წელი
ერთის მხრივ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (შემდგომში „შემსყიდველი“) წარმოდგენილი -------------სახით და მეორეს
მხრივ,
(შემდგომში „მიმწოდებელი“)
წარმოდგენილი -------------------- სახით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და მიმწოდებლის (მისი დასახელება) სატენდერო წინადადების საფუძველზე, ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) NAT…. ჩატარების შედეგად დებენ წინამდებარე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები
1.1. „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში –
„ხელშეკრულება“) – შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით.
1.2. „ხელშეკრულების ღირებულება“ – საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის.
1.3. „დღე“,“კვირა“, „თვე“ – კალენდარული დღე, კვირა, თვე, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
1.4. “შემსყიდველი“ – ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.5. “მიმწოდებელი“ – პირი, რომელიც ახორციელებს შესყიდვის ობიექტის მომსახურებას ხელშეკრულების ფარგლებში.
2.ხელშეკრულების საგანი
2.1. წინამდებარე ხელშეკრულების საგანია შენობის დასრულების სამუშაოების (ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ.№10-ში მდებარე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნების საცავის მე-2 სართულის სარემონტო სამუშაოები) (CPV კოდი-45400000) შესყიდვა, რომელიც აღნიშნულია მიმწოდებლის მიერ შესასრულებელ ტექნიკურ დავალებაში და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
3. ხელშეკრულების საერთო ღირებულება
3.1. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ლარს.
3.2. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს (დღგ-ს ჩათვლით).
4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა და ადგილი
4.1. შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
4.2. შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე:
ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ.N10 (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა).
5. ანგარიშსწორების ფორმა და ვადები
5.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
5.2. ეტაპობრივი ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა N2-ის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციისა და ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს” ან/და შესაბამის სფეროში არსებული აკრედიტირებული დაწესებულების მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე (ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს მიმწოდებელი).
5.3. შესრულებულ სამუშაოებზე ეტაპობრივი და საბოლოო ანგარიშწორება მოხდება შესაბამისი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
6. შესყიდვის ობიექტის ხარისხი და გარანტია
6.1. ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოები უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
6.2. შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადა შეადგენს 5 (ხუთი) წელს სამუშაოების დასრულების დღიდან.
6.3. სამუშაოების შესრულების დროს გამოყენებული უნდა იყოს ახალი, პირველადი გამოყენების მასალა.
7. შესყიდვის ობიექტის მიღება–ჩაბარების წესი
7.1. შესყიდვის ობიექტი (მისი ნაწილი, ეტაპი) ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ შესაბამისი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ, თუ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7.2. ფასების ცხრილით განსაზღვრული სამუშაოების მოცულობები შესაძლებელია შეიცვალოს (დაზუსტდეს), ფაქტიურად შესასრულებელი სამუშაოების გათვალისწინებით, შემსყიდველთან მიღებული წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, რაზეც გაფორმდება შესაბამისი აქტი, ამ აქტის საფუძველზე უნდა გაფორმდეს შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ხელშეკრულების
დამატებითი შეთანხმება.
7.3. შესყიდვის ობიექტის მიღების საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
7.4. შემსყიდველი ვალდებულია ოპერატიულად, წერილობითი სახით, აცნობოს მიმწოდებელს საბოლოო შემოწმების შედეგები დაწუნებული შესრულებული სამუშაოების წუნდების მიზეზის მითითებით.
7.5. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების შემოწმებას, მიღება–ჩაბარებას და შესაბამის საანგარიშსწორებო დოკუმენტაციაზე ხელმოწერას ახორციელებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული
8. მხარეთა უფლება-მოვალეობები
8.1. შემსყიდველი უფლებამოსილია:
-ნებისმიერ დროს განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება.
- ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, თუ მიმწოდებელი სისტემატურად არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
8.2. შემსყიდველი ვალდებულია:
– უზრუნველყოს მიმწოდებლის მიერ მოწოდებული შესყიდვის ობიექტის ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
8.3. მიმწოდებელი უფლებამოსილია:
- მოსთხოვოს შემსყიდველს მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის და ხელშეკრულების პირობების დაცვით.
8.4. მიმწოდებელი ვალდებულია:
- შეასრულოს მაღალი ხარისხის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ნაკლის აღმოფხვრა.
– დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
9. პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის
9.1. მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9.2. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების
10 %-ის ოდენობით.
9.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 5%-ის ოდენობით.
9.4. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,1 %–ის ოდენობით.
9.5. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
10. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
10.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს ახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი.
10.2. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია აწარმოოს შესყიდვის ობიექტის ხარისხის, რაოდენობის, მოწოდების კონტროლი ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე.
10.3. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი ნაკლის ან დეფექტის შესახებ შემსყიდველი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს მიმწოდებელს წუნდების მიზეზების მითითებით.
10.4. გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასთან და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
11.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 100 (ასი) კალენდარული დღის განმავლობაში.
12. ფორს– მაჟორი
12.1. ფორს-მაჟორი ნიშნავს მხარეებისთვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომელიც არ არის დაკავშირებული შემსყიდველის და ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომელსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი;
12.2. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომელისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ.
13. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
13.1. ხელშეკრულების შესრულებისას მხარეთა შორის წამოჭრილი დავები ან აზრთა სხვადასხვაობა შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნას ორივე მხარის
ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე.
13.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
14. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და ხელშეკრულების შეწყვეტა
14.1. თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, შესაბამისმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება.
14.2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.
14.3. ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
14.4. ხელშეკრულებაში დამატებების ან/და ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით;
14.5. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად;
14.6. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელზე ვადაგადაცილებისათვის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 5%-ს, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
14.7. ორივე მხარე უფლებამოსილია მოშალოს ეს ხელშეკრულება ცალმხრივად თუ მეორე მხარე ვერ უზრუნველყოფს თავის ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას; მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების მიღების განზრახვის შესახებ არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე შეატყობინოს მეორე მხარეს.
14.8. ხელშეკრულება ასევე შეიძლება შეწყდეს მხარეთა ინიციატივით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
15. ინტერესთა კონფლიქტი
15.1. შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი და უფლებამოსილი პირი, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერებით ადასტურებენ, რომ მათი მონაწილეობა აღნიშნულ შესყიდვაში არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს
16. სხვა პირობები
16.1. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, იურიდიული ძალის მქონე სამ იდენტურ ეგზემპლარად, აქედან ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მიმწოდებელს, ხოლო ორი- შემსყიდველს.
17. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები
შემსყიდველი მიმწოდებელი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი ს/კ 0107, xxxx xxxxxxxxxxx ქ. №7 საიდენტიფიკაციო კოდი: 203845018 სახელმწიფო ხაზინა
ანგ. №200122900
გენერალური დირექტორი
xxxxxx xxxxxxxx